Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Процесс, похоже, вновь затягивается: никак суд и следствие не могут найти экспертов соответствующей квалификации. Но в новом заключении сторона обвинения нашла выгоду для себя. Есть повод для надежды и у Мирзаева - травму головы Агафонов получил не от его кулака. View the full article
  2. Накануне анонимный источник, близкий к госкорпорации "Ростехнологии", заявил, что снятый с должности главы военного ведомства Анатолий Сердюков якобы уже назначен советником гендиректора Сергея Чемезова. В ближайшее время он приступит к исполнению обязанностей на новой должности, утверждает источник. View the full article
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/die_presse.jpg სილვია შტობერი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ მას არ აქვს გავლენა იუსტიციაზე და განმარტავს, თუ როგორ სურს მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება. თქვენი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში შედგა. როგორ მიგიღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში? ეს გულითადი და სასიამოვნო შეხვედრები იყო. ევროპულ ოჯახში გაერთიანების სურვილი გაიზარდა, რადგან მე ევროპა ისეთი დამხვდა, როგორადაც მყავდა წარმოდგენილი. ეჭვებიც იქნა გამოთქმული. ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოში შერჩევითი სამართლის გამო შეშფოთება გამოთქვა. რამდენიმე დღის წინ დააკავეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ორი სამხედრო მაღალჩინოსანი. ბაროზომ გამოთქვა ეჭვები, მაგრამ არცთუ ისეთი დიდი. არც ჩემთვისაა ახალაიას დაპატიმრება სასიამოვნო. მე ბატონ ბაროზოს ავუხსენი, რომ არანაირი შერჩევითი სამართალი არ გვაქვს. ყოფილ მინისტრ ახალაიას წლებია ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მაგრამ გენერალური შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავება თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის ძალაუფლების გამო ბრძოლას ჰგავს. სააკაშვილი ნიშნავს გენშტაბის უფროსს, მაგრამ მედიის ინფორმაციით, თავდაცვის ახალ მინისტრს ამ პოსტზე თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა უნდა. პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის არ არსებობს ძალაუფლებისათვის ბრძოლა. მაგრამ გენერალურ პროკურორზე, რომელმაც წამოაყენა ბრალდება, ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ის პატიოსანი და აკურატული ადამიანია. ჩვენ ასევე ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი გვყავს. ორივე სამართლიანობის და პატიოსნების ნიმუშები არიან. მეც, ან თავად ღმერთსაც რომ მოეთხოვა კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედება, ისინი ამას არ ჩაიდენდნენ. არ არის პრობლემა ის, რომ გენპროკურორი ადრე თქვენი პირადი ადვოკატი იყო? ის იმდენად სწორხაზოვანი და პატიოსანი იყო, რომ მასზე არანაირი გავლენა არ არსებობდა. სწორედ იმიტომ დავნიშნე ის გენერალურ პროკურორად, რომ ასეთია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დამოუკიდებლად იმოქმედებს. საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ სააკაშვილს მძიმე ბრალდებები წაუყენეთ და გადადგომისკენ მოუწოდეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება შესაძლებელია? პირადად მე ამის სურვილი არ მაქვს. უპირველეს ყოვლისა, ამას ვერ გაიგებდნენ ევროპაში. ეს პოლიტიკური შურისძიების და არა სამართლებრივი პროცესის სახეს მიიღებდა. ჩვენ ვუძლებთ ამ ცდუნებას და ასეც გავაგრძელებთ, რათა ქვეყანამ სახე შეინარჩუნოს. მაგრამ მე არ შემიძლია დავაბრკოლო იუსტიციის მუშაობა. დღეს პრეზიდენტი მართლაც სუსტად გამოიყურება და ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო სისტემა, არ არის ძლიერი და დამოუკიდებელი. იზიარებთ იმ წუხილს, რომ თქვენ, ისევე როგორც მანამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ საკუთარ ხელში მოაქციოთ? ჩემი პოლიტიკა თვალთმაქცობა არ არის. საკაშვილის ხალხი მოვიდა, აკეთა საქმეები და გაძარცვა ქვეყანა. სამაგიეროდ, მე 2 მილიარდი დავახარჯე ქვეყანას და ამას მომავალშიც გავაგრძელებ. მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა. ამიტომ ასეთი საფრთხე არ არსებობს. თქვენ სააკაშვილს ბრალს სდებთ, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ეკონომიკური სექტორი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს. თქვენ როგორ აპირებთ მოქმედებას? დიახ, საქართველოს ეკონომიკა მონოპოლიზებულია. მე ლიბერალური მიდგომის და მეწარმეებს შორის კონკურენციის მომხრე ვარ. ჩემი უმნიშვნელოვანესი გეგმა სამუშაო ადგილებისა და საწარმოების შექმნაა. ეს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაშიც დაგვეხმარება. საარჩევნო კამპანიის დროს თქვენ მტრულად განწყობილ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბრობდით. სააკაშვილი მოსკოვთან კავშირში გდებდათ ბრალს იმის