Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გავიხსენოთ, როგორი იყო 2010 წელი მსოფლიოსთვის, დადებითი და უარყოფითი მხარეებით. სიები შედგენილია ჩემს მიერ, ამიტომ შეიძლება რამე გამომრჩა.2010 წლის მასშტაბური მოვლენები 12-28 თებერვალი – ზამთრის ოლიმპიური თამაშები. 11 ივნისი-11 ივლისი – FIFA-ს 2010 წლის მსოფლიო თასის გათამაშება სამხრეთ აფრიკაში. გამარჯვებული გახდა ესპანეთი. 21 დეკემბერი – მთვარის სრული დაბნელება ზამთრის ... View ucnauri.com
  2. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/mihka.pngსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა სატელევიზიო პროექტში, რომელიც „პირველ საინფორმაციო კავკასიურ“ არხზე მომზადდა. ჟურნალისტები ეკატერინე კოტრიკაძე და ვახო სანაია უძღვებოდნენ პროექტს, რომელსაც პირდაპირ ეთერში, რუსთავი2 და საზოგადოებრივი მაუწყებელიც გადასცემდა. ტელეხიდი მოსახლეობასთან, პირდაპირი ჩართვები რეგიონებიდან და დედაქალაქიდან – პროექტში მთელი საქართველო მონაწილეობდა. პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებს, ჟურნალისტებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს. შეკითხვის გაგზავნა შესაძლებელი იყო ელექტრონულ მისამართზე president@gpb.ge. მუშაობდა საინფორმაციო ცენტრიც. მოქალაქეებს დარეკვა და საკუთარი შეკითხვის დაფიქსირება შეეძლოთ ტელეფონის ნომერზე 402 – 402. „ჩემი მთავარი ინტერესი არის არა ის, თუ სად ვიქნები მე 2013 წელს, არამედ ის, სად იქნება ჩემი ქვეყანა. ყველას მოვუწოდებ, თავისი ქვეყანა დააყენოს საკუთარ თავზე მაღლა. მე ყოველთვის დავაყენებ ჩემს ქვეყანას საკუთარ თავზე მაღლა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი ტელეხიდისას. Share View the full article
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/misha1-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცახდებით, საავადმყოფოები იმისთვის შენდება, რომ ის ხალხით გაივსოს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას ჯანდაცვის ისეთი სისტემა, რომ პაციენტები სამკურნალოდ სხვა ქვეყნებში არ მიდიოდნენ. “მთავარი ინვესტიციები დღეს საქართველოში ხორციელდება ჰოსპიტალურ სექტორში, რომელშიც იდება 2 მილიარდი ლარი. ეს არის კერძო ინვესტიციები და ისე უნდა გადავფაროთ, რომ ეს კერძო საავადმყოფოები რომ შენდება, ხალხით გაივსოს. მათ უნდა ჰქონდეთ ხარისხიანი ჯანდაცვა”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/MIsA-150x150.pngჩემი გული აფხაზეთშია და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს გული დავიბრუნო”,- ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროექტ ”პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ომი ჯერ არ დასრულებულა და იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა განვითარდება საქართველო ომს მოიგებს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. “ჩვენ დემოკრატიას იარღმობჯენილზე ვაშენებთ. ჩვნ გვჭირდება მოთმინება, სტაბილურობა, მუდმივი განვითარება და განათლება რომ იქ მივიდეთ სადაც ვოცნებობოთ”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/ap.analysis.saakashvili_web-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ურჩ ჩრდილოკავკასიელებს, ტარაკნებივით გაჭ####ტვას უპირებდა. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, 2008 წელს პუტინთან შეხვედრისას მიიღეს გაფრთხილება, რომ კოსოვოს შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალშიც რაღაც მოხდებოდა. “2004 წელს ჩეჩნეთის საკითხში გარდატეხას მიაღწია პუტინმა, რაშიც მე დავეხმარე. ამას შევარდნაძე არ აკეთებდა არასოდეს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ დიდი შეცდომა მომივიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალადობა და არეულობა საქართველოს არ აწყობს და ლოგიკურად ვიმოქმედე”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
