Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გოგონების ეკრენის შპალიერები სულ 295 შპალერი View the full article
  2. შიშველი ლამაზმანები ვებ კამერაში / Горячие девушки по вебкамере View the full article
  3. ეროტიკული ტანვარჯიში 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
  4. ფილმი იმათთვისაა, ვინც ფიქრობს, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. შორს, თოვლიანი შვედეთის მთებში, 486 მეტრის სიღრმეზე არქეოლოგებმა სანტა კლაუსი აღმოაჩინეს. ახლა დრო მოვიდა რომ ის მსოფლიოს გააცნონ... View the full article
  5. ფილმში მოვლენები მთავარი გმირების ქორწილის შემდეგ განვითარდება. გეილორდ ფაკერის ცოლი ფეხმძიმედაა და გააჩენს ბავშვს სურათის ფინალისკენ, კომიური სიტუაციები კი სიმამრის საგვარეულო ისტორიაზე აიკინძება... View the full article
  6. შობა-ახალ წელს ქართული ტელევიზიები საეთერო დროს რატომღაც საბჭოთა ფილმებს უთმობენ. „ბედის ირონია”, „მიმინო”, შურიკას ხუმრობები, ნიკულინი, ვიცინი და მორგუნოვი იმ დროს ახსენებს ხალხს, 37 მანეთად მოსკოვში რომ გადაფრინდებოდნენ, იქაურ ქალებს გათანგავდნენ და ბედნიერები უბრუნდებოდნენ მშობლიურ მიწას, მაგრამ იმ ფილმების დიდ ნაწილს არაფერი აქვს საერთო ახალ წელთან, შობის დღესასწაულთან და საერთოდ კინოსთან. იხილეთ tabula.geზე
  7. მოქმედება არგენტინაში ხდება. ორი ამერიკელი გოგონა მოტოციკლეტით მოგზაურობს ქვეყნის შორეულ ტერიტორიებთან. როდესაც ერთ-ერთი მათგანი უჩინარდება, მეორეს რჩება ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ დაღამებამდე იპოვოს იგი. ღამის კოშმარები იწყება. View the full article
  8. ფილმში ახწერილია დედამიწის არსებობის ისტორია. ცხველთა სამყაროს ევოლუცია ,დედამიწის ისტორიაში არსებული ცხოველების მასიური განადგურების პირობები გლობაკური კატასტროფები და ევოლუციის ხელის შემწყობი და ხელის შემშლელი პირობები. ძაან დახვეწილი 3D გრეფიკა, მეცნიერთა კომენტარები , და რეჟისურა View the full article
  9. საიტის განვითარების შესახებ თუ გაქვთ თქვენი წარმოდგენა .... თუ გსურთ თავის დროიზე ერთერთი პირველი გასართობი პორტალი ძველებურად ფიორმაში ჩადგეს... თუ გაქვთ სატანადო გამოცდილება და ასაკი ... ვაკანტურია საიტის მთავარი ადმინისტრატორის სტატუსი. მოვალეობა დამფუძნებელთა სტრატეგიული მიმართულებებზე ზრუნვა , საიტის სრული ადმინისტრირება, სტატუსიანების მართვა , ყველაფერი რაც უკავშირდება საიტის მომავალს! გაფრთხილებთ, ალო აღარ იქნება მარტო ვარეზი მთავარი ადმინისტრატორი არაა აპლოუდერი !!!! დაემატება სხვა კატეგორიებიც და თითოეულ კატეგორიას ექნება თავისი ცხოვრება .შეგიძლიათ კიდევ უფრო შეავსოთ იდეებით ;) არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მსურველი იყოს რომელიმე დიდი საიტის სტატუსიანი!!!!!!!!!!!!!!!!!! არაა ფული და საქმე კი ყელამდეა ... გელით ...... პს ვაკანტურია აპლოდერების მოდერატორების ადგილები . გინდათ ალოს დაეხმაროთ? გელით . View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54471.jpgტელეკომპანია "მაესტრო" ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. არხის მმართველი ბრალდებებს ეროსი კიწმარიშვილს უყენებს. View the full article
  11. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54467.jpg"საქართველოში მნიშვნელოვანია თითოეული ქალაქის განვითარება," - დღეს პრეზიდენტმა ეს განცხადება ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და Music Hall-ის გახსნაზე გააკეთა. View the full article
