planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/politics/1-kukava-sazooo2.jpgთბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენისას პარტიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სია სულ 200 დეპუტატობის კანდიდატისგან შედგება. მისი თქმით, კანდიდატთა 35% ქალია. მან ისიც აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატურას მათი პოლიტიკური გაერთიანება ჯერ არ დაასახელებს. მისივე თქმით, თუ პოლიტიკური ბრძოლა ვანო მერაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის წარიმართება, მხარს ივანიშვილს დაუჭერს.<span style="font-size: 10pt;" />„კახა კუკავა – თავისუფალი საქართველოს“ მიერ ცესკოში წარდგენილი საარჩევნო სია (პირველი ოცეული) ასეთია: საქინფორმი
-
ქართულ ინტერნეტ სივრცეში,არჩევნების მოახლოებასთან ერთად,მატულობს პოლიტიკური სიმხურვალეც.მატულობს გამომდინარე იქიდან,რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და ერთვება პოლიტიკურ დისკუსებსა თუ გამოკითხვებში. ზოგადად,ინტერნეტ სივრცეში, ადამიანი ბევრად თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ აზრს,ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ეს ლოგიკურიცაა,კომპიუტერთან მჯდომ ადამიანს,ექმნება განცდა რომ ის არის ანონიმური(თუ რეალური სახელით არ სარგებლობს) და შესაბამისად,დაცული. ალბათ, აქედან გამომდინარეობს ის,რომ ინტერნეტ სივრცეში ოპოზიციის მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან,ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ჩანდეს. ზოგადად,ინტერნეტ სივრცეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსები და მათ შორის,პირველი პირები დიდ ყურადღებას აქცევენ.ვგულისხმობ Facebook-ს,Twitter-ს და სხვა… ამ მხრივ არც საქართველო არ არის გამონაკლისი. ამაზე მეტყველებს ნაციონალური მოძრაობის ვებ-გვერდის თუ მაჟორიტარული კანდიდატების რეკლამები,რომლებიც მთელს “ჯინეტში” გვხვდება ნებისმიერ პოპულარულ ვებ-გვერდზე. სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით ოპოზიციური კანინდატების რეკლამებსაც.არსებობენ ინტერნეტში მომუშავე ჯგუფებიც,რომლებიც მუშაობენ ერთ შემთხვევაში ხელისუფლების,ხოლო მეორე შემთხვევაში ოპოზიციის გასაპიარებლად ან პირიქით,”გასაშავებლად”. ინტერნეტ სივრცეში მუშაობენ ე.წ “ზონდერ ჯგუფებიც”,რომლებიც აქტიურად მუშაობენ ოპოზიციის მხარდამჭერების კრიტიკაზე და მათ შეურაცხყოფაზე,დაშინებაზე.ისევე, როგორც ტელევიზიას,ინტერნეტსაც შეუძლია ადამიანის არჩევანზე გავლენის მოხდენა,ცხადია,ვგულისხმობ ადამიანს,რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. ალბათ,სწორედ პირველ აბზაცში გამოთქმული ვარაუდი განაპირობებს იმას,რომ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ნაციონალური მოძრაობა სრულ კრახს განიცდის. მიუხედავად მათ მიერ გადაყრილი ათი ათასობით ლარისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის და მთავრობის სხვა წევრების ინტერნეტში რეკლამირებას ხმარდება,ნებისმიერ გამოკითხვაში ,რომელიც არ ყალბდება,სააკაშვილის მხარდამჭერები ,ოპოზიციის,ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერების წინააღმდეგ, უძლურნი არიან.ამავე შედეგს ვხედავთ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის,ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის და საქართველოს პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის გვერდის მოწონებების რაოდენობის მიხედვით სოციალურ ქსელ ფეისბუქში. ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი,ჩემი აზრით არის ის,რომ ადამიანებს,რომლებსაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა,გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ხელისუფლების და ოპოზიციის ამა თუ იმ ქმედების შესახებ,ვიდრე ადამიანებს,რომლებიც ინფორმაციას მხოლოდ ხელისუფლების მიერ მართული ტელევიზიებიდან იღებენ. რა თქმა უნდა არსებობენ როგორც ხელისუფლების,ისე ოპოზიციის მხარდამჭერები,რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ,ან მსგავს გამოკითხვებში მონაწილეობას ვერ იღებენ.რაც ცხადია,მოსახლოების განწყობის ზუსტ სურათს ვერ დახატავს,მაგრამ ფაქტია,რომ ინტერნეტ მომხმარებლის 85-90 % , ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/politics/1-programa-sazooo1.jpgთბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ბლოკის საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა.<span style="font-size: 10pt;" />როგორც ივანიშვილი ამბობს, საარჩევნო ბლოკის პროგრამაში საოცრებას ვერავინ ნახავს და აქ ისეთი არაფერი წერია, რაც ხელისუფლებას ან სხვა დანარჩენ პარტიებს არ უთქვამთ. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში მოსახლეობის პრობლემები იდენტურია. საქინფორმი
-
გუშინ,შალვა რამიშვილის პროდიუსერმა, როგორც პოლიტიკაში ჩართული აქტიური ინტერნეტ – მომხმარებელი მაესტროზე,გადაცემა “შალვა რამიშვილის დილაში” დამპატიჟა,რასაც ცხადია,სიამოვნებით დავთანხმდი. ვფიქრობ,არც ისე ცუდად გავართვი თავი თუ გავითვალისწინებთ,რომ სტუმრის სტატუსით ტელევიზიაში პირველად ვიყავი და პირდაპირ ეთერში მომიწია დაჯდომა http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif გთავაზობთ გადაცემის ჩანაწერს. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/politics/1-Sexv-politiii2.jpgთბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში ვიზიტად მყოფმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიდი იმედი გამოთქვეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით უკეთესად ჩატარდება, ვიდრე ბოლო წლებში საქართველოში გამართული არჩევნები.<span style="font-size: 10pt;" />შვედ და ქართველ კოლეგებთან – კარლ ბილდტსა და გრიგოლ ვაშაძესთან – ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას. საქინფორმი
