planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
2010 წელი ეკონომიკური გამოწვევების წელი იყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41%-ით შემცირდა. ინფლაციამ 10.5%-ს მიაღწია. თუმცა, საბოლოოდ ეკონომიკა მოსალოდნელი 2%-დან, სულ მცირე, 6%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის მიზეზებს, საბიუჯეტო დეფიციტისა და ვალის დინამიკას, წლის მთავარ წარმატებასა და მარცხს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ტაბულასთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აჯამებს. იხილეთ tabula.geზე
-
რა არის კარგი და რა ცუდი, ამაზე ხშირად კამათობენ ადამიანები, თუმცა ზოგჯერ პასუხი ბუნდოვანია. არსებობს შემთხვევები, რომლებსაც მორალურ დილემებს (ასევე ეთიკურ პარადოქსებს) უწოდებენ. გაგრძელებაში წარმოგიდგენთ რამდენიმე დილემას, პასუხი კი თქვენი პოზიციის შესახებ კომენტარებში დაწერეთდილემა #1 – გადატვირთული ნავი წარმოიდგინეთ, შუაგულ ოკეანეში გემი ჩაიძირა, თქვენ კი გადარჩენის მიზნით გადახვედით ნავში, ... View ucnauri.com
-
ზოგადი განათლების სისტემაში 2010 წელი სიახლეებით დატვირთული იყო. შეიცვალა ხედვა, შინაარსი და მართვის მიდგომები. გაჩნდა ახალი ცოდნა და ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩამოყალიბდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმები. ძირითადი ცვლილებების უმეტესობას მრავალი წელი დასჭირდება, რომ სისტემური შედეგი გვაჩვენოს. იხილეთ tabula.geზე
-
“შეერთებული შტატების აგენტი, ფანატი ფემინისტი, მუსლიმების თაყვანისმცემელი, ქრისტიანი ფუნდამენტალისტი, ფრიგიდული და საბედისწეროდ შეყვარებული, განა ძალუძს ადამიანს ეს ყველაფერი ერთდროულად იყოს?“ – ეს თითქოსდა რიტორიკული შეკითხვა გულანთებულ ფემინისტს, ანა არდინს ეკუთვნის, იხილეთ tabula.geზე
-
“შეერთებული შტატების აგენტი, ფანატი ფემინისტი, მუსლიმების თაყვანისმცემელი, ქრისტიანი ფუნდამენტალისტი, ფრიგიდული და საბედისწეროდ შეყვარებული, განა ძალუძს ადამიანს ეს ყველაფერი ერთდროულად იყოს?“ – ეს თითქოსდა რიტორიკული შეკითხვა გულანთებულ ფემინისტს, ანა არდინს ეკუთვნის, იხილეთ tabula.geზე
-
გასულ კვირას, 14 დეკემბერს, ინტერნეტ-საიტ tabula.ge-ზე, ბექა მინდიაშვილის ბლოგზე გამოქვეყნდა ინკოგნიტო ავტორის წერილი სკანდალური სათაურით: “პატრიარქობა ნათესაობით გადადის?!”, რომელშიც ნათქვამია, რომ 21-25 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის სინოდის სხდომაზე განიხილება ეპარქიების დაყოფისა და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საკითხები, რითაც, ავტორის აზრით, ილია II ცდილობს, საკუთარი ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტისთვის მოამზადოს. გაზიარება [ჯაბა ჟვანია. 21:15 26-12-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TRd4TsN628I/AAAAAAAAEUk/yrMJZnccMts/s200/liberals.gifწერილის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, ანუ 16 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა “დიალოგში” “რელიგიათმცოდნე” ბექა მინდიაშვილმა ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ დღესდღეობით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფუნდამენტალისტების საბუდარად იქცა. ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ კი, რომელიც ზემოაღნიშნული გადაცემის მეორე ბლოკს სტუმრობდა, მარქსის სიტყვები მოიშველია, ნებისმიერი რელიგია ოპიუმიაო... არის თუ არა ეს და ყველა მსგავსი განცხადებები ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და რამდენად შესაძლებელია, ამის უკან იდგეს ხელისუფლება - ამ საკითხთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა. ნესტან კირთაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:- როცა ეს გადაცემა გავიდა, მე თბილისში არ ვიმყოფებოდი და, ჩამოვედი თუ არა, პირველი, რაც გავაკეთე, მივედი საპატრიარქოში და შევხვდი პატრიარქს. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. გაკეთდა თუ არა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისგან ან ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, მრევლის სტატუსით და არა - პოლიტიკოსების, რაიმე საწინააღმდეგო განცხადება?.. მე მსგავსი არაფერი მომისმენია და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან, როცა ვიღაც- ვიღაცები თავს უფლებას აძლევენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს უწმინდესს და ჩვენ ამას ვითმენთ, ვთვლი, რომ ეს ჩვენს სულიერ დაცემასა და დაკნინებაზე მეტყველებს. აქვე მინდა ერთი ინფორმაციაც მოგაწოდოთ: ამ რამდენიმე დღის წინათ პატრიარქს სტუმრობდა ერთ-ერთი არამართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში, რომელმაც მის უწმინდესობას უთხრა, იქნებ, თქვენ არც გაყენებენ საქმის კურსში, მაგრამ თქვენი ავტორიტეტი და ქართული ეკლესიის რეიტინგი, უკვე დიდი ხანია, ოთხმოცდაათ პროცენტს გადასცდაო... აი, ეს არის ის რეალობა, რომელიც ხელისუფლებას აგიჟებს და რის გამოც ეს ვიგინდარა ზედანია და ძეშეცდომილი მინდიაშვილი პატრიარქს დღენიადაგ აკრიტიკებენ; მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ - პატრიარქის შეურაცხყოფა არის სრულიად ქართველი ერის და თვით ღმერთის შეურაცხყოფა და ადრე თუ გვიან მათ ეს ყველაფერი უკანვე მიუბრუნდებათ ბუმერანგივით... თემურ ქორიძე, ჟურნალ “ისტორიული მემკვიდრეობის” მთავარი რედაქტორი: - დავით პაიჭაძის ამ ე.წ. გადაცემის მიღმა აშკარად ჩანს “ნაციონალური მოძრაობის” მრავალწლიანი პოლიტიკა, ნათლად იკითხება ამ პოლიტიკის ანარეკლი და საერთოდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არხი არის არა საზოგადოებრივი, არამედ სახელისუფლო არხი. ასეთია რეალობა, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კამპანია არ დაწყებულა დღეს და გუშინ; საერთოდ, ეს ე.წ. ახალი ლიბერალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ყოველგვარი ტრადიციული რელიგიური შეხედულებებისა და დოგმებისადმი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული დამოკიდებულებით და ამას ისინი არც მალავენ... ვფიქრობ, რომ ასეთი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანების საუბარი ეკლესიასთან დაკავშირებით, უწინარეს ყოვლისა, თვით ამ ადამიანების უმეცრებაზე მეტყველებს და, ასევე, იმ პოლიტიკის მავნებლობაზე, რომლის ქვეშევრდომობასა და მონურ მორჩილებასაც ისინი განასახიერებენ... თამაზ წივწივაძე, მწერალი, პუბლიცისტი: - სამწუხაროდ, მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, კომენტარი გავუკეთო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თუნდაც უმცირეს შენიშვნას, ეს ჩემი მხრიდან მკრეხელობად აღიქმება. რაც შეეხება მინდიაშვილ-პაიჭაძისა და ლადარია-რამიშვილის ბინძურ გამონათქვამებს ეკლესიის მამათა მიმართ, თუ ეს მათი ინიციატივაა, ისინი, უბრალოდ, დასათეთქვები არიან; და თუ ამ საქმეში ხელისუფლების ხელიც ურევია, ასეთი მთავრობის წევრები არა მარტო უნდა დათეთქვო, არამედ ერთი ადგილიც უნდა მოუთეთქვო, ლადარია-პაიჭაძის მსგავსი არსებანი რომ აღარასოდეს გააჩინონ. საერთოდ კი, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, საქართველო უკვე დაემსგავსა ქვეყანას, სადაც ყველაფერს ცვედანი ადამიანები განაგებენ... სოსო ჯაჭვლიანი, რეჟისორი, მსახიობი: - სიმართლე გითხრათ, პაიჭაძის გადაცემა არ მინახავს და არც მაქვს სურვილი, რომ ამგვარ სისულელეებს დრო დავუთმო. მაგრამ მითხრეს, იქ რელიგიაზე ულაპარაკიათ და ერთ-ერთ სტუმარს, თუ არ ვცდები, მინდიაშვილს უთქვამს, მართლმადიდებლები ფუნდამენტალისტები არიანო... მე არ ვიცი, ამაზე რა უნდა ვთქვა და რა კომენტარი გავაკეთო, უბრალოდ, ისღა დამრჩენია, მივმართო საქართველოში მცხოვრებ გრეგორიანელებს, მუსლიმანებს, ებრაელებს და ყველას აბსოლუტურად - გვიშველეთ მართლმადიდებლებს! ვიღუპებით და გვერდით დაგვიდექით!.. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ, რადგან, როგორც ჩანს, ამ ქვეყანას მართლაც სატანა დაეპატრონა და ხალხიც იმდენადაა დატერორებული, გამოთაყვანებული, რომ ან ეშინია და ხმას ვერ იღებს, ან საერთოდ ვერ ხედავს ამ უმსგავსობას და აღვირახსნილობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ გარდუვალია - ამ გზით, რომლითაც დღეს მიდის ეს ქვეყანა, მალე დაიღუპება და აღარ იქნება საქართველო. P.S. ინტერნეტ საიტ ტაბულა.