planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ეს შეხვედრა დიდ არაფერს წყვეტდა. ტრიბუნაზე სულ ათასამდე კაცი თუ მოგროვდა და უინტერესო შეხვედრაც იხილა. ღირებული, რაც გუნდებმა შექმნეს, ორი გატანილი გოლი იყო – ჯერ სხირტლაძე შეიჭრა კარგად საჯარიმოში და მომენტი გოლად აქცია, ხოლო შემდეგ უკვე ხორვატებმა გაგვიტანეს შორეული დარტყმით ლამაზი ბურთი. დროის დანარჩენი მონაკვეთი კი შეტევაში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა და ტრიბუნაზე თავმოყრილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმაც გვარიანად მოიწყინა. ქართველების წყობაზე რომ ვთქვათ – გაუგებარი იყო პაპავას მარცხენა ფლანგზე დაყენება – ეს კაცი გამოკვეთილი საყრდენია და ფლანგზე სადღაც ჩაკარგული იყო. ბურთს ტრადიციულად ზედმეტს ათრევდა მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ჭანტურია. ვერაფრით ივარგეს შეცვლაზე შემოსულმა ჩაფიძე–გაბაშვილმა. მათი თამაშის შემხედვარე კითხვაც კი გაჩნდა – რამდენად იმსახურებენ ეს ბიჭები ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებას. ამის ფონზე გაუგებარია ყაზაიშვილს რატომ არ მიეცა თამაშის საშუალება. მოკლედ ისეთი უინტერესო შეხვედრა ვიხილე, კარგის დიდი არაფრის დაწერა არ შემიძლია და თავს მხოლოდ იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ შეხვედრის შედეგი მნიშვნელოვანი არ იყო და გუნდმაც მოტივაციის გარეშე სათანადო ფეხბურთი ვერ აჩვენა. ჭანტურია კი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს – თუ გუნდური თამაში ვერ ისწავლა, მარტო ნიჭის ხარჯზე არ მგონია დიდ წარმატებებს მიაღწიოს. მისი თამაში უბრალოდ გულის ამრევი იყო. http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/558/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=558&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა "მანჩესტერ სიტისთან" ინგლისის სუპერთასის მატჩის გამართვის წინ განაცხადა, რომ მის ამჟამინდელ კლუბთან ერთად, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება სურს. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/cesko-300x250.jpgროგორც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია აცხადებს, საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია და მისი მეუღლე საკონსულო აღრიცხვაზე ისრაელში იმყოფებიან. “გაირკვა, რომ ლაშა ჟვანია 2005 წლის 1 მაისიდან, მისი მეუღლე თეა კიკნაველიძე კი 2005 წლის 20 სექტემბრიდან იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე ისრაელში. მათი, როგორც აქტიურ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია, “ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ” სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან მიიღო. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არც ერთ მათგანს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არც საქართველოს საელჩოსთვის ისრაელში არ მიუმართავს, რათა საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილიყვნენ. ვერც საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურ რეჟიმში მოხსნის წესმა იმუშავა, რომლის მიხედვითაც მოქალაქე ექვსი თვის განმავლობაში გაუსვლელად უნდა იმყოფებოდეს საქართველოში და საქართველოს საზღვარი არ გადაკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექვსთვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება. რაც შეეხება ლაშა ჟვანიას მისამართზე რეგისტრირებულ დაუდგენელ პიროვნებებს, აქაც, არც მას და არც მისი ოჯახის სხვა წევრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, “ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისათვის” აღნიშნული პირების რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნის თაობაზე არ მოუმართავთ”, – აღნიშნულია განცხადებაში შეგახსენებთ, რომ ლაშა ჟვანიას განცხადებით, მან ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ სიაში მისი და მისი მეუღლის თეა კიკნაველიძის გვარების გასწვრივ გრაფაში “ფაქტობრივი მდგომარეობა” არის მინაწერი “არის საზღვარგარეთ” და ასევე, მისი რეგისტრაციის მისამართზე რეგისტრირებულია სამი მისთვის უცნობი პიროვნება და რომ იგი დიდ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ “ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ” ვერ გაამართლა მისი იმედები. opinion.ge View the full article
-
საინფორმაციო კოლაჟი. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/IniXK8iSmZs palitratv.ge
-
