Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 17 იანვარს, დილის 10 საათზე ჩეგემის რაიონში უცნობი პირები თავს დაესხნენ ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ ხაჩიმ შოგენოვს, როდესაც იგი თავისი აგარაკიდან გამოდიოდა პირად დაცვასთან ერთად. თავდასხმის შედეგად მოკლულია ხ.შოგენოვის პირადი დაცვის წევრები 1975 წელს დაბადებული მილიციის უმცროსი ლეიტენანტი ფელიქს ასადოვი და 1982 წელს დაბადებული ლეიტენანტი ზაურბეკ გუკეპშევი. გატაცებულია პირადი დაცვის ავტომანქანა და იარაღი. თვითონ ხ.შოგენოვი არ დაზარალებულა.თავდასხმის მოტივსა და... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. ”ნოვოსტი-გრუზია”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭება. საქართველოს საელჩომ უნგრეთში, 2010 წლის დასაწყისში ბუდაპეშტის მერიას მიმართა თხოვნით, რომ რუსთაველის სახელი დარქმეოდა იმ მოედანს, სადაც 2010 წლის ივნისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა. ”შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ბუდაპეშტის მერიამ პოზიტიურად გადაწყვიტა ქართული ინიციატივა. წინა კვირას, მოედანს უკვე რუსთაველის სახელი მიენიჭა”, -ნათქვამია ინფორმაციაში. რუსთაველის ძეგლი ქართველ სკულპტორს, მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის და ის საქართველოს საელჩოს ახლოს არის განთავსებული. ინფორმაციის მიხედვით, მოედნის ოფიციალური გახსნისთვის საქართველოს პრეზიდენტის უნგრეთში ჩასვლა იგეგმება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. უაზრო კანონები და წარმოშობა-დამტკიცების მიზეზები***კალიფორნიის შტატში აკრძალულია აბანოებიმიზეზი : ეს კანონი მიღებული იქნა 1980 იანი წლების ბოლოს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ, ჰომოსექსუალები უმეტესეობა, რომლებიც შიდსით იყვნენ დაავადებული, დავირუსდნენ საჯარო აბანოებში. კანონი იქნა მიღებული, რათა შეეჩერებინათ ეპიდემიის გავრცელება***ქალაქ ლოს-ანჯელესში აკრძალულია ბაყაყების ალოკვამიზეზი: : კანონი მიიღეს,მას შემდეგ რაც, ქალაქის მოზარდებმა, აღმოჩინეს, რომ ზოგიერთი ბაყაყის კანი ... View ucnauri.com
  4. შევროლეტ კორვეტე ისტორია და მოდელები მოდით დღეს მოგიყვებით, ჩემს უსაყვარლეს მოდელზე და ასევე ამერიკულ სპორტქარზე. შევროლეტ კორვეტზე, მას აწარმოებს ჯენერალ მოტორსის კორპორაციის ერთერთი კომპანია შევროლეტი ავტომობილი ეწყობა აშშ-ში ქალაქ ბოულინგ-გრინში კენტუკის შტატში.პირველი მოდელი Chevrolet Corvette C1 ორ ადგილიანი კუპე-როდსტერი იყო და იწარმოებდა 1953 წლიდან 1962 წლამდე იგი აღჭურვილი იყო 3,9 ლიტრის ... View ucnauri.com
  5. ეს კრეატივიც ფორუმისთვის მივჯღაბნე. ისევე, როგორც არტილერისტის ჩანაწერები, ესეც თამაშ World of Tanks-ს ეძღვნება. ასე რომ აქაც თხოვნა იქნება ტალახის არსროლის. თორემ მე ტანკით ვარ და ვისი აჯობებს, ვნახავთ. თამაშის ...http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1929&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  6. რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი Yahoo! Answers-იდან.კითხვა: რატომაა, რომ ხალხი ყოველთვის საკვებად მეჩვენება? როცა ვინმეს ვუყურებ, ვფიქრობ: “ის ატამს ჰგავს!” ან “ის ნამცხვარივით გამოიყურება!” ან რამე მსგავსი. მსუქანი არ ვარ, თუ გაინტერესებთ. მაგრამ რატომ ვფიქრობ ასე?პასუხი: იქნებ უბრალოდ გშია?კითხვა: შეიძლება, ანალური სექსით დაორსულდე, თუკი წინ ტამპონი გიკეთია?კითხვა: ღორის გრიპი იმიტომ ... View ucnauri.com
  7. გაგრძელებაში იხილეთ მეტი ფოტო… View ucnauri.com
  8. /get_img?NrArticle=4133&NrImage=200 საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 15 იანვარს გამოქვეყნდა ინფორმაცია აშშ–სა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის თაობაზე. ინფორმაცია ამავე საკითხზე წინა დღეს გამოაქვეყნა თეთრმა სახლმა: „რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსახურების შემდეგ პრეზიდენტი ობამა შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს. მათ საუბარს ვიცე პრეზიდენტი ბაიდენიც შეუერთდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს ხსოვნისადმი მიძღვნილ მსახურებაში მონაწილეობისთვის ვაშინგტონში ჩასვლისა და რიჩარდ ჰოლბრუკის სიკვდილის შემდეგ ორდენით დაჯილდოების გამო. ლიდერებმა იმსჯელეს საქართველოს ძალისხმევაზე ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის ზრდის გაუმჯობესების კუთხით. მათ, ასევე, განიხილეს კავკასიაში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ISAF–ის პროგრამის ფარგლებში სამხედრო წვლილზე ავღანეთში, სადაც მამაცი ქართველები ამერიკული შეიარაღებული ძალების მხარდამხარ დგანან“. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი უფრო მეტ დეტალებს აცნობს საზოგადოებას ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის თაობაზე: „შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები შემდგომი გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შესახებაც შეთანხმდნენ. ამერიკის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საქართველოს პირველი პირის მიერ დაყენებულ კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგების მოხსენება დაავალა“. დღეს ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აშშ–ში გაემგზავრა, პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, თუმცა სააგენტოები იუწყებიან, რომ, ჯერჯერობით, უცნობია ბოკერიას ვიზიტის დღის წესრიგი, ისევე, როგორც უცნობია, მართლაც დაავალა თუ არა პრეზიდენტმა ობამამ აშშ–ს უშიშროების საბჭოს მისი ქართველი კოლეგის მიერ დაყენებულ კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგების მოსმენა, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსული მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი მხარდამჭერი აშშ–ს მაშინდელი ადმინისტრაცია იყო. საქართველოს ხელისუფლებამ მის მთავარ მოკავშირედ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები გამოაცხადა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც მოჰყვა 2008 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ–ში და „რესპუბლიკელი“ ჯორჯ ბუში უმცროსის შეცვლა „დემოკრატი“ ბარაკ ობამათი, ორი ქვეყნის კავშირი აშკარად შეირყა. ბარაკ ობამამ აშშ–ს პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 2009 წლის 20 იანვარს ჩაიბარა. 2009 წლის 6 მარტს კი ჟენევაში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ივანოვის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა, სადაც აშშ–მ რუსეთთან ახალი ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკის“ შესახებ ინფორმაცია გაახმოვანა: სიმბოლური წითელი ღილაკით – წარწერით “Reset”, რომელიც კლინტონმა ივანოვს გადასცა, აშშ–მ, რუსეთთან ურთიერთობის დათბობის დაწყების პარალელურად, ერთგვარად წითელი შუქი აუნთო ოფიციალურ თბილისს, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. 2009 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იზოლაციაში აღმოჩნდა: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტები ქვეყნდება, 2009 წლის მანძილზე მხოლოდ ორი ვიზიტის შესახებ მოიძებნება ინფორმაცია: 2009 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტი ესპანეთში იმყოფებოდა, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა და პარალელურად, კატალონიის მთავრობის მეთაურსა და ბარსელონის მერს შეხვდა; 2009 წლის მარტში კი მიხეილ სააკაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრები გამართა :ემირატების მმართველი სამეფო ოჯახის წევრთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრებთან. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა. საქართველოს პრეზიდენტმა ერთგვარი „მოჯადოებული წრის“ გარღვევა საერთაშორისო არენაზე ისევ „ძველი“ ამერიკელი მეგობრების დახმარებით მოახერხა. 2010 წლის იანვარში საქართველოს ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი ეწვია. მაკკეინი საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩა, რასაც მოჰყვა საქართველოში სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების – კონგრესმენების, სენატორების, სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტები. მაკკეინს გაწეული ღვაწლი მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ორდენის გადაცემითაც დაუფასა – იგი საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. ამის მიუხედავად, გასული წლის თებერვალში ოფიციალურმა თბილისმა საგერეო არენაზე კიდევ ერთი ფრონტი წააგო: 2010 წლის 9 თებერვალს საფრანგეთმა რუსეთს მისტრალი მიყიდა. იმავე დღეს World Politics Review აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით – "დასავლეთმა საქართველო დაკარგა?" „დასავლეთმა, რომელიც არაშორსმჭვრეტელურად მოქმედებს და