planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
შესავალი აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. ... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც. კ. კოლხი სტატია აღებულია ჩემი პირადი ბლოგიდან http://kakhaberkolkhi.blogspot.fr/2012/08/x.html თავი X. თხის რქა - ფენომენი რასაც ვწერ, ვწერ სპონტანურად, ვწერ იმას, რისი განწყობაც მაქვს , რომ ვთქვა და გავთავისუფლდე ... დღეს საკუთარ ზოდიაქოზე ვისაუბრებ – თხის რქაზე და სხვა სასაუბრო ეგზემპლარი ვინ უნდა მყავდეს, თუ არა საკუთარი თავი, რომელსაც, ბუნებრივია, ყველაზე უკეთ ვიცნობ. ... თავად თხის რქის ნიშანი უცნაური, მითიური არსებაა, თხა, რომელსაც თევზის კუდი აქვს. /sites/default/files/u336/RR5110-0045R.gif ერთი ბავშვობის მეგობარი მყავს მორიელი და ის ამბობდა ადრე, ორი რამის სიმბოლოაო ეს, რქებით წინ აწვება, ხოლო თევზის კუდი ბარიერების აცილებისთვის სჭირდებაო ... მიწასაც აკონტროლებს და წყალსაც, ორ სტიქიას, რომელიც ერთბლიობაში ნაყოფიერებას ქმნისო. ... ერთი ბავშვობის მეგობარი მყავს მორიელი და ის ამბობდა ადრე, ორი რამის სიმბოლოაო ეს, რქებით წინ აწვება, ხოლო თევზის კუდი ბარიერების აცილებისთვის სჭირდებაო ... მიწასაც აკონტროლებს და წყალსაც, ორ სტიქიას, რომელიც ერთბლიობაში ნაყოფიერებას ქმნისო. ... სტალინს დავემსგავსე. ერთი კიტელით დადიოდა ის და ჩიბუხისა და საკუთარი პიჟამოს მეტი არაფერი ეკუთვნოდა ამხელა იმპერიის იმპერატორს, არც ჰქონდა ამის ინტერესი. ახლა დავაკვირდი ჩემს თავს და ასე ვარ მეც. მართალია სტალინი მშვილდოსანი იყო და იმპერიის იმპერატორობის არც პრეტენზია მაქვს და არც სურვილი, მაგრამ ამხელა დედამიწაზე არაფერი გამაჩნია მატერიალური, არც სახლი, არც მანქანა, არც რაიმე ძვირფასი ნივთი. ჩემს სახელზე არანაირი საკუთრება არ არსებობს, არც იურიდიულად და არც ფაქტობრივად. მაქვს რამდენიმე ხელი ტანსაცმელი, ლეპტოპი, ტელეფონი და გამოცდილება, პროფესიული ცოდნა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მყავს ოჯახი, მეგობრები, საახლობლო წრე, პროფესიულ ასპარეზზეც ასე თუ ისე მიცნობენ, არის ხალხი, ნაცნობი და სრულიად უცნობები, ვინც რჩევებს მეკითხება, ვისაც მე ვჭირდები და ვისაც ჩემი იმედი აქვს ... ეს ყოველივე ჩემთვის ბედნიერებაა. მეტი არც არაფერი არ მინდა, ესაა ჩემი სიმდიდრე. მე თვითონ ვარ ჩემი თავის იმპერიაც და იმპერატორიც. მთავარია, რომ მე ვარ მე და დანარჩენი, ფული, მატერია თავისთავად მოვა და მოდის, სამყარო მამარაგებს იმდენით, რამდენიც მესაჭიროება. მოხეტიალე ფილოსოფოსსა და ტრუბადურ ურსუსს დავემსგავსე ჰიუგოს უკვდავი ნაწარმოებიდან, მაგრამ ურსუსისგან განსხვავებით მწამს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა აუცილებელია სამყაროს განსაწმენდად ბოროტებისგან და ასევე მწამს მირონცხებული მეფის მოსვლის აუცილებლობის ! ... ერთმა ასაკოვანმა ,,მორიელმა,, მითხრა – ,,კახაჯან, ხომ ვამბობდით მე და შენ, მეფობა სულიერი მდგომარეობაა და არა პოლიტიკური გემოვნებაო ...’’ ... მართალია ეს კაცი, ასე ვარ დღემდე. ბავშვურად მჯერა კეთილი მეფის, რომელსაც ყოველი ადამიანის კეთილშობილური იდეების კრებით ცნებად მივიჩნევ, ლამაზი და კეთილი ადამიანებისა და ლამაზი სოფლის, სადაც სიყვარული დაა ცოდნა ფასდება, სადაც ცხოვრობენ თავისუფალი პიროვნებები ... ვიმეორებ სადაც სიყვარული და ცოდნა ფასდება და არა მლიქვნელობა, კომფორმიზმი, უცოდინრობა და უნიჭობა და რაც მთავარია, საშინლად ვღიზიანდები ქვითა და ჯოხით შეიარაღებული პაპუასების დანახვაზე, რომლებიც მზად არიან უმალ ნაცარტუტად აქციონ ყოველგვარი ადამიანური, თავად ეთაყვანებიან კერპებს და სხვებსაც აიძულებენ კერპთთაყვანისმცემლობას. საშინელი განცდა და მოთხოვნილება მაქვს თავისუფლების და ვერ ვიტან, როდესაც ვიღაც ცდილობს თუნდაც ,,ოდნავ სხვანაირი’’ ტონით დამავალოს რაღაცის გაკეთება. აი, ასეთი მოკრძალებულად პატივმოყვარე ვარ, სამაგიეროდ ძალიან შემოქმედებითად ვმუშაობ თავისუფალ, მეგობრულ გარემოში, ნიჭიერ, საქმის მცოდნე ადამიანებთან, რომლებმაც იციან შრომის, ერთგულებისა და მეგობრობი ფასი. თუმცა ე.წ. ,,ტრუდოგოლიკი’’ ნამდვილად არ ვარ და მიმაჩნია, რომ ადამიანის ნაყოფიერი მუშაობისათვის სასიცოცხლოდ საჭიროა ასევე საკმარისი დრო ნაყოფიერი დასვენებისთვისაც. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან, საქართველოში, შრომის ისეთი პირობებია შექმნილი, რომ დიდად არ განსხვავდება მონაფლობელური შრომის ტრადიციებისგან, დასვენებას ვინღა ჩივის. ამ საკითხზე სხვა დროს ვისაუბრებ უფრო ვრცლად ... ჩემი პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში რამდენიმე ჩემს უფროს კოლეგას გამოვყოფდი, ვისთანაც მე მსიამოვნებდა პროფესიონალური და ადამიანური ურთიერთობა. რასაც გინდა დააბრალეთ, გინდ დამთხვევას, გინდ ასტრომეტაფიზიკას, მაგრამ ესენი იყვნენ – თევზი, მერწყული, კურო, ქალწული, თხის რქა და ლომი, თუმცა ეს რაღაც სხვანაირი ლომი იყო. ამათგან, ნაყოფიერად და რომ იტყვიან, გემრიელად ვიმუშავე, ამიტომაც კარგი მოგონებებისა და პროფესიონალური ცოდნისა და გამოცდილების გარდა არაფერი დამრჩენია, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი. ცოდნაში უპირველესად საქმიან უნარ-ჩვევებს ვგულისხმობ, რადგან ადამიანს თავში შეიძლება მთელი ბიბლიოთეკა ედოს, მაგრამ არ ჰქონდეს საჭირო უნარი მისი რეალიზაციის. ყველასთან მეგობრული და უბრალოდ კარგი ადამიანური ურთიერთობა მაკავშირებს. ადამიანური უბრალობა, განსაკუთრებით პროფესიულ ჯგუფებში, მეტად ნაყოფიერად მოქმედებს საერთო საქმის წარმატებაზე. საერთოდ თხის რქები მკაცრი მორალური პრინციპების ნიშნად ითვლება. ლიტერატურულ პერსონაჟებიდან თხის რქის ტიპიურ, ძლიერი პიროვნების ნიმუშად ხევისბერ გოჩას, მუშნი ზარანდიასა და მაიკლ კორლეონეს მივიჩნევ. გახსოვთ რას ეუბნება მუშნი პოლკოვნიკ სეხნიევს, ტიპიური თხის რქის სიტყვებია: ,,...ხდება ის, რომ თქვენ ქვეყანა და სახელმწიფო საძვარი გგონიათ, თქვენ მხოლოდ მიგაქვთ და არაფერს იძლევით სანაცვლოდ, არაფერი გწამთ საკუთარი სტომაქის მეტი, სახელმწიფოს კი რწმენა, ფანატიზმამდე აყვანილი რწმენა სჭირდება!’’ ... ვერაფერს იტყვი, მართლაც ძლიერი პიროვნების მორალური სახეა ნაჩვენები ამ ფრაზაში და ბოლოს ზარანდია თხის რქის ტიპიური ავადმყოფობით, მელანქოლიით იღუპება. რაოდენ სასტიკი და დაუნდობელი იყო მაიკლ კორლეონე, იმდენად უდიდესი მორალისტი და ადამიანურიც იყო. ძმაც კი არ დაინდო და ერთი მორალური შეცდომაც კი არ აპატია. მაიკლისთვის შვილები იყო მთელი ცხოვრების ერთად-ერთი ნათელი და სუფთა ნაწილი, კიდევაც ამბობს, რომ იმ ბოროტებას, რისი გაკეთებაც მას ცხოვრების სისასტიკე აიძულებდა, ოჯახისა და შვილების დასაცავად სჩადიოდა. ბოლოს ისიც მარტოობაში კვდება, ბობოქარი ცხოვრების მოგონებებში ჩაფლული, სიცილიაზე, ძველი მიტოვებული ვილის ეზოში ... ხევისბერი გოჩა, მორალისა და ტრადიციების მცველ რაინდს მაგონებს, ერთგვარ კეთილ დრაკონს, რომელსაც აბარია ადამიანთა ყველაზე ძვირფასი განძი – პატიოსნება და სიბრძნე. მიუხედავად იმისა, რომ თხის რქებს ფანატიკურად უყვართ შვილები, თვით ამ უდიდეს სიყვარულსაც კი სწირავენ სამშბლოსა და ერის ინტერესებს, რადგან თხის რქამ თუ თავი გადასდო, უმალ იქცევა მკაცრ ასკეტად, რომელსაც უდიდესი ტკივილის ფასად შეუძლია ქვეყნის ცოდვებიც ზიდოს ქრისტესავით. რეალური პერსონაჟებიდან, თზის რქის უდიდესი მორალისტობის განსახიერება იყო დიდი ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს განძი ებარა, თავად შიმშილით კვდებოდა და თითიც არ დაუკარებია ამ სიმდიდრისთის, იმისათვის, რომ თავი გამოეკვება. ესაა რეალური სული თხის რქების, მათი სიძლიერე მათ სუფთა მორალურ პრინციპებშია. მთლად ისეც არ წარმოიდგინოთ, რომ თხის რქებისთვის ყოველგვარი მატერიალური უცხოა. ყველა თხის რქამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და ალალად აღიაროს, რომ საკმაოდ ავხორცებიც არიან, უყვართ ... ლოგინში ნებივრობაც J J ... მათი გრძნობები ვულკანს გავს, თუ არ ავლენენ და ასკეტივით ცხოვრობენ, ხომ კარგი და თუ ამოხეთქა ერთ დღესაც, უცებ წმინდანისგან ისეთ ვნებიან საყვარელ არსებად იქცევა, ვეღარ იცნობ, კანიც კი ეცვლებათ, თვალის ფერიც კი ... ქალებზე მაქვს საუბარი J ... ... მე არ ვარ კლასიკური თხის რქა, ერთი კინკილა მზე მყავს თხის რქაში და დანარჩენი ყველაფერი გაბნეულია მთელს ზოდიაქოს რკალზე. უფრო ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებშია ჩემი პლანეტები განლაგებულნი, ამიტომაც, შეიძლება ბევრი რამ რაც ვთქვი და რის თქმასაც ვაპირებ არ დაემთხვეს სხვა თანაჰოროსკოპელის ხასიათს. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ადამიანი ყოველივე ამაზე მაღლა დგას და ყველა სხვადასხვა ტიპაჟია. ერთხელ ერთმა უბრალო ადამიანმა გენიალური რამ მითხრა, ბედნიერებისათვის ოთახის ჩუსტებიც კმარაო ... ბედნიერების ან ნიჭი უნდა გქონდეს, ან უნდა ისწავლო, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდამ უბედური იქნები, რაოდენ დიდი ფულადი საშუალებების მფლობელი არ უნდა იყო. თუ გინდათ ადამიანი დასაჯოთ, მიუსაჯეთ მას მარადიული სიცოცხლე, სიყვარული და ცოდნა, შემდეგ უკვე თავისთავად დაიტანჯება მარტოობისგან ! თხის რქების უმეტესობაც სწორედ მარტოობისგან იტანჯება. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანი დიდი სიბრძნითა და ჭკუით გამოირჩევა, ან დიდი სიყვარულით გარესამყაროსა და ადამიანების მიმართ, მაგრამ ერთი რამ ბევრს მართლაც საერთო აქვს, ფენომენალური უნარი, სწრაფვა და ჟინი წარმატებებისკენ და დიდებისკენ, რაც მათ სახელს მარადიულ ლეგენდებში, მითებში და საბოლოოდ მარადიულ სიცოცხლეში ამყოფებს. ამავდროულად, თხის რქები თუ ცოდნით და სიყვარულით არიან შეიარაღებულნი, მელანქოლია და მარტოსულობა ტანჯავთ, რადგან გარემოსგან ითხოვენ გაგებასა და ყურადღებას, თუმცა სიამაყე, თავდაცვის ინსტიქტი და ხშირად შიშიც კი ხელს უშლის მათ, რომ თავად გაეხსნან სამყაროს, იყვნენ ლაღნი და უფრო მსუბუქად შეხედონ მოვლენებს. ხშირად მათი იდეები წინ უსწრებს სამყაროს განვითარებას. ერთი ტიპს ვიცნობ, კაპრიკორნუსია ჩემსავით. ადრე, სიყმაწვილეში, ძალიან დიდი აგრესია ჰქონდა, ენერგია სად დაეხარჯა არ იცოდა, ძალადობისკენ მიდრეკილება და დიქტატორული თვისებები ახასიათებდა. თუმცა არასოდეს ბოროტი არ ყოფილა, პირიქით ხშირად ძალიან კეთილიც იყო, გაუმართლებლად კეთილი ... უყვარდა ავტორიტარიზმი, არისტიზმი, სხვებზე ზეგავლენის მოხდენა და მილიტარისტული მისწრაფებები აწუხებდა, ჯვაროსნული იდეები. ლიდერის თვისებებით იყო შემკული და დღესაც ასეა. ვმეგობრობთ დღემდე, მაგრამ ვაი ასეთ მეგობრობას, მუდამ კონფლიქტი გვაქვს, როცა მასში რქიანი აზრები იღვიძებს ხოლმე, მუდამ ვკამათობთ. მისთვის გაუგებარია ლმობიერებისა და დემოკრატიულობის, ტოლერანტობისა და სხვების აზრის მოსმენის აუცილებლობა, ჩემი მუდამ უკვირს და ამაზე მოგვდის ხშირი კამათი. ესაა, თხის რქა ან უაღესად დიდი ჰუმანისტი გამოდის, ან სრულიად ამის საპირისპირო. ისიც, ერთს რომ ამოიჩემებს, ვერ გადაათქმევინებ, აზრი აღარ აქვს. ხანდახან ფიქრობს ხოლმე, რომ ადამიანები არ იმსახურებენ პატიებასა და მოთმინებას, ნება რომ მისცე, შეიძლება მთელი სამყარო ცეცხლში გაახვიოს და მერე იტყვის, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ მისი აზრით ,,სამართლიან რისხვას’’ ჰქონდა ადგილი დ რა გიკვირსო, მკითხავს. მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას და რომ გეკითხათ, მუდამ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა. თავისებური მორალური პრინციპები აქვს, სიკეთის ქმნა სურს, მაგრამ რამდენად სრულყოფილია მისგან გამოსული სიკეთე, ეგაა საკითხავი ... თუმცა ერთი ძლიერი თვისება აქვს – ნათელხილვისა და საგნების არსის წვდომის ნიჭი. ერთ დროს თავს ზე-ადამიანად მიიჩნევდა, ტელეპათიურ და ჰიპნოთიკურ ატარებდა, სანამ ვიღაც მასზე ძლიერმა ძალამ, როგორც იტყვიან, ბუნების განგებამ, ამპარტავნებაში ჩავარდნილს, ის ,,ზე-მაგიური'' ძალები არ გამოაცალა და ამით მისი სული იხსნა კარმის დამძიმებისგან ... ჩემი აზრით კი, პირიქით, ყველა საშუალება არაა მისაღები ჩემთვის მიზნის მისაღწევად, რაოდენ ,,კეთილშობილი’’ მიზნებიც არ უნდა მქონდეს, მართებულად არ მიმაჩნია გვამებზე გადავლა, მითუმეტეს როცა შეიძლება იგივე მიზნის მიღწევა, თუნდაც ამისთვის ცოტა მეტი დრო დამჭირდეს. ვერ ვამართლებ სულსწრაფობასა და ავტორიტარიზმს. ჩემთვის არაფერი ადამიანური უცხო არაა და ნება რომ მომცე, შევქმნიდი ლიბერალურ, ტოლერანტულ საზოგადოებას, ეკონომიკასა და სულიერებაზე ორიენტირებულ საზოგადობას. ადამიანი მუდმივად ვითარდება და მე მწამს ადამიანის გაკეთილშობილებისა. მე საერთოდ გავაუქმებდი ციხეების სისტემას და ახალი დაწესებულებების სისტემას შევქმნიდი, სადაც ადამიანს ადამიანურ სახეს დავუბრუნებდი, მე ვიცი, რომ ეს შემიძლია და ამაზე სხვა თემებში ვისაუბრებ ... ამ სისტემას დავარქმევდი – ადამიანობის სახლებს, სადაც ადამიანს შთაუნერგავდნენ გარესამყაროსადმი სიყვარულს იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ადამიანს დასჭირდებოდა ნეგატიური ენერგიის მოსაცილებლად და გამოსასწორებლად, ისე რომ იგი საშიში არ ყოფილიყო მშვიდობიანი საზოგადოებისათვის. თხის რქის მისწრაფებას ყველაფრის კონტროლისადმი საუკეთესო გამოვლინება ედგარ გუვერის პიროვნებაში, რომელმაც ამერიკის თანამედროვე უსაფრთხოება შექმნა ფგბ-ს სახით. ... მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი ვარ ერთი-ორი სიტყვით და ერთადერთ ნათელ წერტილად ადამიანის ცხოვრებაში შვილებს მივიჩნევ, მშობლობისა და შვილობის განცდას, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. ასევე, ადამიანის სულიერი განვითარებისათვის აუცილებელია მიწასთან კონტაქტი, თუნდაც უმცირესი ბაღი უნდა მქონდეს, სადაც ჩემი ხელით მოვუვლი მცენარეებს, დავრგავ ვენახს, რადგან მიყვარს ყურძენი და ღვინო, რომელსაც წამლად აღვიქვამ და არა დასათრობ საშუალებად. ამიტომაც ვიძახი, თხის რქების ენერგია თუ დადებითი კუთხით განვითარდა, მაშინ სინათლის ქურუმებს, კაცობრიობის გურუს, მასწავლებელს, მესიას, მხსნელსა და პრომეთეს მივიღებთ. ხოლო უარყოფითად განვითარებული თხის რქები ასევე წარმატებული კრიმინალები და დიქტატორები ხდებიან, ისევე როგორც სიკეთის მოციქულები. ქრისტე, მუჰამედი, ფრანსისკო ფრანკო, მაო ძედუნი, ხუან-კარლოს I (ესპანეთის ახლანდელი მეფე), ბატისტა, რიჩარდ ნიქსონი, კონრად ადენაუერი, ციცერონი, მარკუს ანტონიუსი, ჟანა დ’არკი ... საკმაოდ ჭრელი სიაა, არა ? ამ პიროვნებებს თხის რქის პოტენციალი დაამადლა პლანეტებმა, ვინ საით განვითარდა, თავად ხედავთ. თხის რქები მოწოდებულნი არიან ახალი სამყაროების შესაქმნელად და ამა თუ იმ სფეროში გვევლინებიან კაშკაშა ვარსკვლავებად, რომელთა გარეშეც არ არსებობს ესა თუ ის მოვლენა, ესა თუ ის სფერო ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად ფიზიკა და ისააკ ნიუტონის სახელი განუყოფელია, ასტროფიზიკა და სერგეი კოროლიოვი, ნათელხილვა, მიშელ დე ნოსტრადამუსი და ვანგა იდენტურ ცნებებად იქცა. მისტიკა და გიორგი გურჯიევი წარმოგიდგენიათ უერთმანეთოდ ? J ... ან კიდევ – ოლიმპიური თამაშები და პიერ დე კუბერტენი ... საფრანგეთის ისტორია და ჟანა დ’არკი, იტალია და ჩელენტანო, დიმა ბილანი და რუსული ესტრადა, ელვის პრესლი და როკ’ნ როლი, ორლანდო ბლუმი და ,,ბეჭდების მბრძანებელი’’, მუჰამედ ალი და ბოქსი ან ჯო ფრეზერი და მუჰამედ ალი, ეუსებიო და პორტუგალიური ფეხბურთი, ლეო ბოკერია და გულის ოპერაცია, ლორენცო მედიჩი და ფლორენციული რენესანსი, როდრიგო ბორჯია, იგივე რომის პაპი ალექსნადრე VI და ვატიკანის ისტორია, მელ გიბსონი და უილიამ უოლესი, მიხაელ შუმახერი და ავტოსპორტი, ლარა ფაბიანი, დევიდ ბოუი, რიკი მარტინი და თანამედროვე ესტრადა, პაველ ტრეტიაკოვი და ნახატების გალერეა, ლოიდ ჯორჯი და ბრიტანეთის იმპერია, კონრად ადენაური და თანამედროვე გერმანია? J ... სხვათაშორის, როდრიგო ბორჯიას მიუძღვნა მარიო პიუზომ რომანი ,,პირველი დონი'', როგორც ისტორიაში პირველი მაფიოზური