გე-ზე დადებული წერილისთვის (“პატრიარქობა ნათესაობით გადადის?!”) პატივცემულ ბექა მინდიაშვილს, რომელიც საკუთარ თავს რელიგიათმცოდნეს უწოდებს, წამძღვარებული აქვს ასეთი შესავალი: “მეგობრებო, დღეს ეს წერილი გავრცელდა ინტერნეტში. როგორც ჩანს, ავტორი ზუსტადაა ინფორმირებული საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების შესახებ. თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ გზით ილია II-ს ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტის ყველაზე რეალური კანდიდატი ხდება. ცნობისთვის, დიმიტრი შიოლაშვილი მმკ-სა და რაფაელ კარელინის მფარველი იერარქია. ვბეჭდავ უცვლელად”. მოკლედ, საკმარისია ამ ე. წ. წერილს თვალი გადაავლო, დარწმუნდები, რომ არავითარი ინკოგნიტო ავტორის დაწერილი არ არის... ამიტომ მინდა მივმართო მის ნამდვილ შემოქმედს, თეოლოგთა შორის უთეოლოგესს, ღრმად პატივცემულ მინდიაშვილს: - წერილი, რომელიც თქვენ tabula.ge-ზე განათავსეთ, პათოსითა და რიტორიკით იმდენად ჰგავს საკუთარ ავტორს, რომ კიდევ ერთხელ მარწმუნებს მარტივ ჭეშმარიტებაში: რაც უნდა ეცადოთ, ნეოლიბერალ ინკოგნიტო ავტორთა ნაღვაწად გაასაღოთ ზემოაღნიშნული წერილის მსგავსი საზიზღრობები, მასში თქვენი და თქვენნაირების მრუდე გონების ნაკვალევი ისევე არ დაიმალება, როგორც გიზგიზა ცეცხლი - თივაში... "საქართველო და მსოფლიო" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
“ვერ ეღირსები ჩვენგან ციტატას შენი წიგნის ყდის გასაფორმებლად!”მეტროპოლიტენის პოლიციის სპიკერი. წარწერა ბანკსის ბოლო წიგნის, WALL AND PIECE-ის ყდაზე. იხილეთ tabula.geზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg ჯეფრი გედმინი დასავლეთს სჭირდება ყაზახეთი: ენერგეტიკა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა შუა აზიაში, მაგრამ როგორ შეიძლება დემოკრატია განვითარდეს ქვეყანაში, სადაც ყველა კარტი ავტორიტარი პრეზიდენტის ხელშია? ახლახანს ასტანაში ეუთო-ს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) სამიტის დასასრულისთვის ჩამოვედი. ტემპერატურა მინუს 15 გრადუსი იყო და როგორც მითხრეს, მალე მინუს 40 გრადუსი გახდებოდა. ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. ქუჩები ხალხისგან დაცლილი იყო. საღამოს რვა საათისთვის ბნელოდა. ასეთია ზამთარი ასტანაში, ყაზახეთის დედაქალაქში. ასტანაში თითქმის ყველა საბჭოთა შენობა თანამედროვე სახლებმა ჩაანაცვლა. მათი უმრავლესობა ცათამბჯენებია. ზოგიერთი ძალიან კიჩურია (როგორც ლას-ვეგასში), ზოგიერთი ძალიან შთამბეჭდავი. დედაქალაქს ნორმან ფოსტერის და სხვა ცნობილ არქიტექტორთა ნამუშევრები ამშვენებს. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დედაქალაქი აქ ქვეყნის უმსხვილესი ქალაქიდან ალმა-ატადან 1997 წელს გადმოიტანა. ნაზარბაევს განაცხადის გაკეთება სურდა და გააკეთა კიდეც. ყველა შესაძლო ფერის გარდამავალი და ბრჭყვიალა ნათურები – შენობებზე, ხეებზე, ფაქტობრივად ყველგან, სადაც კი მათი დაკიდვა შეიძლება – გაყინულ ქალაქს სადღესასწაულო ელფერს სძენს. ახლახანს პიტერ ჰიტჩენსმა Mail Online-ში ასტანას „პხენიანის, აღმოსავლეთ-ბერლინის და დუბაის საინტერესო ჰიბრიდი“ უწოდა. განათებული ნათურები თითქოს იმას გვახსენებს, რომ აქ არა აქვთ ელექტროენერგიის პრობლემა. ყაზახეთი ურანის მოპოვებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მას ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი აქვს. ნავთობის მარაგით რუსეთის შემდეგ პირველ ადგილზეა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, უახლოეს ათწლეულში ყაზახეთი შეიძლება მსოფლიოს წამყვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების ხუთეულში აღმოჩნდეს. კომპანიებმა Chevron, British Gas, Texaco ქვეყნის საწარმოო ბაზის განვითარებაში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ნაზარბაევმა ენერგეტიკის სტრატეგიული მნიშვნელობა გააცნობიერა. მას ძალიან უყვარს ცნობილი „დიდი თამაშის“ საკუთარი ვერსიის თამაში. WikiLeaks-ის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დეპეშაში ნათქვამია, თუ როგორ უთხრა ერთ-ერთმა ფუნქციონერმა მენავთობემ აშშ-ს ელჩს, რომ რუსები და ჩინელები „მტაცებლებივით იტრიალებენ“ იმის მზადყოფნაში, რომ ხელში ჩაიგდონ ლუკმა, როგორც კი დასავლური კონსორციუმების მცდელობა ჩავარდება განავითარონ ყაზახეთის ნავთობის და გაზის საბადოები. როგორც სჩანს ყაზახებს გენებში აქვთ დიდი ზესახელმწიფოების ერთმანეთზე გადაკიდება. მე-18 საუკუნეში ხანმა აბილაიმ ერთგულება შეჰფიცა რუსეთის მეფესაც და ჩინეთის იმპერატორსაც და ასე შეინარჩუნა კონტროლი უზარმაზარ ყაზახურ ველებზე. ყაზახური ანდაზა ამბობს: „მას ვისაც მეგობარი რუსი ჰყავს, ნაჯახი უნდა მოამზადოს“ და კიდევ ერთი: „ჩინელები მოვლენ – წითელი რუსი მამად მოგეჩვენება“. მაგრამ დიქტატორის საუკეთესო მეგობარი – ნავთობია. ნაზარბაევი საკუთარ ძალაუფლებას ისე იყენებს, თითქოს მე-19 საუკუნის მეფე იყოს და დასავლეთი ხმასაც ვერ იღებს. პრეზიდენტი ოცი წელია ამ თანამდებობაზეა, თავად ნიშნავს მერებს და მოსამართლეებს, აკონტროლებს პარტიას, რომელიც თავის მხრივ აკონტროლებს პარლამენტს და პერსონალურად განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. 