Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://s60.radikal.ru/i170/1012/f0/dac36ee9b0d1.jpg დღეს ლივერპულს თავისი განათხოვრებული ფეხბურთელი, დანიელ აიალა დაუბრუნდა! კანონით, ესპანელი უკანახაზელი ლივერპულალში 1 იანვარს უნდა მისულიყო, მაგრამ ტრავმის გამო ის დღეს მელვუდშია. 18 წლის ფეხბურთელმა “მგლების” შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გაიტანაც მოახერხა. აიალა დაცვაშიც საკმაოდ დამაჯერებლად ირჯებოდა, მაგრამ მას ბედმა შეაქია ზურგი (ტრავმის გამო). View the full article
  2. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა 1000-ადგილიანი სარეჟიმო კორპუსის მიმდინარე მშენებლობა… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/guncadze.jpg“ქართული პარტია” ნინო ბურჯანაძის გუშინდელ განცხადებებს “სასოწარკვეთილი ქალის წყევლას” უწოდებს . ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა კოკა გუნცაძემ განუცხადა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ლევან გაჩეჩილაძე ამ განცხადებას თავად გასცემს საკადრის პასუხს. მან პარტიის სახელით, ბოდიში მოუხადა ქართველ ხალხს იმისათვის, რომ თავის დროზე გადაეფარნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრი დანაშაული და უზნეობა ჰქონდათ ჩადენილი. “გადავეფარეთ იმისთვის, რომ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უფრო დიდი ბოროტებაა და რჩება ასეთ ბოროტებად, ვიდრე ეს ადამიანები”, – თქვა გუნცაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტი კომენტარი ამ თემაზე არ გაკეთდება. გუნცაძემ ეს განცხადება პარტიის სხვა ლიდერების, სოზარ სუბარისა და ეროსი კინწმარიშვილის თანდასწრებით გააკეთა, რომლებმაც ამ საკითხზე ჟურნალისტების არც ერთ შეკითხვას არ უპასუხეს. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გუშინ, გადაცემა “აქცენტებში”, პირველად ისაუბრა იმ სკანდალურ ფაქტებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გაზეთ “ასავალ-დასავალს” მისმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა. ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოება “ქართულ პარტიას” და ლევან გაჩეჩილაძეს არ უნდა ენდოს. მისივე განმარტებით, სააკაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციასთან გარიგებით შეინარჩუნა და ახლაც იმით ინარჩუნებს, რომ გარკვეულ დასაყრდენს პოულობს ოპოზიციაში. ინტერპრესნიუსი Share View the full article
  4. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/burjanadze.jpg“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “ქართულ პარტიასთან” დაპირისპირებაში ირაკლი ოქრუაშვილს და ეროსი კიწმარიშვილს ადანაშაულებს . ”ეს დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილმა და ეროსი კიწმარიშვილმა და ჩაიხვიეს მთელი პარტია ამაში. როცა დავრწმუნდით, რომ ისინი ხელისუფლების წისქვილზე ასხამდნენ წყალს და გაჩნდა ეჭვები, კიდევ ხომ არ მიდიან ხელისულებასთან გარიგებაზე, იძულებულები გავხდით, გვეთქვა ის, რაც ვიცოდით”, – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემა “აქცენტების” დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა უნდა შედგეს იმ პოლიტიკოსებისგან, ვინც საკუთარ ხალხს შუა გზაში არ მიატოვებს და პრეზიდენტთან არ გაიქცევა ოცნებებზე სალაპარაკოდ. ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გუშინ, გადაცემა “აქცენტებში”, პირველად ისაუბრა იმ სკანდალურ ფაქტებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია გაზეთ “ასავალ-დასავალს” მისმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა. ბურჯანძის განცხადებით, სააკაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციასთან გარიგებით შეინარჩუნა და ახლაც იმით ინარჩუნებს, რომ გარკვეულ დასაყრდენს პოულობს ოპოზიციაში. ინტერპრესნიუსი Share View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/kino-150x150.jpgპარიზის ,,გრანდკაფეში”, 1895 წლის 28 დეკემბერს, ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიის” სადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს. სწორედ, ამ დღეს უკავშირდება კინოს დაბადება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველი ფილმი 1916 წელს აჩვენეს. ეს იყო ამერიკელი რეჟიოსორი დ. გრიფიტის მუნჯური ფილმი “მოუთმენლობა.” შეიძლება