კლანის შემქმნელს ... ალ კაპონეც ვარსკვლავი იყო, მერე რა რომ კრიმინალური, მაგრამ მაინც ვარკვლავი. მასე, ჩემი აზრით, სტალინიც კრიმინალი იყო და უფრო საშიში, ვიდრე ალ კაპონე. ტაძრელების რიგით მეორე დიდი მაგისტრი რობერ კრაონიც თიხს რქა იყო. ეს ჩვენი მეზობელი, აზერბაიჯანის ნათება და ნავთობის ბრწყინვალე პრინცი – ილჰამ ალიევიც თხის რქა ყოფილა ... გადახედეთ ბაქოს, ეტყობა თხის რქის აღმშენებელი ხელი თუ არა ? J... ნათელი სურათია, ყველა სფეროში, რაც არ უნდა იყოს, მესაათეობითა და მეწაღეობით დაწყებული, დიდ პოლიტიკოსობამდე დამთავრებული, თხის რქები უმაღლეს მწვერვალებს აღწევენ და ლეგენდებად რჩებიან თავიანთ ასპარეზზე. რედიარდ კიპლინგი, ჯოან როულინგი, ჯონ ტოლკინი ... მარტო ამათი სახელებიც კმარა, იმისთვის რომ ვთქვათ, ფანტასტიკურ და საბავშვო ლიტერატურაში თხის რქებმა ნამდვილ სასწაულები მოახდინეს. მარტო ტოლკინმა იმხელა, უზარმაზარი სამყარო შექმნა, თავის რასსებით, ენებით, დამწერლობებით, ხანდახან რომ ვუფიქრდები, ასე მგონია, რომ ეს სამყარო სადაღაც გვერდით არსებობს, ტელეპორტის კარს გააღებ და უცებ აღმოჩნდები უკვდავი ელფების გარემოცვაში, სადაც ულამაზესი რასსის არსებები გასწავლიან, თუ როგორ უნდა გიყვარდეს გარესამყარო ... პროზაში მართლაც ბრწყინავენ თხის რქები, მაგალითად: ა. ჩეხოვი, ალ. ყაზბეგი, ე.ალან პო, ალექსეი ტოლსტოი ... პოეზიაში მოიკოჭლებენ ცოტა, თუ არ ჩავთვლით ლადო ასათიანსა და ადამ მიცკევიჩს ... რა ვიცი, აღნიშნული სია, სადაც უხვად შეგხვდებათ ლეგენდარული პიროვნებები აბსოლუტურად ყველა სფეროში, უსასრულოდ შეიძლება გაიწელოს, დაწყებული მიხეილ და ლელა მესხებით, ემანუელ ლასკერითა და მაია ჩიბურდანიძეთი დამთავრებული. კინემატოგრაფში უდიდესი არტისტები ყველა ჟანრში თხის რქები არიან, იგივე – ენტონი ჰოპკინსი, მილა იოვოვიჩი, კევინ კოსტნერი, მიშელ მერსიე, რობერ ოსეინი, ანა სამოხინა, კონსტანტინ ხაბენსკი, ჰამფრი ბოგარტი, ავა გარდნერი, მარლენ დიტრიხი, ჯუდ ლოუ, ჟერარ დეპარდიე, როუენ ეტკინსონი (მისტერ ბინი), ჯიმ ქერი და იპოლიტე ხვიჩიაც კი, ეს იმათთვის, ვინც თვლის რომ თხის რქებს ღიმილი არ შეუძლიათ და გული არ გააჩნიათ J ... ფაქტი ერთია, რომ ძირითადად თხის რქები შემოქმედი ხალხია, კი არ ანგრევენ, ზოგიერთი მათი მსგავსი ზოდიაქოსგან განსხვავებით, არამედ აშენებენ და ძალიან კარგადაც, მთავარია არ ჩაიკეტოს მათი ენერგია და საქმიანობაში მიეცეს სრული თავისუფლება ! ... ნეგატიური ასპექტებიც უხვად აქვთ – დიქტატორობისკენ მიდრეკილება, სიამაყე გადასული ამპარტავნებაში, მიუტევებლობა, შურისმძიებლობა, ჩაკეტილობა, ინერტულობა, უგრძნობლობა, ცხოველური ინსტიქტები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ თხის რქა იქნება თუ მორიელი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველა თავისებურად ინდივიდია, ადამიანია და ბუნებრივია არაფერი ადამიანური ადამიანებისთვის უცხო არ არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველანი მოკვდავები ვართ და ვემორჩილებით სიტყვის ძალას. თუკი მორიელებისგან უდიდესი წმინდანები გამოდიან, თხის რქები მსოფლიო რელიგიებს აფუძნებენ. ამ ორი ნიშნის სულიერ ძალებშ ბევრი საერთოა, მაგრამ ბევრი სხვაობაც. საერთოდ მიმაჩნია, რომ ვერძებისა და მშვილდოსნების ცანცარული და ზედაპირული ეპოქა ვერ ამართლებს ქვეყნის მართვაში. სახელმწიფო უნდა ჩააბარო თხის რქასა და მორიელს, შედეგები გაცილებით ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება ხალხისთვის. ვერძისა და მშვილდოსნისგან განსხვავებით, თხის რქა და მორიელი საფუძვლიანად აშენებენ სახლსა და შესაბალისად სახელმწიფოს, ხოლო ახლად წამოჩიტულ სახელმწიფოებს დამანგრეველი ენერგიის ცეცხლის ნიშნები ნადვილად არ სჭირდება, პირიქით, შემოქმედებითი და აღმშენებლობითი ენერგიის თხის რქასა ან მორიელს უფრო ვანდობდი ხალხის ბედს, რეალისტურად მოაზროვნე პრაგმატულ ხალხს. ასეა, მეგობრებო, საქმე – ,,არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყუითა ღვთის ...’’ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ,,სიმართლე გაგათავისუფლებთ ...’’ J ... ღამეც მიიწურა, მთვარე არ სჩანს არსად, ალბათ მემალება შეშინებული J ... საკმარისად ვისაუბრე თევზისკუდიან თხებზე, ასე რომ გემშვიდობებით მერწყულებამდე ... ჰო, მართლა ... დღეს დიდგორობაა და ასევე ცოტნე დადიანის ხსენების დღე, გილოცავთ ყველას, უფალმა გაგძლიეროთ, ამინ ! კ. კოლხი 12.8.2012 წ. ფრანჯისტანი ... ნორმანდიის უმთვარო ზეცა ... პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/210px-Capricorn2.jpg ტეგები: ზოდიაქო თხის რქა პოლიტიკა იესო ქრისტე capricorn zodiac politic jesus christ კატეგორიები: საზოგადოება ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
-
Политологи разошлись во мнениях о путинской политике по отношению к оппозиции: одни сочли, что началось "закручивание гаек", другие - что от откровенных репрессий страну удается удерживать и что продолжается курс на относительную либерализацию. Однако при сохранении нынешней политической и экономической модели России грозит социальный взрыв, а то и вовсе крах. View the full article
-
В грандиозном шоу под названием "Симфония британской музыки" приняли участие более 4 тысяч человек и звезды эстрады. Ранее режиссер-постановщик церемонии Ким Гэвин пообещал, что вечер будет представлять собой "элегантное попурри" британской музыки - от Эдварда Элгара до лидера нынешних мировых хит-парадов - певицы Адель. View the full article
-
მიუნხენის ''ბაიერნს'' რომ ბილბაოს ''ატლეტიკის'' ნიჭიერი ფეხბურთელის ხავი მარტინესის შეძენა უნდა, ეს თქვენთვის უცხო ხილი ნამდვილად არ გახლავთ. View the full article
-
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იტალიის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ იტალიის დაუმარცხებელი ჩემპიონი "იუვენტუსი" და "ნაპოლი" წარსდგნენ. View the full article
-
იცით თუ არა.... "მ ჟ ა ვ ე წ ვ ი მ ე ბ ი"კლიმატის შეცვლასა და ოზონოსფეროს ტრანსფორმაციასთან ერთად თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პრობლემაა. ტერმინი "მჟავა წვიმა" პირველად რ. სმიტმა გამოიყენა 1872 წ. მან ასეთ ნალექებში დაადგინა სულფატების შემცველობა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ატმოსფეროში მკვეთრად გაიზარდა მჟავური ოქსიდების (CO2, SO2, NO2) კონცენტრაციები, რასაც ატმოსფერული ნალექების pH-ის რეაგირება მოჰყვა. მსოფლიოს მრავალ რეგიონში ატმოსფერული ნალექების pH < 3,5. ასეთი ნალექები მიეკუთვნებიან მჟავა ნალექებს. ამდენად, ატმოსფერული ნალექების მჟავიანობის ზრდა მჟავური ოქსიდების კონცენტრაციის მომატებით აიხსნება. ატმოსფეროში მოხვედრილი მჟავური ოქსიდები ჰაერის ნაკადებით ათასობით კმ-ზე მიგრირდება. ამის გამო, პრობლემამ პლანეტარული ხასიათი მიიღო. მჟავა წვიმების გავლენით იცვლება ნიადაგის სტრუქტურა, მცირდება მისი პროდუქტiულობა და ბიომასის დაჟანგვის სიჩქარე, ხოლო თუ pH < 3 ნიადაგი უნაყოფო ხდება. ამის ძირითადი მიზეზი ნიადაგის მიკროფლორის დეგრადაციაა. დადგენილია, რომ ნიადაგის pH-ის შეცვლით 5,6-დან 5,0-მდე ბაქტერიების საერთო რაოდენობა ნიადაგში 2,5-3-ჯერ მცირდება, აზობაქტერიები კი იღუპებიან. ნიადაგის ხსნარის pH-ის შემცირება სხვა უარყოფით მოვლენებსაც იწვევს. კერძოდ, იზრდება მძიმე ლითონების მოძრავი, ბიოლოგიურად აქტიური ფორმების კონცენტრაცია და ადვილად ირეცხება ბიოგენური ნივთიერებები. სამრეწველო რეგიონებში ტყეების გაჩანაგების ერთ-ერთი მიზეზი მჟავა წვიმებია. მათი გავლენით იშლება ფოთლების დამცავი აპკი - ეპიდერმისი, რაც ზრდის მცენარის დაავადების ალბათობას. ნიადაგებზე მჟავა წვიმების უარყოფითი გავლენა მით მეტია, რაც უფრო მაღალია მათი ბუნებრივი მჟავიანობა და ნაკლებია კარბონატების შემცველობა. წყალსატევების მსგავსად, გამჟავებული ნიადაგების "მკურნალობის" ეფექტური საშუალებაა კირქვის, ან მცენარეულინაცრის შეტანა ნიადაგში. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/imagesCAGWJ20I.jpg ტეგები: მჟავე წვიმები ნიადაგი კატეგორიები: Lifestyle განათლება მეცნიერება View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg მარია დანილოვა ბათუმი – სადაც არ უნდა წავიდეს, ჟურნალისტ ეკა დუგლაძეს ვიდეოკამერით აღჭურვილი კაცების ჯგუფი დასდევს. ისინი ამბობენ, რომ ჟურნალისტები არიან, სახეში მიკროფონებს აჩეჩებენ, თავს აბეზრებენ უაზრო კითხვებითა და ვულგარული შენიშვნებით. დუგლაძე, რომელიც ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობს, ამტკიცებს, რომ ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამქაშები არიან და მის სადევნად არიან გამოგზავნილნი. „ისინი მხოლოდ მუშაობაში კი არ მიშლიან ხელს, გადაადგილებასაც მიზღუდავენ,“ ამბობს დუგლაძე. „აი ასე პასუხობს ხელისუფლება ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.“ სააკაშვილი იკვეხნის, რომ საქართველო „დემოკრატიის შუქურად“ იქცა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ის პრეზიდენტად აირჩიეს. მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატია კლებულობს: ოპოზიციის ლიდერები, დამკვირვებლები და ჟურნალისტები დაშინების შესახებ განცხადებებს აკეთებენ და მთავრობას განსხვავებული აზრის წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებენ. სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ წერტილში მდებარე ეს პატარა ქვეყანა რეგიონში დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან ოქტომბრის არჩევნებს და დემოკრატიის მდგომარეობას ამ ქვეყანაში. არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილს, მულტიმილიარდერს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ჯგუფს უდგას სათავეში, კოლოსალური ჯარიმები დააკისრეს და მოქალაქეობა წაართვეს. გასულ თვეს საერთაშორისო უფლებადაცვითმა ჯგუფმა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მთავრობას „არჩევნების წინ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. თებერვალში, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ „ოპოზიციური პარტიების, პროფკავშირული გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების წინააღმდეგ დაშინებებისა და ზეწოლის ატმოსფეროს ინტენსიფიკაციის“ გამო შეშფოთება გამოხატა. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ენერგიულმა, აშშ-ში განათლებამიღებულმა სააკაშვილმა 2003 წლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, იმ რევოლუციისა, რომელმაც გააძევა სკლეროტული და კორუმპირებული რეჟიმი, შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა. საგზაო პოლიცია, რომელიც იმით იყო ცნობილი, რომ მძღოლებს ქრთამს სძალავდა, პატივსაცემ ძალად გადაიქცა. ძველი, მძიმე ბიუროკრატული სისტემა გამარტივდა და შეიქმნა ისეთი ოფისები, სადაც მოქალაქეები სულ რამდენიმე წუთში იღებენ დაბადების მოწმობას და არეგისტრირებენ ბიზნესს. სააკაშვილმა ამოძირკვა კორუფცია განათლების სისტემაში და მისაღები გამოცდების სტანდარტული სისტემა შემოიღო, რითაც ბოლო მოუღო იმ ყბადაღებულ პრაქტიკას, როდესაც მშობლები თავისი შვილების უნივერსიტეტებში მოსახვედრად საუნივერსიტეტო ჩინოვნიკებს ქრთამს უხდიდნენ. 2005 წელს საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის პერცეფციის ინდექსში 130-ე ადგილზე იყო, წელს ის 64-ე ადგილზეა. პრეზიდენტი ასევე გულმოდგინედ ცდილობდა დაახლოებოდა ევროპის კავშირსა და ნატოს და საქართველომ საკმაოდ დიდი სამხედრო კონტინგენტი გაუშვა ავღანეთში, საერთაშორისო სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. „სააკაშვილის საუკეთესო მემკვიდრეობაა ის, რომ ის საქართველოს დიდი მოდერნიზატორია,“ განაცხადა თომას დე ვაალმა, კარნეგის ფონდის კავკასიის მკვლევარმა. მაგრამ კრიტიკოსების თქმით, სააკაშვილის რეფორმები დემოკრატიული თავისუფლებების ხარჯზე გატარდა. 2007 წელს პოლიციამ ცრემლდენი აირი გამოიყენა იმ დემონსტრაციის შესაწყვეტად, რომელიც სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა და დროებით დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობა აკრძალა. სააკაშვილის პოპულარობა დაეცა რუსეთთან 2008 წლის გამანადგურებელი ხუთდღიანი ომის შემდეგაც. ამ ომმა დააზიანა გაღატაკებული ქვეყნის ინფრასტრუქტურა, ათობით ათასი ადამიანი ლტოლვილად აქცია და განამტკიცა რუსეთის ძალაუფლება ორ სეპარატისულ რეგიონზე. გასულ წელს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო გამოსვლა, რომელიც დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე. პოლიციელი და მოქალაქე დაიღუპნენ, როდესაც მათ ადგილიდან დიდ სიჩქარეზე მიმავალი მანქანა დაეჯახა. 56 წლის ივანიშვილმა, რომლის პარტიასაც „ქართული ოცნება“ ეწოდება, თავისი ქონების (6.4 მილიარდი დოლარი) დიდი ნაწილი რუსეთის საბანკო და სამთო ინდუსტრიაში დააგროვა და ასობით მილიონი დოლარი საქართველოში, საქველმოქმედო პროექტებში დახარჯა. ივანიშვილის მოსვლამ ახალი ენერგია შესძინა და გააერთიანა დანაწევრებულობით ცნობილი ოპოზიცია და ის სააკაშვილის მთავარ ოპონენტად იქცა. სააკაშვილის პარტია ყველაზე პოპულარულია საქართველოში, მაგრამ „ქართული ოცნება“ ძალას იკრებს. ამერიკული ორგანიზაციის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს 36 პროცენტით, მაგრამ თებერვალში მას 47 პროცენტი ჰქონდა, ხოლო ქართული ოცნების მაჩვენებელმა 10 პროცენტიდან 18 პროცენტამდე მოიმატა. „მე მას ნიღაბი ჩამოვხსენი: ის არ არის დემოკრატი, ის ნამდვილი დიქტატორია,“ უთხრა ივანივილმა AP-ს ინტერვიუში, რომელიც სააგენტოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმთან მდებარე რეზიდენციაში მისცა. „აქ დემოკრატიის სუნიც კი არ დგას.“ მას შედეგ, რაც ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განცხადება გააკეთა, მის წინააღმდეგ უამარავი საქმე აღიძრა. მთავრობამ გასულ წელს ივანიშვილს ქართული პასპორტი წაართვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებით ქართველია, მას ფრანგული პასპორტიც აქვს (ის წლების მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში), ხოლო საქართველოში აკრძალულია ორმაგი მოქალაქეობა. ამან რეალურად ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. თუმცა დასავლეთის ზეწოლამ შეარბილა სააკაშვილი და მან მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის უფლებას აძლევს. ივანიშვილს რუსული პასპორტიც ჰქონდა, რდგან 1990-იან წლებში რუსეთში ცხოვრობდა, მაგრამ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, როდესაც კამპანია დაიწყო. ხელისუფლებამ ივანიშვილი თანამგზავრული თეფშების უფასოდ დარიგების, თავისი პარტიისთვის მანქანების შეთავაზების და საარჩევნო დაფინანსების სხვა წესების დარღვევის გამო ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და ათობით მილიონი დოლარით დააჯარიმა. ივანიშვილის მთავარ მოკავშირეს, ფეხბურთელ კახი კალაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილად დაასახელეს. პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კალაძის შემოწირულობა ივანიშვილის „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო იყო და მას ერთ კვირაში 10 მილიონი დოლარის გადახდა დავალა. მისი ანგარიშები დაბლოკილია. ამასობაში ივანიშვილის აქტივისტები ჩივიან, რომ ადგილობრივი მმართველები ხელს უშლიან კამპანიასა და ამომრჩეველებთან შეხვედრებში მთელი საქართველოს მასშტაბით. „იმის გამო, რომ აღარაფერს ერიდება, რათა დაბლოკოს ლეგიტიმური პოლიტიკური მეტოქე, სააკაშვილმა, გარკვეული თვალსაზრისით თავისი, როგორც დემოკრატის რეპუტაცია შელახა,“ ამბობს ჯემა ფირსტი (Gemma Ferst), ევრაზიის ჯგუფის კავკასიის საკითხთა ექსპერტი. ნოდარ ჩაჩუა, ჟურნალისტი, რომელიც ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში მუშაობს, უშიშროების ჩინოვნიკებს ბრალს სდებს იმაში, რომ მას თავისი კოლეგებისა და ივანიშვილის თვალთვალი