Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ამ წუთებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მესამე არხების (პიკ–ი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი) პირდაპირ ეთერში ერთდროულად გადაიცემა ტელეპროექტი "გისმენთ პრეზიდენტი". საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხის გაცემამდე ახლადშექმნილ ტელეარხზე – პირველ საინფორმაციო კავკასიურზე (პიკ–ი) ისაუბრა. „ბევრმა არ იცის, რა დონის არხი შეიქმნა საქართველოში, რადგან ჯერ არ ამოქმედებულა. ეს არის უმაღლესი კლასის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მისი დაფარვა ძალიან დიდია. მას აქვს სრული თავისუფლება და სარედაქციო პოლიტიკა. ეს შექმნის ჟურნალისტებისთვის სხვა, უფრო მაღალ სტანდარტებს. პირველი შეკითხვები სურსათის ფასებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას შეეხებოდა: – მაინტერესებს, სურსათზე ფასები შემცირდება თუ არა და რა როგორია სახელმწიფოს გეგმა? მიხეილ სააკაშვილი: „ეს არის პრობლემები, რაც მეც ყოველდღიურად მტკივა და მაწუხებს. მთავარი დარტყმა და ის, რაც ცუდ ხასიათზე მაღვიძებს, ისაა, რომ რაღაცაზე კიდევ მოიმატა ფასმა. ამაზე ყველანი ერთად ვმუშაობთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ადამიანი სახელმწიფო შემწეობაზე არ იყოს დამოკიდებული. უნდა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, განვითარდეს ტურიზმი. მაგალითად, ბორჯომი. იქ უკვე ჩამოდიან აზერბაიჯანელები. ბორჯომში დიდი სიამოვნებით ივლიან უკრაინელები, თურქები, პოლონელები. იქ არის უკვე კარგი დენმომარაგება, გზები, რომელიც ყველგან მიდის. ჩვენ უნდა შევქმნათ კერძო ბიზნესი. თუ სხვა ქვეყანას შეუძლია იყოს საშუალო, ჩვენს პირობებში და ჩვენი რისკები არ გვაძლევს ამის საშუალებას, ჩვენთვის მთავარია ვიყოთ წარმატებულები ეკონომიკაში“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შეკითხვები ტერიტორიულ მთლიანობას, პენსიებს, პატიმრებს და მედიას შეეხება დღეს საქართველოს მოსახლეობას საშუალება ექნება პირდაპირ… ლინკი მედიანიუსზე
  3. რომის პაპმა, ბენედიქტ XVI-მ მსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით, სოციალური ქსელების და ვირტუალური ურთიერთობების ფენომენზე ისაუბრა. მიმართვა ვატიკანის ოფიციალურ ვებ გვერდზე 24 იანვარს გამოაქვეყნდა. პონტიფიკოსმა სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა. მან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ურთიერთობა ახალი ნაცნობების შეძენის, ცოდნის ურთიერთგაზიარების და კულტურათა შორის დიალოგის საშუალებას იძლევა. იხილეთ tabula.geზე
  4. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მევლუდ ჩავუშოღლუს მიწვევით, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული დღეს, 25 იანვარს სტრასბურგში იმყოფება. შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგებზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტების შეკითხვებზე კავკასიაში თურქეთის როლის შესახებ, მან აღნიშნა, რომ “... ანკარის მიზანი მდგომარეობს კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ზონის შექმნაში“, იტყობინებიან თურქულ წყაროებზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია საშუალებები.