planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
13:06 13.09.2012 ხვალ, 14 სექტემბერს 11 საათზე ზუგდიდის #67 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პოლიტიკურ პატიმარ ვლადიმერ ვახანიას უკანონო პატიმრობის ვადა ეწურება. http://1.bp.blogspot.com/-C1RObYpPP2A/UFIVS0PlfqI/AAAAAAAAHyo/DOmGdCqCznw/s200/vaxania%2Bcopy.gif რუსთავის მე-6 საპყრობილესთან ვლადიმერ ვახანიას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოების წევრები დახვდებიან. დეპუტატობის კანდიდატი, მედიისათვის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველ განცხადებებს გააკეთებს. ვლადიმერ ვახანია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში პირველი პატიმარია (პოლიტპატიმარი), რომელიც დარეგისტრირდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია სააკაშვილის პოლიციელებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, თითქოს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, ვლადიმერ ვახანიას საკუთარი ნებით გადასცა. დევნილი აკადემიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს. 2012 წლის 14 სექტემბერს, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას პატიმრობიდან 3 წელი და 6 თვე შესრულდება. სწორედ ხვალ ამოიწურება სასჯელის ვადა და საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
11 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია და ‘საზაფხულო სკოლა’ გაიმართება. 11 სექტემბერს, 10:50 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ სარჯველაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს მოინახულებს. შეკრების ადგილი: ვაშლიჯვრის ასახვევი 11 სექტემბერს, 12:00 საათზე, პოლიტიკური კოალიცია ‘ქართული ოცნების’ კრწანისის შტაბი მოაწყობს აქცია-მსვლელობას კრწანისის ‘ქართული ოცნების მთავარი ოფისიდან (გორგასალის №81) სამასი არაგველის მემორიალამდე. 11 სექტემბერს, 12:00 საათზე, ‘დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია’, თსუ-ის მეორე კორპუსის წინ, უნივერსიტეტებიდან გათავისუფლებული ლექტორების მხარდასაჭერ აქციას გამართავს. 11 სექტემბერს, 12.00 საათზე, მწერალი, ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლალი მოროშკინა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘სეუ-დან (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით’; ციხეებში აკრძალული წიგნის ‘გისოსებს მიღმა საქართველოა’-ს ავტორობის, აგრეთვე ‘შალვა რამიშვილის დილაში’ და ზუგდიდის ოფისში ‘ქართული ოცნების’ ღიად მხარდაჭერის გამო’. მის: იოსებიძის ქ. #49 11 სექტემბერს, 12:00 საათზე, `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია საარჩევნო შტაბის პრეზენტაციას გამართავს. მის: ცოტნე დადიანის ქ. #221 11 სექტემბერს, 12.00 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ისლამ ახუნდოვი სოფელ ახლომახმუდლოში სკოლის მოსახლეობასთან ერთად სკოლის არარსებობას გააპროტესტებს. მის: ქ. მარნეული, სუპერმარკეტი ‘სმარტი’ საკონტაქტო ტელ.: 595 999 025 11 სექტემბერს, 12:45 საათზე, `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე მოსახლეობას შეხვდება. შეკრების ადგილი: ისან-სამგორის გამგეობასთან 11 სექტემბერს, 12:30 საათზე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯუმბერ მიქელაძე ბათუმში, ‘ახალი მემარჯვენეების’ ოფისში ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘გაზიფიკაციის პრობლემები ბათუმში’. მის: ბათუმი, კ. გამსახუდრიას ქ. #4 საკონტაქტო ტელ.: 595 001 955 11 სექტემბერს, 13.00 საათზე, ‘ლეიბორისტული პარტიის’ გენერალური მდივანი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ შატბერაშვილი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘სიცოცხლით ვაჭრობა’. 11 სექტემბერს, 13:00 საათზე, ‘ქართული დასის’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის.: ცაგარელის ქ. #24 (პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბი) საკონტაქტო პირი თათია – 577 18 99 42 11 სექტემბერს, 13:00 საათზე, ‘ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის’ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უტა ლიპარტია სენაკის რაიონის სოფელ მენჯის მოსახლეობას შეხვდებიან. 11 სექტემბერს, 13:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზში `ჯაზუ’, სამოქალაქო მოძრაობა იწყებს ახალ პროექტს `ჩვენ ვირჩევთ სიმართლეს’. მის: იონა ვაკელის ქ. #18ა საკონტაქტო პირი იური ვაზაგაშვილი – 2 371700, 577 41 90 02 11 სექტემბერს, 13.30 საათიდან, ‘ახალი მემარჯვენეების’ სააგიტაციო ავტობუსი ლიდერებთან ერთად კასპისა და გორის რაიონებში იმოძრავებს. შეხვედრის დრო და ადგილი: 13:30 საათი, კასპი, სააკაძის ძეგლთან (შეხვედრა მხარდამჭერებთან); საკონტაქტო ნომერი: 595 00 19 50; 15:00 საათზე გორი, სოფელი ხელთუბანი, საკონტაქტო პირი გიორგი გამდლიშვილი, ტელ: 598 100 678 11 სექტემბერს, 14:00 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. მის: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #156, ‘ახალი მემარჯვენეების’ ოფისი საკონტაქტო პირი ნინო ლოგუა, ტელ: 595 001 978 11 სექტემბერს, 14.00 საათზე, ‘ლეიბორისტული პარტიის’ აღმასრულებელი მდივანი, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე დიდუბის მოსახლეობას შეხვდება. მის: დიღმის მასივი, დიდუბის გამგეობის წინ მოპირდაპირე მხარეს მდებარე სკვერი, მე-6 კორპუსთან 11 სექტემბერს, 14:00 საათზე, ვაკეში (მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება ‘თავისუფალი საქართველოს’ თავმჯდომარის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კუკავას შეხვედრა ადგილობრივ მოსახლოებასთან. 