planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54681.jpgევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ლიტვის ელჩი მიესალმება. იონას პასლაუსკასი ტერმინ `ოკუპაციის`გამოყენებას მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს, აიღონ მაგალითი საქართველოსთან მიმართებით სწორი ტერმინოლოგიის დამკვიდრებაში. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54678.jpgევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ლიტვის ელჩი მიესალმება. იონას პასლაუსკასი ტერმინ `ოკუპაციის`გამოყენებას მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს, აიღონ მაგალითი საქართველოსთან მიმართებით სწორი ტერმინოლოგიის დამკვიდრებაში. View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/4056e3060d14313b5cdefb688af28873.jpgრუსეთის ბაზრებში მხოლოდ რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეები ივაჭრებენ . ახალი კანონით, დახლთან მდგარი უცხოელი კანონგარეშედ ცხადდება. რუსეთის ფედერაციამ კანონში შესწორება მიიღო და საცალო ვაჭრობაში მიგრანტების მონაწილეობა აკრძალა. რუსული მედიის ცნობით, რუსულ ბაზრებში უმეტესად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და უზბეკები ვაჭრობენ. რუსული გამოცემის, “მასკოვსკი კამსამოლეცის” კორესპონდენტი ტულის ბაზარში შევიდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ყოველ მეორე დახლთან ახალი აბრაა “გვჭირდება გამყიდველი”. ბაზრებში კავკასიური გარეგნობის გამყიდველს უკვე ნაკლებად შეხვდებით. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/201010181422-300x191.jpgბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის დღეს ევროკავშირის ელჩები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ. დღეს ევროკავშირის ელჩები პროტესტის ნიშნად ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრებიან. ისინი ვილნიუსში გამგზავრებას გეგმავენ, სადაც 20-22 იანვარს წამყვანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობით კონფერენცია იმართება. ფორუმზე ბელარუსიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. 19 იანვარს ევროპარლამენტში ბელორუსიის სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, რომელზეც დეპუტატები ბელორუსი ჩინოვნიკების სანქცირების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ 31 იანვარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, ბელორუსიის ხელისუფლებამ გასული წლის 19 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოპოზიციის მიტინგი დაარბია და ოპოზიციონერი კანდიდატების უმრავლესობა დააპატიმრა, რასაც ევროკავშირის და აშშ-ის მკაცრი პროტესტი მოჰყვა. პირWელი Share View the full article
-
ყიფშიძის #34–ში მდებარე სამსართულიანი კორპუსიდან სატვირთო ავტომანქანებით დევნილების ნივთები გამოაქვთ. შენობაში კოდორის ხეობიდან და აფხაზეთიდან დევნილი 29 ოჯახი ცხოვრობდა. ვაკის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა დევნილები გუშინ საღამოს გააფრთხილეს მოსალოდნელი გამოსახლების თაობაზე. გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან დაიწყო. შენობაში მცხოვრები ერთ–ერთი დევნილი ქეთი გუჯეჯიანი ამბობს, რომ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს მათ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში, მარტვილსა და გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში სთავაზობენ. მისივე თქმით, დევნილები აღნიშნულ რაიონებში წასვლას არ აპირებენ და ისინი საცხოვრებლად კვლავაც თბილისში დარჩებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/tanki_big-300x173.jpgცხინვალი თბილისისგან შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიყენებული დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვს . საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ის ცნობით, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურ თეიმურაზ მამსუროვთან შეხვედრისას განაცხადა. ჩრდილოეთ ოსეთის პირველმა პირმა კოკოითის ოსების გენოციდთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს შედეგების გამოქვეყნებისა და დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დასაცავად მოლაპარაკებების დაწყებისაკენ მოუწოდა. კოკოითიმ მადლიერება გამოხატა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების, ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და რესპუბლიკის ყველა მცხოვრების მისამართით იმ დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, რომელიც მათ ე.