გამო, რომ ქონება რუსეთში დააგროვეთ. არჩევნების შემდეგ თქვენ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნეთ. თუმცა მოსკოვიდან ამას ენთუზიაზმით არავინ შეხვდა. ეს სამწუხაროა. მე იმედგაცრუებული ვარ. რუსებმა კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვეს. ჩვენ კონკრეტული არაფერი გვაქვს შესათავაზებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ამას გადახედავენ. ჩვენ ამისათვის მზად ვართ. სეპარატისტულ აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის თუ გეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს? ჩვენ ფსონს ვდებთ „სახალხო დიპლომატიის“ (კონფლიქტის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხის კონტაქტი) კონცეფციაზე. ამის პარალელურად, ვცდილობთ ავაგოთ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გავაგრძელებთ ასევე 2008 წლის შემდეგ მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელშიც რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეობენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენი შემდეგი ვიზიტი უცხოეთში სად იქნება? სავარაუდოდ, ვაშინგტონში გავემგზავრები. ერთი წლის წინ, როდესაც პოლიტიკაში ჩაებით, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოგართვეს. გქონდათ ფრანგული პასპორტიც. ახლა რომელი პასპორტით მოგზაურობთ? მე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს და კანონის მიხედვით ეს საკმარისია იმისათვის, რომ ვიყო პრემიერმინისტრი. მე თუ კვლავ საქართველოს მოქალაქე გავხდებოდი, ეს უკვე კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა და პრემიერობას ჩამომართმევდნენ. ასე გამოიყურება საქართველოს კონსტიტუცია. ეს სასაცილოა. ეს შეიცვლება – ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ. ორიგინალი ორიგინალი
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/junge-welt3.jpg კნუტ მელენტინი დასავლური სამხედრო ალიანსი 2004 წლიდან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ახალ ქართულ მთავრობას შორის კონფლიქტში საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც სააკაშვილს ორშაბათს პრაღაში შეხვდა, დასასრულს განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ საქართველოში „პოლიტიკური ოპონენტების“ დაპატიმრებით. გასულ კვირაში სააკაშვილის მრავალწლიანი თანამებრძოლის ბაჩო ახალაიას, გენერალური შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას წინააღმდეგ ჯარისკაცების შეურაცხყოფის ბრალდებით საქმე აღიძრა, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევასა და შეიარაღებული ძალების 6 წარმომადგენელს ეხება. ახალაია დაპატიმრებულია, მაშინ როდესაც კალანდაძე და შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის, რომ ნატოს შეფი ასე ცალმხრივად ერევა კონფლიქტში, მით უფრო თვალშისაცემია, რომ აქამდე ის ჯერ მხოლოდ ძველი რეჟიმის წარმომადგენელ სააკაშვილს ესაუბრა. მისი და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კი ბრიუსელში ოთხშაბათს შედგება. სააკაშვილმა რასმუსენის პოზიცია მაშინვე იმის დადასტურებად შეაფასა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა დასავლურ კოალიციაში ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. სააკაშვილის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნატოს საქართველოს მიმართ ერთხელ მაინც წამოსცდენოდა კრიტიკული რამ. მართლაც, დასავლეთი დუმდა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ავტოკრატიული მმართველობის დროს კანონდარღვევებზე საქართველოში. ის, რომ დასავლური მთავრობები ინფორმირებული იყვნენ, ჩანს, მაგალითად, „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული 2009 წლის 15 სექტემბრის სატელეფონო საუბრის მოხსენებიდან, რომელიც შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თინა ქეიდენაუსა და სააკაშვილს შორის. აგვისტოს ბოლოს პრეზიდენტმა იმ დროს 28 წლის ახალაია, რომელიც მანამდე ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ქეიდენაუ ამ დანიშვნის გამო „შეშფოთებული“ იყო და ახალაიას მმართველობის პირობებში ადამიანთა უფლებების სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებდა. სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ ეს დანიშვნა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ავნებს და რომ მნიშვნელოვანია, მომავალში ასეთი ქმედებებისგან თავი შეიკავოს. ოპოზიცია, სხვა ბრალდებებთან ერთად, ახალაიას პატიმრების წამების გამო ციხის ორი ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმებმა ჩაახშეს და რომლის დროსაც მინიმუმ შვიდი პატიმარი მოკლეს. აშშ-ის მთავრობა თავდაცვის ახალ მინისტრს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეურიგდა, მას შემდეგ რაც ამერიკის საელჩო თბილისში თავის მრავალ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ახალაია მის წინამორბედებზე მეტ მზადყოფნას გამოხატავდა ამერიკული სამსახურების „რეკომენდაციების“ გაზიარების მხრივ. სამშაბათს ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ საქმე დამატებით ეპიზოდთან დაკავშირებით აღიძრა, რასაც ადგილი ჰქონდა 2010 წლის თებერვალში. ორივე იმაზეა პასუხისმგებელი, რომ 17 ჯარისკაცი 36 საათის განმავლობაში საკვების გარეშე გაყინულ საშხაპეში იყო გამოკეტილი. საქმე ეხებოდა ჯარისკაც მძღოლებს, რომლებმაც უარი თქვეს ღამის ცვლის შემდეგ დილის ვარჯიშზე. გენერალურმა პროკურატურამ კალანდაძის დაპატიმრება ხელახლა მოითხოვა. ორიგინალი ორიგინალი
