planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54711.jpgპრეზიდენტის დანაპირები შესრულებულია - ფოთის გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, ქალაქში სამუშაოები წელიწადნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. View the full article
-
დღეს ნავთობის ფასმა ბოლო ხუთი სავაჭრო სესიის შემდეგ კვლავ მოიმატა. ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა ,,NYMEX”-ზე ჭთI-ის ნავთობის… ლინკი მედიანიუსზე
-
თბილისის დროებით საცხოვრებლებში მყოფ დევნილებს ფართების დატოვება უწევთ. გამოსახლების პროცესი 20 იანვარს განახლდა. დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დევნილებს უნებართვოდ დაკავებულ ფართებს ატოვებინებენ. ეს შენობები პრივატიზებულია – მათ ჰყავთ მეპატრონეები, რომლებიც კერძო საკუთრების დაცლას ითხოვენ. იხილეთ tabula.geზე
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/CERILI_QARTIAS_001-300x287.jpgრამაზ სამხარძეს მიაჩნია, რომ ვერ იქნება ისეთი ადამიანების გვერდით, რომელიც “მარჯვენა და მარცხენა ჯიბეში ფულს ერთად იდებს” ქარტიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერთა დღევანდელ შეხვედრაზე ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი – გელა მთივლიშვილი, ია მამალაძე და ზვიად ქორიძე აირჩიეს. რამაზ სამხარაძეს დღემდე ეთიკის ქარტიის საბჭოში სარევიზო კომისიის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ხმაურიანი განცხადების გაკეთებისთანავე რამაზ სამხარაძემ დარბაზი დატოვა. მის გამოსვლას ქარტიის საერთო კრებაზე ხმაური მოჰყვა. “ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს პოზიციას დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით”- განაცხადა სამხარაძემ. რადიო “ჰერეთის” ხელმძღვანელმა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელი ახალი წევრია მისთვის მიუღებელი, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი. წყარო: რადიო ჰერეთი Share View the full article
-
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია თითქოს დღეს თბილისში ჩხეიძის #8-დან გამოსახლებისას პოლიციამ დევნილს სცემა. "ეს დეზინფორმაციაა. დევნილთა განსახლების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა,” ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. იხილეთ tabula.geზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/preview.php_-150x150.jpgბილაინმა, პროექტის “ნათელი ფერები ბავშვებს” მეორე ეტაპის შედეგებს გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, აქციის მეორე ეტაპი, რომელიც 9 ნოემბერს გურიაში დაიწყო 9 იანვარს დასრულდა. პროექტში მონაწილეობა ბილაინის ნებისმიერ ახალ აბონენტს შეეძლო, რომელიც ამ პერიოდში ბილაინის მობილურ ტელეფონს ან სასტარტო პაკეტს ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში, გურიაში შეიძენდა. გაყიდული მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტის ღირებულებიდან, 50 თეთრი მცირე საოჯახო სახლს ერიცხებოდა. სულ შეგროვდა 1500 ლარი, და ეს თანხა საოჯახო სახლის რვა აღსაზრდელისათვის, თბილი ტანსაცმლის და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას მოხმარდა. “ბილაინის მიერ ორგანიზებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი, განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურუნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა ბილაინის ნებისმიერ ახალ აბონენტს შეეძლება, ,,ნათელი ფერები ბავშვებს” არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისაკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება” – განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი პიატახინმა. შეგახსენებთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია ” ნათელი ფერები ბავშვებს” თბილისში 6 ივლისს დაიწყო. შეგროვილი თანხით ბილაინმა თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის სამხატვრო ოთახი მოეწყო. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/sagareosaqmeta-150x150.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2011 წლის 21 იანვრიდან, საქართველო ამოღებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ტრაველ.სტატე.გოვ) მოგზაურობის თვალსაზრისით, მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან (თრაველ ჭარნინგ). საგარეო უწყების ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების კუთხით მიღწეულ პროგრესს. იხილეთ epn.ge
