Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 7 წლის ბავშვი გაიტაცეს უცნობმა პირებმა მარიონეტულ აფხაზეთში სოფელ ბარღების მოსახლე ჭაავების ოჯახიდან. როგორც კავკას-პრესს აფხაზეთის დევნილი მთავრობის სტრუქტურებიდან განუცხადეს, ოჯახს 5 ნიღბიანი პირი დაესხა თავს.მათ ოჯახის წევრები სცემეს და 7 წლის ბექა გაიტაცეს.გამტაცებლებს ჯერ მოთხოვნები არ წამოუყენებიათ.სიტუაციას ის გარემოება ართულებს, რომ ბავშვი ეპილეფსიით არის დაავადებული და მას სამედიცინო დახმარება შეიძლება დასჭირდეს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. ქალაქ ბაქსანში მოკლულია კერძო მეწარმე, – იტყობინება ყაბარდო–ბალყარეთში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს–სამსახური.როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ორი დაუდგენელი პირი თავს დაესხა კერძო მეწარმეს და ცეცხლი გაუხსნა იმ მომენტში, როდესაც იგი თავისი სახლის ეზოდან აფხაზეთის ქუჩაზე მანქანით გამოდიოდა. შედეგად, მეწარმე ადგილზე გარდაიცვალა.ძალოვნების ინფორმაციით, მიმდინარეობს სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმართულია თავდამსხმელთა დასაკავებლად და მომხდარის გარემოებების... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. 50-летнему инвалиду, который разбрасывал возле саркофага фото активисток, выписали штраф. Кремлевская охрана поначалу уверяла, что ничего не было. А сегодня на ступенях ХХС собрались десятки людей, собравшие из букв фразу "Блаженны милостивые". Без задержаний не обошлось. View the full article
  4. დაღესტანის ქალაქ ხასავიურტში სროლების შედეგად მოკლული იქნა ორი პოლიციელი. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის მასმედია რესპუბლიკაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოზე დაყრდნობით.როგორც აღნიშნავენ, გუშინ გვიან ღამით საგზაო–საპატრულო სამსახურის თანამშრომლების ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა სამმა დაუდგენელმა პირმა. სროლების შედეგად ერთი პოლიციელი ადგილზე იქნა მოკლული, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მოგვიანებით, დაუდგენელი პირები პოლიციელებს თავს დაეხსნენ ქალაქ ყ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. http://rustavi2.com/news_photos/08_12/61641.jpg ნაციონალური მოძრაობის ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი დევნილებს შეხვდა. კარბელაშვილი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად, რომელიც მმართველი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია, აფხაზეთიდან დევნილ ტარიელ ხვისტანის ოჯახს ესტუმრა და მთავრობის მიერ დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე გაესაუბრა. გიგი უგულავამ ამის შემდეგ ვაკის მოსახლეობას რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კიდევ ერთხელ გააცნო, სადაც გიორგი კარბელაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის სამომავლო პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. ამის შემდეგ კი `მზიურში` მივიდნენ და პარკში მდებარე ქანდაკებები დაასუფთავეს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც საბავშვო ქალაქ `მზიურის` სამომავლო განვითარება უნდა მოხდეს. ამავე პარკში ახალ საკალათბურთო მოედანზე უგულავამ და კარბელაშვილმა ვაკეში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად მოყვარულ კალათბურთელთა თამაშს უყურეს. View the full article
  6. ოკუპირებული ცხივნალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა ლეონიდ ტიბილოვმა ცხინვალის ჩრდილოეთით განლაგებული ქართული სოფლების პირწმინდად აღგვის განკარგულება გასცა. ნასოფლარების ადგილი სამრეწველო ობიექტებისათვისა და სოფლის მეურნეობის საჭიროებისათვის იქნება გამოყოფილი. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია საშუალებები ავრცელებენ.გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი რეჟიმი არც ამ სოფლების გეოგრაფიული სახელწოდებების შენარჩუნებას აპირებს."ეს ტერიტორიები საცხოვრებელი სახლე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ოკუპანტი ქვეყნის 17 უწყების წარმომადგენელი ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედია საშუალებებს რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერეშჩაგინმა განუცხადა, რომელიც ცხინვალში 12 აგვისტოდან იმყოფება. რუსეთის დელეგაცია ცხინვალში 18 აგვისტომდე დაჰყოფს.ვერეშჩაგინის განცხადებით, მათი ცხინვალური ვოიაჟის ფარგლებში 2008 წლიდან დღემდე რეგიონის აღდგენის მიზნით განხორციელებული პროექტების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვაა დაგეგმილი.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. Известие застало федеральных чиновников врасплох. Оказалось, что назначение произошло в обход и без ведома премьера Дмитрия Медведева, который, как указывают юристы, по правилам должен был утвердить соответствующую директиву. В самой компании объясняют, что это сделал сам Путин в последние дни своего премьерства. Но таинственное распоряжение бесследно исчезло. View the full article
  9. ჟოზე მოურინიოს ძალიან დიდი სურვილი აქვს ლუკა მოდრიჩის გამადრიდელების, მაგრამ ტოტენჰემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხორვატი ფეხბურთელი ინგლისში დარჩეს... View the full article
  10. ##image#10445#6# რუ­სულ­მა პანკ ჯგუფ­მა Pussy Riot გა­მო­აც­ხა­და, რომ ის ახალ საპ­რო­ტეს­ტო დად­გმებს გეგ­მავს პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. მი­უ­ხე­და­ვად სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­სა, რომ­ლი­თაც სა­მი წევ­რი შე­იძ­ლე­ბა და­ა­პა­ტიმ­რონ, ჯგუფ­მა სხვა ქა­ლებს ბა­ლაკ­ლა­ვე­ბის ჩაც­მის­კენ მო­უ­წო­დებს. Pussy Riot-ის წევ­რე­ბის სიტ­ყვე­ბით, ეკა­ტე­რი­ნა სა­მუ­ცე­ვი­ჩის (30 წლის), ნა­დეჟ­და ტო­ლო­კო­ნი­კო­ვას (22 წლის), მა­რიო ალი­ო­ხი­ნას (24 წლის) სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­მა მხო­ლოდ გა­აძ­ლი­ე­რა ჯგუ­ფის გა­ბე­დუ­ლე­ბა. ‘გთხოვთ, ჩა­იც­ვათ ბა­ლაკ­ლა­ვე­ბი, გახ­ვი­დეთ ქუ­ჩა­ში, სა­მუ­შაო ოფის­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, თე­ატ­რში, გახ­დით Pussy Riot, მო­აწ­ყვეთ თქვე­ნი ამ­ბო­ხე­ბა’, გა­ნაც­ხა­და ერთ-ერ­თმა წევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. Pussy Riot-ის სამ წევრს ვერ­დიქტს პა­რას­კევს გა­მო­უ­ტა­ნენ. View the full article
  11. ##image#10443#6# აშშ არ მი­იჩ­ნევს, რომ ის­რა­ელ­მა მი­ი­ღო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა თავს და­ეს­ხას ირანს მი­სი ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის გა­მო, აც­ხა­დებს აშშ-ის თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი ლე­ონ პა­ნე­ტა. მი­სი გან­ცხა­დე­ბა ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მკაცრ რი­ტო­რი­კას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. პა­ნე­ტამ, რო­მე­ლიც ის­რა­ელს ორი კვი­რის წინ ეს­ტუმ­რა, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუც­ხა­და, რომ სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბა არის ‘უკი­დუ­რე­სი შემ­თხვე­ვა’ და კი­დევ არ­სე­ბობს დრო იმუ­შა­ვოს სან­ქცი­ებ­მა და დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა ზე­წო­ლამ. აშშ-ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის, გე­ნე­რალ მარ­ტინ დემ­ფსის აზ­რით ის­რა­ე­ლის ნე­ბის­მი­ე­რი შე­ტე­ვა მხო­ლოდ შე­ა­ჩე­რებს და ვერ გა­ა­ნად­გუ­რებს ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მას. გა­მო­კით­ხვე­ბის შე­დე­გე­ბით, ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის 32-35% ემ­ხრო­ბა პრე­ვენ­ცი­ულ შე­ტე­ვას ირან­ზე, უმ­რავ­ლე­სო­ბა წი­ნა­აღ­მდე­გია, ხო­ლო მე­ოთ­ხედს ვერ გა­და­უწ­ყვე­ტია. View the full article