  12. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54470.jpgფეხბურთის ფედერაციამ "ტაო პრივატბანკისგან" ყადაღის მოხსნის შესახებ დაპირება მიიღო. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54466.jpgპატრიარქი პრეზიდენტმა რუსთაველის პრემიით დააჯილდოვა. დღეს ქუთაისში ბალანჩივაძის სახელობის ოპერა და მიუზიკჰოლი გაიხსნა. პრეზენტაცია უწმინდესის შემოქმედებით დაიწყო. View the full article
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/ee1eb496972817fbbeea72aca03c9b1c-300x190.jpgგანხეთქილება ტელეკომპანია “მაესტროში”. არხის ხელმძღვანელობა “ქართული პარტიის” ერთ–ერთ ლიდერ ეროსი კიწმარიშვილს უპირისპირდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განმარტა, მას შემდეგ, რაც კიწმარიშვილი “ქართული პარტიის” წევრი გახდა, არხზე ამ პარტიის პოლიტიკის გატარებას ცდილობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც კიწმარიშვილი არხის ხელმძღვანელობის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა, მან გენერალური დირექტორის გადაყენება მოითხოვა და “მაესტროს” ყველა ფინანსური წყარო გადაუკეტა. ტელეკომპანია “მაესტროს” მმართველობა, კონტრაქტის საფუძველზე, “რუსთავის მედიის მართვის კომპანიისთვის” ჰქონდა გადაცემული, რომელსაც თავად ეროსი კიწმარიშვილი ხელმძღვანელობდა. ბექაურის ბრალდებისთვის კიწმარიშვილს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. Share View the full article
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/f_allgemeine.gif ჰოლგერ შტელცნერი ეკონომიკური ბუმი განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში, მათი მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ერთად მსოფლიოს სურათს ცვლის. უახლოეს მომავალში პლანეტაზე ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და 9 მილიარდს მიაღწევს. ამ მხრივ მხოლოდ ორი გამონაკლისია – ევროპა და იაპონია უახლოესი 40 წლის განმავლობაში ევროპა 50 მილიონ ადამიანს დაკარგავს და გადაიქცევა ტრანსფორმაციის ერთგვარ ლაბორატორიად, რომელიც მატების პრინციპთან განშორების პრობლემით იქნება დაკავებული. საუბარი აღარ იქნება იმაზე, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რაოდენობის ადამიანებით იქნას მიღწეული მეტი შედეგი, არამედ ამოცანა ის იქნება რომ ნაკლები რაოდენობის ადამიანებით მიღწეულ იქნას ანალოგიური შედეგი და შესაბამისად კეთილდღეობის არსებული დონე მაინც შენარჩუნდეს. ეს გარდაქმნა საკუთარ კვალს დაატყობს ევროპის ქვეყნების ეკონომიკას და ის განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს მწარმოებელთა სტრატეგიასა და ბიზნეს-მოდელებზე. მთელს მსოფლიოში ძალაუფლების სტრუქტურაში ტექტონური ძვრები შეიმჩნევა. ფინანსური კრიზისი აჩქარებს ძალაუფლების გადასვლას განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში. ისეთ ქვეყნებში სადაც წარმოებაა განვითარებული, ამ კრიზისმა სტრუქტურული სისუსტეები გააშიშვლა, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმალებოდა საემისიო ბანკების მიერ წარმოებული იაფი ფულის ნაკადების უკან. შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და ევროპაში სახელმწიფო ვალები, სოციალური სისტემის მიმართ გაზრდილი მოთხოვნები და დაბერებული საზოგადოება ხანგრძლივ პერსპექტივაში მატების პოტენციალს ზღუდავს. დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის რკინის ფარდის დაცემიდან ოცი წლის შემდეგ, რომლის დროსაც საბაზრო ეკონომიკამ და გლობალიზაციამ მილიარდობით ადამიანს სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მისცა, ბევრ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყანაში კეთილდღეობის დონე იკლებს. ამას მოწმობს დასავლურ დემოკრატიებში არსებული დაბნეულობა, რომელიც ერთგვარ დეზორიენტაციაზე მიუთითებს. ფინანსური კრიზისი ერთგვარი ისტორიული ეტაპია. მისი მიზეზები დასავლეთში ვალებთან დაკავშირებული ვალდებულებების უპასუხისმგებლო დაგროვებაში იმალება. წინა ომისშემდგომი ფინანსური კრიზისებისგან განსხვავებით დასავლეთს დღეს არ შეუძლია დამრიგებლის როლში ყოფნა. მას დღეს ისეთი ქვეყნები უპირისპირდებიან როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია და თურქეთიც კი, რომლებსაც მზარდ და სტრუქტურულად განახლებული ეკონომიკების საფუძველზე საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლიათ. ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეფორმაში გამოიხატება. მომავალში G-7-ის ჯგუფის წევრებს „ბრიკის“ ოთხი ქვეყანა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) შეუერთდება და ამგვარად სსფ-ს 11 ძირითადი აქციონერი ეყოლება. ეკონომიკაზე სახელმწიფოს გავლენა კვლავ იზრდება ინდუსტრიულად განვითარებულმა ქვეყნებმა თავისუფალი ვაჭრობისა და ლიბერალიზებული ფინანსური ბაზრების დახმარებით მსოფლიო ეკონომიკის მასშტაბური ზრდისთვის წინაპირობები შექმნეს. ახლა მარეგულირებელი მუხრუჭების გამოყენება ხდება, ასევე ხელახლა იზრდება სახელმწიფოს გავლენა ეკონომიკაზე და ეს ისეთ ადგილებშიც კი ხდება, სადაც ეს გავლენა ისედაც ძლიერი იყო. ხმარებაში კვლავ შემოვიდა ისეთი მებრძოლი ტერმინები, როგორებიცაა სავალუტო ომი და ვალუტის გამალებული გაუფასურება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო მარტივი არ იქნება. დასავლეთში კრიზისის შედეგი ის იყო, რომ ხელახლა გაიხსნა სახელმწიფო კაპიტალიზმი. აღმოსავლეთში სახელმწიფოს მიერ მართულ ეკონომიკებში ის ადრეც არსებობდა. ჩინეთის, რუსეთის და ნავთობმომპოვებელი ქვეყნების სახელმწიფო ფონდები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში 3 ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს ახორციელებდნენ და ისინი მართავენ იმაზე მეტ ფინანსურ რესურსებს, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა ფონდი. სახელმწიფო მმართველი მენეჯერები ამტკიცებენ, რომ ისინი ინვესტიციებს პოლიტიკის გათვალისწინების გარეშე ახირციელებენ, მაგრამ შეიძლება კი ამის დაჯერება? მსოფლიოში ეკონომიკური სისტემების კონკურენცია მიმდინარეობს. წარმატებული ჩინური მოდელი, რომელშიც პირველად გაერთიანდა კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა კომუნისტურ დიქტატურასთან, ევროპასა და იაპონიაში ანგლო-საქსონური ტიპის ფინანსურ-ეკონომიკური საბაზრო ეკონომიკის კონკურენტია. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რით დასრულდება ეს ბრძოლა. რა მოდელს აირჩევენ სხვა სახელმწიფოები? მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნები – სოციალისტური ჩინეთი და დემოკრატიული ინდოეთი, რომლებიც სხვა სახელმწიფოების ინტერესებსაც წარმოადგენენ, აზიაში მომავლის მსოფლიო წესრიგისთვის იბრძვიან. ამავდროულად, უახლოესი წარსულის სუპერსახელმწიფო პარალიზებულია. შეერთებული შტატები ღონემიხდილი აკვირდება იმას, თუ როგორ თამაშობს ჩინეთი სამხრეთ-აფრიკაში წამყვანი ინვესტორის და ნედლი პროდუქციის მყიდველის როლს. ჩინეთის გავლენა აფრიკაშიც იზრდება და მისი კავშირები რესურსებით მდიდარ მთელ რიგ ქვეყნებთან უკეთესია, ვიდრე შეერთებულ შტატებთან. ახლო-აღმოსავლეთის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ცენტრში არიან. ის ვინც იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს აკონტროლებს, მსოფლიოში გადამწყვეტი