Цветочный ковер, который выкладывается в Брюсселе раз в два года на центральной площади Гран Пляс, сегодня снова открылся для публики. Его темой на этот раз стала Африка - из бегоний выложены характерные для континента узоры и рисунки. Каждый вечер до 19 августа зрителей также ждет музыкально-световое шоу. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/08_12/61649.jpg ცნობილი ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური უკვე თბილისშია. ის ხვალ ახალციხეში კონცერტს მართავს. განახლებული ისტორიული ახალციხე ხვალ საზეიმოდ გაიხსნება. შარლ აზნავური კონცერტს ქალაქის უძველეს უბანში, რაბათში გამართავს. დღეს კი ცნობილი მომღერალი, თბილისში, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ცნობილი მომღერალი და მუსიკოსები უკვე საქართველოში არიან და მათ სასტუმრო `თბილისი მარიოტი` მასპინძლობს. View the full article
-
##image#10447#1#ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების თხოვნის გათვალისწინებით ამომრჩეველთა უბნებად დაყოფას ცესკო 28 აგვისტომდე დაასრულებს. ცესკო-ს განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ: ,,პოლიტიკური პარტიები მოგვმართავენ თხოვნით საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სიის გადაცემის თაობაზე. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მოახდინა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაყოფა ოლქების მიხედვით და იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის გადაცემა ვინც კი ამგვარი თხოვნით მიმართა ცესკოს. რაც შეეხება ამომრჩეველთა უბნებად დაყოფას – ეს შრომატევადი პროცესია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მნიშვნელოვან დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, საარჩევნო კალენდარი ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებისა და გასაჩივრებისთვის. ამიტომ, კანონმდებლობა ცესკოს აღნიშნული პროცესისთვის ვადას აძლევს არჩევნებამდე 34-ე დღემდე, ანუ 28 აგვისტომდე. რამდენიმე საარჩევნო ოლქში გასაჩივრდა ზოგიერთი საარჩევნო უბნის საზღვარი და დღეისათვის არ არის დასრულებული კანონით განსაზღვრული პროცედურები, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდება უბნების საზღვრები. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია არსებობდეს საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სიის დასრულებული ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კანონი არ ავალდებულებს, უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სია მომზადებისთანავე ხელმისაწვდომი გახდება საარჩევნო სუბიექტებისათვის. ამასთან, ცესკო მოუწოდებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგით დაინტერესებულ ორგანიზაციებს მათ მიერ აღმოჩენილი ხარვეზები დროულად მიაწოდონ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას ან ცესკო-ს, მიუხედავად იმისა თუ როდის დაიყოფა სია საარჩევნო უბნების მიხედვით”. View the full article
-
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი იუწყება, რომ 13 აგვისტოს გალის რაიონის სოფლების - პრიმორსკისა და გუდავას საზღვარზე "ჩატარდა სპეცოპერაცია ქართული დივერსიული ჯგუფის წევრის დასაკავებლად, რომელიც აფხაზეთში დივერსიულ-ტერორისტული აქტის ჩატარების მიზნით იმყოფებოდა"."აფსნიპრესი"-ს ინფორმაციით, "დივერსანტმა შეირაღებული წინააღმდეგობა გასწია და საპასუხო ცეცხლით იგი იქნა განადგურებული". იმავე ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაკავებული იქნენ საქართველპოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Было бы неверно связывать причины трудностей, с которыми в последнее время сталкивается Турция в своей политике на Ближнем Востоке, с одним фактором или источником. В неожиданных неудачах отношений Турции с Сирией, Ираком и Ираном, наряду с политикой Анкары есть вклад и этих стран, и международной конъюнктуры. View the full article
-
С час назад я наорал на машину. Сказал ей, – без всякой надежды на понимание – чтобы она заткнулась. Этой машиной был телефон, тупая болванка. Днем ранее я поставил на ней будильник, чтобы она напомнила мне об одном деле. И вот она в тупом исступлении звенит и трясется, выполняя свой ненужный долг. Поскольку я, сегодняшний, уже сделал то самое дело, о котором я, вчерашний, до уссачки беспокоился, это напоминание мне было уже совершенно ни к чему. View the full article
-