ცდილობს აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან, შეიძლება საქართველოს გვერდზე გადაწევით სტრატეგიული თავსატეხი შექმნას. თბილისის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებით ან სხვა ნაკლებად მისაღები რეჟიმების მხარდაჭერით მის ახლო სამეზობლოში, დასავლეთის ძალისხმევა დემოკრატიზაციისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით თაობებით უკან გადაიწევს, დაკარგავს რა იმ ერთადერთ რეალურ ბერკეტს, რომელიც მას ცენტრალურ ევრაზიაში გააჩნია,“ – ნათქვამია სტატიაში. გასული წლის 22 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის ამერიკელი სენატორი რიჩარდ ჰოლბრუკი, რის შემდეგაც საქართველო „ერთგვარ დამამაშვიდებელ პრიზს“ იღებს შეერთებული შტატებიდან: ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას 8%–ით ზრდის. ოფიციალური თბილისი ყველანაირად ცდილობს დასავლეთის ყურადღების მიპყრობას. ერთგვარად ამ მიზანს ემსახურება „მოდელირებული ქრონიკაც“, რომელიც გასული წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა: საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მართლაც მიიპყრო, ოღონდ – ძალიან უარყოფით კონტექსტში – 18 მარტს გაზეთმა “TIME”–მა “შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეული“ გამოაქვეყნა, სადაც "მოდელირებული ქრონიკა" "აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ტყუილების" ათეულში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც ყველანაირად ცდილობს ოფიციალურ ვაშინგტონთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენას. 2010 წლის აპრილში ის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილების მისაღებად და თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის იმედით: 13 აპრილს შედგა ბარაქ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირველი შეხვედრა, უფრო სწორად, პირველი საუბარი. თეთრი სახლის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება, რომ „ბარაქ ობამა მიესალმა იმ ფაქტს, რომ მიეცა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მიესალმა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარების შესახებ აღებული ვალდებულებების შესრულებას. პრეზიდენტმა გამოხატა მადლიერება საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო ავღანეთში და ორმა ლიდერმა განიხილა საერთო ვალდებულებები ბირთვული მასალების გავრცელების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით.“ სააკაშვილმა ობამასთან ოფიციალური შეხვედრის იმედით შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღე გაატარა, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მაისის დასაწყისში ობამამ აშშ–რუსეთის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება კონგრესში შეიტანა. 19 მაისს ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტი ობამა „მოკავშირეების მიტოვების“ გამო გააკრიტიკა, იმავე პერიოდში The Huffington Post–მა გამოაქვეყნა სტატია ოაბამას მხრიდან საქართველოსადმი "ღალატის" თემაზე, Newsweek–მა კი საქართველოს "გადატვირთვის" მსხვერპლი უწოდა. საქართველოსა და აშშ–ს შორის ურთიერთობის ერთგვარი შემობრუნების დასაწყისი აღმოჩნდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 2010 წლის 6 ივლისს. იმავე დღეს The Washington Post–ი ასეთი შეფასებით გამოეხმაურა ამ ვიზიტს: „აშშ ცდილობს, დააცხროს საქართველოს შიშები ვაშინგტონის რუსეთთან ურთიერთობების გამო“. მოგვიანებით საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ახორციელებენ აშშ–ს კონგრესმენების თანაშემწეები, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ–ს კონგრესი საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში მხარდაჭრას ჰპირდება. გასული წლის სექტემბრის თვიდან საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნაზე იწყებს საუბარს, ინფორმაციას ამის თაობაზე 12 სექტემბერს Newsweek–ი ავრცელებს. Newsweek–თან ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს: "მზად ვართ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საკითხზე ვაწარმოოთ". ამის შემდეგ, გასული წლის 20 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, თუმცა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრას ვერც ამჯერად ახერხებს. 6 ოქტომბერს შტატებში საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შეხვედრა იმართება, რომელსაც ხსნის აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. სააკაშვილი შტატებში ვიზიტს რამდენიმე კვირის განმავლობაში აგრძელებს, თუმცა – უშედეგოდ. 26 ოქტომბერს პრეზიდენტის პრეს–სპიკერი მანანა მანჯგალაძე იწვევს ბრიფინგს და აცხადებს: "ვერ დავადასტურებ, რომ ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას თვს არიდებს". ოფიციალური თბილისი ირანთან დაახლოებას იწყებს. 3 ნოემბერს ბრიტანული "ბი-ბი-სი" ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაქის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და სვამს შეკითხვას - საქართველო-ირანის დაახლოება დასავლეთს ხომ არ ავნებს? ამავე თემაზე ეხმაურება The Economist–ი და 9 ნოემბერს წერს: „აშშ-ს მიერ რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკის დაწყების შემდეგ საქართველომ რეგიონში ირანის სახით ახალი სტრატეგიული პარტნიორის ძებნა დაიწყო“. ნოემბერის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ლისაბონში მიემგზავრება ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, სადაც საბოლოოდ ხერხდება სააკაშვილისა და ობამას პირისპირ შეხვედრა. 19 ნოემბერს თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტი ობამა შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რათა განეხილათ ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი გაძლიერების საკითხები. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა ობამამ გამოხატა პატივისცემა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო ავღანეთში ISAF–ის მისიაში და მამაცი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლის გამო. ორმა ლიდერმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიღწევები პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმის განხორციელების და საერთო ინტერესები დემოკრატიის, სტაბილურობის უსაფრთხოებისა და საქართველოს კეთილდღეობის კუთხით“. 22 ნოემბერს „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა სტატია მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრის შესახებ ლონდონში. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ცნობილი რუსი ბიზნესმენი, "მეტალოინვესტის" თანამფლობელი ვასილ ანისიმოვი, რომელსაც სააკაშვილი ლონდონში შეხვდა, შესაძლოა, კრემლსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის კონფიდენციალური შუამავალი გახდეს. 23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდა სიტყვით, სადაც პრეზიდენტმა ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა: „საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად, ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალელებს, მისი დეოკუპაციის და გაერთიანების განსხორციელებლად, მაშინც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი, თუ მისი შეირაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანების უფლების დარღვევას. საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, ახალი შეტევისა და შეჭრის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის 80 პროცენტზე, რომელსაც საქართველოს მთვარობა აკონტროლებს,“–განაცხადა მიხეილ სააკშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას. გასული წლის მიწურულს, 2 დეკემბერს, ქართულ–რუსულ–ამერიკულ ურთიერთობებს ესპანური El Pais–ი უთმობს ყურადღებას. სტატიის ავტორი პილარ ბონეტი წერს: „ვაშინგტონი უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან დაახლოვებას – თბილისი სასოწარკვეთილი ეძებს აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერას. საქართველოს ძვირად დაუჯდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომი. ქვეყანა რომელიც კავკასიაში ნატო-ს მოკავშირედ მოიაზრებოდა, სუსტ და აშშ-ს ლაქია სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც პანიკურადაა შეპყრობილი იმის შიშით, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ“. როგორ გაგრძელდება აშშ–სა და საქართველოს ურთიერთობა 2011 წელს? გაგრძელდება თუ არა ეს ურთიერთობები რუსეთ–ამერიკას შორის „გადატვირთვის პოლიტიკის“ ჩრდილქვეშ? შესაძლოა თუ არა, რომ ირანთან დაახლოების ფონზე რაიმე ცვლილება განიცადოს ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკამ? – ამ საკითხებზე იხილეთ ქართველი ექსპერტების მოსაზრებები: რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი, სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგე გია ნოდია, პოლიტოლოგი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითრების კავკასიის ინსტიტუტის თავმჯდომარე სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. რადგანაც ფაქტი სასკოლო არდადეგების პერიოდში მოხდა, აღნიშნულ სკოლებში ამ თემასთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მომხდარს არცერთი სკოლის დირექტორი არ უარყოფს. გაზიარება [20:25 17-01-2011] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTRtNenh4oI/AAAAAAAAEWg/b-DfNoz5-Ew/s200/24097_1145666580268_1785642488_277010_5151330_n.jpgოზურგეთის #3 საჯარო სკოლის დირექტორის ნანა გაგუას თქმით, დაზარალებული მათი სკოლის მეთორმეტე კლასელი თეონა მ. . . – ია, რომელთან დაკავშირებაც სკოლის ხელმძღვანელობამ ამ დრომდე ვერ შეძლო. მან არც ამ გაუგებრობის მიზეზი იცის და არც ის, თუ სად მოხდა კონკრეტულად ჩხუბი. ნანა გაგუა: ,,ჭორის დონეზე ვიცით ყველაფერი, ვერ ვხვდები, რა უნდა ყოფილიყო ჩხუბის მიზეზი. არც ის ვიცი, ტერიტორიულად სად მოხდა ეს ფაქტი. როგორც ამბობენ, დაზარალებული ჩვენი სკოლის მოსწავლე, მეთორმეტე კლასელი თეონა მ. . . –ია, რომელიც სოფელ …... ცხოვრობს. რადგანაც ახლა სკოლებში არდადეგებია, ჩვენ მასთან დაკონტაქტება, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით.” ოდნავ განსხვავებულად განმარტავს მომხდარს #2 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ინარიძე. მისი თქმით, უმნიშვნელო შელაპარაკება მოსწავლეებს შორის მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ,, არა მგონია ეს ფაქტი ასე მნიშვნელოვანი იყოს. ახალი წლის მომდევნო დღეებში, როგორც ვიცი,სკოლის წინ მოხდა ჩხუბი. იყო უმნიშვნელო ფიზიკური დაპირისპირება. სხვა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ.” ყველაზე ინფორმირებული მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით #1 საჯარო სკოლის დირექტორი - მაია თავართქილაძე აღმოჩნდა. მაია თავართქილაძე: ,, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხუბი თეატრის მახლობლად მდებარე პარკში 5 იანვარს მოხდა. მიზეზს ვერ გეტყვით ნამდვილად. რადგანაც სასკოლო არდადეგებია, ბევრი რამ ვერც ჩვენ გავიგეთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეათე კლასელი დებია.” მისივე თქმით, დაპირისპირებული მხარეები უკვე შერიგდნენ, მოსწავლეები პოლიციაშიც იყვნენ დაკითხვაზე, მაგრამ საქმე ძიებაში აღარ არის. მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს. "გურიის მოამბე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  10. მთავრობის ანტიინფლაციური პროგრამა შესაძლოა, მხოლოდ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგებით შემოიფარგლოს. გაზიარება [18:43 17-01-2011] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTRVf4kn9GI/AAAAAAAAEWY/6-b0TRVuzxY/s200/mtavrobis%2Bgegma.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის პრეს-სამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი მთავრობის ანტიინფალციური პროგრამის შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. "ამის შესახებ არაფერი ვიცი. ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "პირWელს" მჭედლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ანტიინფალციური პროგრამის შექმნა მთავრობას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა. გასული წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე კი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. გილაურის თქმით, ინფლაციური პროცესებისგან მოსახლეობის დასაცავად მთავრობამ რამდენიმე ვარიანტი განიხილა და არჩევანი ელექტროენერგიაზე შეაჩერა. "საუბარია იმაზე, რომ ყველა ოჯახი ელექტროენერგიის 20-20 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც ისინი მოხმარებული დენის საფასურის გადასახდელად გამოიყენებენ. ეს რა თქმა უნდა, პრობლემას ვერ მოხსნის, მაგრამ გარკვეულწილად მოსახლეობას დავეხმარებით", - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ აღნიშნული პროგრამა მთავრობას დაახლოებით 20-დან 25 მილიონ ლარამდე დაუჯდება. "20 ლარი - ეს არის ელექტროენერგიის დაახლოებით ერთი თვის საშუალო მოხმარება და თუ ეს ინიციატივა დამტკიცდა, მზად ვიქნებით, რომ თებერვალში ის უკვე განვახორციელოთ", - აღნიშნა გილაურმა. "პირWელი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  11. მინდა წარმოგიდგინოთ პატარა კრეატივი, რომელიც ფორუმზე მივჯღაბნე წეღან. კრეატივი ეძღვნება თამაშს World of Tanks (worldoftanks.ru), ასე რომ შეაფასეთ და ბევრი არ მირტყათ.