  6. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/MISIKO.pngსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” ეთერში ერთიანი კავკასიის იდეაზე ისაუბრა პრეზიდენტის თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემდეგ საქართველოში რამდენიმე ათასი ადამიანი შემოვიდა, თუმცა ერთი ინციდენტიც არ ყოფილა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ხშირად მეკითხებიან ჩემი დასავლელი მეგობრები, რად გინდათ ჩრდილო კავკასიასთან დაახლოება, რაიმე საფრთხე არ იყოს. ვეკითხები, ჩემო ძვირფასებო, 50 ათას შეიარაღებულ ჩეჩენს რომ გამოგვიგზავნის ჩვენი მეგობარი ვლადიმერი, თქვენი ჯარისკაცები ჩამოვლენ და დაგვიცავენ მათგან? ჩვენ ახლა უნდა ვიმუშავოთ, რომ ეს არ მოხდეს. ამიტომ გაღიზიანდა რუსეთი, იმიტომ, რომ მთელი მათი პროპაგანდა იმსხვრევა”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისივე თქმით, ერთიანი კავკასიის იდეის განხორციელებისათვის საინფორმაციო საშუალებები მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის განცხადებით, “პირველი საინფორმაციო კავკასიური” პროპაგანდისტული ტელევიზია არ არის, მაგრამ ამ პროცესში ობიექტური რეალობის ასახვა სასარგებლოა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ერთი-ორი არხია ისეთი, რომ ხანდახან მგონია, რომ მარსიდან გადმოცემენ, მაგრამ მაინც საქართველოა რა. უბრალოდ რეალობის ასახვაც კი სასარგებლოა. ძალიან კარგი იდეაა, ერთიანი კავკასიის იდეა, მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ საზღვრების მოშლას”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> IPN Share View the full article
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saakashvilimisha-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პუტინის მასშტაბის დამპყრობელი შაჰ აბასის შემდეგ არ ჰყოლია. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს შაჰ აბასის შემდეგ ისეთი დიდი გამოწვევა არ ჰქონია, როგორიც რუსეთის მხრიდან აქვს. “შაჰ აბასმა გადაასახლა თითქმის მთელი კახეთი და პუტინი აკანონებს ჩვენი 500 ათასი ადამიანის გამოყრას. ამ მასშტაბის დამპყრობელი საქართველოს შაჰ აბასის შემდეგ არ ჰყოლია”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
  8. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/misha1.pngპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოპოზიციის დასუსტებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ეს მდგომარეობა დადებითად აისახება .<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ორი-სამი წლის წინ ჩვენ გვყავდა ძალიან ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ ეს იყო ოპოზიცია, რომელიც, ძირითადად, ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით იყო დაკავებული. ამის გათვალისწინებით, მე მირჩევნია დღევანდელი სიტუაცია – როცა ოპოზიცია დასუსტდა”, – განაცხადა სააკაშვილმა დღეს, ტელეხიდისას – “ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი”.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისი თქმით, დღეს არის უკეთესი სიტუაცია, ვიდრე 2007-2008 წლებში და 2009 წლის ერთ პერიოდში იყო.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პრეზიდენტმა 2008 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების სიტუაცია გაიხსენა და მის კონკურენტ ლევან გაჩეჩილაძეზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, დარჩებოდა მეორე ტურში, მისი ჩატარების შემთხვევაში.