  12. Новость с ФОТО расходится по Facebook: судя по всему, акция прошла в кафедральном соборе святителя Николая. Причем имела место стычка участников акции то ли с охранниками, то ли с прихожанами храма. View the full article
  13. და­თე­სეთ თქვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სურ­ვი­ლის თეს­ლი, დაე, თქვე­ნი ეს­თე­ტი­კუ­რი კო­დექ­სის სა­ფუძ­ვე­ლი იყოს შემ­დე­გი - ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მინ­და ვემ­სა­ხუ­რო ხალხს; ეს რომ შევ­ძლო, სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნო შემ­დე­გი წე­სე­ბი: ვას­წავ­ლო სა­კუ­თარ თავს, რომ არა­სო­დეს და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო სხვა, რამ­დე­ნა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ უნ­და მქონ­დეს, რამ­დე­ნა­დაც ცუ­დი არ უნ­და იყოს მი­სი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო, თუ ვი­ცი, რომ იგი გულ­წრფე­ლად ცდი­ლობ­და უკე­თე­სად გა­ე­კე­თე­ბი­ნა. პა­ტი­ვი ვცე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, პრო­ფე­სი­ა­სა და სა­კუ­თარ თავს. ვი­ყო პირ­ნა­თე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სხვებ­თან, რამ­დე­ნა­დაც მინ­და, რომ ისი­ნი პირ­ნა­თელ­ნი და სა­ნარ­თლი­ან­ნი იყ­ვნენ ჩემს მი­მართ. ვი­ყო სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლი მო­ქა­ლა­ქე, ვა­სა­ხე­ლო ის და ისე მო­ვიქ­ცე, რო­გორც მი­სი სა­ხე­ლის ღირ­სე­ბას შე­ე­ფე­რე­ბა. ვი­ყო კა­ცი, რომ­ლის სა­ხელ­საც წო­ნა აქვს. ვე­ლო­დო ჯილ­დოს მხო­ლოდ გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის ფა­სად. ვი­ყო მზად წარ­მა­ტე­ბის­თვის პა­ტი­ოს­ნად გა­და­ვი­ხა­დო. შევ­ხე­დო სა­მუ­შა­ოს, რო­გორც სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცესს და არა მძი­მე და მო­საწ­ყენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. მახ­სოვ­დეს, რომ წარ­მა­ტე­ბა ჩემ­შია – ჩემს სა­კუ­თარ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ვე­ლო­დო სიძ­ნე­ლე­ებს და მზად ვი­ყო მათ და­საძ­ლე­ვად. თა­ვი და­ვაღ­წიო დრო­ის გა­წე­ლა­სა და საქ­მის გა­და­დე­ბას ნე­ბის­მი­ერ ფორ­მა­ში, არა­სო­დეს გა­დავ­დო ხვა­ლის­თვის ის, რაც შე­იძ­ლე­ბა დღეს გა­ვა­კე­თო. მკაც­რად გა­ვა­კონ­ტრო­ლო ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ა­მე­თა გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­თა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ვი­ყო გარ­შე­მომ­ყოფ­თა მი­მართ და ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და ღმერ­თის წი­ნა­შე. View the full article
  14. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა დიდ­გო­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­ცრე­ლებს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: “რო­გორც ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მი­ერ იმ­თა­ვით­ვე იყო გაც­ხა­დე­ბუ­ლი, რომ ჩვენ ვგეგ­მავ­დით 12 აგ­ვის­ტოს დიდ­გო­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მოწ­ყო­ბას დიდ­გო­რის ველ­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბა და­გეგ­მი­ლი იყო დი­ლის 10:00-დან 12:30-მდე იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 13:00 სა­ა­თი­დან დიდ­გო­რის ველ­ზე თეთ­რიწ­ყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ერ და­გეგ­მი­ლი იყო სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მოწ­ყო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან და მას­ში მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღო­ნის­ძი­ე­ბა ვერ დას­რულ­და და­გეგ­მილ დრო­ზე და იგი გაგ­რძელ­და და­ახ­ლო­ე­ბით 14:00-მდე. შე­სა­ბა­მი­სად, და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი პარ­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თეთ­რიწ­ყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის (სა­ჯა­რო კონ­ცერ­ტის) პა­რა­ლე­ლუ­რად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­ცერტს, გარ­და ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბის და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი­სა, ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა პი­რე­ბიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მა­ინც დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პარ­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ნა­წი­ლი. ამ სა­კით­ხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდა გარ­კვე­უ­ლი კით­ხვე­ბი, მათ შო­რის, ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას შე­კით­ხვე­ბით მო­მარ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უწ­ყე­ბა­თა­შო­რის­მა კო­მი­სი­ა­მაც.” ჩვენ არა­ერ­თხელ გაგ­ვიც­ხა­დე­ბია, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია გა­ვი­მარ­ჯვოთ თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ში, რის­თვი­საც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შევ­თა­ვა­ზეთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბი­სას ერ­თი­ა­ნი ქცე­ვის წე­სე­ბი. ამი­ტომ მი­ვი­ღეთ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ტი­ის ფონ­დი­დან თეთ­რიწ­ყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს სრუ­ლად ავუ­ნაზ­ღა­უ­როთ დიდ­გო­რო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­ჯა­რო კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის გა­ღე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი. და­მა­ტე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მი­ერ პარ­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად გა­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ხარ­ჯი გა­ღე­ბუ­ლი იქ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით და წარ­მო­ად­გენს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია View the full article