2007 წელს მორჩილმა საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვიტა, რომ ნაზარბაევი ქვეყნის მართვას შეუზღუდავი ვადით განაგრძობდა. დაახლოებით იმავე პერიოდში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით პრეზიდენტის საპატივცემულოდ ასტანასთვის ნურსულთანი დაერქმიათ. ნაზარბაევმა მოკრძალებულად სთქვა უარი. თუმცა იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მას თავმდაბლობა არ გამოუმჟღავნებია და უარი არ უთქვამს ასტანაში უნივერსტიტეტი მისი სახელობის გამხდარიყო. უნივერსიტეტის ახალი შენობა ძალიან შთამბეჭდავია. მთავარი კორპუსის ინტერიერი Hyatt-ის სასტუმროს გამოქვაბულის მსგავსი ვესტიბიულისა და ლოს-ანჯელესის ჰიპერმარკეტის ერთგვარ ნაზავს ჰგავს. იქ ბევრი პალმა, აუზი და უამრავი განათებული ხის სკამია, რომლებზეც სტუდენტები (ადგილობრივი ელიტის წარმომადგენელთა შვილები) ლექციებს შორის ისვენებენ, ეს უზარმაზარი სივრცე კი ამ გაყინულ ზამთარში შესანიშნავად თბება. და მართლაც, სიამოვნებაზე უარი რატომ უნდა სთქვან? დიპლომატების სხვა წერილებიდან ირკვევა, რომ ნაზარბაევს უყვარს ცხოვრებით ტკბობა, კერძოდ ისეთი საგნებით, როგორიცაა „სასახლე“ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ან „სახლი“ თურქეთის ზღვის სანაპიროზე, ან კერძო კონცერტები, რომლებსაც მაგალითად ელტონ ჯონი მართავს. აღსანიშნავია რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა საერთო ჯამში მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებზე უკეთ ცხოვრობს. ტაჯიკეთი უკიდურესად ღარიბია. თურქმენეთსა და უზბეკეთში თავისუფლება გაცილებით მეტად იდევნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასტანამ სოციალური ხარჯები გაზარდა, გაილაშქრა რა საზოგადოებრივი უკმაყოფილების და მსოფლიო ფინანსური კრიზისის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა სხვა მაჩვენებლით, ქვეყანას წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. Freedom House-ის უახლესი მიმოხილვის თანახმად, ყაზახეთმა 196 შესაძლო ადგილიდან 169-ე ადგილი დაიკავა სამოქალაქო თავისუფლებების, პოლიტიკური უფლებებისა და ეკონომიკური თავისუფლების მდგომარეობის მხრივ, რაც სუდანზე უარესი მაჩვენებელია. 2002 წელს დაწვეს ოპოზიციური გაზეთის „რესპუბლიკას“ შენობა. 2005 წელს ერთი ცნობილი მოღვაწე, რომელიც პრეზიდენტს აკრიტიკებდა, მკვდარი იპოვეს და გამომძიებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. დაღუპულმა მოახერხა და საკუთარ თავს ორი ტყვია ესროლა, ერთი თავში და მეორე გულში. არ არის გასაკვირი, რომ როდესაც ყაზახეთმა უეთო-ს გარდამავალი თავმჯდომარე-ქვეყნის სტატუსი მიიღო, თითქმის ყველა უფლებადამცველი შეწუხდა. ამ პოსტზე ყოფნის ერთი წლის განმავლობაში (ახლა ეს ვადა იწურება) ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესების არანაირი სურვილი არ იგრძნობოდა. ჩნდება კითხვა: თუკი არსებობს ქვეყანა, რომელიც სავსეა ნავთობით და მის მმართველს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს, რა უნდა უყოს მას დემოკრატიისთვის მებრძოლმა? მაგალითად უნდა გვწამდეს ამერიკის განსაკუთრებულობის. ერთ-ერთ ადგილობრივ ჟურნალისტთან ერთად სასტუმროს ფოიეში (ეს უკვე ნამდვილი Hyatt Regency-ი იყო) ყავას ვსვამდი და ის ძალიან დამაჯერებლად მიმტიკიცებდა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ამერიკელებს ძალიან გაუჭირდებათ და მე მას ვთხოვე აეხსნა ჩემთვის, საერთოდ რაში სჭირდებოდათ ამერიკელებს ამის გაკეთება. მან ძალიან მარტივი პასუხი გამცა „თქვენ ხომ ამერიკელები ხართ“. იგივე თემის კონტექსტში აღსანიშნავია რომ როგორც სჩანს ბევრი რიგითი ყაზახი ძალიან იმედგაცრუებული იყო, როდესაც ამ წლის ნოემბერში ამერიკელი მენავთობე და ლობისტი ჯეიმს გიფენი მხოლოდ საყვედურით გადარჩა. გიფენი ხელისუფლებას გაურიგდა და საგადასახადო გადაცდომა აღიარა. ამერიკელ მენავთობეს, რომელიც წარსულში ნაზარბაევს ნავთობის წარმოების საკითხებში კონსულტაციებს უწევდა, სახელმწიფოსთვის ნავთობკომპანიების მხრიდან ქრთამის სახით 78 მილიონი დოლარის გადაცემაში ადანაშაულებდნენ. ეს უცხო ქვეყანაში ქრთამის ფაქტზე ამერიკელის სამართლებრივი დევნის ყველაზე ხმაურიანი საქმე იყო. ყაზახებს სურდათ, რომ მათი პრეზიდენტი დამსახურებულად დასჯილიყო, მაგრამ იმის გაგებაც სურდათ რომ ამერიკელები სწორად მოქმედებენ. 