planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ქართულ–აფხაზური დიალოგი აჭარიდან უნდა დაიწყოს,– მიაჩნია აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს გია ბარამიას. იგი ბათუმში ესწრებოდა აფხაზებისა და ქართველების პირველ სახალხო ფორუმს.შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გია ბარამიამ შეახსენა დამსწრეთ, რომ მრავალმა აფხაზმა მეფის რუსეთის მიერ მოწყობილი გენოციდის (მუჰაჯირობის) დროს თავშესაფარი აჭარაში მოიპოვა: „აჭარაში მცხოვრებმა ქართველებმა, მათ დახმარების ხელი გაუწოდეს– ამიტომ სწორედ აფხაზებს, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ ჩვე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
http://b.pix.ge/n/8fs3d.jpgNews of the World გვამცნობს, რომ “ლივერპულის” მფლობელები უკვე ფიქრობენ მენეჯერის შეცვლაზე. მთავარ კანდიდატურად კი “მარსელის” ახლანდელი მწვრთნელი, დიდიერ დეშამია წარმოდგენილი … ფრანგი შარშან, როის არჩევისასაც იყო წაყენებული კანდიდატურად, თუმცა თავკაცებმა ინგლისელზე შეაჩერეს არჩევანი. “წითლების” ხელმძღვანელები ჯერ კიდევ მისცემენ დროს როის, ზაფხულამდე კი თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია კლუბმა, პოსტს დაატოვებინებენ … ფრანგ მწვრთნელს საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს მიღწეული, სერია ბ-დან იუვენტუსი სწორედ მანდ ამოიყვანა, 2004 წელს კი “მონაკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ახლანდელ გუნდს კი შარშან საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა … View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/unhcr.gif სიუზან მიურეი-ჯონსი გაერო-ს დევნილების საქმეთა უმაღლესმა კომისარმა (UNHCR) გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, ჩეჩენი დევნილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის სრულყოფის პროექტი შეიმუშავა. საუბარია იმ ჩეჩენ დევნილებზე, რომლებიც საქართველოს ღარიბ რეგიონებში ცხოვრობენ. პროექტი პანკისის ხეობაში ხორციელდება და მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ყოფის შემსუბუქება. ის შეიძლება სხვა მსგავსი ღონისძიებებისთვის მაგალითად იქცეს UNHCR-ი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებს 1999 წლიდან ეხმარება, როდესაც დაახლოებით 8 000 ადამიანი ჩეჩნეთიდან რუსეთის ამ მეზობელ რეგიონში გამოიქცა. მათი უმრავლესობა ან ჩეჩნეთში დაბრუნდა, ან დასავლეთ ევროპაში გაემგზავრა საცხოვრებლად, თუმცა დაახლოებით 800 ადამიანი დღემდე აქ, ქართველ ქისტებთან (მუსულმანური თემი) ერთად ცხოვრობს. „დადგა დრო დავეხმაროთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ამ უმშვენიერესი, მაგრამ ღარიბი რაიონის ყველა მცხოვრებს, და არა მხოლოდ დევნილებს“ – ამბობს UNHCR-ს თანამშრომელი პიტერ ნიკოლაუსი, რომლის მისიაც საქართველოში მალე სრულდება. სწორედ აქ შეუძლიათ დახმარება ჩვენს კოლეგებს UNDP-დან“. ამ ორი ორგანიზაციის მიერ, დეკემბრის დასაწყისში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, UNHCR მათთვის საგანმანათლებლო ცენტრებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, სადაც ისინი სპეციალიზებულ განათლებას მიიღებენ და პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს განავითარებენ. UNDP კონცენტრირებული იქნება პროფესიულ განვითარებასა და სწავლებაზე. ამ რაიონს განსაკუთრებით კარგი პერსპექტივა აქვს მედურგლეობის, კერვის და მეფუტკრეობის განვითარების თვალსაზრისით. „ბაზარიც აქვეა, ჩვენ ის მხოლოდ უნდა განვავითაროთ“ – ამბობს რამზანი. მას სხვა მეფუტკრეებთან გაერთიანება და მათთან ერთად პროდუქციის გაყიდვა სურს. ზურაბი, რომლის სადურგლო სახელოსნოში ექვსი ადამიანი მუშაობს, ასევე ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზეა. „ჩვენ გაფართოვება გვსურს და მზად ვართ პრაქტიკული ცოდნის მისაღებად“ – ამბობს იგი. მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესაქონლეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა. UNHCR-ის