Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. რემიქსები 80-იანიწლების ჰიტებზე View the full article
  2. მას შემდეგ რაც მერიბეტი სასწაულით უძვრება შეშლილ მანიაკ ვიკტორ კროულს ხელიდან, ის იგებს, რომ მან თავისი ოჯახი დააკავშირა ამ საშიშ ადამიანთან ის ბრუნდება ჭაობთან არმიით, სამაგიეროს გადაუხდის მანიაკს და თავისი ახლობლების სხეულებს იბრუნებს.. View the full article
  3. პირველკურსელმაც კი იცის, რომ ე.წ. შავი ფიარი მანკიერიაცაა და დასჯადიც. თუმცა, საქართველოში (მიხეილ სააკაშვილის დაუღალავი შრომის ფასად) შავი ფიარი ბატონობს. შავი ფიარი ბატონობს არა მარტო სახელისუფლებო, არამედ მოსყიდულ, ფსევდო-ოპოზიციურ მედიაშიც. სწორედ ასეთია გაზეთი „ვერსია“ და ამას რამდენიმე მაგალითით დავადასტურებ. წერილი მაია ფურცელაძეს. „ვერსიის“ მთავარ რედაქტორს! გაზიარება [19:44 16-01-2011] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTMSMQOq3sI/AAAAAAAAEV0/R-7HlOR45FQ/s200/versia.gifსულ ორიოდე კვირის წინ, უფრო ზუსტად 2010 წლის 27 დეკემბერს „ვერსიის“ ჟურნალისტმა ფრიდონ დოჩიამ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის დავით თარხან-მოურავისგან ინტერვიუ აიღო. რამდენიმე დღეში კი, გაზეთ "ვერსიაში" დაიბეჭდა სტატია, ასეთი სათაურით: “პაატა შევარდნაძე ახალ პარტიას ქმნის“. პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს, არც კითხვის ნიშანი და არც ძახილის ნიშანი დასმული არ ჰქონია, ანუ გამოყენებული იყო მტკიცებითი ფორმა. მესამე გვერდზე კი, სადაც დოჩიას ინტერვიუ ვრცლადაა გამოქვეყნებული, იგივე სათაური კითხვითი ფორმით არის წარმოდგენილი: „პაატა შევარდნაძე ახალ პარტიას ქმნის?“ ჟურნალისტებმა და ფიარის სპეციალიტებმა კარგად ვიცით: მედიაში როდის, რატომ და რა მიზნით გამოიყენება სათაურისა და ინტერვიუს შინაარსის აღრევის ხერხი. მოგეხსენებათ, ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს კითხულობს და ზოგჯერ მხოლოდ სათაურით ექმნება წარმოდგენა კონკრეტული თემის ირგვლივ. არასწორი წარმოდგენა იქმნება მაშინ, თუ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება პირველ გვერდზე გამოტანილ სათაურს არსობრივად ეწინააღმდეგება. მეორე- პირველ გვერდზე გამოტანილი სათაური, მყვირალა სათაური, როგორც წესი, ყოველთვის თანხმდება გაზეთის მთავარ რედაქტორთან. ამ პატარა დეტალზე ხაზგასმა იმისთვის დამჭირდა, რომ ჩემს კოლეგას, „ვერსიის“ მთავარ რედაქტორს მაია ფურცელაძეს პირველი შეკითხვა დავუსვა: მაია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტური ეთიკაც და სტანდარტიც რომ დაარღვიეთ, ვერ ხვდებით? დამაფიქრებელია ისიც, რომ სათაურის კონტექსტი ხელოვნურადაა დაკავშირებული როგორც წინააღმდეგობის მოძრაობასთან, ისე პაატა შევარდნაძესთან. კი, ბატონო გაქვთ ვერსია, რომ გვაფინანსებს ბატონი პაატა (ისე, თუ ძალიან გაინტერესებთ, შევარდნაძის ვაჟი არ გვაფინანსებს და თუ დაგვაფინანსებს მომავალში, ამის თაობაზე აუცილებლად ღიად გაცნობებთ) , მაგრამ თუ თქვენი რესპონდენტი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს, მაინც რატომ სტოვებთ უცვლელად სათაურს?!... პირდაპირ გეტყვით: ესაა ინფორმაციის დამახინჯებაა, რაც არაკეთილსინდიერი, დაკვეთილი ჟურნალისტიკისთვისაა დამახასიათებელი. ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ჩვენი მოძრაობა ვანო მერაბიშვილთანაა კავშირში. ეს კი, რესპოდენტის დისკრედიტაციისათვის კეთდება. თუ ქალბატონ მაიას ეს არ ესმის, მეც ვეუბნეუბი: ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ვერსიით შენ და დოჩიას ეს სტატია სწორედ ვანო მერაბიშვილმა დაგიკვეთათ. დღეს „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა ქალბატონ მაიას კომენტარისთვის დაურეკეს. მან კი, უპასუხა,- ორი თვის მერე რომ რეკავთ, აქამდე სად იყავით. ზუსტად ორი კვირა გელოდეთო. მგონი, ქალბატონ მაიას კალენდარი ეშლება. ჩვენი მოძრაობის შექმნიდან ერთი თვე არ გასულა, ხოლო სტატიის დაბეჭდვიდან ორი კვირა ძველ ახალ წელს დაემთხვა. თუმცა, არ მესმის მე რატომ უნდა დამერეკა „ვერსიის“ მთავარი რედაქტორისთვის? ანუ ქალბატონ მაიას ჰგონია, რომ როცა ფულს აიღებს და ამის საფასურად შეგვაფურთხებს, ჩვენ კი არ უნდა ვუპასუხოთ, არამედ დავურეკოთ და ,ალბათ, ბოდიშიც მოვუხადოთ. ქალბატონო მაია, ახლა რომ ეუბნები „ობიექტივის“ ჟურნალისტებს,- ოცი წელია ვმეგობრობ ირმასთანო... ალბათ, ამ მეგობრობის გამოა, შენმა გაზეთმა წინააღმდეგობის მოძრაობის სადისკრედიტაციო ინტერვიუების სერიალი რომ შესთავაზა მკითხველს. 2011 წლის 12 იანვარს „ვერსიამ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ თემურ შაშიაშვილთან. დააკვირდით ჟურნალისტის კითხვას. ციტატა:“ - მაგრამ ამ მოძრაობის უკან პოლიტიკოსები მაინც მოიაზრებიან და ამას თავად ადასტურებთ. როგორც ამბობენ, წინააღმდეგობის მოძრაობას პაატა შევარდნაძე აფინანსებს.“ ვინ ამბობს? რას ამბობს? და თუ ამბობს, „ვერსია“ დაუზუსტებელ „ვერსიებს“ რატომ უწევს ტირაჟირებას? არ გეჩვენებათ, რომ ჟურნალისტის შეკითხვაში ხელოვნურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან წინააღმდეგობის მოძრაობა და პაატა შევარდნაძე? რატომ ხელოვნურად? იმიტომ, რომ გაზეთმა „ვერსიამ“ ჩვენგან ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიიღო პასუხი, რომ ბატონი შევარდნაძე არ გვაფინანსებს. თუმცა, მცდარი „ვერსია“ კვლავ ცოცხლობს. უფრო სწორად, გაზეთი „ვერსია“ აცოცხლებს. საკითხავია,- ნეტავ, რატომ? ამავე ინტერვიუში ჟურნალისტი კითხვასაც აღარ სვამს და გადაჭრით ასკვნის. ციტატა: “გამოდის, წინააღმდეგობის მოძრაობა ხელისუფლების შექმნილია, მით უმეტეს, ის კრებიდან წამოსული ხალხითაა დაკომპლექტებული“. დაუფიქრდით ამ ნიუანსს, რაც ნიუანსი ნამდვილად არ არის - ხელოვნურად გვაკერებთ ხან პაატა შევარდნაძეს, ხან- ვანო მერაბიშვილს... მაგრამ მე თავისმართლებას კი არა, ბრძოლას ვაპირებ თქვენთან და (თქვენი სახით) უსიდინდისო, უზნეო და გაყიდულ ჟურნალისტიკასთან. მესამე მაგალითი- 2011 წლის 14 იანვარს გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს ნონა გაფრინდაშვილთან. ქალბატონი ნონა აცხადებს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველას ამბიცია აქვს. ლელიკო ჯაფარიძეს, ირმა ინაშვილს, სოსო მანჯავიძეს - ჩვენ „განაწყენებულთა ჯგუფი“ ვართ. მოკლედ, თემა ისე გრძელდება, რომ მხოლოდ წინააღმდეგობის მოძრაობის მიმართ ისმის გაურკვეველი ბრალდებები. ამას საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ჰქვია, კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა ასეთ შემთხვევაში მეორე მხარის კომენტარსაც იღებს. 