აპრილის მშვიდი დილა იყო. ჩვენი 25-ე ამერიკული საარტილერიო დივიზია ...http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1923&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  12. ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონიალი, სავარაუდოდ, 21 იანვარს გაიმართება, - იუწყება რია ნოვოსტი. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ლაზოვიკი აცხადებს, რომ ინაუგურაციის თარიღზე ჯერ კიდევ მუშაობა მიმდინარეობს, ამიტომ, მისი თქმით, შესაძლოა თარიღი შეიცვალოს. ინაუგურაციის სხვა დეტალებზე საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს. ალექსანდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში 2010 წლის 19 დეკემბერს გაიმარჯვა. იგი პრეზიდენტის თანამდებობაზე მეოთხე ვადით იქნა არჩეული. არჩევნების შედეგების ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა 80%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ, როდესაც მისმა ოპონენტებმა 3%-ზე მეტი ხმა ვერ მოაგროვეს. არჩევნებს ბელორუსში ოპოზიციის მასობრივი აქციები მოყვა. მინსკის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციებზე ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები და ოპოზიციის მხარდამჭერები დააკავეს. არჩევნების შედეგები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც არ აღიარეს. რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა კი ოფიციალური მილოცვა ლუკაშენკოს უკვე გაუგზავნა სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. ევროსაბჭოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების ინპლამენტაცია, პრიორიტულია საქართველოსათვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიიღო სამი რეზოლუცია, რომლებშიც მკაცრად მოუწოდებს მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა და რუსეთს არც კი დაუწყია მათი შესრულება. ასეთი კომენტარი გაუკეთა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პარიზში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო ჯგუფის დღავანდელ სხდომას, მიძღვნილს რუსეთ-საქართ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. 10-11 თებერვალს საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მარკეტინგის სპეციალისტი, სახალხო ტრენერი და ბიზნეს მრჩეველი, მარტინ ლინდსტორმი (Martin lindstormi) ეწვევა. ლინდსტორმის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ტრეინინგი თემაზე ,,ბრენდი და მარკეტინგული სტრატეგია’’. ტრეინინგი სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ გაიმართება. ტრეინინგზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე მოქმედ აბსოლუტურად ყველა კომპანიას მიეცემა. სემინარის გარდა, ორგანიზატორები ქართულ კომპანიებს კიდევ ერთ უპრეცედენტო სერვისს სთავაზობენ – კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ტრენერისაგან ორგანიზაციასა და მარკეტინგულ სტრატეგიაზე მორგებული ბიზნეს კონსულტაცია დაუკვეთონ და მიიღონ. წარმოშობით დანიელი მარტინ ლინდსტორმი, დღესდღეობით, ისეთი კომპანიების უცვლელი და სანდო მრჩეველია, როგორებიცაა: Microsoft Corporation, Coca-Cola, Nestle, McDonald`s, Nokia, The Walt Disney Company, American Express, PepsiCo, Yellow Pages P&G და სხვა. ,,ნეირომარკეტინგის გურუ-დ’’ წოდებული ლინდსტორმი 2009 წელს ჟურნალმა TIME-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. ტრეინინგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს და 11 თებერვალს, 18 საათზე, მონაწილეთა სერთიფიცირების ცერემონიალით დასრულდება. ტრეინინგი International Training Centre–ის ინიციატივით ეწყობა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ლატვიაში ცხოვრების უფლება ითხოვა, არ იმსახურებს ამ სტატუსის მინიჭებას და, ალბათ, ვერც მიიღებს – განაცხადა ლატვიის შს მინისტრმა ლინდა მურნიეცემ. ამ ინფორმაციას რია ნოვისტი ავრცელებს. „არ იმსახურებს (სტატუსს) ჩვენი ქვეყნისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო და ამიტომაც ვერ მიიღებს. მე, როგორც მინისტრს, მაქვს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუკი სხვაგვარად იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი,“ – განაცხადა მურნიეცემ. გუშინ საღამოს ლატვიის ტელეარხმა TV3–მ გაავრცელა ინფორმაცია ლუჟკოვის განზრახვის შესახებ, მიიღოს ლატვიაში ცხოვრების უფლება. ამავე არხის ცნობით, შესაბამისი განცხადებით ლუჟკოვმა გასული წლის ბოლოს მიმართა ლატვიის საელჩოს რუსეთის ფედერაციაში. ლატვიაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსკოვის ყოფილი მერის განცხადება 30 დღიდან 4 თვემდე ვადაში უნდა იქნას განხილული. ლატვიის ინტერნეტ–პორტალის Delfi–ის ინფორმაციით, ლუჟკოვს ლატვიაში ცხოვრების უფლებაზე განაცხადის გაკეთების ლეგიტიმური შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცა, რაც მან საჭირო თანხის – 400 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა Rietumu bank–ის სუბორდინირებულ კაპიტალში, ამას გარდა, ლუჟკოვი ლატვიაში უძრავ ქონებასაც ფლობს. 2010 წლის 1 ივლისს ლატვიის მიგრაციის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უცხოელს საშუალება ეძლევა, მიიღოს ლატვიაში ცხოვრების უფლება, თუკი აღნიშნული პირი ქვეყნის ტერიტორიაზე 100–დან 200 ათას დოლარამდე ღირებულების უძრავი ქონების მფლობელი იქნება, ან ლატვიის ბანკებში შეიტანს 400 ათას დოლარს. ლუჟკოვი, რომელსაც მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა, თანამდებობიდან გათავისუფლდა 2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე. დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა. ზოგიერთი მედიის ცნობით, ლუჟკოვმა გასული წლის ბოლოს დოკუმენტები ბრიტანეთის ვიზის მისაღებადაც ჩააბარა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. 17 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიან განცხადებას აქვეყნებს. მათი აზრით, მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული ნორმა აფთიაქებში ვიდეოსათვალთვალო სისტემის სავალდებულო დამონტაჟებასთან დაკავშირებით, მედიკამენტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ,,მარტო თბილისში პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ლარს შეადგენს; თანხა, რომელსაც საააფთიაქო ბაზარი ჩადებს ამ პროექტში, აისახება სააფთიაქო პროდუქტების ფასზე’’, - წერია განცხადებაში. ასევე NGO-ები ფიქრობენ, რომ აფთიაქებში ამ სისტემის დამოტაჟება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვას. ,,მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება არაეთიკურია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის ობიექტებში არ უნდა აწესებდეს ჯანდაცვის პროფესიონალისა და მომხმარებლის ურთიერთობის ვიდეოთვალთვალს’’. ამ თემაზე სამართლებრივი დასკვნა ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები სამართლიანობისთვის’’ წევრმა ნიკა კვარაცხელიამ მოამზადა. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: “ჯანმრთელი სამყარო”; “ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბი”; “ახალგაზდები სამართლიანობისათვის”; “ადამიანის უფლებათა ცენტრი”; “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”; “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”; “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”; “კავკასიის ქალთა ქსელი”; “რეგიონალური მედია ასოციაცია”; “სამართალი და თავისუფლება”; “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი”; ,,არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი’’; “კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის”; ”ქალები საუნივერსიტეტო განათლებით”; “ახალგაზრდული ალტერნატივა”; “სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრი”; ,,გეოპოლიტიკური საერთაშორისო კვლევითი ცენტრი’’. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო უფასო პროგრამაში პედაგოგები ამ წლიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ნეტგაზეთს ,,საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის’’ დირექტორი გიორგი გიგოლაშვილი ესაუბრა. სადაზღვევო პოლისის მისაღებად პედაგოგები თავიანთ რაიონებში კონკურსის საფუძველზე გამოვლენილ სადაზღვევო კომპანიას მიმართავენ. საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ ბენეფიციარებს 10 კომპანია მოემსახურება. სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიების შესარჩევად ტენდერი 2010 წლის აპრილში გამოაცხადა. ტენდერი 26 ლოტად საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა. ლოტები