წ სამხრეთ ოსეთს აღმოუჩინეს, მათ შორის 2008 წლის მოვლენების დროს “ოსი ერის გენოციდის დამამტკიცებელი დოკუმენტების მოძიებაში.” “საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისთვის მიყენებული ზარალი უზარმაზარია – რამდენიმე მილიონი დოლარი და ჩვენ ამ ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ. გენოციდის ფაქტებიც საკმაოდ შეგროვდა. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და დოკუმენტურად დასტურდება. ჩვენ კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომხდარს ობიექტური შეფასება მისცენ”, – ხაზგასმით აღნიშნა კოკოითიმ. როგორც შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმის ლიდერის მრჩეველმა ჟანა ზასევამ განაცხადა, 2008 წლის 15 აგვისტოს შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები გენოციდის წინააღმდეგ”. მისი თქმით, მტკიცებულებების სახით შეკრებილია უამრავი ფაქტობრივი მასალა, რომლის მოცულობაც 16 ტომია. “ორგანიზაციაში ქართული აგრესიის შედეგად დაზარალებული 4 ათასზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 3 000-ზე მეტი მეტი განაცხადი წარედგინა, თუმცა აქედან 1500-ის წარმოებაში მიღებაზე უარი გვითხრეს. ამჟამად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალისხმევით, 12 განცხადება ევროპულ სასამართლოში რეანიმირებულია”, – განაცხადა ზასევამ. IPN Share View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54672.jpgგორში პაპუაშვილების შვიდკაციანი ოჯახი სიკვდილს გადაურჩა. ისინი მეზობელმა სახლში უგონოდ მყოფი ნახა. ვარაუდობენ, რომ მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვილი ნამწვი გახდა, როდესაც მეზობელი სახლში შევიდა, პაპუაშვილებს წყლის გამათბობელი ჩართული ჰქონდათ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54671.jpgყაჩაღობა მოხდა წუხელ თბილისში. გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი საბურთალოს ქუჩის 32 ნომერში მდებარე ჯიხურს თავს დაესხა და მოლარეს თანხა გამოსძალა. View the full article
-
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 34–დან მხოლოდ 5 ბიბლიოთეკა დარჩება. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს წყალტუბოს გამგებელმა ოთარ ჩიტაიშვილმა მიაწოდა. „ეს 34 ბიბლიოთეკა სოფლებში იყო, სადაც ქუდი რომ შეეგდო ვინმეს, გამოსატანად არ შევიდოდა არავინ. ახლა ჩვენთან მიდის ოპტიმიზაცია, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება: ყოველ 30 ათას მაცხოვრებელზე არის გათვალისწინებული 1 თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა. ამ ლოგიკით წყალტუბოში უნდა იყოს 2 ბიბლიოთეკა, მაგრამ ჩვენ ვცდილოვთ, რომ 5–6 იყოს და თანაც აღვჭურვოთ ისინი თანამედროვე ტეექნიკით, ერთი უკვე აღვჭურვეთ და არის ქალაქ წყალტუბოში შესანიშნავი ბიბლიოეთეკა“ – აცხადებს ოთარ ჩიტაიშვილი. წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 5 ბიბლიოთეკა დაფინანსდება. აქედან ერთი იქნება ქალაქ წყალტუბოში და თითო–თითო სოფლებში – ოფურჩხეთი, დერჩი, მაღლაკი და გეგუთი. წყალტუბოში 34 ბიბლიოთეკის დახურვის თაობაზე დღეს ინფორმაცია პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გაავრცელა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ვაჟა ფშაველას მესამე კვარტლიდან დევნილების გამოსახლების პროცესს ევროკავშირის ორი წარმომადგენელი აკვირდება. სამართალდამცავები,ისევე როგორც ჟურნალისტებს, მათაც არ უშვებენ არც შენობაში და არც მის ეზოში. ისინი შორიდან აკვირდებიან გამოსახლების პროცესს. დამკვირვებლები გასაუბრებას შენობის ეზოდან გამოსულ დევნილებთან ახერხებენ. „ჩვენ ვართ ობიექტური სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები და ჩვენი ანგარიში ჩვენი დაკვირვების შედეგად დაიდება“,–ამბობს დამკვირვებელი ნეტგაზეთთან საუბარში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დევნილების გამოსახლების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ვაჟა ფშაველას მესამე კვარტლის #8ა–ში მდებარე ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობიდან. დევნილები ამბობენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს და ამიტომ ისინი პროტესტს დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე გამოხატავენ. ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აქედან 17 ოჯახი კოდორის ხეობიდანაა, 5 კი – აფხაზეთიდან. ერთ–ერთი დევნილის ნინო გურჩიანის თქმით, ალტერნატიული ფართების შესახებ სამინისტროსგან შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო. „კოდორის ხეობიდან დევნილებს გვეუბნებიან, რომ რახან თბილისთან გვაქვს მიწერა, ძველ დევნილებად ითვლებითო და თქვენი განსახლება 2011 წლის გაზაფხულიდან დაიწყებაო და ამის შემდეგ შემოგვთავაზებენ, ალბათ, ალტერნატიულ ფართებს“ – ამბობს ნინო გურჩიანი. დევნილებს, რომლებმაც ალტერნატიული ფართების შესახებ სამინისტროს შეთავაზება მიიღეს, ახალი საცხოვრებელი ბინები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში, მარტვილის რაიონში და გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ელოდებათ. თუმცა დევნილების უმრავლესობა რეგიონებში გადასვლას არ აპირებს. ისინი აცხადებენ, რომ ისევ თბილისში დარჩებიან და დროებით ნათესავებთან შეაფარებენ თავს. დევნილების გამოსახლება ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობიდან დღეს დილის 6 საათზე დაიწო. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არავის უშვებენ, მათ შორის არც ევროკაშვირის მონიტორებს, რომლებიც პროცესს გარედან აკვირდებიან. მოსალოდნელი იძულებითი გამოსახლების შესახებ ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობაში მცხოვრები დევნილები სამართალდამცავებმა გუშინ საღამოს გააფრთხილეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
იური ლუჟკოვს ძალიან ცოტა შანსი აქვს მიიღოს ავსტრიაში ცხოვრების უფლება. ამის შესახებ წერს ადგილობრივი გაზეთი Die Presse აღნიშნავს რა, რომ ყოფილი მერისთვის თავშესაფრის მიცემა პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს და ვენაში ეშინიათ "დაიწვან იმ ადამიანზე, რომელზეც კრემლის უკმაყოფილება ვრცელდება".თუ გაზეთის პროგნოზი გამართლდება, ეს ლუჟკოვის იმედგაცრუების მეორე შემთხვევა იქნება, რომელსაც ცხოვრების უფლებაზე უარი უთხრა ლატვიამ. რამოდენიმე წლის წინ განიხილებოდა ლუჟკოვის ქვეყანაში არშეშვების საკითხი, ამავე ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/xidasheli4-150x150.jpgდიმიტრი უზნაძის #18-ში მდებარე ყოფილი საუწყებო საერთო საცხოვრებლიდან 9 ოჯახის გამოსახლება დღეს იგეგმება. ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს “რესპუბლიკელმა” დეპუტატმა თინა ხიდაშელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უზნაძის 18-ში მაცხოვრებლებმა ვერ შეძლეს მათი კუთვნილი ფართის დარეგისტრირება. 2008 წელს აღნიშნული ფართის გასხვისება მოხდა, ამის შესახებ ოჯახები გაფრთხილებულები არ იყვნენ და ინფორმაციას არ ფლობენ ახალი მესაკუთრის შესახებ. იხილეთ epn.ge
-
მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში დღეს, სფფ–ის აღმასკომის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგიგით გათვალისიწნებულია შემდეგი საკითხების განხილვა: სფფ–ის პრეზიდენტობის კანდიდატის დამტკიცების შესახებ, 2. სფფ–ის მე–19 საარჩევნო ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, 3. სფფ–ის პრეზიდენტის არჩევნების ფარული კენჭისყრის ბიულეტინის ნიმუშის დამტკიცების შესახებ, 4. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების, დუბლების და ჭაბუკთა ლიგის კალენდრების დამტკიცების შესახებ, 5. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და სხვა საკითხები. იხილეთ epn.ge