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/09/582684_404748692920153_992996381_n.jpg “პოლიტიკა ბინძური საქმეა შვილო” – ეს სიტყვები პირველად მაშინ გავიგე როცა პირადათ დავადასტურე, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავირიცხე. 1 წლის წინ. არვიცი ჩვენმა, ერთმა უწყინარმა ფაკულტეტის სახელმა, რატომ გამოიწვია ამდენი მღელვარება, მაგრამ ფაქტია, რომ კარგა ხანია ყველა “ისე” მიყურებდა. მე არ მიკვირდა, რადგან ამას დაბალ დონის სამოქალაქო ცნობიერებას ვუკავშირებდი. ჰო, იმ სიტყვების ავტორი ბაბუაჩემი იყო. არა, სამოქალაქო ცნობიერების აღქმა, რომ საზოგადოებრივი კრიზისის საკითხია ეს ამბავი პირველად ალბათ არც თქვენ გესმით. ნუ, არც მე დავიწყებ ამ აღქმის, უფრო სწორად აღუქმელობის კრიტიკას. ეს საზოგადოების ბრალი იყო, რომელიც მაშინ იყო. რა ხდება დღეს? საზოგადოერივი ცნობიერება არანაკლებ დაბალ ნიშნულზეა ვიდრე ეს ჩვენი ბაბუების დროს იყო. ასე რომ, წარსულზე ლაპარაკით თავს აღარ მოგაწყენთ. რეალობაზე ვისაუბრებ. გაიგე ის, რაც ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია! ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე. 15 წლის არც ვიყავი, როცა მეგობრები “პოლიტიკოსს” მეძახდნენ, მხოლოდ იმიტომ დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკური ნიუსებითა და კარგად ვსწავლობდი ისტორიას. როცა სხვები Counter Strike-ს თამაშობდნენ მე გაზეთებს ვკითხულობდი. ამ დროიდან უკვე მქონდე ჩემი აზრი და შესაბამისად პოზიციაც სხვადასხვა ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებით. ამ დროს ზოგი დამცინოდა, ზოგს უკვირდა რატომ უნდა ვყოფილიყავი ამ ასაკში მაგალითად საპარლამენტო არჩევნებით, ან აშშ-ს არჩევნებით, ან ეკონომიკური პოლიტიკით. მე ვთვლიდი, რომ სულაც არ მქონდა რაიმე კავშირი პოლიტიკასთან, უბრალოდ მქონდა ჩემი პოზიციები, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მქონდა ინფორმაცია. როცა ჩავაბარე, ხალხი ისე მიყურებდა თითქოს, აშშ-ს რომელიმე პოლიტიკურ სკოლაში ვსწავლობდი. არადა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუში მეტნაკლებად “ბულკი” ფაკულტეტია. ანუ სახელს დიდწილად ვერ ამართლებს აქტივობის მხრივ. დიდწილად რადგან ვამბობ, ე.ი არსებობს კიდევ რაღაც სხვაც. ეს ის სხვაა, რასაც ორთქლის გამოშვება ქვია და მერე ამ ორთქლში ჩახრჩობა. ანუ ისტორიულად წმინდა ქართული პონტი. ეს კარგად გამოჩნდა თვითმართველობის არჩევნებზე. ამ ორთქლის გამოც კი ჩვენი ფაკულტეტი თსუში გამორჩეულია და ძალიან მიყვარს. თამამად ვადასტურებ, რომ 1 წლის შემდეგ ვარ იქ სადაც უნდა ვიყო. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქ იდეალური სწავლაა, რომ დაამთავრებ მერე სამსახური გარანტირებული გაქ, ძლიერი სპეციალისტი იქნები და ასე შემდეგ.. არა, ძალიან შორს ვარ. მაგრამ ამით თსუს კი არ ვლანძღავ, არამედ რეალობას. აქ რაღაც-რაღაცეები ვისწავლე და კმაყოფილი ვარ ამით. “პოლიტიკაფობია” უნივერსიტეტშიც გრძელდება, ოღონდ ბევრად მეტი ეფექტითა და ხმაურით. “შენ პოლიტიკა გაინტერესებს? რატომ? სხვა საქმე არ გაქვს? წადი, დალიე!” ესეც კადრები აქაური რე-აქციებიდან. თუმცა მე ამ აზროვნებას არ დავუკავშირებდი უშუალოდ პოლიტიკისადმი unpolite დამოკიდებულებას. ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაუცხოვებას ნიშნავს. ამაზე ადრეც მისაუბრია, როცა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტიკაზე ვწერდი. http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/09/mega-wallpapers-collection-n5-37.jpg?w=593&h=370 ახლა რეალობა განვიხილოთ. დღეს პოლიტიკური სპექტრი იმდენა პოლარიზებულია, რომ ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება, ვარდების რევოლუციის დროს, რომ ვიხსენებ იყოთუ არა მაშინ ამაზე უფრო მძაფრი ორპოლუსიანობის შეგრძნება. არვიცი ალბათ არა. დღეს პოზიციების გაყოფა შეინიშნება ყველგან, დაწყებული ტელევიზორის მონიტორიდან, გაგრძელებული ვებ-საიტებამდე და საბოლოოდ გაყოფილია საზოგადოებაც. მე არ ვიტყვი ვის რამდენი მხარდამჭერი ყავს, რადგან სუბიექტური შეიძლება ვიყო, თუმცა შეგიძლიათ გადახედოთ სოციოლოგიას და უბრალოდ ციფრებს სტატისტიკიდან. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პოლიტიკა უკვე ჩვენს ცხოვრებაშია, ის ურთიერთობებს ქმნისა და წყვიტავს. რამდენიმე დღის წინ ერთერთმა საჯარო მოხელემ, როცა მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ვიყავი მითხრა, გულისტკივილით მითხრა, რომ დღეს საზოგადოება ძალიან პოლიტიზირებულია, თან დასძინა ახალგაზრდები რატომ უნდა იყვნენ პოლიტიკით დაიტერესებულიო. ამაზე მარტივი პასუხი მაქვს, თითოეული ადამიანის, ადამიანთა ჯგუფისა თუ უბრალოდ რომელიმე კლასის ინტერესთა დარღვევა საქართველოში პოლიტიკას ეხება უკვე. ეს კარგი, მაგრამ უარესი პრობლემაა, ის რომ ამ ინტერესთა დაბალანსებაც უშუალოდ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს თვითმართველობა. ეს მარტო ახალგაზრდებს არ ეხებათ. ასეთი იყო ჩემი პასუხი, იმ საჯარო მოხელისადმი, რომელმაც თითქოს ჩემი მისამართით აგრესია “გამოისროლა”. (ყოველშემთხვევაში მე ასე ვიგრძენი) ჩემი აზრით დღეს ელექტორატის მინიმუმ 95%-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს ვის აძლევს ხმას. პოზიციები გამოკვეთილია ჩემშიც. პრინციპში ამიტომაც ვუჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას. რა ხდებოდა ქართული ოცნების დაბადებამდე ჩემთან? ზაფხული იყო უკვე, როცა დავიწყე მომავალ პოლიტიკაზე ფიქრი, 1 წელიწადში არჩევნები იყო. არა სიმართლე გითხრათ იმ რეალობიდან, რაც მაშინ იყო დიდი საფიქრელი არც არაფერი იყო, წარმოდგენლი მქონდა სტანდარტული პუტინიზაცია, სკამების კარუსელი, ქდმ და კოლეგა ფსევდო ოპო პარტიები 20% ჯამში და 80% ნაციონალები. მე ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი არ მქონდა. არ გეგონოთ, რომ არ შემეძლო პარტიის მშობლიურ სამკვეთლოზე მოხვედრა, ან სტუდენტური თვითმართველობის ლიდერად ჩამოყალიბება, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, რომ ამას აზრი არ ექნებოდა. თუ აქტიურ ცხოვრებაში ჩავერთვებოდი, ნელნელა პრინციპული შეუთავსებლობა მაინც მოხდებოდა ჩემსა და მათ შორის. ანუ მთელი დროის მანძილზე “ნაგროვებს” ერთად გახეთქავდნენ და ეს შეიძლება ჩემი სიკვდილითაც დასრულებულიყო. რაზეც მე არ წავიდოდი. რას ნიშნავს პრინციპული შეუთავსებლობა? ყველაფერს იმას რასაც აკეთებენ დღეს. ამას მე ვერასოდეს გავაკეთებდი, არ შემეძლო, დამეჭირა, ჩამეშვა, მომეკლა იმიტომ, რომ ის განსხვავებულად ფიქრობდა. თან ამ დროს ვიცოდე, რომ ის სწორად ფიქრობს. ვერ დავუშვებ უსამართლობას, როცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკური მოტივით ხორციელდება. იყო მეორე გზაც. ვყოფილიყავი ჩვეულებრივი კრიტიკოსი, რომლის ლაპარაკიც ხელოვნურად დაავადმყოფებული საზოგადოების წიაღში ჩაიკარგებოდა. ვიშოვნიდი რამე სამსახურს კერძო სექტორში და ცხოვრების დინებას მივყვებოდი. “ერთადერთი, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის საჭიროა, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ.” ედმუნდ ბერკი თუ პირველ ვარიანტს ავირჩევდი უარი უნდა მეთქვა საკუთარ თავზე. ხვდებით ეს რასაც ნიშნავს? მე ვკარგავდი საკუთარ თავს. ეს კი სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. აშკარად გარდაუვალი ფსიქიკური განადგურება მელოდა. ხოლო თუ მეორე ვარიანტს ავირჩევდი, დროში დავიკარგებოდი, რადგან არ მქონდა საკმარისი რესურსი რამე შემეცვალა. ამ შემთხვევაშიც თავის დაკარგვასთან მივდიოდი ალბათ. ასეთ დროს ბევრი ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა. “აქ აზრი არ აქვს ყოფნას”-პრინციპით. ისე მე წასვლა არასოდეს მიფიქრია. რადგან იქ ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი, სულ ყველამ რომ წავიყვანო მაინც… http://giorgibenashvili.files.wordpress.com/2012/09/526241_444907228867514_439002671_n.jpg?w=593&h=352 ოქტომბერში პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. ავტორიტეტი, რომელიც აქამდე გრაფი მონტე კრისტოს როლში იყო და აქედან აშენდება სახელმწიფოს. ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ქართველი მილიარდელია, რომელსაც ფორბსის მონაცემებით 6.4 აშშ დოლარის აქტივი აქვს. “ძლიერი მენეჯერი, რომელმაც იცის ბიზნესის კეთება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ამავდროულად იგი დიდი ქველმოქმედი და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია. მან 1.3 მილიარდი ლარის ოდენობით ინვესტიცია ჩადო საკუთარ ქვეყანაში და ფაქტობრივად ფეხზე დააყენა, საბჭოთა კავშირიდან გათავისუფლებული ქვეყანა.”- ასე იცნობენ მას როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში. ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია “ქართული ოცნება” დაარსა, მანდ მოამზადა გუნდი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას აპირებს. კოალიციამ საარჩევნო კამპანია ამაღელვებლად დაიწყო, 27 მაისს თბილისში 150 000-იანი მანიფესტაციით. ამავე რეჟიმში გაგრძელდა კამპანია სხვა ქალაქებშიც. ქუთაისი – 55 000 ადამიანი, ოზურგეთი – 30 000 ადამიანი, გორი – 15 000 ადამიანი, მცხეთა – 10 000 ადამიანი, ბათუმი – 60 000 ადამიანი. ივანიშვილის შემდეგი აქცია 19 აგვისტოს რუსთავში ჩატარდა, სადაც 20 000-მდე ადამიანი იყო. ხალხმრავალი აქციები გაიმართა სვანეთისა და რაჭის პატარა ქალაქებში. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სამართლიანობას ჰპირდება, ასევე ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას, ასევე ყველაზე მთავარს, ის სამუშაო ადგილების შექმნის გარანტია. თუმცა მოდი სიმართლე ვთქვათ. ამას ხომ ყველა ოპოზიციური მოძრაობდა ჰპირდებოდა ხალხს საარჩევნოდ? აი ყველა 2003 წლიდან, სააკაშვილის ჩათვლით. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ და მისმა პოლიტიკურმა establishment-მა სწორედ იმიტომ მოახდინა ჩვენი რეალობის შეცვლის პერსპექტივის გაჩენა, რომ ყველა სხვა ლიდერისგან განსხვავებით მან ნამდვილად გააერთიანა ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. მან დაამკვიდრა უკვე იმედგაცრუებულ და წაგებულის სინდრომმორგებულ საზოგადოებაში მომავლის იმედი. რატომ? ამის მიზეზი არ არის მისი უსაზღვრო კაპიტალი და ფინანსური რესურსები. ეს ბიძინა ივანიშვილის პიროვნების ნდობის კაპიტალია, რომლის ნაკლებობაც ყოველთვის შეინიშნებოდა ქართული პოლიტიკაში. ამიტომ არავის შეეძლო რეჟიმის დამარცხება გარდა პიროვნებისა, რომელსაც აქვს უსაზღვო ნდობის კაპიტალი. სწორედ ბიძინა ივანიშვილის პიროვნების ავტორიტეტის ხარჯზე აქვს ჩემი ნდობა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდსა და მათ მოღვაწეობას ამ კამპანიის დროს. მე დავრწმუნდი, რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს ქართველებს დაუბრუნოს წართმეული ღირსება! არა, არ მინდა ეს გაცვეთილი ფრაზებიდან გეგონოთ… რადგან 20 ლარიანი ვაუჩერების იმედათ დარჩენილ ერს, არამგონია ღირსებასგან რაიმე საერთო ჰქონდეს შერჩენილი. მე მჯერა, რომ კაცი, რომელმაც მაკროეკონომიკურ სამყაროში იმპერია შექმნა ჩვენთანაც შექმნის სამუშაო ადგილებს, სადაც ჩემი თანამოქალაქეები დასაქმდებიან. ის შექმნის ხარისხიან განათლებას, და არა მხოლოდ შერჩევით, პარტიული კუთვნილებით ან ნაცნობობით მოხდება განათლების მიღება, არამედ ყველა ნიჭიერსა და მონდომებულს შეეძლება მიიღოს ცოდნა და შემდეგ უკვე გამოიყენოს. მოკლედ მე ბიძინა ივანიშვილში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვხედავ საქართველოს მომავალ განვითარებას. აღარ არსებობს გეგმა B… მიშა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ამბობს, რომ დღეს წყდება მათი გრძელვადიანი მომავლის ბედი.. ეს არ არის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა? მიშა მართალი ხარ მართლა წყდება დღეს იმ ახალგაზრდების ბედი, ვინც ნაც.მოძრაობასა და სტუდენტურ თვითმართველობებს არის შემოკედლებული, იმ მოტივით რომ უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ(თვითონვე ამას ამბობენ) ყველა სხვა კი ვინც იქ არ არის, ავტომატურად თქვენ მტრად თვლით. გინდათ რომ ყველა ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ჩაირეცხოს. ეს იდეოლოგია ჩაუნერგეთ თქვენ იმ საცოდავ ბავშვებსაც.. მათ ახალგაზრდობიდანვე ასწავლით განსხვავებული აზრის დევნას და ტოტალიტარიზმის სიყვარულს. მაგრამ არ გამოგივა დამიჯერე : მე მინდა გითხრა, დიახ დღეს მართლა წყდება ჩემი და ჩემი ათასობით მეგობრის გრძელვადიანი მომავლის ბედი! დღეს ჩვენთვის მომავალი არა ანაკლიის ბარებში და ბორდელებში დროის ტარებაა, არამედ ჩვენი მომავალი საქართველოა. ამიტომაც ვარ მე დღეს იქ – სადაც ვარ! ვიცი რომ ჩემი და ჩემი ქვეყნის ბედი ჩემს ხელშია! და გპირდები, რომ შენ აუცილებლად დამარცხდები! View the full article
-
“მეცხრე არხის” მრჩეველთა საბჭოს ფუნქცია ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იქნება, მეც დავთანხმდი საბჭოს წევრობას, რადგან მომწონს ეს მიზანი და საქმიანობა”, - აცხადებს Media.Ge-სთან საუბრისას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი, გიორგი მარგველაშვილი. 5 სექტემბერი, 2012 - 17:56 5 სექტემბერი, 2012 - 17:56 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/kaxa_beqauri.jpg სრული ტექსტი View the full article
-
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახალი ვებგვერდი, ShenMartav.ge შექმნეს. 5 სექტემბერი, 2012 - 17:15 5 სექტემბერი, 2012 - 17:15 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/axali_vebgverdi.jpg სრული ტექსტი View the full article
-
„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 5 სექტემბერს გამოქვეყნდა მოსახლეობის 46 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ Must Carry-ს ვალდებულება არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდში უნდა გაგრძელდეს. ექვსი პროცენტი ამ ინიციატივას არ იზიარებს, 44 პროცენტს კი - საკუთარი მოსაზრება არ გააჩნია. 5 სექტემბერი, 2012 - 16:36 5 სექტემბერი, 2012 - 16:36 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/untitled_15.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ამ კურსის მიზანია კორუფციასთან ბრძოლა, რა დროსაც მონაწილეები ისწავლიან როგორ გამოავლინონ კორუფციის ფაქტები და დაწერონ ამ თემაზე მასალები. კურსის დროს მონაწილეები აგრეთვე გაიუმჯობესებენ კრიტიკულ აზროვნებას და გამოძიებების ეთიკურად, ობიექტურად მომზადებას ისწავლიან. ტრენინგი ჩატარდება 2012 წლის 10 დეკემბრიდან-14 დეკემბრამდე ლონდონში. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ჟურნალისტიკაში მუშაობის სულ მცირე ორ წლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. 5 სექტემბერი, 2012 - 16:17 21 სექტემბერი, 2012 - 16:17 სრული ტექსტი View the full article
-
ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ცნობით, ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ქმნის, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება. საბჭოს წევრები არიან: 1. ლეს გელბი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი; 2. ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და “ვუდროუ ვილსონის ცენტრის” ყოფილი პრეზიდენტი; 5 სექტემბერი, 2012 - 15:20 5 სექტემბერი, 2012 - 15:20 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/lari_kingi.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ესპანეთისა და ბელორუსიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შეხვედრებზე დასასწრებად ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემას ფეხბურთის ფედერაცია 6 სექტებრიდან დაიწყებს. როგორც Media.Ge-ს ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ გიორგაძემ განუცხადა, ორივე მატჩისთვის დაახლოებით 250 განაცხადი შევიდა, საიდანაც 150 დააკმაყოფილეს. 5 სექტემბერი, 2012 - 14:18 5 სექტემბერი, 2012 - 14:18 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/big_gff01.gif სრული ტექსტი View the full article
-
3 სექტემბერს ტელეკომპანია “თრიალეთმა” სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ გაურკვეველი ვადით საინფორმაციო გამოშვების კეთება შეაჩერა. ამის მიზეზად საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9”–ის მიერ კადრების გადაბირება დაასახელა. ციტატა ტელეკომპანიის განცხადებიდან: 5 სექტემბერი, 2012 - 13:56 5 სექტემბერი, 2012 - 13:56 By: გოგა აფციაური, გორი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/trialeti_0_0.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ბრიტანული გამოცემა Sunday Times აწესებს ერთ წლიან სტიპენდიას ბრიტანელი ჟურნალისტის მარი კოლვინის საპატივსაცემოდ, რომელიც წელს სირიაში კონფლიქტის გაშუქების დროს დაიღუპა. სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანა შეუძლიათ ნებისმიერი ეროვნების უცხოელ კორესპონდენტებს, რომლებიც ინგლისურ ენას სრულყოფილად ფლობენ და დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება აქვთ. სტიპენდიის მოსაპოვებლად ჟურნალისტები უნდა იყვნენ 26 წლამდე. სტიპენდია დაფარავს მოგზაურობის და ცხოვრების ხარჯებს. პროგრამა დაიწყება 2013 წლის 1 იანვარს და ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება. 5 სექტემბერი, 2012 - 12:57 30 სექტემბერი, 2012 - 12:57 სრული ტექსტი View the full article
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/196717_253338391436271_621544928_n.jpg გუშინ, 15 საათზე კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, საპარლამენტო სიის პრეზენტაცია მოახდინა. როგორც იცით კოალიცია საკმაოდ მრავალფეროვანია, შესაბამისად სიის გაცნობისასაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მრავალფეროვნება თავს იჩენდა. საარჩევნო ბლოკში 3 სრულუფლებიანი წევრია: “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”, “ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტი”, ამავე დროს კოალიციის ცალკეული წევრები არიან, კონსერვატიული და ხალხის პარტიის ლიდერები, ასევე ეროვნული ფორუმი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი. ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის დასაწყისი ასე გამოიყურება: 1. კახა კალაძე 2. მანანა კობახიძე 3. ირაკლი ალასანია 4. დავით უსუფაშვილი 5. გოგი თოფაძე 6. გუბაზ სანიკიძე 7. ზვიად ძიძიგური 8. ივანე კიღურაძე 9. დავით საგანელიძე 10. ირაკლი ღარიბაშვილი 11. კობა დავითაშვილი 12. გია ჟორჟოლიანი, 13. გიორგი გაჩეჩილაძე 14. მაია ფანჯიკიძე მთელი გუშინდელი დღე სოციალურ ქსელებში ხალხის განწყობებს ვაკვირდებოდი. სიმართლე გითხრათ, უკვე ჩამოყალიბებული ოპოზიციური ელექტორატისგან სრული თანხმობის პოზიცია არის ივანიშვილის სიის განხილვისას. შეიძლება ითქვას ყველაზე კრიტიკოსი მეოცნებეებისგანაც სრულიად პოზიტიური დამოკიდებულება იგრძნობოდა. რაც შეეხება ნაციონალების მომხრეებს, ისინი კალაძის “პირველნომრობას” ირონიით იხსენიებდნენ, სხვა შენიშვნები კი პრინციპში არც მათგან მოდიოდა. ცალკე თემაა, მე როგორ წარმომედგინა ოცნების სია, მაგრამ კალაძის ადგილზე ამ სიაში და ამაზე ნაციონალურმა რეაქციამ ჩემი ვარაუდები გაამყარა. თუ რა ვარაუდები ამას ეხლავე გეტყვით. კალაძე პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია, ანუ ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრი. კოალიციის ლიდერის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცნობადი სახე, ამავდროულად პოლიტიკაში შემოსული ფიგურა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ – ახალი სახე, ახალი სისხლი, თუ რაც გინდათ ის, რასაც ასე ძალიან ითხოვს როგორც ე.წ ნეიტრალები და ასევე უდიდესი რაოდენობის ოპოზიციური ელექტორატი. კახი კალაძე – იტალიური მილანის ცენტრალური მცველი, წლების განმავლობაში ევროპული გრანდის ღირსებას იცავდა, 2-ჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. იცის პრინციპების ფასი და გამარჯვებისთვის ბრძოლა. რატომ კალაძე? გარდა ზემოთჩამოთვლილი არგუმენტებისა კალაძის კოალიციის სიის პირველნომრობას სხვა დატვირთვაც აქვს. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სიის 50% ახალი პარტიის ანუ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებს უნდა დაეკომპლექტებინათ. ათეულში კი პარტიის ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ. ეს წესი, სამართლიანად შესრულებულიყო, საჭირო პირველი ნომერი ყოფილიყო ვინმე სხვა, მეორე კი მანანა კობახიძე(ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო), ირაკლი ალასანია(თავისუფალი დემოკრატები), შემდეგ დავით უსუფაშვილი(რესპუბლიკური პარტია) და ა.შ. ასე რომ ჩემი აზრით კახი სიის ლიდერობის შესანიშნავი ვარიანტი იყო. სიის დასაწყისის ისე გადანაწილად, როგორც ლიდერმა განმარტა. პროპორციაც ნათლადაა დაცული, ყოველი 4 წევრიდან 2 ახალი პარტიის სახეა. საინტერესოა თქვენი აზრიც, შეგიძლიათ კომენტარებში დააფიქსიროთ – რას ფიქრობთ ქართული ოცნების საპარლამენტო სიაზე. View the full article
-
რომ არა ივანიშვილი…ამაზე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ,უფრო ზუსტად,მას შემდეგ,რაც მივხვდი,რომ ამ კაცს სააკაშვილის შეცვლა შეუძლია და ამასთან,ქვეყნის ისე მართვა,რომ ქართველმა ხალხმა რეალურად იგრძნოს თავი ბევრად უკეთ,ვიდრე დღეს გრძნობს.რა თქმა უნდა ამ პოსტში არ ვილაპარაკებ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებებზე,ამ პოსტში ვილაპარაკებ იმაზე,თუ როგორ განვითარდებოდა საქართველოში პოლიტიკური მოვლენები,ბიძინა რომ არ შემოსულიყო პოლიტიკაში,ანუ ჩემეულ ხედვას გაგაცნობთ. მიხეილ სააკაშვილი რომ ძალიან მშვიდად განაგრძობდა ქვეყნის მართვას (?!) , ეს ცხადია. დღეს,საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ დაინახა,ვინ არის ფსევდო ოპოზიცია და ვინ რეალური ოპოზიცია. ასე მკაფიოდ არ გამოჩნდებოდა,თუ რა და ვის თამაშს თამაშობს “ქდმ”, ასე კარგად არ გამოჩნდებოდა,თუ რას წარმოადგენს “ლეიბორისტული” პარტია. ასე ადვილად ვერ ჩამოვგლიჯავდით ნიღაბს “ახალ მემარჯვენეებს,” რომელიც დღეს პირადად ჩემთვის , ნაც.მოძრაობის შვილობილ პარტიას წარმოადგენს. არამხოლოდ პარტიები,პირადად ჩემს გარშემოც ძალიან ბევრმა ადამიანმა “იცვალა სახე”, თურმე,ძალიან ბევრი ყოფილა პარტიული,”ღრუბელ-ღრუბელ,მალვით…” თუმცა, ეს ყველაფერი, მთავარი მაინც არ არის. მთავარია,რომ მსოფლიო ვერ დაინახავდა,თუ რას წარმოადგენს რეალურად მიხეილ სააკაშვილი. დღეს ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ყველამ დაინახა,თუ როგორ ინიღბებოდა სააკაშვილი და მისი პარტია დემოკრატიის ნიღბით. ქვეყნის შიგნით,საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ მაინც იცოდა,რომ მიშა დემოკრატი კი არა,ჩვეულებრივი დიქტატორია. თუმცა,მსოფლიოსთვის ეს ასეთი აშკარა ნამდვილად არ იყო.”მასთ ქერის” ამოქმედებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საზოგადოებაზე . რა თქმა უნდა,”რუსთავი 2-ის” და “იმედის” “დაბოლებების” შემხედვარე,ხალხს ეგონება,რომ ყველაფერი კარგად იყო და ქვეყანა მხოლოდ ერთი,აღმშენებლობის მიმართულებით მიდიოდა. დღეს ყველამ იცის,თუ როგორ უსწორდება მიხეილ სააკაშვილი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.ყველამ დაინახა,თუ როგორ ცდილობენ მისი ქვეშემრდომები იმ სავსებით ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაძაბვას და ჩაშლას,რომელიც ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრაში მდგომარეობს.დავინახეთ,თუ რაზეა წამსვლელი სააკაშვილი მაშინ,როცა მის სკამს საფრთხე ემუქრება.თუმცა,ჩემი აზრით,სამწუხაროდ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და ეს მხოლოდ “ჟურნალი” იყო,”ფილმი,” აწი დაიწყება. ერთი რამ ცალსახად შემიძლია ვთქვა.ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ შემოსულიყო,კიდევ ძალიან დიდი ხანი მოგვიწევდა მიხეილ სააკაშვილის ატანა და ვინც ვერ გავუძლებდით,ყველანაირი გზით ვეცდებოდით საქართველოდან გაღწევას. ისიც ცალსახაა,რომ მიხეილ სააკაშვილი არასოდეს არ შეიცვლებოდა და თუ შეიცვლებოდა,ეს ცვლილება იქნებოდა ფორმალური და რეალურად,კვლავ სააკაშვილი გააგრძელებდა ქვეყნის მართვას,მის ქვეშემრდომებთან ერთად. დღეს რომ პოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად შეცვლილია,ვიდრე ეს იყო 2003 წლიდან დღემდე,ფაქტია. მიხეილ სააკაშვილს ასეთი ძლიერი ოპოზიცია,როგორიც დღეს ყავს , არასოდეს ყოლია და მიუხედავად იმისა,რომ პატივს ვცემ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს და ივანიშვილის შემდეგ,განსაკუთრებით,ირაკლი ალასანიას,ფაქტია,რომ ბიძინას გარეშე , ეს პარტიები , თუნდაც ყველა ერთად აღებული,ვერ მოახერხებდნენ იმდენს , რამდენსაც ახერხებენ დღეს. პირადად მე მადლობელი ვარ ამ კაცის,მადლობელი ვარ იმიტომ,რომ სასწორზე დადო მთელი მისი სრულიად უზრუნველყოფილი და მშვიდი ცხოვრება,მაშინ,როდესაც შეეძლო,ეცხოვრა ძალიან მშვიდად მასაც,მის შვილებსაც და თუ მისი შვილები ჭკვიანად მოიქცეოდნენ , მის შვილიშვილებსაც და ა.შ… http://newstime.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ) სასწორზე დადო ერთადერთი მიზნით,უნდა,რომ საქართველო დააყენოს რეალური დემოკრატიის,რეალური განვითარების გზაზე,ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და სწორედ ამიტომ,მე ბოლომდე ვიქნები იმ ბრძოლაში ჩართული,რასაც უსამართლობის,უიმედობის,ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ქვია… View the full article
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/388117_343362089078608_2048487128_n.jpgმეგობრებო, მიშა და მისი “იდეოლოგები” თავიანთ გამოსვლებში და დებატებში იმეორებენ “ნაცებისთვის” ჩვეულ საოცრად აბსურდულ ბრალდებებს – რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” სურს საქართველოს წარსულში დაბრუნება, ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შეფერხება, კრიმინალების ციხიდან გამოშვება, კორუმპირებული სისტემის აღდგენა და ასე შემდეგ… მართალია, ამ სულელური, უსაფუძვლო და არაარგუმენირებული, უსამართლო ბრალდებების არავის არ სჯერა, მაგრამ მიშას სხვა გამოსავალი არ აქვს – მან უნდა გამოიყენოს ნებისმიერი ბინძური მეთოდი მთავარი კონკურენტის გასანეიტრალებლად. შეიძლება ზოგიერთს გაგიკვირდეთ, გაგეცინოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ზემოთ აღნიშნული ე.წ. ქვეყნის წარსულში დაბრუნების საბრალდებო “შავი-პიარი” პლაგიატობით გამორჩეულმა მიშამ, თავის “იდეოლოგებთან” ერთად “მოიპარა” ბილ კლინტონისგან და ისინი გააფთრებულები, თუმცა უშედეგოდ, მიმართავენ ათასგვარ ბინძურ მეთოდებს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მისაღწევად… ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც, რა შუაშია მეგობრებო, ბილ კლინტონი? შეგახსენებთ, რომ 1996 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ბილ კლინტონმა თავისი ძლიერი მეტოქე – ბობ დოული წარმოაჩინა ადამიანად, რომელიც თითქოს პროგრესის მოწინააღმდეგე იყო და რომელსაც თითქოს ამერიკის წარსულში დაბრუნება სურდა, რითაც დოულის ნეგატიური იმიჯის ჩამოყალიბება მოხდა. (დოულმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ის იქნებოდა ერთგვარი ხიდი ამერიკის წარსულთან, რაშიც ის უბრალოდ გულისხმობდა, ამერიკის დიდების აღდგენას, ღირსეულ ეპოქას და ა.შ… თუმცა მისი ეს გამონათქვამი ბილ კლინტონმა თავის სასარგებლოდ და დოულის საწინააღმდეგოდ გამოიყენა…) მიშას ალბათ არ სურს იმის დაჯერება, რომ დღეს საქართველოში სულ სხვა რეალობაა, ახლა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებია და მას ყავს დაუმარცხებელი მეტოქე, მისგან განსხვავებით, სუფთა წარსულისა და ძლიერი რეპუტაციის მქონე ღირსეული ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი, რომლის გამარჯვება ისეთივე გარდაუვალია, როგორც შემოდგომის დადგომა… სასოწარკვეთილებაში მყოფ მიშას არც იმის აღიარება სურს, რომ საქართველოში, თამამად შეიძლება ითქვას – ბოლო 10 წლის მანძილზე მომხდარი უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი პროგრესი და განვითარება პირდაპირ უკავშირდება ერთი ადამიანის სახელს – ბიძინა ივანიშვილს! მიშას არც იმის აღიარება სურს, რომ სწორედ, ბიძინა ივანიშვილის თანადგომითა და დაფინანსებით განხორციელებული პოლიციის რეფორმა (საპატრულო პოლიცია), ჯარის რეფორმა (სამხედრო ბაზების მშენებლობა, ჯარის ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯარისკაცების სრული ეკიპირება და აღჭურვა) 400 სკოლის რემონტი და კომპიუტერიზაცია, 550 ეკლესია-მონასტრის აღდგენა-რესტავრაცია, ათეულობით თეატრებისა და მუზეუმების გადარჩენა და მათი რეკონსტრუქცია, უამრავი სპორტულ, კულტურული თუ გასართობი ცენტრების (დიდველის სამთო-სათხილამურო კომპლექსები, ატრაქციონების პარკები, დელფინარიუმის მშენებლობა, ბაღებისა და საზოგადოებრივ-კულტურული ადგილების მოწყობა…), სოფლის მეურნეობის განსავითარებლად 1 მილიარდი დოლარის სახელმწიფოსათვის უანგაროდ შეთავაზება, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 100 მილიონი დოლარის უანგაროდ შეთავაზება, თბილისში ახალი უფასო რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა და ქვეყნის ყველა რეგიონში ასევე უფასო საავადმყოფოების მშენებლობა, შემდგომში მათი ფინანსირება, თანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, საუნივერსიტეტო ქალაქის (კამპუსის) მშენებლობა, ათიათასობით ადამიანის ფინანსური დახმარება და მათი ხელშეწყობა, უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და მრავალი სხვა… უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ კაცს – ბიძინა ივანიშვილს! მიშას არ სურს იმის აღიარება, რომ 2004 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ყველა ამ პროგრესული პროექტის ავტორი და დამფინანსებელი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი! დიახ, ბიძინა ივანიშვილი აშენებდა და აძლიერებდა ქართულ სახელმწიფოს! დიახ, ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ქართველ ხალხს! დიახ, ბიძინა ივანიშვილი აშენებდა ქვეყანას და არა მიშა! მეგობრებო, მიშა ამ ყველაფერს მხოლოდ იბრალებდა! მიშა ატყუებდა ქართველ ხალხს, რომ თითქოს ის აკეთებდა ამ ყველაფერს და არა ბიძინა ივანიშვილი. დიახ, სწორედ მიშა არის შენიღბული დესტრუქტორი და ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი! მტიცება არ სჭირდება, რომ მიშას, თავის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რეალურად არავითარი სარგებელი არ მოუტანია ხალხისთვის, ქვეყნისთვის, ამ ბოლო 9 წლის მანძილზე რეალურად არავითარი შვება არ უგრძვნია მოსახლეობას, (თუ რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით 21-ე საუკუნის საქართველოში მიშას მიერ ხალხისათვის ყოველდღიურად დამადლებულ გაზს, დენსა და წყალს, რომელიც თანამედროვე დროში მცხოვრები ადამიანისთვის ელემენტარულზე ელემენტარული საარსებო პირობაა და რომელთა უზრუნველყოფაც უშუალოდ მიშას, როგორც ქვეყნის პირველი პირის პირდაპირი მოვალეობაა, მისი ვალდებულებაა!!!) პირიქით – მიშამ, თავის “იდეოლოგებთან” ერთად ქვეყნის, სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევა განაგრძეს! შევარდნაძის შემდეგ სწორედ მიშამ გააგრძელა ხალხის გაღატაკება, დაშინება-დამონება და ერის დეგრადირება… რა თქმა უნდა, მიშას არ სურს გაიაზროს, რომ დღეს სულ სხვა რეალობაა ქვეყანაში, რომ მას ვერანაირი “შავი-პიარის” ანალოგიები ვეღარ უშველის, რადგან მისი და ნაციონალური პარტიის დამარცხება გარდაუვალია! ჩვენ, ყველამ ერთად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავასრულოთ ჩვენი ქართული სახელმწიფოს ნგრევა და ხალხის განადგურება, ეს უსამართლობა… ოქტომბრის არჩევნებში ხალხმა უნდა მოიპოვოს რეალური თავისუფლება და აღადგინოს სამართლიანობა, ხალხმა უნდა გაიმარჯვოს ბიძინა ივანიშვილთან ერთად! შეგახსენებთ,ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ “ქართუს” ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრია. View the full article
-