2011 წლის 15 იანვარს გაზეთ „ვერსიის“ მთავრმა რედაქტორმა ქალბატონ მაია ფურცელაძემ “ობიექტივის“ კორესპონდენტთან შემდეგი კომენტარი გააკეთა. კომენტარი ვრცელია და მას უცვლელად გთავაზობთ:“ ირმა ინაშვილს თვითონ უნდა დაერეკა ჩემთვის და არა დოჩიასთვის, შაშიაშვილისთვის და ნახევარი საქართველოსთვის. ახლა რომ მთხოვთ კომენტარს, ორი თვის შემდეგ ეს ეთიკურია, კოლეგიალურია?! მე თქვენ გელოდეთ ზუსტად ორი კვირის განმავლობაში. ორი კვირის შემდეგ თქვენ გააკეთეთ ის, რაც არ უნდა გაგეკეთებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ გავხდი იძულებული, რომ პრესით მომემართა თქვენთვის, თორემ მე არ ვარ ჩვეული ასეთ კონფლიქტებს. მითუმეტეს, ირმასთან და იმ ადამიანებთან, ვისთანაც წლების ურთიერთობა მაკავშირებს. თქვენ არ უნდა მირეკავდეთ მე. ამას გაიგებთ ოცი წლის შემდეგ, ოცი წლის წინანდელი მეგობრები, რომ მოგექცევიან ასევე. ამას ადამიანურად გეუბნებით, გასაგებია? ეს გადაეცით ირმას. კომენტარი გაგეკეთებინათ მაშინ, როდესაც ეჭვი გაგიჩნდათ. ეს მხოლოდ თქვენი ეჭვებია. როცა ეს ეჭვი გაგიჩნდათ, სუბორდინაცია უნდა დაგეცვათ იმიტომ, რომ გაზეთს ჰყავს რედაქტორი, რომელიც ყველაფერზე აგებს პასუხს, ანუ მე. აგეღოთ ტელეფონი, დაგერეკათ ჩამთვის და მე გიპასუხებდით. არ იყო საჭირო მივარდნები და საქმის გარჩევები შაშიაშვილებთან. ჯერ ჩემთან დაგერეკათ. მე სწორედ ასე მოვიქეცი, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია ინაშვილზე და ”ობიექტივზე”, გამოვაგზავნე ჟურნალისტი და გადავამოწმე. ასევე უნდა მოქცეულიყავით თქვენც. ახლა რომ მირეკავთ, დღეს რა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს? ამიხსენით, გეკითხებით, დღეს რა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს? ჟურნალისტებს შორის არსებობს რაღაც ეთიკური ნორმები, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ, პირველ რიგში. ამ ყველაფერს მიხვდებით მაშინ, როდესაც ჩემხელა სტაჟი გექნებათ. ქალბატონ ირმას გადაეცით, რომ მე ამ ფორმით არ უნდა მელაპარაკებოდეს, ამას ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა მოითხოვს. ჯერ ჩემთან უნდა გაერკვია და მერე უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ახლა კარგად ბრძანდებოდეთ.“ არ დაგიმალავთ, მაია ფურცელაძის ამ პასუხმა ჩემზე უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა. ვიმეორებ- ქალბატონო მაია, თუ ჩემთან ოცი წლის მეგობრობაზე საუბრობთ, მაშინ მე კი არა, თქვენ უნდა დაგერეკათ ჩემთვის. თქვენმა გაზეთმა უხეშად დაარღვია როგორც ჟურნალისტური ეთიკა, ისე სტანდარტი და ახლა მე მელაპარაკებით კოლეგიალობაზე, რაც თავისთავად შეურაცხმყოფელია. დალოცვილო, ვიდრე კორესპონდენტს გამოაგზავნიდი და სტატიას დაბეჭდავდი (თან, ცილისმწამებლურ ბრალდებებს გაავრცელებდი), მანამდე თავად დაგერეკა და გეკითხა,- ვინ მაფინანსებდა... ვანო, თუ პაატა, თუ ორივე ერთად? მაგრამ არ დამირეკე და თვითონაც იცი, რატომ. დამკვეთის ინტერესი დაიცავი და არა კოლეგის ღირსება. ამიტომ ,ნება მიბოძე, დღიდან შენი გაზეთი არაკეთილსინდისიერ გამოცემაც მოვიხსენიო, როგორც „ობიექტივის“ ეთერში, ისე სხვა მედია-საშუალებებით. „სუბროდინაცია უნდა დაგეცვათ. იმიტომ, რომ გაზეთს ჰყავს რედაქტორი და ისაა პასუხისმგებელი ყველაფერზეო“,- მითვლი. მთავარი რედეაქტორი რომ ხარ და პასუხისმგებლობას არ გრძობ (არც კოლეგის და არც მკითხველის წინაშე), ამიტომ გეუბნები: შენი გაზეთი ბინძურ დაკვეთას ასრულებს. ეს დაკვეთა მხოლოდ სააკაშვილ-მერაბიშვილის ინტერესს ემსახურება და ამიტომაც გაზეთ „ვერსიას“ დღეიდან ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე (თქვენს სტილს გამოვიყენებთ) ვანოს გაზეთად მოვიხსენიებთ. ლოზუნგისაც შესაფერისს მოგისადაგებთ:“ გაზეთი „ვერსია“ ვანოს ბინძურ „ვერსიებს“ ავრცელებს. ნუ წაიკითხავთ და ნუ ენდობით „ვერსიას“, რომელიც ვანოსია!“ ღიად გეუბნები, რომ ამ კამპანიას დღეიდან ვიწყებ და თვეების მანძილზე გავაგრძელებ. „ობიექტივის“ საეთერო რესურსი აქტიურად მოხმარდება იმ ფსევდოჟურნალისტების მხილებას, რომლებიც ჟურნალისტის პროფესიას და ღირსებას ჩრდილს აყენებენ. ამიტომაა, რომ საზოგადოება აღარ გენდობათ. ჩვენ კი, პატიოსანი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციის საშუალებას არ მოგცემთ! მთავარი რედაქტორი რომ ხარ და პასუხისმგებელი რომ ხარ, მეც ამ მთავარ საკითხში მაქვს შენთან პრეტენზია: სად იყავი, როგორც მთავარი რედაქტორი, როცა გაზეთის პირველ გვერდზე (კითხვის ნიშნის გარეშე) აბსურდული სათაური გამოგქონდათ? სად იყავი, როგორც მთავარი რედაქტორი, როცა შენი ( საგანგებოდ) შერჩეული რესპონდენტები ირმა ინაშვილს ლანძღავდნენ? სად იყავი, როგორც მთავარი რედაქტორი, როცა წინააღმდეგობის მოძრაობას ხელოვნურად აკერებდნენ ხან მერაბიშვილს, ხან შევარდნაძეს... საერთოდ, სადა ხართ? როგორია თქვენი მსოფლმხედველობა? როგორ გესმით წესიერება და ზნეობა? როგორ გესმით ჟურნალისტიკის არსი? რას ნიშნავს „სუბორდინაცია“? ანუ ჟურნალისტი თქვენს გაზეთში დამოუკიდებელი არ არის და შენ, მთავარი რედაქტორი ხარ, სტატიების ციკლის ავტორი, ასე უნდა გავიგო, თუ არა?... მოკლედ, სხვადასხვაგვარად გვესმის ჩვენ ჟურნალისტის პროფესიის არსი და მითუმეტეს,- მეგობრობა და კოლეგიალობა. ჩემი სათქმელი გითხარი. გვისმინე ყოველდღე, რადიოტალღაზე FM 105.0, სადაც „ობიექტივის“ ჟურნალისტები მსმენელს ყოველდღე გაუმეორებენ, რომ არ იყიდონ ვანოს გაზეთი „ვერსია“! არ დაუჯერონ ვანოს „ვერსიებს“. ჩვენი ვალია დავიცვათ მკითხველი ტყულისა და ბინძური ჟურნალისტიკისაგან და გპირდები, რომ ამას ყველა ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით გავაკეთებთ. მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი და წინააღმდეგობის მოძრაოაბის დამფუძნებელი ირმა ინაშვილი. 2011 წლის 16 იანვარი. თბილისი. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. დღეს „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე სამეგრელოს რეგიონს ეწვია და აბაშის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის რაიოებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. გაზიარება [19:27 16-01-2011] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTMN5oG-Y_I/AAAAAAAAEVs/JOHU87G1DkQ/s200/levan%2Bgachechiladze.gifგაჩეჩილაძეს პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ერთად, რამოდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრები ექნება რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში... 18 იანვარს, ცნობილი ოპოზიციონერი "ქართული პარტიის" სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ოფისს გახსნის... http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  5. ზუგდიდი-ხობის საავტომობილო მაგისტრარზე 2 საათის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. გაზიარება [18:58 16-01-2011] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTMER8TvSPI/AAAAAAAAEVk/NL52ROjg2Co/s200/avaria.gifროგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა ჟურნალ "ღია ბოქლომის" კორესპონდენტმა გაარკვია თბილისისკენ მოძრავ ჯიპს "ოპელისა" და "გოლფის" მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. 