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“მეორე ტურში რჩებოდა ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ პროგრამა არ აქვს, მისი ერთადერთი პროგრამაა, რომ ვიცხოვროთ ჯიგრულად, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტის პოსტს გააუქმებს; სხვა კანდიდატი იყო ღია სახელმწიფო გადამტრიალებელი, რომელიც გეგმებს აწყობდა ვისთვის რამდენი ესროლა და რამდენი დაეხოცა და ამაში ფულს იხდიდა. პრაქტიკულად, ყველა კანდიდატი პატიმრებს ციხიდან გაშვებას ჰპირდებოდა, რაც წარმოუდგენლად კოშმარულ სიტუაცის ქმნიდა”, – აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ სიტუაციას ნამდვილად ურჩევნია დღევანდელი, როცა ხალხისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ოპოზიციის რეალური სახე.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისი თქმით, ისინი ვერ უძლებდნენ მთავარ ტესტს – კორუფციისადმი და “კანონიერი ქურდებისადმი” დამოკიდებულებას და “რუსეთს დაუწვებოდნენ თუ არ დაუწვებოდნენ”.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />თუმცა, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, ახლებიც გაჩნდებიან, რასაც მიესალმება. “მე მინდა სიტუაცია, როცა იქნება ოპოზიცია ისეთი, რომელიც იქნება ძლიერი და რომლის მიერ ხელისუფლების ჩანაცვლება, ქვეყნისთვის კატასტროფა არ იქნება”, – განაცხადა მან.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც არის პასუხისმგებელი, ლაპარაკობს იმ თემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს და თავის ქვეყანას თავის დონეზე მაინც აყენებს, მისი გამარჯვება არანაირ ტრაგედიას აღარ წარმოადგენს Share View the full article
  9. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ თანამდებობა შეინარჩუნა - ის 2015 წლამდე უხელმძღვანელებს სფფ-ს.22 იანვარს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გამართულ არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო და ყველამ მხარი დაუჭირა. ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან არჩევნებში 30 მონაწილეობდა. იხილეთ tabula.geზე
  10. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/saak.pngსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გულისფანცქალით ელოდება პერიოდს, როდესაც რუსეთს მტერს აღარ უწოდებს .<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს სატელევიზო პროექტში “ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი” განაცხადა. “ის, ვინც შემოჭრილია შენს სახლში, სახლიდან გაყრილი ჰყავს შენი მოქალაქეები, გიკლავს, ამას ადამიანურ და სამართლებრივ ენაზე მტერი და მოწინააღმდეგე ჰქვია”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის ამ ტერმინს აღარ გამოიყენებს რუსეთის მიმართ, როდესაც საქართველო გათავისუფლდება, რაც სააკაშვილის შეფასებით, გარდაუვალია პროცესია.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />სააკაშვილს ტერმინ “ოკუპაციის” დამკვიდრება ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიაჩნია, რასაც რუსეთი ყველანაირი შანტაჟით ეწინააღმდეგებოდა. ოკუპაცია კი, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ყოველთვის დეოკუპაციით მთავრდება. IPN Share View the full article
  11. http://img.metro.co.uk/i/pix/2011/01/11/article-1294784632209-0CB5EEA6000005DC-637489_636x300.jpg კენი დალგლიში 1985–1991 წლებში ლივერპულის მენეჯერი გახლდათ და ამ პერიოდში მან არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა… მეფე კენიმ ლივერპულის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი მოიყვანა გუნდში. მათი ჩამონათვალიც კი უბრალოდ შთამბეჭდავია: იან რაში 1998 წლის აგვისტოში 2,800,000 ფუნტად კენიმ იუვენტუსისგან შეიძინა. ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა კენი საფეხბურთო კარიერას აგრძელებდა და მეფეს და ლეგენდარულ თავდამსხმელს არაერთხელ აქვთ ერთად ნათამაშები. იან რაში სპეციალური გამოკითხვაში, რომლის შედეგადაც ლივერპულის ისტორიაში 100 საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა, 3 ადგილზე გავიდა თავად კენი დალგლიშის და სტივენ ჯერარდის შემდეგ. ლეგენდარულ ფეხბურთელთა სიაში მეხუთე ადგილზე ასევე კენის მიერ შეძენილი ჯონ ბარნსია. პიტერ ბარდსლი, რომელიც კენიმ 1,900.000 მილიონ ფუნტად გადმოიბირა ნიუკასლიდან, საუკეთესოთა ასეულში 19-ე ადგილზეა. დალგლიშმა ასევე გუნდში მოიყვანა ჯონ ალდრიჯი (26-ე ადგილი), ჯეიმი რედკნაპი (40-ე ადგილი), სტივ მაკმაჰონი (42), სტივ მაკმანამანი (22), ალან ჰანსენი (12) და მარკ ლოურენსონი (35)… ლივერპულის გარდა დალგლიშმა ნიუკასლსა და ბლექბერნშიც არაერთი ტრანსფერი “გაჩარხა”. მისი მთავარი მიღწევა ამ მხრივ ალან შირერის იმ დროისთვის რეკორდული ტრანსფერი იყო – კენიმ შირერი საუთჰემტონიდან 3,5 მილიონ ფუნტად შეიძინა ბლექბერნისთვის. მოგვიანებით შირერი ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად იქცა. ნიუკასლის უდიდესი ლეგენდაც სწორედ კენიმ “წაიყვანა” ბლექბერნიდან შავ-თეთრებში გადასვლისას. როგორც ხედავთ კენი საკმაოდ კარგად ერკვევა სატრანსფერო საკითხებში და მისი “რჩეულების” უმრავლესობა უდიდეს წარმატებას აღწევს კლუბში. შეიძენს თუ არა დალგლიში იანვრის ბოლომდე ვინმეს და შემდეგ გაამართლებს თუ არა ის ფეხბურთელ(ებ)ი, ამას ერთად ვნახავთ… http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/jan2011/5/8/kenny-dalglish-485973623.jpg View the full article
  12. http://www.topnews.in/files/Van-Bommel_DW_Sport_163373g.jpg ლივერპულს იმედი ჰქონდა რომ ის შეძლებდა ჰოლანდიელი მარკ ვან ბომელის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ – ის უკვე ოფიციალურად მილანელია. ძალიან ბევრი იწერებოდა პრესაში მარკთან დაკავშირებით, რომ 33 წლის ფეხბურთელი ლივერპულში ჩაირიცხებოდა, რადგან მისი ყიდვა ლივერპულს სტივენ ჯერარდის თამაშის შესავსებად სურდა. ლივერპული რომ ნამდვილად იყო დაინტერესებული, ამას ბომელის აგენტიც ადასტურებს. “მე მთელი სულით და გულით ვთამაშობდი ბაიერნში, ბაიერნი ბევრს ნიშნავს ჩემთვის” – განაცხადა ბომელმა გერმანიიდან წასვლის წინ – “მე გერმანიაში ოთხწელიწადნახევარი ვითამაშე და მადლიერი ვარ როგორც თანაგუნდელების, ასევე ფანების. ისინი ძალიან ბევრს ნიშნავენ ჩემთვის”. ვან ბომელი ბაიერნს შეუერთდა 2006 წელს, ის ბარსელონადან გადაბარგდა გერმანიაში და 122 მატჩი ჩაატარა მიუნხენურ გიგანტში. View the full article
  13. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/EMISA.png“მარადიული ცეცხლის ადგილას საცვლების გამოფენა და ძველი დროშების მიფარება ჯარისკაცებისთვის, მიუღებელია. ეს ჯარისკაცები 6 დღე ასეთ დაცინვას იტანდნენ. მთავარ ეროვნულ სიმბოლოზე მოშარდვა დემოკრატია არ არის“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა. „რაც შეეხება ვეტერანებს, ყველას აქვს უფლება გამოთქვას პროტესტი, მაგრამ სამშობლოს დაცვისთვის აღარ უნდა ითხოვდე რამეს. ყველა უნდა ისწრაფოდეს იმისთვის, რომ დაიცვას ის. თუმცა, სახელმწიფოს დახმარებაც უნდა არსებობდეს რასაკვირველია, და არსებობს კიდეც“ პრეზიდენტი ვეტერანების აქციის თემას მას შემდეგ შეეხო, რაც ჟურნალისტებმა დევნილების გამოსახლებაზე დაუსვეს შეკითხვები. „სანამ ერთი დევნილი მაინც იქნება საქართველოში, სრულფასოვან ქვეყნად არ ჩაითვლება საქართველო. მე ამის გმაო, ყოველ დილით ძალიან გაბრაზებული ვიღვიძებ. არცერთ ადამიანთან არ მაქვს ისეთი სოლიდარობის შეგრძნება, როგორც მათთან. მე კამერების გარეშეც მიტირია ამ თემაზე და ბევრი უძილო ღამე გამიტარებია. როგორც ებრაელები ამბობდნენ, მომავალ წელს იერუსალიმშიო, ასევე ყველამ უნდა თქვას ჩვენთან–მომავალ წელს სოხუმში. და ეს უნდა გაგრძლედეს მანამ, სანამ არ დავბუნდებით“ –ასე დაიწყო პრეზიდენტმა დევნილების გამოსახლების თაობაზე