Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54730.jpgპირველი საინფორამციო კავკასიური არხის პროექტის `ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი` დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ამ არხის ოფისი დაათვალიერა. View the full article
  2. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ვერსიას დომოდევოში მომხდარი აფეთქების შესახებ და შესაძლო თვითმკვლელად ასახელებენ დაღესტნის ბოევიკების ლიდერის ისრაფილ ველიჯანოვის თანამებრძოლის ნაზირ ბატიროვის სახელს.გამომძიებლების და კრიმინალისტების ვარაუდით აფეთქების ადგილზე ნაპოვნი ტერორისტის თავი ბევრი მონაცემით ემთხვევა ნაზირ ბატიროვის მონაცემებს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54729.jpgშუახევის რაიონში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. 77 წლის კარლო ესერიძეს მტაცებელი თავს სოფელ თერნალის გზაზე დაესხა. მტაცებლისგან დაკბენილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახევის რაიონის საავადმყოფოში მოათავსა... View the full article
  4. მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ ჩრდილოეთ კავკასიაში და კერძოდ ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში მოგზაურობისგან.დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური რჩევა მისცა თავის მოქალაქეებს და ურჩია არ ისარგებლონ დომოდედოვოს აეროპორტით.როგორც ცნობილია, 24 იანვრის ტერაქტის დროს დომოდედოვოში დაღუპული 35 მგზავრიდან 2 დიდი ბრიტანეთის მოქალაქ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსი 85 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო ბე ტიპის ვირუსი –39 ადამინს. გამოვლენილი შემთხვევებიდან 7 მათგანი ლეტალურად დასრულდა. მათ შორის 3 ადამიანი გარდაიცვალა ჰაშ1ენ1 ტიპის ვირუსით, ხოლო 4 – ბე ტიპის ვირუსით. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იანვრის თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გრიპის სიმპტომებით 6000-მა პაციენტმა მიმართა, აქედან ჰოსპიტალიზირებული 4000 ადამიანი იყო. 2010 წლის იანვრის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის რიცხვი 160 000 იყო, ლაბორატორიულად დადასტურებული იყო გრიპის 1117 შემთხვევა, 26 პაციენტი გარდაიცვალა. „გრიპი კლავს ხალხს, საქართველოში ორი წელია, რაც ეს გახდა ცნობილი. ჩვეულებრივად, ყოველ წელს ვიღაც კვდება ამ გრიპით, არაფერი განსაკუთრებული წელს არ ხდება“.–ამბობს გიორგი კანდელაკი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის აპარატის უფროსი. ორსულები, 2 წლამდე ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან.ამ და სხვა ტიპის რისკ ჯგუფებისთვის, რომლებშიც სამედიცინო პერსონალიც შედიოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შემოდგომაზე ვაქცინები შეიძინა.თუმცა, როგორც კანდელაკი ამბობს, მცირე რაოდენობის ადამინმა ჩაიტარა აცრა გრიპის ვირუსზე. ხოლო ვადაგასული ვაქცინები მათ გაანადგურეს.H1N1 ვირუსის პირველი შემთხევვა კალიფორნიაში 2009 წლის 15 აპრილს გამოვლინდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. ტოიოტამ მსოფლიო მასშტაბით 1.7 მილიონი ავტომობილი გაიწვია. მიზეზი საწვავის ავზის დეფექტია, რამაც შესაძლოა საწვავის გაჟონვა გამოიწვიოს. 1.2 მილიონი ავტომობილი იაპონიიდან არის გაწვეული, იაპონიის ფარგლებს გარეთ კი-421 ათასი. პრობლემები შეეხო დიდ ბრიტანეთში გაყიდულ Avensis-სა და Lexus-ის ათასობით მოდელსაც. ამის შესახებ BBC იტყობინება. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ტოიტას თბილისის ოფისს. ტოიოტას ცენტრში განგვიცხადეს, რომ მათ დეფექტური ავტომობილების გაწვევის შესახებ იაპონიიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ და მსგავსი მოდელები საქართველოში არ გაყიდულა. პრობლემები აღმოაჩნდა ტოიოტასა და ლექსუსის 2006, 2007 და 2008 წლის მოდელებს. მათ შორის არის 2009 წლს გამოშვებული რამდენიმე მოდელი. იაპონიაში ავტომწარმოებელმა 140-მდე პრეტენზია მიიღო, რაც საწვავის ავზის ძრავთან დამაკავშირებელი მილიდან საწვავის გაჟონვას ეხებოდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ამ ხარვეზმა გამოიწვია თუ არა უბედური შემთხვევა. ეს ფაქტი იაპონური ავტოგიგანტის მიერ გაყიდულ ავტომობილებში ხარვეზის აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო 18 თვის მანძილზე ტოიოტამ სხვადასხვა მიზეზის გამო მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონი ავტომობილი გაიწვია. /get_img?NrArticle=4302&NrImage=1 ფოტო: toyota.com სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. სოციალურ ქსელებში და ფეხბურთის ფანატების ფორუმებზე გამოჩნდა მოწოდებები დომოდედოვოში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მოაწყონ შეკრებები მეტროსადგურებთან «ტრეტიაკოვსკაია» და «ივანოკუზნეცკაია».შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის უფროსის ვიქტორ ბირიუკოვის განცხადებით, გაცემულია ბრძანება, რომ არ დაუშვან და უმკაცრესი ზომებით აღიკვეთოს ყველა არასანქციონირებული აქციის მოწყობის მცდელობა. აქციის მოწყობის ყველა შესაძლო ადგილზე მობილიზებულია მ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. ვეტერანი გივი ზადიკაშვილი ამბობს, რომ პრეზიდეტ სააკაშვილს სატელევიზიო გამოსვლაში ვეტერანებისთვის "დადებითი არაფერი უთქვამს". ის ამბობს, რომ ვეტერანები მუდამ მზად იყვნენ სამშობლოს დაცვისათვის და ის, რასაც ახლა ითხოვენ, ძველი დახმარების აღდგენაა.„რაც შეეხება ვეტერანებს, ყველას აქვს უფლება, გამოთქვას პროტესტი, მაგრამ სამშობლოს დაცვისთვის აღარ უნდა ითხოვდე რამეს. ყველა უნდა ისწრაფოდეს იმისთვის, რომ დაიცვას ის. თუმცა სახელმწიფოს დახმარებაც უნდა არსებობდეს, რასაკვირველია, და არსებობს კიდეც“,–განაცხადა პრეზიდენტმა გუშინ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "პრეზიდენტი გისმენთ".ვეტერანები ყოველ სამშაბათს თბილისში, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იკრიბებიან ხოლმე. როგორც ზადიკაშვილი ამბობს, ვეტერანები ამ დღეს ერთამენთს პრობლემებს უზიარებენ. სწორედ ერთ–ერთ ასე შეხვედრაზე გადაწყდა, ვეტერანებს საბჭო შეექმნათ. საბჭო, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციას გააერთიანებდა. როგორც ერთ–ერთი ვეტერანი ამბობს, საბჭოში 17 სხვადასხვა ორგანიზაცია იქნება გაერთიანებული. "დაახლოებით ერთ თვეში ცნობილი გახდება ვეტერანთა საბჭოს ზუსტი გეგმების შესახებ",–აცხადებს ზადიკაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობით შეიქმნა. სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას თქმით, წლების მანძილზე საკვირაო სკოლებს არ ჰქონდათ ერთიანი პროგრამა, რის გამოც ყველა სკოლა თავისი სურვილით წყვეტდა, როგორ ესწავლებინა მოსწავლეებისთვის. ,,ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ამ სკოლებში სწავლების დონე ყოველთვის არ იყო მაღალი, რის გამოც მშობლებს ჰქონდათ დაბალი მოტივაცია, მიეყვანათ შვილები ამ სკოლებში. მეორე პრობლემა იყო ის, რომ ოჯახი, რომელიც გადაწყვეტდა საქართველოში დაბრუნებას, ის პროგრამა, რომლითაც იქ სწავლობდა, არ ესადაგებოდა საქართველოში არსებულ სასწავლო გეგმას და ჰქონდა ჩამორჩენა’’, - ამბობს დავითაია. სწორედ ამის გამო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სასწავლო პროგრამა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სასკოლო პროგრამებთან. ეროვნული სასწავლო პროგრამა შემუშავებულია სამი საგნისთვის: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. ამ სახელმძღვანელოებში უკვე გამოცხადდა სამინისტროში კონკურსი. მომზადებულ სახელმძღვანელოებს სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ მოსწავლეებს უფასოდ გადასცემს. საზღვარგარეთ 200-ზე მეტი საკვირაო სკოლაა. მოსწავლეები საკვირაო სკოლაში შაბათ-კვირას ქართულ ენაზე სწავლობენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. იანვრის ბოლო დღეებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები იქნება. ცივი ჰაერის მასები შემოსვლას ხვალიდან დაიწყებს,–ამბობს ამინდის პროგნოზის ბიუროს უფროსი სვეტა ნიორაძე ნეტგაზეთთან საუბარში. ხვალიდან მოთოვს საქართველოს ზამთრის კურორტებზე. თოვა გაგრძელება მომდევნო დღეებშიც. ამინდის პროგნოზის ბიურო ვარაუდობს, რომ ზამთრის კურორტებზე თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის საკმარის თოვლს რამდენიმე დღეში დადებს, სავარაუდოდ, 28 იანვრიდან. აცივდება თბილისშიც. არ არის გამორიცხული, 29 იანვარს თბილისშიც მოთოვოს. თუმცა ძლიერი ყინვა მოსალოდნელი არ არის. 29 იანვარს მინიმალური ტემპერატურა –1 გრადუსი იქნება, ღამით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. გაზეთ "ბათუმელების" ინფორმაციით, აჭარაში, გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს შესაძლოა მიწის ის ნაკვეთები ჩამოართვას, რომლებიც 2007-2008 წლებში სახელმწიფომ მათ საკუთრებად აღიარა. მიზეზად გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ზონა სახელდება. მოსახლეობამ საკუთრების ხელყოფის ფაქტი აჭარის მთავრობის სახლის წინ რამდენჯერმე გააპროტესტა, დაზარალებულები თურქეთის კონსულსაც შეხვდნენ, როგორც თავად მოქალაქეები ამბობენ, "საქართველოს პრეზიდენტამდე ამბის მისატანად". "მთავრობისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ვარშალომიძიდან პასუხი რომ არ იყო, თურქეთის საკონსულოში მისვლა გადავწყვიტეთ. მათთან ჩვენი მისვლის მიზანი იყო ის, რომ როგორმე სააკაშვილისთვის მიგვეწვდინა ხმა, თორემ ადგილობრივებს ვერ გავაგებინეთ ვერაფერი," _ ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ზონა 2006 წელს დამტკიცდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით კი, არქეოლოგიური დაცვის ზონაში მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა განხორციელებულიყო კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობით. სწორედ ამაზე არ შეთანხმებულან თავის დროზე სამინისტრო და მიწის საკუთრების აღიარების კომისია, რაც იურისტების განმარტებით, საკმარისი პირობაა იმისათვის, რომ ამჟამინდელ კომისიას ძველი მოწმობები ბათილად ეცნო. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ გარკვეულწილად აღიარებულ იქნა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას", _ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის წერილში, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეგზავნა. თუმცა საქართველოს კანონი ამ ნაკვეთების საკუთრების უფლებით აღიარებას არ კრძალავდა და არ კრძალავს. ამდენად, მიწის კომისიამ საქმეების გადახედვისთვის იურიდიულად უსაფუძვლო, არასწორი არგუმენტაცია მოიყვანა, რითიც განაცხადა, რომ ამ მიწების გასხვისება არ შეიძლებოდა. არაოფიციალური ცნობით, გონიოს ციხის სიახლოვეს ხელისუფლება სასტუმროების მშენებლობას გეგმავს. დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომელიც არქეოლოგიურ ზონაში მშენებლობის წესებს ამარტივებს. "ხელვაჩაურის კომისია ყველაფერს იტყუება. ეტყობა, ზევით მფარველები ჰყავს. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გონიოს ციხესიმაგრე მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს ასე არ არის. იგი რესპუბლიკური მნიშვნელობისაა. ამასთან, მიწას ყველას უუქმებენ. არც ერთი კაცი არ დარჩა, მიწა რომ არ ჩამოერთვათ. ჩვენ მიწა, როგორც საარსებო წყარო, არ გვრჩება", _ ამბობს გონიოელი ენვერ ირემაძე. მას მიწა ხელვაჩაურის კომისიამ 2007 წლის დეკემბერში გადასცა საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გონიოს ციხიდან 250 მეტრის მოშორებით, ბათუმი-სარფის მაგისტრალთან, მდებარეობს. ენვერ ირემაძეს შეჰპირდნენ, რომ იქ სახლის აშენების უფლებას მისცემდნენ: "ყველა სპეციალისტმა და ხელვაჩაურის არქიტექტურის სამსახურმაც მითხრა, რომ სახლს ამაშენებინებდნენ. პროექტი შევიტანე. სახლი რომ ამეშენებინა გონიოში, ბინა გავყიდე. შემდეგ მომწერეს: "კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით უარი გეთქვათ პროექტის დამტკიცებაზეო". ნაკვეთზე შევიტანე ჯიხური, გავალამაზე იქაურობა და დავიწყე ცხოვრება. ახლა ეს მიწაც გამიუქმეს. ღია ცის ქვეშ დავრჩი". ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2010 წლის 3 დეკემბერს თავისი #39 ოქმით გონიოში მიწის ცალკეულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლება 271 ოჯახს გაუუქმა. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის" სამართლებრივი შეფასებით კი ეს ოქმი არის უკანონო და ყველა სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. არსებითი დარღვევა ასევე იყო ის, რომ გონიოელებს საკუთრების უფლება სხდომაზე ისე ჩამოართვეს, არც ერთ მათგანს არ აცნობეს სხდომის თაობაზე. საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, როცა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს, რომელიც რაღაც ნაწილში ამა თუ იმ პიროვნების ინტერესებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება, ისინი სხდომაზე დაბარებულნი უნდა იყვნენ სათანადო წესით. რადგან არც ერთი მათგანი არ დაიბარეს და მოქალაქეებისგან მალულად ჩაატარეს სხდომა, ეს სამართლებრივად ოქმის ბათილობას იწვევს. "სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, ჯუმბერ დიდმანიძის განცხადებით, ორგანიზაცია აპირებს სარჩელი შეიტანოს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წინააღმდეგ, ამ კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის #39 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით: "თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ჩვენი ინიციატივით გაგვესაჩივრებინა ეს აქტი, რომ არ გასულიყო ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ დაზარალებული ადამიანები თავად არიან დაინტერესებულნი აქტის გასაჩივრებით. ამ ეტაპზე, უბრალოდ, ვეხმარებით მათ. ამ ადამიანებს ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები, მაგრამ ამ ინტერესებმა მათი უფლებები არ უნდა შელახოს" . ამ და სხვა საინტერესო მასალებს გაეცნობით ვებგვერდზე: www.netgazeti.ge საკუთრების ხელყოფის ფაქტებს უკავშირდება გაზეთ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატია. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პროკურატურამ იმ მიწების პრივატიზების კანონიერების შესწავლა დაიწყო, რომელიც ლეგალიცაზიის კომისიის მიერ არის გაცემული 2007-2010 წლებში. საქმე მხოლოდ ბახმაროს მიწებს არ ეხება. გაზეთის ინფორმაციით, გურიის ახალი პროკურორი კახა კოჩივარი პირადად დაინტერესდა ყველა იმ მიწით, რომელიც სამივე მუნიციპალიტეტში ლეგალიზაციის კომისიამ გასცა. პროკურორის ინტერესის სფეროში 2 ჰექტარზე მეტი მიწის მფლობელები მოექცნენ, განურჩევლად მიწის ადგილმდებარეობისა. წყაროს ცნობით, კოჩივარმა მიწის მფლობელები უნდა აიძულოს, რომ თუნდაც კანონიერად დაკავებული მიწები სახელმწიფოს საკუთარი ნებით გადასცენ. შესაძლოა, ეს ყველაფერი პრეზიდენტის ახალ ინიციატივას უკავშირდებოდეს, რომელმაც საჯარო შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაუმუშავებელ მიწებს მფლობელებს ჩამოართმევენ. _ კოჩივარი ახალგაზრდა კადრია და, ბუნებრივია, მას ხელმძღვანელებთან თავის გამოჩენა უნდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ პროკურატურაში დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს იბარებენ და აიძულებენ, მიწები ჩააბარონ. საქმე ეხება იმ პირებს, რომლებსაც კომისიის მიერ 2 ჰექტარზე მეტი მიწა აქვთ დაკანონებული. უნდა ითქვას ისიც, რომ მიწები ყოველგვარი კანონის დაცვით არის პრივატიზებული, თუმცა პროკურატურას ეს კანონიერება სულ არ ადარდებს, _ ამბოს გაზეთთან საუბარში კარგად ინფორმირებული წყარო. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს ყოფილი პროკურორის, ილია ჯალაღანიას გურიაში ჩამოსვლას, რომელიც სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო, როცა რაიკავშირის ხელმძღვანელები დაიბარა და ქონება სახელმწიფოსთვის "აჩუქებინა". კოჩივარის დავალება კი, როგორც ირკვევა, მიწებს ეხება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოს "ნებაყოფლობით" მიწა 13-მა ადამიანმა გადასცა, რაც რამდენიმე ასეულ ჰექტარს შეადგენს. _ ყველა ამ პიროვნებამ განცხადება მიწის ჩაბარების შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც კოჩივარის კაბინეტში რამდენიმე საათი გაატარა, _ აღნიშნავს რესპონდენტი. მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კოჩივარი მიწის მფლობელებთან ნაჩუქრობის თუ მიტოვების განცხადების დასაწერად სხვადასხვა ხერხს იყენებს და ზოგთან მუქარასაც არ ერიდება: _ ერთ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა სრულიად კანონიერად ჰქონდა მფლობელობაში, მას შემდეგ "აჩუქებინეს", რაც შვილის ციხეში გაშვებით დაემუქრნენ, _ ამბობს წყარო ჟურნალისტთან საუბარში. ამ და სხვა საინტერესო მასალებს გაეცნობით “გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე: www.gurianews.ge „ამ წერილს ვწერ დიდი შიშით. ვბედავ და გაწვდით იმ ინფორმაციას, რაც სინამდვილეა“, - გაზეთ "ქართლის ხმას" ციხიდან დავით ღოლიჯაშვილი წერს, რომელსაც 25-წლიანი პატიმრობაა აქვს მისჯილი ამსტერდამიდან სუბოტექსის შემოტანის ბრალდებით. გაზეთის ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებული უშიშროების თანამშრომელი ლევან ალელიშვილი დაკავებიდან რამდენიმე დღეში საკანში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. თუმცა არის მეორე ვერსია, რომ ის „მოიცილეს“. დავით ღოლიჯაშვილს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი ბრალს დებს, რომ სუბოტექსი მან უშიშროების თანამშრომელს ალელიშვილს ჩამოუტანა. დაკავებისას და შემდგომ პერიოდში ღოლიჯაშვილს ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ. მას ჯანმრთელობის პრობლემები მანამდეც ჰქონდა _ ორივე ფეხზე მენჯ-ბარძაყის პროთეზირება სჭირდებოდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელობა ისე შეერყა, რომ, როგორც გაზეთთან საუბარში დავითის მამა ვახტანგ ღოლიჯაშვილი ამბობს, “თუ არ მიხედეს, მალე მოკვდება”. „დამოუკიდებლად არათუ სიარული ან გადაადგილება, არამედ საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება, ადამიანს ასეთი რამე გაუკეთო?! წარმოიდგინეთ, რომ ბრალი ედება ამსტერდამიდან სუბოტექსების ჩამოტანა, როდესაც აეროპორტი გამოიარა და იქ ვერაფერი აღმოუჩინეს. ასევე აბრალებენ, თითქოს აეროპორტის ავტობუსში ნაპოვნი სუბოტექსის 600 აბი მისი დაყრილია, მაშინ, როცა ამის არც თვითმხილველი არსებობს, არც რაიმე მტკიცებულება,” _ ამბობს დავით ღოლიჯაშვლის მამა ვახტანგ ღოლიჯაშვილი. გორში მცხოვრები დავით ღოლიჯაშვილი დიღმის ტრასაზე, გადასახვევთან, 2007 წლის 1 თებერვალს დააკავეს. მას იმ მომენტში ჯიბიდან სამი აბი სუბოტექსი „ამოუღეს“. როგორც საქმის მასალებიდან ვიგებთ, დავით ღოლიჯაშვილი ამსტერდამიდან ორი თვით ადრე, 2006 წლის 27 დეკემბერს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ამსტერდამში მენჯ-ბარძაყის სამედიცინო პროფილაქტიკისთვის და ოპერაციისთვის მოსამზადებელი შემოწმების მიზნით იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებულ ღოლიჯაშვილს და საერთოდ სხვა მგზავრებსაც აეროპორტში მკაცი შემოწმება ჩაუტარეს. შემდგომში, დაკითხვის დროს, სწორედ ეს დღე გაუხსენეს და დასდეს ბრალი, თითქოს მან 200 აბი სუბოტექსი ამსტერდამიდან იმ დროს ჩამოიტანა. მისივე თქმით, მას აიძულებდნენ უშიშროების თანამშრომლის, ლევან ალელიშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. დავით ღოლიჯაშვილმა ფიზიკურ ზემოქმედებას ვერ გაუძლო და პროკურორს აღიარებითი ჩვენება მისცა. თუმცა დაპირებული საპროცესო შეთანხმება არ შესრულდა. აღნიშნულმა საქმემ უზენაესი სასამართლო მოიარა და მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. "ვყვიროდი - ადვოკატი მომიყვანეთ-მეთქი. ადვოკატი არა, შენი დედაო!.. ახლაც მეშინია მათი, მაგათი სახეების. ამას რომ ვწერ, უკვე ისე ვარ, რომ ჩემთვის სიცოცხლე უკვე გაუფასურებულია. რაც არ უნდა მიყონ, ჩემთვის აღარა აქვს მნიშვნელობა. რაღა უნდა მიყონ? ფაქტობრივად, დამხვრიტეს! იმდენი ხნით პატიმრობა მომისაჯეს უდანაშაულოს. ერთი იმის იმედი მაქვს, რომ ღმერთი არსებობს“, - წერს "ქართლის ხმას" დავით ღოლიჯაშვილი სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინტერნეტ გვერდის ცნობით, დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. საქართველოს მთავრობის სხდომა დღის ორ საათზეა დაგეგმილი. თუ რა საკითხებს განიხილავენ მინისტრები მთავრობის სხდომაზე, ჯერ არ არის ცნობილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/11/14/1226703008226/Ryan-Babel-001.jpgდღეს ოფიციალურად დასრულდა რაიან ბაბელის ტრანსფერი. “ჰოფენჰაიმმა” მასში £6 მილიონი გადაიხადა … 24 წლის ფორვარდის პირველი სიტყვები პრესაში ასე ჟღერს: “მე მოუთმენლად ველი ჩემი მისიის დაწყებას “ჰოფენჰაიმში.” “ჩემი პირველი შთაბეჭდილება აბსოლუტურად პოზიტიურია. იმედი მაქვს, ძალიან მალე შევუერთდები გუნდს.” ჰოლანდიელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გააფორმა. View the full article
  14. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გამართულ მედიაპროექტში ”პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს”, თურქეთსა და საქართველოს შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ თურქეთი ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ იმ მეჩეთის აღდგენას ითხოვს, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს. იხილეთ tabula.geზე
  15. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/04-Pope_Benedict_XVI-2005-300x216.jpgმსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით, სოციალური ქსელების და ვირტუალური ურთიერთობების ფენომენზე ისაუბრა. მიმართვა ვატიკანის ოფიციალურ ვებ გვერდზე 24 იანვარს გამოაქვეყნდა. პონტიფიკოსმა სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა. მან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში ურთიერთობა ახალი ნაცნობების შეძენის, ცოდნის ურთიერთგაზიარების და კულტურათა შორის დიალოგის საშუალებას იძლევა. “თუმცა თავიდან უნდა ავიცილოთ პარალელურ რეალობაში ჩაფლობის საფრთხე,” აღნიშნა მან. პაპმა მოუწოდა ადამიანებს არ მოატყუონ ერთმანეთი და სოციალურ ქსელებში არ შექმნან ისეთი პროფილები, რომლებიც ადამიანის რეალურ დახასიათებას არ შეიცავს. ბენედიქტე XVI-მ კათოლიკე მღვდლებსა და მორწმუნეებს სოციალური ქსელების ეკლესიის პოპულარიზაციისთვის გამოყენებისკენ მოუწოდა. შარშან რომის პაპმა მსოფლიო ურთიერთობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში კათოლიკე მღვდლებს მოუწოდა სახარება ყველა საშუალებით, მათ შორის ინტერნეტში ბლოგების საშუალებითაც ექადაგათ. მსოფლიო ურთიერთობის დღე ვატიკანის ინიციატივით დაწესდა. ტაბულა Share View the full article
  16. 26 იანვარს, 11:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ. მის: უზნაძის ქ. №52 26 იანვარს, 11:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს მიიღებს. 26 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისთვის სემინარი გაიმართება. თემა: `აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების საერთაშორისო სტანდარტები~. მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24 (პროკურატურის ძველი შენობა) 26 იანვარს, 11:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. პარლამენტის უკანა შესასველელი 26 იანვარს, 12.00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: “სიახლეები პენიტენციარულ სისტემაში”. საქართველოს პარლამენტი; ოთახი #302 (“ქართული დასის” სათთბირო ოთახი) 26 იანვარს, 12.00 საათზე, “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერები ლევან ვეფხვაძე და გიორგი ახვლედიანი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში მოსახლეობას შეხვდებიან. თემა: “სასათბურე მეურნეობების სუბსიდირება”. 26 იანვარს, 12.00 საათზე, საქართველოს პატრიარქი ილია II და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სასწავლებლისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს გადასცემენ. მის: ერეკლე მეორის მოედანი #1(საქართველოს საპატრიარქო) 26 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 26 იანვარს, 18:00 საათზე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონში”, “ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში 2010 წლის შედეგებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაციის გამოსავლენად” დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. იხილეთ epn.ge
  17. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.ძალიან საინტერესო პოსტია აქ ნახავთ ცნობილი ადამიანების ყველაზე იშვიათ ფოტოებს..Elvis Presley პარიზშიCherHeath LedgerDavid Bowie თავის პირველ ცოლთან და შვილთან ერთადUma ThurmanTom HanksDavid CarradineDustin HoffmanSean PennElizabeth TaylorElizabeth Taylor-ი დედამისთან ერთადElizabeth TaylorClark Gable and Marilyn MonroeElvis Presleyგაბრიელ გარსია მარკესიMarilyn MonroeMarilyn MonroeMarilyn MonroeAudrey HepburnAudrey HepburnGary OldmanBarbra StreisandJane BirkinMadonnaLeonardo DicaprioGrace KellyHarry ... View ucnauri.com
  18. http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/preview.php-1.jpgსაპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის მიერ სოციალურ თემატიკაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით უკმაყოფილოა. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ “პირველი ინფორმაციური კავკასიური” არხის პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებს შედარებით ამომწურავი პასუხი გასცა, სოციალურ სფეროსთან დაკავშირებით კი ინფორმირებული არ არის”. “ყველაზე მწვავე კითხვებზე, რომელიც სოციალურ თემატიკას უკავშირდებოდა, პასუხები ვერ მივიღეთ. პრეზიდენტს ინფორმაცია არ აქვს. მაგალითად, სააკაშვილმა განაცხადა, რომ პენსიონერებს ძირითადი წამლები უფასოდ მიეწოდებათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მათ წელიწადში მხოლოდ 25 ლარის (თვეში 2,5 ლარის) წამალი ეძლევათ, რაც ცხადია, საკმარისი არ არის. პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია მიგრაციაზეც. 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე ქვეყნიდან 200 000 ადამიანი გავიდა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა”,- აცხადებს “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე. მის აზრს ედპ-ის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ ჩახვაძეც იზიარებს. “პასუხები კითხვებზე, საგარეო პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებების გარდა, ვერ მოვისმინეთ. იყო კონკრეტული კითხვები ჯანდაცვასთან და სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პასუხები კი არადამაკმაყოფილებელი იყო. აშკარად ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს”, – განაცხადა ჩახვაძემ. შეგახსენებთ, რომ “პირველი საინფორმაციო კავკასიური” არხის მიერ მომზადებულ სატელევიზიო პროექტში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. პირWელი Share View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saak-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გმირთა მოედანზე ომის ვეტერანთა საპროტესტო აქციის დაშლას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა პოლიციის მოქმედება დადებითად შეაფასა. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმე ჭეშმარიტ დემოკრატიას ეროვნულ სომბოლოზე მოშარდვას ეძახის, ასეთი დემოკრატია საქართველოში, სანამ პრეზიდენტი იარსებებს არ იქნება. “მიუხედავად ამისა, მივიდა იქ ექვსი კაცი, დააფარეს ამ ორ ჯარისკაცს თავზე საქართველოს ძველი დროშა; პატივს ვცემ ყველა დროშას, მაგრამ ეს დროშა არ არის ჩვენი ოფიციალური დროშა, მე ახალი დროშა მირჩევნია; ფეხებს შორის ჩაუდგეს თავისი საწოლები, გამოფინეს იქ თავისი საცვალი, ბოდიში და, მოშარდეს მარადიული ცეცხლის გვერდზე და ამათი პოლიციის მიერ გამოდევნა თურმე არის პოლიტიკური პრობლემა”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saakashvili-mestia-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში სვანებისთვის საბაგიროს არასწორ დემონტაჟთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, საბაგიროს არასწორად დამონტაჟების დაბრალება იმ ხალხის სინდისზე იყოს, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. “მე რამდენჯერმე ვისარგებლე ამ საბაგიროთი და მას აქვს ტვინი არასწორად მოწყობილი, ვინც ეს თქვა. ისეთი ნიჭიერი ხალხი, როგორიც მესტიაში ცხოვრობს, იშვიათად მინახავს”,- განაცხდა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სვანეთი უნიკალური ხალხისა და უნიკალური პოტენციალის ერთობლიობაა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/MISIKO-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თურქეთში ქართული ძეგლები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობას განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრობს ასობით ათასი მუსულმანი და ეს ხალხი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. “სიტუაცია ძალიან კონკრეტულია. თურქული მხარე ამბობს, კი ბატონო, აღადგინეთ, მაგრამ ჩვენც გვქონდა მეჩეთი ბათუმში, რომელიც კომუნისტების დროს დაინგრა. არ არის აუცილებელი იმავე ადგილზე აშენდეს, მაგრამ აღადგინეთ, თუნდაც როგორც მხოლოდ კულტურული ძეგლი და არა მოქმედი მეჩეთი. ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობას განსაკუთრებული როლი აქვს, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრობს ასობით ათასი მუსულმანი”,- განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ვისაც უნდა თქვას, რომ საქართველოში მეჩეთის მშენებლობა ანტიქართული მოვლენაა, ეს ნიშნავს, რომ ასობით ათასი ქართველი არ უნდა იყოს ქვეყანაში. იხილეთ epn.ge
  22. http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/pictures/2011/1/13/1294917148284/Charlie-Adam-007.jpg მერსესაიდელები ჩარლი ადამში 4 მილიონის გადახდას აპირებენ, მაგრამ მანდარინებს 16 სურთ. ვნახოთ ჩარლი ადამის სტატისტიკა ახალ სეზონში. საგოლე გადაცემა – 4 შექმნილი მომენტების რაოდენობა – 42 სულ პასები – 1,188 ზუსტი პასები – 75,35 % რეალურად რომ გადავხედოთ ჩარლი ადამის მონაცემები ძალიან კარგად გამოიყურება, ის ქმნის საკმაოდ დიდი რაოდენობით საგოლე მომენტებს. ასევე ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია რომ ჩარლი ადამს უფრო მეტი ზუსტი და დიდი რაოდენობით პასი აქვს გაკეთებული ვიდრე არსენალის ლიდერს და კაპიტანს ცესკ ფაბრეგასს, მითუმეტეს რომ ლონდონელები მჭიდრო ფეხბურთს თამაშობენ. ერთი რამ ფაქტია ჩარლის უყვარს რისკიანი პასების გაკეთება. ფეხბურთელების ფასი ხშირ შემთხვევასთან არის ძალიან მომატებული და ლოგიკასთან არც თუ ისე ახლოს დგას. წყარო : Telegraph View the full article
  23. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/201009273818.jpg“საქართველოს ლეგიონის” თავმჯდომარე გია ყარყარაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ვეტერანთა აქციის დარბევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას “სამარცხვინოდ” მიიჩნევს. “ვუსმენდი სააკაშვილის გამოსვლას და იმას, თუ როგორ ხედავს მთავარსარდალი ვეტერანების საკითხს. ეს სამარცხვინო იყო, ისევე, როგორც მისი 2008 წლის 11 აგვისტოს საქციელი”, – განუცხადა “პირWელს” ყარყარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი “პრეზიდენტის ინტერაქტივის” დროს გმირთა მოედანზე ვეტერანთა მიერ გამართული აქციის დარბევის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ყველა ვეტერანს აქვს უფლება, პრეტენზიები გამოთქვას და სოციალური პრივილეგიები მოითხოვოს, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები სამშობლოსთან მისი დაცვის გამო, რადგან საქართველოს თითოეული მოქალაქე სწორედ აქეთკენ უნდა ისწრაფვოდეს”. “თბილისის ცენტრში ჩემი ინიციატივით სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად მემორიალი დაიდგა, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია. მსგავს სიმბოლოებს მსოფლიოში სიწმინდედ აღიქვამენ, მომიტინგეებმა კი მემორიალთან მდგომ საპატიო ყარაულს თავზე საქართველოს ძველი დროშა გადააფარეს, ფეხებს შორის საწოლი ჩაუდგეს, თავთან საცვლები გადმოუფინეს, მარადიულ ცეცხლთან კი ბოდიში და მოშარდეს და თურმე, პატრულს ამის შემდეგ მათი დაშლის უფლება არ ჰქონია! ეს ფაქტი მავანმა და მავანმა პოლიტიკურ პრობლემად შეაფასა. მათ საპასუხოდ მინდა, აღვნიშნო, რომ ეროვნული სიმბოლოების პატივისცემა მთავრობის არც პრიორიტეტი და არც პოლიტიკური ნიჭია, ეს არის ის, რაც ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ “თუ ვინმე მარადიულ ცეცხლთან მოშარდვას დემოკრატიას უწოდებს, მინდა, დავარწმუნო, რომ ასეთი სახით დემოკრატია ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში არ დამყარდება”. შეგახსენებთ, რომ სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ვეტერანები გასული წლის 27 დეკემბრიდან გმირთა მემორიალთან შიმშილობის აქციას მართავდნენ. სამართალდამცავებმა აქცია 3 იანვარს დაშალეს. Share View the full article
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/MIsA1-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას ერთ-ერთმა ტელევიზიის მფლობელმა ბიზნესები მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა, პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს ხალხს” ფარგლებში გამართულ პირდაპირ ეთერში განაცხადა, დემოკრატიის იდეალური ფორმა არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. “დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალი ის არ არის, როცა ბიზნესმენს აქვს რომელიმე ტელევიზია. მახსოვს, როცა ერთ-ერთი თქვენთვის ნაცნობი ტელევიზიის მფლობელი, რომელიც სულ გვლანძღავდა, გამოგვეცხადა და გვითხრა, მე მაქვს პირობები, მინდა ბიზნესებიო. ჩვენ მივეცით საშუალება, ჩამოეწერა, რა ბიზნესები უნდოდა ჰქონოდა მას საქართველოში და ფურცლის ორივე მხარე გაავსო. არც ესაა დემოკრატია მთლად. დემოკრატიის იდეალური ფორმა არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და მერე ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/EMISA-150x150.pngსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რეალობის რაიმე სახით ასახვა ძალიან სასარგებლოა. პრეზიდენტმა ტელეკოპანია “პირველ საინფორმაცი კავკასიურს” მიმართა და განაცხადა, რომ ეს არხი პროპაგანდისტული არ არის, თუმცა რამდენიმე მინისტრს ამ გადაცემის გამო შეიძლება ერთი ადგილი აეწვას. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა, დღეს პროექტ “პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” ფარგლებში, “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. “თქვენი არხი პროპაგანდისტული არ არის, დარწმუნებული ვარ ბევრ ჩვენ მინისტრს შეიძლება აეწვას ერთი ადგილი, არ ვიცი რომელი, თქვენ გადაცემებზე მაგრამ იმის ჩვენებითაც კი რაც არის ეს ზალიან მნიშვნელოვანია. ერთო ორი არხია ისეთი, რომ მგონია მარსიდან გამოსცემენ ინფორმაციას, თუმცა რეალობის რაიმე ასახვა ძალიან არის სასარგებლოა”,-განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...