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქ. ბათუმში (ე.წ ‘გარადოკის’ ცენტრში, ყოფილ სამხედრო მაღაზიასთან) გაიმართება ‘თავისუფალი საქართველოს’ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რამინ პაპიძის და პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ‘მერაბ კოსტავას საზოგადოება’ ‘კინოს სახლში’ წინასაარჩევნო ღონისძიებას გამართავს და საბურთალოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატ გიორგი ლილუაშვილს წარადგენს. 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოში იაპონიის ელჩის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართება იაპონიის მთავრობის მიერ ‘ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების’ ფარგლებში დაფინანსებული შვიდი პროექტის ხელმოწერის ცერემონია. მის.: მეგრელიძის ქ. #33/15 საკონტაქტო პირები: ჩიკაკო უდა: ტელ (995 32) 2752–111; ფაქსი -(995 32) 2752–112 ნიკოლოზ თოხვაძე: ტელ. (995 32) 2752–111; მობ. (995) 595 555-978 11 სექტემბერს, 16:00 საათზე, `ქრისტიან-დემკრატიული მოძრაობის’ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია მოსახლეობას შეხვდება შეკრების ადგილი: რუსული ეკლესია, მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა 11 სექტემბერს, 17:00 საათზე, ქ. ქობულეთში გაიმართება ‘თავისუფალი საქართველოს’ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. მის: ქობულეთი, კომახიძის ქ. #13 ა 11 სექტემბერს, 18:00 საათზე, ‘ქართული ოცნების’ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი მოსახლეობას შეხვდება. მის: მუხიანის სამხედრო დასახლება – ე.წ. ‘გარადოკი’, წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/09/bat-kinos-300x111.jpgბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება 2012 წლის 16-23 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”,ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია. BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტი წარმოგიდგენთ ფესტივალის პროგრამის სრულ ვერსიას სხვადასხვა სექციების მიხედვით: გახსნის ფილმი – ვარშავის ბრძოლა – 1920, იერჟი ჰოფმანი, პოლონეთი, 2011 წ; 115 წთ. საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული ფილმების სექცია თითქმის მამაკაცი, მარტინ ლუნდი, ნორვეგია, 2012 წ; 80 წთ. მთებს მიღმა, ემინ ალფერი, თურქეთი/საბერძნეთი, 2012 წ; 94 წთ. წიწილა ქლიავით, ვინსენტ პარონო, მარიან სატრაპი, საფრანგეთი/გერმანია, 2011 წ; 91 წთ. სახლი კოშკურით, ევა ნეიმანი, უკრაინა, 2011 წ; 81 წთ. სიბნელეში, აგნეშკა ჰოლანდი, კანადა/გერმანია/პოლონეთი, 2011 წ; 143 წთ. ნისლში, სერგეი ლოზინცა, გერმანია/რუსეთი/ლატვია/ჰოლანდია/ბელარუსი, 2012 წ; 127 წთ. უკაცრიელი კუნძული, პიტერ სიმი, ესტონეთი/ბელორუსია/ლატვია, 2012 წ; 100 წთ. ბოლო ნაბიჯი, ალი მოსაფა, ირანი, 2012 წ; 88 წთ. გატეხილი, რუფუს ნორისი, დიდი ბრიტანეთი, 2012 წ; 90 წთ. საერთაშორისო კონკურსი – დოკუმენტური ფილმების სექცია არგენტინული გაკვეთილი, ვოიცეხ სტარონი, პოლონეთი, 2011 წ; 56 წთ. ისევ მოედანზე, პეტრ ლომი, ნორვეგია/კანადა, 2012 წ; 83 წთ. დაკონსერვებული ოცნებები, კატია გაურილოფი, ფინეთი, 2012 წ; 81 წთ. ბელა ვისტა, ალისია კანო, ურუგვაი/გერმანია, 2012 წ; 73 წთ. ჩემი სახლი, მოჰსენ ამირიუსეფი, ირანი, 2012 წ; 49 წთ. ნახმანი, ალექსანდრ შაპირო, უკრაინა, 2012 წ; 41წთ. ნოუსლენდი, ალექსეი იგუდესმანი, ავსტრია, 2011წ; 82წთ. იძულებითი რევოლუცია, შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთი/ირლანდია, 2012 წ; 70 წთ. სპეციალური რეისი, ფერნან მელგარი, შვეიცარია, 2011 წ;103 წთ. საერთაშორისო კონკურსი – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია ორი კვირით ადრე, პაპუნა მოსიძე, საქართველო, 2011 წ; 28 წთ. შავი თუთა, გაბრიელ რაზმაძე, საქართველო, 2012წ; 22 წთ. სტაფილოს წვნიანი, სალომე საღარაძე, საქართველო, 2012წ; 6 წთ. ყველაზე ძვირფასი, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2012წ; 28 წთ. საზამთრო , ტატო კოტეტიშვილი, პოლონეთი/საქართველო, 2012წ; 10 წთ. არმადინგენი, ფილიპ კესბორერი, გერმანია, 2011 წ; 23 წთ. შუქურა, ფარიზ ახმედოვი, აზერბაიჯანი, 2012 წ; 16 წთ. ცეცხლი და ბრალდება, მოჰამედრეზა ფარზადი, ირანი, 2012წ., 28 წთ. ადამიანის დაბადება, მაზდაკ მირაბედინი, ირანი, 2011 წ; 25 წთ. ბედისწერის აკვანი, სერგეი სილიავა, უკრაინა, 2011წ; 8 წთ. ძაღლის თასმა, ეთი ციკო, ისრაელი, 2012 წ; 26 წთ. ბებიები, აფარინ ეგჰბალი, არგენტინა /დიდი ბრიტანეთი, 2011 წ; 9 წთ. შემთხვევითი ეპიზოდის უმნიშვნელო დეტალები, მიხაილ მესტეცსკი, რუსეთი, 2011 წ; 28 წთ. ლორო შესტანის უკანასკნელი დღე, სოკოლ კერაი, ალბანეთი/რუმინეთი/კოლუმბია/ბულგარეთი, 2011 წ; 30 წთ. დაე ჩვენი ცხოვრება გრძელდებოდეს სხვებში, გიორგი მოლოდცოვი, რუსეთი, 2011წ; 29 წთ. სანაპიროზე, მარია ელზა სგუალდო, შვეიცარია, 2012წ; 17 წთ. პაპარაცი, პიოტრ ბერნასი, პოლონეთი, 2011წ; 33 წთ. ძარცვა წყვდიადში, ჯონ მაკლინი, დიდი ბრიტანეთი, 2011წ; 14 წთ. დათვი საშა, ანრი დეზონეი, საფრანგეთი, 2012 წ; 12 წთ. შეინახე და შეინარჩუნე, ოლგა შუნგინა მოსკალენკო, უკრაინა, 2012 წ; 14 წთ. ჩუმი მდინარე, ანკა მირუნა ლაზარესკუ, გერმანია/რუმინეთი, 2011წ; 30 წთ. წყევლა, ფიზალ ბულიფა, დიდი ბრიტანეთი, 2012 წ;16 წთ. თავისუფლების სამი დღე, ლუკაშ ბოროვსკი, პოლონეთი, 