აბდულა გიულის ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. საქართველოში პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირმა თოთხმეტი საუკეთესო არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩია და გამოავლინა. გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციებია: - გარდამავალ რეგიონებში დიალოგის ფონდი STIDIT (ნიდერლანდები) - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (საქართველო) - Penal Reform International (დიდი ბრიტანეთი) - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედათა ასოციაცია "დეა"(საქართველო, ზუგდიდი) - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) - დემოკრატიის ინსტიტუტი (საქართველო, ბათუმი) - სარეაბილიტაციო ცენტრი (საქართველო, ბათუმი) - საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) - People in Need (ჩეხეთი) - საზოგადოებრივი ასოციაცია «ბემონი» (საქართველო) - ჰაინრიხ ბიოლის ფონდი (გერმანია) - პარტნიორობა თანაბარი უფლებებისათვის (საქართველო) - ევრიჩაილდი – საქართველოს ფილიალი - სამოქალაქო განათლების განვითარების მრავალეროვანი რესურს-ცენტრი(საქართველო) - ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი «ინტელექტი» (ბათუმი) - რაგბის მხარდამჭერთა ლიგა - ასოციაცია “მრავალეროვანი საქართველოს ქალები” პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გზით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების და კანონის უზენაესობისა დაცვის ხელშეწყობას. მთლიანი საგრანტო მოცულობა, რომელსაც ევროკავშირი ამ ქვეყნებს გადასცემს, 1 120 000 ევროზე მეტს შეადგენს. გამარჯვებული 14 არასამთავრობო ორგანიზაციის ვინაობა დღეს ევროკავშირის ერჩმა ფილიპ დიმიტროვმა სპეციალურ ცერემონიაზე დაასახელა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "ინსტრუმენტი ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის" 1994 წელს შეიქმნა. მისი მიზანია მხარი დაუჭიროს და დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, მთელს მსოფლიოში. პროგრამის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 100 მილიონი ევრო გამოიყოფა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. ხვალ თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ნავთობკომპანიები დაჯილდოვდებიან. ღონისძიება… ლინკი მედიანიუსზე
  7. შუახევის რაიონში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. 77 წლის კარლო ესერიძეს მტაცებელი თავს სოფელ თერნალის გზაზე დაესხა. … ლინკი მედიანიუსზე
  8. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, სოფელ ოტობაიადან სოფელ ორსანტიაში გადავიდნენ, წარსულში ნასამართლევი,… ლინკი მედიანიუსზე
  9. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს დაბადების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიულოცა. … ლინკი მედიანიუსზე
  10. დღეს სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი ბისიაის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ 2010 წლის შედეგები შეაჯამა. მისი… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54723.jpgპრეზიდენტს კითხვებს უსვამენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. "თავისუფალმა დემოკრატებმა" ამ თემას ბრიფინგი მიუძღვნეს. პრეზიდენტთან კითხვები აქვთ "ახალ მემარჯვენეებსაც". View the full article
  12. “Human Rights Watch” საქართველოში გასული წლის მაისის ადგილობრივ და დედაქალაქის მერის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე თავის ყოველწლიურ ანგარიშში… ლინკი მედიანიუსზე
  13. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიაგარემო კვლავ შერეული რჩება –… ლინკი მედიანიუსზე
  14. ამ დროისთვის გმირთა მოედანზე ვეტარანთა მხარდასაჭერ აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან. როგორც ორგანიზაცია „სოლიდარობა 25“–ის თავმჯდომარემ ჯაბა ტყემალაძემ განაცხადა, მათ მალე დევნილებიც შეუერთდებიან. აქციის შემდეგ დევნილები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აპირებენ მისვლას, რათა პრეზიდენტს შეკითხვა ტელეეთერში მაინც დაუსვან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ დღეს დაგეგმილი ტელეპროექტის: „პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს“ ფარგლებში `მემარჯვენეების~ მიერ … ლინკი მედიანიუსზე
  16. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.… ლინკი მედიანიუსზე
  17. მოსკოვში, ”დომოდედოვოს” აეროპორტში გუშინ მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 168 კი დაშავდა. აფეთქება მოსკოვის დროით 16.40 წუთზე მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერების სიმძლავრე 7 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო. საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება, რომ აფეთქება აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს. იხილეთ tabula.geზე
  18. ადამიანების უფლებების დაცვითმა ორგანიზაცია Human Rights Watch(HRW)-მა 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მოხსენება ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს 90 ქვეყანას შეეხო. 668– გვერდიან მოხსენებაში საქართველოს 5 გვერდი დაეთმო Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, ადამიანების უფლებების სფეროში საქართველოში ხარვეზები 2010 წელსაც იყო. ხელისუფლებამ დევნილები გამოასახლა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საერთო საცხოვრებლებიდან. ხშირ შემთხვევაში, დევნილები თავშესაფრისა და ადეკვატური საცხოვრბელი პირობების გარეშე დარჩნენ. მოხსენებაში, ასევე, წერია, რომ 2008 წლის ომიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ეფექტურად ვერ გამოიძია ომის დროს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობისა და ჰუმანიტარული წესების დარღვევის ფაქტები. ასევე, ხელისუფლება აქტივისტებს არ აძლევდა თავისუფლად შეკრების უფლებას. გარდა ამისა, თავს ესხმოდა ჟურნალისტებსა და ოპოზიციურ გაზეთებს. Human Rights Watch-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა დამკვირვებლებმა გარკვეული დარღვევები მაინც აღმოაჩინეს. იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლება მოხსენებაში წერია, რომ საერთო საცხოვრებლებიდან დევნილების გამოსახლება 2010 წლის ივნისში დაიწყო და ხელისუფლებამ ამის შესახებ იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ 5 დღით ადრე გააფრთილა, უმეტეს შემთვევაში კი ისინი ინფორმაციას გამოსახლების შესახებ რამდენიმე საათით ადრე იღებდნენ. ანგარიიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ დევნილთა ნაწილს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი რეგიონებში შესთავაზეს, მაგრამ უმრავლესობამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, შესაბამისი საცხოვრებელი პირობებისა და დასაქმების შანსის უქონლობის გამო. შეკრების თავისუფლება და პოლიცია Human Rights Watch -ის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს. მოხსენების მიხედვით, საპატრულო პოლიციამ 2010 წლის 14 აგვისტოს დააკავა სამი აქტივისტი და მწერალი- შოთა დიღმელაშვილი, ირაკლი კაკაბაძე და ალექსი ჩიღვინაძე. ისინი ბუშის ქუჩისთვის მშვიდობიანი გზებით სახელის გადარქმევას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქტივისტები დააკავა და ისინი წინააღმდეგობის გაწევისთვის 400-400 ლარით დააჯარიმა. მოხსენებაში მოხვდა 2009 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ფაქტიც. მაშინ პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა აქტივისტები– დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია და ჯაბა ჯიშკარიანი. ისინი ხელისუფლების პოლიტიკას პარლამენტის შენობასთან აპროტესტებდნენ. აქტივისტები 500-500 ლარით დააჯარიმეს. Human Rights Watch-ის თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ვიდეომასალა, სადაც აქტივისტთა მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დასტურდებოდა. ანგარიშში, ასევე, საუბარია 2009 წლის 19 აგვისტოს დაკავებული 2 ოპოზიციონერი აქტივისტის შესახებ, რომლებიც ასევე პარლამენტის წინ, დევნილთა მხარდამჭერ აქციაზე, დააკავეს. ორგანიზაციის მოხსენებაში საუბარია იმაზეც, რომ პოლიციამ ჯეროვნად ვერ გამოიძია 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი ფაქტები, რა დროსაც 500-მდე ადამიანი დაშავდა. ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პოლიციის ძალებმა მშვიდობიანი მომიტინგეების დაარბიეს. ასევე, არაეფექტური იყო გამოძიება 2009 წლის 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინცინდენტი. მაშინ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ კი 17-მდე დემონსტრანტი დაშავდა. Human Rights Watch-ის ანგარიშში საუბარია 2006 წელს თბილისის მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ბუნტის შესახებაც, რა დროსაც 7 პატიმარი დაიღუპა. ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებამ ეს ფაქტი სრულყოფილად ვერ გამოიძია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები Human Rights Watch-მა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები "საერთაშორისო სტანდარტების“ შესაბამისად მიიჩნია, თუმცა ისინი საუბრობენ არჩევნების პროცესში არსებულ დარღვევებზე. მაგალითად, როგორებიცაა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ნაციონალური მოძრაობის მიერ, ასევე, არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევების მიჩქმალვა და ა.შ. ომი და ომის დრო მომხდარი ფაქტების გამოძიება HRW-ს მიაჩნია, რომ 2008 წლის ომიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ეფექტურად ვერ გამოიძია ომის დროს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობისა და ჰუმანიტარული წესების დარღვევის ფაქტები. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ ომის დროს ისეთი იარაღი გამოიყენა, რისი გამოყენებაც საერთაშორისო კანონმდებლობით დაუშვებელია. მედიის თავისუფლება HRW-ს მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიის თავისუფლებას საქართველოში. ანგარიშის მიხედვით, ქართულ მედიაში (ბეჭდვური გამოცემების გამოკლებით) ჯერ კიდევ არაჯანსაღი სიტუაციაა. კონკრეტულად კი, გაურკვეველია პროსახელისულფებო ნაციონალური მაუწყებლების – "რუსთავი 2"-სა და "იმედის" მფლობელთა საკითხი. ბიუჯეტიდან დაფინასებული საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ჯერ კიდევ ხელისუფლების გავლენის ქვეშ რჩება. ანგრიშში ნათქვამია, რომ საქართელოს ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა ჟურნალსიტებზე და ხშირად მათ თავს ესხმოდა კიდეც. HRW წერს, რომ შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში დაკითხვაზე დაიბარეს "გაზეთ ბათუმელების" საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი თედო ჯორბენაძე. სოდ–ის თანამშრომლები ჟურნალისტს დაემუქრნენ, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, ისინი მამაკაცებთან ერთად გადაღებულ თითქოს მის შიშველი ფოტოებს გამოაქვეყნებდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა ორგანიზაციის ანგარიშში, ასევე, წერია რეგიონული გაზეთის, „გურია ნიუსის“ კერძო დისრიბუტორების დაშინების ფაქტზე. ადგილობრივი ხელისუფლება დისტრიბუტორებს დაემუქრა, რომ „გურია ნიუსი“ არ გაევრცელებინათ. 