მოსთხოვეს. ჩაჩუას ემუქრებოდნენ, რომ თუ ის უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, გავრცელდებოდა ვიდეო, სადაც ასახულია მისი სექსუალური კავშირი ყოფილ მეგობარ ქალთან. „ეს დემოკრატია არ არის, ეს საზოგადოებისადმი დამოკიდებულების ტიპური საბჭოთა მეთოდია,“ ამობს, 26 წლის ჩაჩუა, რომელიც მეცხრე არხზე მუშაობს. ამ არხის მფლობელი ივანიშვილის ცოლია. პროკურატურა მის საჩივარს იძიებს. გიგა ბოკერია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი და სააკაშვილის მთავარი მოკავშირე, უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა და ამბობს, რომ რეალურად მთავრობა იტანს უწესრიგო და ყველაფერზე წამსვლელ მედიაგარემოს. ის არ გააკეთებს კომენტარს ჩაჩუას ბრალდებებზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ქართული მედია „არის ძალიან აქტიური და კრიტიკული და ხანდახან ამჟამინდელი მთავრობისადმი აგრესიულ გზავნილებსაც ავრცელებს, რაც სრულიად ლეგიტიმური და კანონიერია,“ უთხრა ბოკერიამ AP-ს. უშიშროების ხელმძღვანელი ახსენებს ახლახანს მიღებულ კანონს, რომელმაც გაზარდა იმ სატელევიზიო არხების ხელმისწავდომობა, რომლებიც კრიტიკულია მთავრობისადმი. ასე იქნება არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში და ეს ფაქტი საბჭოს თავმჯდომარეს თავისუფალი სიტყვისადმი მთავრობის ერთგულების დასტურად მოჰყავს. ბოკერია ამბობს, რომ კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ მიბაძეს ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს. „ეს ახალი ტაქტიკა თავად ინფო 9-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს – გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან,“ ამბობს ბოკერია. „ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, თუ როგორ იქცევა მედიასაშუალება ამა თუ იმ მხარეს.“ სააკაშვილის ბანაკი ივანიშვილს კრემლის მარიონეტად ხატავს და იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთია მისი სიმდიდრის წყარო. დღევანდელ რუსეთში ასეთი რამ ვერ მოხდება კრემლთან კავშირის გარეშე,“ ამბობს ბოკერია. ივანიშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს. ასლან ჭანიძე, რომელიც ბათუმში მედიის თავისუფლების მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ივანიშვილს შესაძლოა აქვს ხარვეზები, მაგრამ მისი შემოსვლა პოლიტიკაში არჩევნებს და ქართულ პოლიტიკას მთლიანად უფრო კონკურენტულს გახდის. „როდესაც მიშა მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა შეყვარებული იყო მასზე, მაგრამ საქართველოში ერთი კაცისგან კერპს ვერ შექმნი,“ ამბობს ჭანიძე. „არ მინდა აქ მხოლოდ ერთი პარტია იყოს, მე ბევრი პარტია მინდა, მინდა პლურალიზმი“. ეს სტატია ერთდროულად გამოქვეყნდა ასევე გამოცემებში Washington Post, Huffington Post, The Republic, The Guardian, The Province ორიგინალი ორიგინალი
-
http://sosomikeladze.files.wordpress.com/2012/07/roulette-1.jpg?w=450&h=315 შენ გგონია, რომ იცი რა არის გართობა? შენ გგონია, რომ ერთობი? შენ გგონია რომ თამაშობ და ხალისობ?! თამაშობ ხანდახან მაინც? ბურთით, კენჭებით, კოჭებით, ფიგურებით, კამათლით, ქვებით. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან ვიღაც ძალიან დიდი როდი გეთამაშება ასე მარტივად, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მქონე ნივთებით?! მისი წესები უფრო პირდაპირი და სასტიკია… ის უბრალოდ ადამიანებით გეთამაშება! შენ ვერც კი იგებ, რომ უხილავი დაუმარცხებელი მეტოქისათვის ადამიანები კაზინოს „ფიშკებივით“ არიან, ხოლო თვითონ შენ კი მისთვის ვნებებს აყოლილი აზარტომანი ხარ. აზარტომანი, რომელსაც თავად სურს გაცალოს სული თვისი დაუყოვნებლივ; აქ და ახლა, ყოველნაირი სათნოებისაგან. ალბათ, ვერც კი იგებ, როგორ ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ აგებ თითქმის ყველაფერს, რაც გქონდა ბოძებული და მოხვეჭილი იმ წუთამდე, სანამ მიუჯდებოდი ამ მოჯადოებული სამორინეს მწვანე მაგიდას. აგერ აგებ ყველაზე ძვირფასს – დროს, ნერვებს, ჩვევებს, ენერგიას, ასაკს, ენთუზიაზმს! ვერც ხვდები, რომ ყოველ შემხვედრ ადამიანს, ვისზეც ჩადიხარ ფსონს, მიაქვს შენი სისპეტაკის და სამშვინელის უნიკალური ისნაწილი. შენი უხილავი მოწინააღმდეგე აკეთებს ფსონს პიროვნებებზე და ყოველ ჯერზე თამაში თქვენს შორის ახალ და ახალ ადამიანზე/ადამიანთა ჯგუფზე მიდის. შენ განიხილავ ამ ადამიანებს, როგორც კოჭებს, რომელთა უკანაც სიამოვნება და აღტაცების ემოციების მოლოდინი იმალება. თუნდაც, მეგობრებს! მეგობრებს, საკმაოდ მარტივად უყურებ – როგორც კაზინოს „ფიშკებს“. და ელოდები, რომ ისინი რაღაცას მოგიტანენ, გაგაბედნიერებენ, გაგამდიდრებენ ფულითა და გრძნობებით, გიმფარველებენ, ჰელიუმით დაგიბერავენ მაგ ჩამოვარდნილ ეგოს. და რაც უფრო ვერ ამჩნევ, რომ რა ხანია დროა გახვიდე ამ ეშმაკური სახლიდან, მით უფრო მეტი უცნაური, მანკიერი და შენთვის მიუღებელი ადამიანი შემოდის ცხოვრებაში, მით უფრო იტბორება შენი ყოფა ადამიანური ხორცისა და ლეშის თავბრუდამხვევი სიმყრალით. შემდეგ უკვე ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებთანაც სართოდ აღარც კი აპირებდი არანაირ გაკარებას! თითქოს იმისთვის მოდიან, რომ დაგანაგრიონ, დაგანარცხონ, თან თითქოს იმისათვისაც, რომ გაგისროლონ შორს ამ წყეული თამაშიდან. ..შენ ისევ თამაშობ, რულეტი ისევ ბზრიალებს! გაფაციცებით ელოდები და უსმენ მხოლოდ ამ აზრთა ტრემორს სულში – სად მიგიყვანს ახალი ფსონი, ახალ კოჭ-ადამიანზე თამაში. თუმცა შენი მეტოქე შენნაირ პრიმიტივებს ერთსა და იმავე შეცდომაზე იჭერს: ერთი და იგივე ადამიანები სულ ერთი და იგივე ტიპის მოვლენებს იწვევენ შენს ცხოვრებაში. ერთი და იგივე შეცდომა, ერთი და იგივე მომენტალური გონების დაბნელება, ერთი და იგივე შემდგომი თვითგვემა, ერთი და იგივე სიშმაგე აიღო რევანში და გააკეთო უფრო დიდი შურისმგებლური ფსონი… ადამიანები, ადამიანები, ადამიანები… იცოდე, ვიღაც გეთამაშება ადამიანებით. გამიხსენე, როდესაც უაზროდ უყურებ ახალგაცნობილებს – ეშმა-მეტოქე ახალ ფსონს გთავაზობს. არ ავარდე და ნუ გაეთამაშები შენს მოწინააღმდეგეს. რადგან ამ საკითხს სხვა გაგრძელებაც აქვს! ის, რომ, თავად შენ, ვიღაცის „ადამიანებით თამაშის“ ნაწილი ხარ. შეიძლება წინადადება რთულად აეწყო, მაგრამ ფაქტია. შენით თამაშობენ! შენით ეთამაშებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც შენსავით ეზიზღებათ საკუთარი თავი, რომლებიც შენზე ფსონს დებენ, ვინც ეძებენ შენში გრძნობებს, „თანაზიარ სულს“, „მესამოცე მეორე ნახევარს“. ვინც გულუბრყვილოდ გეგმავს იმას, რომ შენით რაც შეიძლება მეტ ფიშკას „მოიგებს“, გაანაღდებს და მოსწყდება-მოსცილდება ამ ჯოჯოხეთურ ადგილს, ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდრებს სუფთა, ადამიანურ ცხოვრებას. ისინიც გიყურებენ, როგორც უსულო ქვას, ბედნიერებისმომტან თილისმას, რომელსაც შეუძლია ცხოვრების შეცვლა. რა უნდა გააკეთო? საჩქაროდ, უპირობოდ დაანებე თავი თამაშს ადამიანებით. მათზე ფსონის დადებას, მათ განხილვა-განსჯას, მათგან მოლოდინების ეიფორიის შექმნას, როგორც იმ კაზინოს კოჭებისაგან, რომლებსაც სანატრელი გამარჯვების მოტანა შეუძლიათ. უნდა იცოდე, რომ ეს შენი თამაში არ არის და აქ ვერავინ ვერ იგებს! თუ თამაში გსურს – ითამაშე მოვლენებით, პროცესებით, გარემოებებითა და მიზეზ-შედეგობრივი შენობებით… არ ითამაშო ადამიანებზე არავისთან და არც არავის მისცე საშუალება და შესაძლებლობა ითამაშოს შენით და შენზე: დადოს შენზე, გაგაკერპოს, გიყუროს, როგორც შესაბოლ ქვის ღვთაებას! ალბათ, ყველაზე ძნელია, იყო ადამიანებთან და არ ითამაშო მათით. ძნელია იყო ადამიანებთან და არ გათამაშებდნენ. დადექი ამ ყველაფერზე უფრო მაღლა! http://sosomikeladze.wordpress.com/category/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/ ტეგები: ლიდერის გზა თამაში ადამიანები მოგება ფსონი თავისუფლება სოსო მიქელაძე კატეგორიები: საზოგადოება View the full article
-
