planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/gamsaxurdia-150x150.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი მერაბ კოსტავას ქალიშვილს თამარ კოსტავას დაატოვებინეს. პროცესის მიმდინარეობისას თამარ კოსტავამ გამოთქვა პროტესტი მოსამართლის ზვიად ესებუას წინააღმდეგ, რის შემდეგაც მოსამართლის გადაწყვეტილებით მას დარბაზი დაატოვებინეს. როგორც სასამართლოზე თამარ კოსტავამ განაცხადა, თავის დროზე ცოტნესა და მამამისს აჩუმებდნენ და არ აძლევდნენ სიტყვის თქმის საშუალებას. თამარ კოსტავამ ასევე, მოსამართლე ზვიად ესებუას მიხეილ სააკაშვილის მიერ დასმული მოსამართლე უწოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ცოტნე გამსახურდიას პროცესი გაიმართა. გამსახურდიას ბრალი სისხლის სამართლის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. მას ბრალად ედება პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ერთ-ერთი კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემა იმ მიზნით, რათა მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ე.წ. ციხის საავადმყოფოში მომხდარ პატიმართა ცემის, წამების ფაქტებსა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge
-
საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს, როდესაც თბილისში, ბათუმსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გრანდიოზული კონცერტები იმართება. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ღონისძიებები სამთავრობო ჯგუფების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. იხილეთ tabula.geზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო მთავრობის ტრანსპარენტულობა დიდი ხანია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის დევიზი იყო, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის საჯაროობაზე მიდგება, ტრანსპარენტულობა რთულად მისაღწევია 17 დეკემბერს დამტკიცებული 2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 7.107 მილიარდს უდრის, თითქმის მთლიანად გარდა 12%-ისა სამთავრობო შემოსავლებისგან შედგება, დანარჩენი 877.5 მილიონი ლარი გარე დაფინანსებას წარმოადგენს. ყველაზე დიდი საბიუჯეტო დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს (1.604 მილიარდი), ყველაზე დაბალი - რეინტეგრაციის სამინისტროს (1.7 მილიონი ლარი). მაგრამ 100 გვერდიან საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დეტალების მოძიება მთავრობის ყველაზე დიდ პროექტებთან დაკავშირებით რთული ან საერთოდ შეუძლებელია. მაგალითად ბიუჯეტი არ შეიცავს არავითარ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი დაიხარჯება მაღალმთიან სვანეთის რეგიონში ოთხსეზონიანი კურორტის განვითარებაზე. ეს ამბიციური პროექტი წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო და მან ის შვეიცარული სათხილამურო კურორტების კონკურენტად გამოაცხადა. სვანეთთან დაკავშირებით ბიუჯეტში მხოლოდ ერთი რამაა მითითებული, ის რომ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, მესტია სხვა 8 ქალაქთან ერთად 1.2 მილიონ ლარს მიიღებს. დეტალები მითითებული არ არის. ინფორმაციის ნაკლებობაა ანაკლიაზეც, შავი ზღვისპირეთის სოფელზე, რომელთანაც სვანეთის კურორტი ითანამშრომლებს და ტურისტებს შესთავაზებს არჩევანს ცურვასა და თხილამურებს შორის. ხარჯები ტურიზმზე, რომელიც მთავრობის ყურადღების მთავარი საგანია, ტურიზმის დეპარტამენტის ხელფასებით, ”მომსახურების ფასებითა” და ”არაფინანსური აქტივებით” შემოიფარგლება და დოკუმენტში ორ ხაზს იკავებს. თუმცა სხვა პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალები ხელმისაწვდომია. მაგალითად განათლების სამინისტრო 32 მილიონ ლარს მიიღებს, რათა ყველა ქართველი პირველკლასელი კომპიუტერებით უზრუნველყოს. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა EurasiaNet.org-ს ხაზგასმით უთხრა, რომ პარლამენტის წევრებს ხელი მიუწვდებათ ბიუჯეტის ბევრად უფრო დეტალიზებულ 500 გვერდიან ვარიანტზე, რომელიც საჯარო გახდა და დამტკიცების შემდეგ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსდა. მისი მტკიცებით ფინალური დოკუმენტი ღიად განსაზღვრავს ხარჯების ყველა კატეგორიას, მათ შორის გრაფით ”სხვა ხარჯები”, რომელიც შეიცავს საბიუჯეტო რეზერვებს საგანგებო ვითარებებისთვის და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის. 2010 და 2009 წლის ბიუჯეტები ხელმისაწვდომია ინტერნეტში, მაგრამ როგორც სჩანს, ეს მხოლოდ 100 გვერდიანი მოკლე ვერსიაა. EurasiaNet.org-მა ამ ბიუჯეტებში სამთავრობო ხარჯებზე უფრო დეტალური ინფორმაცია ვერ მოიძია. ინფორმაციის ეს სიმცირე დამტკიცებული ბიუჯეტის შესახებ მოსახლეობას სხვა გზას არ უტოვებს გარდა იმისა რომ უბრალოდ დაუჯეროს პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრის აღიარებით, მათაც არ იციან თუ რას აძლევენ ხმას. ”ჩვენი კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ბიუჯეტი უხეშადაა დათვლილი და არ არის ძალიან დეტალიზებული… ჩვენ არ ვიცით, რამდენს ვხარჯავთ დღეს და გვჭირდება თუ არა ეს ხარჯები, მაგალითად ტელევიზორისა და მანქანებისთვის” – ამბობს საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე, ოპოზიციური ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” წევრი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა გამოიმუშავა დეტალური სისტემა საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიცირებისა, მთავრობა მას არ იყენებს – აცხადებს ჩახვაძე. მაგრამ მან აღნიშნა რომ ბიუჯეტის ზოგიერთი ასპექტი, სახელდობრ საგარეო უცხოური დახმარებისა და გრანტების გადანაწილება საკმაოდ დაზუსტებულია. ის ამტკიცებს რომ საშინაო ხარჯებისთვისაც ასეთივე დონის ტრანსპარენტულობაა საჭირო. ოპოზიცია ამტკიცებს რომ კლასიფიკაციის ნაკლებობა ბუნდოვანს სტოვებს იმას, თუ რა მიზნებით უნდა დაიხარჯოს ის 800 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ”სხვა ხარჯებს” განეკუთვნება. მაგალითად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში დამატებითი ხარჯების 2.79 მილიონი ლარი, მოთავსებულია სპეციფიკურ პარაგრაფში – სამინისტროს ”სამოქალაქო” ოფისებისთვის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ არ არსებობს არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებენ ამ თანხებს. 9.1 მილიონი ლარი ”დამატებით ხარჯების” სახით, შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 566 მილიონიან ბიუჯეტშიც. დათო ონოფრიშვილი, რომელიც 1998-2000 წ.წ. ფინანსთა მინისტრი იყო, ამტკიცებს რომ ფონდებთან დაკავშირებით სიცხადის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ მათი ხარჯვა ნაკლებად იქნება გაკონტროლებული. ”ეს ”სხვა ხარჯები” წავა განათლების, ჯანდაცვის ან უშიშროების მინისტრებთან, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ნახევარზე მეტი ამ ”სხვა ხარჯებისა” არ არის განმარტებული” – ამბობს ონოფრიშვილი, ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წევრი. ”ეს კი მთავრობას იმის საშუალებას აძლევს, რომ ფული ისე დახარჯოს, როგორც სურს”. ჩახვაძე კი პირიქით აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ფული ისე დაიხარჯოს, როგორც ამას სამინისტრო მოისურვებს, მაგრამ ის დასძენს, რომ დეტალიზებული ინფორმაციის გარეშე, პარლამენტის წევრები და საზოგადოება ვერ მიიღებენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. ”ეს თანხები თითქმის მთლიანად გაუმჭვირვალეა. ჩვენ არ ვიცით, რაზე იხარჯება ეს თანხები”. ასეთივე შეშფოთება გამოითქმებოდა საპრეზიდენტო და სამთავრობო სარეზერვო ფონდებზე, შავი დღისთვის გადადებულ ფულზე. 2011 წლის ბიუჯეტი თითოეულ ამ ფონდს 50 მილიონ ლარს გამოუყოფს. ბიუჯეტი, რომელზეც საზოგადოებას მიუწვდება ხელი, მათ მიზნებზე არავითარ ინფორმაციას არ შეიცავს. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აღიარებს, რომ ”ნორმალურია, როდესაც ადამიანებს კითხვები უჩნდებათ” ბიუჯეტთან დაკავშირებით, მაგრამ მისი მტკიცებით მიმდინარე რეფორმები ინფორმაციას შემოსავლების ხარჯვაზე საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომს და ტრანსპარენტულს გახდის. მისი თქმით 2012 წლის ბიუჯეტი ”პროგრამული ბიუჯეტი იქნება. მასში მოცემული იქნება ანალიზი ფონდების დანიშნულებაზე და უფრო მეტი დეტალი ფინანსების ხარჯვაზე, ამბობს ბაინდურაშვილი. ამ ფორმატს იყენებენ დიდ ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში. საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის კვლევა, რომელიც წელს გამოაქვეყნა სამეთვალყურეო ორგანიზაცია Independent Budget Partnership-მა (ორგანიზაცია განვითარებად ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობს, რათა მთავრობები ხარჯებთან დაკავშირებით უფრო ანგარიშვალდებულები იყვნენ) ასევე მოუწოდებს საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას პარლამენტის საბიუჯეტო მოსმენებში, ხოლო კონტროლის პალატას ბიუჯეტის აუდიტორული შემოწმების გამოქვეყნებას სთხოვს. თუმცა ჯგუფმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტის გაუმჯობესებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ორიგინალი ორიგინალი
-
ზაურ ბოლქვაძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამშაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. “ქართული ხმების” სოლისტი ზაურ ბოლქვაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლქვაძე ანსამბლში დაარსების დღიდანვე მოღვაწეობდა, მას ქართულ სცენაზე განსაკუთრებული ადგილი ეკავა, შესრულების მანერითა და ხმის განსაკუთრებული ტემბრით. ზაურ ბოლქვაძე იყო ღირსების ორდენის კავალერი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/saakashvili1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკურ შობას თბილისში, აბესაძის ქუჩაზე მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში შეხვდება. პრეზიდენტი ეკლესიაში ღამის 12.00 საათისთვის მივა და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს დღესასწაულს მიულოცავს. საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შემდეგ მთელ კათოლიკურ სამყაროს მოედო. დღეისათვის, მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა. კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში სულ 27 კათოლიკური ტაძარია. იხილეთ epn.ge
-
მესტიის მრავალპროფილური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა ტრავმატოლოგიური და სასწრაფო გადაუდებელი განყოფილებები. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა მოემსახურება. ამ დროისთვის სრულად რეაბილიტირებულია მესტიის საავადმყოფოს 5–საწოლიანი განყოფილება. უკვე ფუნქციონირებს აფთიაქიც. მრავალპროფილური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია მომავალი წლის დეკემბერს დასრულდება. სამედიცინო დაწესებულების განახლებას ჰოსპიტალური განვიათრების პროგრამის ფარგლებში Iჩ-Gროუპ-ი უზრუნველჰყოფს. მეორე ეტაპზე განახლდება და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება სამშობიარო, პედიატრიული, ამბულატორია და სტომატოლოგიური განყოფილებები. მესტიის საავადმყოფოში, ამ დროისთვის 40 მედპერსონალია დასაქმებული. საავადმყოფოს სრული რეაბილიტაციისთვის 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/aliev-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, თავის აზერბაიჯანელს კოლეგას ილჰამ ალიევს დაბადების დღე ტელეფონით მიულოცა. სააკაშვილმა ალიევს წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა. იხილეთ epn.ge
-
კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიამ” ადიგენის რაიონში დაბა აბასთუმნისა და ახალციხის რაიონში სოფელ ვალეს ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა. აღნიშნული სოფლების ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომპანიამ 590 700 ლარი დახარჯა და აბასთუმანში 1139 აბონენტი, ხოლო ვალეში 830 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა. ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი იზოლირებული სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები პარალელურად, მიმიდნარეობს პრაქტიკულად ყველა რეგიონში. საქართველოს რეგიონებში არსებული ყველა აბონენტს ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს დასრულდება. იხილეთ epn.ge
-
თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანმა ბუნებრივი აირი მიიღო. საპრეზიდენტო პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში კომპანია ”იტერა-საქართველომ” სოფელ ალისუბნის გაზიფიცირება დაასრულა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 3 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა. 25-მა ოჯახმა უკვე მიიღო ბუნებრივი აირი. საპრეზიდენტი პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” გულისხმობს მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენის სოფელში შეყვანას, რის შემდეგაც გაზგამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის, გაფორმებული შეთანხმების შემთხვევაში ბუნებრივი აირი შეუძლია სოფლის ნებისმიერმა მაცხოვრებელმა მიიღოს. საპრეზიდენტო პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში იგეგმება საქართველოს ტერიტორიის 70%-ის გაზიფიცირება. იხილეთ epn.ge
-
"ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის 60 ათას მოსწავლეს პრობლემები გააჩნია ნარკოტიკებთან", – განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.ეს ციფრი მან დაასახელა სამი ფედერალური ტელეარხების ხელმძღვანელებთან ინტერვიუს დროს, – იტყობინება "ეხო მოსკვი". პრეზიდენტის აზრით, ეს ციფრი ძალზედ დიდია, მაგრამ ამის შესახებ დაუმალავად უნდა ლაპარაკი. "თორემ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ რუსეთში ნარკომანია არ არსებობს", – ამბობს იგი.შეგახსენებთ, რომ რუსეთში ნარკოტიკებზ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54399.jpgმესტიის კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარების დეტალები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ უკვე გასვლით სხდომაზე განიხილა. View the full article
-
სვანეთში სამთო სათხილამურო კურორტი გაიხსნა, რომელიც უკვე პირველ დამსვენებლებს იღებს. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2 500-ს მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და წლის ნებისმიერ დროს თოვლია. ჰაწვალი-ზურულდის სათხილამურო კომპლექსი დღეს პრეზიდენტმა მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად საბაგიროთიც ისარგებლა და ახალ სათხილამურო ტრასაზეც ისრიალა. კურორტზე სამი სათხილამურო ტრასაა, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ მოყვარულებისთვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც არის შესაძლებელი. ალპური სოფელი უკვე აშენებულია, მოქმედებს სასტუმროც, რომელმაც პირველი სტუმრები მიიღო. სათხილამურო ტრასა 1 400-ი მეტრი სიგრძისაა და ის იტალიურმა კომპანია”ლაიტმერმა” ააშენა. მოეწყო 9-კილომეტრიანი ბეტონის გზაც, რომლითაც კურორტზე ასვლა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. კურორტს დიდი პოტენციალი აქვს და მისი კიდევ უფრო განვითარება იგეგმება. მომავალ წელს დაგეგმილია საბაგირო გზის, ჰაწვალიდან მესტიამდე მშენებლობა. მესტიის ტურისტულ ცენტრს ვიზიტორების მიღება უკვე დღეიდან შეუძლია. ცენტრი, რომელიც სვანეთში ჩასულ დამსვენებლებს რეგიონის ინფრასტრუქტურისა და მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ოფიციალურად გაიხსნა. უცხოელი და ქართველი სტუმრების ინფორმირებულობაზე ცენტრის ორი ადგილობრივი თანამშრომელი იზრუნებს. უკვე მზად არის ტურებისა და მარშრუტების ჩამონათვალიც. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/mestia1-150x150.jpgსვანეთის ზამთრის საკურორტო ზონა 500-ი ათასი დამსვენებლების მისაღებად მზად არის. მესტია ტურისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ხდება – ახალი აეროდრომი, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ტურისტული ცენტრი და მრავალპროფილური საავადმყოფო. თბილისი-მესტიის მიმართულებით რეისები ყოველდღე შესრულდება. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები სრიალს წლის ნებისმიერ დროს შეძლებენ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაათვალიერა. ახალ პროექტებზე მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის გასვლით სხდომაზე ისაუბრა. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა დღეს ფუნქციონირება დაიწყო. აეროპორტი, რომელიც ზღვის დონიდან 1 400-ს მეტრზე მდებარეობს, რთული რელიეფის მიუხედავად, უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს. უსაფრთხოების გარანტი ის ტექნიკური აღჭურვილობაა, რომელიც ევროპელ სპეციალისტებთან ერთად დამონტაჟდა. აეროპორტს 1 120–მეტრიანი ასაფრენი ბილიკი აქვს, რომელიც ამინდის მიუხედავად, მცირე ლაინერების მიღებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებს. თბილისი-მესტიის მიმართულებით, ფრენას ყოველ დღე კანადური ავიაკომპანია “ქელ-ბორექ-ეარი” შეასრულებს, ბილეთის ფასი 150-ი ლარი იქნება. აეროპორტს საკუთარი სანავიგაციო სისტემა და სრულიად ახალი შენობა აქვს. პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან არქიტექტორს, მაიერს ეკუთვნის. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში პირველი რეისი დღეს მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა. თვითმფრინავს პრეზიდენტი თავად მართავდა. იხილეთ epn.ge
-
ბელორუსიის ცესკოს თავმჯდომარის ლიდია ერმოშინას განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 14 იანვარს შედგება იუწყება ,,რიანოვოსტი”. შეკითხვაზე, თუ როდის შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ერმოშინამ განაცხადა, რომ იგი დაახლოებით ძველით ახალი წლისათვის გაიმართება. მისი თქმით, ამას პრეზიდენტის ადმინისტაცია გადაწყვეტს. ბელორუსიის ცესკომ ალექსანდრ ლუკაშენკო პარასკევს ოფიციალურად საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დაასახელა. მან ამომრჩეველთა ხმების 79,65%-ი მიიღო. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას სვანეთისთვის ცალკე სამაშველო ჯგუფის ჩამოყალიბება დაავალა. ამის შესახებ სააკაშვილმა მესტიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ “კურორტებზე სამაშველო ფუნქციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ შეითავსებს, რადგან ეს სულ სხვა რამეა”. “სვანეთისთვის ცალკე სამაშველო ჯგუფის ჩამოყალიბება ეს არის ტურიზმზე ორიენტირებული სამსახური. ამიტომ ეკონომიკის სამინისტროში პატარა შენაერთი უნდა შეიქმნას, რომელიც სხვა სამაშველო სამსახურებთან კოორდინირებულად იმუშავებს. მთაში, რომ ტურისტი ან ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიკარგება, დროულად უნდა დაეხმარო”, – განაცხადა სააკაშვილმა. თავის მხრივ, ვერა ქობალიამ განმარტა, რომ სამაშველო პროგრამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. “მომავალი წლის იანვარში საქართველოში – ათკაციანი, თებერვალში კი ოცკაციანი ჯგუფი ჩამოვა. ამდენად, 2011 წლის ივნისის ბოლოს საშუალება გვექნება, 50-კაციანი ახალი სამაშველო ჯგუფი გვყავდეს”, – აღნიშნა ქობალიამ. იხილეთ epn.ge
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training11_4d1491915e1eb270441393.jpg გთავაზობთ წითლების ვარჯიშის ფოტოებს მელვუდიდან http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training10_4d14889ec0418012365606.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training9_4d14889894133794692336.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training8_4d148885e454c121819863.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training7_4d1488809ec26270393917.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training6_4d14887a7bbdc986068237.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training5_4d148874977f7008357744.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training4_4d14886e91050637981125.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training3_4d148869020f7225923734.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training2_4d148862181b1291107489.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training12_4d1491998cf7c321263621.jpg View the full article