გავლენა აქვს. დღეს საუდის არაბეთი საკუთარი ნავთობის დიდ ნაწილს უკვე აზიას აწვდის. იგივე შეიძლება მოხდეს ერაყშიც, როდესაც ეს ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული ნედლეულის ამ სახეობის მარაგებით მსოფლიოში მეორეა, ომის შემდეგ ფეხზე დადგება. შეერთებულ შტატებს სანქციების ირანის დაჩოქება სურს, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან ისეთ ქვეყნებს როგორებიც პაკისტანი და თურქეთი არიან ირანთან გამალებული ვაჭრობა აქვთ. შემსყიდველუნარიანობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება უკვე 2012 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკამ ამერიკა უკან მოიტოვოს. ასეთ შემთხვევაში შერეული იმპერია მსოფლიოს სოციალურ პროდუქტში მისი წილის გათვალისწინებით, რაც ერთ-მეხუთედს აჭარბებს კვლავ იქ აღმოჩნდება სადაც უკვე კოლონიამდელ ეპოქაში იყო და სადაც ის მისი შეხედულებით უნდა იყოს კიდეც – მსოფლიო ეკონომიკის მწვერვალზე. ორიგინალი ორიგინალი
  16. რუსმა მესაზღვრეებმა ახალგორის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო “რესი” იუწყება.“28 დეკემბერს, 22:55 საათზე, ლენინგორის სოფელ წინაგარასთან მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც თან არანაირი დოკუმენტები არ ჰქონდათ. გაირკვა, რომ დაკავებულები არიან სოფელ წითელუბანში მცხოვრები 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხურაშვილი და 1958 წელს დაბადებული თენგიზ კაძილოვი. ისინი სატვირთო ავტომობილით ბოსტნეულის გასაყიდად სოფელ წინაგარაში მიდიოდნენ”, - განაცხადეს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. თბილისი27 დეკემბერი16:00 – რედისონის მიმდებარე ტერიტორია, პოპ-მუსიკის კონცერტი ქართველი მომღერლების მონაწილეობით29 დეკემბერი16:00 – გლდანის პარკი, პოპ-მუსიკის კონცერტი ქართველი მომღერლების შესრულებით იხილეთ tabula.geზე
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ცოტნე ბაკურია ამერიკელი საგარეო პოლიტიკური ექსპერტის რიჩარდ ჰოლბრუკის მოულოდნელი გარდაცვალება, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ცუდი ამბავია დემოკრატი ჰოლბრუკი, რომელსაც ჯიუტ ინდივიდუალისტად მიიჩნევდნენ და ხშირად ზღვარგადასული ქმედებებითაც გამოირჩეოდა, საქართველოს პრეზიდენტის მტკიცე მოკავშირე იყო. გასულ კვირას მისი გარდაცვალების შემდეგ, სააკაშვილმა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვა. საქართველოს ლიდერი ცდილობს უკმაყოფილო არავინ დატოვოს, არსებობს ასევე ჯორჯ ბუშის ქუჩაც. ჰოლბრუკის წასვლასთან ერთად, სააკაშვილი როგორც ჩანს Facebook-ზე საკუთარ გვერდს ანახლებს, ცდილობს რა იმ წამყვანი ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღების მიპყრობას, რომლებსაც მის პრობლემურ რეჟიმთან „დამეგობრება“ სურთ. ახლახანს Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული „საიდუმლო“ ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც თბილისში ამერიკის ელჩს ეკუთვნის და საქართველოში ჰოლბრუკის უკანასკნელი ვიზიტის მომზადების ფარგლებში დაიწერა, ცხადყოფს რომ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს. დოკუმენტის ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ ამ კავკასიურ რესპუბლიკაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. ელჩ ჯონ ბასის თქმით: „საზოგადოება და პოლიტიკა გამსჭვალულია საფრთხისა და დაუცველობის აშკარა განცდით. მცდარი გათვლები და პროვოკაციები (ქვეყნის შიგნით, ველსა თუ მთებს მიღმა ჩრდილოეთით) შესაძლოა იოლად გახდეს ნაპერწკალი კრიზისის განახლებისთვის. უფრო სტაბილური ეკონომიკითა