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე ამას წინათ, ნატოს შეფმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ფეისბუქის თავის გვერდზე პატარა ვიდეო გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში ის ავღანეთში მოკავშირეთა წარმატებაზე წარმოთქვამდა მონოლოგს. ეჭვს გარეშეა, 12 ნოემბრის ღამეს გენერალური მდივანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვეულებრივი პრობლემების ეს აუღელვებელი განხილვა 280-ზე მეტ ლაიქს და ენამწარე კომენტარების დაუსრულებელ რაოდენობას მოიმკიდა. აკვიატებით დაპოსტილი ეს მგზნებარე კომენტარები არც ნატოს წევრი ქვეყნების გადასახადთა გადამხდელებს ეკუთვნოდა და არც ავღანელებს. ეს კომენტარები ნატოში ინტეგრირების მოსურნე ქართველებისა იყო, ისინი დაესხნენ თავს გენერალური მდივნის გვერდს, რომელიც საკუთარი პოლიტიკური დაპირისპირების ბრძოლის ველად აქციეს, არადა ამ დაპირისპირებას არაფერი ესაქმებოდა ავღანეთის კამპანიასთან. ქართველებმა, რომლებიც რასმუსენის ფეისბუქის სტატუსების ალბათ ყველაზე მგზნებარე მიმდევარნი არიან, მისი 12 ნოემბრის კომენტარზე ირეაგირეს. ამ კომენტარში კი ნათქვამი იყო, რომ რასმუსენი ”უკიდურესად შეშფოთებულია” საქართველოს მთავრობის მიერ თავდაცვის/შინაგან საქმეთა/საპატიმროების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, არმიის გენშტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას დაპატიმრების გამო. რასმუსენმა ეს მაშინ განაცხადა, როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავისი სადებიუტო უცხოური ვიზიტით ეწვია ბრიუსელს. სამშობლოში ივანიშვილს ბევრი უყურებს, როგორც მესიას – მან დაამარცხა სააკაშვილის ძლევამოსილი პოლიტიკური მანქანა და დააპატიმრა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც მოძალადის რეპუტაცია აქვს. მაგრამ ივანიშვილს ბრიუსელში, სადაც მისი მხარდამჭერების მტკიცებით, სააკაშვილსა და მის მომხრეებს გავლენა აქვთ, რადგან უფრო კარგად ფლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის, დიპლომატიური დებატების წარმართვის უნარებსა და ინგლისურსაც, უფრო მკაცრი აუდიტორია დახვდა. საქართველოს პრეზიდენტიცა და საქართველოს პრემიერმინისტრიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფებიან. პრეზიდენტი ლაპარაკობს იმაზე, რომ დაპატიმრებები ცუდ დროს დაემთხვა და რომ გამოჩნდა მისი პოლიტიკური გუნდის დევნის სიმპტომები; ხოლო პრემიერი სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე მსჯელობს და იმაზე, რომ გამოძიებათა მონიტორინგისთვის ნატოს დელეგაციის მოწვევას გეგმავს. უთანხმოებამ ამ ორ ლიდერს შორის, რომლებიც იძულებულნი არიან თანაარსებობას შეეგუონ, ზვავივით დაფარა რასმუსენის გვერდი. ”ნუ უსმენთ მიშას ბოდვას”, წერდა ერთი ქართველი, რომელიც სააკაშვილის მიერ დაპატიმრებების დაგმობას გულისხმობდა”. ”ჩამოდი და ნახე შენ თვითონ”. ”ქართულმა ოცნებამ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ვენდეტა დაიწყო; ეს სრულიად ცხადია”, უმტკიცებდა რასმუსენს ფეისბუქის მეორე ფანი. ”თქვენ შესაძლო კრიმინალებს იცავთ”, აფრთხილებდა მესამე. ამ დროს კი, კომენტარების ნაკადს მთელი ღამის მანძილზე ათასობით ახალი ემატებოდა. მიმართავდნენ რა ერთმანეთს, კომენტატორები მალე გადავიდნენ ქართულ ენაზე და ზოგიერთი ნატოს ბოსს იმას ურჩევდა, მათი დებატების სათარგმნელად გუგლთრანსლეითორისთვის მიემართა. ბოლოს ამ აურზაურის შესაწყვეტად პროცესში ფეისბუქის ქართველი მომხმარებელი, სახელად ”რასმუსენი” ჩაერთო. ”სულ გამოშტერდით, ხალხო?” კითხულობდა ქართველი რასმუსენი და ნატოს სტანდარტებთან შეუსაბამო სიტყვებს იშველიებდა. ”წადით, დაიძინეთ!” ორიგინალი ორიგინალი
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/telegraph_12.jpg ტომ პარფიტი საქართველოს ყოფილ მინისტრს წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ, რასაც ადგილი ჰქონდა, როდესაც სავარაუდოდ გაიცა ბრძანება 17 სამხედრო მოსამსახურის ცემასა და საკვების გარეშე აბანოში მათი სამი დღით გამოკეტვაზე. ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი თბილისში სამშაბათს წაუყენეს. ახალაიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომლის კოალიციამაც გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა. ბ-ნი ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული ცალკეული ბრალდებების გამო გასულ კვირაში დააკავეს. პროკურორები აცხადებენ, რომ ახალი ბრალდებები ახალაიას წინააღმდეგ უკავშირდება სენაკის სამხედრო ბაზაზე (დასავლეთ საქართველო) მომხდარ ინციდენტს 2010 წლის თებერვალში, როდესაც ეროვნული გვარდიის მძღოლები ხელმძღვანელ პირებთან დაპირისპირების შემდეგ ისეთ საბანაო ოთახში გამოკეტეს, რომელიც არ თბებოდა. სააკაშვილის სპიკერის თქმით, ახალაიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების დაჩქარება ზრდის „ღრმა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს აწარმოოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, „რაც დიდწილად უკავშირდება პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებს“. მან დასძინა: „ეს საქმეები უნდა მოაწესრიგოს სამართლებრივმა და სასამართლო სისტემამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სასამართლო პროცესებს არ შეუშალოს ხელი პოლიტიკურმა ჩარევამ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას“. ბ-ნ ივანიშვილს, რომლის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ეს პირველი უცხოური ვიზიტია ბრიუსელში, შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის პრეზიდენტმა ბ-ნმა ბაროზომაც განუცხადა: „შერჩევითი სამართლის შემთხვევები თავიდან უნდა იქნას არიდებული, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი უცხოეთში და დაასუსტონ კანონის უზენაესობა“. ბ-ნმა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მისი მიზანია „დავაჩქაროთ ჩვენი სწრაფვა საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია“. ორიგინალი ორიგინალი
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg მარგარიტა ანთიძე საქართველოს ახალ მთავრობას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სურს და თბილისი ელის, რომ ამას იმის სანაცვლოდ მიიღებს, რომ მეზობელი ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დათანხმდა, განუცხადა „როიტერს“ საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთში. „საქართველომ თანხმობა განაცხადა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რაც მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ამას მოსკოვის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები არ მოჰყოლია“, ამბობს ზურაბ აბაშიძე, გულისხმობს რა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მიმდინარე წლის აგვისტოში 18-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ. „ჩვენ ასეთ ნაბიჯებს ველით“, თქვა მან ორშაბათს. აბაშიძე, რომელიც ამ თვეში პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა, ამბობს, რომ საქართველოს მონაწილეობის საკითხი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაუმჯობესდება ურთიერთობები. აბაშიძემ თქვა, რომ ივანიშვილის გასულ თვეში გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სოჭის (შავი ზღვის სანაპირო ქალაქი) ოლიმპიურ თამაშებში, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. „ეს პოზიტიური სიგნალია რუსეთისთვის, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზად არის რუსეთის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის… ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ პოლიტიკური სურათი უნდა გავარკვიოთ“. კანონმდებლებმა სააკაშვილის თაოსნობით, რომლის ბოლო საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს იწურება, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდეს ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ოლიმპიადას, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი პროექტია, და რომელზეც მილიონობით ამერიკული დოლარი დაიხარჯა. ივანიშვილის კოალიციამ მისი ხელმძღვანელობით 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რითაც დასრულდა სააკაშვილის ცხრაწლიანი პოლიტიკური მმართველობა საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის საგანია და ევროპაში ენერგორესურსების ექსპორტისათვის სატრანზიტო ქვეყანაა. მილიარდერმა მაგნატმა პირობა დადო, რომ აშშ-ის მოკავშირე სააკაშვილის მსგავსად, მისი პრიორიტეტიც დასავლეთთან ურთიერთობა იქნება. ის ასევე ამბობს, რომ სურს კავშირების გაუმჯობესება მოსკოვთან, რაც უკიდურესად გაუარესდა 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელიც მოჰყვა სააკაშვილის მცდელობას ნატოში გაეწევრიანებინა ქვეყანა, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე თითქმის ორი საუკუნე მოსკოვის კონტროლის ქვეშ იყო. ამავდროულად, მას სურს, როგორც ჩანს, თავი აარიდოს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ამ ორი გამოყოფილი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, კონტროლის აღიარებას, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობს. „ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები და იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც არ არის ეგრეთ წოდებული „წითელი ხაზის“ მიღმა, როგორიცაა, მაგალითად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, განუცხადა აბაშიძემ „როიტერს“. მან ჩამოთვალა განსახილველი