  15. ##image#10442#1#სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბით 15-31 აგ­ვის­ტოს ფოთ­ში ახა­ლი ფეს­ტი­ვა­ლი „ხე­ლოვ­ნე­ბის ზღვა“ გა­ი­მარ­თე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბის პარ­კის სივ­რცე ყო­ველ­წლი­უ­რად ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით შე­ივ­სე­ბა. „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სივ­რცე – ღია ცის ქვეშ“ სა­ფუძ­ველს ჩა­უყ­რის ისე­თი ლან­დშაფ­ტუ­რი გა­რე­მოს შექ­მნას, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი ახა­ლი, ნო­ვა­ტო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით. მალ­თაყ­ვის ტყე პარ­კი გახ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პლატ­ფორ­მა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ზღვა ხელს შე­უწ­ყობს ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ამავ­დრო­უ­ლად შექ­მნის და­სას­ვე­ნე­ბი­სა და შე­მეც­ნე­ბის ულა­ტერ­ნა­ტი­ვო გა­რე­მოს. 15 აგ­ვის­ტოს 12:00 სა­ათ­ზე მალ­თაყ­ვის ტყე პარ­კში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ასო­ცი­ა­ცია „Artactive Evolution“ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მალ­თაყ­ვის ტყე პარ­კის ახა­ლი – ღია სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცის კონ­ცეფ­ცი­ას, ფეს­ტი­ვა­ლის – „ხე­ლოვ­ნე­ბის ზღვის“ მიზ­ნებს და იმ კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებს გა­აც­ნობს რო­მელ­საც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის სა­ზე­ი­მო და­ხურ­ვა­ზე 1 სექ­ტემ­ბერს იხი­ლავს. ქარ­თვე­ლი, ამე­რი­კე­ლი, ბრი­ტა­ნე­ლი, გერ­მა­ნე­ლი და ია­პო­ნე­ლი მხატ­ვრე­ბი ფო­თის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, მალ­თაყ­ვის ტყე პარ­კში 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ინ­სტა­ლა­ცი­ებს, ობი­ექ­ტებს და ლან­დშაფ­ტუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებს შექ­მნი­ან. ხე­ლოვ­ნე­ბის პარ­კი 1 სექ­ტემ­ბერს სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ში 15 ქარ­თვე­ლი და უც­ხო­ე­ლი მხატ­ვა­რი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. View the full article
  16. მე შევცვლი სამყაროს! ადამსმითი 1723-1790 შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტის და ფი­ლოსოფოსის, ადამ სმითის დაბადების ზუსტი თარი­ღი უცნობია. მაგრამ ცნობილია, რომ იგი მონათლეს 1723 წლის 5 ივნისს. კლასიკურმა ბურჟუაზიულმა პოლიტიკურმა ეკო­ნომიამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია ადამ სმითისა და მეორე ბრიტანელი მოაზროვნის – დე­ვიდ რიკარდოს შრომების საფუძველზე. XVIII საუკუნის დიდი ბრიტანეთი პოლიტიკური და ეკონომიკური გან­ვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ინტენსიურ აღმავლო­ბას განიცდიდა ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ამგვარ ფონზე ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა ეკონომიკური აზროვ­ნების განვითარებისათვის, რომლის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ადამ სმითის მოღვაწეობა. ადამ სმითი ეპოქალურ ნაშრომს „კვლევა ერების სიმდიდრის ბუ­ნებისა და მიზეზების შესახებ“ ქმნიდა ცხრა წლის განმავლობაში. იმ დროისათვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1776 წელს ლონდონელი საზოგადოების წინაშე წარდგენილი ნაშრომი თავის მნიშვნელობას XXI საუკუნეშიც კი არ დაკარგავდა და განსაკუთრებული ინტერესის საგა­ნი იქნებოდა. ადამიანის საქმიანობის ძირითად მოტივად სმითი მიიჩნევს ინდი­ვიდის ლტოლვას საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებისადმი. საკუთა­რი კეთილდღეობის განმტკიცებით, ადამიანი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებასაც. ამგვარი ლტოლვა განაპირობებს ყველა ქმედებას და აყალიბებს სამართლიან და რაცი­ონალურ წესრიგს საზოგადოებაში. ამ მოვლენას ადამ სმითმა „ბაზრის უხილავი ხელი“ უწოდა. საზოგადოების სიმდიდრის წყაროდ ადამ სმითი ორ მთავარ ფაქ­ტორს: პროდუქციის წარმოებასა და მოხმარების მოცულობებს მიიჩნევს. ასევე განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ავტორის მიგნება შრომის განაწილების შესახებ. სწორედ შრომის განაწილებას თვლიდა იგი ეკონომიკური პროგრესის ძირითად ფაქტორად. ქინძისთავის მა­ნუფაქტურის მაგალითზე სმითმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რამდენად იზრდება შრომის მოცულობა სპეციალიზაციის შედეგად. შრომის გა­ნაწილების ცალკეული შეხედულებები ჯერ კიდევ ადამ სმითის წინა­მორბედების მიერაა შესწავლილი, თუმცა მან აღნიშნულ თემას განსა­კუთრებული მნიშვნელობა შესძინა და დაადასტურა, რომ სიმდიდრის წყაროს სწორედ შრომა წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ავტორის ხედვა კლასობრივი სტრუქტურის შესახებ. კერძოდ, მან გამოყო ძირითადი კლასები: მიწათმფლობელე­ბი, ფინანსური (სესხის გამცემი) კაპიტალისტები და ღარიბი მუშახელი. ხელფასის, მოგებისა და მიწის რენტის თეორიები მაღალი ეფექტურო­ბით იქნა ჩამოყალიბებული. მთლიანობაში ადამ სმითის დამსახურება ისტორიული ხასიათისაა, რადგან მან შეძლო განესაზღვრა და ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის კონტურები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე. მისი კვლევები წარმოადგენენ XVIII საუკუნის საზოგადოებრივი აზრის უმაღლეს მწვერვალს, რომლებ­მაც სათავე დაუდეს შემდგომი პერიოდის ახალი ეკონომიკური თეორი­ების შემუშავებასა და დამკვიდრებას. ადამ სმითი გარდაიცვალა 68 წლის ასაკში, ედინბურგში. გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ წიგნი მესამე თავი I სიმდიდრისბუნებრივიგანვითარება ადამ სმითმა დიდი წვლილი შეიტანა ხალხის ცხოვრებაში, დღეს რომ მის მიერ დაწერილი წიგნებით ვხელმძღვანელობდეთ, უდიდეს მოგებას მოვუტანდით მრავალ ქვეყანას. იმ წესს, რომელსაც საერთოდ აუცილებლობა განსაზღვრავს, თუმცა არა უკლებლივ ყველა ქვეყანაში, ყოველ ცალკეულ ქვეყანა­ში ხელს უწყობს ადამიანთა ბუნებრივი მიდრეკილებანი. ადამიანთა შემოღებული წესები რომ არასოდეს არ მიიმართებოდეს ამ ბუნებ­რივ მიდრეკილებათა წინააღმდეგ, ქალაქები ვერსად ვერ გაიზრდე­ბოდა იმაზე მეტად, ვიდრე მათ გამოკვებას შესაძლებელს ხდიდა იმ ტერიტორიის მიწების დამუშავება და გაუმჯობესება, სადაც ისინი მდებარეობდა. რასაკვირველია, ხელოსანთა განსაზღვრული რიცხვის დაუხმა­რებლივ მიწის დამუშავება ძალიან ძნელად მოხერხდებოდა და იგი ხშირ-ხშირად უნდა შეწყვეტილიყო ყოველთვის. მჭედლები, ხურო­ები, გუთნის და თვლების მკეთებლები, მეკასრეები, მეწაღეები და თერძები, ყველანი ხელოსნები არიან, რომლებისადმი მიმართვა მათი სამსახურის მისაღებად ხშირად სჭირდება მიწათმოქმედს. ეს ხელოსნებიც, თავის მხრივ, საჭიროებენ ერთმანეთის დახმარებას, და რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი აუცილებლად განსაზღ­ვრულ ადგილთან არაა დაკავშირებული, როგორც მიწათმოქმედი­სა, ამიტომ ისინი ბუნებრივია, ერთმანეთის ახლოს სახლდებიან და ამგვარად ქმნიან პატარა ქალაქს ანუ დაბას. მალე მათ მიემატებიან ყასბები, ლუდის მხდელები და მეპურეები, შემდეგ მთელი რიგი ხე­ლოსნები და წვრილი ვაჭრები, რომელნიც საჭირონი და სასარგებ­ლონი არიან მათ დროდადრო გაჩენილ მოთხოვნილებათა დასაკმა­ყოფილებლად და რომელნიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქალაქის შემდგომ ზრდას. ქალაქის მცხოვრებნი და სოფლის მცხოვრებნი ერ­თმანეთს უწევენ სამსახურს. ქალაქი მუდმივი იარმარკა ანუ ბაზა­რია, რომელსაც სოფლის მცხოვრებნი მიმართავენ, რათა თავიან­თი ნედლი პროდუქტები გაცვალონ გადამუშავებულ პროდუქტებ­ზე. ამ აღებ-მიცემობის გზით ქალაქის მცხოვრებნი იღებენ როგორც მასალებს მათი სამუშაოსათვის, ისე საარსებო საშუალებებსაც. მზა პროდუქტების რაოდენობა, რომელსაც ისინი სოფლის მცხოვრებ­ლებზე ყიდიან, განსაზღვრავს მასალებისა და სურსათის რაოდენო­ბას, რომელსაც ისინი ყიდულობენ. ამიტომ მათი სამუშაო, მათი საარსებო საშუალებები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმის მი­ხედვით, როგორ იზრდება სოფლის მოთხოვნა მზა პროდუქტების მიმართ, და ეს მოთხოვნა კი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მიწის გაუმჯობესებისა და დამუშავების ზრდის შესაბამისად. ჩვენს ჩრდილო-ამერიკის კოლონიებში, სადაც ჯერ კიდევ ად­ვილ პირობებში შეიძლება დაუმუშავებელი მიწის მიღება, დღემ­დე არც ერთ ქალაქში არაა გამართული მანუფაქტურები, რომელ­ნიც შორეულ ბაზარზე ჰყიდიან თავიანთ პროდუქტებს. როდესაც ჩრდილო-ამერიკაში რომელიმე ხელოსანი დააგროვებს რაოდე­ნადმე იმაზე მეტ კაპიტალს, რაც საჭიროა მისი საკუთარი სარე­წაოს წარსამართავად, რომელიც ახლო მიდამოების მოთხოვნილე­ბის დაკმაყოფილებას ემსახურება, ის როდი ცდილობს იმ კაპიტა­ლით პროდუქტების გასაყიდად მანუფაქტურა გამართოს შორეულ ადგილებში, არამედ მას ხმარობს დაუმუშავებელი მიწის საყიდლად და დასამუშავებლად. ხელოსნიდან იგი იქცევა პლანტატორად, და ვერც მაღალი ხელფასი, ვერც ადვილი თავის რჩენა, რომელსაც ეს ქვეყანა უზრუნველყოფს, ხელოსნებს ვერ აცთუნებს იმუშაოს სხვე­ბისათვის და არა თავის თავისათვის. იგი გრძნობს, რომ ხელოსანი თავისი მუშტრების ყმა არის, რომლებისგანაც იღებს სარჩოს, მაშინ როდესაც პლანტატორი, რომელიც თავისი საკუთარი მიწის დამუ­შავებას ეწევა და საჭირო სარჩოს თავისი საკუთარი ოჯახის შრომით შოულობს, თვითონ არის ნამდვილად თავის თავის ბატონი და მთე­ლი ქვეყნიერებისგან დამოუკიდებელი. პირიქით, იმ ქვეყნებში, სადაც დაუმუშავებელი მიწა აღარ მო­იპოვება ან მისი მიღება ადვილ პირობებში არ შეიძლება, თითოე­ული ხელოსანი, რომელმაც იმაზე მეტი კაპიტალი დააგროვა, რაც საჭიროა ახლო მიდამოებში შემთხვევით სამუშაოთა შესასრულებ­ლად, ცდილობს ისეთი პროდუქტები დაამზადოს, რომლებიც გა­იყიდება უფრო შორეულ ადგილას. მჭედელი აგებს რაიმე რკინის ქარხანას, ფეიქარი ტილოს ან შალის მანუფაქტურას. როგორც მემამულის ან ფერმერის კაპიტალი უფრო უზრუნველყოფილია, ვიდრე მემანუფაქტურის კაპიტალი, ისევე მემანუფაქტურის კაპი­ტალიც, რომელიც მის მფლობელს აქვს მუდამ თავის თვალწინ და თავის განკარგულებაში, უფრო უზრუნველყოფილია ყოველგვარი შემთხვევითობისაგან, ვიდრე იმ ვაჭრის კაპიტალი, რომელიც საგა­რეო ვაჭრობას ეწევა. ძველი ეგვიპტის, ჩინეთის და ინდოსტანის სიმდიდრე გვიმტკიცებს, რომ ხალხმა შეიძ­ლება მიაღწიოს სიმდიდრის ფრიად მაღალ საფეხურს, თუმცა მისი საექსპორტო ვაჭრობის უდიდეს ნაწილს უცხოელები აწარმოებენ. ჩვენი ჩრდილო-ამერიკის და ვესტ-ინდოეთის კოლონიების განვი­თარებას გაცილებით ნელი მსვლელობა ექნებოდა, მათი გარდამე­ტი პროდუქტის საექსპორტოდ მხოლოდ ის კაპიტალი, რომ ყოფი­ლიყო გამოყენებული, რომელიც თვით მათ ეკუთვნით. ამრიგად, საგანთა ბუნებრივი მსვლელობისას, განვითარების ნე­ბისმიერ საფეხურზე მყოფი საზოგადოების კაპიტალი პირველ ყოვ­ლისა, მიმართულია მიწათმოქმედებისაკენ, შემდეგ – მანუფაქტუ­რებისაკენ და ბოლოს – საგარეო ვაჭრობისაკენ. ეს წესი ისე ბუნებ­რივია, რომ იგი, მე მგონია, ყოველ საზოგადოებაში, რომელსაც რა­იმე შესამჩნევი ტერიტორია ჰქონდა, ყოველთვის სრულდება ამა თუ იმ ზომით. მიწების ნაწილი უნდა დამუშავებულიყო მანამდე, ვიდრე რამდენადმე მნიშვნელოვანი ქალაქები შეიძლებოდა წარმოშობილი­ყო და ამ ქალაქებში უნდა არსებულიყო რაიმე, თუნდაც განუვითა­რებელი, მრეწველობა, ვიდრე მათთვის შესაძლებელი გახდებოდა იმაზე ფიქრი, რომ საგარეო ვაჭრობისათვის მოეკიდნათ ხელი. თუმცა საგანთა ამ ბუნებრივ წესს რაიმე ზომით ადგილი უნდა ჰქონოდა ყოველ ასეთ საზოგადოებაში, მაგრამ ყველა თანამედრო­ვე ევროპულ სახელმწიფოში იგი ზოგი მხრივ ყირამალა იქნა დაყე­ნებული. საგარეო ვაჭრობამ ზოგ ქალაქში გამოიწვია დაფუძნება უფრო სათუთი მანუფაქტურებისა ანუ ისეთებისა, რომელთა პრო­დუქტები უცხო ბაზარზე გასატანადაა გამოსადეგი; ხოლო მანუ­ფაქტურებმა და საგარეო ვაჭრობამ ერთად, გამოიწვია უმთავრესი გაუმჯობესება მიწათმოქმედებაში. ჩვეულება და ადათი, რომელიც პირვანდელი მთავრობის ბუნებამ შემოიღო ამ სახელმწიფოებში და რომლებიც დარჩა მას შემდეგაც, რაც ის მთავრობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, აუცილებლობის გზით ძალად ეწეოდა მათ ამ არაბუნებ­რივი და რეგრესიული წესისაკენ. მე დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი ამ წიგნიდან: „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ამოღებულ ფრაზებს, რადგან მსოფლიოს დახმარება სჭირდება დღეს და თუ არ გამოჩნდებიან ძლიერი პიროვნებები რომელთაც შეეძლებათ ამა თუ იმ სფეროში გარკვეული წილი შეიტანონ და იფიქრონ მაქსიმალურად ჩაერთონ თავის საქმიანობაში, უყაირათო შრომით არ მოაჩვენონ თავი საზოგადოებას და თუ არ ექნება თითოეულ მათგანს წაკითხული მრავალი წიგნი რომელიც ცხოვრების მასწავლებელია, ვერ იქნება პატრიოტი ადამიანი და ვერ დაიცავს ქვეყნის საერთო ინტერესებს, ვერ გააძლიერებს მას და წარუმატებელი ადამიანი იქნება, ეს კი ქვეყანას დააკნინებს და რაც გააჩნდა საამაყო იმასაც დაკარგავს. ამიტომ თუ არ ხარ ღირსი არც უნდა გეკავოს მაღალი ადგილი, ვიღაცას თუ ეპირფერები იმისთვის რომ დაგაწინაუროს ან საერთოდ არ გაგიშვან სამსახურიდან, მაშინ აზრი არ აქვს ასეთ ყოფნა? არ ყოფნას?. უნდა მართავდე ქვეყანას ისე როგორც შეეფერება მას და გაითვლისწინო ასეთი ადამიანების აზრი როგორიც იყო: ადამსმითი რადგან ამდენ საუკუნეს გაუძლო თითოეულმა სახელმიფომ, ესეიგი ეს იმიტომ მოხდა, რომ მას ღირსეული ადამიანები მართავდნენ, ამიტომაც გაითვალისწინე ეს უკანასკნელი, რათა შენც მათნაირი თუ ვერ გახდები მიუახლოვდე მაინც, იყო დამსახურებული პიროვნება და ხალხს ისე შეაყვარო თავი რომ შენს გარდა არცერთი მმართველი აღარ უნდოდეთ. * * * * * ჯონლოკი 1632-1704 ჯონ ლოკი ინგლისელი ფილოსოფოსია, რომლის ნაშრომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ახალი დროის ევროპული ცოდნის თეორიის, მეორე მხრივ კი – ლიბერალური პოლიტიკური მოძ­ღვრების განვითარებისთვის. ლოკი ლიბე­რალური კონსტიტუციონალიზმის ანუ შეზღუდული ძალაუფლების უმ­თავრეს პრინციპებს აყალიბებს. ეს მას თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის პირველ თეორეტიკოსად აქცევს. ის ამბობდა: სიცოცხლე ადამიანს ღმერთისგან აქვს ბოძებული და, აქედან გამომდინარე, ადამიანს მისი ხელყოფის უფლება არა აქვს. თუნდაც ბუნებით მდგომარეობაში, ადამიანს შეუძლია, იზ­რუნოს საზოგადო სიკეთეზე. კერძოდ, მას აქვს დასჯის ბუნებითი უფ­ლება – ყველას შეუძლია დასაჯოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაარ­ღვევს ბუნებით კანონს ანუ ხელყოფს მეორე ადამიანის სიცოცხლეს, თავისუფლებას თუ საკუთრებას. მიუხედავად ამისა, ლოკი მაინც აუცილებლად თვლის სახელმწიფოს, რომელიც უფრო ქმედითად, თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად გა­ნახორციელებს სამართალს და დაიცავს ადამიანების უსაფრთხოებას, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს ძალუძთ. ლოკისთვისაც სახელმწი­ფოს („სამოქალაქო მმართველობის“) შექმნა საზოგადოებრივი ხელ­შეკრულების შედეგია. რაკი სამოქალაქო ხელისუფლების მანდატი შეზღუდულია, ლოკი კონკრეტულად ჩამოთვლის მის ფუნქციებს. სახელმწიფო შეიმუშავებს საერთო წესებს, რომლებიც ნებისმიერი კერძო ინდივიდის ან ჯგუფის მოსაზრებაზე მაღლა დგას – ანუ კანონს; ის სჯის იმას, ვინც არღვევს საზოგადოების მიერ მიღებულ წესებს – ანუ აღასრულებს კანონს; დაბო­ლოს, ის იცავს