##image#10446#1#საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, რატომ ჩივის საერთაშორისო სასამართლოში ბეთქილ შუკვანი. მისი თქმით, შუკვანს სპორტული საარბიტრაჟო კომიტეტისთვის უნდა მიემართა და არა სასამართლოსთვის. ,,საინტერესოა, რა საკითხზე ჩივის შუკვანი. საინტერესოა, ვის უნდა გაუპროტესტოს, რომ 4 წამით ადრე დათმო შეხვედრა”, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპორტსმენზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ შუკვანის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, სპორტსმენზე ზეწოლის საფუძველი არ არსებობდა და ამას ვერც ვერავინ შეძლებდა: ,,ფიზიკურად ვერ შეძლებდა ვერც ერთი ადამიანი, რომ შემოსულიყო იქ ნასვამი და ვინმეზე რაიმე ზეწოლა განეხორციელებინა, მით უმეტეს, ამის მიზეზი არც არსებობდა. აღსანიშნავია, გია უდესიანი, ვისაც შუკვანი ადანაშაულებს, მისი ნათესავია და ოლიმპიადაზე წაგების შემდეგ სწორედ უდესიანი უთანაგრძნობდა. ოლიმპიური სოფელში შემოსვლისთვის ძალიან ბევრი პროცედურა იყო საჭირო, მაგალითად, აკრედიტაცია, რომელიც წინა დღით უნდა გაგევლო. არ ვიცი, რატომ ამბობს ამ ყველაფერს შუკვანი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. შუკვანის ბრალდებებზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, შუკვანის განცხადებებს პოლიტიკური სარჩული უდევს: ,,მის წამოსვლას ოლიმპიადაზე უკვე პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. მან ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე გამართა პოლიტიკური შეხვედრები, რამაც ძალიან იმოქმედა მის გამოსვლაზე’’, – განაცხადა მან. ქართველი ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონში, საერთაშორისო სასამართლოში მსაჯის გადაწყვეტილებასთან ერთად აპირებს გააპროტესტოს ოლიმპიური კომიტეტის სახელისუფლებო გავლენის ქვეშ ყოფნა და ზეწოლა ოპოზიციურად განწყობილ სპორტსმენებზე. შუკვანის თქმით, სპორტსმენს ხელის თითის ტკივილის გამო ორთაბრძოლის დროს სისხლი წასკდა, მსაჯმა ბრძოლა არ გააჩერა და თითის გადახვევის საშუალება არ მისცა. ბეთქილ შუკვანის განცხადებით, მან მსაჯს სისხლიანი ხელი აჩვენა, რის შემდეგაც მსაჯი ვალდებული იყო, ბრძოლა შეეჩერებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და სპორტსმენმა თამაში წააგო. View the full article
-
არ მოიწყენ, თუ ისეთი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციებს გაეცნობი ყოველდღიურად, როგორიცაა "აფსნიპრესი", რომელიც ხან აფხაზთა სახელმწიფოს წყნარი ოკეანის აუზით მზარდი დაინტერესების შესახებ წერს, ხან წუწუნებს, ელემენტარულ საბუღალტრო აღრიცხვას ვერ მოვაბით თავიო, ხან ქურუმებს მიაგებს პატივს, ხან ქრისტიანებს და ა.შ. ვერც გაამტყუნებ, რასაც ხედავს და ისმენს, იმას წერს. აბა, ისე კი არაა, ზოგიერთ სახელმწიფოში ცენზურა რომ წყვეტს, რა დაიწეროს და რა არა. ამჯერად 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე შევჩერდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/betqil-shukvani3-300x198.jpgროგორც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ,დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ ჩივის საერთაშორისო სასამართლოში ბეთქილ შუკვანი. “საინტერესოა, რა საკითხზე ჩივის შუკვანი. საინტერესოა, ვის უნდა გაუპროტესტოს, რომ 4 წამით ადრე დათმო შეხვედრა. ჯერ მარტო ისიც პარადოქსულია, რომ ს მიდის სასამართლოში. არადა, უნდა წასულიყო სპორტულ საარბიტრაჟო კომიტეტში”, – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა. რაც შეეხება შუკვანის ბრალდებებს, იმის თაობაზე რომ მასზე ოლიმპიადის დროს ხორციელდებოდა რაიმე სახის ზეწოლა, ნაცვლიშვილი ამას სიცრუეს უწოდებს. “ფიზიკურად ვერ შეძლებდა ვერც ერთი ადამიანი, რომ შემოსულიყო იქ ნასვამი და ვინმეზე რაიმე ზეწოლა განეხორციელებინა, მით უმეტეს, ამის მიზეზი არც არსებობდა. აღსანიშნავია, გია უდესიანი, ვისაც შუკვანი ადანაშაულებს, მისი ნათესავია და ოლიმპიადაზე წაგების შემდეგ სწორედ უდესიანი უთანაგრძნობდა. ოლიმპიური სოფელში შემოსვლისთვის ძალიან ბევრი პროცედურა იყო საჭირო, მაგალითად, აკრედიტაცია, რომელიც წინა დღით უნდა გაგევლო. არ ვიცი, რატომ ამბობს ამ ყველაფერს შუკვანი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა”, – აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა. ბრალდებების შესახებ კომენტარი გააკეთა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემაც. “მის წამოსვლას ოლიმპიადაზე უკვე პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. მან ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე გამართა პოლიტიკური შეხვედრები, რამაც ძალიან იმოქმედა მის გამოსვლაზე, აღსანიშნავია ისიც, რომ რა შედეგითაც უნდა დაემთავრებინა შუკვანს ოლიმპიადა, მაინც იგივეს იზამდა და ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებასთან” იყო შეთანხმებული, – აღნიშნა კახა გეწაძემ. opinion.ge View the full article