planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ყაბარდო-ბალყარეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა ლარისა დოროგოვამ ჟურნალისტ რომან დობროხოტოვისთვის 26 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსახლეობაში გავრცელებული ხმებით ბოლო დღეებში ელბრუსის რაიონში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლია. მათ ეს ხმაური ატეხეს რეგიონში ახალი სამხედრო ნაწილების შემოყვანის გასამართლებლად, რაც შეიძლება ახალი კავკასიური ომის დაწყების მიზეზი გახდეს.ხელისუფლების და კერძოდ ა.ხლოპონინის განცხადებებს მოსახლეობა სერიოზულად არ ღებულობს.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/taxi.jpgსამარშრუტო ტაქსების მძღოლები დღეს, 14:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ . როგორც “ინტერპრესნიუსს” “კონსერვატიული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, აქცია ვარდების მოედანზე გაიმართება და მას სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, მათ შორის დევნილები შეუერთდებიან. მისი თქმით, მძღოლების ერთადერთი მოთხოვნა “კორუფციული ტენდერის” შედეგების გაუქმებაა. ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ მძღოლების გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ ტენდერის შედეგი არ გაუქმდება და სანამ ხელისუფლება “სააკაშვილის, შარანგიებისა და უგულავების” ოჯახების ნაცვლად, თოთოეულ მოქალაქეზე არ იზრუნებს. Share View the full article
-
ისრაელის საერთო უსაფრთხოების სამსახურის (“შაბაკ”) ახალი ხელმძღვანელი სავარაუდოდ, ქართველი მოჭადრაკე და პოლიტოლოგი გახდება, რომელმაც რიგი პალესტინელი ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციების დაგეგმვით გამოიჩინა თავი.ებრაული გამოცემა “ჰაარეცის” ინფორმაციით, სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იუვალია დისკინა თანამდებობას მიმდინარე წლის მაისში ტოვებს და ამ პოსტს სავარაუდოდ, მისი მოადგილე, წარმოშობით ქართველი, ამჟამად ქალაქ აშდოდის 54 წლის რუსულენოვანი მცხოვრები დაიკავებს.გამოცემის პროგნოზით, ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გავცვლით ბანერებს და ლინკებს! ბმულები: +500 უნიკ ბანერები: +800 უნიკ NO PORN! დაწერეთ კომენტარებში თქვენი შემოთავაზებები და დაგიკავშირდებით View the full article
-
ჩარლის, უხეშ და ეგოისტ ახალგაზრდა მამაკაცს, მამისგან მემკვიდრეობით მხოლოდ ვარდები და 49–წლის "ბიურკი" ერგო. მოულოდნელ სიურპრიზად მისთვის იქცა ისიც, რომ მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი მის აუტიზმით დაავადებულ ძმას რაიმონდს ერგო წილად. ჩარლიმ მიზანი დაისახა თავისი "სამართლიანი წილი" დაიბრუნოს, გაიტაცა თავისი უფროსი ძმა და მძევლად ყავს აყვანილი. მაგრამ ის რქაც ეგოიზმის გამო იყო მოფიქრებული გადაიზრდება მეგობრობის და თვითგააზრების საოცარ ოდისეაში, რომელიც რაიმონდი პატარა სამყაროს საზღვრებს გადალახავს, ჩარლის კი საშუალებას მისცემს თავისი ოდესღაც უგრძნობი სულის ბორკილებისგან განთავისუფლდეს View the full article
-
სამყაროს სოციალური აჯანყებების ბაცილა შეეყარა. ამბოხისთვის განწყობილი ქვეყნების რეიტინგში კი საქართველომ მეთვრამეტე „საპატიო“ ადგილი დაიკავა. რეიტინგი გამოცემამ The Wall Street Journal გამოაქვეყნა. გაზიარება [მერაბ ბრეგაძე. 