1990-იანი წლების დასაწყისში, მეწარმეების ამერიკულ ინსტიტუტში გამართულ ბანკეტზე აწ გარდაცვლილ ჯინ კერკპატრიკს, რომელიც იმ დროს ელჩად მუშაობდა, ვიღაცამ ჰკითხა: „ღირს თუ არა ამერიკელებმა გაგზავნონ თავიანთი არმია მშიერი სომალელების დასაპურებლად? კერპატრიკი, რომელსაც იდეალისტს ნამდვილად ვერ უწოდებ დაფიქრდა და სთქვა რომ ღირს, „რადგან ეს სწორია“ და ეს პოზიცია დღესაც მართალია: ამერიკული ღირებულებებისთვის ბრძოლა ეს თავისთავად ფასეულია, მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლა სწორია არა მხოლოდ მორალური თვალსაზრისით, არამედ იმითაც რომ მას სტრატეგიული ღირებულებაც აქვს და ყაზახეთი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მარტივი კითხვა: რა მოხდება მაშინ, როდესაც სამოცდაათი წლის ნაზარბაევი აღარ იქნება? პასუხი კიდევ უფრო მარტივია: არავინ იცის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტახტის მემკვიდრე არც მის ნათესავებშია და ზოგადად არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს დაახლოებით ექვსი გავლენიანი დაჯგუფება, რომელიც ხელმძღვანელობს არა იდეოლოგიური ან კლანური, არამედ კომერციული ინტერესებით. ისინი სხვადასხვა ფლანგზე განლაგდნენ და ბრძოლაში ჩაბმისთვის ემზადებიან. როგორ იბრძოლებენ ისინი – მშვიდობიანი თუ ძალადობრივი გზით? ყველა საკითხს კულუარებში გადაწყვეტენ თუ ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ? მკითხაობა დიდხანს შეიძლება. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ისეც აღმოჩდეს, რომ დასავლური კომპანიების მიერ გაფორმებული და პერსონალურად ნაზარბაევზე ძალიან მიბმული სარფიანი კონტრაქტები გადახედილ იქნას, როგორც კი ქვეყანაში ახალი მთავრობა გაჩნდება. ახლა ნაზარბაევის ხელისუფლებას არაფერი ემუქრება, თუმცა როგორც ყველა დიქტატორული რეჟიმი, თავისი ბუნებით ისიც არასტაბილურია. მადლობა ღმერთს ისლამისტი ექსტრემისტები ყაზახეთში ხმას არ იღებენ. ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია, მაგრამ ტრადიციულად საერო ფასეულობებზე ორიენტირებული. ასეთ სიტუაციას ნაზარბაევიც უზრუნველყოფს. მეტიც, როგორც სჩანს აქ შემაკავებელი ფაქტორის როლს მისი პერსონალური დაუნდობლობაც თამაშობდა, მაგრამ თუკი პოლიტიკური ვითარება შეირყა, ისლამისტებმა შეიძლება გადაწყვიტონ რომ შანსი გაუჩნდათ. პერსპექტივაში თუ შევხედავთ, დასავლეთმა საკუთარი მიდგომის დივერსიფიკაცია უნდა მოახდინოს და სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივებში განახორციელოს ინვესტიცია. სხვა ფსონს მომავალ ყაზახ დიქტატორზე დადებდა. რა თქმა უნდა გონივრულია უკვე დაწყებულ მანევრებზე დაკვირვება და პოტენციურ მემკვიდრეებთან კონტაქტების დამყარების მცდელობა. ახლახანს WikiLeaks-ზე გამოქვეყნებული დიპლომატიური მიმოწერიდან თითქოს ჩანს, რომ ამერიკა სწორედ ასე იქცევა, მაგრამ ვაშინგტონი ფარული თამაშის მხოლოდ მოკლევადიანი დაგეგმვით არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ განავითაროს ყაზახი ხალხის დახმარების სერიოზული გრძელვადიანი სტრატეგია. ეს კი ნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედია-საშუალებების და ყაზახური ოპოზიციის იმ ლიდერების უფრო საფუძვლიან მხარდაჭერას, როგორც მორალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, რომლებიც შესძლებენ იმის დამტკიცებას, რომ პლურალიზმის და ტოლერანტობის სწამთ. მაშინ ყაზახურ მთავრობას უფრო დამაჯერებლად მოსთხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ინტერნეტში ცენზურის შეწყვეტას, პრესის თავისუფლებაზე შეზღუდვების გაუქმებას და ცილისწამების დეკრიმინალიზაციას – მუხლის რომლითაც დიდწილად იდევნება განსხვავებული აზრი. ვაშინგტონი ნაზარბაევსაც ასევე უფრო მკაცრად უნდა მოეპყროს. მას ყურადღება და ლეგიტიმურობა ძალიან სჭირდება და ეუთო-ს თავმჯდომარეობამ მისი ყველა სურვილი დააკმაყოფილა. გაცილებით რთული სათქმელია ის, თუ რა მიიღო სანაცვლოდ დასავლეთმა. დემოკრატიისთვის ბრძოლა – მოუწესრიგებელი, უმადური, ხანგრძლივი და სახიფათო საქმეა. თუკი ვაშინგტონი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის უფრო აქტიურად იბრძოლებს, ასტანადან ცივი ქარი დაუბერავს. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ზოგიერთ სავაჭრო შეთანხმებას ზიანი მიადგეს და იმ შემთხვევაშიც, თუკი გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახდება, აზრი არა აქვს იმაზე ფიქრს, რომ ყაზახეთი მალე დასავლური ტიპის დემოკრატიულ ქვეყნად გარდაიქმნება, მაგრამ არსებობს ენერგეტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი ინტერესები, რაც უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შუა აზიაში კონსტრუქციულ თანამშრომლობას მოითხოვს. სწორედ ამიტომაა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების დრო, რომელშიც კომერციული ინტერესები, უსაფრთხოების ინტერესები და ამერიკული ფასეულობები ერთმანეთს შეერწყმება. ორიგინალი ორიგინალი
