planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ღამის კლუბი / ночной клуб mp 3 კრებული View the full article
-
რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,// http://zvigena.files.wordpress.com/2010/11/slo-geo.jpg?w=197&h=327 საათზე მეტი დრო იყო მილეული – ჩვენი ნაკრები შეხვედრას ერთი ბურთით აგებდა და მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, ფრის მიღწევაც ძნელად სავარაუდო იყო. სლოვენია დომინირებდა და საგოლე მომენტებსაც მრავლად ქმნიდა – დაცვის საკმაოდ არასაიმედო თამაშის საპირისპიროდ ლორია ყოჩაღობდა და რამოდენიმე რთული ბურთიც მოიგერია. ხოლო ტაიმის მიწურულს საერთოდ თერტმეტმეტრიანი ნიშნულიდან არ გაატანინა მეტოქეს, როდესაც კარგ ნახტომში ძნელად ასაღები ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგაც ჩვენებს მინდვრის შუაგულში ბურთზე კონტროლის დაწესება უჭირდათ. მეტოქე სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენდა და იგრძნობოდა ადრე თუ გვიან გოლს მივიღებდით. დაიწყო მეორე ტაიმი და სლოვენიელთა მორიგ კუთხურს მოყვა კიდეც გოლი – კალაძემ მეტოქეს ხელი ვერ შეუშალა, ვისი დარტყმაც ლორიასთვისაც მიუწვდომელი აღმოჩნდა. ცოტახანში უკვე ძელმა გვიხსნა მეორე ბურთის გაშვებისგან . სიტუაცია უიმედო მოჩანდა. გოლის გაშვებამდე ქეცბაიამ ინერტულად მოთამაშე ხოჯავა და მოდებაძე გურული–ვაწაძის დუეტით ჩაანაცვლა. შემდეგი მოვლენების გმირებიც სწორედ ეს ორი ფეხბურთელი გახდა – ჯერ აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში მეტოქის მცველი შეცდა, საკუთარ საჯარიმოში არასწორად უპასა თავისიანს, რითაც გურულმა ისარგებლა და საჯარიმოში საკმაოდ მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ძელის გავლით გადაგზავნა ბურთი სლოვენიელთა კარში – 1:1, გურულმა დებიუტი ნაკრებში ასე გოლით აღნიშნა. არ გასულა წუთიც და შემდეგ უკვე ვაწაძემ ითამაშა კარგად – მშვენიერი პასით ანანიძე ერთი ერთზე შეატოვა მეტოქის მეკარეს. ჯანომაც, როგორც კარგ ფეხბურთელს შეეფერება, მსუბუქი შეხებით ბურთი გაისწორა და ზუსტი, გამოზომილი დარტყმით მეტოქის მეკარე უშანსოდ დატოვა. ანგარიშში დავწინაურდით, მეტოქეც ანერვიულდა, ბევრი ვეღარაფერი შექმნა წინ და ეს შეხვედრა ასე მოგებამდე მივიყვანეთ. რა შეიძლება ითქვას – ჩვენი ნაკრები ფაქტიურად მეორე შემადგენლობით თამაშობდა, შეცდომები იყო და თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. მაგრამ ფეხბურთში სწორედ რომ შედეგი ფასობს და მძიმე თამაშით, მაგრამ მაინც გუნდი იგებს, ხასიათს ავლენს. თუნდაც ანგარიშში დაწინაურებულ მეტოქეს ადრიანად არ ნებდება და აგერ შედეგიც – პატარა საქმე არაა, ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდს საკუთარ კედლებში წაგება აგემო, მითუმეტეს მეორე შემადგენლობით. აღსანიშნავია ლორიას კარგი თამაში, ვინც რამოდენიმეკარგი სეივი გააკეთა, აღარაფერს ვამბობ თერტმეტმეტრიანის მოგერიებაზე. მის თამაშში აშკარა პროგრესია. დაცვის ცენტრში ნორმალური დებიუტი ჰქონდა აკაკი ხუბუტიას. შეილება ამ ფეხბურთელის მომავალშიც გამოყენება. გურამ კაშიამ პირველად ითამაშა ჩვენთვის პრობლემურ დაცვის მარჯვენა ფლანგზე – ჩემი აზრით მომავალში ლობჟანიძეს ნაცვლად, ისევ გურამზე ღირს აქცენტის გაკეთება. ასევე დებიუტი ჰქონდა გოჩა ხოჯავასაც, მაგრამ დიდი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. ასეთი თამაშით მისი ადგილი ნაკრებში ნამდვილად არაა – პასებს აგვიანებდა, ნელი იყო, დაცვას ინერტულად ეხმარებოდა. კარგად ვერ წარმოაჩინა თავი ნიკა გელაშვილმაც, რომელიც ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გაისარჯა. მის ნაცვლად შემოსული, ასევე დებიუტანტი, თვრამეტი წლის ოქრიაშვილი ბევრად ცოცხლად და საინტერესოდ გამოიყურებოდა. უნდა ავღნიშნოთ გურულის შემოსვლა – რომელიც ხოჯავაზე ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა, გამათანაბრებელი