Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/zamira.pngსაქართველოს ლატარიის კომპანიის ჯეკ-პოტის გამარჯვებული ზამირა თორდინავა პატრიარქმა მიიღო. ილია მეორესთან შეხვედრას თორდინავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. უწმინდესმა ისინი დალოცა. პატრიარქმა მათ საჩუქრად ხატები და წიგნები გადასცა. ილია მეორემ ზამირა თორდინა ოჯახთან ერთად კონსერვატორიაში მისი აღსაყდრებისადმი მიძღვნილ კონცერტზეც დაპტიჟა. ზამირა თორდინავამ საქართველოს ლატარიის ჯეკ-პოტი 4 მილიონ 400 ათასი ლარი მოიგო. რუსთავი2 Share View the full article
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/8279a92ebc11d72.jpgპარიზის სასტუმრო “ჰაიატში” გუშინ სკანდალი მოხდა. “პირWელის” წყაროს ცნობით, სასტუმროს საპირფარეშოში ერთმანეთს შემთხვევით “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ფაქტობრივი უფროსი დათა ახალაია შეხვდნენ. წყაროს ცნობით, ახალაიას თან ახლდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი – ე.წ. “გლობუსა” და კიდევ ერთი პირი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ”ინციდენტი მაშინ დაიწყო, როცა ახალაიამ სასტუმროში შვილთან ერთად მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს დაუძახა. მხარეებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, რის შედეგადაც დათა ახალაია პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში აღმოჩნდა” – აცხადებს წყარო მომხდართან დაკავშირებით “პირWელი” “ქართულ პარტიას” დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. Share View the full article
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/foreign_affairs.jpg ოლივერ ბალოუ საქართველო კავკასიაში ახალ თამაშს გეგმავს? ოსებს, რუსების დიდი ხნის მოკავშირეებს კავკასიაში, უმარავი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ არ უყვარდეთ საქართველო და მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ისინი იმ რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელიც კავკასიის მთებში რუსეთ-საქართველოს საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ორჯერ ეომებოდა, მეორე ომი იმით დასრულდა, რომ 2008 წელს რუსეთის არმია ოსების დასაცავად საქართველოში შეიჭრა. ნოემბრის ბოლოს ალანი, კუნთმაგარი ოსი მამაკაცი სახლში დაბრუნებისთვის საქართველოს სასაზღვრო პუნქტ ზემო ლარსზე (წითელ სახურავიანი კომპლექსი, რომელსაც შუა საუკუნეების კოშკით დაგვირგვინებული კლდეები გადმოჰყურებს) საკუთარ რიგს ელოდებოდა. ბევრ ოსს სააკაშვილი სძულს, მაგრამ ალანს ასეთი განცდა აღარ აქვს, მიუხედავად იმისა რომ ხმამაღლა მისი სახელის წარმოთქმა მაინც უჭირს. „მადლობა უთხარით… მას“ – სთქვა მან და თავით სამხრეთით, თბილისისკენ მიანიშნა. ალანი საქართველოში 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა, მას მერე რაც საზღვარი დაიხურა და ის სააკაშვილის მადლიერია იმისთვის, რომ მან ძმის მონახულების შესაძლებლობა მისცა, რომელიც აქ ცხოვრობს. მასზე ვრცელდება ახალი ქართული პოლიტიკა, რომელიც ოქტომბერში გამოცხადდა და რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების ნაწილს, რომელიც კავკასიის რეგიონში ცხოვრობს, საქართველოში უვიზო გადაადგილება შეუძლია (მანამდე რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიის მოქალაქეებს ჯერ მოსკოვში გამგზავრება – ანუ საპირისპირო მიმართულებით ასობით მილის გავლა უწევდათ, იქ ვიზის გაკეთება და საქართველოში თვითმფრინავით გამგზავრება. ახლა კი მეზობელ ქვეყანაში