2011 წ; 28 წთ. თეთრი სისხლი, ხაიამ აბდულაევი, ელმადინ ალიევი, აზერბაიჯანი, 2012 წ; 14 წთ. თეთრი კვადრატი, ივან პავლიუცკოვი, ესტონეთი, 2012 წ; 17 წთ. მეძავი, დიმიტრი სუვოროვი, რუსეთი, 2012 წ; 23 წთ. ვილი, ბარტოშ კრუხლიკი, პოლონეთი, 2011 წ; 15 წთ. აბრეშუმის გზის ქვეყნების სექცია მოკრძალებული წვეულება, მანი ჰაგიგი, ირანი, 2012 წ; 100 წთ. მომავალი უსასრულოდ გრძელდება, ოზჯან ალფერი, თურქეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2011 წ; 108 წთ. ბახმარო, სალომე ჯაში, საქართველო, 2011წ; 58 წთ. გაიღიმე, რუსუდან ჭყონია, საქართველო, 2012 წთ. ვიოცნებოთ ბუნებაზე, ჟენია გორინ, რუსეთი, 2012 წ; 30 წთ. სტანსები ქეთისთვის & ტალღების მესაიდუმლე-გზავნილი ზღვას, ლევან წულუკიძე, საქართველო, 2012 წ; 8 წთ. ოსტატთა კოლექცია ვარშავის ბრძოლა-1920, იერჟი ჰოფმანი, პოლონეთი , 2011წ; 115 წთ. გაუცხოება, ნური ბილგე ჯეილანი, თურქეთი, 2002 წ; 110 წთ. ერთხელ ანატოლიაში, ნური ბილგე ჯეილანი, თურქეთი/ ბოსნია ჰერცოგოვინა, 2011 წ;150 წთ. ანგელოზის წილი, კენ ლოუჩი, დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი/ბელგია/იტალია, 2012 წ; 106 წთ. ნარინჯისფერი ფორმა, დარიუშ მეჰრჯუი, ირანი, 2012წ; 107 წთ. ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია (“SHORT MATTERS!”) ბერიკი, დანიელ ჯოზეფ ბორგმანი, დანია, 2010 წ; 16 წთ. დერბი, პოლ ნეგოესკუ, რუმინეთი, 2011წ; 15 წთ. ჰიპერკრიზისი, იოსებ დაბერნიგი, ავსტრია, 2011წ; 17 წთ. ინციდენტი ბანკთან, რუბენ იოსტლუნდი, შვედეთი, 2011წ; 12 წთ. ჯესი, მარი-ჯოზეფინ შნაიდერი, გერმანია, 2011წ; 31 წთ. პატარა ბავშვები, დიდი სიტყვები, ლიზა ჯეიმს ლარსონი, შვედეთი, 2011წ; 12 წთ. გაყინული ისტორიები, გრეგორ იაროსზუკი, პოლონეთი, 2011 წ; 26 წთ. კვირა დღეები, ვალერი როსიერი, ბელგია, 2011წ; 16 წთ. დიდი რბოლა, კოტე კამაჩო, ესპანეთი, 2011 წ; 7წთ. უსიცოცხლო, ჰუგო ლილია, შვედეთი, 2011 წ; 28 წთ. მთელი ოჯახი, ტერი გილიამი, იტალია, 2011წ; 20 წთ. მგლები, ალბერტო დე მიკელე, იტალია/ჰოლანდია, 2011 წ; 17 წთ. ხორვატიული მოკლემეტრაჟიანი ფილმები ბინძური პატარა ბუშტები, ივან ლივაკოვიჩი, ხორვატია, 2009 წ; 12 წთ. დუბრავას პირველი ლედი, ბარბარა ვეკარიჩი, ხორვატია ,2011 წ; 20 წთ. შემდეგ ტანიას ვხედავ, იურაი ლეროტიჩი, ხორვატია , 2010 წ; 34 წთ. რატომ სპილოები? მარკო მეშტოვიჩი, ხორვატია 2012 წთ; 8 წთ. CAUCADOC პროგრამა პელეშიანის მდუმარება, პიეტრო მარჩელო, იტალია, 2011 წ; 52 წთ. მგლის ხახა, პიეტრო მარჩელო, 2009 იტალია, 2009 წ; 76 წთ. კინოფესტივალის ჩატარების ადგილი - კინოთეატრი „აპოლო“ და სასტუმრო „რედისონის“ დარბაზი კინოფესტივალის სპონსორები - კომპანია „აირზენა“, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“ ფონდი «ღია საზოგადოება – საქართველო“ კინოფესივალის მხარდამჭერები - პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, „HQ პროპაგანდა“, კავკასიის უნივერსიტეტი,„სინგულარ ჯგუფი“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, კინოთეატრი „აპოლო“,Iveria Beach”, კაფე „სინატრა“, „ Facebook კაფე“. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი - საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეარხი PIK იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Dolidze1-300x19911.jpg„ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი დღეს პალიასტომისა და კიკვიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. „დაბრკოლებების მიუხედავად ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ნდობას გვიცხადებს უამრავი ადამიანი, რაც სასიხარულოა, თუმცა სამპასუხისმგებლო. ხელისუფლების დიდი სურვილის მიუხედავად არ დავუშვებთ საზოგადოების გახლეჩას და დაპირისპირებას. მაგრამ დავიცავთ თითეულ ხმას, ამისათვის კი თქვენი აქტიურობა საარჩევნო უბნებზე გადამწყვეტი იქნება“_ მიმართა ვიქტორ დოლიძემ შეკრებილ მოსახლეობას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/ganatleba2-300x200.jpgმოვუწოდებთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და მუქარისაგან იმ ადამიანების მისამართით, რომელიც ემსახურებიან საგანმანათლოებლო სისტემას და უშუალოდ ზრუნავს მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდაზე , ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან განათლების სისტემის წარმომადგენელებზე თავდასხმები გაძლიერდა,. მათი მხრიდან ადგილი აქვს როგორც მასწავლებლების, ასევე დირექტორების დაშინებას, თავად პარტიის ლიდერი კი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პედაგოგებს დასჯითა და დაკავებით ემუქრება, „2012 წლის 7 სექტემბერს კი სკოლის დირექტორის მიმართ მუქარის მორიგ ფაქტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლაშიადგილი ჰქონდა „ კერძოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა საჯარო სკოლის ტერიტორია. ამავდროულად, მან აქციაში ჩართო არასრულწლოვანი მოსწავლეები. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა სკოლის დირექტორისთვის, რომელმაც პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენელს სრულიად სამართლიანად სასწავლო დაწესებულების ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა თუმცა, აქციაში მონაწილეე სხვა პირებისაგან განსხვავებით, სკოლის დირექტორის მითითებას ხიდაშელის მკვეთრი პროტესტი მოჰყვა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს პასუხისმგებლობით დაემუქრა.“ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/09/are-300x205.png საფეხბურთო მატჩის გამო, ხვალ ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობა შეიზღუდება-ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიამ მიაწოდა. მერიის ინფორმაციით, 14.00-15.00 საათის შემდეგ წერეთლის გამზირზე კარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება, აიკრძალება პარკინგი. 19.00 საათიდან კი, მეტრო “წერეთლიდან” თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტება. სატრანსპორტო მოძრაობა ასევე შეწყდება ყიფიანისა და ცაბაძის ქუჩებზე. როგორც მერიაში აცხადებენ, სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ. ალტერნატიული მარშრუტების გაგება მერიის ცხელ ხაზზეა შესაძლებელი: 272 22 22. ასევე საგანგებო რეჯიმში იმუშავებს მეტროპოლიტენი. ერთი საათით გახანგრძლივდება სამუშაო დრო. კერძოდ, ღამის პირველ საათამდე იმუშავებს, რათა მგზავრები გადაიყვანოს. ასევე, დაემატება ვაგონები, რომლებიც 7 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, თამაში, 21:30 საათზე “დინამო არენაზე” გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/08/chiora2-300x199.jpg„ნაციონალურმა მოძრაობამ” უწყებათაშორის კომისიას იმ დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია , რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან ჰქონდა ადგილი. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უწყებათაშორის კომისიასა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ. ასევე, თაქთაქიშვილის თქმით, კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია “ინფო9″-ის საქმიანობაზე, რომელიც თაქთაქიშვილის თქმით, 8 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობისას ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაში ხელს აქტიურად უშლიდა.. “კომისიას მივაწოდეთ ინფორმაცია ასევე 27 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, კერძოდ, ომალოში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის, პეტრე ცისკარიშვილის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრისას “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ზვიადაურმა ცისკარიშვილის შეხვედრისას მანქანით ჩაიარა. ისინი სპეციალურად გაჩერდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს”, – აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მანვე დასძინა, რომ მოითხოვს “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალურ მოძრაობას” მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ზომებს იღებენ, მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/08/teaculukiani-300x225.jpg„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი წინასააჩევნო კამპანიას აგრძელებს. დღეს წულუკიანმა დადიანის 160 ნომერში, მე-11 სკოლის მიმდებარე სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობასთან ერთად, რომელიც ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, სოციალურ თანასწორობას და სამართლიან ტარიფებს გულისხმობს, დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო პრევენციულ მექანიზმებზეც ისაუბრა . „მე ვიბრძვი არა ჩემიანებისთვის, არა პირადი კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი ნაძალადევის უკეთესი მომავლისთვის. მე ვაპირებ 4 წლის მანძილზე ყველა თგვენთაგანის უფლება დავიცვა. ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა 20 დღე, ეს გარდაუვალია , ამისათვის კი ყველანი უნდა დავირაზმოთ და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან“_ მიმართა შეკრებილ საზოგადოებას თეა წულუკიანმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/09/saakashvili-300x199.jpgიმისთვის კი არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, რომ თქვენისთანა მნგრეველებს და მღრღნელებს გადავაბაროთ-ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სტუმრობისას გააკეთა. პრეზიდენტმა, ასევე მიმართა იმ ადამიანებს, “ვისაც დასანგრევი ობიექტების და დასაჭერი ხალხის გრძელი სია აქვს” და აღნიშნა, რომ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. “მინდა ვუთხრა მათ, ვისაც აქვს გრძელი სია დასანგრევი ობიექტების და დასაჭერი ხალხის, მათ შორის პედაგოგების – ნურას უკაცრავად! იმისთვის კი არ აგვიშენებია ეს ქვეყანა, რომ თქვენისთანა მნგრეველებს და მღრღნელებს გადავაბაროთ! ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას. ჩვენ უნდა ვიაროთ მხოლოდ წინ და გზასამშვიდობოს გადავიყვანოთ ჩვენი მრავალეთნიკური საქართველო”, – განაცხადა პრეზიდენტმა. საააკშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას უხარია, რომ მოდის ახალი პოლიტიკოსების თაობა, მათ შორის ქართველი აზერბაიჯანელების. “ჩვენ ვამაყობთ ჩვენი აზერბაიჯანელების კულტურით, მაგრამ ქართული, ასევე სხვა ენები ყველამ უნდა ვისწავლოთ, რომ წინ წავიდეთ. ჩვენ ყველა ვამაყობთ მარნეულით და თითოეული თქვენგანით”, – მიმართა ადგილობრივებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სამი დღის წინ საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართველი ერი ერთიანია, - ასევე, გაიხსენა მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდიც და აღნიშნა, რომ ერთხელ კამერით ფარულად გადაიღო, ავტოინსპექტორები როგორ ართმევდნენ ფულს გლეხებს. “ერთხელ ბოლნისიდან ავტობუსით წამოვედი, დავიმაგრე კამერა და ვიღებდი, როგორ ართმევდნენ ფულს “გაიშნიკები” გლეხებს. ვაჩვენე შევარდნაძეს, მან კი მითხრა – რა იუსტიციის მინისტრის საქმეა ავტობუსებში ხეტიალიო. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ აღარ დაბრუნდეს ის ხალხი, ვინც თქვენ ფულს გართმევდათ”, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