გოლიც შეაგდო და სხვა ეპიზოდებში ტექნიკურ, ჭკვიანურ ფეხბურთს აჩვენებდა. ამ კაცის სახით ნაკრებისთვის ერთ–ერთი კარგი და საინტერესო კადრი გამოიცადა – ამის შემდეგ სავარაუდოდ მას მომავალშიც ვიხილავთ ჩვენი ნაკრების ფორმით მოთამაშეს და იმედია სარგებელსაც მოგვიტანს. ჯანო კი ისევ ცალკე აღნიშვნის ღირსია – ბიჭი საკმაოდ კარგად გაისარჯა, გამარჯვების გოლიც შეაგდო და ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მოკლედ წელი დაუმარცხებლად ჩავამთავრეთ, რაც პირველად ხდება ჩვენი ისტორიის მანძილზე და აწი მომავალ წელსაც ბევრად იმედიანად დაველოდებით. მადლობა ბიჭებს. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/zvigena.wordpress.com/399/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/zvigena.wordpress.com/399/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=399&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
ბასკურმა რადიკალურმა დაჯგუფება ETA-მ ესპანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაზე საბოლოო უარი თქვა.როგორც გაზეთი EL Mundo იუწყება, შესაბამისი განცხადება სამ – ესპანურ, ინგლისურ და ბასკურ ენებზე ბასკურ გაზეთში გამოქვეყნდა.ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამიერიდან საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას პოლიტიკური და არა ხელისუფლებასთან შეიარაღებული შეტაკებების გზით გააგრძელებს და ბასკების დამოუკიდებლობის აღიარებას დემოკრატიული გზით შეეცდება.ორგანიზაციამ ესპანეთის ხელისუფლებასთან დ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ზაზა კაკაბაძის მკვლელობაში არასრულწლოვანი ბრალდებულების ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განსასჯელების ალიხანაშვილის, კიკნაძის, მამუჩარაშვილის, ეგიაზაროვის და მანუკიანის პროცესი გაიმართა. სასამართლომ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა და დღევანდელ პროცესზე თავად ბრალდებულები დაიკითხნენ. არასრულწლოვანი მანუკიანის განცხადებით, ის, იმ პერიოდში, როდესაც მკვლელობა მოხდა, ადგილზე მანქანაში იმყოფებოდა. მთავარი განსასჯელის ტარიელ ალიხანაშვილის მტკიცებით, კი მათ გოგონა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიზე დატოვეს და მკვლელობის დროს ადგილზე არ იყო. დღევანდელ პროცესზე, მანუკიანმა დაწვრილებით გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც მკველობა მოხდა. მისი თქმით, ალიხანაშვილი, კიკნაძე და თვითონ გარდაცლილ კაკაბაძეს შეხვდნენ, მანქანაში მან ალიხანაშვილი და კაკაბაძე ერთმანეთს გააცნო და მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა, როდესაც გასროლის ხმა გაიგონა. არასრულწლოვანი გოგონას ჩვენებით, ალიხანაშვილი და კიკნაძე, ზაზა კაკაბაძის დაყაჩაღებას აპირებდნენ. ასევე, მისი თქმით თავად ზაზა კაკაბაძე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ხოლო თავად მანუკიანს ნარკოტიკებთან შეხება არასდროს არ ჰქონია. მანუკიანი ჩადენილ დანაშულს აღიარებს და ინანიებს. დღევანდელ პროცესზე, ასევე დაიკითხა ბრალდებული ეგიაზაროვი, რომლის სახლშიც ბრალდებულებმა ღამე გაათენეს და ტარიელ ალიხანაშვილს, სწორედ მისი შარვალი ეცვა. დაკავებულმა განაცხადა, რომ მასთან მისულ ალიხანაშვილს მან შარვლის გამოვცლა თავად შესთავაზა იმ მოტივით, რომ ჭუჭყიანი იყო. თუმცა ეგიაზაროვი ალიხანაშვილის შარვალზე სისხლის კვალს უარყოფს. მანუკიანის მტკიცებით, კი შარვალი, სავარაუდოდ, ზვიად კაკაბაძის სისხლით იყო დასვრილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი პროცესი 17 იანვარს არის ჩანიშნული და სავარაუდოდ, სასამართლო დაკავებულს საბოლოო განაჩენს გამოუტანს. როგორც ცნობილია არასრულწლოვანმა ტარიელ ალიხანაშვილმა გიორგი კიკნაძისა და მისი მეუღლის მანუკიანის დახმარებით ზაზა კაკაბაძე მოკლა. ალიხანაშვილის განცხადებით, მან მკვლეობა იმ მოტივით ჩაიდინა, რომ კაკაბაძემ მისი შეყვარებული რაფაელა დრესნერი გააუპატიურა. თავად დრესნერი გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. მისი განცხადებით ის გარდაცვლილ კაკაბაძეს საერთოდ არ იცნობდა. გიორგი კიკნაძეს, ტარიელ ალიხანაშვილს, მ.