ავტომობილით რამდენიმე საათში შეუძლიათ ჩასვლა, თანაც როცა მოისურვებენ). საქართველომ ეს ცალმხრივი ნაბიჯი იმდენად მოულოდნელად გადადგა, რომ მოსკოვი საპასუხო რეაქციისთვის მზად არ იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი თავს უკიდურესად მოწყვლადად გრძნობდა იმის გამო, რომ საქართველო მისი აზრით, მოსკოვის ორბიტას შორდებოდა. მაგალითად საქართველო ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. მოსკოვის აზრით, ქართველები და რუსები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაძმობილდნენ, როდესაც რუსეთმა ვალდებულება აიღო, რომ მის ქრისიტიან ძმებს მუსულმანების თავდასხმებისგან დაიცავდა, მაგრამ საქართველოში ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ქართველების აზრით, რუსეთმა 1801 წელს მათი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და ხელი შეუშალა მათ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში. ისტორიულმა დაძაბულობამ პიკს 2008 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთმა ქართველების მხრიდან სამხრეთ-ოსეთზე (თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც საბჭოთა საქართველოს გამოეყო) კონტროლის დაბრუნების მცდელობა მოიგერია. მოსკოვმა მომენტით ისარგებლა და სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის (კიდევ ერთი რეგიონი, რომელსაც საქართველო საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს) დამოუკიდებლობა აღიარა და საკუთარი თავი მათი უსაფრთხოების გარანტად გამოაცხადა. ქართველებმა თავი დამარცხებულად და მიტოვებულებად იგრძვნეს, რადგან ზედმეტად დიდ იმედებს ამყარებდნენ ამერიკელებთან მეგობრობაზე და როგორც სჩანს, სულელურად სჯეროდათ იმის, რომ უკვე ნატო-ს წევრების პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მას შემდეგ რაც იძულებული გახდა მის უზარმაზარ ჩრდილოელ-მეზობელთან მარტო ეომა, რომელთან შედარებით მისი სამხედრო ძალები არარაობა იყო და ამ ომში საკუთარი ტერიტორიის 20% დაკარგა, საქართველომ გადაწყვიტა ახალი კურსი აერჩია. მოკლედ, საქართველომ ზურგი შეაქცია თავის შორეულ და არასანდო დასავლელ პარტნიორებს და სანაცვლოდ აქცენტი რეგიონალურ ურთიერთობებსა და გავლენაზე გადაიტანა. „2008 წლის აგვისტოს ომამდე, ჩვენ ნატო-სთან და ევროკავშირთან ვმუშაობდით და რეგიონს უდიერად ვეპყრობოდით“ – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური კვლევების ახალი სკოლის დირექტორი გია ნოდია – „დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა უფრო რეგიონალურ-ცენტრისტული ხასიათისაა. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების განვითარებას იარანთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან“. და მართლაც დღეს საქართველო გაზს ირანისგან ყიდულობს, ის აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირების გარდამავალი პუნქტია, ასევე ხელი მოაწერა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ეს კავშირები 2008 წლამდეც არსებობდა, მაგრამ ომის შემდეგ მათ განვითარებას გაცილებით დიდი დრო და ძალისხმევა ხმარდება, რადგან საქართველო პოზიციონირებას ახდენს როგორც რეგიონალური კვანძი, სადაც ბიზნესისთვის კარგი კლიმატია. ყველა ეს ნაბიჯი ერთად ქმნის 2008 წლის შემდგომ საგარეო პოლიტიკურ კურსს – ნაკლებად ამბიციურს, სამაგიეროდ უფრო მიღწევადს, თუმცა ის მაინც არაფერია იმ სარისკო თამაშთან შედარებით, რომელიც საქართველომ დღეს რუსეთთან წამოიწყო. სააკაშვილმა „ერთიანი კავკასიის“ მისეული ხედვა, სექტემბერში გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე წარმოადგინა. „ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოებს ვეკუთვნით და მთების სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ“ – სთქვა მან – „მაგრამ კულტურული და ადამიანური სივრცის თვალსაზრისით ცალ-ცალკე არანაირი კავკასია და ამიერკავკასია არ არსებობს, არსებობს ერთიანი კავკასია, რომელიც ევროპას ეკუთვნის და ოდესმე მიბაძავს საქართველოს გზას და თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს შეუერთდება“. ეს სიტყვები რა თქმა უნდა ბანალურად ჟღერს, მაგრამ რუსეთმა მასში საფრთხე დაინახა. თუკი სააკაშვილი წარმატებას მიაღწევს, ხოლო ჩრდილოეთ-კავკასიის ხალხები მართლაც ამ „ქართულ გზას“ მიბაძავენ, რაც სააკაშვილისთვის დემოკრატიზაციას, თავისუფალ ბაზარს, თავისუფალ მედიას და დასავლეთთან მეგობრობას გულისხმობს, მალე რუსეთის გავლენა მის სამხრეთ-საზღვრებთან განულდება. მოსკოვი რა თქმა უნდა განრისხდა და მისი ზოგიერთი მოქალაქისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას „პროვოკაცია“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნებისმიერი „მცდელობა რუსეთის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფისა, ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორისი ცივილიზებული ურთიერთობების ნორმებს“. რუსეთის სახელმწიფომ საქართველოს გეგმის რეალიზაციის შესაძლო შედეგი გათვალა. თუკი ჩრდილოეთ-კავკასიის მცხოვრებლებზე იგივე წესი არ გავრცელდება, რაც რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებზე ვრცელდება და ისინი ორიენტაციას თბილისზე აიღებენ, როგორც გასაღების ბაზრის, შემოსავლების, ძალაუფლების და პრესტიჟის წყაროზე, მოსკოვს კიდევ უფრო გაუჭირდება მათგან ლოიალური დამოკიდებულების მიღება. კრემლი დღეს უკვე მნიშვნელოვნად აფინანსებს ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების ბიუჯეტებს და ადგილობრივ პოლიტიკოსებს მოქმედების უპრეცედენტო თავისუფლებას აძლევს. კიდევ ცოტაც და ყველაფერი ძალიან ძვირი და ძალიან არაკომფორტული გახდება და რაც მთვარია მოსკოვს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე მოუწევს ნაკლები ყურადღებისა და რესურსების დახარჯვა, სადაც მას სამხედრო ბაზები აქვს, შესაბამისად საქართველოზე ზეწოლის ნაწილობრივ შემსუბუქება. საქართველოში უვიზო გადაადგილების უფლებამ, საზღვრიდან ჩრდილოეთით მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს გზა გაუხსნა იმ ახალი ბაზრებისკენ, რომლებიც მანამდე მათთვის დახურული იყო. თბილისში რუსეთის მოალაქეები ჩადიან ავტომობილების უფრო იაფად შესაძენად და შემდეგ მათ სახლში ყიდიან. ამავდროულად ქართული სახელმწიფო მალე დაიწყებს მაუწყებლობას ახალ რუსულენოვან თანამგზავრულ არხზე, რათა რუსებს ხელი მიუწვდებოდეთ ქართულ პრესაზე, რომლის რიტორიკაც დიდწილად ანტი-რუსულია. თუმცა თბილისში ამ ქართულ გამბიტს ყველა არ იწონებს. ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი შიშობს, რომ რუსეთი ვიზების გაუქმებით ისარგებლებს და საქართველოში საკუთარ აგენტებს ჩანერგავს, ასევე სხვადასხვა მეთოდებით შეეცდება ქართული სახელმწიფო წყობის შერყევას. გარდა ამისა, ზოგიერთები ამტკიცებენ რომ საქართველოს თავად არ შეუძლია ახალი კავკასიური პოლიტიკის შემუშავება. „საზღვარს ორი მხარე აქვს და რუსეთი აქ ჩამოსვლის უფლებას მისცემს მხოლოდ მათ, ვისაც ის საჭიროდ ჩათვლის“ – მიაჩნია საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს და ახლა ოპოზიციონერ პოლიტიკოს სოზარ სუბარს. ამავდროულად სხვა ქართველი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ თბილისი ხელს შეუწყობს საქართველოში ძალადობის იმ ტალღის გადმოსვლას, რომელიც ჩრდილოეთ-კავკასიაშია გამეფებული. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტერორისტი-თვითმკვლელების თავდასხმებს, სროლებს და გატაცებებს ადგილი არამხოლოდ ჩეჩნეთში ჰქონდა, არამედ სხვა ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებშიც, განსაკუთრებით დაღესტანში, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში. მთების ამ მხარეს რუსული გავლენის შესუსტება შეიძლება ეთნოკონფლიქტებით დასრულდეს, რაც საგარეო ძალებს კიდევ უფრო უნდა აშფოთებდეს. ეთნიკურ ჯგუფებს შორის უნდობლობა 1990-იან წლებში ინგუშების და ოსების დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაძაბულობა იზრდება ჩერქეზებს და თურქულენოვან ყარაჩაი-ბალყარელებს შორის, მაგრამ ყარაჩაი-ბალყარები და ჩერქეზები, რომელიც რუსეთის ყაბარდო-ბალყარეთის, ადიღეას და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონებში ცხოვრობენ (ასევე მთელი ახლო-აღმოსავლეთის დასახლებებში) რუსული დეპორტაციების მსხვერპლნი იყვნენ. ორი დეპორტაციის გამო (1864 წელს ჩერქეზების და 1943-44 წლებში თურქულენოვანი მთიელების) მიწის მიტაცებასა და გენოციდის წახალისებაზე ბრალდებები დღემდე გაისმის. თუკი საქართველოს პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გაზრდის ეთნოკონფლიქტების ნაპრალს, შედეგები შეიძლება უკონტროლო გახდეს. მაგრამ თბილისში ამ შემხვედრ არგუმენტებს ყურს ცოტა თუ უგდებს: მმართველ ელიტაში რუსეთი ფაქტობრივათ სძულთ. ამ კონკრეტულ მომენტში, საქართველოს პარლამენტში იმ რეზოლუციის მიღების საკითხს განიხილავენ, რომლის თანახმად მე-19 და მე-20 საუკუნეებში რუსების მიერ ჩერქეზების და ჩეჩნების დეპორტაცია ოფიციალურ გენოციდად უნდა იქნას აღიარებული, რაც რუსეთს აუცილებლად განარისხებს, ასევე ამ ჯგუფის წარმომადგენლებში უფრო მკაცრი ხაზის მომხრე ნაციონალისტებს წაახალისებს. ჯერ-ჯერობით ვაშინგტონი სახიფათოდ დუმს მისი მოკავშირის პოტენციურად მადესტაბილიზებელ და პროვოკაციულ ნაბიჯებზე. 2008 წლის წინ საქართველოს ზოგიერთმა დასავლელმა მეგობარმა საკუთარი ვალდებულება არად ჩააგდო და სააკაშვილი არ დაამშვიდა. არ არის გამორიცხული, რომ ისინი შეცდომას ახლაც გაიმეორებენ. გასულ თვეში, კავკასიის საკითხებზე თბილისში გამართულ კონფერენციას დავესწარი. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი „ჯეიმსთაუნის ფონდი“ იყო (ამერიკული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის საკითხებზე მუშაობს და რომლის საბჭოშიც უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთი ყოფილი წარმომადგენელი შედის). აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ, ქართველებში ანტი-რუსულ განწყობებს აღვივებდნენ. ბევრი ღიად ადარებდა ჩრდილოეთ-კავკასიას საბჭოთა კავშირის ნაციონალურ რესპუბლიკებს, თითქოს მათი მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება უკვე ჰორიზონტზე მოსჩანს. მე გლენ ჰოვარდს ვესაუბრე, „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტს, რომელიც ზბიგნევ ბზეჟინსკისთან ერთად ჩეჩნეთში მშვიდობისთვის ამერიკულ კომიტეტში მუშაობდა. „ჩემი შეხედულება ასეთია: საჭიროა მაქსიმალურად ყველაფრის შესწავლა, რაც კი ეროვნებებს ეხება“ – მითხრა მან, გულისხმობდა რა კავკასიაში გავრცელებულ მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს. მას თითქოს იმის თქმა სურდა, რომ როდესმე ისინი დამოუკიდებელი ქვეყნები იქნებიან. ბოლოს და ბოლოს ასეთ შემთხვევებს ხომ ვიცნობთ. „მახსოვს, როდესაც აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, სახელმწიფო დეპარტამენტმა იქ ორკაციანი საელჩო გახსნა და ბაქოს საკითხების სპეციალისტს ეძებდა“. კონფერენციის დასრულების შემდეგ რუსეთის საზღვრის მიმართულებით გავემგზავრე. ცხადი იყო, რომ გზის მშენებლები ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ გეგმებს ვერ ეწევიან: გზა დამთრგუნველად დანგრეული იყო. თბილისის რთულ მარშრუტს რუსული ავტომობილების მხოლოდ მცირე ნაკადი მიუყვებოდა, მაგრამ თუკი ქართველები გზას შეაკეთებენ, ნაკადული შეიძლება წყალუხვ მდინარედ გარდაიქმნას. ოსებს, ჩეჩნებს, ჩერქეზებს და რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიის სხვა მცხოვრებლებს თბილისამდე ჩასასვლელად რამდენიმე საათი სჭირდებათ. ქართველებს რეალურად შეუძლიათ თავიანთი ქვეყანა მთელი კავკასიის დედაქალაქად აქციონ, მაგრამ გამოჩნდება, ეყოფათ კი მათ პასუხისმგებლობა იმ ძალაუფლებისთვის, რასაც ეს როლი მიანიჭებს. ორიგინალი ორიგინალი
  4. ქვემოთ მოყვანილი ფილოსოფიები 1996 წელს ჩაიწერეს ორგანიზაცია “White Bison Inc.”-ის წევრებმა კოლორადოს შტატში მცხოვრები აბორიგენი ამერიკელებისგან. ის წარმოადგენს ერთგვარ ფიცს, ცხოვრებისეულ კრედოს, რომელსაც 115 სხვადასხვა ტომის წევრი მამაკაცები იცავენ ცხოვრების მანძილზე, რათა იყვნენ კარგი მამები, შვილები, ნათესავები და შექმნან ძლიერი საზოგადოება. ფილოსოფია #1 – ქალების მიმართქალის ცხოვრების ციკლია ბავშვი, გოგონა, ... View ucnauri.com
  5. ისტორიის მანძილზე ბევრი საიდუმლო ორგანიზაცია ყოფილა და ბევრი შეთქმულების თეორიაც აგორებულა მათ შესახებ. პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.1. თავის ქალა და ძვლები საათისგან მარცხნივ: ჯორჯ ბუში უფროსითავის ქალისა და ძვლების ორდენი, იელის უნივერსიტეტის საიდუმლო საზოგადოება, თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც სიკვდილის საძმო. ეს არის აშშ–ის სტუდენტთა ერთ–ერთი უძველესი საიდუმლო ... View ucnauri.com
  6. http://i006.radikal.ru/1012/11/07ea3ad6d545.jpg გთავაზობთ საკმაოდ ლამაზ ვიდეოს, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია View the full article
  7. საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// http://s60.radikal.ru/i170/1012/f0/dac36ee9b0d1.jpg დღეს ლივერპულს თავისი განათხოვრებული ფეხბურთელი, დანიელ აიალა დაუბრუნდა! კანონით, ესპანელი უკანახაზელი ლივერპულალში 1 იანვარს უნდა მისულიყო, მაგრამ ტრავმის გამო ის დღეს მელვუდშია. 18 წლის ფეხბურთელმა “მგლების” შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გაიტანაც მოახერხა. აიალა დაცვაშიც საკმაოდ დამაჯერებლად ირჯებოდა, მაგრამ მას ბედმა შეაქია ზურგი (ტრავმის გამო). View the full article
  8. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/BBC-News-Generic-2003-1-300x225.jpg“ბი-ბი-სის” რუსული რედაქცია წლის მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს. პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი ამბების მიმოხილვაში საქართველოს ცალკე რეპორტაჟი ეძღვნება. რეპორტაჟში საუბარია ოპოზიციის დაქსაქსულობაზე, ეკონომიკურ კრიზისსა და თბილისის მერის პირველ პირდაპირ არჩევნებზე. საქართველოზე რეპორტაჟი 6 მაისითა და პოლიციის დღის ზეიმით იწყება, რომლის ჩაშლა ოპოზიციამ ვერ შეძლო. მიმომხილველის თქმით, საქართველოში ქუჩის პოლიტიკის დრო მიდის, ხოლო “ვარდების რევოლუცია” ყველაზე მდგრადი რევოლუცია აღმოჩნდა. წლის მოვლენების მიმოხილვა თბილისის მერის არჩევნების თემით გრძელდება. ოპოზიციის დამარცხების მთავარ მიზეზად კი, ოპოზიციის სისუსტე დასახელდა. რეპორტიორი პაატა ზაქარეიშვიილის კომენტარს იშველიებს, რომელიც საზოგადოების ინდიფერენტულობის მიზეზებზე საუბრობს. ზაქარეიშვილის თქმით, ამ არჩევნების შემდეგ მოხდა სააკაშვილის რელეგიტიმაცია. “დასავლეთი მიხვდა, რომ მას ალტერნატივა არ ჰყავს. სააკაშვილმა ეს დაშინებით და მოსყიდვით მოახერხა”,-ამბობს ზაქარეიშვილი. სიუჟეტის ბოლოს საუბარია ეკონომიკურ პრობლემებზე. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ქუჩის აქციები დღის წესრიგში მომავალ წელს დადგეს. თუმცა, მთავარი, რაზეც “ბი-ბი-სის” მიმოხილვაშია საუბარი, პრეზიდენტის პოზიციების გამყარებაა. 2010 წელს სააკაშვილის პოზიციების გამყარების წელი უწოდეს. ინტერპრესნიუსი Share View the full article
  9. *ინდოჩინეთის ჯუნგლებში ფრანგმა მკვლევარმა მუომ მკვდარი ქალაქი აღმოაჩინა. იქ განთავსებული სასახლეები და ტაძრები გიგანტ ადამიანებს უნდა აეგოთ.* აფრიკის კლდეებზე არსებულ ნახატებზე აღმოჩენილია კოსმონავტები. ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე ინდიელების მიერ რაკეტაში მყოფი კოსმონავტია დახატული.*XIX საუკუნეში ლიმპოპოში(აფრიკა) მოგზაურებმა ქვის 15-მეტრიანი ციხე და რკინის ღუმლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.*1866 წელს, კალიფორნიაში და 1860 წელს, იტალიაში ადამიანის ... View ucnauri.com
  10. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54435.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2010 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ 2010 წელი დიპლომატიური აქტივობით გამოირჩეოდა. მისი თქმით, ეს იყო წელი, რომელიც განპირობებული იყო ქვეყნის ინტერესების დაცვით. View the full article
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif არაშ ჰაკაკზადე 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ყველა ამერიკული ადმინისტრაცია ირანს ამერიკისა და მისი მოკავშირეებისთვის სპარსეთის ყურეში, ახლო და შუა აღმოსავლეთში, ასევე ევრაზიაში, მუდმივ და სერიოზულ საფრთხედ აღიქვამდა. ამიტომ აშშ ტრადიციულად ცდილობს თეირანის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვას ირანისთვის იარაღის და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის ხელის შეშლა დიდი ხანია რაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით აშშ-ს და ნატო-ს მიმდინარე ოპერაციების ფონზე ავღანეთსა და ერაყში. აღსანიშნავია რომ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი მოკავშირეების დიდი ნაწილი იმაში დაარწმუნა, რომ ირანის არმიას და მის ძალოვან უწყებებს იარაღი არ მიჰყიდონ. აშშ-ს მიერ შექმნილი დაბრკოლებებისგან თავის დასაღწევად, ირანი ცდილობს მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას უცხოელ მიმწოდებლებთან, რომლებიც ამერიკის მოკავშირეთა სიაში არ შედიან. შესაბამისად, ირანის სამხედრო ძლიერება დიდწილად დამოკიდებულია ისეთ უცხოურ სახელმწიფოებზე, როგორებიც არიან ჩინეთი, რუსეთი ან ჩრდილოეთ-კორეა. სამწუხაროდ დღეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ირანელ სამხედროებს იარაღს აწვდიან, შეიძლება სომხეთიც მოხვდეს, რომელსაც აშშ-სთან კავშირები აქვს. უსიამოვნოა, როდესაც იგებ რომ WikiLeaks-მა 250 000 დიპლომატიური დეპეშა გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნის და რაც უდაოდ სერიოზულად აისახება შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე და ასევე უსიამოვნოა იმის გაგებაც, რომ სომხეთი ირანს იარაღს აწვდის, რამაც როგორც სჩანს ერაყში ამერიკელი სამხედროების დაღუპვა და დასახიჩრება გამოიწვია. ახლა ჩვენ ვიცით სომხეთის პოზიცია, მისი პრიორიტეტები და ის თუ ვის მიმართ არის ის ლოიალური. ასეთი მეგობრების პირობებში მტრები არ გვჭირდება. 