6 მგზავრი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული - გივი გოლეთიანი და იესე ფალიაშვილი ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება, ხოლო მეორე დაშავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ ჟურნალ "ღია ბოქლომის" და ტელეკომპანია "მაესტროს" კორესპონდენტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება არ მისცეს. სამეგრელო–ზემო სვანეთის საპატრულო სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბელქანიამ ჟურნალისტ ნანა ფაჟავას ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინა, რიგითმა სამართალდამცავებმა კი ილია ჩაჩიბაიასთვის ფოტოაპარატის წართმევა სცადეს. ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ხობის პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა... http://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGkDHCI7I/AAAAAAAAAMs/7EE2wA13bLQ/s400/Image030.jpghttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGj7njs3I/AAAAAAAAAMk/_TXKVnbNWvk/s400/Image035.jpghttp://1.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGlBHnY-I/AAAAAAAAANE/-1qDuy-HWJk/s400/Image033.jpghttp://2.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGkkSe0cI/AAAAAAAAAM8/rFldqHUodGU/s400/Image032.jpghttp://3.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGkQjwefI/AAAAAAAAAM0/jbu45ekgvd0/s400/Image031.jpghttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMG3ZZFEZI/AAAAAAAAANM/5Doq45dkqnw/s400/Image034.jpghttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  6. ინფლაცია რომ იყო მოსალოდნელი, ეს საქართველოს პრეზიდენტმა უკვე აღიარა და 2011 წლისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებაც მოხდა ფასების დონის ზრდასთან საბრძოლველად. თუმცა ეს პროგრამა ჯერჯერობით არ არის გაწერილი. ვითარება კი ყოველდღიურად უარესდება. გაზიარება [ნოდარ ჭიჭინაძე. 23:56 15-01-2011] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTH6oCRlS3I/AAAAAAAAEVc/KOsolJaH_xU/s200/4a213d866e2b.jpgმართალია ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ გაზაფხულისთვის სიტუაციას დაასტაბილურებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. 2010 წლის დეკემბერში მსოფლიო ბაზრებზე სურსათზე რეკორდული ფასები დაფიქსირდა. ამას ემატება დოლარის ბოლოდროინდელი გამყარება, რაც, ბუნებრივია, იმპორტს გააძვირებს. ეს კი იმ ქვეყნისთვის, რომლის მთლიანი მოხმარების 70-75%-ს იმპორტი შეადგენს, საკმაოდ უარყოფითი მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ფასების რეკორდული ზრდის ფონზე ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსის 11,2%-იანი ზრდა დააფიქსირა. მაგრამ რეალობა სხვაა და ამას თითოეული ჩვენგანი კარგად გრძნობს. პურპროდუქტებზე ფასები სხვადასხვა სახეობის მიხედვით დაახლოებით 10-20%-მდე გაიზარდა, ხორბლის ფქვილის ფასი 30-35%-ით, მცენარეულ ზეთებზე და ცხიმებზე 42-45%-ით, კვერცხის ფასები საშუალოდ 20%-ით გაიზარდა. იზრდება თამბაქოს, საწვავის, მგზავრობის, კომუნალური გადასახადების და სხვა პროდუქტებისა თუ მომსახურების ფასები. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ტიპური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების კალათაში დიდი წილი სწორედ სასურსათო პროდუქციას უჭირავს. მასზე კი, როგორც ზემოთ აღინიშნა ფასები რეკორდულად გაიზარდა. რეალურად მოსახლეობა ფასების თავალსაზრისით საკმაოდ დაიჩაგრა და დაზარალდა. საინტერესო აქ ის არის, რა საჭიროა ინფლაციის დასათვლელად ისეთი სამომხმარებლო კალათის გამოყენება, რომელიც ინფლაციის 11.2%-იან (რამდენად რეალურია ეს მაჩვენებელი კიდევ საკითხავია) ზრდას აფიქსირებს. რეალურად კი ქართველი მომხმარებელი სასურსათო პროდუქციაზე ინფლაციის მაჩვენებელზე ორმაგად და უფრო მეტად გაზრდილ ფასს იხდის. თუ თავს ვიტყუებთ, კი, ბატონო! მაშინ ხომ არ ჯობს კალათაში ისეთი პროდუქტები შევიტანოთ, რომლებიც დღეისათვის არ ხასიათდება ფასების ზრდის ტენდენციით?! "ბანკები და ფინანსები" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  7. როგორ ართმევდნენ დევნილებს ბინებს და რა სქემით მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი?თაღლითური სქემა, რომელმაც შესაძლოა, ათობით დევნილი უსახლკაროდ დატოვოს... „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა თბილისში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში იპოთეკის აფიორით იყო დაკავებული. ბოლო და ყველაზე სკანდალური საქმე ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს უკავშირდება. გაზიარება [18:16 15-01-2011] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTGsE_Y8F_I/AAAAAAAAEVU/nnLnc5fD8Oo/s200/taglitoba.gifსტუდქალაქის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები 1995 წლიდან ცხოვრობენ, თუმცა ბინები საკუთრებაში მათ ერთი წლის წინათ გადაეცათ. ფართის დაკანონებიდან ორიოდე კვირაში დევნილთა კორპუსში თაღლითებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა. როგორც დაზარალებულები ყვებიან, დანაშაულებრივმა ჯგუფმა მოისყიდა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომლის საშუალებითაც ისინი დაარწმუნეს, რომ იპოთეკაში ჩაედოთ დაკანონებული ბინები. „პრაიმტაიმმა“ დაზარალებულების დახმარებით, ასეთი სქემა გაშიფრა: ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი მაკა ხუბუა, თანამზრახველებთან – ირმა ქაფიანიძესა და ლია ქორჩილავასთან ერთად, უკავშირდება მათ მიერვე მოსყიდულ დევნილ რუსუდან ბენიძეს, რომელმაც სხვა დევნილები უნდა დაარწმუნოს, იპოთეკაში ჩადონ ბინები. თანხმობის შემთხვევაში საქმეში ერთვება ვინმე მიშა ხარიტონაშვილი, რომელსაც დევნილი მიჰყავს ნოტარიუსთან, აფორმებინებს იპოთეკის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება, ბინის ფოტოსურათებთან ერთად, მიაქვთ იპოთეკართან და მისგან იღებენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. თანხის 15-20 პროცენტს „საჩუქრად“ აძლევენ ბინის მესაკუთრეს, დანარჩენი კი ორგანიზებული ჯგუფის წევრებზე ნაწილდება. დაზარალებული დევნილები ყვებიან, რომ მაკა ხუბუა, ირმა ქაფიანიძე და ლია ქორჩილავა მათ არწმუნებდნენ, რომ აქვთ დიდი ბიზნესი, კერძოდ, უცხოეთიდან შემოჰყავთ მანქანები, ასევე ფლობენ ფირმებს... ეს ფული კი მათ სულ რაღაც სამი თვით სჭირდებოდათ, სამი