და სიცოცხლისუნარიანი კონკურენტის არ არსებობის პირობებში სააკაშვილი დღეს პოლიტიკურად უფრო ძლიერია, მაგრამ ამავდროულად რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ თავში, დაუცველია და შეპყრობილია იმის შიშით, რომ ისტორია გაასამართლებს ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვის გამო“. ავტორი სააკაშვილის სამხრეთ-ოსეთში შეჭრას გულისხმობს, რასაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომი მოჰყვა. ბასი ასევე აღნიშნავს „რუსეთის მუდმივ ხმაურს, ბრალდებებს მისი მთავრობის კანონიერებასა და ქმედებებზე“. სტრიქონებს შორის იკითხება, რომ ელჩი აშკარად გულისხმობს სააკაშვილის მთავრობაში კორუფციას და სკანდალების დაუსრულებელ სერიას. (მათ შორის უკანასკნელი, გამოცემა The Daily Mirror-ის ცნობით ქართულ დელეგაციას ეხებოდა, რომელმაც ლისაბონში ნატო-ს სამიტის შემდეგ სასტუმროში რამდენიმე ათეული მეძავი წვეულებაზე დაპატიჟა. წვეულებამ სავარაუდოდ ნიკოლა სარკოზი გააღვიძა და ეს ყველაფერი პოლიციის გამოძახებით დასრულდა). შემდეგ ჰოლბრუკისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია: „სააკაშვილი განაგრძობს „ერთ დიდ რაღაცაზე“ ფიქრს, რომელიც დასავლეთში საქართველოს მდგომარეობას გაამყარებს. ახლახანს მან აშშ-ს და ნატო-ს ავღანეთის ოპერაციებისთვის ლოჯისტიკური ცენტრის უზრუნველყოფა შესთავაზა, იმ ძირითადი ვალდებულების გარდა, რომელიც მას უახლოესი ორი წლის განმავლობაში სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებით აქვს აღებული“. ეს ყველაფერი ისე ჟღერს, თითქოს საქართველო ძლიერი და გავლენიანი მოთამაშეა ფასდაუდებელი ძალით, რომელსაც ომში შეიძლება დაეყრდნო. სინამდვილეში სააკაშვილმა ავღანეთში 173 ადამიანი გაგზავნა და მათ ფრანგები წვრთნიან. ბასი: „ოფოციალური პირები გაურბიან იმის ვარაუდს, რომ ეს წვლილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საქმეში დაეხმარება და ამის ნაცვლად აცხადებენ, რომ ის დაეხმარება საქართველოს თავი წარმოაჩინოს როგორც ქმედითმა პარტნიორმა, ცხადად გამორჩეული ქვეტექსტით და ამის შემდეგ ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს უფრო სერიოზულად აღიქვამენ“. ბასი არ ამბობს იმას, რომ საქართველოს ნატო-ში არასდროს მიიღებენ მანამ, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება. თავად ბუშიც კი თავის ახლახანს გამოქვეყნებულ მემუარებში საქართველოს პრეზიდენტს აღწერს, როგორც „ფიცხს“. ევროპელი ლიდერები სააკაშვილს სერიოზულად არ აღიქვამენ, მეტიც, ისინი ზოგჯერ რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის შეხედულებასაც კი იზიარებენ, რომ საქართველოს ლიდერი „პოლიტიკური გვამია“. „იმის მიუხედავად, მკაფიოდ და გულწრფელად აკავშირებენ თუ არა ისინი ამ ორ თემას, ქართველები ავღანეთის ოპერაციაში საკუთარ წვლილს მათი ნატო-ში გაწევრიანებისთვის ავანსად გადახდილ ფასად მიიჩნევენ“ – ასკვნის ბასი. შიდა ფრონტზე „რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად მაღალ ხარისხს აღწევს დაუცველობისა და არასტაბილურობის ის კლიმატი, რომლითაც მოცულია მთელი ქართული საზოგადოება… მართალია მომხმარებელთა აქტიურობის ინდიკატორები უმჯობესდება, თუმცა ეკონომიკა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, უმუშევრობა იზრდება, ინვესტიციები და სახელმწიფო ხარჯები მცირდება“. სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მზარდ ოპოზიციაზე საუბრისას, ბასმა აღნიშნა რომ დღევანდელმა პრეზიდენტმა თბილისის მერის თავისუფალი არჩევნები „დაუშვა“, „თუმცა ხელისუფლების თვალშისაცემი გავლენა, თუ არა პირდაპირი კონტროლი ტელევიზიასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, ოპოზიციას ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს“ – წერს იგი. საქართველო დემოკრატიის შუქურა? ბასის ანგარიში ამ იმიჯს ანგრევს. „მოსახლეობის დიდ ნაწილს, კვლავ მთავრობის იმედი აქვს, რომ ის შეასრულებს დაპირებას დემოკრატიული რეფორმების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, როგორც სააკაშვილი ამას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ აცხადებდა“. ამ მხრივ ერთ-ერთი პრობლემა პრესის თავისუფლებაა, ფუნქციონირებადი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანი. „მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ ნაციონალური ტელეარხები რჩება. სატელევიზიო გადაცემების შინაარსი ძალიან შეზღუდულია, შედეგად მოსახლეობის უმრავლესობა ბევრ საკითხსა და აქტუალურ ყოველდღიურ თემებზე ძალიან მწირ ინფორმაციას იღებს. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის შეზღუდული პროგრამების კრებული აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ფაქტობრივად ინფორმაციის გარეშე ტოვებს ეთნიკურ უმცირესობებს, მათ არაფერი იციან იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში. ბევრი მათგანი ცნობებს თანამგზავრის საშუალებით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან იღებს. მედია-ორგანიზაციებში სარედაქციო და ადმინისტრაციული რგოლები მკაფიოდ გამიჯნული არ არის“. ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, რომელსაც ოპტიმიზმის ტალღა მოჰყვა, სტაგნაციურ ადმინისტრირებაში გადაიზარდა. იქ სადაც არ არსებობს თავისუფალი პრესა და სადაც პრეზიდენტის ქმედებებს მისი ეგო და პარანოია განსაზღვრავს, როგორც ეს დეპეშაშია ნათქვამი, დასავლეთს ფაქტობრივად არა აქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროს. საქართველოში დემოკრატია არ არის. არის მხოლოდ პატარა, ჰოლბრუკის სახელობის ქუჩა. ორიგინალი ორიგინალი
  19. http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/etikis_qartia1-255x300.jpg ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მუშაობას საქართველოში არაერთგვაროვანი მოსაზრებები უკავშირდება: თუკი ერთნი უდავოდ თვლიან ქარტიის მუშაობის მნიშვნელობას მედიაში ეთიკის ნორმების დამკვიდრებისა და საზოგადოების მიუკერძოებლად ინფორმირების ხელშეწყობისათვის, მეორენი მიიჩნევენ, რომ ერთი წლის წინ ამოქმედებულმა ქარტიის საბჭომ მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთა, სათანადო აქტიურობა ვერ გამოამჟღავნა და ზოგ შემთხვევაში არაობიექტური გადაწყვეტილებაც მიიღო. რა ხდება სინამდვილეში და როგორ აპირებს მუშაობის გააქტიურებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო? ქარტია, რომელსაც ამ ეტაპზე დაახლოებით 180 ხელმომწერი ჰყავს, ჟურნალისტური ეთიკის 11 ძირითად მუხლს აერთიანებს. მასში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ: ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია” ანდა ”ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” თუკი რომელიმე კერძო პირი ან ორგანიზაცია თვლის, რომ ამა თუ იმ ჟურნალისტმა ქარტიით გათვალისწინებული ესა თუ ის მუხლი დაარღვია, საჩივარი განსახილველად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს უნდა მიაწოდოს. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ გზით საბჭოში წელს სულ 10 საჩივარი შევიდა და, რადგანაც განხილვის პროცედურა ჯერჯერობით მხოლოდ ქარტიის ხელმომწერ ჟურნალისტებზე ვრცელდება, მხოლოდ 5 საჩივრის განხილვა გახდა შესაძლებელი. გავიხსენოთ, რომ გახმაურებულ ”მოდელირებულ ქრონიკასთან” დაკავშირებით საბჭომ წელს ქარტიის პირველი მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომელი ნათია კობერიძე. თუმცა ჟურნალისტმა ეს შენიშვნა არ გაიზიარა, ქარტიის საბჭო სადამსჯელო მექანიზმად შეაფასა და ხელმოწერაც გაითხოვა. მართალია, ქარტიაზე ხელმოწერის გაუქმებას არ აპირებს, მაგრამ მისი მისამართით განხორციელებულ ქმედებებს ასევე სადამსჯელო ღონისძიებებად აფასებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” საჩივრის განხილვის შედეგად, მთივლიშვილი ქარტიის საბჭომ პირველი და მესამე მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა. ”დარწმუნებული ვარ და მიმაჩნია, რომ საბჭო ამ საჩივრის განხილვისას იყო არაობიექტური… როცა მე გავწევრიანდი ამ ქარტიაში, მიზანი იყო ფუნქციონირება არა ჟურნალისტების დასჯისთვის, არამედ, პირიქით – მხარდაჭერისთვის და შეცდომების გამოსწორებისთვის… ამ საბჭომ კი შეიძინა დამსჯელის ფუნქცია, ვიდრე მხარდაჭერისა და გამომსწორებლის… მთელი დღის განმავლობაში რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გატრიალებენ, რომ, თურმე, დამრღვევი, არაეთიკური და რეციდივისტი ყოფილხარ, ეგ არ არის, მე მგონი, კარგი… ”, – უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა. ჟურნალისტი ამ ეტაპზე ქარტიის საბჭოსგან საქმის სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას ელოდება და ასევე ელოდება ქარტიის ყრილობას, რომელიც 23 იანვარს უნდა გაიმართოს და რომელზეც ის კონკრეტული შენიშვნებით აპირებს მისვლას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 9-წევრიანი საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე მთივლიშვილის მიერ გამოხატული პროტესტის შინაარს არ ეთანხმება. მისი თქმით, ამ საქმის სამოტივაციო ნაწილი დაახლოებით ერთ კვირაში გამოქვეყნდება და ამით ყველაფერს მოეფინება ნათელი. ეთერ თურაძე თვლის, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საქართველოში თავისი არსებობა გაამართლა და ყველაზე მთავარი მიღწევა ხელმომწერი ჟურნალისტების საქმიანობის გაუმჯობესებით გამომჟღავნდა: ”ეს ადამიანები და პირადად მეც ახლა უფრო ფრთხილები ვართ, უფრო მეტად მობილიზებულები ვართ, რომ რაიმე ისეთი არ გაგვეპაროს, რომ ვინმემ გვიჩივლოს…” ქარტიაში ასახული ეთიკის პრინციპების მედიაში დამკვიდრებას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რომელმაც ქარტიას რამდენიმე კვირის წინ მოაწერა ხელი. ჟურნალისტი თვლის, რომ ქარტიის, როგორც თვითრეგულაციის მექანიზმის, მუშაობა ხელს შეუწყობს მედიასაშუალებების საქმიანობის გაჯანსაღებას. ამასთან, შეიქმნება უკეთესი საფუძველი მედიაკრიტიკისთვის და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოებაც მოგებული დარჩება. ”სამწუხაროდ, იმდენად რთულად მკვიდრდება ჟურნალისტური ეთიკის ნორმები ჩვენს სინამდვილეში, რომ ამიტომ გახდა საჭირო და სავალდებულო ასეთი ეთიკის ქარტიის შემუშავება. ყველა წინა მცდელობა იყო უშედეგო. ეს ყველაზე შედეგიანია… მიმაჩნია, რომ ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი უნდა იყოს ჩართული…”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ. ჟურნალისტების გარდა, ქარტიის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ პროცესში საზოგადოებაც უფრო აქტიურად ჩაერთოს, – მიაჩნია ქარტიის საჭოს თავმჯდომარეს ეთერ თურაძეს. მთავარ უარყოფით მხარედ, რაც ქარტიის მუშაობის ერთწლიანი პერიოდის მანძილზე გამოჩნდა, ეთერ თურაძე სწორედ საზოგადოების ნაკლებ ჩართულობას ასახელებს. ეს კი, თავის მხრივ, ძირითადად, ფინანსების ნაკლებობას