planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://a.pix.ge/o/7wt1g.jpgდანიელ ოდონელი იმ ერთ-ერთთაგანია, რომელიც თბილისის “დინამოში” მიიწვიეს და რომელიც “ლივერპულში” 2 წელი, 2005/07 წლებში თამაშობდა … მოკლე ინფორმაცია ფეხბურთელზე: დანიელი “ლივერპულის” 18-წლიანთა გუნდს კაპიტნობდა და მის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად ითვლებოდა. 2005 წელს მთავარ გუნდში გადაიყვანეს და იმავე წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წაიყვანეს, სადაც 5-ნომრიანი მაისურა მოირგო. დანიელმა სულ რაღაც შვიდი შეხვედრა ჩაატარა “ლივერპულში” და შემდეგ დაბალი დივიზიონის “ქრიუში” გაუშვეს. 2006 წელს წინასასეზონო მატჩებში “ქრიუს” წინაააღმდეგ იმდენად კარგად ითამაშა, რომ კლუბმა მის ექვსთვიან იჯარაში 300 ათასი გირვანქა გადაიხადა. თუმცა ოდონელს “ლივერპულის” დატოვება არ სურდა. “შრიუსბერიში” 2010 წელს ჩაირიცხა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა და საქართველოს მოაშურა. გთავაზობთ ფეხბურთელის ინტერვიუს, რომელიც ჟურნალი “ლელოს” კორეპონდენტმა ჩამოართვა. - დანიელ, თბილისის “დინამოზე” რაიმე გსმენია? - რა თქმა უნდა, წამოსვლამდე ინტერნეტში ბევრი რამ მოვიძიე. დიდი ტრადიციის კლუბია, ისეთის, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი კლუბი თავს ვერ მოიწონებს. ლივერპულში ახლაც კარგად ახსოვთ და ვერ ივიწყებენ იმ შოკს, როდესაც თბილისის “დინამომ” “ლივერპულს” 3:0 მოუგო. ქართველის ხსენებაზე ინგლისში ყველას ახსენდება გიორგი ქინქლაძე, სასწაული ფეხბურთელი, თემურ ქეცბაიას მიერ “კროაციასთან” გატანილი გოლი და სარეკლამო ბანერზე დარტყმა. საერთოდ, ქართველი ფეხბურთელის ხსენებაზე აუცილებლად ტექნიკურ ფეხბურთელს წარმოიდგენენ. ვიმედოვნებ, აქ ტყუილად არ ჩამოვსულვარ, “დინამოს” ხემძღვანელობას მოვეწონები და ჩავირიცხები. - “ლივერპულში” და თუნდაც პირველ ინგლისურ დივიზიონში ნათამაშევი ინგლისელი ახალგაზრდის საქართველოში ჩამოსვლა გაუგებარია – აქ რაღა პერსპექტივას ხედავ? - ეს ახალი შესაძლებლობები, ახალი არეალია, საიდანაც ევროპაში თამაშის და დაწინაურების პერსპექტივა ჩანს, “დინამოს” ისტორიაც ამაზე მეტყველებს. თან მითხრეს, რომ ახლა კლუბში გაძლიერებასა და ევროპაში ღირსეულად თამაშზე ფიქრობენ. ინგლისში სწორედ ეს პერსპექტივა ვერ დავინახე. - “ლივერპული” რატომ დატოვე, როდესაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის განაცხადშიც იყავი? - ჩემი ნებით არც წამოვსულვარ. ეს რაფა ბენიტესის “დამსახურებაა” და მას დღემდე “თბილად” ვიხსენებ. მაშინ 18 წლის ბიჭი ვიყავი, “ლივერპული” დიდი კლუბია და იმ ასაკში ძირითადში მოსახვედრად მზად არ ვიყავი, მაგრამ 1-2 წელი საკმარისი იქნებოდა. ვგრძნობდი, თამაში შემეძლო, მაგრამ მოვიდა ბენიტესი და კლუბის მმართველები დაარწმუნა, რომ ბავშვთა ფეხბურთსა და ახალგაზრდებზე გაუმართლებლად ბევრ ფულს ხარჯავდნენ, მზა ფეხბურთელები ვიყიდოთ, ვინც ძირითადში ვერ ხვდება, გავყიდოთო და პირველი მე გამყიდეს. არადა, ჰიიპია პატარა ძმასავით მზრდიდა, ალონსოსთანაც კარგად ვიყავი. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ჰიიპია მე უნდა შემეცვალა. სამწუხაროდ, ბენიტესმა ეს იმედები ჩამიკლა, “ქრიუ” და “შრიუსბერი” კი დაბალ დივიზიონში თამაშობენ და ყურადღებას თითქმის არ მაქცევდნენ. მესმის, უცნაურია ინგლისიდან საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ “დინამოში” ევროთასებზე გამოსვლას ვიმედოვნებ, რაც მაინც სხვა პერსპექტივაა. ამჟამად კი “ლივერპულთან” მხოლოდ ის მაკავშირებს, რომ ლივერპულში ვცხოვრობ და ჩემი საყვარელი კლუბია. - “დინამო” საინტერესო კლუბია, მაგრამ ლივერპულის შემდეგ თბილისი რამდენად მიმზიდეველია? - კარგია, ჩემი ჩამოსვლა თქვენებურ შობას რომ დაემთხვა. მე და კრის ბრაიტმა თბილისი დავათვალიერეთ და გაოცებული დავრჩით, ლამაზ ქალაქში მოვხვედრილვართ. საღამოსაც ვისეირნე და გამიკვირდა, ხალხი გარეთ რა თავისუფლად დასეირნობდა. ლივერპულში ასე ვერ გაივლი, იქ საღამოს ქუჩაში იარაღიანი მძარცველი რომ გადმოგიხტეს, ჩვეულებრივი ამბავია. სხვათა შორის, ინტერნეტში საქართველოს ისტორიასაც გავეცანი და აღმოვაჩინე, რომ საინტერესო ქვეყანაში მოვდიოდი. არადა ადრე, რუსეთი მეგონა. თურმე სხვაგვარი ხალხია, ვიდრე რუსეთში, უჩვეულო სითბო ახასიათებთ. მეგობრებს ამას აუცილებლად ვეტყვი. ნამდვილად კარგად განვეწყვე. გაზეთი “ლელო” View the full article
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01705/Ian_Holloway_1705136c.jpg“ბლექსპულის” ბოსმა იან ჰოლოვეიმ წარმატებები უსურვა “წითლების” მენეჯერს და მას თავისი გმირი უწოდა. “ძალიან დიდ წარმატებებს ვუდურვებ კენის. ერთხელ, როდესაც მე პოსტი დამატოვებინეს “ლესტერ სიტიდან”, შევხვდი კენის და ავტოგრაფი ვთხოვე, მან მიპასუხა, რომ ვერაფერს მეტყოდა რადგან თავის ნათქვამს ვერ ამოვბეჭდავდი – ეგონა ვეხუმრებოდი” (ცოტა რთულად გასაგები იუმორია http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ) “ის ნამდვილად საყვარელი ადმიანია. მას ახსლოვს ის მომხრადი და ძალიან ხშირად მეხუმრება ხოლმე. იგი ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა.” საინტერესოა, მაშინაც თუ იქნება საყვარელი პიროვნება, როცა “ლივერპული” “ბლექპულს” შეხვდება?! http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54545.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2011 წლის სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/logo.gifტელეკომპანია “მაესტროს” ახალი დირექტორი ჰყავს . ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ პოსტზე “მაესტროს” ერთ-ერთი მფლობელი, ბაჩო კიკაბიძე დაინიშნა, თუმცა ჩვენთან საუბრისას კიკაბიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კვლავ გრძელდება. მისივე ცნობით, კონსულტაციები ასევე გრძელდება ეროსი კიწმარიშვილთან დავალიანების დაფარვის თაობაზე. რაც შეეხება ტელეკომპანიის მაუწყებლობას, როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, “ზამთრის არდადაგები დასრულდა და “მაესტრო” დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობს”. შეგახსენებთ, რომ “მაეტროს” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა, თანამდებობა დეკემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელს, ეროსი კიწმარიშვილს დაუპირისპირდა. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/merabisvili_vanoo__2__318_362842820-300x227.jpgშს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მარტვილის პოლიციის სამმართველოს პოლიციის ახალი, ტრადიციულად გამჭირვალე შენობა გახსნა. ცერემონიალს შს მინისტრთან ერთად პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზიაც ესწრებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის ახალი განყოფილება ფუნქციონირებას დღეიდან დაიწყებს და მარტვილის რაიონის 28 სოფელს მოემსახურება. შენობაში ორმოცდახუთი პოლიციელი იმუშავებს. დღესვე პოლიციის ახალი შენობა ურეკშიც იხსნება. განყოფილებაში ასევე ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, აჭარისა და გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გურიისა და ქობულეთის