საზოგადოებას გარე საფრთხისაგან – ანუ წყვეტს ომისა და მშვიდობის საკითხებს. დანარჩენი ინდივიდების საქმეა. ადამიანებს შეუძლიათ გაწყვიტონ ხელშეკრულება და დაიბრუნონ თავიანთი უფლებები, თუ სახელმწიფო დამაკმაყოფილებლად არ შეას­რულებს თავის ფუნქციებს ან გადააჭარბებს თავის უფლებამოსილე­ბას. კერძოდ, ეს ეხება დესპოტურ მმართველობას, რომელიც ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას და ზღუდავს მის ძირეულ უფლებებს. ამი­ტომ ადამიანებს აქვთ უფლება, აუჯანყდნენ ტირანულ ხელისუფლებას. ლოკის ნაშრომებში მოცემული ბევრი იდეა დღეს ანბანურ ჭეშმარი­ტებად მოჩანს, რადგან ლიბერალური დემოკრატია თითქმის საყოველ­თაოდაა აღიარებული პოლიტიკური ხელისუფლების აგების საუკეთესო მოდელად. მაგრამ თავისი დროისთვის ლოკის ნააზრევი პიონერული და უაღრესად თამამი იყო და მისი არგუმენტები კლასიკურად რჩება ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების გადმოსაცემად. თავი II ბუნებითიმდგომარეობისშესახებ იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ პოლიტიკური ძალაუფლე­ბა და მისი საწყისიდან გამოვიყვანოთ, უნდა განვიხილოთ ის მდგო­მარეობა, რომელშიც ყველა ადამიანი ბუნებრივად იმყოფება: რო­დესაც თითოეულს სრული თავისუფლება აქვს, ბუნების კანონების საზღვრებში თავად გადაწყვიტოს, რა აკეთოს – ისე მოექცეს თავის საკუთრებასა და სხვა ადამიანებს, როგორც თვითონ უნდა და საამი­სოდ არავის სთხოვოს ნებართვა და არავისზე იყოს დამოკიდებული. ეს, ამავე დროს, თანასწორობის მდგომარეობაა, როდესაც ყო­ველგვარი ძალა და კანონის მიყენების უფლება გაწონასწორებუ­ლია და ისინი არავის აქვს სხვაზე მეტად მომადლებული. სრულიად ცხადია, რომ ამ მდგომარეობაში ერთი და იმავე მოდგმისა და რან­გის ადამიანები, რომლებსაც ბუნებამ განურჩევლად მიანიჭა ყვე­ლა უპირატესობა და ერთი და იმავე უნარებით დააჯილდოვა, ასევე თანასწორნი უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ. არავინ არის ვინმეს მიერ დაქვემდებარებული ან დამორჩილებული, თუ ყველა მათგა­ნის საერთო უფალმა და ბატონმა თავისი ნების აშკარა გამოცხა­დებით ერთი მეორეზე მაღლა არ დააყენა და ნათლად და ცხადად არ განუსაზღვრა პირველს ბატონობისა და სუვერენობის უეჭველი უფლება. ბუნებითი მდგომარეობის სა­მართავად არსებობს ბუნებითი კანონი, რომელიც ყველასათვის სა­ვალდებულოა, ხოლო გონება, რომელიც იგივე კანონია, ასწავლის ყველა ადამიანს, ვინც მას ყურს ათხოვებს, რომ რაკი ყოველი კაცი თავისუფალი და თანასწორია, არავის აქვს უფლება ხელყოს სხვი­სი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება ან საკუთრება; რად­გან ყოველი კაცი ერთი ყოვლად ძლიერი და უსასრულოდ ბრძენი შემოქმედის შექმნილია; ერთი უზენაესი ბატონის მსახურია, მსოფ­ლიოში მისი განგებითა და მისი საქმის გასაკეთებლად მოვლენილი; ისინი ეკუთვნიან მას, ვისი შექმნილნიც არიან და უნდა იარსებონ მანამ, სანამ ესიამოვნება მას, და არა სხვა [ადამიანებს]. და, რაკი [ერთმანეთის] მსგავსი უნარი გვაქვს მომადლებული, რაკი ყველა­ნი თანაბრად ვინაწილებთ ბუნებით ერთობას, ვერ იარსებებს ისე­თი დაქვემდებარება ადამიანებს შორის, რომელიც ერთმანეთის გა­ნადგურების უფლებას მოგვცემდა, თითქოს ერთმანეთის იარაღად ვყოფილიყავით შექმნილნი, როგორც უფრო დაბალი რანგის ქმნი­ლებები არიან შექმნილნი ჩვენი [სარგებლისთვის]. როგორც თითო­ეულს მართებს, საკუთარი თავის შენარჩუნებაზე იზრუნოს და თა­ვისი ნებით არ წავიდეს ამ ცხოვრებიდან, იმავე მიზეზით, თუ ეს მისი საკუთარი სიცოცხლის დაცვას არ ეწინააღმდეგება, ყოველი კაცი დანარჩენი კაცობრიობის დაცვაზეც უნდა ზრუნავდეს და, თუ დამ­ნაშავის დასჯას არ შეეხება საქმე, არ ხელყოს ან ზიანი არ მიაყენოს სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ასევე ყოველივე იმას, რაც ხელს უწ­ყობს მეორე ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, სხეულის სიმ­რთელის ან ქონების შენარჩუნებას. მაშასადამე, ბუნებით მდგომარეობაში ადამიანს შეიძლება ძალაუფლება ჰქონდეს მეორე ადამიანის მიმართ. მაგრამ თუნდაც ბოროტმოქმედი ჩაუვარდეს ხელში, კაცს არა აქვს მის მიმართ აბ­სოლუტური ან თვითნებური ძალაუფლება, ის ვერ მოექცევა მას სა­კუთარი გულფიცხი ვნებების ან ნება-სურვილის ყოველი კაპრიზის მიხედვით: მას შეუძლია, რომ მხოლოდ ისე აზღვევინოს დამნაშა­ვეს, როგორც ცივი გონებისა და სინდისის კარნახით მისი გადაცდე­ნის შესაფერისად ჩათვლის. [სასჯელის რაგვარობა] განისაზღვრება იმით, რაც საჭიროა ზარალის ანაზღაურებისა და შეკავებისათვის. რადგან მხოლოდ ეს ორი გამართლებაა, რითაც ადამიანმა შეიძლე­ბა კანონიერად მიაყენოს ზიანი მეორე ადამიანს ანუ აღასრულოს ის, რასაც სასჯელს ვეძახით. როცა ბოროტმოქმედი ბუნებით კანონს არღვევს, ამით ის აშკარას ხდის, რომ სხვა წესით ცხოვრობს, ვიდ­რე გონებისა და საყოველთაო თანასწორობის კანონია, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მოქმედებებს დაუდგინა ყველა მათგანის უსაფ­რთხოების უზრუნველსაყოფად. ამგვარად, ის კაცობრიობისთვის სახიფათო ხდება. იგი ასუსტებს და არღვევს იმ შეზღუდვებს, რაცადამიანებს ზიანისა და ძალადობისაგან იცავს, ეს კი მთელი [კაცთა] მოდგმის, ბუნებითი კანონით დაცული მისი მშვიდობისა და უსაფ­რთხოების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა. აქედან გამომდი­ნარე, ყოველ ადამიანს, მთელი საკაცობრიოს დაცვის უფლების ძალით, შეუძლია შეაკავოს, ხოლო თუ ეს აუცილებელია, გაანად­გუროს ყველა, ვინც მათ [კაცთა მოდგმის მშვიდობასა და უსაფრთ­ხოებას] საფრთხეს უქმნის, ესე იგი, ისეთი ზიანი მიაყენოს კანონის დამრღვევს, რომელიც მას ჩადენილს ანანებინებს.ამით ის მასაც და მის მაგალითზე სხვებსაც შეაკავებს იმისგან, რომ ასეთივე უმსგავ­სო ქმედება ჩაიდინონ. ამ შემთხვევაში და ამის საფუძველზე, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დასაჯოს დამნაშავე და ბუნებითი კანონის აღმსრულებელი გახდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრ ადამიანს ეს მოძღვრება მეტად უცნაურად მოეჩვენება. მაგრამ სანამ გამკიცხავენ, ვთხოვ, ერთ რა­მეში გამარკვიონ: რა უფლებით შეუძლია მთავარს ან სახელმწიფოს, სიკვდილით ან რაიმე სხვა ხერხით დასაჯოს უცხოელი დანაშაულის­თვის, რომელსაც ის მათ ქვეყანაში ჩაიდენს? აშკარაა, რომ მათი კა­ნონები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებული ნე­ბით არის სანქცირებული, უცხოელზე არ ვრცელდება. ეს კანონები მასზე არ არის გათვლილი, და ეს უკანასკნელიც არ არის ვალდებუ­ლი მათ ყური ათხოვოს. საკანონმდებლო ორგანოს, რისი აქტითაც ეს კანონები ძალაშია ამ სახელმწიფოს ქვეშევრდომთა მიმართ, მის მიმართ ძალა არა აქვს. ის ხალხი, ვინც საფრანგეთში, ინგლისში თუ ჰოლანდიაში კანონებს ქმნის, ინდოელის თვალში მთელი დანარჩე­ნი მსოფლიოს მსგავსნი არიან, ანუ ის ადამიანები, ვისაც [მის მი­მართ] არავითარი სახელისუფლებო რწმუნება არა აქვთ. თუ არ დავუშვებთ, რომ არსებობს ბუნებითი კანონი, რისი ძალითაც ყო­ველ ადამიანს შეუძლია, დასაჯოს ყოველი გადაცდენა მის წინააღ­მდეგ, თუ ფხიზელი თვალით დაინახავს, რომ ასეთი რამე მოხდა – მაშინ ვერ ვხედავ, რის საფუძველზე შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მმართველებს დასაჯონ სხვა ქვეყნიდან მოსული უცხოელი, რამეთუ მის მიმართ არა აქვთ მეტი ძალაუფლება გარდა იმისა, რაც ყოველ ადამიანს ბუნებრივად აქვს სხვათა