”ახალი მემარჯვენეების” ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გორგილაძე სოფელ მახუნწეთის მოსახლეობას შეხვდა. წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობამ იმ პრობლემების გაცნობით დაიწყო, რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: ეს არის ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც ტრანსფორმატორის უქონლობის გამო პრობლემურია. ”21-ე საუკუნეში რომ შუქი კიდევ პრობლემაა, ეს ამ ხელისუფლებისთვის მეორეხარისხოვანია. მაგრამ მარტო ეს არ არის მახუნწეთელთა მთავარი პრობლემა : უმუშევრობა, ჯანდაცვის ხელმიუწვდომობა, განათლება – ეს არასრული ჩამონათვალია. ამიტომ მიგვაჩნია მემარჯვენეებს, რომ სწორედ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა და განსაკუთრებით ”თითო საწარმო ყველა სოფელში” არის გარანტია, რომ ადამიანები დასაქმდებიან და ოჯახები შეძლებულად იცხოვრებენ”- განაცხადა გელა გორგილაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/09/didube-giorgi-lortqifanidze-memarjveneebi-300x199.jpg”ახალი მემარჯვენეების” დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა ლორთქიფანიძე სოხუმის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობა მას ამ ქუჩის ყველაზე მწვავე პრობლემაზე – ანტისანიტარიაზე ესაუბრა. ” ამ ქუჩის მცხოვრებთათვის ეს მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც ვერა და ვერ მოგვარდა. სოხუმის ქუჩის #7 -ში ოდესღაც ამოთხრილი ქვაბული ნაგვის ბუდედ არის ქცეული. აქ წყლის მილიც გასკდა და ტერიტორია დაჭაობდა, საიდანაც აუტანელი სუნი და კოღოები მთელს ქუჩას აწუხებს. ასეთი რამ წარმოუდგენელია დიდუბის ცენტრში და თავიდან ბოლომდე ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობას წარმოადგენს”,- განაცხადა გოგა ლორთქიფანიძემ. ის მოსახლეობას დაპირდა, რომ ამ საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე დააყენებს და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. იხილეთ epn.ge
-
<img src = "img/multimedia/a11233.jpg" > droni.ge
-
<img src = "img/multimedia/a11120.jpg" > "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის შედეგმა ყველაზე ოპტიმისტთა მოლოდინსაც კი გადააჭარბა: უამრავი ხალხი ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, თელავში და სხვა ქალაქებში, გადაკეტილი ქუჩები, თავიანთი სურვილით მიტინგზე მიმავალი ხალხი - მსგავსი პოლიტიკური აქტივობით აქამდე არცერთი პარტია არ ყოფილა გამორჩეული... droni.ge
-
19:06 07.10.2012 უფლებადამცველსა და მედია–კავშირ „ობიექტივის“ წამყვან კოტე ინაშვილს ქალთა N5–ე კოლონიიდან პატიმარი ანა მაზანაშვილი დაუკავშირდა. მისი შვილი, გენადი მაზანაშვილი, რომელიც სასჯელს გლდანის N8–ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, ტუბერკულოზით არის დაავადებული. http://1.bp.blogspot.com/-KrvlnGfqEtg/UEoSIInAwEI/AAAAAAAAHyM/Dzup4Kic5A4/s200/kote%2Binahvili.jpgანა მაზანაშვილის ინფორმაციით, მის შვილს პლევრიტი განუვითარდა და ის საკნიდან N18 ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფილტვიდან წყლის ამოღების შემდეგ კი, ისევ საკანში დააბრუნეს. მაზანაშვილმა დედამისს შეატყობინა, რომ ვეღარ სუნთქავს და შველას ითხოვს. „მოვუწოდებ სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებს, მათ შორის N18 ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ დავით ასათიანს, გენადი მაზანაშვილის მიმართ გამოიჩინონ გულისხმიერება და გადაიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“,–განაცხადა ინაშვილმა. მედია–კავშირი „ობიექტივი“ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს წერილობით მიმართავს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ავტორი რუსიკო უშიკიშვილი 13:06 07.10.2012 „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი პროკურორი როლანდ ახალაია მოსაშვილს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, თუმცა საარჩევნო პროგრამაზე არ უსაუბრია. როგორც ახალაიამ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, ყველაფერი კეთდება და ხელისუფლება მათ ყველაფერს გაუკეთებს. http://1.bp.blogspot.com/-rp_ll9N1HnY/UEnGp6SiUwI/AAAAAAAAHx0/24XRvl3Q78Y/s200/roland%2Baxalaia.jpg„გავბედე და გადავწყვიტე ხალხთან გავსულიყავი. ხალხისთვის მიმენდო ჩემი ბედი, რამდენად სწორად ვიმუშავე და რამდენად სწორად გავაკეთე. მე არ შევრცხვენილვარ და არ შევრცხვები არასდოს ჩემი ხალხის წინაშე. ეს ჩემთვის თანამდებობა კი არა, პასუხიმგებლობაა, რომელიც მამძიმებს თქვენს წინაშე“, - განაცხადა ახალაიამ. ჟურნალისტების კითხვაზე, გაიმართება თუ არა დებატები მასსა და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას შორის, ახალაიამ განაცხადა, რომ ალასანია მისი ოპონენტი არ არის. „მე დღეს ქართველ ხალხთან მაქვს დებატები. ის მერე ვნახოთ. ჩემი ოპონენტი ალასანია არაა, ჩემი ოპონენტი ხალხია“, - განაცხადა ახალაიამ. ძალიან რთულია მიხვდე, რას გულისხმობდა ბატონი ახალაია, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს ოპონენტი უწოდა. საერთოდ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ რაღაც განსაკუთრებული თქვან ხოლმე, როდესაც მედიის წარმომადგენლები მათ ოპონენტებთან დაკავშირებით უსვამენ კითხვებს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკო ხაჩირაშვილმა, როდესაც