მამუჩარაშვილს, ე.ეგიაზაროვს და მარიანა მანუკიანს ბრალი 109-ე მუხლის I ნაწილის ,,დ ქ/პ, სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილები, სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ ქ/პ, III ნაწილის ,,ა ქ/პ და სსკ-ის 357-ე მუხლით აქვთ წაყენებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/kalandadze-nino-150x150.jpgრომელი ქართული ძეგლების რესტავრაცია შეიძლება, განხორციელდეს თურქეთის ტერიტორიაზე, ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით ვერ ასახელებს. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ამ ქართული ძეგლების ჩამონათვალი, ჯერჯერობით, უცნობია. კალანდაძის განცხადებით, სანაცვლოდ რომელი ძეგლების რესტავრაციას მოითხოვს თურქული მხარე, უცნობია. “ქართულ-თურქულ კომისიებს შორის მოლაპარაკებების ოქმი გაფორმდა. კონკრეტულად, რომელი ძეგლი აღდგება, ოქმის ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი. ოქმი თურქულ მხარეს გადაეგზავნა და ქართული მხარე საპასუხო ხელმოწერას ელოდება. ოქმით რამდენიმე შეთანხმებაა გათვალისწინებული. თუ ეს შეთანხმება ამ ფორმით დარჩება ძალაში, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაცია განხორციელდება, ჩვენ კი თურქულ მხარეს შესაძლებლობას მივცემთ, ის ძეგლები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა, მაგრამ თურქულ ძეგლებადაა აღიარებული, ყველა წესის დაცვით აღდგეს და მათი დაცვა შესაძლებელი იყოს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორ ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში სამი მეჩეთის განახლება და ერთის აშენება იგეგმება. იხილეთ epn.ge
-
თურქეთ-საქართველოს კომისიებს შორის ორი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის შესახებ მოლაპარაკებების ოქმი გაფორმდა. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოქმით გათვალისწინებულია რამდენიმე შეთანხმება. იხილეთ tabula.geზე
-
ცხინვალის რეჟიმის უშიშროების სამსახური ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ოსურ საგუშაგოზე გადაადგილებას დღეს დილიდან გამკაცრებულად ამოწმებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა."ოსური უშიშროება ამოწმებს, რამდენად შეესაბამება დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ საზღვრის გადასაკვეთად გაცემული ცნობები ოსურ საგუშაგოზე დაფიქსირებულ ცნობებსა და მონაცემებს", - განაცხადეს ახალგორელებმა.ახალგორის რაიონის ადმინისტრაციული საზღვარის გადასაკვეთად შესაბამისი დაწესებულე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
2008 წელს სუდანი მზად იყო, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, თუმცა 2008-2009 წლებში ამ საკითხზე სოხუმსა და ცხინვალთან დაწყებული კონტაქტები ოფიციალურმა მოსკოვმა უხეშად აღკვეთა. ამის შესახებ “უახლესი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის” დირექტორი ალექსეი მარტინოვი ირწმუნება.აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს მარტინოვი საინფორმაციო სააგენტო “REGNUM”-თან საუბრისას თავად სუდანის ორ ნაწილად გაყოფის პერსპექტივებზე საუბრისას შეეხო. “სუდანის სამხრე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/pirates.jpgსომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ბერძნული გემის მფლობელი გამოსასყიდის ნაწილის გადახდისთვის მზად არის. ამის შესახებ, საქართვეოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. “ჩვენ კავშირზე ვართ გემთმფლობელთან და მის ადვოკატებთან, რომლებიც თავის მხრივ, ვითარებას სადაზღვევო კომპანიასთან არკვევენ. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია გარკვეულ თანხაზე, რომლის გადახდის მზადყოფნა გემთმფლობელის მხრიდან უკვე არსებობს, თუმცა ეს ის თანხა არ არის, რომელსაც მეკობრეები ითხოვენ. შესაბამისად, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების პროცესი სამწუხაროდ, მარტივად და სწრაფად ვერ დასრულდება”, – განაცხადა კალანდაძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, ბერძნულ გემზე მომუშავე 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. გამოსასყიდის გადაუხდელობის შემთხვევაში მეკობრეები მათი დახვრეტით იმუქრებიან. თანხა, რომელსაც ისინი ასახელებენ, ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=7007962d-a950-4c3d-86b6-1024d9b4da68.jpg&size=350 ბაბელმა უებს მანჩესტერის ფორმა ჩააცვა. ლივერპულის ჰოლანდიელმა ლეგიონერმა, რაიან ბაბელმა, მანჩესტერ იუნაიტედთან (0:1) წაგებული სათასო მატჩის შემდეგ, თავის მიკრობლოგზე იხუმრა – შეხვედრის მთავარ არბიტრს, ჰოვარდ უებს ფოტოშოპის დახმარებით, მანჩესტერელთა ფორმა ჩააცვა და ფოტოები ინტერნეტში განათავსა. ბაბელმა ფოტოებს მიაწერა: “ეს მათ შორის საუკეთესოა… სასაცილოა”. ამით, ფეხბურთელმა პროტესტი გამოხატა სტივენ ჯერარდის გაძევების გამო, თუმცა ახლა მის საქციელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია განიხილავს და ჰოლანდიელს სასჯელი ელის. ინფორმაციის წყარო: “მსოფლიო სპორტი” (www.worldsport.ge) http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs446.snc3/25610_103989972967533_103936619639535_91712_1591581_n.jpg View the full article
-
რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,//
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/ara1.jpgმოძრაობა “არა” სახალხო დამცველს მარი მაზიაშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს. როგორც, “ექსპრესნიუსს” მოძრაობა “არას” ერთერთმა ხელმძღვანელმა, თიკო ნიბლოშვილმა განუცხადა, მარი მაზიაშვილზე უკვე მეორედ განხორციელდა გატაცებისა და დაშინების ფაქტი. “მარი არის მოძრაობა “არას” საპატიო წევრი. 6 იანვარს, უკვე მეორედ, მას დაემუქრნენ და მოსთხოვეს აღარ ევლო აქციებზე. ასევე, უთხრეს, რომ ეს იყო საბოლოო გაფრთხილება.”- განაცხადა თიკო ნიბლოშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მარიზე განხორციელდა ძალადობა. ორმა გაურკვეველმა პირმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით წაიყვანა მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა და იქვე მიატოვეს. “აღსანიშნავია რომ, მარიამი არის მოძრაობა “არას” ძალიან აქტიური წევრი. ის ხშირად დადის აქციებზე ოჯახთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მისი აქტიურობის გამო ხდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ შევხვდით სახალხო დამცველს და ვაპირებთ, რომ პროკურატურას მივმართოთ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება. აღსანიშნავია, რომ პირველ შემთხვევაზეც მივმართეთ პროკურატურას, საქმე აღიძრა. თუმცა, ამჟამად შეჩერებულია”- აღნიშნა ნიბლოშვილმა. მოძრაობა “არა” იმედს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველი შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gilauri1-150x150.jpgპრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ბრძანებულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გილაურის 2010 წლის 31 დეკემბერის ბრძანებულების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ – სამშენებლო ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან ავთანდილ გოცაძე გათავისუფლდა. ხოლო, პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 1 იანვარის ბრძანებულების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფროსად გრიგოლ კაკაურიძე დაინიშნა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/vano3-150x150.jpgგურიასა და სამეგრელოში შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, პოლიციის ახალი შენობები გახსნა. სამეგრელოს რეგიონში მარტვილის პოლიციის სამმართველოს ახლად აშენებული შენობის გახსნას პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზიაც დაესწრო. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ შენობაში იმუშავებს ორმოცდახუთი პოლიციელი და განყოფილება მარტვილის რაიონის ოცდარვა სოფელს მოემსახურება. პოლიციელები საქმიანობას უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში გააგრძელებენ. რაც შეეხება გურიის რეგიონს, აქ პოლიციის ახლადაშენებული განყოფილება ურეკში გაიხსნა. განყოფილებაში განთავსებულია ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, აჭარისა და გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გურიისა და ქობულეთის განყოფილება. შენობაში იმუშავებს ორმოცდაათი პატრულ-ინსპექტორი, თვრამეტი დეტექტივ-გამომძიებელი და უბნის ისპექტორი. 2010 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის სამოცი ახალი შენობა გახსნა. იხილეთ epn.ge
-
პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ”ფეისბუქმა” ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია საიტის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყო. ”ჩვენ დახურვასთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია. ასე რომ, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას,” ნათქვამია სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. იხილეთ tabula.geზე
-
რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,//
-
epn.ge - საახალწლო ოცნების ასრულების ცრუ განგაში
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/fuli.jpgრა შეიძლება ინატრო ახალ წელს? ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, ბევრი ფული და . . . მოდით დანარჩენი ყველა ნატვრა ყველამ ჩვენთვის დავიტოვოთ. ყველაფრის მიუხედავად, ყველას გვჯერა, რომ ახალი წელი და შობა, სწორედ, ის დღესასწაულია, როდესაც ოცნებები ხდება. ჩათვალეთ, სწორედ, შობა ახალი წლის დღეებში მეც იმ ფიქრითა და აზრით ვიყავი შეპყრობილი, რომ ჩემი ოცნებები ამისრულდებოდა. არ მოგაბეზრებთ თავს და არ ჩამოვთვლი ჩემ ოცნებებს, მაგრამ ერთ რამეს გაგანდობთ, ბევრ ფული და მითუმეტეს 950 000 ევრო ჩემი ახალი წლის ნატვრა ნამდვილად არ ყოფილა. ამ ყველაფერს ხელი იმაში არ შეუშლია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც თავიდან მართლაც მშვენიერი იყო, დილით ჩემ მობილურ ტელეფონზე იმ “ნანატრი” შეტყობინების ზარი გამეგო, რომელსაც, ალბათ ყველა “ისურვებდა”. მოკლე ტექსტური გზავნილი, რომელიც შემდეგი ნომრიდან იყო მოსული (+421918426756) ინგლისურ ენაზე, თავდაპირველად, 950 000 ევროს მოგებას მილოცავდა, ხოლო შემდეგ, ჩემი მონაცემების მეილზე გადაგზავნას მთხოვდა. ვერ გეტყვით რა შეიძლება მას შემდეგ მომხდარიყო, რაც ჩემ პირად მონაცემს მეილზე 56833@ცნ გავგზავნიდი, თუმცა გაგიმხელთ, რომ ცდუნება მართლაც დიდი იყო. გახარებულმა, თავდაპირველად, იმაზე ფიქრიც კი დავიწყე, რაიმე გათამაშებაში ხომ არ მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ყველანაირი იმედის გადაწურვის შემდეგ, გადავწყვიტე ეს ყველაფერი დამეწერა და თქვენთვის ჩემი საახალწლო ოცნების ასრულების ცრუ განგაში მომეყოლა. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, კი ისიც აღმოვაჩინე, რომ მსგავსი შეტყობინება ჩემ მეგობარსაც მიუღია, თუმცა მას ჩემზე უფრო მეტად გაუმართლა და მის მიერ მოგებული თანხა მილიონს შეადგენდა. ჩემი აღმოჩენები ამით არ დასრულებულა, მეგობრებმა რომელთაც ეს ამბავი მოვუყევი ერთხმად აღიარეს, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება და ეს ყველაფერიც მხოლოდ დაგეგმილი თაღლითობაა და მეტი არაფერი. თუმცა, ახალი წლის დღეებში, ეს თაღლითობა განსაკუთრებულ ელფერს იძენს. ცნობისმოყვარეობის გამო და იქიდან გამომიდინარეც, რომ ჩემი მობილური “ჯეოსელის” ქსელშია ჩართული გადავწყვიტე, სწორედ მათგან გამეგო რაიმე ინფორმაცია. ჯეოსელში განაცხადეს, რომ მსგავსი სახის შეტყობინება უამრავმა აბონენტმა მიიღო, ხოლო გზავნილი სლოვაკეთის კოდიდან იყო გამოგზავნილი. მათი განცხადებით, ეს “სპამ” შეტყობინებებია, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ასე დასრულდა ჩემი განუხორციელებელი საახალწლო ოცნების ცრუ განგაში. თუმცა გამოგიტყდებით, რომ თუნდაც, ერთი წამით იმის გაფიქრება, რომ 950 000 ევროს მფლობელი ხარ, თურმე მშვენიერი განცდა ყოფილა. არ გისურვებთ მსგავსი ცრუ განგაში თქვენც გამოსცადოთ, თუმცა საახალწლოდ ყველას სურვილების რეალურად ასრულებას გისურვებთ. თიკა ჩხარტიშვილი იხილეთ epn.ge -
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2011 წელს პირველ ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის ბაქოში ვიზიტი 17–19 იანვარს შედგება.გარდა თავის კოლეგასთან შეხვედრისა ასევე დაგეგმილია გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან. განხილული იქნება როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური საკითხები. „საქართველოსა და აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სოხუმის უნივერსიტეტი და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი სამეგრელოში მალე ერთობლივი პროექტის განხორციელებას შეუდგებიან. ქართველი და გერმანელი მეცნიერები სტუდენტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს ჩაატარებენ ზუგდიდისა და ხობის რაიონებში – „ტაბაკონსა“ და „გორსიოლაპირის“ ობიექტებზე. არქეოლოგიური დაზვერვის შემდეგ, რომელიც რამოდენიმე თვე გრძელდებოდა დადგინდა, რომ ეს დასახლებები ბრინჯაოს ეპოქისაა. პროექტი ფინანსდება ალექსანდრე ფონ ხომბოლტის გერმანული სამეცნიერო საზოგადოების მიერ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashiashvili5-150x150.jpgქვეყნის საგარეო ვალმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ, “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საგარეო ვალი “ნაცების” მოსვლის შემდგომ ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარით იზრდება. “არავინ საუბრობს რა მდგომარეობაა საქართველოში უმნიშვნელოვანესი პოზიციების მიხედვით. ბრიტანულ ჟურნალ “ეკონომისტის” მიხედვით საქართველო დემოკრატიის ინდექსის მიხედვით 167 ქვეყანაში 103-ე ადგილზეა. ეს მონაცემები წინა წლებთან შედარებით გაუარესდა, ხოლო ეკონომიკის კუთხით, 100 ფაქტორზე დაყრდნობით მონაცემები ასეთია: მაკროეკონომიკური გარემოს მხრივ საქართველო 139 ქვეყნიდან 103 ადგილზეა, საკუთრების დაცვის მხრივ 139-იდან 116-ზე, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის წარმოებით 135-ე ადგილზე, ხოლო ბაზარზე კონკურენციის მხრივ 124-ადგილზე” – განაცხადა შაშიაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკურ წარმატებებზე საუბრობს მაშინ, როცა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებები შემაძრწუნებელია. იხილეთ epn.ge
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
აფხაზეთის „გენერალურმა პროკურატურამ“ დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა იგორ ვაროვის საქმეზე და არსებითად განსახილველად გაგრის „სასამართლოში“ გადააგზავნა. რუსი ბიზნესმენის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულია ხელწერილი გაუსვლელობის შესახებ. მას ბრალი ედება დანაშაულში პიროვნებისათვის თავისუფლების აღკვეთაში, კერძოდ კი – რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ანდრეი ჩულანოვისათვის თავისუფლების აღკვეთაში.უნდა აღინიშნოს, რომ ვაროვის მიმართ დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან სერგეი ბა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე