Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ელექტრონულ წიგნში არის მსოფლიოში 1988-97 ვწლების გამოშვებული ავტომობილების ყველა მოდელის ტექნიკურ მომაცემთა ბაზა View the full article
  2. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54719.jpgამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, რუსეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. View the full article
  3. მას შემდეგ რაც ეპიდემიამ გადააქცია დედამიჭის მოსახლეობის უმრავლესობა ზომბ კანიბალებად , ცოცხლად გადარჩენილებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად მოუწევთ სასტიკი ბრძოლა მონსტრებთან ... View the full article
  4. იმისათვის, რომ დაშორდნენ შეყვარებულები პეტრონელა და ფერგალი, ვიღაც შავ მაგიას იყენებს და აცოცხლებს ურჩხულს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, იმ მიდამოებში ორი მოგზაური ჩნდება, რომლებიც ასევე ატარებენ რიტუალებს და იყენებენ მაგიას... View the full article
  5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება. როგორც “ექსპრესნიუსს” ნოტარიუსთა პალატიდან აცნობეს, ვიზიტის მიზანი ელექტრონული ფორმით სანოტარო საქმისწარმოების გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა. ისევე როგორც საქართველოში, ესტონეთშიც, სანოტარო საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული ფორმით ხორციელდება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები დაათვალიერებენ ესტონეთის ნოტარიუსთა პალატას, სანოტარო არქივს, ტალინის სანოტარო ბიუროებს. ასევე, ეწვევიან ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს ინფოსისტემისა და რეგისტრაციის ცენტრს. ქართული დელეგაციისთვის ოფიციალური შეხვედრები ტალინში 25 იანვარს დაიწყო და 27 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ლეობას ურჩევენ სიფრთხილე გამოიჩინონ და გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ. ექიმების ვარაუდით, ვირუსის ყველაზე დიდი ტალღა თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური. ისინი დღეიდან ექიმებთან ეტაპობრივ შეხვედრებს იწყებენ და შესაბამის მითითებებს მისცემენ. იხილეთ epn.ge
  6. ამერიკელ ინჟინერს, რომელმაც ჩინეთს სამხედრო საიდუმლოება მიჰყიდა, 32 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.66 წლის ნოშირ გოვადია ჩინეთს B2 ბომბის რეაქტიული სისტემის კონსტრუქციის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.სასამართლომ გოვადია საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასა და ჩინეთის დახმარებაში დამნაშავედ სცნო.როგორც “BBC” იუწყება, პროკურორი სამუდამო პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, განსასჯელს 32 წელი მიესაჯა.შეგახსენებთ, რომ დამნაშავე 2003-2005 წლებში ჩინეთს B2 ბომბის რ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. რაული მეირლეშის ულამაზესი დარტყმა პირველი არ ყოფილა, ენფილდის ტრიბუნებს არაერთი მსგავსი ტიპის გოლი ახსოვთ… View the full article
  8. http://www.inter247.it/media/2010/06/01/start_mitte2.jpg მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო რეიტინგები… ბოლო 25 წლის საუკეთესო მეკარეების რეიტინგში პეპე რეინა 32-ე ადგილზე გავიდა. ხოლო იერჟი დუდეკი – 36-ზე. ხოლო ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1. ჯანლუიჯი ბუფონი 2. იკერ კასილასი 3. ედვინ ვან დერ საარი 4. პიტერ შმეიხელი 5. ოლივერ კანი აღსანიშნავია, რომ პეპეს დღეს მოთამაშე მეკარეებიდან მხოლოდ პიტერ ჩეხი და ვიქტორ ვალდესი უსწრებენ რეიტინგში პირველი სამეულის გარდა… უკანასკნელი 15 წლის საუკეთესო მწვრთნელთა სიაში კი რაფა ბენიტესი 14-ე ადგილზეა, ჟერარ ულიე – 27-ზე, ხოლო როი ჰოჯსონი 133-ზე. კენი დალგლიში ამ სიაში რათქმაუნდა ვერ მოხვდა, რადგან ბოლო 15 წელი იგი ჩამოშორებული იყო სამწვრთნელო კარიერას. რაც შეეხება ხუთეულს: 1. ალექს ფერგიუსონი 2. არსენ ვენგერი 3. მარჩელო ლიპი 4) გუს ჰიდინკი 5) ჟოზე მაურინიო საქართველოს ნაკრების მწვრთნელებიდან კი ჰექტორ რაულ კუპერი 19-ე ადგილზეა, ტოპ მიოლერი – 95-ზე, თემურ ქეცბაია კი 203-ზე… 2010 წლის საუკეთესო 20 ფლეიმეიქერის რეიტინგში კი სტივენ ჯერარდი 13-ე ადგილზეა. პირველი სამეული ხავიმ, ინიესტამ და სნეიდერმა დაიკავეს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 12-ზე ალონსო, ხოლო 11-ზე ფრენკ ლამპარდი გავიდა… სტივენ ჯერარდი 2009 წლის ფლეიმეიქერების რეიტინგში 5 ადგილზე იყო. 2008-ში 4-ზე, 2007-ში კი 6-ზე. საკმაოდ საინტერესო იყო კლუბების 2010 წლის რეიტინგიც, სადაც ლივერპული 6-ზე ადგილზე გავიდა. პირველი პოზიცია რასაკვირველია ინტერმა დაიკავა. მეორე ბაიერნმა, მესამე კი ბარსელონამ. ხუთეულში ასევე მოხვდნენ უეფას თასის გამარჯვებული მადრიდის ატლეტიკო და არგენტინული ესტუდიანტესი. წითლებმა კი რეიტინგში ჩამოიტოვეს ჩელსიც, მანჩესტერიც, არსენალიც, რეალიც და სერია ა-ს ყველა გრანდიც. 2009 წლის რეიტინგში ლივერპული ოცეულშიც კი ვერ მოხვდა. ხოლო 2008 წელს მერსესაიდელებმა მესამე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ ბაიერნს და მანჩესტერს ჩამორჩნენ… ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ლივერპული პირველ პოზიციაზე მხოლოდ 2005 წელს იყო ჩემპიონთა ლიგაზე დრამატულად გამარჯვების შემდეგ… მიუხედავად იმისა, რომ IFFHS ყველაზე კომპეტენტურ სარეიტინგო სისტემად ითვლება მსოფლიო ფეხბურთში, მსაჯების რეიტინგში მაინც ჰოვარდ ვები დასახელდა საუკეთესოდ… სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა, რადგან სწორედ ვებმა იმსაჯა ლიგის და მუნდიალის ფინალები. მაგრამ ვების გაპირველების მიზეზი არა IFFHS, არამედ FIFA არის, რომელიც ყოველთვის თვალს ხუჭავს მსაჯების ისეთ შეცდომებზე, რომლებიც აშკარა და ამავდროულად გადამწყვეტია მატჩის ბედისთვის… ბოლოს კი დავიტოვოთ იმედი, რომ ლივერპული მომავალ წელს მაინც მოექცება კლუბების რეიტინგის სათავეში. კენი დალგლიში მომავალი წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდება, ჯერარდი საუკეთესო გამთამაშებელი. ვები კი მსაჯთა ასეულშიც ვერ მოხვდება… View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54720.jpgმოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა. მომხდარს უკვე ოფიციალურად უწოდეს ტერაქტი. View the full article
  10. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მევლუდ ჩავუშოღლუ მთლიანად უჭერს რა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გუშინ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კონცეტრირება უნდა გააკეთოს ჰუმანიტარულ ღონისძიებებზე, ხოლო პოლიტიკური მომენტები განხილული უნდა იქნენ ჟენევის დისკუსიებზე“ - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გუშინ - ИТАР-ТАСС-მა გაავრცელა.ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის სიტყვებით, „... წინათ მიღებული რეზოლუციებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/virus_grippa-150x150.gifსაქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა. ამ დროისთვის ლაბორატორიულად 90– მდე შემთხვევა დადასტურდა. ღუდუშაურის კლინიკაში უკვე, მეოთხე დღეა ვირუსების მატების გამო კარანტინია გამოცხდებული. ამ დროისათვის, კლინიკაში ვირუსულ გრიპზე 25 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მიუხედავად, ვირუსის შემთხვევების ამგავრი მატებისა მედიკოსების განცხადებით, პანდემიის საშიშროება არ არსებობს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ სიფრთხილე გამოიჩინონ და გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ. ექიმების ვარაუდით, ვირუსის ყველაზე დიდი ტალღა თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური. ისინი დღეიდან ექიმებთან ეტაპობრივ შეხვედრებს იწყებენ და შესაბამის მითითებებს მისცემენ. იხილეთ epn.ge
  12. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54717.jpgმოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. View the full article
  13. მსჯავრდებულთა გრძელვადიანი პაემანი კანონით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე ამოქმედდება. ცვლილება პატიმართა კოდექსშიც შედის. საქართველოს მთავრობამ ცვლილება უკვე მოიწონა და იგი უახლოეს ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული. მთავრობა მისი დაჩქარებული წესით განხილვასაც მოითხოვს. კანონის ძალაში შესვლიდან გრძელვადიანი პაემანის უფლება მიეცემა არა მხოლოდ არასრულწლოვნებს, არამედ ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არღვევს წესრიგს და იცავს შინაგანაწესს. ცვლილების თანახმად, ხანგრძლივვადიანი პაემანის უფლებით ისარგებლებენ ის პატიმრებიც, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ხანგრძლივვადიანი პაემანი წელიწადში ორჯერ, ერთიდან ორ დღემდე გაგრძელდება. არასრულწლოვანთათვის კი წელიწადში 3 გრძელვადიანი პაემანია გათვალისწინებული. იხილეთ epn.ge
  14. გურამიშვილის გამზირზე 60 წლის ქალბატონი მეზობლებმა და სამაშველო სამსახურმა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეზობლების თქმით, ქალბატონი რამდენიმე დღეა აღარ უნახავთ. მაშველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მას ნათესავებმა მიაკითხეს. რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/axalgori-150x150.jpgრუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც გორის მაცხოვრებელები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი” ავრცელებს. საქართველოს მოქლაქეები თქმით, მათ საზღვარი იმ ნათესავების ნახვის მიზნით გადაკვეთეს, რომლებიც გუდლეთში ცხოვრობენ. დაკავებულები, გამოძიების მიზნით ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს გადასცეს. იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/transparency-international-logo-150x150.gif,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დევნილების გამოსახლების პროცესი საზოგადოებისათვის ნათლად აეხსნა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობი” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა თუ როგორ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს გამოსახლებაზე, ფულად კომპენსაციასა და პრიორიტეტებზე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. ცოტას თუ ესმის, რომ ამ პროცესში მთავარ როლს ისეთი პრაგმატული შეხედულებები თამაშობს როგორიცაა, ხარჯები და მოცულობა, თუმცა ასეთი ხარჯ-ეფექტური მიდგომის მთავარი მინუსი ისაა, რომ ყველაზე მოწყვლადი ოჯახები ხშირად ვერ იღებენ სარგებელს. საჭიროა მთავრობის გადაწყვეტილბების უფრო ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაანელებს საზოგადოების უკმაყოფილებას. მათი შეფასებით, საქართველოში დევნილების გამოსახლების პრცესს საზოგადოება უკიდურესად უსამართლოდ აღიქვამს. იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმდინარე გამოსახლებამ, რომელსაც საპროტესტო აქციები და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ამ საკითხით მანიპულირება მოჰყვა, მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. საზოგადოება დევნილთა გამოსახლებებს აღიქვამს როგორც უკიდურესად უსამართლოს. ,,მიუხედავად ამისა, არ არსებობს ამ საკითხის შესახებ ხელმისაწვდომი და ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნიდა იმაზე, თუ რა ხდება რეალურად. არც მთავრობას უცდია ნათელი მოეფინა ამ საკითხისათვის. ამის შედეგად ხდება დევნილთა პრობლემების პოლიტიზირება, განზოგადება და არასწორად ინტერპრეტირება~,-აღნიშნულია ორგანიზაციის შეფასებაში. ორგანიზაცია განმარტავს, რომ თბილისის მასშტაბით, 21 დროებით თავშესაფარში მცხოვრები დაახლოებით 600 დევნილი ოჯახი ახალი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოასახლონ. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახორციელებს დევნილთათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მონიტორინგს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიან შესაბამისი მთავრობის წარმომადგენლები და დონორები, რომლებიც ახორციელებენ დევნილთა პოლიტიკის კოორდინაციას. იხილეთ epn.ge
  17. დღეს, 25 იანვარს, 17:00 საათზე, გმირთა მოედანზე ვეტერანთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართება, რომელიც თბილისის ფორუმზე მოქალაქეების ნაწილმა დაგეგმა. ფორუმელების თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება. ფორუმელები აქციის დაგეგმვის დროს ითხოვდნენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვეტერანთა აქციის დარბევა გააშუქოს (დაგვიანებით), დაარსდეს ვეტერანთა დღე, შეიქმნას ვეტერანთა დეპარტამენტი, რომლის ფუნქცია იქნება, შემუშავდეს ყველა ომის ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების რეაბილატაციის "სტანდარტული" გეგმა, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის ორგანო გახდება, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად სრულდება ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია და სოციალური დაცვა, მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად და სახალხოდ მოიხადოს ბოდიში დარბევის გამო, აშენდეს ვეტერანთა სახლ-მუზეუმი. დაისაჯონ კონსტიტუციის 25–ე მუხლის დამრღვევი პირები, წლების განმავლობაში ე.წ. უგზო–უკვლოდ დაკარგულები აღიარონ გარდაცვლილებად, შესაბამისად, მათ ოჯახის წევრებს დაენიშნოს დახმარება, სახელმწიფომ უზრუნველყოს შეიარაღებული ძალებისა და შსს ვეტერანების და ბრძოლაში დაცემულთა ოჯახის წევრებისთვის ღირსეული არსებობა, ჩააბარებინონ გამოცდები იმ უფროს ოფიცრებს, ვინც უსაფუძვლოდ დაითხოვეს ჯარებიდან, გარდაცვლილების ოჯახებს დაუნიშნონ შესაბამისი შემწეობა. მოქალაქეთა მოთხოვნები, სავარაუდოდ, იგივე რჩება. ასევე, სავარაუდოდ, აქციაზე სიმბოლურად გაუშვებენ საჰაერო ბურთს წარწერით ,,25’’, იმის გამოსახატავად, რომ 3 იანვარს სამართალდამცავმა ორგანოებმა მოშიმშილე ვეტერანთა აქცია უკანონოდ დაარბიეს და დაარღვიეს კონსტიტუციის 25-ე მუხლი. კონსტიტუციის ამ მუხლის მიხედვით, სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლების გარდა, ყველა პირს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გარანტირებული აქვს. ომის ვეტერანები გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ, შიმშილობის აქციას 27 დეკემბრიდან მართავდნენ. 3 იანვარს აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია. ამ აქციით ისინი ცდილობდნენ, ხელისუფლების ყურადღება მიექციათ მათი მძიმე სოციალური პირობებისა და იმ "ღირსების შემლახავი" დამოკიდებულების გამო, რომელსაც, მათი თქმით, ხელისუფლება ვეტერანების მიმართ იჩენს. ვეტერანები შიმშილობის აქციის დასრულებას 2011 წლის 6 იანვარს გეგმავდნენ, მაგრამ 3 იანვარს პოლიციამ ისინი დაშალა. შეხლა-შემოხლის შედეგად პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მოშიმშილე ვეტერანები. 4 იანვარს საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულებს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო წაუყენეს. სასამართლომ თითოეულ მათგანს 400– ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ვეტერანთა აქციის დროს პოლიციის თანამშრომელმა ოთარ გვენეტაძემ სახეში ხელი გაარტყა ერთ-ერთი ვეტერანის მეუღლეს, ეკა მათიაშვილს. ოთარ გვენეტაძე მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. ვეტერანების აქციის დარბევასთან დაკავშირებით შსს-მ გაავრცელა განცხადება მალევე გაავრცელა.. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე. აქციის მონაწილეებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რამდენიმე პირი, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ“. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ნეტგაზეთს უთრა, რომ ასეთი მოთხოვნა ცალსახად უკანონოა და სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ უფლება, მომიტინგეებისთვის კარვების აღება მოეთხოვათ, რადგან „კარვის და კონსტრუქციის გამოყენება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუკი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ხდება, რასაც ადგილი არ ჰქონია“. ჩუგოშვილი აცხადებს, რომ 3 იანვრის აქციის დაშლის ვიდეომასალაში ვერ ნახა აქციის მონაწილეების მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის რაიმე დარღვევა. ვეტერანების დაკავების მეორე დღეს, 4 იანვარს, ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ. თუმცა, იქვე მობილიზებულმა 100-მდე პოლიციელმა ხალხს მემორიალთან შეკრების უფლება არ მისცა და ისინი ვარაზის ხევისკენ გაუშვა. აქციაც ვარაზის ხევზე გაიმართა. პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული და მემორიალთან აქციის მონაწილეებს ჩასვლის საშუალებას არ აძლევდა. ვეტერანების მხარდამჭერი აქცია თბილისში, გმირთა მოედანზე, მას შემდეგ არ გამართულა. თვითონ ვეტერანები დღევანდელი აქციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. „ჩვენ ყოველ სამშაბათს, პირველ საათზე, ქაშუეთთან აქციას ისედაც ვმართავთ ხოლმე. მოთხოვნაც უცვლელია–ჩვენი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, –აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ვეტარანთა ორგანიზაციის წარმომადგენელი სოსო მესტიაშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. /get_img?NrArticle=4271&NrImage=1 ერთი ფეხბურთელი სტადიონზე დაიღუპა. CNN-ის ფოტო. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მექსიკის ქალაქ ხუარესში რამდენიმე საათის წინ საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე ყველა მიმართულებით ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის– 1 ფეხბურთელი და 6 გულშემატკივარი. დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი. დაჭრილებს შორის არის 12 წლის მოზარდი. ამის შესახებ CNN იტყობინება. ფეხბურთის მატჩი ადგილობრივ გუნდებს შორის იმართებოდა. საფეხბურთო სტადიონი ხუარესში 4 თვის წინ გახსნეს. ხელისუფლების მიზანი იყო, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზებით ქალაქში შეემცირებინა ნარკოდანაშაულისა და მკვლელობების მზარდი რაოდენობა. ამ დროისთვის მექსიკის პოლიცია დანაშაულის მოტივებზე ინფორმაციას არ ფლობს. პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავეები საფეხბურთო სტადიონზე 3 ავტომობილით მივიდნენ და იარაღს უმისამართოდ, ყველა მიმართულებით ისროდნენ. ისინი დანაშაულის ადგილიდან მალევე მიიმალნენ. მექსიკური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 128 მასრა ამოიღო. მექსიკის ქალაქებს შორის ხუარესში ყველაზე მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაა. პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, ამ ქალაქში 2010 წელს 3 100(სამი ათას ასი) ადამიანი მოკლეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/bakur-bakuradze-150x150.jpg,,თავისუფალი აზრის სახლის” ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე ოპოზიციურ ძალებს მოუწოდებს, ერთად ეძებონ გამოსავალი შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან. ბაკურ ბაკურაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, შიდა დაპირისპირება და გათიშულობა ოპოზიციას სიკეთეს არ მოუტანს. ,,მე არ ვაპირებ იმ ცილისწამებათა კასკადზე პასუხის გაცემას, რომელიც ერთ თვეზე მეტია, ჩემი მისამართით, ჩემდა სამწუხაროდ, სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების გარკვეული ჯგუფიდან მოდის. დრო, როგორც ყოველთვის, ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. ვთვლი, რომ ახლად შექმნილ ოპოზიციურ მოძრაობას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისია აქვს აღებული თავის თავზე, ვიდრე დაუზუსტებელი ინფორმაციისა და ემოციური განცხადებების გავრცელება”, _ აცხადებს ბაკურ ბაკურაძე. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Dmitry-Medvedev-150x150.jpgდიმიტრი მედვედევი, აფეთქების გამო, დავოსში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არ გაემგზავრა და კრემლში საგანგებო თათბირი ჩაატარა. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი კი დაღუპულთა ნათესავებს დაპირდა, რომ 2 მილიონ რუბლს (დაახლოებით 67 ათასი დოლარი) გადასცემენ, მძიმედ დაჭრილებს _ 1.5 მილიონ რუბლს, საშუალო სიმძიმით და მსუბუქად დაშავებულებს კი 1 მილიონ რუბლს. აფეთქების შედეგად დაღუპული 35 ადამიანიდან 18 პირი ამოცნობილია, საავადმყოფოში ამ დრომდე 100-ზე მეტი რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა ახლობლებს კიდევ არაერთხელ მოუწევთ ამოცნობის პროცედურის გავლა. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მარკინის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა შორის ერთი ტაჯიკეთის და ამდენივე მოლდოვას მოქალაქეა, დანარჩენების ვინაობა ამ დრომდე ზუსტდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქეც არის, თუმცა ოფიციალურ ლონდონს ეს ჯერ არ დაუდასტურებია. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dmitri-medvedev-1-150x150.jpgრუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დომოდედოვოს აეროპორტის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო პასუხი უნდა აგოს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფეთქება შესაძლოა, რუსეთის ყველაზე არასტაბილურ რეგიონს უკავშირდებოდეს. მედვედევმა აღიარა, რომ გაჭირვება, კორუფცია და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ყველაზე მძიმე შიდა პრობლემას წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინის მსგავსად, ვერც მედვედევს შეუძლია მოძებნოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეგიონსა და მთელ რუსეთში სტაბილურობას უზრუნველყოფდა. მედვედევი მოსახლეობას დაპირდა, რომ მომხდარში დამნაშავეებს იპოვნიან და კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან. გაზეთ ,,ვედომოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ აეროპორტში უსაფრთხოების ზომები აშკარად დარღვეული იყო. ,,მომხდარმა ცხადჰყო, რომ არსებულ კანონებს სხვადასხვა ადგილას სწორად არ იყენებენ. ამაში უნდა გავერკვეთ. ძალიან უნდა შეეცადო, რომ ასეთი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება გადაიტანო. ამის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც კომპანიასთან აქვს კავშირი და გადაწყვეტილებას იღებს, რა თქმა უნდა, თავად აეროპორტის მენეჯმენტმაც”, – განაცხადა მედვედევმა. განსხვავებული კომენტარი გააკეთა ,,ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში პრემიერის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მან აღნიშნა, რომ ტერორიზმისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. ,,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, თუმცა ტერორის ბუნება ისეთია, რომ არც ერთი ჩვენგანი, არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული ამ საფრთხისგან. არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია 100 %-იანი უსაფრთხოება უზრუნველყოს”, – აღნიშნა პესკოვმა. იხილეთ epn.ge
  22. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვს “დომოდედოვოს” აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში დამნაშავეთა ძებნაში დახმარებას ჰპირდება.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, “აშშ მზადაა, მოსკოვს ტერაქტში დამნაშავეთა დაკავებაში დაეხმაროს, რათა ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ”.მისივე თქმით, “აშშ გმობს ტერორიზმს და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის გამოვლინების ნებისმიერ ფორმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს იგი”.“საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვაგრძელებთ მუშაო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/cavus-150x150.jpgევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად კვლავ მევლუდ ჩავოშოღლუ აირჩია. როგორც ევროპის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდზეა ნათქვამი, ჩავუშოღლუ აღნიშნულ თანამდებოიობაზე ხელმეორედ აირჩიეს. ანსამბლეამ ასევე, 20 ვიცე-პრეზიდენტი აირჩია არჩეულ ვიცე პრეზიდენტებს შორისაა საქართველოს წარმომადგენელი პეტრე ცისკარიშვილი. იხილეთ epn.ge
  24. „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს ორი რუსი ექსპერტის ალექსეი მალაშენკოს და ვლადიმერ ზორინის მოსაზრებებს რუსეთის მთლიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ა.მალაშენკო თვლის, რომ აუცილებელი არ არის ქვეყნის დაშლის მიზეზად ეთნიკური წინააღმდეგობები მოგვევლინოს. შეიძლება დაშლა დაიწყოს შორეული აღმოსავლეთიდან ან კალინინგრადიდან, ჩრდილოეთ კავკასია ამ რიგში ბოლო იქნება, რადგან მათ ეს არ აწყობთ. რეგიონების გაღიზიანებას იწვევს მოსკოვის დიქტატი – ეს გამო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, არსებობს წინასწარი მონაცემი, რომ გუშინდელი ტერაქტის დროს მოსკოვის „დომოდედოვის“ აეროპორტში ორი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ორივე აფეთქების დროს დაიღუპა. „აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც ტერორისტმა ქალმა ჩანთა გახსნა. მას თან მამაკაციც ახლდა, რომელსაც აფეთქების შედეგად თავი მოეკვეთა. გამორიცხული არ არის, რომ ტერორისტებს დარბაზშივე უნდოდათ ასაფეთქბელი მოწყობილობის დატოვება და აფეთქება მოულოდნელად მოხდა“,–ამბობს რია ნოვოსტისთან საუბარში ინფორმაციის წყარო. არსებობს ასევე მონაცემები, რომ ტერორისტები აეროპორტში მათმა თანამოაზრემ მიიყვანა, რომელიც ავტოსადგომებთან იცდიდა. ამ წუთებისთვის სამართალდამცავები პარკირების სრულ დოკუმენტაციას და ვიდეო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, მოსკოვის დროით 16:32 წუთზე, „დომოდედოვის“აეროპორტში აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, რომელთაგან 25–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სამართალდამცავებმა და საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასეს. არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტი ჩრდილოეთ კავკასიის რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის დაგეგმილია. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...