ქართული საზოგადოებისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. ამის ნათელი დადასტურებაა იმ არაერთი კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში ტარდება. კითხვაზე თუ ვინ არის ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში 90%-ზე მეტი ეკლესიისა და მისი მეთაურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სასარგებლოდ სცემს პასუხს. არვიცი რამდენად რეალურია ეს რიცხვები, მაგრამ თუ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის განცხადებებსა და ქმედებებს მივადევნებთ თვალს, ამაში ნამდვილად დავრწმუნდებით. ყველაფერი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთერთი მთავარი დაპირებით დაიწყო, რომლის მიხედვითაც გამარჯვების შემთხვევაში ქდმ და გიორგი თარგამაძე საპატრიარქოსთვის დაფინანსების 4-ჯერ გაზრდას აპირებს. ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვას არც ნაციონალური მოძრაობა ერიდება. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/246857_458832270813826_1317334460_n.jpg ამის მაგალითები არაერთია, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში. 1) დიდგორობა, რომელიც პრეზიდენტმა ნაც. მოძრაობის პირად დღესასწაულად გამოაცხადა. 2) ბახმაროში დოღი, რომელსაც უხსოვრი ისტორია აქვს, და ფერიცვალობის დღესასწაულს უკავშირდება. 3) ბაგრატის ტაძარზე ჯვარის აღმართვა. პროცესში სააკაშვილმა პირადათ მიიღო მონაწილეობა. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/427135_458832584147128_766100341_n.jpg ნაციონალურ პოლიტიკაში მარტივი წესებია: თუ პრეზიდენტი და პარტია არ მოგწონს, ე.ი ჩემიანი არ ხარ, შენ ჩარეცხილი ხარ, რუსეთუმე და წარსულის გადმონაშთი. დიახ, ეს ეხება ყველას, ვინც გზების დაგებითა და პლეხანოვზე კედლების “შეკერვით” არ არის კმაყოფილი. პარტიამ ეს პოლიტიკა ეკლესიაშიც შეიტანა. პირველი სამიზნე რუისელ-ურბნისელი მეუფე იობი აღმოჩნდა, თავისი ეპარქიის სამღვდელოებითურთ. მეუფე კოალიცია ქართული ოცნების გორისა და მცხეთის აქციებს დაესწრო, ბიძინა ივანიშვილი დალოცა და გამარჯვება უსურვა. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/meufe-iobi-mcxeti-aqciaze.jpg ამას მოყვა ბინძური კამპანია მეუფე იობის წინააღმდეგ, პარტიის მიერ დაკვეთილი – რასაკვირველია შემსრულებელი აქაც ნაცნობია – სახელისუფლებო ტელევიზიები(რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი), რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა აქტიურად იყენებს საკუთარ საარჩევნო კამპანიაში. თითქოს სასულიერო პირს არ აქვს უფლება სამოქალაქო პოზიცია გამოხატოს, ეს პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავსო, და ამისთვის სინოდმა სპეციალური გადაწყვეტილებაც მიიღო, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირს ეკრძალება აქციებზე გამოჩენა. მოდით ისტორიას გადავხედოთ. თევდორე მღვდლით დავიწყებ, რომელმაც მტრის შემოსევის დროს ანაფორა გაიხადა, იარაღი აიღო და ასე დახვდა დამპყრობელს. შემდეგ იყო ამბროსი ხელაია, რომელიც აქტიურად ერეოდა დამოუკიდებელი საქართველოს ქართულ პოლიტიკურ ველში. პატრიარქმა საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გააგრძელა პოლიტიკაში ყოფნა დიპლომატიური საქმიანობით. შევეხოთ გიორგი ჭყონდიდელსაც, რომელიც იმდენად აქტიურად იყო ჩართული დავით აღმაშენებლის დროს ჩართული პოლიტიკაში, რომ მწიგნობართუხუცესის თანამდებობაც მიიღო. (მაშინ ორივე თანამდებობა, ჭყონდიდელობაც და მწიგნობართუხუცესობაც, საკმაოდ მაღალ იერარქიას უსვამდა ხაზს). ბოლოს კი ჩვენს პატრიარქზე ვისაუბრებ, იგიც აქტიურად არის პოლიტიკაში ჩართული, ამის ნათელი მაგალითია მისი ავტორიტეტი მსოფლიო პოლიტიკოსებში. მინდა გავიხსენო პერევის ამბებიც, როდესაც სოფელი რუსების მიერ იყო ოკუპირებული და პირადათ პატრიარქის მოსკოვში ვიზიტისა და მოლაპარაკებების შემდეგ, მათ გაიყვანეს ამ სოფლიდან ჯარები. განა ეს არ არის პოლიტიკა? http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/31aa27346c49d5894372be0a1545f563.jpg მე ნამდვილად არ ვარ მომხრე ეკლესიის პოლიტიზირების, რასაც პირველ რიგში ახდენს ნაციონალური მოძრაობა. ამის მაგალითები ზევითაც დავწერე. მაგრამ საგანგაშო ის არის, რო გაურკვეველი ლობისტურკი კავშირების გამოყენებით, ხელისუფლება ცდილობს ეკლესია გაყოს. ტაძრების “გახსნით” კი ნაციონალური მმართველობა ეკლესიის საკუთარ PR-ში ჩართვას აქტიურად აპირებს. ამავე დროს ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ეკლესიით მანიპულირებას, მაშინ როდესაც კაცმა რომელმაც სამების საკათედრო ტაძარი ააშენა, მის კურთხევაზე მხოლოდ იმიტომ არ მივიდა, რომ არ სურდა მისი ქველმოქმედების პრეზენტირება. ხოლო ქართველების დიდმა ნაწილმა ოქტომბრამდე არც კი იცოდა სამების აღმშენებლის ვინაობა. View the full article
-
ალბათ, ყველას გახსოვთ,ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ინტერვიუ ია ანთაძესთან,სადაც მან თქვა,რომ “შუა უნდა გაიკრიფოს”. დღევანდელი გადმოსახედიდან,შუა უკვე გაკრეფილია ! გაკრეფილია სწორედ იმ გაგებით,რა გაგებითაც ივანიშვილმა თქვა. კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის პოლიტიკაში შემოსვლამდე,ასე თუ ისე ფსევდო ოპოზიცია ინარჩუნებდა ოპოზიციურ სახეს და ფართო მასებისათვის ისინი რეალურ ოპოზიციად რჩებოდნენ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ძალიან მალე, ლეგენდა, სხვადასხვა “ოპოზიციური” ძალების ხელისუფლებასთან თუნდაც კონსტრუქციული დაპირისპირების შესახებ,დაინგრა. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/396066_466792233345680_532431663_n.jpg გიორგი თარგამაძის ფსევდო ოპოზიციონერობის შესახებ,მანამდეც ცნობილი იყო,თუმცა ის იმდენად არ აქტიურობდა რეალური ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ,რამდენადაც დღეს.დარწმუნებული ვარ,ეს სწორედ იქიდან იყო გამოწვეული,რომ სააკაშვილის სკამს საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც კი მიშას გუნდის ხელისუფლებაში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თარგამაძე მაშინვე “მინი მიშად” გადაიქცა. ეს იგრძნობა როგორც მის პიარ სვლებში (ავტობუსის ტარება და ა.შ…) ისე მის რიტორიკაში. “ქდმ-ს” ლიდერის წარსული რომ საკმარისზე მეტად ბუნდოვანია, უფრო სწორად ამაზრზენი, ამაზე მრავალგზის თქმულა და დარწმუნებული ვარ,მრავალგზის ითქმება , თუ რა თქმა უნდა ოქტომბრის შემდეგ თარგამაძე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ აქტიურობას გააგრძელებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს,რომ თარგამაძე,როგორც ჟურნალისტი,ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი და პატივსაცემი იყო,თუმცა მან აბსოლუტური დეგრადირება განიცადა პოლიტიკაში “გადახტომის” შემდეგ , პატარკაციშვილიც დაივიწყა და იმედის დარბევაც,სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/08/55740.jpg თორთლაძეზე,”ედპ-ზე” და მსგავს უფუნქციო და უსახურ წარმონაქმნებზე,ვთვლი რომ არ უნდა შევჩერდე. ასეთივეა ჩემთვის ლეიბორისტული პარტია,თუმცა ერთ-ორ სიტყვას მაინც ვიტყვი მათზე. ძვირფასო შალვა ჰუდ (მდიდარს წავართმევ,ღარიბს მივცემ) და ძვირფასო ლეიბორისტებო,თქვენი ამბავი ჩემთვის,ახალგაზრდა ბიჭისთვის,რომელიც დიდად არ არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში,დიდი ხანია ცნობილია. ცნობილია იმ მარტივი მიზეზით,რომ კარგად ვიცნობ ჩვენს უახლეს პოლიტიკურ ისტორიას,კარგად ვიცი,თუ რა თამაშს თამაშობდით შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს,შემდეგ როგორ დაუთმეთ სააკაშვილს საკრებულოს სკამი (საიდანაც სააკაშვილი “გაიქაჩა”) და ახლა როგორ ცდილობთ ებრძოლოთ ივანიშვილს,რომლისთვისაც თქვენ გაკოტრებული პოლიტიკოსები ბრძანდებით დ არც თქვენთან თანამშრომლობა სჭირდება და არც თქვენი ყიდვა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს , მის მიმართ არასოდეს,არცერთი წამით არ ვყოფილვარ დადებითად განწყობილი.არც მაშინ,როცა ხელისუფლებაში იყო და მიშა “რკინის ლედს” უწოდებდა და არც ახლა,როცა ოპოზიციაშია.მიუხედავად იმისა,მე მომწონს ბურჯანაძე თუ არ მომწონს,უნდა ვთქვა,რომ მისმა გადაწყვეტილებამ,არჩევნებში არ მონაწილეობის შესახებ, სასიამოვნოდ გამაკვირვა. იმაში რა თქმა უნდა ეჭვი არ მეპარება,რომ ბურჯანაძე ნამდვილად ოპოზიციონერია და ზემოთ ნახსენები ადამიანების მსგავსად სააკაშვილის თამაშს არ თამაშობს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს და ძალიან მიხარია,რომ ეს ორი ადამიანი “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობს. და ბოლოს , საწყენია,რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე არ (ან ვერ) მოხვდა “ოცნებელების” რიგებში. მე მას არ ვიცნობ,თუმცა ყოველთვის დადებითად ვიყავი და ახლაც დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ. P.S ძალიან მინდა,ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკას დაუბრუნდეს . View the full article
-
დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუკში,ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ,მამუკა კაციტაძის მიმართ,საკუთარი პრეტენზიები დააფიქსირა : 1.) ახლა მოვისმინე კაციტაძის განცხადება, თითქოს მე და ჩემი მეუღლე არ მოვხსნილვართ საკონსულო აღრიცხვიდან 2005 წლის შემდეგ!!! და ჩემს განცხადებას “აჟიტირებული” უწოდა. ხომ არ იცის კაციტაძემ როგორ ვიყარე კენჭი ჩუღურეთის რაიონში ჩემი მისამართის მიხედვით 2008 წელს, ან როგორ ვიყავი რეგისტრირებული 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს?! ასევე, თურმე მე უნდა მეზრუნა ჩემთვის უცნობი 3 ზედმეტად ჩაწერილი პირის ჩემი საცხოვრებელი მისამართზე რეგისტრაციის მოხსნაზე, ხოლო თუ არ იცი და ვერ იზრუნე, ასდუკის მოვალეობა “ამომრჩეველთა სიების დაზუსტება” ეს არ ყოფილა. ნუ ნერვიულობთ, საქმით დაკავდით და შეცდომები გამოასწორეთ! 2.არ ან ვერ ჩერდება ბატონი მამუკა. არის ასეთი “საქართველოს კანონი საქართველოში მოქალაქეთა რეგისტრაციის წესის შესახებ” (ამ კანონის შემუშავების ჯგუფში ვიყავი ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და ვიცი კარგად!), რომლის მიხედვით პირი, რომელიც იცვლის საცხოვრებელ მისამართს 6 თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს ახალი საცხოვრებლის მიხედვით. ასევე არსებობს “საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესი”, რომელიც კანონის შესაბამისად განასხვავებს “საკონსულო აღრიცხვას” და “რეგისრაციას” და რომელიც ამბობს, რომ ეს ორი რამ ერთი და იგივე არ არის და რომ საკონსულო აღრიცვაზე დაყენება არ იწვევს საცხოვრებელი ადგილიზე რეგისტრაციიდან მოხსნას. და რომ ამის შესაბამისად ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციამ უნდა გააუქმოს ძველი რეგისტრაცია, და ფაქტია, რომ ეს კანონი შევასრულე 2008 წელს და ნამდვილად, ამ დროიდან, კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული ვარ თბილისში. პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი, მხოლოდ მისი “დათარიღება” არ არის, არამედ სარეგისტრაციო ორგანოს მიერ მოქალაქის იმ დროისათვის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის დადასტურებაა. კითხვა, თუ რატომ ვიყავი “კარდაკარამდე” (2012 წ. 1 აგვისტომდე) რეგისტრირებული თბილისში, ხოლო “კარდაკარი”-ს შემდეგ – საზღვარგარეთ, კვლავ ღიად მრჩება. მომწონს პროგრესი – საჯაროდ პირობა მივიღე, რომ “კარდაკარი”-ს შემდეგ “რეგისტრირებული” 3 უცხო პირი, აუცილებლად მოიხსნება რეგისტრაციიდან. 3. რაში ჭირდება კაციტაძეს ტყუილი, როდესაც საჯაროდ აცხადებს, რომ მე 2005 წლიდან კვლავ ისრაელში საკონსულო აღრიცხვაზე ვიმყოფები და რატომ მწამებს ცილს, რომ თითქოს მე 2005 წლის შემდეგ არ მოვხსნილვარ საკონსულო აღრიცხვიდან და არ განმიხორციელებია რეგისტრაცია თბილისში და რატომ უწოდებს ჩემს სამართლიან მოთხოვნას “აჟიტირებულს”?! ეს არის ჩემი პირადობის მოწმობა, რომელიც 2009 წელს არის გაცემული და რომლის მიხედვითაც სამოქალაქო რეესტრის მიერ მე თბილისში ვარ რეგისტრირებული. კვლავ ვსვამ კითხვას – რატომ აღმოვჩნდი 2012 წლის აგვისტოში, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, საზღვარგარეთ. ვითხოვ, გამოსწორდეს ჩემგან დამოუკიდებელი “შეცდომა” და საარჩევნო სიაში შევიდეს შესწორება, სადაც აღარ იქნება მითითებული, რომ ვიმყოფები საზღვარგარეთ. და ბოლოს – რატომ ნერვიულობს კაციტაძე?! და სულ ბოლოს – ჩემი რჩევა: რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ აჟიტირებულად, მით უფროანაკლებ შეცდომას დაუშვებთ. აღნიშნული განცხადებები ლაშა ჟვანიამ , ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განათავსა. View the full article
-
ვარსკვლავმა "მის მსოფლიოზე" საპატიო მეექვსე ადგილი დაიკავა (ფოტოგალერეა) http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/911IDC4Fkos View the full article