თვის შემდეგ იპოთეკის თანხას გაისტუმრებდნენ და დევნილებს საჩუქრად დარჩებოდათ თანხის 15-20 პროცენტი. ლეილა ტიბუა, დაზარალებული:– 1995 წლიდან ვცხოვრობთ ბაგებში სტუდქალაქის ტერიტორიაზე. ეს ბინები 2009 წელს გადმოგვეცა საკუთრებაში. იმავე წელს, სულ რამდენიმე დღეში დაიწყეს თაღლითებმა ჩვენთან მუშაობა. ერთი წელი მიმდინარეობდა იპოთეკაში ჩადების პროცესი, ხალხს მოტყუებით გვადებინებდნენ ბინებს... ერთ-ერთი დევნილი მოისყიდეს, ქრთამი მისცეს, რომელსაც უნდა ემუშავა ჩვენთან. მოახერხა კიდეც. ძალიან ბევრი ოჯახი დაითანხმა, დააკავშირა თაღლითებს. პრაქტიკულად აგენტურა ჩასვეს რუსიკო ბენიძის სახით. ამ ქალს ამჟამადაც მათთან აქვს კავშირი. დაგვაკავშირეს ვინმე მაკა ხუბუას, რომელიც ვითომ ბიზნესმენი იყო და ფულს ატრიალებდა. გვითხრეს, რომ ეს ბინები 3 თვით ჩადეთ იპოთეკაში, იქიდან გარკვეულ თანხას საჩუქრად მოგცემთ, იპოთეკის ვალს 3 თვეში დავფარავთ და სახლი ჩვეულებრივ თქვენი იქნებაო. პირადად მე 7000 დოლარში ჩამადებინეს ბინა, მომცეს 1500 დოლარი საჩუქრად, დანარჩენი წაიღეს თვითონ. არ დაფარეს იპოთეკა, იპოთეკარები კი ჩვენ გვაწვებიან, სახლებს გაგიყიდითო. მათ სახელზე არაფერი არ ირიცხება, იცვლიან საცხოვრებელს, არც ოფისი აქვთ და არც ბინა. რუსიკო ბენიძეს კი წილს აძლევდნენ ყველა ოჯახიდან. მერე, რომ ვთხოვდით, როცა უკვე ყველაფერი გაიშიფრა, ბოდიში და, ისეთი სიტყვებით მაგინა მაკა ხუბუამ, მამაკაცი რომ არ იკადრებს. გვემუქრება, საჩივარი არ შეიტანოთ, თორემ მოგკლავთო. ლუარა შენგელია, დაზარალებული:– ჩემი ბინა ჩადეს 6000 დოლარში, იქიდან მომცეს 1000 დოლარი, 29 კვადრატულში. ერთ იპოთეკარს რომ არ ისტუმრებდნენ, მეორედ ჩამადებინეს ბინა. მოტყუებით მომაწერინეს ხელი და მეორედ ჩადეს 10 ათას დოლარად. მიშა ხარიტონაშვილი შუამავლობდა ამ ყველაფერს. ახლახან მომივიდა არბიტრაჟიდან განცხადება, რომ ჩემი ბინის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. სასწრაფოდ დავუკავშირდი ამ ხუბუას, დამიბარა ვაკის პარკთან, მთელი დღე იქ ველოდე, მაგრამ მომატყუეს, არ მოვიდნენ. ჩემმა ქმარმა ნერვიულობისგან ინფარქტი მიიღო. სახლებს გვიყიდიან და ამ თაღლითების გამო ქუჩაში გვტოვებენ. ბინას არ დავუთმობ არავის, მკვლელობამდე მივა საქმე. თინათინ გეგეჭკორი, დაზარალებული:– მეც მოტყუებით ორჯერ ჩამადებინა იპოთეკაში ბინა. 17 სექტემბერს გაიტანეს აუქციონზე და ჩემი ბინა პირველმა იპოთეკარმა იყიდა. მე არ ვარ გამსვლელი სახლიდან, რადგან თაღლითების მიერ ვარ დაზარალებული. 2100 ლარად გამიყიდეს სახლი. გამოსახლებაზე აქვს საჩივარი შეტანილი. ნინო ცქვიტარია:– ყველაზე ბოლოს იპოთეკა მე გავაკეთე. ჩვენი მეზობელი რუსიკო ბენიძე რამდენიმე თვე მთავაზობდა ბინის ჩადებას, ბოლოს იმდენი მელაპარაკა, რომ დამითანხმა, თან იმ პერიოდში ბანკის ვალი მქონდა და ვიფიქრე, დავფარავ-მეთქი. ვთხოვე, მხოლოდ 20 კვადრატულს ჩავდებ-მეთქი, მაგრამ მთლიანი სახლი დააიპოთეკეს. ბენიძემ მოიყვანა ვიღაც მიშა, გადაუღო სახლს სურათები. ნოტარიუსთან ჩემი მეუღლე წაიყვანეს და ხელი მოაწერინეს. იპოთეკაში ჩაუდიათ 10 ათას დოლარად, იქიდან 2500 მომცეს ვითომ საჩუქრად, დანარჩენი თანხა სამ თვეში უნდა დაეფარათ იპოთეკარისთვის. შემდეგ, რომ არ იხდიდნენ, მაკა ხუბუას დავუკავშირდი, მან თავის თანამზრახველ ირმა ქაფიანიძესთან გადამამისამართა, რომელმაც მითხრა, მე ვარ პასუხისმგებელიო. ახლა, როგორც ვიცი, ეს ქაფიანიძე საფრანგეთშია გაქცეული. დამირეკა უცხოეთიდან, მანდ რომ დავრჩენილიყავი, მომკლავდნენო. ფულს შევაგროვებ და გამოგიგზავნიო, მაგრამ დღემდე არაფერი მოუცია, სახლი კი ნებისმიერ დროს შეიძლება დავკარგო და ქუჩაში დავრჩე. ინგა დემურიშვილი:– იგივე მდგომარეობაშია ჩემი ოჯახიც. რუსიკო ბენიძემ დაგვაკავშირა ამ თაღლითებს, ბინა ჩადეს 5000 დოლარში, იქიდან 1000 დოლარი მოგვცეს, დანარჩენი მიითვისეს. ახლა იპოთეკარი ჩვენ გვთხოვს ამ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში გაყრა გვემუქრება. ჩვენ დაზარალებულების ნაამბობის შემდეგ რუსუდან ბენიძესაც დავუკავშირდით. ის კატეგორიულად უარყოფს თაღლითურ სქემაში მონაწილეობას და ამბობს, რომ თავადაც დაზარალებულია. რუსუდან ბენიძე:– მე თავად დაზარალებული ვარ, ხუბუას ჩემი 13 ათასი აქვს წაღებული. სისულელეა, რომ ამბობენ, თითქოს შეკრული ვიყავი. პირიქით, აქეთ მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, გამაცანი მაკა ხუბუაო. მე დავაკავშირე ტელეფონის საშუალებით რამდენიმე ადამიანი. არანაირი კავშირი თაღლითებთან მე არ მაქვს, პირიქით, ყველაზე მეტად დაზარალებული მე ვარ. როცა პირველად გავაკეთეთ, ყველას უხაროდა და აქეთ მეხვეწებოდნენ. თაღლითური დაჯგუფების სამიზნე მხოლოდ დევნილები არ ყოფილან. „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა ავლაბარში მცხოვრები გემაზაშვილების ოჯახი, რომელიც იმავე სქემაზე საუბრობს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში კიდევ რამდენიმე პირი იკვეთება.ნინო გემაზაშვილი, დაზარალებული: – ჩვენი სიტუაციაც თითქმის ანალოგიურია, ავლაბარში 56 კვ.მ ფართის სახლი სამჯერ ჩაგვადებინეს იპოთეკაში. მაკა ხუბუასთან და ლია ქორჩილავასთან ერთად ჩვენს საქმეში გარეულია თამილა მაჩაიძეც, რომელმაც დაგვაკავშირა ამ თაღლითებს და თვითონ ფული გააკეთა. ასევე, გარეულნი არიან ლიკა მუშკუდიანი და ზურა როსტომაშვილი, რომლებიც წარმოადგენდნენ შუამავლებს... მაკა ხუბუას, რომელსაც დაზარალებულები თაღლითური დაჯგუფების ხელმძღვანელად ასახელებენ, მობილურ ტელეფონზე დავუკავშირდით, თუმცა ამ საკითხზე საუბარს მან თავი აარიდა – მე თავად დაგიკავშირდებით, ჯერ არ მცალიაო. მოგვიანებით კიდევ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ამჯერად მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. კვირის ბოლოს კი „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მაკა ხუბუა, თანამზრახველებთან ერთად, სამართალდამცველებმა დააკავეს და ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს. შსს ამ საკითხზე ოპერატიული მასალის გავრცელებასაც გეგმავს. როგორც დევნილები ამბობენ, ხუბუას თანამზრახველი ირმა ქაფიანიძე საფრანგეთშია გაქცეული, შესაბამისად, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ლია ქორჩილავა კი მაკა ხუბუასთან ერთად უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებაო. ჩვენ ქორჩილავას დასთან გასაუბრება მოვახერხეთ, თუმცა კითხვებმა ის საკმაოდ გააღიზიანა: – მაკა ხუბუას ოჯახში დარეკეთ, ჩვენ რა შუაში ვართ... გენაცვალე, თქვენ მეტი საქმე არა გაქვთ? ლია ქორჩილავაზე მეტი დასაკავებელი ვერავინ ნახეს?!. ამჟამად გამოძიებას თაღლითობის მუხლით ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველო აწარმოებს. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში რამდენიმე იპოთეკარისა და ნოტარიუსის პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს. ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  8. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/sarfi.jpg2011 წლის დადგომამდე 2 კვირით ადრე, ანუ ბარბარობა დღეს, ამ ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული მიხეილი სათაფლიის მღვიმე-ქვესკნელებს საკუთარი ფეხით მიადგა! ქართული ადათის მიხედვით, სწორედ ბარბარობა დღეს მოსული ითვლება მომავალი წლის მეკვლედ და, ამ დღეს ხალხი მეორენაირად ბედობა დღესაც უწოდებს! ჰოდა, სწორედ ამიტომ ამინ იყოს სააკაშვილისათვის და მისი ხელისუფლებისათვისაც დაბედებული ქვესკნელი და კეთილი ყოფილიყოს მათი ფეხი, მუდმივად 14-გრადუსიან მდუმარე წიაღში. თუ მეხსიერება არ მღალატობს, დღეს `პრომეთეს~ მღვიმეებად მონათლულ ტერიტორიას, ადრე უკუნ წარსულში სათაფლიის მღვიმეები ერქვა, მაგრამ რაღაც არ მახსენდება, რომ აქედან დანახულ მთაზე, რომელიმე ექსკურთსიამძღოლს ოდესმე ეთქვას აი, იქ იყო ღმერთისაგან ცეცხლის მოპარვის გამო მიჯაჭვული `პრომეთეაო~ და არც ის მახსენდება, სახელი `პრომეთე~ ეხსენებინოს ვინმეს ქართულ მითოლოგიაში, რადგან ოდითგანვე ჩვენ, ქართველ ბავშვებს, ამირანის სახელს გვასწავლიდნენ! მიხეილი და მისი გუნდი სადაც არიან და როგორც არიან, ყველამ ვიცით, მაგრამ ამ `გაკაშკაშებულ, გამშვენიერებულ~ საქართველოში, თითოეული ქართველი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ნეტავ სად ვართ? ან უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი “13 მომავალ წლამდე, იმის და იმის შემდეგაც სად ვიქნებით? ქვესკნელში თუ ზესკნელში? მიწაში თუ ცაში? ან იქნებ არსადაც არ ვიქნებით, რადგან ვიქნებით თუ აღარ ვიქნებით, არავის ადარდებს და რომ აღარ ვიყოთ საერთოდ, ამიტომაც გვყრიან ასეთ ჯოჯოხეთურ ვითარებაში? გაძვირებულ ყოფაში, ტოტალიტარულ რეჟიმში, ობლობაში სულმიხდილი საქართველო, ნეტავ რამდენ ხანს იქნება ისევ საქართველოდ წოდებული ქვეყანა? განა თითოეული ჩვენთაგანი თვალნათლივ არ ვხედავთ, ამ მიწიდან აყრილ და შორს საშოვარზე გადახვეწილ საკუთარ თვისტომს? ვიღაც თურმე ითვლის და ასკვნის, რომ მარტო რუსეთში 1 მილიონ ხუთასი ათასია ასეთი, ევროპასა და აზიის ქვეყნებშიც თითქმის ამდენივეა, მაგრამ არავინ ითვლის და არც აინტერესებს, აქედან წასულები აქ, ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე დარჩენილ საკუთარ ნათესაობას, რამდენსაათიანი შრომის და ჯანმრთელობის ფასად უგზავნის ყოველთვიურად იმ მინიმუმს, შიმშილის და სიტიტვლისათვის რომ არის აუცილებელი! დათვალა ვინმემ რამდენი სახლ-კარი გამოიკეტა საქართველოში იმიტომ, რომ აქ ცხოვრება დღითიდღე უარესდება? ერთმა გადახვეწილმა პედაგოგმა ქალმა მახსოვს, საბერძნეთში სულის შემძვრელი სტრიქონით თქვა უიმედობის გამოსახატად შემდეგი – `მთვარე დავტოვე სახლის დარაჯადო~! ანდა დათვალა ვინმემ აქედან შორს გაყრილი ადამიანებიდან რამდენს გაუსკდა გული და ამ გახეთქილი გულებით რამდენი ჩამოასვენეს მშობლიურ მიწაზე? პირადად ჩემი ოჯახიდან 3 ადამიანია გადახვეწილი უცხოეთში “13 შვილი, რძალი და ნაბოლარა და თავიდან, ვიდრე აეწყობოდნენ და უცხო გარემოს შეეგუებოდნენ, სამივე ტირილით წყევლიდა მათ იქეთ იძულებით გამშვებებსაც და მასპინძლებსაც…. შარშანწინ ზამთარში, ჩემმა შვილმა ასეთი ისტორია მიამბო “13 დილით ადრე, პარკებსა და სკვერებში აქაურებს შინაური ცხოველები დაჰყავთ სასეირნოდ. უნდა ნახო, ძაღლები და კატები რა `შმოტკებში~ ჰყავთ გამოწყობილი. მარტო ძაღლის `ბათინკები~ სპეციალურ მაღაზიებში 200 ევრო ღირს, ახლა დათვალე `პალტო~, `კაშნი~. თბილი `ნამორდნიკი~. `უშანკა~ რა ღირს და დასკვნებიც თვითონ გააკეთე! სკამებზე ამ სიცივეში იმდენ ადამიანს სძინავს, გაგიჟდები….. ისე ჩაივლიან გვერდით ეს დედა მ…. ები, თითქოს ვერც კი გხედავენ, არ გაჩერდებიან და არ იკითხავენ ვინმე ხომ არ კვდება, ან ხომ არ გაიყინა? იცი, დე, ქართველი ემიგრანტი საქართველოზე ყოველ 30 წამში ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ და დანარჩენებიც ასე იქნებიან, ალბათო! ეს ისტორია რომ მომიყვა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული თავისი ბუნებრივი ადგილიდან მოწყდა და ქვემოთ ჩამოქანდა, რადგან არ ვიცოდი მთავარი “13 იქნებ ჩემს დედისერთას ეძინა გაყინულ სკვერში და ამ ამბავს ისე მიყვებოდა, ვითომც ეს ამბავი სხვას გადახდა? თავში დავსვი შეკითხვა და ახლაც ვკითხულობ “13 ნაციონალური მოძრაობიდან დაზულუქებულ-გასიებული მშობლების შვილების გარდა რამდენი იძულებით წასულია სამშობლოდან, ზუსტი სტატისტიკა იცის ვინმემ? ჩემმა შვილმა პირველი ფულადი გზავნილი როცა გამომიგზავნა, ტირილით მოვკვდი, რადგან არ ვიცოდი, თვითონ რამდენი დაიტოვა იმისათვის, რომ თუნდაც მშიერი არ ყოფილიყო! ვინმე ხედავს ჩვენი ოჯახებიდან ძალით მოგლეჯილი სისხლი და ხორცი რა შრომის, რა დამცირების და რა რისკის ფასად შოულობს აქ გამოსაგზავნ ფულს? `რისკს~ იმიტომ ვამბობ, რომ ასეთების უმეტესობა, არალეგალურად შესულია ამა თუ იმ ქვეყანაში და თითოეული ნაბიჯის გადადგმა ისე, რომ უსაფრთხოდ მივიდეს მოსამსახურედ, მრეცხავად, ხორცის მჭრელად, მანქანების გასარეცხად, მშენებლად და თუნდაც სტუმრად-უდიდესი რისკის ფასად უჯდება! აღარაფერს ვამბობ ადრენალინის უხვად გამოყოფაზე და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე (თუნდაც გულის შეტევა), ამა თუ იმ ქვეყნის პოლიციელების დანახვაზე რომ ემართებათ! ფული, რომელიც ევროპა-ამერიკა და სხვადასხვა მდიდარი ქვეყნებიდან ჩვენში იგზავნება, ჩვენი შვილების, დების, ძმების და გნებავთ, ბებიების თავმოყვარეობის და ძაღლური შრომის საფასურია! უცხოელები რომ განსაკუთრებულად ძუნწები და ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ნაციონალისტები არიან, ვფიქრობ, ახალი არავისთვისაა, მაგრამ ისინი თურმე ვერც იმას იტანენ, რომ მათი დაქირავებული მონა, ტელეფონით მშობლიურ ენაზე ესაუბრება ახლობლებს და ითხოვენ, ასეთი ზარები რაც შეიძლება ნაკლებად გააკეთონ, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში, როცა მათ ქვეყანაში ყველას ნებიერად სძინავს! და, მაინც მიუხედავად ასეთი შეურაცხმყოფელი ყოფისა, ჩვენი თვისტომი, თავს დამტყდარ განსაცდელს უდრტვინველადDიტანს და ფული იქნება თუ სასაჩუქრე ამანათები, ისე აგზავნიან ვითომც გაჭირვება არ არის, არ იციან, ყოველ შემთხვევაში, იქაც და აქაც თავი ასე უჭირავთ და დანარჩენი კი ღმერთმა უწყის…… მრავალი წელია, ყოველ ახალ წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გიორგობას და შობას პირადად ჩემი ოჯახი და მრავალი სხვა ოჯახებიც ამ დღესასწაულზე ამანათებს ვიღებდით, რომლებიც იმ ფირმებს ჩამოჰქონდათ, ჩვენში ასე მრავლად რომ არიან დარეგისტრირებული. მაგალითად, საბერძნეთში, ქალაქ ათენსა და სალონიკში `ომონიად~ წოდებულ მოედანზე, პატარ-პატარა ოფისებში, რომლებსაც ადგილობრივები `გრაფიოებს~ უწოდებენ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან აქეთ-იქეთ გაგზავნილი ამანათები, პრესა და სხვადასხვა დანიშნულების ტვირთები ჩაედინება. ამ ბოლო დროს ეს გზავნილები, ვიღაც `ჭკვიანის~ და ზედმეტად მუცელმოღორებულის ინტერესების სფეროში მოექცა და აქაოდა-უცხოეთიდან ჩვენი ემიგრანტები ამანათებით ნარკოტიკულ საშუალებებს აგზავნიანო _ აკრძალა ეს ქმედება, ოღონდაც, რა თქმა უნდა, საბერძნეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით! საახალწლოდ გამოსაგზავნ ამანათებს, ჩვენი თანამოქალაქეები უნუგეშოდ შესცქერიან, აი, უკვე თვენახევარია და როდის ააშენებენ ახალ შენობას, ე.