На олимпийском турнире по художественной гимнастике россиянка Евгения Канаева завоевала золото, став двукратной олимпийской чемпионкой. Она получила в сумме за четыре упражнения в финале 116,900 балла. Серебро досталось еще одной представительнице России Дарье Дмитриевой, бронза - белоруске Любови Чаркашиной. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/europianvoice2.jpg ჰანს ვან ბალენი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს დემოკრატიას თითქოს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება. რევოლუციებს ერთი საძაგელი თვისება აქვს: მას სიტუაციის წარსულ პოზიციებზე დაბრუნება ახასიათებს. ეგრედწოდებულმა „არაბულმა გაზაფხულმა“, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ ასეთი იმედისმომცემი იყო, იმედგაცრუება და წუხილი დატოვა. 2004 წლის უკრაინის ნარინჯისფერმა რევოლუციამ უარი უთხრა ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას, თუმცა დღეს ის ძლევამოსილი პრეზიდენტია, ხოლო მისი მთვარი ოპონენტი იულია ტიმოშენკო – 2004-05 წლების გარდაქმნების სიმბოლო – ციხეშია. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოც სეროზულ იმედებს იძლეოდა. მაშინ ამ უძველეს ქვეყანში დემოკრატიის ქარმა დაუბერა და ასაკოვანი და ავტორიტარი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ახალგაზრდა და გარე სამყაროსთან კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებულმა ჯგუფმა შეცვალა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მაგრამ საკუთარი ხიბლი ვარდების რევოლუციამაც დაკარგა. სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო გახლეჩილია, მისი დემოკრატია კი კიდევ უფრო მოწყვლადი, ვიდრე ოდესმე ამ ქვეყნის პოსტ-საბჭოთა ისტორიაში. სააკაშვილის პერსონალური ინსტიქტები კი თითქოს სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ოქტომბერში საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს – მალევე მას შემდეგ, რაც არჩევნები ჰოლანდიაში, ჩემს ქვეყანაში ჩატარდება. მაგრამ იმ თვალსაზრისით, თუ რა დევს სასწორზე, ამ ორ ქვეყანას შორის შეიძლება დიდი სხვაობა იყოს. ჰოლანდია, ჩვეულებრივ შეთანხმებულ კოალიციებს ირჩევს, რაც ზოგჯერ მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს აერთიანებს. საქართველო კი ღრმად პოლარიზებულია, და არ იქნება გაზვიადება თუ ვიტყვით, რომ ამ არჩევნებს შეუძლია ქვეყნის ისედაც მყიფე დემოკრატიის როგორც კონსოლიდაცია ასევე დანაწევრება. მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ დამდეგ არჩევნებს შორის არის ის, თუ რამდენად მაღალია საქართველოში პერსონალიებზე აქცენტის ხარისხი. არ მიმდინარეობს ფაქტობრივად არანაირი დისკუსია პოლიტიკურ პროგრამებზე, ამ პროგრმების მემარცხენე ან მემარჯვენე ხასიათზე. პოლიტიკური დისკურსი დიდწილად საქართველოს საგარეო ურთიერთობების თემით შემოიფარგლება და მას ფონად სააკაშვილის რუსეთისადმი ზიზღი გასდევს. პერსონალიებზე ფოკუსირება უდაოა, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილის დომინირება პირველად დგას ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას უქმნის სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას. და იმის გამო, რომ სააკაშვილმა იცის, რომ არცთუ დიდი მიღწევები აქვს, რომლის გამოც შეუძლია შემდგომი მხარდაჭერა მოითხოვოს, ის ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებზე გადავიდა. შეგიძლიათ ამას უწოდოთ „ივანიშვილიფიკაცია“. (Ivanishvilification). ყოველთვის, როდესაც ივანიშვილს ახასიათებენ, დასავლურ გაზეთებშიც კი, მას აღწერენ, როგორც მილიარდერს, თითქოს წარმატება სალანძღავი სიტყვა იყოს, სიმდიდრე კი პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეუსაბამო. სააკაშვილი მუდმივად გმობს ივანიშვილის მიერ დაქირავებულ კონსულტანტებს, რომლებიც ცდილობენ ხაზი გაუსვან ქვეყნის მომავალზე „ქართული ოცნების“ ალტერნატიულ ხედვას, და ცდილობს იმ ფაქტის მიჩქმალვას, რომ სააკაშვილის მთავრობას თავად აქვს ქართველი გადასახადის გადამხდელთა დიდი თანხმები დახარჯული მისი და მისი მთავრობის რეკლამირებისთვის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, მათ შორის კრემლთან პიარ-ომში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ. პერსონალური თავდასხმები პოლიტიკას ახასიათებს, თუმცა თავდასხმები, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული სცდება დემოკრატიაში მიღებული წესების საზღვრებს. ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ ელექტორალური პერსპექტივების შერყევის სისტემატიურ მცდელობებს – სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, პრესის მანიპულაციით და დაშინებით. როგორც ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების გლობალური ოჯახის, საერთაშორისო ლიბერალების პრეზიდენტი, მე ვაცხადებ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი პარტია საერთაშორისო ლიბერალების წევრია. მაგრამ როგორც ყველა დემოკრატს, მე მჯერა, რომ დემოკრატია თავისთავად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტია ან მოძრაობა. ქართველებს სჭირდებათ სტაბილური, სამართლიანი და კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რომელშიც ისინი შეძლებენ თავიანთ მომავალზე თავისუფალი არჩევანის გაკეთებას. თუმცა, ეს როგორც ჩანს ნაკლებსავარაუდოა. საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის სიმწვავეს სულ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებენ წამყვანი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სულ ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ნათელს ფენს საქართველოში არსებულ სერიოზულ პორბლემებს. ევროკავშირმაც კი, რომელსაც პირდაპირი საუბარი არ ახასიათებს, გააფრთხილა სააკაშვილი, რომ ელოდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, და ხაზი გააუსვა იმას, რომ ეს, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობაა. ისეთი ქვეყნისგან როგორიც საქართველოა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მოსკოვის დომინირების ქვეშ იყო, ერთ ღამეში მტკიცე დემოკრატიას ვერ მივიღებთ. მაგრამ ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განუმარტოს თბილისს, რომ საქართველოსადმი მისი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მის შესუსტებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკა საქართველოში და მით უფრო დებატები, რომელიც ჩვენ ევროპაში საქართველოს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პერსონალიებზე გვაქვს, უნდა გასცდეს პირად მტრობას და ერთმანეთისთვის ტალახის სროლას და წარიმართოს მომავალზე ორიენტირებული უფრო მოწიფული დისკურსისკენ. საქართველო ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ქართველებს არ აქვთ უფლება საფრთხე შეუქმნან დემოკრატიას. ჰანს ვან ბალენი – ევროპარლამენტის ლიბერალი ჰოლანდიელი წევრი ორიგინალი ორიგინალი
-
13:06 11.08.2012 ზუგდიდში, კრილოვის ქუჩაზე ფარითა და ხელკეტით აღჭურვილი ასამდე ადამიანის გაურკვეველი სამზადისი მიმდინარეობს. http://1.bp.blogspot.com/-knMcaB2KxvM/UCZe8Uo3n0I/AAAAAAAAHwo/DbPcNU01rgU/s200/nacionaluri%2Brazmebi.JPGაღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გეგმიურ წვრთნებს უკავშირდება. "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით კი, ამ ჯგუფებში როგორც პოლიციელები, ასევე ზონდერები, სამოქალაქო პირები, ე.წ რეზერვისტები არიან გაერთიანებული. "პროცესს აკონტროლებს და კოორდინაციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უწევს. ზუგდიდში დიდი ხანია, საუბრობენ იმ მიტინგის დარბევაზე, რომელსაც სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში გეგმავს. კადრში კარგად ჩანს ყოფილი ცნობილი ზონდერი, ეხლა მაღალჩიონოსანი პოლიციელი გიორგი სამუშია, რომელიც 2007 წლის ოქტომბერში მიტინგების დარბევაში აქტიურად მონაწილეობდა", - განაცხადა მიქაიამ. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