საკითხები: ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქტები, რომელთა იმპორტიც 2006 წელს მოსკოვმა აკრძალა. ღვინოს და მინერალური წყლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რეგიონში პოპულარული იყო, საქართველოს ექსპორტის თითქმის ერთ მესამედს შეადგენდა. რეგიონული უსაფრთხოება აბაშიძემ ასევე თქვა, რომ განიხილება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებით ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის თემა, და ასევე კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული სამხედრო შენაერთები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია განლაგებული და მოსკოვი ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რეგიონები სახელმწიფოებად ცნოს, უსაფრთხოების მიღწევა ნაკლებმოსალოდნელია. აბაშიძემ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. „თუკი საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ცალმხრივად აღადგენს, ეს ნიშნავს, რომ ვაკანონებთ იმ რეალობას, რაც ომის შემდგომ შეიქმნა“, თქვა მან. „მაგრამ თუკი ჩვენი დიალოგი მოგვცემს რეალურ და ხელშესახებ შედეგებს, მაშინ შესაძლოა ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში დადგეს“. აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ კვირას პრემიერმინისტრის რანგში ივანიშვილის პირველმა უცხოურმა ვიზიტმა ბრიუსელში, ხაზი გაუსვა იმას, რომ ურთიერთობები დასავლეთთან პრიორიტეტია. „ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი „წითელი ხაზები“, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება საგარეო ურთიერთობებში“, თქვა აბაშიძემ. მან განაცხადა, რომ საქართველო იქნება „თანმიმდევრული, მაგრამ პრინციპული“ რუსეთთან მოლაპარაკებებში. „ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ პრინციპული საკითხები. ამავე დროს, ჩვენ არც ის გვსურს, რომ თანამშრომლობის იმიტაცია მოვახდინოთ და პროგრესის ილუზია შევქმნათ“, თქვა მან. ივანიშვილს სურს, რომ მისი ურთიერთობა ეფექტიანი იყოს რუსეთთან, სადაც მან თავისი $6.4-მილიონიანი ქონების დიდი ნაწილი დააგროვა. 61 წლის აბაშიძე იყო საქართველოს ელჩი რუსეთში 2000-2004 წლებში – პერიოდი, რომელიც დაემთხვა პუტინის პირველ საპრეზიდენტო ვადას და ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“. ორიგინალი ორიგინალი
  8. Эксперты присоединяются к негодованию Игоря Юргенса: проект реформы в нынешнем виде не способен решить вопрос, а может только его отсрочить. Чиновники держатся за власть, находясь в безвыходной ситуации: им и в случае реформ, и без них грозит взрыв недовольства. А люди уже поняли - нормальной пенсии у них не будет, отмечает один из обозревателей. View the full article
  9. ალბათ ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ ბინდის საგა სტეფანი მეიერსის ერთადერთი წიგნი არ არის, ის კიდევ 2 წიგნის ავტორია: 2007 წელს დაწერა და 2009_ში გამოიცა წიგნი Prom Nights from Hell, ხოლო 2008 წელს დაწერა და 2010_ში გამოიცა მისი კიდევ ერთი ბესთსელერი სტუმრად (The Host), რომლის მიხედვითაც მალე ფილმი გამოვა. ფილმის ოფიციალური სინოფსი: უცხოპლანეტელთა პარაზიტული [...] The post The Host – მეორე ოფიციალური ტრეილერი და პოსტერი appeared first on კინოსიახლე. View the full article
  10. ნიკოლას ქეიჯი დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს ფილმში შეუჩერებელნი 3. ეს ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაადასტურა სილვესტერ სტალონემ: “ჩვენ გადაღებებისთვის ისეთივე სიმძაფრითა და პასუხისმგებლობით ვემზადებით, როგორც პირველი ორი ნაწილის გადაღების დროს. ეხლა მე უკვე შემიძლია გაცნობოთ, რომ ჩვენ შემოგვიერთდა უდიდესი მსახიობი ნიკოლას ქეიჯი. ასევე ვიმედოვნებთ, რომ კამპანიას გაგვიწევენ ჰარისონ ფორდი, უესლი სნაიპსი და მიკი რურკი” – წერს [...] The post ნიკოლას ქეიჯი ითამაშებს ფილმში ”შეუჩერებელნი 3” appeared first on კინოსიახლე. View the full article
  11. ეს ფილმი არის თინეიჯერ გოგონა მოლიზე (Miley Cirus) რომელიც კერძო გამომძიებელია. მან მიატოვა უმაღლესი სასწავლებელი რათა დახმარებოდა მამამისს, (Mike O’malley) რომელიც ყოფილი პოლიციელია. ისინი ერთად იძიებენ კერძო საქმეებს, მაგალითად მეუღლეების ღალატს და ააშკარავებენ ქურდებს. ერთ დღესაც მოლის ცხოვრება შეიცვლება. მას შეხვდება ფედერალური ბიუროს აგენტი (Jeremy Piven) რომელიც შესთავაზებს მას საიდუმლო აგენტად მუშაობას. მოლის მოუწევს ისეთ ადგილზე მუშაობა [...] The post SO UNDER COVER-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი appeared first on კინოსიახლე. View the full article