მას ოპონენტებზე ინგა გრიგოლიასა (ქდმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი) და სოსო ჯაჭვლიანზე („ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი) ჰკითხეს, რომელ მათგანს მიიჩნევთ კონკურენტადო, ხაჩირაშვილმა განაცხადა, „ჩემი ოპონენტი გლდანის პრობლემებიაო“. მაშინ რამდენიმე პოლიტიკოსმა მისი ეს გამოთქმა აიტაცა კიდეც, რადგან მართლაც ნებისმიერი მაჟორიტარის გამოწვევა მის ოლქში არსებული პრობლემებია. მაგრამ რას ნიშნავს როლანდ ახალაიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ოპონენტი არა ირაკლი ალასანია, არამედ ხალხია, ცოტა რთული სათქმელია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს შეიძლება ზოგჯერ ისეთი რამე წამოსცდეს, რაც სიმართლეა, მაგრამ ამის თქმა სულ არ სდომოდა. ამიტომ, შეგვიძლია ახალაიას ეს განცხადება მისი ქვეცნობიერის გამოძახილად მივიჩნიოთ. ისე კი, რატომ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ოპონენტი საკუთარი ამომრჩეველი, ამ კითხვით რამდენიმე კანდიდატს და პოლიტიკურ ექსპერტს მივმართეთ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ალბათ, როლანდ ახალაიამ სიტყვა „ოპონენტის“ მნიშვნელობა არ იცის, თორემ ასე არ იტყოდა. „ამ შემთხვევაში ბატონი ახალაია რესპონდენტის როლში იყო, რადგან მას კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. მეეჭვება, რომ რესპონდენტს ესმოდეს სიტყვა „ოპონენტის“ მნიშვნელობა, თორემ, თუკი მან გაიგო ამ სიტყვის მნიშვნელობა, მიხვდება, რომ ის ხალხთან დაპირისპირებული ყოფილა. სხვა შემთხვევაში, ზიგმუნს ფროიდს უნდა მივმართოთ“, - აღნიშნავს ექსპერტი. „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ როლანდ ახალაიას სიმართლე ღმერთმა ათქმევინა. „როლანდ ახალაიას ღმერთმა სიმართლე მისი ნების წინააღმდეგ ათქმევინა. სიმართლე კი ის არის, რომ მისი ოპონენტი არა რომელიმე კანდიდატი, ან პოლიტიკური ძალაა, არამედ საკუთარი ხალხია. უკანასკნელი წლების განმავლობაში როლანდ ახალაია, ძირითადად, ჯალათის ფუნქციას ასრულებდა, აპატიმრებდა ადამიანებს, თესავდა შიშს, ტერორს. ბუნებრივია, იგი ასე განიხილავს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას ამის ასე თქმა არ უნდოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როლანდ ახალაიას ღმერთმა ათქმევინა სიმართლე“, - აღნიშნავს ძიძიგური. „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზოგადად ხელისუფლების კანდიდატები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან ხალხის წინაშე საჯაროდ წარდგომას და მოსახლეობის წინაშე კითხვებზე პასუხის ღიად გაცემას ერიდებიან. „იგივე სიტუაციაა ფოთში. მე პირდაპირ, საჯაროდ მივმართე „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატს, თენგიზ სარიშვილს და გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ეთერში დებატებში მივიღო მონაწილეობა და მოსახლეობის კითხვებს ღიად ვუპასუხო. სარიშვილმა დებატებზე უარი განცხადა. იმისთვის, რომ მოსახლეობას რეალური წარმოდგენა შეექმნას და „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატებს შორის განსხვავება კარგად დაინახოს, მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ორივე კანდიდატი დებატებში დაინახოს“, - აცხადებს ბესელია. მისი თქმით, „ნაციონალების“ მიერ დებატებისთვის თავის არიდება იმას ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ ღიად უპასუხონ იმ კითხვებს, რაც მოსახლეობის მხრიდან მათი მისამართით არსებობს. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს პირდაპირ მეტყველებს მათ სისუსტეზე და „ქართული ოცნების“ წევრს ცოტა უკვირს კიდეც, რომ ამას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ვერც კი მალავენ. „მაჟორიტარობის კანდიდატისთვის ოპონენტი არ შეიძლება იყოს ხალხი. ხალხი უნდა იყოს ჩვენი თანამოაზრე, თანამებრძოლი და თანამგრძნობი. მე ჩემს ხალხს სწორედ ასე ვუყურებ. შესაბამისად, მიკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ აცხადებს, რომ დებატებზე უარს ამბობენ“, - აღნიშნავს ეკა ბესელია. „ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი კი აპელირებას ფსიქოლოგიაზე აკეთებს და ამბობს, რომ მსგავს ფენომენს ფსიქოლოგები წამოცდენას ეძახიან. „ფსიქოლოგიაში წამოცდენა ჰქვია, როცა ადამიანი უნებლიედ ამბობს იმას, რაც სიმართლეა, ანუ იმას კი არ ამბობს, რაც სურს რომ თქვას, არამედ სიმართლეს. ამ შემთხვევაშიც ბატონ როლანდს წამოსცდა ის, რაც ნამდვილად სიმართლეა. როგორც როლანდ ახალაიას, ასევე „ნაცმოძრაობის“ სხვა მაჟორიტარი კანდიდატების და მთლიანად მმართველი პარტიის ოპონენტი არის ქართველი ხალხი. „ქართული ოცნების“ ძალა კი იმაშია, რომ ხალხი მხარს გვიჭერს. ამ შემთხვევაში, დაპირისპირება არის ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ბიძინა ივანიშვილი კი საზოგადოების მაკონსოლიდირებელ ფუნქციას ასრულებს. მოკლედ მართალია ის კაცი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე როლანდ ახალაიას თუ რამეში დავეთანხმებოდი, ნამდვილად არ მეგონა“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
რა ეტაპზეა სტუდია “მონიტორის” ძარცვის ფაქტის გამოძიება? - ამის შესახებ ინფორმაცია სტუდიის ხელმძღვანელს, ნინო ზურიაშვილს არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, სალომე მახარაძე კი ამბობს, რომ გამოძიების სიახლეების შესახებ მედიასთან საუბარი მას არ შეუძლია. 6 სექტემბერი, 2012 - 17:34 6 სექტემბერი, 2012 - 17:34 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/studia_monitori.jpg სრული ტექსტი View the full article