უკავშირდება. იმის გარდა, რომ საბჭოს წევრები ერთი წლის მანძილზე აბსოლუტურად უსასყიდლოდ მუშაობდნენ, ასევე აბსოლუტურად არ არსებობდა რეკლამირების ბიუჯეტი, რის შედეგადაც, ვერ მოხერხდა ქარტიასთან დაკავშირებული პროცესების პოპულარიზაცია. ეთერ თურაძეს იმედი აქვს, რომ, „ღია საზოგადოება – საქართველოს“, ჰოლანდიის საელჩოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, მომავალი წლიდან სიტუაცია აუცილებლად გაუმჯობესდება, საბჭო გააქტიურდება და ეთიკის ქარტიის მექანიზმებიც უკეთ დაინერგება ქართულ მედიასივრცეში. ავტორი ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება >Share View the full article
  20. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/oqruashviliii2345-300x240.jpg“ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს დათა ახალაიასთან მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ხვალ პოლიციისთვის განმარტებების გაკეთება მოუწიოს . პარიზში, სასტუმრო “პარკ ჰაიატ პარიზ ვანდომთან” მოხდარი ინციდენტი ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროსთან” სატელეფონო საუბარში დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“არ არის მართებული ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება იმაზე, რაზეც შეიძლება ხვალ პოლიციასთან ახსნა-განმარტებების გაკეთება დამჭირდეს”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა “მაესტროსთან” სატელეფონო საუბარში.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის შელაპარაკება პარიზში, სასტუმრო “პარკ ჰაიატ პარიზ ვანდომთან” მოხდა, სადაც დათა ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. IPN p right;">Share View the full article
  21. საახალწლო პოსტიეს ვიდეო მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ნანახი “love actually” View ucnauri.com
  22. დედაჩემს ვეჩხუბე და ბლოგი დავხურე. წინა პოსტზე გაჭედა. “ვიდეო კამერებს რომ დაეფიქსირებინე?” “დაცვას რომ დაეჭირე?” “ციხეში რომ ჩაგსვან?” ლაშარელას კომენტარზე უფრო გაჭედა მგონი ვიდრე ჩემს პოსტზე. (გაგიხმეს ხელი, ლაშა!) “სამსახურიდან რომ გამოგაგდონ ამის გულისთვის?” ვერ გავაგებინე, რომ არაფერს არ ვიპარავდი, უბრალოდ უწყინარად ვერთობოდი. აღარ მინდა. როდემდე უნდა ვუძლებდე ამას. ვერავინ ვეღარ შემოვა ჩემი ზედამხედველობის გარეშე. Tweethttp://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/5errZKVdnqc ეწვიეთsweet.ge
  23. ბავშვობაში ყველა გოგონას უყვარს სათამაშოები, განსაკუთრებით კი თოჯინები. ბევრ პატარას რომ ჰკითხოთ,მისი საყვარელი თამაში დედაშვილობანაა. თოჯინას ისე უვლიან,როგორც ცოცხალ,პატარა ბავშვს, აძინებენ, აჭმევენ, ბანენ, დაყავთ სასეირნოდ და ა.შ. ეს ყველაფერი ნორმალური და მისასალმებელიც კია, რადგან ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა სხვის მიმართ მზრუნველობას, გამოიმუშავებს საჭირო უნარ-ჩვევებს, მაგრამ რა ხდება,როდესაც პატარების მაგივრად ... View ucnauri.com
  24. ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალები და ჰიმნებიმსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი .ქალაქი ჰანოვერი 5 ივნისი 2006 წელიგერმანია2006მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი.ქალაქი იოჰანესბურგი 11 ივნისი 2010 წელისამხეთ აფრიკა2010Rati Ratiani | შექმენი შენი ემბლემა View ucnauri.com
  25. გაგრძელებაში ნახავთ რამდენიმე ფოკუსს, რომელიც კეთდება კარტით და ყველა ფოკუსს აქვს თავისი ახსნა P.S ეს ჩემი ოირველი პოსტია იმედია მოგეწონებათ View ucnauri.com
×
×
  • შექმენი...