planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
„ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ და "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიაქაიამ ზუგდიდში სამეგრელოს რაიონებიდან ჩოსულ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს. გაზიარება [16:22 18-01-2011] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTbXVoswn9I/AAAAAAAAEWw/UJheXWvs6dk/s200/12-The-Georgian-Party.jpgროგორც შეხვედრაზე სოზარ სუბარმა განცხადა, უახლოს თვეებში „ქართულ პარტიას“ საკუთარი წარმომადგენლობა ეყოლება საქართველოს ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქსა და რეგიონში. “გაზაფხულისთვის „ქართულ პარტიას“ 50 ათასი წევრი ეყოლება და ყველა დაინახავს, რომ სწორედ ეს პოლიტიკური გუნდი იქნება სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატიული ძალა. ლევან გაჩეჩილაძემ კი სამეგრელოს რეგიონში შექმნილ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით ხელისუფლება ვეღარ შეძლებს ხალხის დაშინებას და „საქართველოს გადარჩენა სამეგრელოდან დაიწყება“ „დღეს ხელისუფლებას ეშინია სამეგრელოში და არა პირიქით“ - აღნიშნა შეხვედრაზე "ქართული პარტიის" ლიდერმა. დღესვე ზუგდიდში „ქართული პარტიის“ რეგიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა. ოფისში მოხდება „ქართულ პარტიაში“ გაწევრიანების მსურველთა აღრიცხვა და რეგისტრაცია. ასევე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პარტიის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას მოამზადებს. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ინტერნეტგამოცემა media.ge-ის მონაცემებით, ზუგდიდში სულ 11 მედიასაშუალება არსებობს. აქედან - 4 გაზეთი, 3 ჟურნალი, 1 ტელეკომპანია და 2 რადიოა. გაზიარება [გერონტი ყალიჩავა. 17:56 18-01-2011] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTWa-6Q0hzI/AAAAAAAAEWo/YEgsJBM4vug/s200/boqlomi.blogspot.com.freemedia.gif„სამეგრელოს ქრონიკა“, „ზუგდიდი“, „კოლხური ვერსია“, „ეგრისის მაცნე“, „ზუგდიდელები“, „ეგრისი“ და „ღია ბოქლომი“ რომ ადგილობრივი პრესაა, რადიო თავისუფლების ზუგდიდელი რესპონდენტების უმრავლესობამ არ იცის. ამას ადასტურებენ პრესის ჯიხურებში გამყიდველებიც. მათ ვთხოვეთ დაესახელებინათ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია. „თითქმის აღარ რჩება ჯიხურში „კვირის პალიტრა“ „ასავალ-დასავალი“, „ახალი ვერსია“, „არსენალი“. მკითხველების უმრავლესობა 30 წელს გადაცილებული მოქალაქეა. ”ახალგაზრდები უფრო ჟურნალებს „თბილისელებს“ „სარკესა“ და „გზას“ ყიდულობენ“, - ამბობს საქპრესის ჯიხურის გამყიდველი ქალი. ჩამოთვლილ ჟურნალ-გაზეთებს თანაქალაქელები იმ მოტივით კითხულობენ, რომ იციან, პრესის ნაწილს მთავრობა ვერ ზღუდავს და წერენ იმაზე, რასაც სხვა მედიასაშუალებები არ აშუქებენ. ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებისგან განსხვავებით, ტელერადიოკომპანია „ოდიშს“, რომელიც 22 წელია ეთერში მაუწყებლობს, სამეგრელოს ერთ ნაწილში ბევრი იცნობს. ამის მიზეზი კი მისი ერთ-ერთი გადაცემაა. „ამ არხზე ნეკროლოგებს ვუყურებ. კარგი საშუალებაა ამისთვის“, - ამბობენ ზუგდიდელები. რატომ არ უყურებენ „ოდიშის“ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ყოველდღე გადის ეთერში? გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიას ადგილობრივი მთავრობა ზღუდავს და თავის სამსახურში ამყოფებს. ასეთ დროს კი, მათივე თქმით, მედია იმას ამბობს, რაც მთავრობას აძლევს ხელს. თანაქალაქელების ამ მოსაზრების გადასამოწმებლად „ოდიშის“ რედაქტორს ნანა ქობალიას არაერთხელ დავუკავშირდით. მან კომენტარზე უარი განაცხადა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. რადიო თავისუფლებამ „ოდიშის“ ვებგვერდზე საინფორმაციო გამოშვებების არქივი მოიძია. მაგალითად, 3 იანვრის გამოშვებაში ტელეკომპანიამ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ზუგდიდის მთავარ მოედანზე გამართულ საახალწლო კონცერტს, მაგრამ 10-წუთიან გამოშვებაში არაფერი უთქვამთ იმავე დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე, დაპატიმრებულ ომის ვეტერანებზე. თუმცა გამოშვების ბოლოს „ახალი ამბების“ წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ ავსტრალიაში წყალდიდობაა. ადგილობრივ და მსოფლიო ახალ ამბებს რადიო „ათინათი“ დღეში 5-ჯერ აწვდის და არა 16-ჯერ თავის მილიონზე მეტ პოტენციურ მსმენელს, როგორც ეს ვებგვერდზეა აღნიშნული. ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა „ათინათს“ მეტ-ნაკლებად იცნობს, რასაც იმით ხსნიან, რომ რადიო გემოვნებიან მუსიკას გადმოსცემს. „გამოშვების მთავარი თემა ადგილობრივი ამბავია, თუნდაც ეს მოძრავი ცირკის გასტროლი ან სპორტული სიახლე იყოს“, - გვითხრა „ათინათის“ რედაქტორმა მაია ღუბელაძემ. ზუგდიდის მედიაბაზარზე სულ რაღაც ერთი თვეა ახალი ჟურნალი გამოჩნდა, სახელწოდებით „ზუგდიდი პ.ს“. მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ ჟურნალი აპოლიტიკურია და, ძირითადად, ცნობილი თანაქალაქელების ცხოვრებით ინტერესდება. რადიო "თავისუფლება" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
იყო მოთხოვნა, პოსტი დამედო ამ დიდ ადამიანზე და მეც ვასრულებ… უფრო საინტერესო გაგრძელებაში… ენათმეცნიერი,ფილოლოგი,ორიენტალისტი,არქეოლოგი,კულტურის ისტორიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, 1930 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.დაიბადა ქუთაისში. მამა შოტლანდიელი ჰყავდა, დედა – ქართველი. 1884 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1890 წელს – პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. იყო ამავე ... View ucnauri.com
-
ლეონარდო და ვინჩის წინასწარმეტყველებანი
planetanews posted a topic in ქართველი ბლოგერების ჩანაწერები
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს პატარა სოფელში, რომელსაც ერქვა -ვინჩი. იგი იყო ნოტარიუსისა და გლეხის ქალის უკანონო შვილი. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა – კატერინა, უბრალო გლეხი იყო. 1466 წელს, 14 წლის ასაკში ლეონარდო და ... View ucnauri.com -
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54637.jpgოკუპანტებმა შიდა ქართლში, ღრომის ხეობაში გორის რაიონის სოფელ კირბალის ორი მკვიდრი დააკავეს. რამაზ თაყაძე და კახაბერ სამხარაძე ღამით სახლში არ დარუნებულან. თვითმხილველთა ჩვენებით, ისინი სოფლის განაპირას ღვთისმშობლის შობის სახელობის სალოცავში იყვნენ წასული. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54636.jpgიმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1957 წ.დ. ნინო ტუღუში, რომელმაც მკითხავის სახელით შეაღწია ნანა ხურცილავას, მანანა ზირაქაძის, მზია სიხარულიძის, ნუნუ და ასმათ ვაშაკიძეების ოჯახებში. View the full article
-
წებელდის წმინდა ეკატერინეს ხატი XI ს.XIX საუკუნის 80-იან წლებში წებელდაში გრაფინია პ. უვაროვას მიერ აღმოჩენილი იქნა ხატი, რომლის ცენტრალურ ნაწილში მთელი სიმაღლით გამოსახულია წმ. ეკატერინე. დღეს ამ ხატის მხოლოდ ფოტო არის შემორჩენილი. ფოტოზე ხატის დაზიანების გამო წმინდანის ცალი ხელი ჩანს. წმ. ეკატერინეს ნიმბის ორივე მხარეს ამოკვეთილია გამოსახულების განმარტებითი წარწერა «წ(მიდა)Á ეკ(ა)ტ(ე)რინე». ხატის ქვედა ჩარჩოს კიდეზე ამოკვეთილია ორსტრიქონიანი, ქართული ასომთავრული წარწერ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54634.jpgპრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი შეაჯამა. View the full article
-
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იერიხონში ვიზიტის დროს პალესტინის 1967 წლის საზღვრებში აღიარების შესახებ განაცხადებს. ამის შესახებ ისრაელის საინფორმაციო სააგენტო Iსრა პალესტინურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.მისივე ცნობით, “თუ ეს მოხდება, პალესტინელებს აღიარება გაერო-ს გენერალური ასამბლეისგანაც გარანტირებული აქვთ, ისრაელს კი მოსკოვთან კომპრომისზე წასვლა მოუწევს”.გარდა ამისა, უცხოური მედიის ცნობით, “რუსეთი და ევროპული სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი პროცესების ხელშეწყობაში... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ცუდი ხელოვნების მუზეუმი (MOBA) არის საზოგადოებრივი, კერძო დაწესებულება მიძღვნილი შეგროვების, შენახვის, საგამოფენო და ცუდი ხელოვნების ყოველგვარი გამოვლინებით და მთელი მისი ბრწყინვალებით. მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. გამოხმაურება იყო აურაცხელი. ამის შემდეგ MOBA-ს კოლექცია და ამბიციები გაიზარდა ექსპონენტურად და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობსMOBA დაარსდა 1994 წელს მას შემდეგ, რაც ანტიკური ნივთების ... View ucnauri.com
-
სოხუმს საქართველოს გავლით ევროპასთან ურთიერთობების დამყარება არ უნდა. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის საგარეოპოლიტიკური უწყების თავკაცმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა. ღვინჯიას თქმით, სოხუმმა ვერაფერი სასარგებლო დაინახა ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ფორმულაში – "ურთიერთობა აღიარების გარეშე". მთავარი აქცენტი კი იმაზე გააკეთა, რომ ამ ფორმულაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არანაირად არ მოიაზრება."ჩვენ ამ ფორმულას სკეპტიკურად ვუყურებთ, რადგან მასში ვერაფერ კონკრეტულ შემადგენელს ვერ ვხ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54633.jpg2011 წელს, სურვილის შემთხვევაში, ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი შეძლებს გადალახოს ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია და დამატებითი ანაზღაურება მიიღოს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54632.jpgსაჯარო სკოლების შემდეგ მანდატურები კერძო და პროფესიულ სასწავლებლებში შედიან. ინიციატივის ავტორი საქართველოს მთავრობაა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივაც `ზოგადი განათლების შესახებ კანონში` უკვე მომზადებულია. ის პარლამენტში უახლოეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. View the full article
-
ევროპის ცხრა ქვეყნის ლიდერები ლონდონში ჩრდილოეთის მინი-ნატოს შექმნის შესახებ იმსჯელებენ. დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პირველი პირები 19-20 იანვარს ლონდონში შეიკრიბებიან და ჩრდილოევროპულ სამიტზე თანამშრომლობის გაღრმავებას, ჩრდილოეთის მინი-ნატოს შექმნის იდეას განიხილავენ.სკანდალური Wikileaks-ის მასალის თანახმად, ნორვეგიაში აშშ-ს ყოფილი ელჩი მსგავს პროექტს "პოლარული დათვებისა და რუსებისთვის ყურადღების მისაქცევად" სასარგებლოდ მიიჩნევს.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და რიგ სხვა მაღალჩინოსნებს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.აღნიშნული გადაწყვეტილება გასული წლის 19 დეკემბერს ბელორუსიაში ოპოზიციის მიტინგის დაშლის საპასუხოდ იქნა მიღებული.“ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად სიაში მოსამართლეები, პროკურორები და იმ სამსახურების ხელმძღვანელები მოხვდნენ, რომლებიც ოპოზიციის დევნაზე არიან პასუხისმგებელი”, - განაცხადა სააგენტო “ПАП”-თან საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ.შეგახსენებთ, რომ გასული წლის 19 დეკემბერ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54630.jpgუბედური შემთხვევა მოხდა ვაზისუბანში. ბუნებრივი აირის არასწორი წვის გამო ბდოიანების ოჯახში 5 ადამიანი მოიწამლა. მათ შორის არის 7 თვის ბავშვიც. ყველა მათგანი ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს უგონო მდგომარეობაში დახვდა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54629.jpgბაკურიანში ცირკი `შაპიტოს` კარავი დაიწვა. შემთხვევა ღამის პირველ საათზე მოხდა. ცეცხლი კონსტრუქციას, სავარაუდოდ, ელექტროგამათბობლიდან მოედო.ხანძარმა ორი მაიმუნი, ექვსი ძაღლი და ერთი იგუანი შეიწირა. View the full article
-
/get_img?NrArticle=4138&NrImage=1 wired.com-ის ფოტო Google ხვალ, 18 იანვარს მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგება. კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აესპანეთის ხელისუფლებამ შეიტანა. ესპანეთი Google-ის საძიებო სისტემიდან ესპანურ წამყვან მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული 100-მდე სტატიის ლინკის ამოღებას ითხოვს. ამ სტატიებს შორის არის El Pais-სა და სხვა ონლაინ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომლებსაც ესპანეთის ინფორმაციის დაცვის უწყებამ „პოტენციურად ცილისმწამებლური“ უწოდა. Google-ის წარმომადგენლებით აზრით, აღნიშნული საქმე იქნება ძირგამომთხრელი პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლების სფეროში. ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნა „სახიფათო პრეცედენტად“ მიაჩნიათ ესპანურ მედიასაშუალებებსაც, მათ შორის არის „Barcelona Reporter.” Google-ის განცხადებით, ისინი წარმოადგენენ შუამავლებს, დისტრიბუტორებს და პასუხისმგებელნი ვერ იქნებიან ინფორმაციის შინაარსზე, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება. თუ სასამართლომ ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნა დააკამყოფილა, მას ექნება უარყოფითი ეფექტი ადამიანთა პირადი ინფორმაციის და უსაფრთხოების დაცვის სფეროში. თუ Google-მა სადავო სტატიების ლინკები საძიებო სისტემიდან მაინც ამოიღო, ეს სტატიები მაინც ხელუხლებლად დარჩება ესპანური გამოცემების ვებ–გვერდებზე. ამის უფლებას მათ ესპანეთის კანონმდებლობა აძლევს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსი ოკუპანტები და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებები ერთობლივ სამხედრო სწავლებას გამართავენ.როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, ამის შესახებ ცხინვალის რეჟიმის თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა მარიონეტული მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.იახნოვეცის ინფორმაციით, მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის და დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი სწავლება მიმდინარე კვირაში გაიმართება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
აფხაზურმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ «Ахьаца»-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ზოგიერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა დაივიწყა კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობის პრინციპი, რამაც გარკვეულწილად გააცივა ორ ქვეყანას შორის არსებული დამოკიდებულება.«Ахьаца» შეახსენებს რუსეთის მესვეურებს, რომ აფხაზური და რუსული კულტურა ეყრდნობა ქრისტიანულ ტრადიციებს, რომლებიც მყარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ეს ორი ერი ცხოვრობდა ერთ ქვეყანაში და საუბრობდა ერთ ენ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
18 იანვარს მოსკოვში რუსეთის მუფტების საბჭოს რეზიდენციაში განხილულ იქნება ქვეყანაში ეროვნებათშორისი ურთიერთობების პრობლემები. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მუსულმანური თემის უმაღლესი ხელმძღვანელები, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.აღნიშნული ღონისძიების ჩატარება განაპირობა მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში ბოლო ხანებში შექმნილმა ვითარებამ, რასაც მასობრივი არეულობა და ადამიანების მსხვერპლი მოყვა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
/get_img?NrArticle=4131&NrImage=2 Image 2928 70–მდე თარჯიმანი, რომლებმაც, შუამავალი ფირმის დახმარებით, „საქართველოს რკინგზის“ დოკუმენტაცია თარგმნეს გასული წლის შემოდგომაზე, კუთვნილი ანაზღაურებას ითხოვს. მათთვის გადასახდელი თანხა 100 ათას ლარს აჭარბებს. აუნაზღაურებელი სამუშაო მანანა ერქომაიშვილს თარჯიმანთა ბიუროს – „ინდ. მეწარმე ნინო თოდრია Word Art“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თემურ ჩხარტიშვილი გასული წლის ოქტომბერში დაუკავშირდა. „ჩხარტიშვილმა მითხრა, რომ სათარგმნი საბუთების ოფიციალური დამკვეთი არის "საქართველოს რკინიგზა". ასევე, მითხრა, რომ ეს საბუთები სასამართლოსთვის სჭირდებათ და რადგან პროცესი რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს, ჯერ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ნათარგმნი მასალა და მერე გადაგვიხდიან ფულს, რაზეც დავთანხმდი. მითხრა, რომ სათარგმნი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ადვილი შესასრულებელი,“ - იხსენებს მანანა ერქომაიშვილი. მისივე თქმით, თემურ ჩხარტიშვილმა ერქომაიშვილს გააცნო თარგმნის პირობები: „საქართველოს რკინიგზა“ ერთ გვერდში იხდიდა 8 ლარს. ერთ გვერდად კი Word-ის დოკუმენტის 1800 სიბოლო ითვლებოდა დაშორებების გარეშე. რვა ლარიდან 4 ლარი რჩებოდა თარჯიმანთა ბიუროს, 4 ლარი კი - თავად თარჯიმანს. ერქომაიშვილის მსგავსად, ჩხარტიშვილის მიერ შეთავაზებულ პირობას დათანხმდნენ ქრისტინა კანთიძეცა და თამუნა მინაშვილიც. მათ თარგმნეს დოკუმენტაცია, რაც საქართველოში ტვირთის შემოტანას ეხებოდა. მათ შორის იყო ბენზინი, დიზელი და ა.შ. რა ფირმა ვის რას უგზავნიდა, ხელს ვინ აწერდა და ა.შ. მათ ძირითადად უწევდათ ერთი, საერთო ფორმის გაკეთება, შემდეგ კი თითოეულ გვერდში ორიგინალის მიხედვით მონაცემების შეცვლა. „ადვილი სამუშაო იყო, მაგრამ რუტინული,“ - გვითხრა მანანა ერქომაიშვილმა. მან შეკვეთის შესრულებას დაახლოებით სამი დღე მოანდომა, თუმცა თარგმნაში ძმა დაეხმარა. თარჯიმნის დაანგარიშებით, წინასწარ შეთანხმებული ფასის მიხედვით, მან 1890 ლარის დოკუმენტაცია თარგმნა. მასალების თარგმნას ორ თვეზე მეტი მოანდომა ქრისტინა კანთიძემ. მან საქმიანი ურთიერთობა თემურ ჩხარტიშვილის თარჯიმანთა ბიუროსთან ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში დაიწყო. სადავო მასალები კი აგვისტო-სექტემბერში თარგმნა. კანთელიძის თქმით, მან ჯამში 14 ათასი ლარის საბუთები რუსულიდან ქართულად გადათარგმნა. ქრისტინა კანთიძე პირველი ნაწილის თარგმნას რომ მორჩა, ჩხარტიშვილმა 500 ლარი საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა. ნათარგმნი მასალების ღირებულება კი უკვე 10 ათას ლარს აჭარბებდა. „მე მისგან პირობა მივიღე, რომ თანხას თარგმნის სრულად დასრულების შემედეგ მივიღებდი. მან დასკანერებული დოკუმენტებით სავსე ერთი დიდი ყუთი მომიტანა. მეორე ჯერზე კი დოკუმენტების ორიგინალები მომიტანა სათარგმნად,“-ამბობს ქრისტინა კანთიძე. თამუნა მინაშვილმა, შეთანხმებული ფასის მიხედვით, 1200 ლარის მასალა თარგმნა, რაშიც დაახლოებით 30 საათი დახარჯა. „კონტრაქტი არ გამიფორმებია, რადგან სიტყვაზე ვენდე. „მან (თემურ ჩხარტიშვილმა) დამარწმუნა, რომ ამ თანხას დამკვეთი გადაიხდიდა, რადგან "საქართველოს რკინიგზა" სერიოზული კომპანიაა და მასთან მომსახურებაზე კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ბევრი სამუშაო შეუსრულებია მისთვის და რომ გადამხდელები არიან,“ - ამბობს თამუნა მინაშვილი. მან დამკვეთს შესრულებული სამუშაო 2 ოქტომბერს ჩააბარა, ანაზღაურება კი 20 ოქტომბერს უნდა მიეღო. მის მსგავსად კუთვნილ ფულს ოქტომბრიდან ელოდა მანანა ერქომაიშვილი, ქრისტინა კანთიძე და კიდევ ათობით თარჯიმანი. მათი ინფორმაციით, ფულის გადახდის დრო რომ მოვიდა, თემურ ჩხარტიშვილმა პრობლემებზე დაიწყო საუბარი. თარჯიმნები vs „საქართველოს რკინიგზა” „ჩხარტიშვილი თავს იმართლებდა, რომ რაღაც პრობლემებია რკინიგზასთან მიმართებაში, რომ თანხას ვერ რიცხავენ და ა.შ. 20 ნოემბერს გაირკვა, რომ საბოლოო თანხა გამოვიდა ძალიან ბევრი. კონტრაქტი კი გაფორმებული ჰქონდა 10 ათას ლარზე. რომ ვკითხე, თარჯიმნებისთვის გადასახდელი თანხა 10 ათას ლარს რომ გადასცდა, რატომ არ შეაჩერე მუშაობა-მეთქი, ან ახალი კონტრაქტი რატომ არ გააფორმა, მითხრა, რომ ის "საქართველოს რკინიგზას" აფრთხილებდა ამის შესახებ, ისინი კი ეუბნებოდნენ, რომ მუშაობა გაგვეგრძელბინა,“ - ამბობენ თარჯიმნები. ნეტგაზეთმა მოიპოვა „ინდ. მეწარმე ნინო თოდრია Word Art“-სა და „შპს საქართველოს რკინიგზას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. ასლის მიხედვით, ხელშეკრულება 2010 წლის 30 ივლისით თარიღდება. „საქართველოს რკინიგზის“ მხარეს ხელშეკრულებაში სატვირთო გადაზიდვების დირექტორი დავით ჯინჯოლია წარმოადგენს. ხელშეკრულებას თან აქვს "საქართველოს რკინიგზის" ბეჭედი, თუმცა მას არა აქვს დავით ჯინჯოლიას ხელმოწერა. თარჯიმანთა ბიუროს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს ნინო თოდრია. თარჯიმნების თქმით, ის თემურ ჩხარტიშვილის მეუღლეა. ხელშეკრულების მიხედვით ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად ერთი სიმბოლოს თარგმნა 0.0061 ლარს შეადგენს დღგ-ს გარეშე, რუსული თარგმანის ფასი კი ერთ სიმბოლოზე 0.0044 ლარია, ასევე, დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში წერია: „ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს.“ ნათარგმნი მასალის მიღება „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „მიღება-ჩაბარების აქტით“ უნდა ყოფილიყო დამოწმებული, რკინიგზას კი თარჯიმანთა ბიუროსთვის თანხა ამ აქტის გაფორმებიდან 20 საბანკო დღეში უნდა გადაეხადა. „19 დეკემბერს ვიყავით „საქართველოს რკინიგზაში“. თემურ ჩხარტიშვილმა მითხრა, რომ ჯგუფი 2 ნაწილად უნდა გავყოფილიყავით, რადგან იქ საკმარისი ადგილი არ იყო. ჩვენ რომ მივედით, რკინიგზის შენობიდან თარჯიმანთა ნაწილი გამოდიოდა, რომელმაც გვითხრა, რომ ისინი თანხის 50%-ზეც თანახმა იყვნენ,“ - ამბობს მანანა ერქომაიშვილი. იგივეს ადასტურებს ქრისტინა კანთიძე და თამუნა მინაშვილი. „საქართველოს რკინიგზაში“ თარჯიმნებს 2010 წლის 19 დეკემბერს მართლა შეხვდა „შპს საქართველოს რკინიგზის“ იურიდიული სამსახურის უფროსი აკაკი საღინაშვილი, რასაც თავად საღინაშვილიც ადასტურებს. „მან (საღინაშვილმა) დაიწყო იმის მტკიცება, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არ არის იმ ღირებულების, რაზეც შევთანხმდით და ა.შ.“ - ამბობს ერქომაიშვილი, “მე ვიკითხე, ამ დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტი თუ არსებობდა, რაზეც უარით მიპასუხეს. რომ ვკითხე, რატომ არ გააფორმეთ-მეთქი, აქეთ მითხრა, თქვენ რატომ არ გააფორმეთ ხელშეკრულება, ახლა ხელში არაფერი გიჭირავთ რომ გვიჩივლოთო. მერე ისევ გვითხრა, რომ თარჯიმანთა პირველ ჯგუფში თანხის 50%-ის მიღებაზე თანახმანი არიანო.“ ქრისტინა კანთიძე შეხვედრას ასე იხსენებს: „რკინიგზაში მთავარი იურისტი (საღირაშვილი) საშინლად თავხედურად გვესაუბრა. მერე ერთი ბიჭი შემოვიდა და გვითხრა, თუ ბევრს იყვირებთ, საერთოდ ვერაფერს მიიღებთ. სასამართლოში 250 საქმე გვაქვს და დიდი ამბავი თუ თქვენი 251-ე იქნებაო.“ თარჯიმნების თქმით, აკაკი საღირაშვილი მათ დაპირდა, რომ მათთვის თანხის 50%-ის გადახდის საკითხს განსახილველად დირექტორთა საბჭოს სხდომაზე 2010 წლის 28 დეკემბერს გაიტანდა. მიუხედავად ამისა, თარჯიმნები პასუხს თანხის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით თემურ ჩხარტიშვილისა და "საქართველოს რკინიგზისგან" დღემდე უშედეგოდ ელიან. ჩვენ ვცადეთ "საქართველოს რკინიგზის" იურიდიული სამსახურის უფროსთან – აკაკი საღირაშვილთან პირადად დაკავშირება, თუმცა, მან პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. პრესსამსახურის უფროსმა ირმა სტეფნაძემ კი გვითხრა, რომ "საქართველოს რკინიგზას" კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული თარჯიმანთა ბიუროსთან. თარჯიმნები კი არიან ამ კომპანიის კონტრაქტორები, ვისთანაც „საქართველოს რკინიგზას“ არანაირი იურიდიული ურთიერთობა არა აქვს. „დავუშათ, კონტრაქტი გავაფორმეთ 10 ათას ლარზე. როდესაც ამოიწურება კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა, თქვენ ვალდებული არ ხართ კონტრაქტით დაკისრებული სამუშაო კვლავ შეასრულოთ. აქ მოხდა, რომ თანხა გაცდა კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს. ჩვენსა და იმ კომპანიას შორის გასარკვევია რაღაც იურიდიული საკითხები, რომლის იქით ჩვენ არაფერი გვესაქმება,“ -ამბობს ირმა სტეფნაძე. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ თარჯიმნებთან არანაირი იურიდიული კავშირი “საქართველოს რკინიგზას“ არ აქვს, რატომ მართავენ მათთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს. სტეფნაძემ გვიპასუხა, რომ აკაკი საღინაშვილი თარჯიმნებს მხოლოდ „ადამიანური მოტივით“ შეხვდა. „ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველაზე მარტივი იმაში გარკვევა კი არ არის, რკინიგზასა და თარჯიმანთა ბიუროს შორის რა იურიდიული მომსახურება არის გაწეული, არამედ, თვითონ ვინ დაიქირავა ეს ადამიანები. მათ სასამართლოში უნდა შეიტანონ საჩივარი და სასამართლო თარჯიმანთა ბიუროს დაავალდებულებს, რომ გადაიხადოს ფული. რასაკვირველია, მე ვიცი, რომ ამ ადამიანებმა მომსახურება შეასრულეს. ჩვენ რაც უნდა ვილაპარაკოთ, ეს ადამიანები არ არიან რკინიგზის კონტრაქტორები. ისინი არიან ვიღაცა შპს-ს კონტრაქტორები. მათ აქვთ ამ თარჯიმანთა ბიუროსთან საქმე და სარჩელი შეიტანონ მის წინააღმდეგ სასამართლოში. ეს ბევრად უმჯობესი იქნება. რკინიგზაში აკაკი საღირაშვილს შეხვდებიან თუ სხვას, მნიშვნელობა არა აქვს. თუ მან (თარჯიმანთა ბიურომ) თავისი ბიუჯეტი სწორად ვერ განკარგა, რა ჩვენი ბრალია?! რკინიგზამ რის საფუძველზე უნდა გადაუხადოს ფული თარჯიმნებს? კონტრაქტი არის? - არ არის! კომპანიასა და რკინიგზას შორის იურიდიული საკითხები ამჟამად გარკვევის პროცესშია,“ - გვითხრა ირმა სტეფნაძემ. თარჯიმანთა ბიუროს არგუმენტები ჩვენ დავუკავშირდით თარჯიმანთა ბიუროს ხელმძღვანელს, თემურ ჩხარტიშვილს, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი განმარტების გაკეთებისგან თავი შეიკავა. „თქვენმა თუნდაც სტატიამ, შეიძლება შემიშალოს ხელი ამ საქმის დამთავრებაში. თქვენი ზარების და იმის გამო, ეს ხალხი დაზარალდება იმიტომ, რომ შეიძლება მერე არ გადაიხადონ ეს თანხა. ნეტგაზეთი: თქვენ ხელშეკრულებაში მხოლოდ 10 ათასი ლარი გიწერიათ. თუ არსებობდა სხვა შეთანხმება დამატებითი თანხის გადახდაზე? თანხმა რომ ასცდა 10 ათას ლარს, ისინი, ანუ "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლები დაგპირდნენ ამის გადახდას? თემურ ჩხარტიშვილი: „არსებობდა სიტყვიერი თანხმობა. მე ძალიან არ მინდა თქვენ ამით გამიფუჭოთ საქმე, ეს ამბავი ირკვევა და ისევ და ისევ ეს ხალხი დაზარალდება“. თემურ ჩხარტიშვილის თქმით, ამჟამად საქმე არის „გარკვევის პროცესში“ და სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, უფრო ვრცელ კომენტარს ის ვერ გააკეთებს. „თუ ეს ამბავი რკინიგზასთან უახლოეს მომავალში არ მოგვარდა, მე თავად მოგმართავთ, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ - გვითხრა თემურ ჩხარტიშვილმა. თავად თარჯიმნები კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე აპირებენ მოცდას. თუ საკითხი არ მოგვარდა, ამის შემდეგ ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. რამდენიმე მათგანმა კონსულტაცია უკვე გაიარა იურისტებთან. მათი თქმით, ისინი თანხას თემურ ჩხარტიშვილს მოსთხოვენ და სარჩელს სასამართლოშიც მის წინააღმდეგ შეიტანენ. სრული ინფო(netgazeti.ge)