ითქვას, რომ ლუმიერებს ნამდვილად გაუმართლათ. კინოს გამოგონებაზეც დიდხანს მუშაობდნენ მეცნიერები, მაგრამ ლუმიერებმა სხვა მეცნიერების გამოგონებების სრულყოფილ ვარიანტს ჩასჭიდეს ხელი და უახლოეს მომავალში შედეგსაც მიაღწიეს. მათ შექმნეს საკუთარი აპარატი ,,სინემატოგრაფი”, რაზეც 1895 წელსვე მიიღეს პატენტი. ისინი, თავდაპირველად კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ. არც კი უფიქრიათ, რომ გამოგონება ხელოვნების ახალი დარგი გახდებოდა. ილუზიონისტური თეატრის მფლობელმა, ჟ. მელიესმა თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის, მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ. ყველასათვის ცნობილია, რომ კინოხელოვნება, თავდაპირველად, უხმო იყო, მაგრამ ,,დიდმა მუნჯმა”, როგორც მას იწოდეს, სულ რათაც სამი ათეული წლის განმავლობაში, ნამდვილი სასწაული მოახდინა. აღსანიშნავია, რომ 1958 წელს დასახელებულ ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის, 9 მუნჯი ფილმი დაასახელეს. შეიძლება ითქვას, რომ კინოხელოვნების განვითარების ყველა ნაბიჯი ტექნიკის წინსვლასთან არის პირდაპირ კავშირში. 1914 წელს, დ. გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ,,ერის დაბადება” ტიტრები, რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. მაგრამ ტიტრი ვერ შეცვლიდა სიტყვას. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა ურთიერთობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ასე დაედო სათავე კინოს ახალ სახეობას – ხმოვან კინოს. საინტერესოა, რომ აპარატი, რომელსაც შეეძლო გადაეჭრა ხმის პრობლემა, ჯერ კიდევ 1906 წელს ი. ლოსტმა გამოიყენა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა ხმისა და კადრების სინქრონში გადმოცემა. 1927-1929 წლებში კი, დიდი მუნჯი” ალაპარაკდა. თავდაპირველად, კინოში ხმის გამოყენებას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ჩარლი ჩაპლინიც. მას სიტყვა ,,კინოს თვითმკვლელობად” მიაჩნდა. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხმოვანი ფილმი გზას იკვალავდა და დღემდე წარმატებით განაგრძობს წინსვლას. იხილეთ epn.ge
  6. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/borjomi-300x230.jpgრუსეთის “პირველმა არხმა” 26 დეკემბერს ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის” რეკლამა გაუშვა. ამის შესახებ სააგენტო “რეგნუმი” იუწყება.რუსეთში აკრძალული “ბორჯომის” რეკლამა პოპულარული კონკურსის “Лед и Пламень” ტრანსლაციის დროს, სარეკლამო ბლოკში გავიდა. სარეკლამო რგოლს შემდეგი ტექსტი ახლდა: “არ გსურთ, დღესასწაული თავის ტკივილად გექცეთ? სასარგებლო მინერალების შემცველი უნიკალური წყალი ქართული მთების სიღრმეებიდან სიმსუბუქესა და თავისუფლებას მოგანიჭებთ. “ბორჯომი” – დღის სპონსორი ახალი წლის შემდეგ”. ”ინტერპრესნიუსი” ვითარების გასარკვევად კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” წარმომადგენელს ნიცა ჩოლოყაშვილს დაუკავშირდა. ჩოლოყაშვილის ინფორმაციით, “ბორჯომის” რეკლამა “პირველ არხზე” მართლა გადის, ოღონდ მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი და მას რუსეთში ვერ ნახავენ. ”ბორჯომის პროდუქციის რეკლამა ჩვენმა ყაზახმა დისტრიბუტორმა დაუკვეთა და ის მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში ”პირველ არხზე” სარეკლამო ჩაჭრით ხდება. ასე რომ, რუსეთში ბორჯომის რეკლამას მაყურებელი ვერანაირად ვერ ნახავს”,-განაცხადა ნიცა ჩოლოყაშვილმა. ”როსპოტრებნადზორმა” რუსეთში “ბორჯომის” შეტანა 2006 წელს აკრძალა. Share View the full article
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/vashadze114-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ვაშაძემ წლის განმავლობაში მომხდარ რამდენიმე ფაქტს, წლის მოვლენა უწოდა. “წლის მოვლენა შეიძლება ვუწოდოთ საქართველოს ლისაბონში, ასევე შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას. ეს შეხვედრა გამორჩეული იყო იმ თემატიკის გამო, რომლის განხილვაც მოხდა. ასევე ევროკავშირთან მიღწეული ხელშეკრულებები და განსაკუთრებით, ის სამუშაოები, რაც ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებშიც ჩავატარეთ,”- განაცხადა ვაშაძემ. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა 2010 წელს მომხდარი მოვლენები შეაჯამა და პრიორიტეტული საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. იხილეთ epn.ge
  8. რუსეთს პოლიტიკური დასავლეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე პოლიტიკურ დასაველეთს რუსეთი,” – ამის შესახებ განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეუთოში ერთ სახელმწიფოს შეუძლია სხვა ქვეყნის დაბლოკვა, მაგრამ ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. “საჭიროა მოთმინება და მუშაობა. ჩვენ, კი საბოლოოდ, მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვსურს”,- განაცხადა ვაშაძემ. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა 2010 წელს მომხდარი მოვლენები შეაჯამა და პრიორიტეტული საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ვაშაძის თქმით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა, ისევე, როგორც მისი ურთიერთობა სხვა მეზობელ ქვეყნებთან. იხილეთ epn.ge
  9. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54432.jpgსახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 326 კურსანტმა ქვეყნის წინაშე ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და კურსანტებს სიტყვითაც მიმართა. View the full article
  10. საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დასუფთავების გადასახადის გაზრდაც იქნება. ამის შესახებ, საკრებულოს ფრაქცია “ჩვენი თბილისის~ წევრმა, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძის თქმით, იგი იმედს იტოვებს, რომ საკრებულო თავის პოზიციას დააფიქსირებს და მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ მოხდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ახლახანს მიიღო კანონი, რომლითაც ფიზიკურ პირზე ნაგვის მოსაკრებელის ზედა ზღვარი 1,5 ლარიდან 3 ლარამდე განისაზღვრა. კანონის მიხედვით, მოსაკრებლის ოდენობა თვითმმართველობებმა თავად უნდა განსაზღვრონ. იხილეთ epn.ge
  11. ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში NCIB – 28 დეკემბერს 12 საათზე წლის შემაჯამებელ კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიალს ატარებს. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან კერძო კომპანიების ხელმძღვანელები, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. NCIB ადგილობრივ კომპანიებს გააცნობს ახალ იდეებს ბიზნესის წარმატებით განვითარებისთვის. კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ახალი პროდუქტები საქართველოს ბაზარზე; ბიზნეს ინფომრაციის დარგის სიახლეები; XXI საუკუნის ყველაზე გამოყენებადი პროდუქტები; NCIB თქვენი ბიზნესის მეგზური. ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს (“მაგთი”, “თიბისი ბანკი”, “იმედი ელი”, “ეკო-ფუდი”, “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU”) გადაეცემათ სიგელები. დაჯილდოვდებიან “საუკეთესო გაყიდვების სტრატეგიის” კონკურსის საუკეთეო ხუთეული და კონკურსის მხარდამჭერი კომპანიების ფავორიტი კონკურსანტები. კონფერენციაზე NCIB გამოავლენს კომპანიის რჩეულს, რომელიც გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის სფეროში. ხალხის რჩეულს გადაეცემა პრიზი ფულადი პრემიის სახით (1000 ლარი), რომლისთვისაც თანხა პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა (კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინი” – პროექტის გენერალური სპონსორი, საგანმანათლებლო ცენტრი “ცოდნა”, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU) გამოყვეს. დაჯილდოებაზე ფავორიტ კონკურსანტებს სპეციალურ პრიზებს გადასცემენ ჰიპერმარკეტი “გუდვილი”, OWG – “ღია მსოფლიო საქართველოსთვის” და ყვავილების ონლაინ მაღაზია FLOWERS.GE. კომპანია NCIB (ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) წამყვანი კომპანიაა საქართველოში ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების სფეროში. NCIB ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს აწვდის სანდო ბიზნეს ინფორმაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა, რომელიც ახლდება ყოველდღიურად და მოიცავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ინფორმაციას: მარკეტინგული სიები, კომპანიის პროფილი, ქვეყნის პროფილი, ბაზრის პროფილი და სხვა… აღსანიშნავია, რომ დღეს NCIB წარმოადგენს მყარი კომპანიის – “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” შვილობილს. იხილეთ epn.ge
  12. მომზადების წესი:ქვაბით წამოადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ატრია და 3 წუთში გადაწურეთ (ცივი წყალი არ დაასხათ).ამასობაში კარგად გააცხელეთ ღრმა ტაფა (უმჯობესია ვოკი), მოასხით ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი სოიოს სოუსი, იხილეთ tabula.geზე
  13. საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
  14. ახალგორი-ცხინვალის გზას რუსი სამხედრო მშენებლები ისეთი გულმოდგინებით და სტანდარტებით აშენებენ, რომ მას მარტო შიდა საკომუნიკაცოს ვერ უწოდებ. მშენებლობის მთლიანად დასრულების შემდეგ მას უფრო სამხედრო დანიშნულების ფუნქცია მიენიჭება-აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები. ისინი თავიანთ გაკვირვებასაც არ მალავენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი ოკუპანტები 2008 წლის მოვლენების შემდეგ არცერთ სამხედრო დანიშნულების ობიექტისადმი იმდენ ყურადღებას არ იჩენდნენ, რასაც აღნიშნული გზის მაგისტრალისადმი. მარტო მის მშენე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. ბერლინის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას ორი რუსი ჟურნალისტის ვერცხლისწყლით შესაძლო მოწამლაზე, – აცხადებს დღეს " მოსკოვსკი კომსომოლეცი". გოროგრც ცნობილი გახდა, ბერლინის უნივერსიტეტის კლინიკის ექიმებმა რამოდენიმე კვირის წინ რუსი ჟურნალისტების ვიქტორ და მარინა კალაშნიკოვების სისხლში აღმოაჩინეს ვერცხლისწყლის კვალი, რომელიც 25–ჯერ მეტია დაშვებულ ნორმაზე. თვითონ ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი მოწამლეს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა.ბერლინის პროკურატურის სპიკე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. ახალგორის საავადმყოფოს ექიმებს ცხინვალის სპეციალური ნებართვის გარეშე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორელებმა აცნობეს. “აკრძალვის მიზეზი ის გახდა, რომ საავადმყოფოს ექიმებმა ხელი არ მოაწერეს ცხინვალის მიერ შედგენილ განცხადებას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალგორის ოკუპაციაზე იყო საუბარი”, - განაცხადეს ახალგორელებმა.მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელად ექიმებს ცხინვალში საგანგებო ცნობის აღება მოუწევთ.“... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/beselia55-150x150.jpgეკა ბესელია “სახალხო კრების” თავჯდომარეს, ნონა გაფრინდაშვილს, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული ბადრი ბიწაძის ინტერვიუს შემდეგ, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას სახალხო კრების იდეა. არსებობს საშიშროება, რომ აღმასრულებელი საბჭო იქცეს მხარედ ოპოზიციურ ფლანგზე გამართული დებატებისა და დაპირისპირებების პროცესში. “მე ვრჩები სახალხო კრების იდეისა და 25 ნოემბრის სახალხო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული და მხარდამჭერი, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო, იძულებული ვარ შევიჩერო აღმასრულებელი საბჭოს წევრობა ვიდრე არ გაირკვევა ყველა ის გარემოება, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ,,ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული ბადრი ბიწაძის ინტერვიუს სახით,” – აცხადებს ბესელია. მისი თქმით, ამ საფრთხეს აძლიერებს ხსენებულ ინტერვიუში მონათხრობი ფაქტები, რომელიც ეხება სახალხო კრების ერთობაში “ქართული პარტიის” შემოსვლას და ფულთან დაკავშირებულ გარემოებებს. ეს უმძიმესი ფაქტებია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების ეჭვებს სახალხო კრების ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებთან იდენტობის თაობაზე. “სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული 24 დეკემბერს ჩემი წინადადება, რომ ამ საკითხის საბოლოო გარკვევამდე, პოლიტიკურ სუბიექტებს მოეხდინათ კრების აღმასრულებელი საბჭოსაგან დროებით დისტანცირება და ამ ფორმით გადაგვერჩინა სახალხო კრების იდეა. ამ პოლიტიკურ დებატებში ჩართვა და სახალხო კრების გაიგივება რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან, მით უფრო ოპოზიციურ დაპირისპირებაში მყოფ ერთ მხარესთან, ხალხისთვის კრებისადმი უნდობლობის განმაპირობებელი იქნება,”- ნათქვამია ბესელიას მიმართვაში. მისივე განცხადებით, შინაგანი რწმენა, რომ ამ საკითხის ამოწურვამდე, საზოგადოებისთვის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემამდე, შეიჩეროს აღმასრულებელი საბჭოს წევრობა. შეგახსენებთ რომ, “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბადრი ბიწაძემ ლევან გაჩეჩილაძისა და ხელისუფლების გარიგებებზე ისაუბრა, რამაც პოლიტიკური ვნებეთაღელვა და დაპირისპირება გამოიწვია. იხილეთ epn.ge