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
http://sport.msn.se/images/10825389_2016x1147_227,0_440x250.jpg მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი უახლოეს ხანში ლივერპულის მეკარის პეპე რეინას გადაბირებას აპირებს. სატრანსფერო თანხა 20 მილიონი ფუნტია. მანჩესტერელთა თავკაცი ზამთარში გუნდის გასაძლიერებლად გლეიზერებისგან 50 მილიონ ფუნტს მიიღებს. ესპანეთის ნაკრების მეკარის ტრანსფერის წარუმატებლობის შემთხვევაში, შოტლანდიელი სპეციალისტი “ატლეტიკოს” 19 წლის მეკარის დევიდ დე ხეას ყიდვას ეცდება. სავარაუდოდ, ამ ტრანსფერის ფასი 17 მილიონი იქნება. სპორტული გაზეთი “ლელო” View the full article
-
უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისის ”დინამოს” ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები და რუსეთში კაპიტალნაშოვნი ბიზნესმენი, რომან ფიფია ჩაიბარებს. პრინციპში, სიმბოლურ თანხას, ”დინამოში” რომან ფიფია კი არა, ნებისმიერი გადაიხდის. თუმცა, ცხადია, ამ სახელოვანი საფეხბურთო კლუბის შენახვა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, რაც სარატოვში გუბერნატორ დიმიტრი აიაცკოვის კარზე დაფრთიანებულ ფიფიას, დიდად არ გაუჭირდება. გაზიარება [ფრიდონ დოჩია. 19:29 26-12-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TRdfTHOR21I/AAAAAAAAEUc/4OfOel6eFeI/s200/dinamo.gifმითუმეტეს, მას საფუხბურთო კლუბებთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე გააჩნია. მეორე ლიგაში ”ჩაჩმორებული” სარატოვის ”სოკოლი” მან უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და იქ მეხუთე ადგილიც კი ააღებინა, მაგრამ შემდეგ მისი მფარველი დიმიტრი აიაცკოვი გუბერნატორობიდან დაიფრინეს და პრობლემები უკვე ფიფიასაც შეექმნა. უკანონოდ ნაშოვნი ფული აქვს, კლუბიც უკანონოდ ჩაიგდო ხელში, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და იძულებული გახადეს არამარტო ”სოკოლი”, რუსეთიც დაეტოვებინა, არადა სარატოვში რომან ფიფია სპირტისა და მარცვლეულის ბიზნესით იყო დაკავებული, ოღონდ ამაზე ცოტა ქვემოთ. ამჟამად ფიფია ნიცაში ცხოვრობს და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. მაინც ვინ არის გულადი, უკაცრავად, რომან ფიფია? თუმცა სახელი ნამდვილად არ შეგვშლია. ”ვერსიამ” იმ პერიოდის სარატოვული პრესიდან მასზე მეტად საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა. იგი აფხაზეთიდან, გაგრიდანაა და დაბადებისას მას მშობლებმა გულადი დაარქვეს. სხვათა შორის, ერთი წყაროს ცნობით, იგი ლესელიძის ერთ-ერთ სოფელშია დაბადებული, ხოლო მეორეს თუ დავუჯერებთ - გაგრაში, თუმცა კონკრეტულად სად, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობს და მას ახლა რომანი ჰქვია. ისე, ზუსტად როდის დაიბადა, ამაზეც სხვადასხვა დოკუმენტები არსებობს. გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ იგი 1966 წლის 8 აპრილს დაიბადა და სარატოვშიც ამ თარიღს დიდი ზარზეიმითა და განსაკუთრებული რიტუალით აღნიშნავდა ადგილობრივი ჩინოვნიკობა. რაც შეეხება სარატოვში მის გამოჩენას, ამაზეც სხვადასხვა წყაროებს სხვადასხვა ინფორმაცია აქვს. მაგალითად, გაზეთ ”ჩელოვეკ ი კარიერაში” (1998 წ. #12,13) მითითებულია, რომ იგი იქ 1983 წლიდან, ანუ 17 წლის ასაკიდან ცხოვრობს, ოღონდ როცა ოლქის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალი ბულგაკოვი გულადი ფიფიას დოკუმენტებით დაინტერესდა, გაოცებისგან პირი ღია დარჩა. როგორც გაირკვა, მას რამდენიმე პასპორტი ჰქონდა. თანაც, სხვადასხვა პასპორტში, ამ პიროვნების მონაცემები სხვადასხვაა. ერთში ფიგურირებს გულადი ერასტოს ძე, ხოლო მეორეში - რომან ერასტოს ძე, ამიტომ, როცა ვამბობთ გულადი, უნდა ვიგულისხმოთ რომანი, ხოლო, როცა ვამბობთ რომანს, მაშინ ”პირიქითაა ეს ასინეთა”, გულადია, გულადი. ერთ-ერთი პასპორტის გრაფაში ”ჩაწერა” მითითებული ჰქონდა მისამართი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაანგრიეს. რაც შეხება იმას, როდის გამოჩნდა რომან-გულადი სარატოვში, ამის შესახებ საპასპორტო-სავიზო სამსახურის დოკუმენტებში არანაირი ჩანაწერი არ აღმოჩნდა. საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად, 1993 წლის ზაფხულით დათარიღებულ რომან ფიფიას განცხადებას, საპასპორტო-სავიზო სამსახურში ჩარტყმული აქვს შტამპი, რომ იგი სარატოვის ოლქში საერთოდ არ ირიცხება. სამაგიეროდ, სარატოვის საოლქო-სამისამართო ბიუროს მონაცემით, მოქალაქე რომან ერასტოს ძე ფიფია იქ აფხაზეთიდან 1991 წელს ჩავიდა. ასე რომ, გულადი ერასტოს ძე ფიფიასა და რომან ერასტოს ძე ფიფიას ვოლგისპირეთის დედაქალაქში მზიური აფხაზეთიდან ჩასვლის თაობაზე, დიდი გაურკვევლობაა. ანალოგიური მდგომარებაა სარატოვის მიწაზე მის შრომით ბიოგრაფიასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, იგივე ”ჩელოვეკ ი კარიერას” მტკიცებით, 1987 წლიდან ფიფია ერთდროულად ორ მსხვილ მაღაზიაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. კოოპერაციის დაწყებასთან ერთად, 1988 წელს, მან საკუთარი ფირმა, ”ორბი” დააფუძნა. შემდეგ ფირმამ გამსხვილება დაიწყო და მის ბაზაზე შეიქმნა გადამამუშავებელი საწარმო, აითვისა ძეხვის გამოშვება. აი, წიგნში ”გუბერნია სახეებში” კი ისევე, როგორც ფიფიას საქალაქო დუმის დეპუტატად არჩევის დროს გავრცელებულ საარჩევნო ფურცლებში, ეწერა, რომ იგი სარატოვის მეფრინველეობის საწარმოო გაერთიანებაში 1989 წლიდან ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. ჩნდება კითხვა, როგორ შეეძლო ერთი და იგივე პიროვნებას დროის ამ მცირე მონაკვეთში 1987-1989 წლებში, ერთდროულად რამდენიმე თანამდებობა დაეკავებინა, ყოფილიყო ორი მაღაზიის დირექტორის მოადგილე, საკუთარი ფირმის დამფუძნებელი და იმავდროულად, მეფრინველეობის საწარმოს ხელმძღვანელი? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საამისოდ გარკვეული განათლებაც იყო საჭირო. თუ დავიჯერებთ, რომ გულადი ფიფია სარატოვში 17 წლის ასაკში ანუ 1983 წელს ჩავიდა და მაშინვე #45 პროფტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა, მაშინ იქ ერთი ან ორი წელი მაინც ხომ უნდა ესწავლა, რომ დაემთავრებინა? ამასთან, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ფიფიას სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ უმსახურია და ორი წელი არ დაუკარგავს, 1987 წელს მას მსხვილი მაღაზიის დირექტორისთვის საჭირო სპეციალური სავაჭრო განათლება მაინც არ ექნებოდა, თუმცა ფიფიას განათლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ასპექტიც არსებობს. გაზეთ ”ჩელოვეკ ი კარიერას” მტკიცებით, მან ”დაამთავრა პროფტექსასწავლებელი, მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტის სარატოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებული მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტი”. რაც შეეხება სარატოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს, მას პირველი კონტაქტი აქ 1989 წელს ჰქონდა. იმავე დროს ჩაირიცხა და სწავლობდა სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებელი ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. გაზეთის მტკიცებით, ეს იყო ფიფიას ერთადერთი მცდელობა, მიეღო უმაღლესი განათლება, თუმცა არცერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ აქვს, რომ ეს ფაკულტეტი დაამთავრა. ფიფიას წინააღმდეგობრივ ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანია ერთი დეტალი. კერძოდ, უკვე გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, მას და შემდგომში უკვე სარატოვის გუბერნატორს, დიმიტრი აიაცკოვს ჰქონდათ ურთიერთობები და თანაც ერთსა და იმავე საწარმოო სტრუქტურებში. კერძოდ, 80-იანი წლების პირველ ნახევარში გულადი-რომან ფიფიამ დაამთავრა პტს-45, რომელიც საწარმოო გაერთიანება ”ტანტალს” ეკუთვნოდა და მის ტერიტორიაზე იყო. 1981-1986 წლებში აიაცკოვი ჯერ ”ტანტალის” დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი ამავე გაერთიანების აგროსამრეწველო კომპლექსის დირექტორად მუშაობდა. 1986 წლიდან აიაცკოვი საწარმოო გაერთიანება ”სარატოვფტიცეპრომის” კომერციულ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილის სავარძელში გადაბრძანდა. საინტერესოა, რომ ამავე გაერთიანებაში მასთან ერთად ”ხელმძღვანელ თანამდებობებზე” ჩნდება ფიფია. რით შეიძლება აიხსნას ასეთი უცნაური დამთხვევა ან რატომ გამოჰყო სხვებისაგან და დაიახლოვა აიაცკოვმა შორეული აფხაზეთის სოფლიდან ჩასული რიგითი ”პეტეუშნიკი” ჭაბუკი? ერთ-ერთი ვერსიით, ამას შორეული ფესვები აქვს და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მაშინ დიმიტრი აიაცკოვი ტატიშჩევსკისა და ბალტაისკის რაიონების რიგ მეურნებებში მთავარ აგრონომად მუშაობდა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში სოფლებში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მნიშვნელოვან ნაწილს ე.