  12. http://www.polity.ge/images/catalog/style/wine-2.jpgყურძნის მცირე მოსავალმა შესაძლოა მსოფლიოში ღვინის დეფიციტი გამოიწვიოს. ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, წელს მსოფლიოში ღვინის წარმოების მაჩვენებელმა 1975 წლის შემდეგ, შესაძლოა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწიოს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მცირე მოსავლის გამო ყველაზე მეტად იზარალებენ ღვინის არგენტინელი მწარმოებლები, სადაც ნავარაუდევია წარმოების შემცირება 24%-ით. ზარალს ვერც მსოფლიოში ღვინის მთავარი მიმწოდებლები - იტალია და საფრანგეთი ასცდება. polity.ge
  13. После небывалой отставки министра обороны Анатолия Сердюкова многие рассуждали о борьбе кланов и стремлении Кремля взять под контроль распоясавшиеся элиты. Но теперь, когда миллионные и миллиардные аферы выявляются в целом ряде министерств и ведомств, подобных объяснений уже недостаточно. View the full article
  14. მარიო ბალოტელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ აპირებს გუნდის შეცვლას და კარიერას კვლავ "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. View the full article
  15. Речь об Ольге Степановой, которая до лета 2011 года занимала пост советника руководителя Рособоронпоставки, а раньше была начальницей 28-й налоговой инспекции Москвы. В свое время юрист Hermitage Capital Сергей Магнитский обвинял ее в хищении 5,4 миллиарда рублей, однако в итоге правоохранители обвинили его самого, и он погиб в тюрьме. View the full article
  16. http://zvigena.files.wordpress.com/2012/11/jaba-dvali.jpg?w=700 ჯაბამ კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო და ქართულ უმაღლეს ლიგაში 18 წლის ასაკში 2003/04 წლების სეზონში ჰქონდა დებიუტი. მან დინამოში რამოდენიმე სეზონი ითამაშა, პერიოდულად კი სხვადასხვა მეორეხარისხოვან ქართულ გუნდებშიც ანათხოვრებდნენ. ახალგაზრდა ფორვარდისთვის ადვილი არ იყო ქვეყნის რანგით პირველ კლუბში ფეხის მყარად მოკიდება. 2007/08 სეზონში უცხოეთს მიაშურა, კერძოდ მოლდოვას, სადაც ორი სეზონი დაყო, რის შემდეგაც ისევ საქართველოში მობრუნდა – ოღონდ ამჯერად ილია კოკაიას ზესტაფონში, სადაც გელაშვილის მხარდამხარ მალე გადაიქცა გუნდის წამყვან დამრტყმელ ძალად. ჯაბა ჩემპიონატის შეხვედრების გარდა უფრო მაღალი რანგის ევროტურნირებზეც მუდმივად შედეგიან თამაშს აჩვენებდა. განსაკუთრებით კი 2011/12 სეზონში იყოჩაღა, როცა 20 გატანილი ბურთით ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე გახდა. გულშემატკივარი ნელნელა მის ნაკრებში მიწვევაზე ალაპარაკდა. ნაკრების თავკაცი კი მის ამ შედეგიან თამაშს იგნორირებას უწევდა. არადა იმის ფონზე, რომ ნაკრებში სწორედ გამტანი ფორვარდის მწარე დეფიციტია არველაძის წასვლის შემდეგ. ამასობაში კი ჯაბა ჩვენი ჩემპიონატისთვის აშკარად გადაიზრდა. ასეთი დონის ფორვარდი ბევრ უფრო ძლიერ პირველობის კლუბსაც დაამშვენებდა და ნელნელა აშკარა ხდებოდა ის ფაქტი, რომ კოკაიას ძლიერ გაუჭირდებოდა მისი შენარჩუნება. მის ზესტაფონიდან წასვლას მორიგ ევროსეზონის პირველსავე ეტაპზე ნეფჩთან მწარე წაგებამაც შეუწყო ხელი და მალევე დაირხა ხმები, დვალი ალბათ აზერბაიჯანში წავაო. ამ ინფორმაციის წაკითხვამ გული საშინლად დამწყვიტა – არ მემეტებოდა ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლე (და იქნებ მოთამაშეც?!) აზერბაიჯანულ ლიგისთვის. ბოლო ბოლო დვალი სწორედ ის იშვიათი ფეხბურთელია, ვისი თამაშის ხილვისთვისაც ჩვენ ჩემპიონატზე დასწრება ღირს. და ბევრი ქართველი გულშემატკივრის გასახარად მან არჩევანი, აზერბაიჯანში წასვლის ნაცვლად, თბილისის დინამოს სასიკეთოდ გააკეთა და მრავალი წლის შემდეგ თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა (არადა მეზობლებში სავარაუდოდ გაცილებით მსუყე ხელფასს შეპირდებოდნენ). გარდა კარგი ფეხბურთელობის, არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი პიროვნული თვისებები, გამართული მსჯელობა და საქმისადმი სწორი მიდგომა. მან ერთ–ერთ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არჩია საქართველოში დარჩენა, თუ როგორ მნიშვნელოვანია მისთვის სწორედ რომ ქართული გუნდის შემადგენლობაში მიაღწიოს წარმატებას ევროსარბიელზე. ბევრი მის ადგილზე გაღიზიანებული ისაუბრებდა ნაკრების თემაზე – მაგრამ ჯაბა აქაც გონიერებას იჩენს და როგორც კარგი დიპლომატი გაწონასწორებულ განცხადებას აკეთებს – გულით მინდა გამომიძახონ, მაგრამ ალბათ თავად ვაკლებ რაღაცას და ვეცდები უფრო მეტი ვიშრომო, რომ ნაკრებში დამიძახონო. მოედანზე კი, გარდა იმის რომ გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს, არ არის მხოლოდ კარზე დაგეშილი ეგოისტი ფორვარდი – ხშირად შეუძლია კარგი ასისტენტობაც გაწიოს და პარტნიორსაც გაატანინოს. ასეთი მოთამაშეს კი უბრალოდ ფასი არ აქვს – როცა კაცი გუნდურადაც თამაშობს და საჭირო მომენტში საჭირო გოლებსაც იტანს. უკვე აღარანაირი ახსნა არ ქონდა ქეცბაიას ქცევას, როცა აგერ კარს მომდგარ ეგვიპტესთან გასამართ ამხანაგურ მატჩზეც არ უხმო დვალს. კაცი ჩემპიონატში მოედნიდან გოლის გატანის გარეშე არ გამოდის, 11 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ნუთუ ამხანაგურშიც არ იმსახურებდა