  18. საავტომობილო სამყაროში ახალი – ელექტრომობილების ეპოქა იწყება და ბუნებრივია, ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიც ფოლკსვაგენია, ამ საქმეშიც პირველობა სურთ. ამისთვის ამზადებენ ელექტრომობილების კონცეფციებს, რათა იმ მომენტისთვის, როდესაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა შესამჩნევად გაიზრდება, შესაბამისი ტექნოლოგიები მზად ჰქონდეთ. იხილეთ tabula.geზე
  19. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01498/steven_gerrard_1498011c.jpg როი ჰოჯსონი ძალიან გულთბილად შეხვდა ჯერარდის დაბრუნებას, ის ძალიან ბედნიერია იმით რომ ჯერარდმა საბოლოოდ მოიშუშა ტრამვა. მან მოუწოდა კლუბის სხვა მოთამაშეებს “მიჰყევით ჩვენს ლიდერს”. როი ჰოჯსონმა სტივენ ჯერარდზე ისაუბრა, იგი ძალიან ბედნიერია მისი დაბრუნებით, როგორც მოგეხსენებათ ბლექპულთან სტივენ ჯერარდს შეეძლო ეთამაშა, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ინგლისში რთული კლიმატური პირობების გამო ეს მატჩი გადაიდო. ჰოჯსონი დარწმუნებულია ჯერარდის ძალებში, და მის უმაღლეს დონეში. მისი თქმით ჯერარდის დაბრუნება წაბორძიკებულ ლივერპულს ძალებს შემატებს და მოგების სერიების დაწყებაში დაეხმარება. ჰოჯსონი:“სტივი ყველა მოთამაშეს ეხმარება, შეუძლებელია იპოვო დღეს ჯერარდზე უკეთესი ლიდერი მსოფლიო მასშტაბით”. “დიდ გუნდს დიდი ლიდერი ესაჭიროება, ასეა ლივერპულის შემთხვევაშიც”. “ფერნანდოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბევრს მოვითხოვ მისგან მინდა მან დაიწყოს გოლების გატანა, გვჭირდება მისი ფეთქებადი ხასიათი ფერნანდო ლივერპულს ძალიან სჭირდება, მაგრამ იგი ძალიან ბევრს შრომობს”. <p style="text-align: left;"> View the full article
  20. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54430.jpgივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ახალ რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩია. კვიტაშვილმა კენჭისყრაზე ხმათა სრული უმრავლესობა მიიღო. View the full article
  21. ევროპაში საფრანგეთ-გერმანიის დაპირისპირებისა და ამ ქვეყნებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილების შესახებ უკვე ბევრს საუბრობენ. დაპირისპირება, რომელიც სათავეს 2008 წლიდან იღებს, ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. იხილეთ tabula.geზე
  22. ევროპაში საფრანგეთ-გერმანიის დაპირისპირებისა და ამ ქვეყნებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილების შესახებ უკვე ბევრს საუბრობენ. დაპირისპირება, რომელიც სათავეს 2008 წლიდან იღებს, ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. იხილეთ tabula.geზე
  23. პოლიტიკური ტერორი და პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება-ეს ის მეთოდებია, რაც დარჩა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი განცხადებით გამოვიდა დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 326 კურსანტის ფიცის ცერემინიაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, ,,საქართველოს ებრძვის ძალა რომლის ლიდერიც სპეციალიზირდება პოლიტიკურ ძალადობაზე ” და ,,რომლის სახელსაც უკავშირებენ მსოფლიოში უამრავ მკვლელობებს”. თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა არ დაასახელა პერსონალიები, გასაგები იყო, რომ მას მხედ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54431.jpgსაქართველოს რკინიგზის პირველი შემაჯამებელი ანგარიში. ირაკლი ეზუგბაიამ გასული წლის მონაცემები პირადად წარუდგინა საზოგადოებას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უწყების ხელმძღვანელს. View the full article
  25. დეკემბრის დასაწყისში ბრიტანეთის მთავრობამ პოლიციის რეფორმის გეგმა გაახმაურა. ეს ცვლილებები აშშ-ში არსებული არჩევითი შერიფის მსგავსი ინსტიტუტის შემოღებას გულისხმობს, რაც პურიტანული პოლიციის ამერიკანიზაციაზე მიუთითებს. იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...