-
ავტორი მანანა ნოზაძე 13:06 05.10.2012 ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხვამლის მთის საიდუმლოების ამოხსნასა და ამ მისტერიულ მთაზე არქეოლოგიური კვლევების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში მიმდინარე აქციისას განაცხადა. http://4.bp.blogspot.com/-S6wZcdOe5ew/UEimUjSfyqI/AAAAAAAAHxc/TNZjz1c6Uho/s200/xvamli_5452.jpg „ლეჩხუმი ის მხარეა, რომელიც, ვინ იცის, უამრავ გასაოცარ საიდუმლოს ინახავს და დღემდე არავის უმხელს. მიხვდით ალბათ, რომ ხვამლის მთაზე მოგახსენებთ. ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ხვამლის მასივში, მისი გამოქვაბულების სიღრმეში, ინახებოდა ქართველ მეფეთა საგანძური, რომელიც ჯერაც არ არის გამოკვლეული. ამ მთას, სხვათა შორის, თურმე, ანტიკური ავტორებიც იცნობდნენ“. ბიძინა ივანიშვილის თქმით, აქ მართლაც საოცარი აღმოჩენები გველოდება. უამრავი ლეგენდაა ხვამლის მთასთან დაკავშირებული. ამ ლეგენდების მიხედვით, ამირანი მის სიღრმეში, კლდეზე იყო მიჯაჭვული. ივანიშვილის მიზანია, რომ ჯერ კიდევ გამოუცნობად დარჩენილი ჩვენი წარსული შესწავლილ იქნას. მისი თქმით, არაერთი ქართველი მეცნიერ-არქეოლოგი დაინტერესებულა ხვამლის მთის პრობლემით, მაგრამ საკმარისი სახსრების უქონლობის გამო სასურველის გაკეთება ვერ შეძლეს. „ასეთი კეთილშობილური ოცნებების ასრულებაზე თუ არ ვიზრუნეთ, რაღა „ქართული ოცნება“ ვიქნებით“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა. ქართველებს მიწისქვეშა ქალაქების შენების უდიდესი კულტურა გვაქვს, ამის დასტურად მარტო ვარძია რად ღირს, მაგრამ საინტერესოა, მაინც რა საიდუმლოს ინახავს ხვამლის ანუ ხომლის მთა? რა დავალებით გაგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე? რატომ დაუკავშირდა გერმანული დესანტის „ედელვაისის“ კავკასიის ქედზე წარუმატებელი გადასხმა გერმანელების სურვილს, რომ კავკასიაზე განძი აღმოეჩინათ?! რატომ აცხადებენ, რომ, როცა ზემოდან დახედავ ხვამლის მთას, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს? საიდან იცოდა ჟიულ ვერნიმ (რომელიც პარიზს არასდროს გასცილებია) სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ? რატომ გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“, რომ „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოს“... ამ მისტიური მთის შესახებ For.ge მკვლევარებს ესაუბრა. ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ ხვამლის მთაზე სამეფო საგანძური ინახებოდა და ეს სულაც არ არის ლეგენდა. მეტიც, „ქართლის ცხოვრებაში“ პირდაპირ წერია, რომ დავითებმა, - დავით მეექვსემ და დავით მეშვიდემ, რომლებიც ულუსა და ნარინის სახელებით არიან ცნობილნი, სამეფო გაიყვეს და, ასევე, გაიყვეს საგანძური, რომელიც დამალული იყო ხვამლის მთაში. „ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მთაში გარკვეული ზოდიაქოს ნიშნებიცაა. იქ აუცილებლად უნდა მოეწყოს სპეციალური ექსპედიცია და შესწავლილ იქნას იქაურობა. ნამდვილად საინტერესო ფაქტია. მართალია, ლეგენდა გვაუწყებს, მაგრამ არ ვიცი, ნამდვილად მანდ იყო თუ არა მიჯაჭული ამირანი“. გიორგი ოთხმეზურის აზრით, ხომლის მთის გარდა, ასევე, საინტერესო იქნებოდა, ექსპედიციები მოწყობილიყო ასეთივე საიდუმლოებით მოცული ადგილებში, როგორიცაა ახალგორის, ქსნის ხეობაში მდებარე გამოქვაბულები, სადაც, ჩვენი წინაპრები მალავდნენ საგანძურს. ასევე, გერგეთის სამებისკენაც გაჰქონდათ საუნჯე და გადმოცემით, თითქოს სვეტიცხოვლის საგანძურს იქ ინახავდნენ. გარდა ამისა, ისტორიკოსი რუისის გამოქვაბულებსაც საინტერესო საკვლევ ადგილებად მიიჩნევს. „ლეონტი მროველის წარწერაა ამის თაობაზე, რომ შიშიანობის დროს რუისის ტაძარი მრევლის ნავთსაყუდელი იყო. რა თქმა უნდა, ეს სიწმინდეები უნდა გამოვიკვლიოთ, ამის შეუსწავლელად დატოვება არ შეიძლება, ეს ჩვენი ისტორია და სიმდიდრეა,“ - გვითხრა გიორგი ოთხმეზურმა. ხვამლის მთაზე გადაღებული ფილმების რეჟისორი დავით გოგუაძე For.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი მათ მიერ ჩატარებული ექსპედიციის შედეგებს გაეცნო და აქედან გამოიტანა დასკვნა, რომ ამ მთის შესწავლა საინტერესოა. მით უფრო, რომ ექსპედიციის დასასრულს მათ უკვე ქალაქი აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ, რადგან ამას უაღრესად დიდი თანხები სჭირდებოდა. „ამის სახელმწიფო დაფინანსება წარმოუდგენელია. დიდი ხანია, ხვამლის მთის ძირში ქალაქს ვეძებდით. ვიცოდით, რომ ყველა შემთხვევაში, რაღაც ქალაქი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი გარდაიცვალა, მერე ჩვენ გავაგრძელეთ ძიება და უკვე ექსპედიციის ბოლო წელი იყო, როცა ქალაქის ნაშთები ვიპოვეთ. როგორც ჩანს, ძალიან ძველია და მიწის პირზე ძლივს იკითხება. მარტო გამოცდილი თვალი თუ შეამჩნევს, რომ იქ ქალაქია. ისე, ადგილობრივებიც დადიან იმ მიდამოებში, მაგრამ არავის არაფერი აღუქვამს, არც ქალაქის არსებობა, არც არაფერი“, - გვითხრა დავით გოგუაძემ. მისი განმარტებით, ხვამლის გამოქვაბულის უძველესი ნახატების გაშიფვრამ აჩვენა, რომ ისინი ძველ წელთაღრიცხვას განეკუთვნებიან. როგორც ჩანს, თარიღებს ბოლო წარღვნიდან ითვლიდნენ და ეს ნახატებიც ამას უნდა მიუთითებდეს. სხვათა შორის, ამ ნამუშევრების დათარიღება ბევრი მეცნიერის გამოკვლევას ემთხვევა. კერძოდ, ზუსტად ამ აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ფილმების გადაღება შავი ზღვის ადიდებასთან დაკავშირებით და ამ უცხოური ფილმების კვლევებიც ემთხვევა ამ პერიოდს. „ბობ ბალარდი, - არის ასეთი ცნობილი საზღვაო ბიოლოგი და არქეოლოგი, რომელიც იკვლევს შავი ზღვის სიღრმეებს. ის და მისი ჯგუფი ათობით მილიონს ხარჯავენ ექსპედიციებში. მათი კვლევებიც ემთხვევა ჩვენს კვლევას, მათაც თურქეთის ნაპირებზე, ასი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს მსგავსი კვალი. გარდა ამისა, სხვა გამოკვლევებიც ჩატარდა და ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ აღმოჩენები დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდს ემთხვევა. ასე რომ, ხვამლის მთა კოლხური კულტურის გავრცელების არეალია. ჩვენს ექსპედიციაში მყოფმა მკვლევარებმა სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს ძვ.