განყოფილებებია განთავსებული. შენობაში 50 პატრულ-ინსპექტორი, 18 დეტექტივ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორები იმუშავებენ. პირWელი Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/c9b14985e8d693f6372c284c6bd5820c.jpg“არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. ქსელის დახურვას არ ვაპირებთ, ჩვენ მუშაობას გავარგძელებთ ისევე, როგორც აქამდე ვმუშაობდოთ “, _ ნათქვამია ქსელის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე. ეს ახსნა განრატება მოჰყვა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის დახურვის შესახებ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />2011 წლის 15 მარტიდან სოციალური ქსელი, შესაძლოა, დაიხუროს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტში ერთ-ერთი ბლოგერი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობა სოციალური ქსელის შესაძლო დახურვის შესახებ თავად Facebook-შიც გავრცელდა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“Facebook კონტროლს არ ექვემდებარება და ამ კომპანიის მართვამ ჩემი ცხოვრება დაანგრია, ამ უგუნურებას ბოლო უნდა მოვუღო”, _ ბლოგერის ინფორმაციით, ეს განცხადება მარკ ცუკერბერგმა პალო-პალტოს ოფისთან გააკეთა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მე არ ვფიქრობ, რომ ეს გრანდიოზული ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ეს უკეთესიც კი იქნება, Facebook-ის დახურვის შემდეგ ხალხი იძულებული იქნება გარეთ გამოვიდეს და მეგობრები რეალურად შეიძინონ, ეს კი ყოველთვის კარგია”, – გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ასე ახსნა ცუკერბერგმა თავისი გადაწყვეტილება. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ბლოგერის ინფორმაციით, ცუკერბერგი მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, მომხმარებელთა და ფინანსიტების უკმაყოფილების მიუხედავად, არ აპირებს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მე ფულზე არ ვზრუნავ. უბრალოდ ძველი ცხოვრების დაბრუნება მინდა”, – განაცხადა ცუკერბერგმა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />განმარტება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ამ ინფორმაციების შემდეგ გააკეთა. გავრცელებული ინფორმაცია ცოტა ხნის სოციალურ ქსელში თავად Facebook-ის გვერდზეც უარყვეს. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/uniInc.jpeg2011 წლის 15 მარტიდან სოციალური ქსელი Facebook, შესაძლოა, დაიხუროს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტში ერთ-ერთი ბლოგერი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობა სოციალური ქსელის შესაძლო დახურვის შესახებ თავად Facebook-შიც გავრცელდა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“Facebook კონტროლს არ ექვემდებარება და ამ კომპანიის მართვამ ჩემი ცხოვრება დაანგრია, ამ უგუნურებას ბოლო უნდა მოვუღო”, _ ბლოგერის ინფორმაციით, ეს განცხადება მარკ ცუკერბერგმა პალო-პალტოს ოფისთან გააკეთა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ცუკერბერგის თქმით, 15 მარტიდან სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ საკუთარი ანგარიშის მართვა. მისივე განმარტებით, ქსელის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მე არ ვფიქრობ, რომ ეს გრანდიოზული ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ეს უკეთესიც კი იქნება, Facebook-ის დახურვის შემდეგ ხალხი იძულებული იქნება გარეთ გამოვიდეს და მეგობრები რეალურად შეიძინონ, ეს კი ყოველთვის კარგია”, _ თქვა ცუკერბერგმა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“15 მარტიდან მთელი ვებგვერდი იხურება”, _ ეს განცხადება Facebook-ის ტექნიკურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტმა ავრეტ ჰუმარტიმ გააკეთა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“თუ გსურთ, ოდესმე მაინც ნახოთ თქვენი ფოტოები, გირჩევთ ისინი ინტერნეტიდან გადმოწეროთ და შეინახოთ”, _ დაამატრა ჰუმარტიმ. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ბლოგერის ინფორმაციით, ცუკერბერგი მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, მომხმარებელთა და ფინანსიტების უკმაყოფილების მიუხედავად, არ აპირებს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მე ფულზე არ ვზრუნავ. უბრალოდ ძველი ცხოვრების დაბრუნება მინდა”, _ განაცხადა ცუკერბერგმა. IPN Share View the full article
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//
-
ამ ფაქტის შესახებ უცნაურზე დაიწერა და გამოითქვა აპოკალიფსური მოსაზრებები, 2012-თან კავშირი თუ სხვა უარგუმენტო ვარაუდები. გთავაზობთ მეცნიერულ ახსნას.ჩიტების მისტერიულმა ცვენამ შეაწუხა არკანზასი ახალი წლის წინა საღამოს. იგივე განმეორდა ლუიზიანაში, შვედეთში და კიდევ რამოდენიმე ადგილას ამ კვირაში.მაგრამ ეს მოვლენა ნამდვილად არ უკავშირდება ”მეორედ მოსვლას” ან სხვა აპოკალიფსურ მოსაზრებებს – ეს მოვლენები ყოველთვის ხდებოდა და ხდება, ამბობენ მეცნიერები. ბოლო პანიკა კი ... View ucnauri.com
-
აფხაზეთ-სამეგრელოს პირობითი საზღვრის რამდენიმე ადგილას მავთულხლართები გააბეს. ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვრის მონიშვნა ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში დაიწყეს.როგორც „რადიო თავისუფლებას“ საბერიოდან შეატყობინეს, სოფელ ლეკუხონაში, რომელიც წალენჯიხას ესაზღვრება, დემარკაცია დასრულებულია. ადგილობრივების ცნობით, იქ რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები ორმწკრივად გააბეს და მისი სიმაღლე ორ მეტრს აღემატება: „ლეკუხონად... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საინტერესო ფაქტების მეოთხე ნაწილი1. ადმირალი ფრენსის დრეიკი დიზენტერიით გარდაიცვალა. ყოფილი მეკობრე ტყვიის კუბოში ჩაასვენეს და კარიბის ზღვაში ჩაუშვეს. მამაცი ადმირალის პატივსაცემად, დაკრძალვის ადგილას ინგლისელებმა მტრისთვის წართმეული რამდენიმე ესპანური გემიც ჩაძირეს.2. ადოლფ ჰიტლერის რამდენიმე ნათესავი, კერძოდ კი ფიურერის ძმის სამი შვილიშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მათი გადრაცვალების შემთხვევაში გერმანიის ... View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54545.jpgურეკში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა, რომელშიც აჭარისა და გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გურიისა და ქობულეთის განყოფილებასთან ერთად ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტიც განთავსდება. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54551.jpgურეკში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა, რომელშიც აჭარისა და გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გურიისა და ქობულეთის განყოფილებასთან ერთად ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტიც განთავსდება. View the full article
-
ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა კვირას, გროზნოში მომხდარი სროლების შედეგად. რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საგამოძიებო კომისიის ჩეჩნეთის… ლინკი მედიანიუსზე