2010 წლის 8 თებერვალს პოლიციამ დააკავა "გურია ნიუსის" ფოტოგრაფი ირაკლი დოლიძე, რომელსაც დროებით ჩამოართვეს ფოტოაპარატი და ტელეფონი. HRW ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიერ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებამ ჟურნალისტი მას შემდეგ დააშინა, რაც მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა და ამის გამო ცხინვალშიც კი ჩავიდა. ანგარიიში ასევე მოხვდა 2010 წელს, 25 ივნისს, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტი. ისინი გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟს შუაღამეს იღებდნენ, რა დროსსაც პოლიციამ სცემა, კამერა დროებით წაართვა და გადაღებული მასალა წაუშალა. სისხლის სამართლის სისტემა HRW-ის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სისტემაში მთავარ პრობლემად რჩება გადავსებული ციხეები, რაც თავისთავად სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების შედეგია. მოხსენებაში წერია, რომ უმრავლეს შემთხვევებში სასამართლოს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს. ასევე, ცუდი მდგომარეობაა საქართველოს ციხეების უმეტესობაში, სადაც ჰიგიენის ელემენტარული ნორმები არა არის დაცული. გარდა პრობლემებისა, მოხსენებაში ასევე წერია საქართველოს წინსვლაზე საგარეო ურთიერთობებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განვითარებაზე, ჰილარი კლინტონისა და თომას ჰამერბერგის ვიზიტებზე საქართველოში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54722.jpgრუსეთის არმია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეიარაღებას ზრდის. ცხინვალის რუსულ სამხედრო ბაზაზე ოკუპანტებმა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს ”ტოჩკა-უ”-ს დივიზიონი განათავსეს. View the full article
  20. 30–მდე მედია საშუალების ჟურნალისტს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს გადაცემას „პრეზიდენტი გისმენთ“, თუმცა რამდენ მათგანს ექნება კითხვების დასმის საშუალება, არ არის ცნობილი. რამდენიმე ათასი კითხვა პრეზიდენტისთვის სპეციალურად შექმნილმა ქოლ ცენტრმა უკვე მიიღო. პრეზიდენტის პრეს–სპიკერი, მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ რთულია ზუსტი ციფრის დასახელება, რადგან კითხვების რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. დღეს, საღამოს 6 საათიდან, პრეზიდენტი პირველი საინფორმაციო კავკასიურის (პიკ) სტუდიაში მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებს. კითხვებისთვის დასმისთვის სპეციალური ტელეფონის ნომერია გამოყოფილი, გარდა ამისა, როგორც ეკატერინე კოტრიკაძე, პიკის საინფორმაციოს უფროსი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, შეკითხვებს ინტერნეტითაც იღებენ. მედიასაშუალებების ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიწვია, ნაწილმა კი თავად გამოთქვა სურვილი. სურვილის გამოთქმა საკმარისი არ იყო მიწვევისთვის, რადგან ნეტგაზეთს და გაზეთ ბათუმელებს, სურვილის გამოთქმის მიუხედავად, უარი ეთქვათ. ჟურნალმა ლიბერალმა თანხმობა მიიღო. გადაცემას დაესწრება ჟურნალ ტაბულას ჟურნალისტიც. ადმინისტრაციამ თბილისში მოქმედი ყველა ტელევიზია და ორი რეგიონული მაუწყებელი (25–ე არხი და თრიალეთი) მიიწვია. როგორც მანჯგალაძე ამბობს, მაესტრო, კავკასია, რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი და თბილისში არსებული ყველა ტელევიზია დღევანდელ გადაცემაში ჟურნალისტს გაგზავნის. მიწვეულია, ასევე, ინტერნეტ ტელევიზია – აიტივი. ტელევიზიების გარდა, მიწვეულები არიან რადიო ფორტუნასა და რადიო იმედის ჟურნალისტები, ასევე, კახეთის რეგიონული რადიოკომპანიის, ჰერეთის წარმომადგენელი. „ჩვენ შევეცადეთ, ადგილობრივი მედიები ყოფილიყვნენ“, – ასე პასუხობს მანჯგალაძე კითხვას, არის თუ არა მიწვეული რადიო თავისუფლება. გადაცემაში – „გისმენთ პრეზიდენტი“, ზემოთ ჩამოთვლილი ტელევიზიებისა და რადიოსადგურების გარდა, მიწვეულები არიან გაზეთების – 24 საათი, რეზონანსი, კვირის პალიტრა, ვერსია, ახალი თაობა – ჟურნალისტებიც. არც ერთი ჟურნალისტი არ არის მიწვეული რეგიონული