საუბარი– „თბილისის ცენტრში, რომელიმე დაწესებულებაში ხალხს მომავალი არ აქვს, ეს გამაოსავალი არ არის,და თუ ვინმეს ასე ჰგონია, თავს იტყუებს. ჩვენ ვაშენებთ ბევრ სახლს სხვადასხვა რეგიონში. ბათუმშიც მთელი რაიონი შენდება, სადაც სამუშაო ადგილებიც იქნება, რადგან იგივე ბათუმში გვაქვს კადრების ნაკელბობათსან პრობლემები. ყველა ასეთ ადგილებში დასახლებას მოყვება სამუშაო ადგილების შექმნაც”. პრეზიდენტმა ეს განხცხადებები გააკეთა სატელევიზიო პროექტში “ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი”, რომელიც ამჟამად გადაიცემა რუსთავი 2 –ის და პიკის ეთერში. ნეტგაზეთი p right;">Share View the full article
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/MIsA.pngპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მალე საქართველოს მოქალაქეები სამკურნალოდ საზღვარგარეთ აღარ წავლენ და ადგილობრივი საავადმყოფოები ხალხით გაივსება .<br style="padding: 0px; margin: 0px;" />როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი არ ჩავარდნილა. მისი თქმით, უახლოეს წლებში საქართველოში 146 საავადმყოფო აშენდება.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პრეზიდენტი კმაყოფილია ჯანდაცვის სფეროში მოსული ახალი გუნდით, რომელთაც “ბევრი რამ ახლებურად დაინახეს”. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 2 მილიონ ლარზე მეტი იდება ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაში, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა აღარ უნდა დასჭირდეთ. “იმიტომ კეთდება საავადმყოფოები, რომ ხალხით გაივსოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. IPN Share View the full article
  15. http://cdn.wn.com/pd/d1/4a/7c6c3516a7d4071de0951227bc4c_grande.jpg http://cdn.wn.com/pd/d1/4a/7c6c3516a7d4071de0951227bc4c_grande.jpg ლუკას ლეივა ბრაზილიის ნაკრებში საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახეს… ლივერპულის ნახევარმცველი მოხვდა “მენეზესის” 23 კაციან განაცხადში. ბრაზილიელები 9 თებერვალს პარიზში ჩავლენ ფრანგებთან ამხანაგური მატჩის გასამართად. View the full article
  16. ამ სურათს ინტერნეტში წავაწყდი და მინდოდა თქვენც გენახათ. View ucnauri.com
  17. თქვა რუქამ:ხეზე ორი კაცი იჯდა. ასე უბნობდნენ:– ეჰ, რა დრო იყო (1)– მაგარი, მაგარი... ბიჭვინთა, გაგრა... უჰ... უჰ...– დასასვენებელი კი არა, გასასვენებელი სახლიც წაგვართვეს მწერლებს... იხილეთ tabula.geზე
  18. http://image.geotorrents.com/images/3nlsg9rq1yk7ez6xse.jpg ლივერპულის ლეგენდა ჯონ ალდრიჯის თქმით ის ძალიან მალე გახდება ლივერპულის ნახევარდაცვის ბურჯი. პორტუგალიელი აშკარაა რომ უდიდესი ტალანტის მქონეა, მან პირველი გოლი გაუტანა ევერტონს მიუხედავად ამისა ლივერპულმა დერბში ფრე ითამაშა ანგარიშით 2:2. რაულმა პროგრესირება განაგრძო და ვულვზთან ერთ საგოლე გადაცემა და ერთიც გოლი გაიტანა, გოლი კი რაღაც უნიკალური. ასევე ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ალდრიჯის თქმით 27 წლის პორტუგალიელი ყველა იმ მონაცემით არის დაჯილდოვებული რაც ლივერპულს და კენი დაგლიშს ესაჭიროება. “პორტუგალიელი მატჩიდან მატჩამდა უკეთესად გამოიყურება, ეს მან ვულვზთანაც დაამტკიცა”. “მისი როლი გადამწყვეტი იყო ვულვზთან, ის იყო სტადიონზე ყველასგან აშკარად გამორჩეული ძალიან კმაყოფილი დავრჩი მისი თამაშით”. “მან კარგად შეძლო პრემიერლიგაში ადაპტირება, მისი ლუკასის და პოულსენის ნახვა ძალიან კარგი სანახავი იყო, ისინი ადვილად უგებდნენ ერთმანეთს ეს ყველაზე მთავარია”. “მეირელეშის ოსტატობების ნახვა ძალიან სასიამოვნოა, ის ძალიან მაგონებს ლივერპულის ტიპიურ მოთამაშეებს ის ლივერპულის სტილის მოტამაშეა”. “მისი სათამაშო ფორმა არია მისაბაძი სხვა ფეხრბუთელებისთვის, კენის მის თამაშზეც ადეკვატური რეაქცია ექნება”. “მიხარია რომ მეირელეში სტივის სტილის მოთამაშეა, მას შეუძლია ითამაშოს ფორვარდის უკან ანუ წინ, მას ასევე შეუძლია სიღრმეში თამაში”. “მან დაარტყა ევერტონთან ძალიან ეფექტურთან, და მან ეს არ იკმარა და ვულვზთან აშკარად გააუმჯობესა დარტყმა, ეს იყო არამედ მატჩის საუკეთესო არამედ საქმე გვაქვს სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გოლთან”. “ის ასევე ტორესს დაეხმარა გოლის გატანაში”. View the full article