წელთაღრიცხვის 5604 ცის ვარსკვლავიანი სურათი და აღმოჩნდა, რომ მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის გამოქვაბულში დახატულ პიქტოგრამის სქემას. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს კომბინაცია არცერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელ წარღვნას - 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით, ხოლო თანამედროვე გადათვლით, სწორედ 5604 წელია შუმერებისა და ასევე ქართველების საწყისი დასაბამიდან აქამომდე ანუ ქრისტეს დაბადებამდე“, - აღნიშნა დავით გოგუაძემ. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ამირანი ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული და, ასევე, შესაძლოა, მეფე აიეტის დროინდელი ცნობილი ოქროს ვერძი აქ იყოს საძიებელი (რადგან ხვამლის მთის გამოქვაბულებს ზუსტად ოქროს ვერძის მოდარაჯე გველეშაპის ფორმა აქვს და ამ გამოქვაბულს „ვერძისთავა“ ჰქვია), დავით გოგუაძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სიმბოლოებია, სიმბოლიზმის ენითაა გადმოცემული და, რეალურად, სულ სხვა რამეს ნიშნავს. მალე რეჟისორი ხვამლის მთის შესახებ მესამე ფილმსაც დაასრულებს და იმედოვნებს, რომ ამ მთაზე გამოძიება კვლავაც გაგრძელდება, რადგან თავის დროზე სწორედ მათი ჯგუფი აწარმოებდა იქ ექსპედიციას. „ხვამლის მთის ძირში ქალაქის გათხრას მინიმუმ მილიონი ლარი მაინც დასჭირდება და იმის იქით რა აღმოჩნდება, ეს უკვე აღარ ვიცი“, - აცხადებს დავით გოგუაძე. რაც შეეხება უშუალოდ გეოგრაფიულ აღწერილობას, ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. ლეჩხუმის აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“ სხვათა შორის, ხომლს სულხან-საბაც განმარტავს, როგორც ვარსკვლავთკრებულს. დავით გოგუაძის თქმით, სახელი „ხომლი“ (ანუ ვარსვკლავთკრებული) კოსმიური დატვირთვისაა. უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას და ამბობდნენ, რომ, რაც დედამიწაზე ხდება, ის ზუსტად აირეკლება ცაზე. რაც შეეხება სტალინის დროინდელ ექსპედიციას, დავით გოგუაძის განმარტებით, ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს ქვაბულში, ვერაფერი აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ ორ მუშასთან ერთად ავიდა. ამბობდნენ, მაშინაც სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს. რეჟისორი იხსენებს, რომ ხვამლის მთაზე პირველი ლაშქრობისას ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. სწორედ მათი დახმარებით მოახერხეს ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა, რადგან კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა, თვით ალპინისტური აღჭურვილობითაც კი, შეუძლებელია. კლდის ქვედა ბაქანზე მათ შვიდი ოთახი დახვდათ, კედლებზე კი წითელი საღებავით გამოხატული ფიგურები იყო, რაც ქვაბულის არქაულ პერიოდზე მიუთითებდა. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შედიოდნენ და აქვე იყო მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. თუმცა არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ციხე-ქვაბულში განძი არ იქნებოდა, რადგან, მიუვალი ადგილის მიუხედავად, ფასადი ვიზუალურად კლდეზე შესამჩნევი იყო. ამიტომ ჩვენი მეფეები სახელმწიფო ხაზინას იქ არ შეინახავდნენ. თუმცა შესაძლოა, განძი აქვე სხვა ადგილას ინახებოდეს, რადგან ხვამლის კლდე მთლიანად დახრამულია და შიგნით რა ხდება, არავინ იცის. გარდა ამისა, რეჟისორის თქმით, მათ ნახეს გამოქვაბული, რომელსაც „ვერძისთავა“ ეწოდება და, რომლიდანაც წყალი ისე გადმოქუხდა, რომ რიონს თითქმის კეტავდა. ადგილობრივების თქმით, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლისკენ მიდის, ხან რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რომ იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს. თუმცა, როგორც ჩანს, რეალურად გამოქვაბულში, წყლის სათავეში რაღაც სისტემაა, რომელიც წლის სხვადასხვა დროს წყლის განსხვავებულ მიმართულებას განაპირობებს. განძთან ერთად, ხვამლის მთა რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოსაც უკავშირდება. ხვამლის ძირში არის ასეთი ადგილი „გონა“. სხვათა შორის, რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე მართლაც მაღაროები იყო. დავით გოგუაძის თქმით, ხვამლის გონის მიდამოების ზედაპირული გათხრისას მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა მათი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანს. ეს ყველაფერი კი ამ ადგილებში განვითარებული მეტალურგიის კერის არსებობას ადასტურებს. კიდევ ერთი, ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, რომლის ქვედა შრეებიც ძალიან არქაულია. ამდენად, ძნელი სათქმელია, რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები და დღემდე რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?! http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article