მიმართ. გარდა იმ დანაშაულისა, რაც კანონის დარღვევასა და გონე­ბის მართლზომიერი წესებიდან გადახვევაში მდგომარეობს, როდე­საც კაცი იმდენად გადაგვარდება, რომ ადამიანური ბუნების პრინ­ციპებზე იტყვის უარს და მავნე ქმნილებად იქცევა, ჩვეულებრივ, საქმე გვაქვს ზიანის მიყენებასთან, ანუ კანონის გადაცდენის შე­დეგად რომელიღაც პიროვნება ზარალდება. ამ შემთხვევაში და­ზარალებულს, გარდა იმისა, რომ, ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, დამნაშავის დასჯის უფლება აქვს, შეუძლია აგრეთვე ზარალი აინაზ­ღაუროს იმისგან, ვინც ზიანი მიაყენა. და ყველას, ვინც კი ამას სა­მართლიანად ჩათვლის, შეუძლია, გვერდში დაუდგეს დაზარალე­ბულს და დაეხმაროს მას, დაიბრუნოს ბოროტმოქმედისაგან იმდენი, რამდენიც აუნაზღაურებს განცდილ ზარალს. ჯონ ლოკი დიდი ადამიანი იყო, რადგან ამ ყველაფრის განხორციელებას და კანონების დაწერას უაღრესი თავდადება და შრომა სჭირდება. მე ფრიად აღვფრთოვანდი მის მიერ დაწერილი სხვადასხვა წესით. ერთ_ერთიც მაქვს განხილული ამ თემაში. სამწუხაროა, რომ დღეს ამ კანონებს ყურს არავინ ათხოვებს და წერენ უფრო საშინელ და საზარელ რაღაც-რაღაცებს. ლოკი ამბობს, რომ არავის აქვს იმის შესაძლებლობა, შელახონ ადამიანის უფლებები და თუნდაც სიცოცლე წაართვან მას, იმიტომ რომ იმ ქვეეყანაში სადაც არის ჩასული ტურისტი მოგზაური ან აშშ, თუ ჩაიდინა მან რაიმე ისეთი რაც არ ეპატიება, მაინცდამაინც სიკვდილით უნდა დაისაჯოს, ეს არ არის სწორი, იგი შემოქმედმა დაბადა და მხოლოდ მას შეუძლია განაგოს ამ უკანასკნელის ცხოვრება. მე სიამოვნებით გავითვალისწინებდი ასეთი დიდი ადამიანების შექმნილ უდიდეს: ნაწარმოებებს, კანონებს და აშშ. რადგან ისინი მართლაც იმსახურებენ, რომ ქვეყანა იყოს დაცული და ამდენი შრომა 21 საუკუნეშიც ვიღაცამ დააფასოს.ეს ყველაფერი იმდენად დახვეწილად და უნაკლოდ არის შექმნილი, რომ მე მასში ვერ შევიტან ერთ შესწორებასაც კი.მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ და მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო, შენი ქვეყანა ააღორძინო, იყო პატრიოტი და განათელბული მრავალ სფეროში, რადგან მხოლოდ რაღაც კუთხით სწავლა ბევრს არაფერს მოგიტანს, ხოლო თუ ოდესმე გახდები დიდი ადამიანი და მოგიწევს ქვეყნის მართვა, იქნები სხვაზე დამოკიდებული და შენ ვერაფერს გადაწყვეტ შენით, მოგიწევს თავი დაუკრა ყველას. მაგრამ როცა ხარ სულით მებრძოლი, მაშინ ხალხსაც უყვარხარ და დიდ პატივს გცემენ, აი ამ დროს იქნები ღისეული ადამიანი და ვერასდროს დაგამარცხებს სხვა მმართველი სულ, რომ ოქროს ქისები არიგონ ხალხში.მესმის, რომ არსებობენ ის მხარეებიც რომელთაც, შენთვის ზიანის მოყენება უნდათ, მაგრამ ისინი ვერაფერს დაგიშავებენ რადგან მოდით შევადაროთ: 1 ადამიანს არ მოსწონხარ ხოლო 3 შენზე გიჟდება. რომელს უფრო დიდი ძალა აქვს ერთს თუ სამს? რათქმაუნდა სამს.რადგან ამ ცხოვრებაში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე ახლაც ასეა და შენ ვერაფერი დაგამარცხებს, იმიტომ, რომ როდესაც საზოგადოებას უყვარხარ, მათ თავიც შეუძლია გაწირონ შენთვის. ვიმედოვნებ, რომ თუ ოდესმე ისეთი ადამიანები მოვლენ სათავეში,რომლებიც გაითვალისწინებენ განმანათლებების რჩევებს , შექმნიან ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებზეც ჯერ არავის უოცნებია და კი არ დაწერენ ახალ კანონებს და არ იტყვიან ნახე რა მაგარი რამე შევქმენიო, არა, ის ადამიანები რომელბიც იყვნენ განმანათლებლები, ფილოსოფოსები,მოაზროვნეები,მათ აზრს გაითვალისწინებდნენ. ასე, რომ, როგორც ყოვლელთვის, ეს ასე არ მოხდა მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღეს გამოჩნედება ადამიანი ვინც მათი დატოვებული საგანძურის მეშვეობი ისწავლის და შეცვლის ყოველივეს. შეაფასებენ ასევე თითოეული მაღალი პირის განვლილ ცხოვრებას ისე, რომ მათ შეცდომებზე ისწავლონ ყოველივე, ეს კი დაეხმარეაბათ რომ შეიცნონ თავი, მათი ბიოგრაფიები, მიღწევები შეაფასონ და გააცნობიერონ. შენიშვნა: ფილოსოფოსები, განმანათლებლები, ეს ისეთი თემაა, რომელზეც მრავალი რამ შეიძლება დაიწეროს, ვფიქრობ საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. თემაზე მუშაობდა: ლევან კიკილაშვილი. კატეგორიები: განათლება View the full article
  17. თუ გუნდის შიგნით ერთი პრინციპის ამორჩევას შევძლებდით, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა იმ სულისკვეთებას, რაც გუნდს და ჩვენ გვჭირდება, აქტიურად გავავრცელებდით ამ პრინციპს გუნდის წევრებს შორის და პირველები ვიქნებოდით, ვინც ამ პრინციპს დაიცავდა, ამით ძალიან დავეხმარებოდით გუნდს სწორი ორიენტირის ქონაში მუშაობისას, გადაწყვეტილების მიღებასა და საქმიანობის შეფასებისას. სამუშაო პრინციპის ქონის მიზანი მარტივია - მუდმივად დავეხმაროთ გუნდის წევრებს მათი საქმიანობის სრულყოფაში, იმ შესაძლებლობებზე აქცენტის გაკეთებით, რასაც მათი და საერთო საქმის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეთანხმებული პრინციპის ქონა: ა) საქმიანობას სიცხადეს მატებს - პრინციპის ქონა გუნდის საქმიანობაში პრიორიტეტების გამოკვეთასა და რეალურად მის არსებობას უწყობს ხელს. გუნდის წევრებიც, მუშაობისას, პრინციპიდან იწყებენ გამოსვლას და არა ინდივიდუალური საჭიროებებიდან, რაც პრინციპის არქონის ან ზედმეტად ბევრის ქონის შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო; ბ) ერთიანობას აძლიერებს - გუნდს დამატებით უჩნდება საერთო ორიენტირი, რომელიც ამოსავალი წერტილია მუშაობისას გუნდის თითოეული წევრისთვის. ერთად მიმართული ძალისხმევა მუშაობისადმი, როგორც წესი, უფრო ეფექტიანია ხოლმე; გ) მოტივაციას ზრდის - სამუშაო პრინციპის შემოღება, პირდაპირ მოქმედებს გუნდის წევრების მოტივაციაზე, მათ სულისკვეთებას გუნდის მიზნებისადმი საგრძნობლად დადებითად ცვლის და განსაკუთრებით რთულ მომენტებში ასრულებს კარგი დამხმარის როლს. — სხვადასხვა გუნდების მუშაობის პრინციპების რამდენიმე მაგალითი: „კლიენტის წარმატება მისი დამსახურებაა, წარუმატებლობა – ჩვენი“ „ვებრძოლოთ დარღვევების გამომწვევ მიზეზებს და არა ადამიანებს“ „მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მხარეების ინტერესების გათვალისწინებისას“ მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ; წყარო : insight.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_58_2_18.jpg ტეგები: ერთი პრინციპი კატეგორიები: ბიზნესი View the full article