  19. ალბათ გახსოვთ ბუუ, პატარა ძაღლი, მე რომ ძალიან მიყვარს და უკვე ფეისბუქის ვარსკვლავი როა : ) მაგრამ თქვენ კიდევ უნდა მოგიყვეთ ერთი ცხოველის შესახებ.მართალია შესახედაობით ბუზე საყვარელი არაა, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ. ეს არსებაც ძალიან მესაყვარლა რატომღაც. საუბარია ელამ ოპოსუმზე, რომელიც ეს ბოლო ხანებია გერმანელ ვარსკვლავად გადაიქცა და მედიის ... View ucnauri.com
  20. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54727.jpgპირველი საინფორმაციო კავკასიური არხის ეთერში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. ტელეხიდს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები უძღვებიან. View the full article
  21. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში აჭარის მცხოვრებთა შეკითხვებს უპასუხა. კითხვები მაღალთმიანი აჭარაში ტურიზმის განვითარებას შეეხებოდა. აჭარის… ლინკი მედიანიუსზე
  22. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველო– თურქეთის მოლაპარაკებებზე თურქეთში ქართული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით. „სიტუაცია არის ასეთი–თურქეთის მხარე ამბობს, რომ აღადგინეთ, კი ბატონო, მაგრამ ჩვენც გვქონდა საქართველოში მეჩეთი, რომელიც კომუნისტების დროს დაინგრა ბათუმში. არ არის აუცილებელი იმავე ადგილას აღდგეს, რადგან იქ უკვე სხვა რაღაც არის, ნუ იქნება მოქმედი მეჩეთი, იყოს კულტურული ცენტრი. თუმცა ამაზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ეს თემა რომ წამოიჭრა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მტერს არ სძინავს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობას აქვს განსაკუთრებული როლი. თუმცა ეს ხალხი არის საქართველოს განსაკუთრებული ნაწილი. ვინც ამბობს, რომ არ უნდა აშენდეს, ცდება. რამდენჯერ უნდა დავუბრუნდეთ ამ თემას. ჩვენ ამით პირდპირ ვეუბნებით ხულოელ და მარნეულელ მუსლიმებს, რომ არაა საქართველოში შენი ადგილი. ადვილია სპეკულირება ამ თემით. ამით ეს ხალხი მტერს მთავარ კოზირს აძლევს. საქართველოში დღეს მოქმედებს 200–ზე მეტი მეჩეთი, მოქმედი სასულიერო პირებით და მრევლით. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს სახლემწიფო, იაფფასიან დემაგოგიას ადგილი არ უნდა ქჰონდეს. საქართველო ეკუთვნის ყველას“. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2010 წელს პირველად ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი გარკვეულწილად შემცირდა. როგორც მან ტელეეთერში… ლინკი მედიანიუსზე
  24. კომპიუტერთან დავჯექი (როცა საქმე არ მაქვს, ეს საუკეთესო გამოსავალია). ინტერნეტში ვნახე chic muse-ს ჩემი საყვარელი ბლოგი, სადაც პარიზის ქუჩის მოდაზე დაწერილი ძველი სტატია ამოვატივტივე, მიუხედავად იმისა, რომ fashion ჟურნალისტი არ ვარ და სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაინც გადავწყვიტე რამე დამეწერა “თბილისურ მოდაზე”…მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ... View ucnauri.com
  25. რუსეთმა და საფრანგეთმა ორი ფრანგული სადესანტო ავიამზიდი ხომალდის, ”მისტრალის” მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის და რუსეთის ვიცე პრემიერის, იგორ სეჩინის თანდასწრებით მოეწერა ხელი. იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...