შანსის მიცემას? ქეცბაიამ ინტერვიუში გადაკვრით თქვა – არანაირი ჯინი არ მჭირს ამ კაცის, ასე ვთვლი სწორად და ასე ვიქცევიო. მერე კი ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეგვიპტესთან ტრამვის და სხვა მრავალი მიზეზით იმდენი კაცის თამაში გამოირიცხა, რომ დანაკარგის შევსებისას უკვე ვეღარ გაუწია დვალს იგნორირება და ბევრი გულშემატკივრის გასახარად ჯაბას ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა! მისი საქმისადმი სწორი მიდგომა, ჟინი და ნიჭი კი უდაოდ მაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყნის მთავარ გუნდშიც არ შეირცხვენს თავს და უახლესი მომავლის ნაკრებისთვის სასარგებლო ფორვარდად იქცევა! წარმატებები http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/572/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=572&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/irish_times_thumb1.jpg დენიელ მაკლაფლინი თბილისის ლიდერებმა თავიანთი მწვავე სახელისუფლებო ბრძოლა ევროპაში გადაიტანეს – ევროკავშირმა და ნატომ საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს უთხრეს, არ დევნოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეები. გუშინ, ბ-ნმა ივანიშვილმა მისი პირველი უცხოური ვიზიტის დროს ბრიუსელში ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი კურსი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ წაყვანაა. ის ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდა. ხვალ ივანიშვილი ნატოს ხელმძღვანელს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. თუმცა, სააკაშვილმა თავის მეტოქეს დაასწრო იმით, რომ პრაღაში გაემგზავრა, რათა გუშინ ბ-ნ რასმუსენს შეხვედროდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეკრებაზე. ჩეხეთის დედაქალაქიდან ის ბრიუსელში გაემგზავრება ევროკავშირის წამყვან ფიგურებთან მოლაპარაკებების გასამართად. მილიარდერი მაგნატი ივანიშვილი პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ, სააკაშვილი დღეს ივანიშვილს მისი მოკავშირეების დევნის კამპანიაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ერთი ყოფილი მინისტრი და ორი სამხედრო მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. ბ-ნმა რასმუსენმა განაცხადა, რომ ის მოხარულია იმით, რომ ხელისუფლების გადაცემა საქართველოში მშვიდობიანად მოხდა იმ საყოველთაო შიშის ფონზე, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებსა და ძალადობას. „მაგრამ ვერ ვხედავ იმის დამალვის მიზეზს, რომ უაღრესად შეშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რაც მას შემდეგ ვითარდება, და ეს დიდწილად დაკავშირებულია პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან საქართველოში“, განაცხადა მან. „ამ საქმეების გარკვევა საქართველოს სამართლებრივი სისტემისა და სასამართლოს კომპეტენციაა… თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს ძირს არ უნდა უთხრიდეს პოლიტიკური ჩარევები“. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ბაროზომ ივანიშვილს განუცხადა, რომ დემოკრატია არის ასევე „შემდეგი დღე და დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერა… ყოველდღიურად“. ბ-ნმა ბაროზომ თქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, რომელიც მისი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კაცია, „ძალიან კონსტრუქციულად უპასუხა“ იმ მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირი იჩენს „კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნის“ მიმართ სააკაშვილთან თანამშრომლობის საქმეში, რომელიც კიდევ ერთი წელი იქნება პრეზიდენტის პოსტზე. ბ-ნმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიზანია „დავაჩქაროთ ჩვენი სწრაფვა საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია“. ორიგინალი ორიგინალი
  18. გთავაზობთ ფანტასტიკური ფილმის თორი 2: ბნელი სამყაროს (Thor 2: The Dark World) ახალ სურათებს გადასაღები მოედნიდან. შეგახსენებთ ფილმი გამოვა 2013 წლის 8 ნოემბერს. The post თორი 2: ბნელი სამყარო – ახალი სურათები გადასაღები მოედნიდან appeared first on კინოსიახლე. View the full article
  19. После неосторожных и довольно неожиданных высказываний руководителя российской наркополиции в эфире радиостанции "Эхо Москвы" его ведомство ополчилось на все СМИ, распространившие слова Иванова, но особенно на газету "Коммерсант" - от нее требуют извинений и опровержения. View the full article
  20. ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა (The Hobbit: An Unexpected Journey) პრემიერა იქნება ამა წლის 14 დეკემბერს და შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე დაიწყო სერიოზული პიარ კამპანია. გამოვიდა 4 ახალი ტიზერ-ტრეილერი, ასევე გთავაზობთ ახალ პოსტერებს. ფილმში მონაწილეობენ მარტინ ფრიმენი, ევანჯელინა ლილი, ქეით ბლანშეტი, ორლანდო ბლუმი და სხვები. The post “ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა” 4 ახალი ტიზერ-ტრეილერი და პოსტერები appeared first on კინოსიახლე. View the full article