წ. შაბაშნიკების ბრიგადა ასრულებდა. როგორც სარატოვული წყაროები იუწყებიან, ერთ-ერთ ასეთ ბრიგადას რომან-გულადი ფიფიას მამა, ერასტო ხელმძღვანელობდა. გამორიცხული არაა, რომ სწორედ მაშინ გაეცნოთ ერთმანეთი აიაცკოვსა და ფიფია-უფროსს. ნამდვილად ამის გამო დაიახლოვა თუ არა დიმიტრი აიაცკოვმა რომან-გულადი ფიფია, ძნელი სათქმელია, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. მითუმეტეს, სხვა უფრო სარწმუნო წყარო ამის თაობაზე არ არსებობს. სარატოვული გაზეთ ”ბოგატეის” (#5, მარტი 2000) ინფორმაციით, 1996 წლის აპრილში, დიმიტრი აიაცკოვის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურად დანიშვნისთანავე გულადი ფიფია ადგილობრივი ლიქიორ-არყის საწარმო ”ლიკსარის” გენერალურ დირექტორად ინიშნება. იმ პერიოდში არყის წარმოება ფულის შოვნის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლდათ. ასეთ სტრატეგიულ ობიექტს კი, აიაცკოვი უცნობს ხომ არ ჩააბარებდა? ამის შემდეგ, ფიფიას ხშირად ხედავდნენ აიაცკოვის მისაღებში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფიფიას მოსვლამდე ”ლიკსარს” საქმეები მაინც და მაინც კარგად როდი მისდიოდა. ფიფიას კი, პირველსავე წელს, საწარმოს განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის, დიდი თანხები გამოეყო ოლქის ბიუჯეტიდან. საწარმოც გაიზარდა და ოლქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, მაღაზიების ქსელითაც გამდიდრდა. შემდეგ უკვე მალულად მისი პრივატიზაცია მოხდა. 49% სახელმწიფოს დარჩა, 51% ვის ეკუთვნოდა, ეს აიაცკოვისა და ფიფიას გარდა, ყველასთვის უცნობი დარჩა. ამას მოჰყვა მეფრინველეობის საწარმოს პრივატიზაცია, ბოლოს ფიფია მარცვლეულითაც დაინტერესდა და ამ საქმიანობით დიდი ფულიც იშოვა. მართალია, სარატოვში ყველა ამ პრივატიზაციას უკანონოდ მიიჩნევდნენ და სასამართლოშიც ჩიოდნენ კოლექტივები, მაგრამ სანამ აიაცკოვი სარატოვის გუბერნატორი გახლდათ, რომან-გულადი ფიფიას ბუზსაც კი ვერავინ აუფრენდა. მერე აუფრინეს და ისიც ნიცაში გადაბარგდა. გაზეთი ”ვერსია” ambebi.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
რადიკალიზმი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით…რუმინეთის პარლამენტის ერთერთი სხდომის დროს, უეცრად ერთერთი მოქალაქე თავის მოკვლის მიზნით საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან გადმოხტა…ეს ადამიანი არის ადრიან სობარუ, როგორც ერთერთი რუმინული ტელევიზია აცხადებს, ის ამ ტელევიზიის თანამშრომელია და სწორედ ამის გამო მან ადვილად მოახერხა პარლამენტის შენობაში შეღწევა. ნახტომისას ისმის მისი ყვირილი: “შენ არღვევ ჩვენი შვილების ... View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54419.jpgრამდენიმე საათიანი ტყვეობის შემდეგ ჩინელი ბიზნესმენები რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს. თუმცა, რის სანაცვლოდ გაუშვეს ისინი უკვე გათავისუფლებული ჩინელები ამას არ აკონკრეტებენ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54419.jpgრამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ ჩინელი ბიზნესმენები რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს. თუმცა, რის სანაცვლოდ გაუშვეს ისინი, უკვე გათავისუფლებული ჩინელები ამას არ აკონკრეტებენ. View the full article
-
- მე მოწმე ვიყავი და ეს სურათები ამის დასტურია. მოვლენები, რომლებიც ფოტოებზე აღვბეჭდე, არ უნდა გავიმეოროთ, მაგრამ არც უნდა დავივიწყოთ.ჯეიმს ნეჩვეი, ამერიკელი ფოტოჟურნალისტი და ომის ფოტოგრაფი.ავღანეთი შიდსი საომარი მოქმედებები რუმინეთი ბოსნია სამხრეთ აფრიკა შიმშილობა კოსოვო ... View ucnauri.com
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
1947 წლის 19 მაისს ავსტრალიის ქალაქ მალბურნში ებრაულ-პოლონურ ოჯახში დაიბადა დევიდ ჰელფგოტი (David Helfgott)ხუთი წლის ასაკსი დევიდმა აღმოაჩინა საკუთარ თავში პიანისტის საოცარი ნიჭი. მოზრდილ ასაკში ის უკვე იმარჯვებდა სხვადასხვა კონკურსებში. ხუთი წლის შემდეგ დევიდი გაემგზავრა ლონდონში სასწავლებლად – “სამეფო კოლეჯში”.თუმცა 1970 წელს პიანისტი მძიმედ დაავადდა და ის იძულებული გახდა ... View ucnauri.com
-
რულიადში იხილეთ ბევრი Stop კადრი, კარგი განწყობისათვის…წყარო:bring.ge View ucnauri.com