-
ერთი თვის წინ, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ არაბული სამყაროს არასტაბილურ და არაპოპულარულ მთავრობებს შორის, სწორედ ტუნისი იქცეოდა სახალხო აჯანყების მორიგ ეპიცენტრად. პოლიტიკური ვნებათაღელვა ქვეყანაში უკანასკნელად 1987 წელს იყო. მაშინ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალიმ, ტუნისის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი ხნიერი წინამორბედი ჰაბიბ ბურგუიბა ე.წ. კოსმეტიკური გადატრიალების შედეგად ჩაანაცვლა. იხილეთ tabula.geზე
-
შეადარეთ ორი მათემატიკოსი. ვიდეოები სრულიადშია.ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა ხო? View ucnauri.com
-
ფილმის გმირა ახალგაზრდა ქალია ..მას არ ახსოვს თავსი წარსული , ცხოვრობს მხოლოდ აწმყოთი . მან არ ცის რო უკვდავია , მისი ზალა დასისწრაფე ბევრად მეტია ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავის , არ იცის რომ მასში ძველი ბოროტებაა და მხოლოდ მას შეუძლია გაანადგუროს უფრო მეტი ბოროტება მოსული წყვდიადიდან View the full article
-
სასაცილო ავტომობილების ნაკრები ჯაბა გიორგი ცეცხლაძეს მოსწონსBatumi Projects View ucnauri.com
-
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია შემდეგ კვირაში სამუშაო ვიზიტით ბაქოს ეწვევა. გიული ალასანიას ვიზიტი 1-4 თებერვალსაა დაგეგმილი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის და ,,კავკასიის მეგობრობის სახლის” ხელმძღვანელის, გიული ალასანიას ბაქოში ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, განათლების სფეროს განვითარების შესახებ თანამშორმლობაა. ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია შეხვედრები განათლების, კულტურის და ტურიზმის მინისტრებთან, დიასპორის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარესთან, აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე-სპიკერ, ბახარ მურადოვთან, Aზერცელლ-ის პრეზიდენტ, ალი აგანომტან და სახალხო დამცველ, ელმირა სულეიმანოვასთან. იხილეთ epn.ge
-
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 14 მილიონამდე ლარი პირველი საინფორმაციო კავკასიურისთვის (პიკ) საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა: თანხები უკვე გახარჯულია, არხი კი ახალი ფინანსების მოლოდინშია, სავაურაუდოდ, ისევ სარეზერვო ფონდებიდან. ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის (რომლის მესამე არხია პირველი საინფორმაციო კავკასიური) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მაუწყებელს არ აქვს შესაძლებლობა, არხს თანხა დამატებით გამოუყოს “ჩვენ მთავრობიდან არხის (პირველი საინფორმაციო კავკასიური) ოპერირებისთვის დაახლოებით 14 მილიონ ლარამდე ჩაგვერიცხა, რომელიც მათ გადავურიცხეთ. დღესდღეობით მაუწყებელში პიკისთვის არანაირი თანხა არ არის”, – ამბობს გახელაძე. 2010 წელს პიკისთვის სარეზერვო ფონდებიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარი გამოიყო, 2011 წელს –დამატებით კიდევ 7 მილიონი ლარი. არხის გენერალური დირექტორი, რობერტ პარსონი დღეს ევროპის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ არხისთვის გამოყოფილი თანხა ახალ შენობას, მის მოწყობას, ტექნიკურ აღჭურვას და ტრეინინგებს მოხმარდა. პირველი საინფორმაციო კავკასიური ტელეკომპანია მზის შენობის ნახევარს იკავებს. არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ინგა ნიკაგოსიანი ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში პიკის თანამშრომლები ვერ დაეტეოდნენ. ამიტომ მზის შენობა არჩიეს. თანხა, რომელიც სარეზერვო ფონდებიდან არხისთვის იყო გამოყოფილი, უკვე დახარჯულია. ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვინ და რა თანხას გამოუყოფს არხს 2011 წელს არსებობისთვის და მაუწყებლობისთვის. “ახალი ბიუჯეტი ჯერ არ ვიცით, დიახ, ეს თანხა (14 მილიონამდე ლარი) უკვე დახარჯულია”,–ამბობს ნიკაგოსიანი. პიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს საკითხი “უახლოეს მომავალში გაირკვევა”, ნიკაგოსიანის თქმით, თანხები, სავარაუდოდ, ისევ მთავრობის მიერ იქნება გამოყოფილი. მთავრობის პრეს–სპიკერი ნიკო მჭედლიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არხისთვის თანხის დამატებით გამოყოფაზე მან ჯერ არაფერი იცის. სანამ არხის ახალი ბიუჯეტი ცნობილი გახდება, მანამდე – 25 იანვარს არხი პირველად გავა ეთერში. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიკის პირველი სტუმარი იქნება. პირველი საინფორმაციო კავკასიურის ეთერში პრეზიდენტი მაყურებლის კითხვებს უპასუხებს. 16 გადაცემა და დღის მანძილზე 4 საინფორმაციო გამოშვება – ეს არის პიკის ფორმატი. არხისთვის დოკუმენტური ფილმები მომზადდება. დღეს პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ არხთან ითანამშრომლებენ გიორგი ოვაშვილი (რეჟისორი ფილმისა “გაღმა ნაპირი” და ზაზა რუსაძე (რეჟისორი ფილმისა „ნაკეცები და ბზარები“). არხზე ერთ–ერთი გადაცემის წამყვანი იქნება ნოდარ ლადარია. სიტყვები – ობიექტური, დაბალანსებული და მიუკერძოებელი, არხის ხელმძღვანელობის მხრიდან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყველაზე ხშირად ისმოდა. არხის გენერალურმა დირექტორმა, რობერტ პარსონსმა იმ ადამიანების მიმართა, ვისაც ახალი არხის ობიექტურობის წინასწარ არ სჯერა. მან თქვა: ჯერ გვიყურეთ და შემდეგ ისაუბრეთო. სანამ არხის ნახვის შესაძლებლობა გვექნება, მანამდე პარსონსი პირობას დებს, რომ პიკი ობიექტური და დაბალანსებული მედია იქნება. ის ამბობს, რომ მას არასოდეს უმუშავია პროპაგანდისტულ არხზე და არც არასოდეს იმუშავებს. “ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს არხს უყურონ ყველგან, სადაც რუსულ ენაზე საუბრობენ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი უპირველესი მიზანია ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონები. ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც ეს ხალხი საქართველოზე ფლობს, სამწუხაროდ, რუსული ტელეარხებიდან მოდის. თუმცაღა, არ გვეგონია, რომ ჩვენი არხი რუსეთით უნდა იყოს ობსესირებული”, – განაცხადა რობერტ პარსონსმა. პირველი საინფორმაციო კავკასიური ხვალიდან დაიწყებს სატელიტზე მაუწყებლობას და დაფარავს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას, უკრაინას, ბელორუსიას, აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს, თურქეთს, ირანსა და საქართველოს. არხს ინტერნეტ პორტალიც აქვს. PIK.TV.RU ხვალ მიხეილ სააკაშვილის მისამართით დასმულ კითხვებს მიიღებს მოქალაქეებისაგან. ზოგადად კი, ეს გვერდი მხოლოდ ეთერში გასულ მასალას არ შესთავაზებს მომხმარებელს. პიკის ვებსაიტს აქვს სპეციალური გვერდი – სამოქალაქო ჟურნალისტიკა. მისი საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, არხს საინტერესო ფოტო, ვიდეომასალა მიაწოდონ. სანამ პირველი საინფორმაციო კავკასიური გამოჩნდებოდა, მანამდე არსებობდა ტელეკომპანია პირველი კავკასიური. პირველი კავკასიური ეთერში დაახლოებით ერთი წლის წინათ გავიდა. თუმცა თანამგზავრზე არხი მხოლოდ ორი კვირის მანძილზე გადიოდა. ფრანგულმა კომპანია “ეუტელსატმა” არხს მაუწყებლობაზე უარი უთხრა. “პოლიტიკური ცენზურის საშიში პრეცედენტი”, – ასე აფასებდა გასულ წელს ფრანგული კომპანიის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველი კავკასიურის თანამგზავრზე გასვლისთვის ფრანგულ კომპანიას წინასწარ დაახლოებით 300 ათასი ევრო გადაუხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ქართულმა მხარემ მიმართა, არც არხის მაუწყებლობა აღდგა და არც 300 ათასი ევრო დაუბრუნდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. 2010 წლის 15 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კომპანია ქეი–1–ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ქეი–1 ის კომპანიაა, რომელიც დღეს მართავს პირველ საინფორმაციო კავკასიურს (პირველი კავკასიურის მემკვიდრეს) და არხისთვის გამოყოფილ ფინანსებს. ქეი –1–ის დამფუძნებლები არხის გენერალური დირექტორი რობერტ პარსონსი და არხის საინფორმაციოს ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე არიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54702.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს გელა ტუფურია... View the full article
-
მოსკოვის „დომოდედოვის“ აეროპორტში დღეს, რამდენიმე საათის წინ, მომხდარი აფეთქების დროს 31 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა.– წერს საინფორმაციო სააგენტო რია–ნოვოსტი. სააგენტოს ინფორმაციით, 130 დაშავებული ადამიანიდან 10 –ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროის მონაცემებით კი, მხოლოდ 23 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური მომხდარს, როგორც ტერორისტულ აქტს აფასებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ჟურნალი Playboy Espana - Invierno 2010-2011 View the full article