  18. სუზენს სახლში გავუარეთ და დიდუბის სადგურში მივედით. რის ვაივაგლახით მოვეწყვე მარშუტკაში. ცეკვის ფორმები სკამის გვერდზე ჩამოვკიდე, რომ არ დაკუჭულიყო და ნაუშნიკები გავიკეთე. გზაში ვიღაც ბებო ამოვიდა მარშუტკაში. როგორ მაღიზიანებს ესეთი რამეები. პირველი მაღიზიანებს, როცა მოხუცებული ან ქალი ამოდის ავტობუსში და ნაგლად გაიძულებს ადგილი დაუთმო. ხედავს, რომ დგილი არ არის, თუმცა მაინც ამოდის, იცის ადგილს დაუთმობენ. და მეორე ამაზე უფრო გამაღიზიანებელია, როცა მარშუტკაში გოგოსთან ერთად ზიხარ, არ იმჩნევ ნაგლ ქალს ან ბებოს, რომელიც თავზე წამოგდგომია დასაჯდომი ადგილის დათრევის მიზნით და გოგო დგება, რომ დაუთმოს ამ ქალს. ანუ ნამუსზე გაგდებს. სწორედ ასე მოიქცა სუზენიც. ეს მოხუცი ბებო ლამის თავზე დამაჯდა ადგილი დამითმეო. ისნიდან ორთაჭალაში, ხომ არ მივდივართ, ღმერთო ჩემო, თბილისიდან ქუთასში მივდივართ. სამი საათის სავალი გზა არის და ეს შენი სამი საათი ფეხზე მდგომმა გავატარე. დგომისაგან წელი მტკივდებდა და ეხლაც, არ თქმა უნდა, მკლავდა წელისა და ზურგის ტკივილი. ისეთ ზიზღს ვგრძნობდი სუზენისა და ბებომის მიმართ, ენით ვერ აგიწერთ. სიმწრისაგან მარშუტკის კედლები ლამის დავპორჭყნე. გზაში ერთი რამე გამახსენდა. პირველ კურსზე ვიყავი როცა მარშუტკაში ერთი ბებო გამომელაპარაკა. უნივერსიტეტიდან სახლში მივდიოდი და ეს ბებო გვერდზე მომიჯდა. ჰოდა ასეთ რამეს მეუბნება: - როგორი დღე გქონდა ? მეთქი მომესმა, - კარგი- ვუპასუხე მე. შემდეგ თვალი ჩამიკრა და მეუბნება, - ერთ რჩევას მოგცემ, მარშუტკაში ან ავტობუსში როცა ახვალ შეეცადე ფანჯრის მხარეს დაჯდე, რომ ჩემნაირი როცა ამოვა უხერხულად არ იგრძნო თავი და ადგილი არ დაკარგო. გამეცინა მის რჩევაზე. შემდეგ დავფიქრდი. მართლა სასარგებლო რჩევაა-მეთქი გავიფიქრე. - განა ახალგაზრდები არ იღლებიან? - განაგრძო მან- მე როცა ახალგაზრდა ვიყავი მე და ჩემი მეგობრები ასე ვიქცეოდით. მაგრამ, როცა კაი გოგოს დაინახავ და მოგეწონება სადაც არ უნდა იჯდე წამოფრინდი, შენი ვაჟკაცობა დაანახე და დააჯინე შენს ადგილზე. მისი გული უკვე მოგებული გექნება და შეგიძლია მერე ტელეფონის ნომერიც კითხო ან შენი ჩააწერინო. დღეს გოგოები ბიჭებივით თამამები არიან და,- ერთი შეხედე ამას - სახეზე ჩამომისვა სწრაფად ხელი- ამას ვინ არ დაურეკავს! სახეზე რომ შემეხო, ინსტიქტურად გავწიე და ფანჯრის მინას მივახეთქე თავი. ისე მეტკინა მეგონა სკალპი ამძვრა. - ნუ იქნები ფიცხი. დღეს არ გესევა გოგოები? ხუთ წელში ნახავ რამდენი გთხოვს ცოლად წამიყვანეო. გაშტერებული ვუსმენდი. გოგოების ყურადღების ნაკლებობას არ განვიცდიდი, თუმცა ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა მე ვისაც მინდოდა მოვწონებოდი, ის საერთოად არ მიმჩნევდა. ამ ლაპარაკში ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა, გამოვემშვიდობე და წინ გადასვლა დავიწყე. ერთი წუთით მოიცადეო დამიძახა. თავისი ძველი შავი ჩანთიდან რაღაც გახუმებულ გაზეთში გახვეული ამოაძვრინა და ხელში მომაჩეჩა. ჩამოვედი მარშუტკიდან, გაჩერებაზევე გავხსენი გაზეთის ფუთა და შიგნით ორი ცალი მანდარინი დავინახე. ძალიან კი მშიოდა, უნივერსიტეტიდან სახლისაკენ მიმავალს, თუმცა არც ისე, რომ უცხო ადამიანის მოწოდებული ხილი მეჭამა. ვიფიქრე მოწამლული არ იყოს და არ გამაგოროს აქვე-მეთქი და ნაგვის ბუნკერში დავაპირე გადაყრა. ხელი, რომ ავწიე უცებ ის ქალი გამახსენდა და იქვე გაჩერების სკამზე დავდე გაზეთებში შეხვეული, იქნებ ვინმეს უნდოდეს და შეჭამოს-მეთქი. მოკლედ ამ ფიქრებში გართულმა, როგორც იქნა მივაღწიეთ ქუთაისამდე. ქალაქში ისეთი ძლიერი ქარი იყო მარშუტკას აქეთ-იქეთ არწევდა. დარბაზის კიბეები კი მაღალი და უმოაჯირო. სუზენის ჩემოდნებს დავეძგერე ჯენტლმენურად. კიბეებზე, რომ ავდიოდი ტყვიასავით მძიმე ჩემოდნებს ქარი ჰაერში სწევდა. უცებ ისე დაუბერა ლამის ზურგით გადმოვვარდი და დაცემის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ შემოვტრიალდი და კუნტრუშით ჩამოვირბინე ქვემოთ, ვითომ რაღაც დამრჩა და იმიტომ. რა ვიცოდი, რომ ჩემი ქუთაისში ვიზიტის მთელი „სიამოვნება“ ჯერ კიდევ წინ მქონდა. იმ დღეს ისე გავწამდი, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. გვიან ღამით თბილისიდან დაჯავშნილ სასტუმროში მივედი. ჯერ დაკეტილ კარებზე 20 წუთი ვაბრახუნებდი. უკვე წასვლა, რომ დავაპირე ვიღაცის იმერული ხმა მოისმა შიგნიდან. როგორც იქნა გამიღეს კარები. სასტუმრო, ერთ დროს ლამაზი უნდა ყოფილიყო. თუმცა უკლიენტობასა და ცუდ მენეჯერს გაეპარტახებინა არემარე. შალშემოხვეული ქალები გაწითლებულ ცხვირებს მბჟუტავ „პლიტაზე“ ითბობდნენ. რომ შევედი ერთ-ერთმა მეორეს დაუძახა: - მარინა, ააცილე ნომერში და ამოყრილ პარკეტს ნოხი მიაფარე. ნოხი მიაფარეო?!!! ამ მომენტში ბოლომდე გავაცნობიერე სად აღმოვჩნდი და დავიგრუზე სასტიკად. ოთახში რაღაც გაჯისა და სინესტის სუნი იდგა. წინა დღეებში წყალი ჩამოსულიყო და იატაკი არავის მოეწმინდა. საწოლის გადასაფარებელი მტვრისაგან იყო გამხმარ-გაუხეშებული. მარინა ოთახიდან გავიდა და ოთახის დათვალიერებას შევუდექი. ტუალეტში შუქი არ ინთებოდა და კარგად ვერ მოვათვალიერე სიტუაცია, თუმცა დავინახე, რომ ტუალეტის ქაღალდი და პირსახოცი არ იყო. მაგას ვინ ჩიოდა, ნიჟარაზე დაღეჭილი კევი დაეწებებინათ, ალბათ შემდეგი დაღეჭვის მიზნით და გაწვრილებული საპონი კი ბანჯგვლებით იყო დამშვენებული. ცოტა ხანს საწოლზე ჩამოვჯექი, შემდეგ სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება, ამ ნომერში ას ლარს ვერ გადავიხდიდი, ჩემი ჩანთა ისევ ჩავალაგე, სასტუმროს მეპატრონეს ვუთხარი ნათესავთან მივდივარ-მეთქი და სასწრაფოდ გამოვედი გარეთ. ისე ციოდა ძვალსა და რბილში ატანდა. აქამდე ქუდს არ ვიხურავდი არ მიხდება-მეთქი და ეხლა ქუჩაში დავუწყე ჩანთებს ქექვა და სანატრელ ქუდს ძებნა. ამოვაძრე და ბოლომდე ჩამოვიწიე ყურებსა და შუბლზე. ჩაბნელებულ ქუჩაში, რომ აღმოვჩნდი მაშინ გავაცნობიერე რა შარში ვიყავი. ქუჩის გაყოლებაზე ინგლისურ მ-ს მოვკარი თვალი და სახე გამინათდა. მაგდონალდსი უნდა ყოფილიყო. სასწრაფოდ გავეშურე იქეთ. მაგდონალდსში ცოტა გავთბი და მოვსულიერდი არაფრის მომცემი საჭმლით. ხელში ჩემი გადარჩენილის წერილს ვატრიალებდი და უკვე ვინ იცის მერამდენედ ვკითხულობდი. ჩემმა მეგობარმა გამაფრთხილა ტაქსები ატყუებენ თბილისელებს და ბევრს გლიჯავენო, ამიტომ მაგდონალდში კილოს ვამუღამებდი, როგორ უნდა მეკითხა ახლო-მახლო სად არის სასტუმრო-მეთქი ისე, რომ ვერ მიხვედრილიყო ქუთაისელი არ ვიყავი. ტაქსის მძღოლი რატომღაც პატიოსანი აღოჩნდა და სულ რაღაც 7 ლარი გამომართვა სასტუმრომდე მიყვანაში. მიმიყვანა რაღაც ახლადგარემონტებულ სასტუმროში და იქ გავიგე რომ მოცეკვავეთა ნაწილი სწორედ ამ სასტუმროში გაჩერებულიყო. ოთახი მართალია ახლადგარემონტებული იყო თუმცა საწოლი არ გამოეცვალათ და შიგნით საკმაოდ გრძელი თმები ეყარა. შემდეგ დღეს სასტუმროს მეპატრონემ მე დამაბრალა შენ გაგცვივდაო, არადა ქერად შეღებილი წელამდე თმა ნამდვილად არ მქონია. მოკლედ, ტანსაცმელები ამოვყარე. ფრაკს სამაგრები დავაძრე და ამ სამაგრებით მივამაგრე თეთრეულზე ჩემი ტანსაცმელი. ღამე კი არ ვიწექი, ვიჯექი, რომ ტანსაცმელი არ გადასძრობოდა საწოლს და ბაქტერია არ დამტაკებოდა საიდანმე. როგორც კი მოვდუნდებოდი მეგონა რაღაც მიძვრებოდა ტანსაცმელში. ორჯერ წამოვხტი კიდეც და ტელეფონი დავანათე, რამე რწყილის მაგვარი ხომ არ შემომიძვრა-მეთქი. ღამე კიდევ ერთი რამ მოხდა, რამაც ბოლომდე გამაგიჟა. როგორც იქნა ჩამთვლიმა და უცებ ვიღაცამ მთელი ძალით შემოგლიჯა ოთახის კარები. დერეფანში სიბნელე იყო და ვერ დავინახე ვინ იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო სანამ ავყვირდებოდი მანამდე დაკეტა კარები და წავიდა, თუმცა რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა. მეორედ რომ შემოაღეს თავი ვეღარ შევიკავე და დავუღრიალე სანამ პანჩურს არ ამოგარტყავ არ დამანებებ თავს-მეთქი! საწოლიდან წამოვხტი და ერთი მოცეკვავე გოგო შემრჩა ხელში, რომელიც თავისი დაქალის ოთახს ეძებდა თურმე. მეორე დღეს ბოდიში მოვუხადე უხეშობისთვის. შემდეგ კიდევ ერთხელ შემომიღეს. მესამედ, რომ შემოაღეს არც შევიმჩნიე და თავი მოვიმძინარე. დილით ადრე ავდექი, ბაგრატის ტაძართან გავიარ-გამოვიარე ფეხით და ცეკვის დარბაზისკენ გავეშურე. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/Bad-hotel-327x268.jpg კატეგორიები: განათლება საზოგადოება View the full article