2008 წლის დეკემბერში, ჯონ ნეგროპონტემ, იმ დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს წერილი მისწერა, სადაც სომხეთის მხრიდან ირანისთვის იარაღის მიწოდების გამო შეშფოთებას გამოსთქვამდა. თავის წერილში ნეგროპონტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი შეერთებული შტატებისგან მოითხოვს განიხილოს საკითხი იმის შესახებ, არსებობს თუ არა სომხეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საფუძველი. აღსანიშნავია რომ ამ მიწოდებებთან დაკავშირებულ საბუთებს ხელს არც მეტი, არც ნაკლები თავად სერჟ სარქისიანი აწერს, რომელიც იმ დროს თავდაცვის მინისტრი იყო. შეერთებული შტატები ასეთი მასშტაბის ტრამვას უყურადღებოდ ვერ დატოვებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ობამას ადმინისტრაცია შეასრულებს იმას, რასაც ნეგროპონტე წერდა. ორიგინალი ორიგინალი
  12. თბილისის რამდენიმე ქუჩას სახელწოდება შეეცვალა. დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილებით ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ბაღდათის ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის, ხოლო… ლინკი მედიანიუსზე
  13. „ეროვნულმა საბჭომ“ ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნა დაიწყო. პირველი რეგიონული წარმომადგენლობა დღეს ბათუმში, რუსთაველის 10 ნომერში გაიხსნა. ლინკი მედიანიუსზე
  14. თბილისის საკრებულოს “რესპუბლიკელი” წევრი თინა ხიდაშელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ტარიფის ზრდას აპროტესტებს . მისი თქმით, მიუხედავად საკრებულოში ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დებატებისა, თბილისში ტარიფების ზრდა კვლავაც გრძელდება. “საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილია კიდევ ერთი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გადასახადის გაორმაგება, რასაც, სამწუხაროდ, უმრავლესობა ალბათ მხარს დაუჭერს”, – აღნიშნა ხიდაშელმა. “რესპუბლიკელები” კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პრობლემების მოგვარების იმ გზას, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია და მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებისკენ არის მიმართული”, – აცხადებს ხიდაშელი. იხილეთ epn.ge
  15. საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული მასალები ნაქურდალით ვაჭრობას გავს. განაცხადა, ვაშაძემ დღეს, გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე. ვაშაძის განმართებით, ვიკილიქსის მასალების საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საგარეო უწყებაში უსაფრთოების ზომების მიღება 2008 წელს დაიწყეს. სამინისტროს უსაფრთხოების ზომები კი, ამჟამად დაცულია. დღევანდელ შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე, ყურადღება რუსეთთან ურთიერთობაზე გაამახვილა. “რუსეთი არის ქვეყანა, პოლიტიკური ხელმძღვანელი, რომელიც თავს არიდებს მტკივნეულ საკითხებზე პასუხის გაცემას. საქართველო კი ყველას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ სტაბილურობის მომხრეა,”- განაცხადა ვაშაძემ. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/vashadze-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის მთავარი საკითხი, რომელზეც მუშაობა ყველას ევალება. მინისტრმა შემაჯამებელ ბრიფინგზე 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაფასა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. “საქართველოს დეოკუპაციის თემა მომავალ წელს პრიორიტეტული იქნება, თუმცა ამ მიმართულებით წელსაც დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული. 2010 წლის მაისში ჩავატარეთ კონსულტაციები რეგიონალურ ჯგუფებთან, ამის შემდეგ გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩავატარეთ 80-მდე შეხვედრა, პირადად მე შევხვდი 60 კოლეგას და ეს ყველაფერი ძალიან კარგი მოსამზადებელი სამუშაო იყო გაეროს 64-ე სესიისთვის, რომელზედაც კიდევ ერთხელ იქნა მიღებული იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუცია”,- განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროსაბჭოშიც, რომელმაც წლის განმავლობაში საქართველოს საკითხზე 6 ანგარიში მოამზადა. “მიუხედავად რუსეთის მცდელობისა შეეწყვიტა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებით გამოსვლის პრაქტიკა, გენმდივანმა ორი მოხსენება წარმოადგინა და ორივე მათგანში საქართველოს თემატიკამ დაიკავა ის ადგილი, რომელიც უნდა დაეკავებინა. 6 ანგარიში მოამზადდა ევროპის საბჭოში შესაბამისმა ქვედანაყოფებმა და ყველა მათგანი პოზიტიურია. ისინი საკმაოდ კარგად ასახავს ჩვენთვის საჭირბოროტო თემატიკას”,- განაცხადა ვაშაძემ. იხილეთ epn.ge
  17. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54434.jpgაკრძალვის მიუხედავად, ქართულ ბორჯომს რუსეთის პირველი არხი რეკლამას უწევს. ტელეარხზე ქართული მინერალური წყლის სარეკლამო რგოლი პირველად გუშინ გავიდა. View the full article
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/vashadzegrigol1-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთს შეიარაღება სახიფათოზე მეტი აქვს. ამის შესახებ განცხადება, ვაშაძემ დღეს, გამართულ შემაჯამაბელ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის რომ რუსეთის შეიარაღება სახიფათოზე მეტია. ვაშაძის განცხადებით, ამ დროისათვის ქვეყანა ომის ზღვარზე არ არის. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა 2010 წელს მომხდარი მოვლენები შეაჯამა და პრიორიტეტული საკითხებზე ყურადღება გაამახვილა. იხილეთ epn.ge
  19. ხვალ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საზოგადოებას იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს წევრებს… ლინკი მედიანიუსზე
  20. მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საქალაქო კონკურსის „მიხეილ ჯავახიშვილი სკოლაში“ მონაწილეები დაჯილდოვდნენ. კონკურსი ჩატარდა სამ… ლინკი მედიანიუსზე
  21. თბილისის 2010 წლის ბიუჯეტი 11 მლნ 526 ათასი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე… ლინკი მედიანიუსზე
  22. დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მოლდოვის მთავრობამ ქვეყნის კონსტიტუციის 103-ე მუხლის შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრ… ლინკი მედიანიუსზე
  23. მომავალი წლიდან დაგეგმილია საბავშვო ბაღებში საფასურის დაწესება. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა თინათინ… ლინკი მედიანიუსზე
  24. თბილისელებს დასუფთავების ხარჯები დაახლოებით 110 პროცენტით ეზრდებათ. ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა… ლინკი მედიანიუსზე
  25. დღეს იტალიის დედაქალაქ რომში საეჭვო ამანათები ვენესუელის და დანიის საელჩოებშიც მიიღეს. ამასთან, უკვე დადგენილია, რომ დღეს საბერძნეთის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...