სასწავლო ცენტრებში დევნილებს და ადგილობრივ მოსახლეობას მერძევე ძროხების მოვლას და ვეტერინარიის საფუძვლებს შეასწავლიან. ფერმერებს ახალ ტექნოლოგიებს და მეურნეობის მართვის მეთოდებს გააცნობენ დამატებითი ღირებულების და ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში. „პანკისის ხეობაში ჩვენი საქმიანობა იმის მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობენ გაერო-ს ორგანიზაციები სხვა ადამიანების სასიკეთოდ“ – აცხადებს გაერო-ს კოორდინატორი საქართველოში ჯემი მაკგოლდრიკი – „დევნილების დახმარებით, UNHCR-მ რეგიონის ეკონომიკური განვითარება წაახალისა. ახლა კი საქმეში UNDP ერთვება, რათა აქტიურობა უფრო მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამამდე გააფართოვოს“. კერძო სექტორთან პარტნიორობაზე კონცენტრირებითა და ინოვაციების სტიმულირებით, რათა მცირე ბიზნესი ნაციონალურ განვითარებაში ჩაებას, UNHCR-ს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განვითარება და განმტკიცება შეუძლია. UNHCR-ს დაგეგმილი აქვს ასევე ბუნებრივი კატასტროფების შედეგების მინიმუმამდე დაყვანის ინიციატივები. საუბარია მაგალითად წყალდიდობებზე. წელს როდესაც წყალდიდობის დროს 200 სახლი დაიტბორა, UNHCR-ის თანამშრომლები ადგილობრივ ხელისუფლებას მდინარე ალაზნის კალაპოტის გაწმენდაში დაეხმარნენ. UNHCR-ს და UNDP-ს ეს დროებით ზომებთან დაკავშირებული ინიციატივები შეიძლება იმ ბაზად იქცეს, რასაც ისინი სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებენ, სადაც დევნილებისა და მიგრანტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაა. მომავალ წელს UNHCR და UNDP იმედოვნებენ დახმარების პროგრამის გაფართოვებას და საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრები შიდა მიგრანტების მხარდაჭერას. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54429.jpg`პრაიმტაიმი` წლის რეიტინგებს აქვეყნებს. ტელესივრცეში საუკეთესო ბრენდების გამოსავლენად გამომცემლობამ რესპონდენტები თბილისის მასშტაბით გამოკითხა. წლის განმავლობაში მაყურებელი ყველაზე ხშირად რუსთავი 2-ს უყურებს - მათ შორის კი ყველაზე ინტენსიურად `კურიერს`. View the full article
-
მიმდინარე წლის 20 დეკემბრის „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა მარატ ასეევის სკანდალური პუბლიკაცია სათაურით „ისლამურმა ლიდერებმა გაკიცხეს მუფტების საბჭოს თავმჯდომარე“, „რავილ გაინუტდინს გამოუცხადეს უნდობლობა და მიანიშნეს პროკურატურისკენ“.მ.ასეევი წერს: რუსეთის მუფტების საბჭოს თავმჯდომარის რავილ გაინუტდინის გესლიანმა გამოთქმებმა რუსეთის რელიგიათშორისი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე, ჯერ საგონებელში ჩააგდო ქვეყნის მუსულმანური თემი, ხოლო შემდეგ ეჭვი შეეპარათ რუსეთის ყველაზე მრა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
“ჩემთვის ქალები ეს უბრალოდ ლაიტმოტივია. მე არასოდეს გამოვკიდებივარ კაბებს უკან. მაშინაც კი, როდესაც ვხედავ ქალს, რომელიც ძალიან მომწონს და შემიძლია გამოველაპარაკო მას – მე ვხვდები, რომ ჩემთვის ეს მაინც არაა საინტერესო. ამიტომაც ვიღებ ხელში ფანქარს და ვხატავ მას. ეროტიზმი ეს უბრალოდ სიზმარია, სამყარო კი – ილუზია, ჩვენი ილუზია.” – მიროსლავ ... View ucnauri.com
-
არაერთგვაროვანი მოსალოცი გამოგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ინტრონიზაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. პატრიარქ კირილის მოსალოცი ბარათი მიძღვნილია ,, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II , მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქისადმი”.ამდენად, რუსმა პატრიარქმა ილია II ოფიციალურ წოდებას ჩამოაშორა ბიჭვინთისა და ცხუმის მიტროპოლიტის სტატუსი, მინიჭებული წმინდა სინოდის მიერ საქართველოს ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მოძრაობა „ობორონა“-ს აქტივისტებმა მიხაილ ხოდორკოვსკის მხარდამჭერი თეატრალიზებული აქცია მოსკოვში, თეთრ სახლთან გამართეს.რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, პლაკატები გაფინეს წარწერებით „თავისუფლება ხადარკოვსკის, პუტინს – წყალი და პური“. ერთ-ერთი აქტივისტი გალიაში ჩაჯდა და პუტინის სახიანი ნიღაბი გაიკეთა.აღნიშნული აქციის გაშუქების გამო, სამართალდამცავებმა რამდენიმე ჟურნალისტი დააკავა. მილიციის თანამშრომლებმა პრესის წარმომადგენლე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დანარჩენი გაგრძელებაში. View ucnauri.com
-
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა… ლინკი მედიანიუსზე
-
საგარეჯოს რაიონში, ე.წ. კოდას მთაზე ტყე იწვის, _ აცნობეს `მედიანიუსს~ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია… ლინკი მედიანიუსზე
-
გენეტიკური ინჟინერიის წყალობით იაპონელმა მეცნიერებმა ოსაკას უნივერსიტეტიდან “შექმნეს” თაგვი, რომელიც გალობს, როგორც ფრინველი. ისმის ერთი ჩვეულებრივი კითხვა: რისთვის?პროფესორი არიკუნი უშიმურა (Arikuni Uchimura) აცხადებს, რომ მათი შემოქმედება შეცდომის წყალობით მოხდა: “ჩვენ ველოდით, რომ თაგვები ფიზიკურ მუტაციას განიცდიდნენ და ძალიან გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც მათ გალობა დაიწყეს.” ყველაფერი კი დნმ-ის წყალობით მოხდა ... View ucnauri.com
-
http://www.ahlynews.com/ar/images/stories/djeko.jpg ლივერპული ევროპაში ერთ ერთ ყველაზე სასურველ თავსამსხმელისთვის ბრძოლაში ჩაერთო იუწყება The Telegraph. 24 წლის ბოსნიელს ტავის ამჯამინდელ კლუბთან ვოლსბურგთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და მის ამოწურვამდე სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში მსურველს 40 მილიონის გადახდა მოუწევს, ეს ფასი კი იმითაა გამოწვეული, რომ ძეკოს შეძენა მანჩესტერ სიტის სურს, ასევე სიტი მზადაა 40 მილიონს ადებაიორიც დაურთოს, რომელიც არ იწვის გერმანიაში თამაშის სურვილით. ვოლსბურგის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა ძეკოს შენარჩუნებას მინიმუმ ზაფხულამდე, მაგრამ ჩავარდნილი სტარტის შემდეგ ისინი შეგუებულები არიან, რომ გუნდს ლიდერი რამოდენიმე კვირაში დატოვებს. თავის მხრივ ლივერპულმაც გადაწყვიტა ძალები მოსინკოს ძეკოსთვის ბრძოლაში და ფოლცვაგენ არენის ბინადართ რაიან ბაბელი და დანიელ აგერი შესთავაზა + ჯერ ჯერობით თანხა, რომელიც არ გახმაურებულა. მიუხედავად ამისა ლივერპულს ძალიან გაუჭირდება სიტისტან ჭიდილი ალბათ ყველასთვის ნაცნობი ფინანსური მიზეზების გამო. სად ითამაშებს ედვინ ძეკო, რამოდენიმე დღეში გაირკვევა, ლივერპული კი იმედს არ კარგავს, მაგრამ ჰოჯსონს სერიოზული საფიქრალი აქვს მანჩესტერ სიტის და რობერტო მანჩინის სახით, რომელსაც ზურგს არაბი შეიხის ფულები უმაგრებს. View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01694/joe_cole2_1694517c.jpg ლივერპულის და ჯო კოულის გზები შესაძლოა გაიყაროს, თუ ჯო კოულმა ვერ მოახერხა სეზონის მეორე ნახევარში ძირითად შემადგენლობაში სტაბილური თამაში იუწყება News of the World. შეგახსენებთ 29 წლის შემტევი მიმდინარე სეზონის დასაწყისში ლივერპულში ჩელსიდან თავისუფალი აგენტის სახით გადმოვიდა, მაგრამ თამაში ვერადა ვერ ააწყო. მეტიც სადებიუტო პრემიერლიგის მატჩში არსენალთან სამარცხვინო წითელი ბარათიც დაიმსახურა. კოული წლეულს სახარბიელო ფორმაში ნამდვილად არ ყოფილა, რაზეც ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა უკვე უნდა დაიწყოს გუნდისთვის სარგებლის მოტანა. მოკლედ ასეა თუ ისე ბოლო ინფორმაციით ლივერპულის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ჯო კოული გაასხვისოს სულ რაღაც 5 მილიონ ფუნტ სტერლინგად. წყარო: GOAL.COM View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54427.jpgსაქართველოს ლატარიის კომპანიის ჯეკ-პოტის გამარჯვებული ზამირა თორდინავა პატრიარქმა მიიღო. ილია მეორესთან შეხვედრას თორდინავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. View the full article