В Итоне на олимпийском турнире по гребле в финальной гонке байдарок-двоек на 200 м олимпийскими чемпионами стали Юрий Постригай и Александр Дьяченко, уверенно опередив белорусов и британцев. У каноэ-одиночек на 200 м россиянин Иван Штыль взял бронзу. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/daily-beast.jpg ანა ნემცოვა ქართული ღვინო – მათ შორის სტალინის საყვარელი წითელი – რუსული ემბარგოს დამანგრეველი ეფექტის შემდეგ, ბრუნდება. გასული წლის შემოდგომის ერთ შაბათ–კვირას საქართველოს ისტორიული დედაქალაქის, მცხეთის კათედრალური ტაძრის – სვეტიცხოვლის მიმდებარე რიყის მოედანზე არომატული სურნელის სქელი ღრუბელი ჩამოწოლილიყო. გრძელი შინგამომცხვარი შოთის პურები, ხვეული მარილიანი ყველი პელმენებისა და ხბოს „ბარბექიუს“ მწვადების გვერდით ელაგა. ღვინის მოყვარულთა გამოფენაზე, ლალისფერი, ოქროსფერი და ქარვისფერი ღვინოებით სავსე ბოთლები ციმციმებდა მზის სხივებზე, ქართული სტუმართმოყვარეობის აღსანიშნავად ტურისტები ქება–დიდებას არ იშურებდნენ ინგლისურ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე… „ეს ღვთიური ღვინოა“, იმეორებდა კონორ მილსი, ლონდონიდან ჩამოსული მეწარმე, რომელიც ქალაქში იმყოფებოდა რთველის ფესტივალის დროს – მოსავლის ტრადიციული დღესასწაულის პერიოდში, როდესაც ქართველი მეღვინეები სარდაფებში ჩადიან ბოთლების გასახსნელად, რათა გამომწვარი თიხის დოქებიდან სადღესასწაულო სუფრის წევრებს გულუხვად გაუმასპინძლდნენ. ფესტივალზე, რომელიც გეოგრაფიულად სრულიად საქართველოს მოიცავს – კახეთის, იმერეთის, ქართლის რეგიონებიდან დაწყებული, რაჭის მაღალმთიანეთითა და ზღვისპირა გურიით დამთავრებული, განწყობილება უმაღლესი იყო. ადრე ქართული ღვინოების წარმოება ნელი ტემპით ვითარდებოდა: 2011 წელს ქვეყანამ ღვინის ექსპორტი სხვა 48 ქვეყნის მიმართულებით მოახდინა, რაც 2007 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30% -იან მატებას ნიშნავდა. გასულ შემოდგომაზე მეღვინეებმა დიდი მოსავალი მოიწიეს, რამაც 2012 წელს ღვინის წარმოების მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა. კარგი განწყობის აღსანიშნავად ფერმერებმა პოლიფონიური სიმღერები შეასრულეს, წარმოთქვეს ქართული ღვინის აღორძინებისადმი მიუძღვნილი გრძელი, ემოციური სადღეგრძელოები. ბოლოსდაბოლოს, რამდენიმე წლის წინ ის ხომ სულ ახლოს იყო კატასტროფასთან. ქართული ღვინო ათწლეულის შუაში, მოსკოვსა და თბილისს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, პირველი, სიმბოლური მსხვერპლი გახდა. 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის ხარისხი მიუღებლად, არასათანადოდ მიიჩნია და ქვეყანაში საქართველოდან ყოველგვარი იმპორტი აკრძალა. რუსები, რომელთაც მოენატრათ კარგი საფერავის ნამდვილი გემო, წინანდლის მაცოცხლებელი ხმა და ხავერდოვანი, ჟოლოსფერი, ყველასგან გამორჩეული ხვანჭკარა (სტალინის საყვარელი სასმელი) კონტრაბანდული გზით შევიდა უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან. იაფფასიანმა ჩილიურმა მერლომ და სოვინიონმა სწრაფად შეავსეს რუსეთის ღვინის მაღაზიების ცარიელი თაროები. ემბარგომ ქართველი მეღვინეები თითქმის გაანადგურა. იმ წელს მათ წარმოებული ჰქონდათ უკვე 68 მილიონამდე ბოთლი რუსეთში გასაგზავნად, რაც ქვეყნის საექსპორტო ღვინის თითქმის 90%–ს შეადგენს. უდიდესმა ექსპორტიორმა, თელავის ღვინის მარანმა, სამუშაოდან ათობით მუშა დაითხოვა. ამ დროს სხვა ღვინის მწარმოებლებმა, როგორიცაა ბადაგონი, თბილღვინო და ქინძმარაულის მარანი, ეს თავზარდამცემი მომენტი ინოვაციის შესაძლებლობისა და მოძველებული მეთოდების განახლებისათვის გამოიყენეს. ისინი არ შეეპუენ ემბარგოს, გამოაცხადეს თავიანთი პროდუქცია, როგორც „თავისუფალი ღვინო“, საბჭოური ეპოქის დროინდელი ლითონის კასრებისა და დაჟანგული ცისტერნების ნაცვლად ააგეს თანამედროვე ღვინის საწარმოები და მოაწყვეს საუკეთესო დასავლური აღჭურვილობით. მათ ასევე მოიწვიეს ფრანგი და იტალიელი ექსპერტები საკონსულტაციოდ – თუ როგორ უნდა გადაექციათ საქართველო სამოთხედ ღვინის მოყვარული ტურისტებისათვის. მათმა წინასწარჭვრეტამ დიდებულად გაამართლა: 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, ღვინოსთან დაკავშირებული ტურიზმის მაჩვენებელი 39%–ით გაიზარდა. ღვინის ქვეყანა – საქართველო პეიზაჟებითა და არქიტექტურით ტოსკანას გვაგონებს, თუმცა განსხვავდება ტურისტთა ნაკლები რაოდენობითა და გაცილებით იაფფასიანი რესტორნებით. ანტიკური მონასტრები ამშვენებენ გარემოს, სადაც თავად ძველმა მეღვინეებმა – ეპისკოპოსებმა დააყენეს წმინდა ღვინო სახელწოდებით „ოქოს გზა“. ლეღვისა და ვაზის ნარგავებით გაშენებული ახალი მაგისტრალი კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ღვინის ყველაზე სახელგანთქმულ რეგიონს – კახეთს. ზემოხსენებულ გზას თუ გაუყვება, სტუმარს შეუძლია შეჩერდეს და დააჭაშნიკოს გამორჩეული, უგემრიელესი ქართული ჩამოსხმები – ალავერდის ხილის ტრადიციული და შატო–მუხრანი მწვანე – თეთრი ქლიავისა და მაყვალის არომატით, ყვავილოვანი Kakheti Noble, რასაც მშვენივრად ერწყმის ყურძნის წვენის, კაკლისა და ფქვილისაგან დამზადებული ტრადიციული კახური ჩურჩხელები. ყვარელში, ხარებას მარანში, სადაც ადრე საბჭოური ფაბრიკა მოქმედებდა, კახეთის მთების სიღრმეში, შენობის აივანზე გასვლა მნახველებს საშუალებას აძლევს დატკბეს ვენახების საერთო ხედით და მოისმინოს ტრადიციული ქართული სადღეგრძელო: „მოდით, ამ პატარა ჭიქითა და დიდი გრძნობით იმათ გაუმარჯოს, ვინც ახლა აქ, ჩვენთან არ იმყოფება და ამ მშვენიერებით ვერ ტკბება“. უფრო მოშორებით, ამავე გზაზე იხილავთ მე–11 საუკუნის ძეგლს, ალავერდის მონასტერს, სადაც ეპისკოპოსები მსახურებენ, გიგანტურ მიწისქვეშა ქვევრებში აყენებენ ქარვისფერ ღვინოს. მახლობლად აგრეთვე ჟან–ჟაკ იაკობის თონეც არის. ბოულენგერი აქ საფრანგეთიდან ხუთი წლის წინათ ჩამოვიდა, სურდა რა ქართული ტრადიციული პურის ცხობის საიდუმლოს ჩაწვდომოდა. კახეთის მრავალ ოჯახში ღვინოს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ. რეგიონის ყველა მცხოვრებს, როგორც წესი, საკუთარი მარანი ან ღვინის სარდაფი აქვს, სადაც ისინი ერთ ადამიანზე საშუალოდ 450 ლიტრ ღვინოს ინახავენ. უფრო დიდი ზომის ღვინის საწარმოები კი, მინისა და ფოლადისაგან დამზადებულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს მოგვაგონებს, რომლებიც კავკასიონის დათოვლილ მწვერვალებზეა განთავსებული. თვალშისაცემია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2003 წლამდე, რეგიონული დედაქალაქის – თელავის გარეთ, ყველაფერი, რისი ხილვაც ტურისტს შეეძლო, ეს იყო რამდენიმე ღარიბული საკუჭნაო, სადაც წინსაფრებში გამოწყობილი ადგილობრივი დიასახლისები გაცვეთილი ჯაგრისებით ბოთლებს რეცხავენ და საფუარით გამდიდრებული ღვინით ავსებენ (ადრე სარდაფში იმ რეზინის მილებს იყენებდნენ, რომელიც ტალახიან გუბეებში მიიკლაკნებოდა). ამჟამად კი, 10 წელზე ოდნავ ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, ახალი „ქინძმარაულის მარნის“ ნაგებობა თანამედროვეობის სიმბოლოა, ბრწყინვალე DELLA TOFFOLA-ს აღჭურვილობითა და საერთაშორისო სტუმრებით. ამ ქარხანას, ერთი ბოთლისთვის 15–20 ევროს ფასად, 2 მილიონი ბოთლი მშრალი და ნახევრადტკბილი ღვინო გააქვს ყოველწლიურად უკრაინაში, პოლონეთში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ბელორუსსა და შეერთებულ შტატებში. რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ბადაგონის ქარხანა მდებარეობს – ერთობლივი ქართულ–იტალიური საწარმო, არქიტექტურული საოცრება, რომელსაც 18 სახეობის ღვინო გააქვს 12 ევროპულ ქვეყანაში. დღესდეობით ქართველი მეღვინეები ემბარგოს გამო რუსეთს ემადლიერებიან კიდეც, რადგან ამან მათი შთაგონება და მეთოდების გაუმჯობესება გამოიწვია, მაგრამ უმრავლესობა მაინც იმას იმეორებს, რომ ისინი ბედნიერნი იქნებოდნენ, თუკი რუსეთის ბაზარს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა უფრო ხარისხიანი პროდუქციით, ვიდრე მასობრივად წარმოებული იაფფასიანი ღვინით. ”თუკი რუსები ორი–სამი წელი დაელოდებიან ემბარგოს გაუქმებას, მთელი ჩვენი საუკეთესო ღვინოები ჩინეთისაკენ, კანადისაკენ, ევროპისაკენ და შეერთებული შტატებისაკენ წავა“, ამბობს დიმიტრი ლებანიძე, „ქინძმარაულის მარნის“ ღვინის ქარხნის დირექტორი. მაგრამ კერძო მეწარმეებისაგან განსხვავებით, ქართულ ოფიციოზს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების არანაირი სურვილი არ გააჩნია, თუკი იქ გრანდიოზული რეფორმები არ გატარდება. ,,რუსეთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“, განმარტავს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ბაკურ კვეზერელი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif თედო ჯაფარიძე მაშინ, როდესაც ევროპელების უმრავლესობა სანაპიროზე ისვენებს ან ოლიმპიურ თამაშებს ადევნებს თვალს ტელევიზიით, ცოტა თუ ფიქრობს საქართველოზე, შორეულ ქვეყანაზე კავკასიაში, სადაც 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მაგრამ როგორც ამ ქვეყნის ამაყ მოქალაქეს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მე ყოველთვის ვფიქრობ საქართველოზე. ათი წლის წინ, მე „ვარდების რევოლუციის“ გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი. ჩემს ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩევლის და შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის რანგში ვემსახურებოდი. თუმცა ოთხი წლის წინ გადავწყვიტე, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ის ადამიანი, რომელსაც ქვეყნის სწორად მართვა შეუძლია. რუსეთთან დამანგრეველი ომი იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც პოზიცია შევიცვალე. მეორე მიზეზი გახლდათ ის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო რიგითი მოქალაქეების პრობლემებთან გამკლავება; ამ ყველაფერთან ერთად კი მთავრობა საგანგაშოდ გადაიხარა ავტორიტარიზმისკენ. რეპრესიები მედიის მიმართ და პოლიტიკური ოპონენტების დევნა საქართველოში ძალიან გახშირდა. ამ ტენდენციას აღიარებენ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლო დროს არაერთი განცხადება გააკეთეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მოწოდებით. პარადოქსული იქნებოდა, რომ დასავლეთისგან ასეთი მნიშვნელოვანი დახმარების ფონზე, საქართველოს ზურგი შეექცია დემოკრატიული ნორმებისთვის. მაგრამ ეს რეალური საფრთხეა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირობებში, რომელიც პუტინის მიბაძვას და უკანა კარით ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. კარგი ამბავია ის, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ერთიანი ოპოზიცია ჩამოყალიბდა. კოალიცია „ქართული ოცნება“ ადამიანებს ალტერნატიულ პროგრამას სთავაზობს, რომელშიც აქცენტი ეკონომიკის აღდგენაზე, ჯანდაცვის შესაბამის სისტემაზე და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე კეთდება, სადაც გააზრებულია ის, რომ უსაფრთხოება უკავშირდება არამხოლოდ სამხედრო და დიპლომტიურ საკითხებს, არამედ უფრო ფართო კონტექსტს დაკავშირებულს ეკონომიკურ განვითარებასთან და ურთიერთქმედებასთან, ენეგრეტიკულ მოწყვლადობასა და ქვეყნის შიდა მმართვის მეთოდებთან. უკანასკნელი გამოკითხვებით, „ქართული ოცნება“ ფეხდაფეხ მიჰყვება მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის შეშფოთების მიზეზი და ის, რის გამოც პოლიტიკური ოპონენტების დევნა გაძლიერდა. ევროკავშირი და სხვა ინსტიტუტები არჩევნებში დამკვირვებლებს გამოგზავნიან. მაგრამ არჩევნებს 1 ოქტომბერს არ მოიპარავენ. მას ახლა ჩვენს თვალწინ იპარავენ. ამიტომ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძონ თბილისზე ზეწოლა, რათა არჩევნების წინ სათამაშო მოედანზე თანაბარი პირობები უზრუნველყონ. საქართველო კავკასიის პრობლემურ რეგიონში ყველაზე მეტად ინარჩუნებს დემოკრატიის იმედს. თუ დასავლეთს უნდა, რომ ნდობა შეინარჩუნოს, ის ვერ გადგება განზე და არ მისცემს მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბების უფლებას. დროა, დაგვარწმუნოთ, რომ საქართველოზე ცოტათი მაინც ფიქრობთ. თედო ჯაფარიძე – საგარეო საქმეთა მდივანი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, თბილისი, საქართველო ორიგინალი ორიგინალი
-
ბოლო ხანს ჩოგბურთმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და მომეცადინეთა რიცხვმაც სულ უფრო იმატა. თუ თამაშის დროს ბურთის გათამაშება დიდხანს გრძელდება და დარტყმებიც საკმაოდ ძლიერია, ჩოგბურთი შეიძლება ორგანიზმის აერობულ შესაძლებლობათა გაუმჯობესების შესანიშნავ საშუალებად მივიჩნიოთ. თუ ამ თამაშში მოთამაშეს არ აქვს მოძრაობითი ჩვევების კარგი მაჩვენებელი, სხვაგვარად მეცადინეობის საწვრთნელი ეფექტი შედეგიანი არ იქნება. რჩევა გამიზნულია და შეიძლება მისაღები იყოს იმ ჩოგბურთელი ქალებისათვის, რომელთაც შეუძლიათ გაუძლონ შეუჩერებელ მატჩს. რეგულარული საწვრთნელი ვარჯიში და მატჩები ამაგრებს ფეხის კუნთებს, ბიცეფსებს, მხრის სარტყლის კუნთებს... ჩოგბურთში მეცადინეობა ხელს უწყობს აგრეთვე მხრის სარტყლის, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების, ზოგიერთ შემთხვევაში კი - ბარძაყის უკანა ზედაპირზე კუნთების მოქნილობის გაზრდას. საწვრთნელი ვარჯიში. კოორდინაციის სრულყოფისათვის, ფეხის კუნთების ძალისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამტანობის განმტკიცებისათვის რეკომენდებულია სახტუნებლით ვარჯიში. გარდა ამისა, ძალიან სასარგებლოა ვარჯიში პარტნიორთან ერთად. თუ ასეთი დამხმარე არ არის, მეცადინეობა მარტოც შეიძლება. ისწავლეთ სირბილი ჯერ წინ, ბადისკენ, მერე ბადიდან ზურგით წინ, შემდეგ მიჯრით - განზე მოედნის ცენტრიდან. თანდათან უნდა გაიზარდოს გარბენის საერთო დრო და სისწრაფე. ეს ხელს შეუწყობს ამტანობის განვითარებას. თუ პარტნიორი გყავთ, მას შეუძლია ბურთები მოგაწოდოთ მოედნის სხვადასხვა კუთხეში, რაც იგივე ეფექტს იძლევა, როგორიც პარტნიორის გარეშე ვარჯიში. გარდა ამისა, პარტნიორებთან ერთად ვარჯიშის დროს სრულყოფთ ბურთზე დარტყმის ოსტატობას. თუ სერიოზულ წარმატებებზე ფიქრობთ, აუცილებელია მეცადინეობის პროგრამაში ჩართოთ ნელი და შეუსვენებელი რბენა (დაახლოებით 5 კმ ერთ მეცადინეობაზე) და ინტერვალური მონაკვეთები. ნელი შეუსვენებელი რბენა ხელს შეუწყობს, საერთო ამტანობის განვითარებას, ხოლო ინტერვალური მონაკვეთები კი შესაძლებლობას მოგცემთ თამაშის დროს მოკლე ბიძგების შესრულება უფრო ეფექტური გახდეს. რადგანაც ჩოგბურთი ძირითადად ბურთის მიღება/მიწოდების დროს მოკლე გარბენებისგან შედგება, პროგრამაში ინტერვალური სარბენი მონაკვეთების ჩართვა მეტი სარგებლიანა, ვიდრე ნელი სირბილი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ხელის მტევნისა და მხრის განმამტკიცებელ ვარჯიშებს. კარგი ჩოგბურთელისთვის აუცილებელია მუცლის პრესის ძლიერი კუნთები. ამიტომ პროგრამაში შეტანილი უნდა იქნას ამ შესაბამის კუნთთა ჯგუფის განმავითარებელი ვარჯიშები. სპეციალური ძალის გამოსამუშავებლად აუცილებელია კედელთან ვარჯიშის დროს ბუდე ჩოგანზე დარჩეს ან ძველი ჩოგანის თავზე (0,5 კგ) სიმძიმე დამაგრდეს და ბურთის დარტყმის იმიტირებით ვარჯიში შესრულდეს. ჩოგბურთელისთვის ასევე აუცილებელია მოქნილობა, განსაკუთრებით მხრის სარტყლისა. ამ მიზნით შესაბამისი ვარჯიშები უნდა შესრულდეს. დაბალი დარტყმის დროს მეტად მნიშვნელოვანია, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების მოქნილობა. ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს, ფეხის კუნთების გაჭიმვას სპეციალური ვარჯიშების საშუალებით. ფეხის კუნთების გასამაგრებლად, შესაძლებელია ველოსიპედით ვარჯიშიც. ტრავმები. ჩოგბურთში ყველაზე ხშირია ეგრეთ წოდებული „ჩოგბურთელის იდაყვი“, აგრეთვე მხრის სარტყლის ტრავმა. /sites/default/files/u935/images%20%2824%29.jpg პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/images%20%2821%29.jpg კატეგორიები: განათლება სპორტი View the full article