  21. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg ნატოს გენერალურმა მდივანმა ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ გასული თვის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. მან თავისი შეშფოთების შესახებ 12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეხვედრის დროს ილაპარაკა. „აზრი არა აქვს იმის დამალვას, რომ უკიდურესად ვარ შეშფოთებული არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებების გამო“, განაცხადა რასმუსენმა. „ეს საქმეები უნდა მოაწესრიგოს სამართლებრივმა და სასამართლო სისტემამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სასამართლო პროცესებს არ შეუშალოს ხელი პოლიტიკურმა ჩარევამ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას“. 9 ნოემბერს საქართველოს სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და ქართული არმიის ბრიგადის გენერალი ზურაბ შამათავა, მაგრამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ორთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება. სამივე, გასულ კვირას, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს. სამივე პრეზიდენტ სააკაშვილთან მუშაობდა. რასმუსენმა განაცხადა – „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროცესებს ხელი არ შეუშალოს პოლიტიკურმა ჩარევამ“. ნატოს შეხვედრას პრაღაში სააკაშვილიც ესწრებოდა. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეთანხმება რასმუსენის კომენტარს. „მთავარი გამოწვევა ჩვენთვის სამართლებრივი პროცედურაა, ლაპარაკია არა კონკრეტული პირის ბრალეულობაზე ან უდანაშაულობაზე, ეს კანონის უზენაესობას ეხება და სამართლებრივ პროცედურას“, განაცხადა სააკაშვილმა. „ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს. მაგრამ, ჩვენდა სასიხარულოდ, ეს შეიძლება გამოსწორდეს და ჩვენ შეგვიძლია გამოვძებნოთ გზა ვითარების შემოსაბრუნებლად, თუმცა ამ მომენტისთვის (გენერალური) მდივნის განცხადება, სადაც ის ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს, სრულიად ადეკვატურია“. სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. ივანიშვილმა, რომელიც 25 ოქტომბერს დანიშნეს ახალი მთავრობის პრემიერმინისტრად, პირობა დადო, რომ იმოქმედებს იმ ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილია დანაშაულში. რასმუსენის კომენტარი დაემთხვა ივანიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, მის პირველ ოფიციალურ მოგზაურობას უცხოეთში არჩევნების შემდეგ. თავისი სამდღიანი მოგზაურობის დროს ის რასმუსენსაც უნდა შეხვდეს. 12 ნოემბერს ივანიშვილი ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟოზე მანუელ ბაროზოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა. პრესკონფერენციაზე, ბაროზომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის კავშირისთვის საქართველოსთან ურთიერთობა. „(ქართველი) პრემიერმინისტრის (ივანიშვილის) გადაწყვეტილება, თავისი პირველი უცხოური ვიზიტით ბრიუსელს სწვეოდა, ცხადი ნიშანია იმისა, რომ საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას ევროპის კავშირთან“, განაცხადა ბაროზომ. „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის (პროგრამის) საკვანძო წევრია და ევროპის კავშირი ძალიან არის მოწადინებული ევროპის კავშირთან მის დაახლოებაში“. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ნატოში მისი მთავრობის პრიორიტეტია. მისი ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც თანამდებობაზე მოსვლიდან ორ კვირაში განხორციელდა, ბევრის მიერ აღქმულია, როგორც ცხადი ნიშანი იმისა, რომ კავშირები ნატოსა და ევროპასთან და არა რუსეთთან, საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება. 56 წლის მილიარდერმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში შეიძინა. მან პირობა დადო, რომ გამოასწორებს ურთიერთობებს რუსეთთან, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ გაუარესდა. ორიგინალი ორიგინალი
  22. 14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება ამხანაგურ შეხვედრაში. შეხვედრა "მიხელ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება. View the full article
  23. Налицо факт агрессии, которая уже доходит до той критической отметки, когда начинает угрожать общественной безопасности. Впереди 11 декабря - двухлетняя годовщина событий на Манежной. "Ситуация похожа на тупиковую - собрать всех и помирить не получается", - констатируют эксперты. View the full article
  24. "მანჩესტერ უნაიტედის" ჰოლანდიელი თავდასხმელი რობინ ვან პერსი ტრავმირებულია. ფორვარდი თითო მატჩს გამოტოვებს ნაკრებსა და გუნდში. View the full article
  25. მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ რადამელ ფალკაოზე ისაუბრა. View the full article
×
×
  • შექმენი...