წ `ფოსტას~ საქართველოს საელჩო და საბერძნეთის ხელისუფლება იგივე `ომონიას~ ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ იციან! რამდენი ბავშვი ელოდება აქ ამ ამანათებს, ამანათების შიგთავსს და დედის, დეიდის, ბებიის ხელით დაწერილ ბარათს, იცის და აღელვებს ვინმეს? ან ის თუ აღელვებს ამ თახსირ ხელისუფლებას, რამდენი ოჯახი დარჩება მცირე საჩუქრის გარეშე? რომ შემძვრალან იმ მღვიმეებში დინოზავრებივით და გაჰყვირიან – `საქართველო გაბრწყინებული, დემოკრატიული და მზარდი ეკონომიკის ქვეყანააო~ – ვის ეუბნებიან, ჩვენ? რა, ჩვენ არ ვიცით, რომ გაბრწყინებული კი არადა, ჩაბანძებულია ყველაფერი დაწყებული ეკონომიკიდან და დამთავრებული ხელისუფლება-ოპოზიციიდან? ან რა კანონებს იღებენ ეს ქვესკნელის ქვეწარმავლები ყოველდღიურად, აღელვებს ვინმეს? შარშან აგვისტოში ამ დამბლადაცემულმა პარლამენტმა რომ კანონი მიიღო საბაჟო-მოსაკრებელზე, იცოდა ვინმემ? დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ჩემთან კომენტარისას თქვა: ირინა, როგორც წესი, მე ამგვარი კანონების მიღებაზე ხმას წინააღმდეგ ვაძლევ ხოლმე და ვინც მხარი დაუჭირა, იმათ სინდისზე იყოს ამის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები თითოეული ამანათის შემდეგ წყევლა-კრულვით, რომ მოიხსენიებენ `ამათო~! მკითხველს, ალბათ აინტერესებს რომელ კანონზეა ლაპარაკი და რატომ არის, რომ ნებისმიერი გზავნილის მიღებაზე უკვე ძალაში შესული, მოქმედი კანონით ჩვენი მოქალაქეები ყოველწუთიერად ზარალდებიან? ლაპარაკია კანონზე, რომლითაც საბაჟო მოსაკრებელის რაოდენობა ამანათის ტვირთის შიგთავსზეა დამოკიდებული და რომლის მიხედვითაც თითოეული ამანათის მიმღები ვალდებულია მიღებული საჩუქრის თუ უბრალოდ მასთან გამოგზავნილი ტვირთის საფასურის 18% ამ მუქთახორების სასარგებლოდ გადაიხადოს ბიუჯეტში! თბილისში ამ მოსაკრებლის რაოდენობა გაცილებით იაფია, იგივე ფოთის პორტის საბაჟო ტერმინალისგან განსხვავებით და იგივე ბათუმის, წითელი ხიდის, ლარსის ანდა გალის საბაჟოსი! რატომ? რატომ და იმიტომ ალბათ, რომ თბილისში, სავარაუდოდ, დიდ ხმაურს გამოიწვევდა ეს `ეგზეკუცია~, ხოლო რაიონებში უფრო მარტივად რომ ხდება ადამიანების `დაჩმორება~ – ახალი ამბავია? სრულიად გაუგებარია, ფოთის საბაჟო ტერმინალში რატომ ღირს დეკლარაციის შესავსები ერთი ფარატინა ქაღალდი 150 ლარი და რატომ იხდის ნებისმიერი მიოქალაქე აღნიშნული ქაღალდის შეცდომით შევსებისას საჯარიმო თანხას 30 ლარს კიდევ ერთი 150 ლარის ოდენობით? ანდა რატომ აჭიანურებენ განბაჟებას საღამოს 6 საათამდე? იმიტომ ხომ არა, რომ არასამუშაო საათების ანაზღაურება სამჯერ უფრო ძვირი დაუჯდეს ისედაც ბოლომდე გატყავებულ მოსახლეობას? რატომ ხდება, რომ განსაბაჟებელი ტვირთები მიმღების ნებართვისა და თანდასწრების გარეშე იხსნება და თითოეული ნივთი იმ ტარიფების მიხედვით ფასდება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ბელადებს და მათ სისხლისმწოველ დამქაშებს მიაჩნიათ `ჭეშმარიტად~? ვთქვათ, ჩემს შვილს სხვადასხვა მაღაზიებში ნაყიდი საკვებისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისას ბევრი `ბონუსი~ და ბევრი `სმარტქულა~ დაუგროვდა, რის შემდეგაც იქაური ფირმები საშობაო ფასდაკლებების და ათასგვარი გათამაშებების წყალობით თითქმის უფასოდ ჩუქნიან საკუთარ მომხმარებელს ათასგვარ ნივთებს, რა შუაშია აქ ან ნაციონალური მოძრაობის სრულიად გაუგებარი შეწერვების `სალარო~, ანდა ის ოფიციალური ბაჟი, რომელიუც 300 ლარს ზემოთ `ღირებულ~ საჩუქრებში აქ თბილისში უნდა გადავიხადო. დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ისიც მითხრა, რომ: `ნაციონალური მოძრაობა~, საკუთარი `კრიშის~ ქვეშ მყოფ ფირმას ამ მხრივ არათუ `წეწავს~, პირიქით ხელსაც უწყობს და ვთქვათ ჩინეთიდან გამოგზავნილ სასაქონლო `ტუკებს~ ჯერ აზერბაიჯანში აგზავნინებს და ამის შემდეგ შემოდის აღნიშნული ტვირთი საქართველოშიო. ჩემს შეკითხვაზე “13 რატომ აზერბაიჯანში და არა პირდაპირ საქართველოში?- მიპასუხა: `იმიტომ, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან და პირიქით, აზერბაიჯანს-საქართველოში უბაჟო მიმოსვლა აქვს ოფიციალურად დაკანონებული და სწორედ ამიტომ ხელისუფლების მიერ წახალისებული ფირმები საბაჟო გადასახადს არ იხდიანო~!!! ძვირფასო მკითხველო! ახლა თავად განსაჯეთ რასთან გვაქვს საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც! ანუ საწყალი, – გაღატაკებული, შორს გადახვეწილი და აქ დარჩენილი მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის მიღებული კანონებით უფრო უარესად უნდა გაღატაკდეს, ხოლო ისედაც ქონში დამხრჩვალი მიშას `ბრიგადა~ კიდევ უფრო უნდა გაზულუქდეს, უფრო მეტად უნდა გამდიდრდეს და ჩვენზე ნაშოვნი მილიარდებით ისევ მუდმივად უნდა ინარჩუნებდეს ხელისუფლების სადავეებს, ასევე გაზულუქებული და ქონში ჩამხრჩვალი ოპოზიციისათვის მილიონების გადახდის ხარჯზე. გუშინ სათაფლიაში სტალაქტიდებისა და კლდისქვეშა ტბების ფონზე გამართა სააკაშვილმა მთავრობის სხდომა ხვალ უშბის მწვერვალიდან დაგვეჭყანება და ვიდრე მამამისის ნიკოლოზ სააკაშვილის ბალნეოლოგიური კლინიკის გოგირდის აბაზანებიდან არ გამართავს `საქართველოს გადარჩენისათვის~ გამიზნულ ერთ-ერთ სხდომას “13 აზრზე არ უნდა მოვიდეთ? საინტერესოა, რამდენი დრაკონული გადასახადი უნდა გადავიხადიოთ იმისათვის, რომ `ამათი~ მუცელი ერთხელ და სამუდამოდ ამოივსოს და გასკდეს? ხომ ხედავთ, რომ სააკაშვილმა ახლა უცხოეთში გახიზნული ჩვენი ნათესავების, უბრალოდ, ნაცნობების და კონკრეტულად კი “13 ჩვენი თანამემამულეებისაგან დაიწყო უკვე ფულების შეწერვა? განა იქ, უცხოეთში ჩვენებურები საკმარისად არ იხდიიან წონის, გამოგზავნის და განბაჟების ფულს, რომ ახლა აქ იგივე წონაში, იგივე ჩამოტანაში და მომსახურებაში აქ დარჩენილებმა არ ვიხადოთ ამათი ხუშტურების 18%, ისიც ძალიან საინტერესოა, თბილისი-ათენი-თბილისი საჰაერო რეისი, რომელსაც ავიაკომპანია `აირზენა~ ასრულებს, ბილეთის საფასური თბილისიდან ნაკლები ფასი რატომ ღირს, ხოლო ათენიდამ აქეთ, თბილისისკენ გამოფრენილი იგივე `აირზენას~ ბილეთის საფასური კი 130 ევროთი მეტი? რა, ათენიდან აქეთ გამოსამგზავრებელი ჩვენი `მონები~ ისე გამდიდრდნენ, რომ 130 ევროს გადაიხდიან თუ 200 ევროთი მეტს არ ანაღვლებთ? რას ჰგავს ეს? რა ჰქვია ასეთ ბიზნესს თუნდაც `აირზენას~ შემთხვევაში და რატომ არავინ აინტერესებს ფასების ასეთი სხვაობა რით არის ნაკარნახევი? იქნებ იმით, რომ ასეთი ფირმები შესაწერს კარგად იწერენ და ამით, არც თვითონ ზარალდებიან და არც ასეთების `კრიშები~? ეგ კიდევ არაფერი, უნდა ნახოთ საქართველოს საელჩოს მუქთახორა, ე.