ბეჭდური მედიიდან. ნეტგაზეთთან საუბარში მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ ჟურნალისტები აქტიურობის მიხედვით შეარჩიეს. „სურვილის გამოთქმაც იყო და აქტიურობების მიხედვითაც – ყველაზე ხშირად ვინც ესწრება ჩვენს ღონისძიებებს. ყველასთვის კარი ღია იყო, ერთადერთი შეზღუდვა ის იყო, რომ ყველა მედია საშუალება ვერ დაეტეოდა“, – ამბობს მანჯგალაძე. მედია, რომელიც მიიწვიეს და გადაცემაში მისვლაზე უარი განაცხადა, გაზეთი ალიაა. დღეს ტელეკომპანია პირველ საინფორმაციო კავკასიურში, ჟურნალისტები დავით პაიჭაძე (პირველი არხი) და ეკატერინე კოტრიკაძე (პიკი) გაუძღვებიან გადაცემას – “პრეზიდენტი გისმენთ“. ბოლოს ამ ტიპის გადაცემა 2009 წელს გავიდა ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში. მსგავსი ფორმატის გადაცემა ყოველი წლის ბოლოს გადის ხოლმე რუსულ არხებზე რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. /get_img?NrArticle=4274&NrImage=3 დევნილების აქცია ხვალიდან დევნილების აქცია, თავშესაფრის მოთხოვნით, გერმანიის საელჩოსთან გადაინაცვლებს. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადეს. დევნილები გერმანიის საელჩოსთან ხვალ, ორ საათზე, შეიკრიბებიან, სამ საათზე კი მიტინგი დაიწყება. დღეს კი დევნილები ვეტერანების აქციას შეუერთდებიან, რომელიც 5 საათზე გმირთა მოედანზეა დაგეგმილი. ამის შემდეგ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლებენ. ისინი შეეცდებიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის – პირველის საინფორმაციო კავკასიურის ეთერში დაგეგმილ გადაცემაში „პრეზიდენტი გისმენთ“ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით მაინც დაუკავშირდნენ. დევნილთა აქციები პარლამენტის შენობასთან 28 იანვრიდან განახლდება. /get_img?NrArticle=4274&NrImage=2 დევნილების აქცია პარლამენტთან სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54721.jpgსაქართველოს პრეზიდენტი ხალხის შეკითხვებს უპასუხებს. დღეს საღამოს 6 საათზე მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი კითხვა დაუსვას მიხეილ სააკაშვილს. View the full article
  23. მაქს უტესოვი - დაუფასებელი მოყვარული-რეჟისორი.უტესოვი იღებს ფილმს სამოყვარულო კამერით. ამ დროს რუსი კონოაკადემია ატარებს კონკურსს «რუსეთის საუკეთესო ფილმი», რომლის ფინალშიც 7 ყველაზე ცნობილი კინოფილმი გავიდა. გამარჯვებულის გამოსავლენი ცერემონიის დაწყებამდე ფილმების ფირები (ერთადერთი ეგზემპლარი) ინახება საცავში. მაგრამ ვიქტორ პალიჩი მოისყიდის ედუარდ რიკოვის პრემიის პრემიის ორგანიზატორს, რათა ფირები არალიცენზირებული კოპირებისთვის აიღოს. View the full article
  24. სხვისი ფულის დათვლა უზნეობაა, მაგრამ... ძალზედ მიმზიდველია. ამასთან არც ისე უსაფრთხოა, რაშიც აფხაზური ოპოზიციური "სახალხო პარტიი"-ს ლიდერი იაკუბ ლაკობა თვითონ დარწმუნდა მას შემდეგ, რაც იმ სკანდალურ ისტორიაში გაეხვია, რომელიც 21 იანვრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა დონეზე გარჩევის საგანი გახდა. ლაკობამ იზოლატორიდან გამოსვლისას, სადაც მისჯილი ორი დღე-ღამის ნაცვლად 26 საათი დაჰყო, თვითონვე მიუთითა ერთ-ერთ იმ ვერსიაზე, თუ რატომ დაატყდა პირადად მას მარიონეტული რეჟიმის მთელი რისხვა. ეტყობა "სახალხო"... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის რაიონის წინაგარას დასახლებულ პუნქტთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ გორის მაცხოვრებლები არიან."საქართველოს მოქალაქეების დაკავებისას გაირკვა, რომ მათ სამხრეთ ოსეთის საზღვარი დასახლებულ პუნქტ გუდლეთში ნათესავების მოსანახულებლად გადაკვეთეს. ყოველივე ეს დაკავებულებმა თავად განაცხადეს", _ იუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...