  19. რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომლების მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებები არაერთხელ გამოგვითქვამს. თუმცა ამჟამად ამ მოსაზრებებს ოფიციალური დასაბუთებაც თან ახლავს.როგორც რუსული მედია საშუალებები იუწყებიან, რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი, რომელმაც პუტინზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.13 აგვისტოს ქალბატონმა დილით პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ პირზე თავდასხმის შესა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. Сначала судья Замоскворецкого суда вернул процесс на стадию судебного следствия для допроса экспертов, а после перерыва, который вместо объявленного часа длился почти вдвое больше, появился новый прокурор. Вокруг здания суда на фоне угроз националистов значительно усилены меры безопасности. View the full article
  21. ყველა ჩვენგანია მომსწრე, როგორ ასხამენ ხოტბას მეგობრობას, ურთიერთგაგებას და სიყვარულს. ყველა მხრიდან ამ „დიადი“ ცნებების ქებათაქება ისმის. ქართული სუფრა ხომ საერთოდ მათი სამსხვერპლოა. მსხვერპლს წირავენ თითოული ჭიქის სახით, მაგრამ დატოვებს თუ არა „სამსხვერპლოს“ ეს უკიდეგანოდ მეგობრული და ურთიერთგამგები საზოგადოება, მაშინვე იწყებს მის გმობას. ტრიბუნაზე გამოსვლისას თუ მსხვერპლს წირავდნენ სიტყვით, აუდიტორიის გარეშე დარჩენილები, როგორც კი საშუალება მიეცემათ, ძღვენად მიართმევენ საკუთარ თავს, საკუთარ ინტერესებს გაგლეჯილ, დაჯიჯგნილ და ლამაზად შეფუთულ „უმწიკვლო მეგობრობას“. ბავშვობიდან სწავლობს ადამიანი როგორ მოატყუოს, როგოგორ უღალატოს როგორ აკრიტიკოს და საერთოდაც ჩაქოლოს მეგობარი. კლასობანას თამაშისას ცდილობს მოატყუოს , რომ ხაზზე ფეხი დააბიჯა; მეგობრის სათამაშო თუ გატეხა მეორე მეგობრის თანდასწრებით, ის აუცილებლად ერტყვის სათამაშოს პატრონს მან გატეხაო, თავი რომ დაიცვას და თვითონ არ დაბრალდეს. თუ ლახტზე გადახტომისას შეეშალა, მეორეს უხარია, მისი ჯერი დადგა და ეხლა შეუძლია საკუთარი თავი წარმოაჩინოს , რაშიც აქამდე მეგობარი უშლიდა ხელს და ასე უსასრულოდ. ნელ–ნელა იზრდებიან და სწავლობენ, როგორ გაალამაზონ გარეგნულად მეგობრის ღალატი. ქების, მხიარულიების, დახმარების შავ ფარდას აფარებენ და მერე შეუძლიათ თავისუფლად აკეთონ ის, რაც მათ ცხოვრებას წაადგება, მიდიან წინ. ფარდა კი თავის მოვალეობას ასრულებს. ძალიან დიდი დროა საჭირო, რომ გახუნდეს და შესამჩნევი გახდეს რა ხდება მეორე მხარეს. ზოგიერთი კი იმდენად წინ წასულა და ფარდა უკან ჩამოუტოვებია , რომ აღარ ჩანს რა ხდებოდა ფარდის მიღმა, თუნდაც ისე გახუნდეს , რომ გამჭირვალე გახდეს . მაინც ვერ ხედავ რა ხდება მის მიღმა, მაგრამ თუ დაინახე მაშინ ხვდები , რომ აზრი არ აქვს ფარდის ჩამოხსნას, მისი მკერავის მხილებას. საინტერესოა იდეალური მეგობარიაო რომ ამბობთ რას გულისხმობთ. ალბათ იმას, რომ ყოველთვის გულისყურით გისმენს, როცა რაღაც ამბავს უყვებით საკუთარ თავზე. მერე ამას იმახსოვრებს და ნებისმიერ შესაძლო მომენტში, როცა მისი „პიროვნული ღირსების“ ზარი ჩამოჰკრავს გამოიყენოს ის. შენ კი გეგონა იმიტომ ისმენდა , რომ შენი სევდა თუ სიხარული გაეზიარებინა. ალბათ დახმარების ხელიც გამოგიწოდა, სწორედ მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდა. რატომ? იმიტომ რომ შენ გადაერჩინე? თუ იმიტომ, რომ გახუნებული შავი ფარდა ისევ შეემოსა და საშუალება ჰქონოდა მშვიდად „ემუშავა“ მის მიღმა. დაუჯერებელია?! . . აბა შენს თავზე დაფიქრდი. შენც ხომ „იდეალური მეგობარი“ ხარ. არასოდეს გითქვამს ტყუილი მეგობრისთვის იმიტომ, რომ სიმართლე შენს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიდა. არასოდეს გაგიტარებია კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო , რაც მან გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ შენ მისი ეს საქციელი არანაირ ზიანს არ გაყენებდა, არა უბრალოდ ამ კრიტიკით შენ საკუთარ პოზიციას უსვამდი ხაზზს, იმას რომ შენ მასზე უკეტესი ხარ და ამას არასოდეს ჩაიდენ. არასოდეს დახმარებიხარ იმიტომ, რომ ამ დახმარებით და „კარგი საქციელით“ მომავლისთვის ნიადაგი შეგემზადებინა, თუ რამეს ცუდად გააკეთებდი მის მიმართ, თავის დასაცავი „კარგიც“ ხომ გექნებოდა შენს ანგარიშზე. ნებისმიერი ჩვენგანი დიადი „იდეალური მეგობარია“, თუმცა საფრთხეს თუ იგრძნობს მგელი ხდება და შეუძლია მეორე მგელი შეჭამოს, მიუხედავად იმისა რომ წინათ ერთმანეთს ეხმარებოდნენ ცხვრების ფარის „დალქაშქვრაში“. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/1325795535_megobroba-siyvaruli.jpg კატეგორიები: საზოგადოება View the full article
  22. Местные долго терпели то, что ради гастарбайтеров их "выдавливают" с птицефабрики, и то, что мигранты начали устанавливать свои порядки. Но после того как была избита и изнасилована женщина, шедшая на ночное дежурство, жители устроили стихийный митинг, всполошив правоохранителей. Теперь губернатор даже задумался о введении должности шерифа. View the full article
  23. В начале Игр традиционно стоят плавание, стрельба и фехтование, но в этих видах россияне обычно выступают не особенно хорошо, сказал глава ОКР. Стоит, впрочем, напомнить, что надежда на стрелков и фехтовальщиков у России была, и немалая. Первые прогнозировали ни много ни мало 28 медалей, вторые - шесть. А в итоге от катастрофы спасло "президентское" дзюдо. View the full article
  24. ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საშუალება კარგი ბიბლიოთეკა მოაწყოს, ვფიქრობთ აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს. ბიბლიოთეკის ქონა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები აუცილებლად ბევრ წიგნს წაიკითხავენ, მაგრამ ეს რამოდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო. 1. ვისაც აქვს კითხვის სურვილი, ექნება საშუალება უფრო მეტი იკითხოს. ბიბლიოთეკის ქონა ასეთი ადამიანების დანახვის და უკეთ დაფასების საშუალებასაც იძლევა. 2. კარგი ბიბლიოთეკა თვითონ შეიძლება გახდეს იმის სტიმული, რომ თანამშრომლების ნაწილი დაინტერესდეს რამე წიგნი აიღოს და კითხვა დაიწყოს. 3. ბიბლიოთეკა იძლევა ისეთი არაფორმალური შეხვედრების უფრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში ჩატარების საშუალებას, რომელსაც ვერც რესტორანში და ვერც რომელიმე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ვერ ჩაატარებ. 4. თვითონ კარგი ბიბლიოთეკის ქონა თავისთავად არის ორგანიზაციის ავტორიტეტისთვის კარგი, ვინიადან ის მიუთითებს მენეჯმენტის დამოკიდებულებაზე უწყვეტი სწავლის მიმართ, ინტელექტზე და გრძელვადიან ხედვაზე. 5. ბიბლიოთეკის მუდმივი განახლების პროცესში თანამშრომლების ჩართვა, მათი სურვილების და პრეფერენციების გათვალისწინება უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა მათი კმაყოფილების ზრდისათვის. მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ; წყარო : insight.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_58_2_16.jpg ტეგები: ბიბლიოთეკა ორგანიზაციაში კატეგორიები: ბიზნესი View the full article
×
×
  • შექმენი...