წ. დიპლომატები და საეჩოებთან მოქმედი საკონსულოები რა დღეში აგდებენ საბუთებდაკარგულ ჩვენს მოქალაქეებს! შარშან ჩემი მეგობრის ქალიშვილს, კონსერვატორია დამთავრებულ და ამჟამად მონად მომუშავე გოგონას საბუთები დაეკარგა და როცა საქართველოს საელჩოს და საკონსულოს მიმართა დახმარებისთვის, აი, იქ მიხვდა, რომ სულ ტყუილუბრალოდ ირჯებოდა. მაშინ საქართველოში, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება 35 ლარი ღირდა 10 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის იგივე პასპორტი რატომღაც 300 ევრო ღირებულა და ისიც, უსაბუთო ადამიანი ამ `სიამოვნებას~ მხოლოდ სამი კვირის, ან ერთი თვის შემდეგ მიიღებდა. ახლა არ მინდა დავასახელო ის ქვეყანა და ის ელჩი, რომელიც ჩემი მეგობრის გოგონას საკმაოდ ეუზრდელა და სამშობლოში დაბრუნება ურჩია დროებით გაცემული საბუთით, მაგრამ როცა ჩემი მეგობრის თხოვნით მე დავუკავშირდი ელჩს აღნიშნულ საკითხზე და განმარტება მოვთხოვე, პასპორტის თითქმის 10-ჯერ მეტი საფასურის გამო იკადრა და `სეილი~ მოაწყო, ოღონდაც 150 ევროს გროშ-კაპიკი არ მოაკლო! დღეს იმიტომ, რომ საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ევროკავშირთან გამარტივებული წესით ვიზების აღების საშუალება ჰქონდეთ, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ ევროპელ `მეგობრებთან~ ერთად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე `შეიმუშავეს~ იმ ემიგრანტთა შინ დაბრუნების სქემა, რომლითაც ევროპელი მეგობრები საკუთარი ხარჯებით სამშობლოში დააბრუნებენ მრავალათასიან ემიგრაციას! საკითხავია, თუკი რუსეთში, საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ჩვენი მოქალაქეების დეპორტაციები მასიურ ხასიათს მიიღებს, რა ვითარება შეიქმნება ისედაც მძიმე, დღეს არსებული სოციალური გარემოს გათვალისწინებით და რა უნდა გააკეთოს, აქ ჩამოსულმა თითოეულმა ადამიანმა? საბერძნეთში გარდა ქართველებისა მრავლად არიან პაკისტანელები, აფრიკელები, ჩინელები და ერაყელები. ამათ ფონზე შეიძლება ითქვას, რომ ქართული ემიგრაცია უმცირესობაშიც კია, მაგრამ როცა იგივე პაკისტანელები ბერძნებმა ასობით შეყარეს თვითმფრინავებში და სამშობლოში გაამგზავრეს, იცით, რა მოხდა? პაკისტანის ხელისუფლებამ არალეგალი ემიგრანტები სამშობლოში არ შეუშვა იმ მოტივით, რომ ამ ხალხის დასასაქმებელი სამუშაო ადგილები ქვეყანას არ გააჩნდა, ხოლო თვითმფრინავის პილოტებს კი უბრძანა “13 ხომალდი ბელგიის დედაქალაქ სტრასბურგში დაესვათ და საკუთარი მოქალაქეებიც სტრასბურგელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებისათვის გადაეცათ!!! ახლა იქნებ მიბრძანოთ, რომ პაკისტანი საქართველოსგან განსხვავებით მაგარი ქვეყანააო? ან პირიქით, საქართველო უფრო მაგარი ქვეყანაა და იგივეს მოიმოქმედებს თუ საჭირო გახდაო? ჩვენ მაგრები კი არა ლაჩრები ვართ, ლაჩრები და ყველა საკუთარ გულებში თუ ჩავიხედავთ, იმაზე მეტი ლაჩრები აღმოვჩნდებით, ვიდრე გვგონია. ჩვენ რომ ლაჩრები არ ვყოფილიყავით 2008 წელს `გრეჩიხასაც~, `უცნობსაც~, უსუფაშვილ-ხიდაშელსაც, ბერძენიშვილებსაც, გუბაზებსა და კახებსაც, ნინოსა და სალომესაც ზედ გადავუვლიდით, შემდეგ მიშას და მის ოპოზიცია ხელისუფლებასაც იმ მღვიმეში შევათრევდით, სათაფლია რომ ჰქვია და შემდეგ ქვებით ამოვუქოლავდით გამოსასვლელებს, დღეს ამ დღეში რომ არ ჩავეგდეთ! როგორც, ქართველი კაცი იტყოდა-გვიან არასდროს არ არის! ავტორი: ირინე გოგოსაშვილი – საერთო გაზეთი Share View the full article
  9. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/saakashvili111-300x206.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის კონგრესში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ის წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეულ თავმჯდომარე ჯონ ბონერს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელთანაც ბონერმა შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესმენებს დევიდ დრაიერსა და ბილ შუსტერსაც შეხვდა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. დოკუმენტი ჯონ ბონერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს პროდუქტიული დიალოგისთვის. ჯონ ბონერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც დაეხმარება საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიისკენ ისწრაფვიან. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაშინგტონის მნიშვნელოვან პარტნიორს უწოდებს. ”მადლობას ვუხდით საქართველოს ავღანეთსა და ერაყში გაწეული სამხედრო დახმარებისთვის და თაყვანს ვცემთ იმ ქართველებს, რომლებმაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავი შესწირეს”,– ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში. ამერიკელი სენატორი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა. სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო მას საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. მიხეილ საკააშვილმა სენატორს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული ღვაწლისა და თანადგომისთვის. თავის მხრივ ჯოზეფ ლიბერმანმა მადლიერება გამოხატა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისთვის, კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკის მხარის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მწვავედ გააკრიტიკა რუსული პოლიტიკა, რომელსაც ავტოკრატული რეჟიმი უწოდა. 1 არხი Share View the full article
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/07/lavrovi13.jpgტერმინი “ოკუპაცია” იმათ სინდისზე იყოს, ვინც ეს დოკუმენტებში ჩაწერა. ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის კორესპონდენტის კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა . <br style="padding: 0px; margin: 0px;" />კითხვაზე, როგორ აფასებს მოსკოვი დასავლეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ტერმინ “ოკუპაციის” დამკვიდრებას, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ისე უდგება, როგორც – სუვერენულ სახელმწიფოებს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ჩვენ გვყავს იქ ელჩები, მუშაობენ საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში, ასევე, მოსკოვში. ტერმინ ოკუპაციას ვტოვებ იმ ავტორების სინდისზე, ვინც ეს ტერმინი დოკუმენტებში გამოიყენა. ყველამ იცის, როგორ მოხდა ეს. სააკაშვილმა გასცა იმ ადამიანების დაბომბვის ბრძანება, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებად მიაჩნდა და ამ ხალხმა თავის გადასარჩენად სარდაფებს შეაფარა თავი”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. Share View the full article