რაიონების მიხედვით დაიყო და 10 გამარჯვებული კომპანია - იმედი, აისი, ალდაგი ბისიაი, ბისიაი, ჯიპიაი, ქართუ, ირაო, არქიმედე, ვესტი, ალფა - გამოცხადდა. კომპანიებმა კონკრეტულ რაიონებში მუშაობის უფლება, ტენდერის პირობებით, 3 წლით მოიპოვეს. აქამდე სახელმწიფო პედაგოგს დაზღვევის თანხას მთლიანად არ უფინანსებდა. პედაგოგი თავისი დაზღვევის 30%-ანი თანადამფინანსებელი იყო. საქართველოს მთავრობის გასული წლის დეკემბრის ბრძანებულებით კი, ეს წესი შეიცვალა. პედაგოგთა დაზღვევას ერთწლიანი ვადა ექნება. გარდა პედაგოგებისა, უფასო სახელმწიფო დაზღვევის მიღება შეეძლებათ: სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსო­ნა­ლს; პროფესიული სწავლების ცენტრების მას­­წავლებლებს; საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნის­ტ­როს სისტემაში შე­მა­ვალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელებს, სა­დაც ხორციელდება პან­სიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზო­გად­სა­გან­მანათლებლო პროგრამები ან სწავ­ლე­ბა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერი­ტო­რიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგად­საგან­მანა­თ­ლებლო დაწესებულების მასწავლებლებს. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 2010 წლის ბოლოს 885 325 მოქალაქე სარგებლობდა. გასული წლის დეკემბრის თვეში დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2011 წლის 1 იანვრიდან დამატებით კიდევ 72 338 მოქალქე მიიღებს ზემოაღნიშნული პროგრამით სარგებლობის უფლებას. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. /get_img?NrArticle=4110&NrImage=2 Image 2915 ირანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მაჰმუდ აჰმადინეჯადის პირადი ავტომანქანის, Peugeot 504–ის (1977 წლის გამოშვება) აუქციონზე გასაყიდმა ფასმა 2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. „მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან მივიღეთ წინადადებები, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო ფასი – 2 მილიონი დოლარია“ – განაცხადა ირანის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა სადეკ მახსულიმ. წინა შეთავაზება – 1 მილიონ აშშ დოლარზე– აუქციონზე არაბეთის ერთ–ერთი ქვეყნიდან შევიდა. აუქციონის ორგანიზატორები თავდაპირველად იმედოვნებდნენ, რომ ძველი ავტომობილის გაყიდვიდან 2 ათას დოლარს მიიღებდნენ – როგორც წესი, ასეთია მსგავსი მოდელების ფასი ირანის საავტომობილო ბაზარზე. გასული წლის დეკემბრის ბოლოს ახმადინეჯადიმ სპეციალური ვებ–გვერდი ჩაუშვა Peugeot 504–ის გაყიდვასთან დაკავშირებით წინადადებების მისაღებად. ირანის პრეზიდენტის კუთვნილი ავტომანქანის შეძენის მსურველებს კიდევ ერთი თვე აქვთ წინ საკუთარი შეთავაზებების გასაკეთებლად. მანქანა თებერვლის შუა რიცხვებში გაიყიდება. აუქციონის შედეგად მიღებული თანხა ირანში ახალგაზრდებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობას მოხმარდება. გასაყიდად გამოტანილ Peugeot 504–ში მჯდომი ახმადინეჯადი ბოლოს საჯაროდ 2005 წელს იხილეს ირანში, როდესაც ის თეირანის მერი იყო. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. კარგი საჩუქარი ავტომოყვარულებს . ვიწყებ ავტოპროგრამების დადებას ალოზე და ეს სოფტი პირველი მერცხალია. ფორდის მოდელების და ნაწილების დიდი კატალოგი. პროგრამა პროფესიონალებისთვისაა და ვიცი ეძებენ ხოლმე. დაკრეკილია, თუმცა ექსპე ძველი ვერსიისთვისაა და საკმაოდ დიდი ხნისაა. View the full article
  20. mitsubishi autlender 2003 ქსპლოტაცია და რემონტი / Руководство по ремонту автомобиля Mitsubishi Outlander с 2003 года выпуска View the full article
  21. თავბრუდამხვევი და რბოლა ექსტრემალურ პირობებში. თქვენს წინაშეა რუსული სატვირთოები დიდი არჩევანი, მაგრამ სატვირთოს დანიშნულება უსაზღვრო სიჩქარის განვითარება და ექსტრემალური რბოლაა View the full article
  22. ამ თამაშში ებრძვით კომპიუტერულ ინტელექტს შეგიძლიათ მოიძიოთ მოკავშირეები .ბირთვული ომში გამარჯვებულები არ არსებობენ მაგრამ შეიძლება გადარჩეთ ცოცხალი View the full article
  23. მოზარდების ჯგუფი ბრუნდება სახლში ლაშქრობის შემდეგ, რათა ნახონ თავიანთი სახლები რომელიც მტერს აქვს დაკავებული და დანარჩენი ხალხი რომელიც ზოგი მოკლულია ზოგი კი ტყვეთ ყავთ აყვანილი... View the full article
×
×
  • შექმენი...