  11. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/a26b8ccaeebcde5cb23249df9f4219e4.jpgპირველი არხზე თებერვლიდან ახალი თოქ-შოუ დაიწყება, რომელიც ევროინტეგრაციისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს შეეხება .<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პროექტის ავტორი და კოორდინატორი რუსუდან ვაშაკიძე და “ვახო სანაიას რეპორტაჟის” გუნდია. სატელევიზიო გადაცემას ჟურნალისტი ვახო სანაია წაიყვანს. გადაცემის აუდიო ვერსია “რადიო 1″-ის ეთერშიც გავა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც ეხებოდა სატელევიზიო გადაცემების მომზადებას ევროინტეგრაციისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პროექტის მიზანია ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა ასევე მნიშვნელოვანია “აღმოსავლეთის პარტნიორობის”. საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობის ახალი პლატფორმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დონის ამაღლებას.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />საქართველომ დაიწყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები. მალე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ასევე, ხელი მოეწერება შეთანხმებებს სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ. გადაცემებში მიმოხილული იქნება, თუ რას ნიშნავს ეს პროცესი და რა დადებითი მხარეები აქვს ამ ფაქტს, როგორია საქართველოს მოსახლეობის მზაობა, პასუხისმგებლობა და მოლოდინები. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />სატელევიზიო პროექტის განხორციელება და ტელე-რადიო დისკუსიის დაწყება უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობას და ქართული საზოგადოების ინტეგრაციის პროცესში ჩართულობას. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ავტორების განცხადებით, ახალი სატელევიზიო თოქ-შოუ ხელს შეუწყობს საჯარო დისკუსიების გამართვას ხელისუფლების, პოლიტიკურ პარტიების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს შორის. IPN Share View the full article
  12. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს წელი უარესად გადამატრიალებელი და სახისამხევი მექნება, ვიდრე 24 იყო. გილოცავ, დოდ. შენ არც ყველაზე ჭკვიანი, არც ყველაზე ლამაზი, არც ყველაზე საინტერესო ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც ვიცნობ, მაგრამ მაინც მიყვარხარ, გაფასებ და მიხარია, რომ დაიბადე. Filed under: მინი http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1899/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1899/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1899/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1899/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1899/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1899/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1899/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1899&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  13. ლაიფ საკზ, ანუ ერთი პატარა ეპიზოდი ცხოვრებიდან…Filed under: გალერეები, გასართობი Tagged: თბილისი, ტრანსპორტი, ფუ, comic, comix, fffuuu, fu, life sucks, transportation http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1919&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  14. რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას, View the full article
  15. რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,//
  16. რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,//
  17. რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,//
  18. ცოტა უფრო დაწვრილებით ამ პერსონაჟის შესახებ.ბოროტმოქმედი, რომელსაც შავი ხალათი აცვია, სახეზე კი რეზინის თეთრი ნიღაბი უკეთია და კაპიშონი აქვს წამოფარებული, მაყურებელმა პირველად 1996 წელს გამოსულ ფილმში იხილა. იგი სერიული მკვლელია, მსხვერპლს მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, როცა იგი მარტოა და მას დანით კლავს. ამ პერსონაჟს ერთი ზოგადი სახელი აქვს: “Ghostface”, ანუ ... View ucnauri.com
  19. როგორც უკვე ავღნიშნე ამ ორგინალური იდეების მქონე ხალხმა გადაწყვიტეს რომ ამერიკა გადაეკვეთათ google street view ს საშუალებით, შეგახსენებთ რომ გუგლი ამერიკის მაშტაბით სთავაზობს თავის მომხმარებლებს, კოსმოსიდან არა მარტო ქალაქების დეტალიზებულ დათვალიერებას არამედ ქუჩების სრული დათვალიერების სერვისს, კონკრეტულად თუ დაგაინტერესდათ შეგიძლიათ შებრძანდეთ http://maps.google.com – ზე და ვპოულობთ ამერიკას, ვირჩევთ ნებისმიერ ქალაქს ... View ucnauri.com
  20. რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,//
  21. რამდენიმე დღეა ტეელკრანებზე საქართველოს პოლიციაზე გადაღებული ახალი კლიპი ტრიალებს. კლიპის მონაწილეებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ბავშვთა ფსიქოლოგს მაია ცირამუას ესაუბრა ნეტგაზეთი: რამდენად გამართლბულად მიგაჩნიათ ძალოვანი უწყების კლიპში ბავშების მთავარ პერსონაჟებად გამოყენება? მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი: საერთოდ არ მივესალმები ხოლმე მსგავს რაღაცეებს. პირველად ეს კლიპი რომ ვნახე, პატარა გოგონების სილამაზის კონკურსები გამახსენდა. ამით, ფაქტობრივად, ბავშვს უარს ათქმევინებენ ბავშვობაზე და ძალად დიდს ხდიან. ამ კონკურსებში არის ასევე სექსიზმის ელემენტები–გოგონები საცურაო კოსტიუმებში, ქუსლებზე, პომადით და ა.შ. პოლიციის ახალ კლიპსაც რომ ვუყურე, კონკურსების მსგავსად, უხერხულობის და არადეკვატურობის განცდა გამიჩნდა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ ბავშის ბუნებრივ განვითარებას,//
  22. სატელევიზიო რეკორდები… მგონი დაგაინტერესებთ… გინესის რეკორების წიგნის მიხედვით, სერიალი, რომელიც ყველაზე დიდხანს გადიოდა, იყო «Coronation Street». სერიალი დღემდე გადის ბრიტანულ ტელეარხზე, მისი გადაღება კი 1960 წლის 9 დეკემბრიდან დაიწყო. ამ სერიალის მსახიობი უილიამ როჩმა დაამყარა რეკორდი, როგორც ყველაზე ხანგრძლივი როლის შემსრულებელმა. პირველი სერიიდანვე იგი კენა ბარლოუს როლს ასრულებს. ამ ... View ucnauri.com
×
×
  • შექმენი...