02:10 27-02-2011] http://3.bp.blogspot.com/-wBXghGzDvFM/TWl6S5PQ9TI/AAAAAAAAEbM/3A49OJxwssY/s200/kataaa.gifმუამარ კადაფი ტრიპოლის შენარჩუნებისთვის ბოლო ძალებს იკრებს. თეთრი სახლი ლიბიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ოფიციალურად წყვეტს. უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი კი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, შეჭმით დაემუქრა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. The Wall Street Journal-ის რეიტინგის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დღეს ამბოხის ყველაზე ძლიერი განწყობა კენიაშია. ამ ქვეყანამ 100 ქულა მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა კამერუნმა, მესამე - პაკისტანმა, მეოთხე - ნიგერიამ, მეხუთე კი - ინდონეზიამ. საქართველო 73,4 ქულით მეთვრამეტე ადგილზე მოხვდა. გაცილებით მაღალია ამბოხის შესაძლებლობა აზერბაიჯანში, რომელიც მეათე ადგილზეა. (როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში და იქ ქვეყნის უმაღლეს პირებთან შეხვედრა–კონსულტაციები საკმაოდ დროულია). რუსეთმა კი რეიტინგში მე-40 ადგილი დაიკავა. რეიტინგის შემდეგენელთა აზრით, ამბოხის განწყობა ყველაზე დაბალი შვედეთშია. სანამ მედია ამ ტიპის რეიტინგებს ადგენს, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ბოლო ძალებს იკრებს ქალაქ ტრიპოლის შესანარჩუნებლად. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტრიპოლი ფაქტობრივად ერთადერთი ქალაქია, რომელიც კადაფს ემორჩილება. ქალაქის მთელ პერიმეტრზე ტანკები დგანან, რომელაც ტრიპოლში ოპოზიციური ძალების შესვლა უნდა შეაკავონ. ქალაქის ქუჩებში კი მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან, რომლებიც ცეცხლს უხსნიან ყველას, ვინც საეჭვოდ მოეჩვენებათ. შედეგად კი ტრიპოლში დემონსტრაციები საერთოდ არ იმართება. BBC–ის ცნობით, ოპოზიცია ქალაქ ტრიპოლში შესვლას ამ დრომდე ვერ რისკავს. თეთრმა სახლმა ლიბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად გაწყვიტა. ამერიკის ხელისუფლება ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს. ბარაქ ობამას პრესმდივნის, ჯეი ქარნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კადაფიმ გასცა ბრძანება, მკაცრად ჩაეხშო მოწინააღმდეგეების გამოსვლები, მან საბოლოოდ დაკრგა ხალხის ნდობა. ამასთან, ამერიკამ ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დააასრულდა და ტრიპოლში საელჩოც დახურა. როგორც ჩანს, ლიბიაში მიმდინარე პროცესებს უგანდაში „კარგი ანალიზი“ გაუკეთეს და „შესაბამისი დასკვნებიც“ გამოიტანეს. კერძოდ, უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, არც მეტი არც ნაკლები შეჭმით დაემუქრა. ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება. მუსევენიმ ბესიჯეს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაკრიტიკების კომენტირებისას განაცხადა: „ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“. საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები უგანდაში 20 თებერვალს გამოცხადდა. არჩევნებში მუსავიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 68 პროცენტი მიიღო. ბესიჯეს კი მხარი 26-მა პროცენტმა დაუჭირა. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბესიჯემ ხალხს მიმართა და არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა. მან უგანდელებს პრეზიდენტის ჩამოგდებასა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. მუსევენი, რომელიც ამჟამად 66 წლისაა, ხელისუფლებაში უკვე 25 წელია იმყოფება. აღსანიშნავია, რომ კანიბალიზმი უგანდის პოლიტიკურ სპექტრში სიახლე არ არის. ყველაზე ცნობილი კანიბალი პრეზიდენტი ადი ამინი იყო, რომელიც ქვეყანას 70 –იან წლებში მართავდა. გავრცელებული ვერსიით, ამინს, რომელიც ყველაზე პირსისხლიან დიქტატორად მიიჩნეოდა, რეგულარულად კვებავდნენ ადამიანის ხორცით. მას განსაკუთრებით თავისი პოლიტიკური ოპონენტები ხიბლავდა. კანიბალიზმი ჩვენგან შორს იყოს და რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა, როგორც პროტესტის ფორმა, საქართველოსთვის უპრეცენდენტო მექანიზმია, რომელიც შესაძლოა, მნიშვნელოვან პროცესში გადაიზარდოს. როგორც „პირWელს“ საყვარელიძემ განუცხადა, აქამდე საქართველოში პროტესტის ის ფორმა გამოიყენებოდა, რომელიც ქუჩის აქციებს გულისხმობს, გაფიცვა კი, როგორც აგრესიული ფორმა, მასშტაბურ სახეს პირველად იძენს. ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გაფიცვა, როგორც მექანიზმი სხვა ქვეყნებში არაერთხელ ყოფილა სოციალური აქციების წინაპირობა. „ის, რომ დღეს ქალაქი ფაქტობრივად პარალიზებულია, მოქალაქეებზე მძიმედ აისახა. სამოქალაქო ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, ხოლო გაფიცვის მექანიზმი - საქართველოსთვის უპრეცედენტო. თუ კი საზოგადოება მიხვდება მიზეზს, რომელიც ამ მძიმე სურათს უდევს საფუძვლად და რომელიც მესაკუთრემდე მიდის, შესაძლოა, ეს გაფიცვა მნიშვნელოვანი პროცესების დაწყებაში გადაიზარდოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარია და ამ დროს ხალხი პასიურია, შესაძლოა, არც არაფერი მოხდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 28 თებერვლამდე გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის საფასურისა და გეგმიური გადასახადის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ. ამ ფონზე კი, IRI-მ აღიარა, რომ „თვის დროზე საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციები ბუშის ადმინისტრაციის მიერ იყო კულტივირებული“. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელი ლორნ კრეინერი აზერბაიჯანს იმ ქვეყნების რიცხვში ასახელებს, რომლებიც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა დააზარალოს. „ახლო აღმოსავლეთის მოვლენებიდან დასკვნები ყველა ქვეყანამ უნდა გამოიტანოს. ტუნისის მოვლენებმა ბევრი გააოცა. იქ ეკონომიკური მოდერნიზაცია ძირითადში ქალაქებს შეეხო, თუმცა მას პოლიტიკური რეპრესიები და კორუფციის გაძლიერება ერთვოდა თან. ეს სიტუაცია გასაღები და მინიშნებაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ანალოგიური პრობლემები არსებობს, მაგალითად - ყაზახეთისა და ჩინეთისთვის, ან ავტოკრატიული მმართველობის ქვეყნებისთვის, როგორიცაა აზერბაიჯანი და ვენესუელა“, - განაცხადა კრეინერმა „Contact.az“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტუნისში მოვლენები ხელისუფლების უსამართლობისა და მოქალაქეთა უფლებების უპატივცემულობის მიმართ მოსახლეობის პროტესტის სახით დაიწყო და არა როგორც რევოლუცია დემოკრატიისთვის“. „სწორედ უსამართლობის გრძნობამ მისცა ბიძგი ფართო მასების პროტესტს და პოლიტიკური სისტემის ცვლილების მოთხოვნას“, - განმარტავს კრეინერი. ამ კონტექსტში იგი ყირგიზეთის გასული წლის აპრილის მოვლენებსაც იხსენებს და ირწმუნება, რომ „აშშ-ს იქაურ ოპოზიციასთან კავშირი არ ჰქონია“. „მეტიც, ხელისუფლებაში მოსულთა ნაწილი ჩიოდა, რომ აშშ-ის საელჩო ბიშკეკში მათ რამდენიმე თვის თუ წლის განმავლობაში არ ხვდებოდა. ამ პოლიტიკის შედეგად ვაშინგტონი შიშობდა, რომ ახალი ხელისუფლება ავღანეთის ოპერაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ავიაბაზა „მანასიდან“ აშშ-ის განდევნას გადაწყვეტდა, თუმცა საბედნიეროდ, ამერიკულმა მხარემ ახალი ხელისუფლების საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომის აუცილებლობაში დაარწმუნა“, - აღნიშნა კრეინერმა. მისივე თქმით, „პრაგმატიკოსები საზღვარგარეთის ქვეყნებთან ამერიკის ურთიერთობაში სტაბილურობის პრიორიტეტს აღნიშნავენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ს რიგი საკითხების იგნორირება უწევს, თუმცა ერაყის შემდეგ ამ მიდგომამ სერიოზული კრიტიკა მიიღო“. „სამწუხაროდ, ავტორიტარულ ხელისუფლებებთან მჭიდრო კავშირი აშშ-ის ინტერესებს არ ემსახურება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტორიტარულ ხელისუფლებებთან ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად აუცილებლად დაიგეგმოს ის დღე, როდესაც მათ ჩამოგდებას შეძლებენ და მათი დახმარება, ვინც შეიძლება, ეს ხელისუფლებები შეცვალოს. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ცალკეულ პიროვნებებს და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც სამომავლოდ გარდამავალი პროცესის ნაკლებ მტკივნეულობას უზრუნველყოფენ. ეს დაზღვევის ერთგვარი ფორმაა გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკული ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - თვლის კრეინერი. ახლო აღმოსავლეთის მოვლენების შედეგებზე საუბრისას მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს რეგიონზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. „როდესაც დემოკრატია მყარდება იმ ქვეყნებში, რომლებიც მას პირველად განიცდიან, შედეგები ყოველთვის არაპროგნოზირებადია, სამომავლო პარამეტრები კი - ძნელად განსასაზღვრი. მე მუდმივად იმედგაცრუებული ვიყავი იმის გამო, რომ ჯორჯ ბუში 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ პაკისტანში პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას იგნორირებას უწევდა. როგორც კი მუშარაფის ხელისუფლებამ ჩამოშლა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ვინ შეიძლება, გახდეს მისი მემკვიდრე, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას დაამყარებს და ამერიკული ინტერესების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციამ აქედან დასკვნები გამოიტანა: საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, მაგალითად, ბუშის ადმინისტრაცია მონდომებით ზრდიდა ახალი თაობის ლიდერებს, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების შესაცვლელად მზად იქნებოდნენ“, - დასძინა კრეინერმა. presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98.jpg“ქართული პარტიის” ერთერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, “ქართული პარტია” მალე აქტიურ ბრძოლას დაიწყებს სააკაშვილის ხელისუფლების გასაშვებად. “ჩვენ ვერ შევეგუებით იმ უსამართლობას და უკანონობას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დაამკვიდრა საქართველოში. ჩვენ ვერ შევეგუებით ელიტურ კორუფციას, რომელიც დღეს გაბატონებულია ქვეყანაში“, – განაცხადა „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 26 თებერვალს პარტიის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე. სუბარის თქმით, მმართველი რეჟიმი კანონებს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იღებს. ამის მაგალითად „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის იმ მუხლებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 6 თვით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა კი 10 თვით ხანგრძლივდება. „როდესაც პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას დავასრულებთ, და ამას კიდევ ერთი-ორი თვე დასჭირდება, დავიწყებთ აქტიურ ბრძოლას სააკაშვილის ხელისუფლების ვადაზე ადრე გასაშვებად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. Share View the full article
-
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სირიას "იახონტის" ტიპის სარაკეტო კომპლექსს მიაწვდის, ისრაელი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას განაახლებს . ამის შესახებ ისრაელის მმართველი კოალიციის "ლიქუდის" თავმჯდომარე ზეევ ელკინმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა.რუსეთმა სირიისთვის "იახონტის" ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება 2007 წელს გააფორმა. ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ ისრაელი და აშშ გამოდიან. ულტრაბგერით რაკეტებს შეუძლიათ, ხმელეთიდან და ზღვიდან მოწინააღმდეგის გემები 300 კილომეტრის რადიუსშ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტი საფრანგეთისაგან შესყიდული ოთხი შვეულმფრენმზიდი „მისტრალიდან“ თავის განკარგულებაში მიიღებს როგორც მინიმუმ ერთს მაინც. მისი მიზანი იქნება კურილიის კუნძულების შემოგარენის „უსაფრთხოების უზრუნველყოფა“. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ აცნობა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა.მაკაროვმა განაცხადა, რომ „შვეულმფრენმზიდი გემის „მისტრალის“ წყნარ ოკეანეში განთავსება შემთხვევითი არაა. ამა წლის 9 თებერ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ცხინვალში მცირეწლოვანთა კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილებოდა ქალაქის სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის პრობლემები. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, თათბირის მონაწილეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ოკუპირებულ რეგიონში ,,აუცილებელია სპეციალური დაწესებულების (კოლონიის) გახსნა, რათა იქ განთავსდეს მოსწავლეთა ის კატეგორია, რომლებიც საზოგადოებისაგან იზოლაციას ექვემდებარებიან” ან ,, სამთავრობო დონეზე მიღწეულ იქნეს შეთანხმება ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების მესვეურებთან და გავიყვანოთ ისინი იქ არსებულ ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
1 კვირის წინ ჩემი ლამაზი, გრძელი თმა შევიჭერი. რატომო ვინც მკითხა, ყველასთვის მქონდა ერთი დიდი, მსუქანი სიმართლე: გამიფუჭდა! მიუხედავად ჩემი მოვლა-პატრონობის, ყურადღების, მცდელობების და უამრავი მართლა ეფექტური და ძვირფასი პროდუქტის გამოყენებისა, თმის ბოლოები მაინც გაიყო, დაიწვა, გახუნდა და ა.შ. უნდა ვაღიაროთ, რომ დრო და დრო თმა მაინც შესაჭრელი ხდება. თავი რომ დავანებოთ ქიმიურ საღებავებს, რომლითაც ჭაღარის ოსტატურად დაფარვას ვცდილობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სამყაროში ჰაერიც კი მოწამლულია. თმაზე ზემოქმედებას ახდენს მზე, წვიმა, თოვლი, ქარი – ყველაფერი! თვით ის წყალიც კი, რომლითაც შხაპს ვიღებთ ზოგან ზემდეტად ხისტია, ზოგან კი ზედმეტად რბილი. ამას კი თურმე ის საზოგადო შეცდომებიც ემატება, რომელთაც ჩვენ თვითონვე ვუშვებთ თმის მოვლის პროცესში და მათი თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელი ყოფილა. ეს შეცდომები კი ზუსტად მაშინ ხდება როცა: 1. დიდხანს წელავ შეჭრებს შორის პერიოდს. თუ შენი სტილი მართლა მოგწონს, მაშინ ვარცხნილობა მინიმუმ ექვს კვირაში ერთხელ უნდა განაახლო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ სტილისტს გაუჭირდება წინა ვარცხნილობის გამეორება. 2. თმას იბან ყოველ დღე. რა თქმა უნდა სუფთა თმა სასიამოვნოა, მაგრამ ხშირი დაბანა აშრობს თავის კანს და აღარიბებს მას ბუნებრივი ცხიმისგან, რომელიც აუცილებელია თმისთვის. საუკეთესო გამოსავალია ყოველ ორ დღეში ერთხელ დაბანა და შამპუნის შემდეგ კონდიციონერის გამოყენება. 3. ფენი ყოველთვის ჩართული გაქვს მაქსიმალურ სიმხურვალეზე. გლუვ ვარცხნილობას სიმხურვალე კი არ წარმოქმნის, არამედ – ჰაერის ნაკადი. მაქსიმალურ სიმხურვალეზე დაყენება თმას ხშირად წვავს ან/და წვრილად ახვევს (frizz). ჩართე ფენი თბილ ან სულაც გრილ ჰაერზე და უბრალოდ ოდნავ მეტი დრო დაუთმე თმის გაშრობას. http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/02/frizzy-hair.jpg Frizz | Non-frizz 4. ერთდროულად იყენებ თმის ლაკს და ცხელ უთოს. იცოდი, რომ თმის ლაკი შეიცავს ალკოჰოლს, რომელიც ძალიან სწრაფად იწვის? წარმოიდგინე რა შეიძლება მოუვიდეს თმას, რომელზეც ლაკი გაქვს შესხურებული და თან ცხელ უთოს ჩამოუსვამ. თმის დავარცხნისას გამოიყენე თმის თერმულად დამცავი საშუალებები ხოლო ლაქი მხოლოდ ვარცხნილობის დასრულების შემდეგ შეისხურე. 5. იყენებ დამატენიანებლის ზედმეტ დოზებს. თმის სუპერ-დამატენიანებელი პროდუქტების გამოყენების ცდუნება დიდია, თუმცა შეიძლება ერთ დღესაც ამ პროდუქტებმა უსიცოცხლო, გამოფიტულ კულულები შეგატოვოს თავზე. ყოველ დილით თითო მსუბუქი შეხება თმის დაზიანებულ ბოლოებზე, რომლებიც ლოგიკურად ყველაზე “ბებერია”, სრულიად საკმარისია თმის დოზირებულად დატენიანებისთვის. დაიმახსოვრე, რომ თმის ძირები ისედაც ყოველთვის ტენიანია, თავის კანის ბუნებრივი ცხიმების წყალობით! 6. თმას იღებავთ მთლიანად, მაშინ როდესაც მხოლოდ ძირები გაქვს შესაღები. თუ უბრალოდ ამოზრდილი ძირების შეღებვა გსურთ, არ არის აუცილებელი საღებავის მთელს სიგრძეზე წასმა და ერთხელ შენაღები თმის კიდევ მეტად დატვირთვა ზედმეტი ქიმიური ზემოქმედებით, რამაც შესაძლოა თმის გამოფიტვა გამოიწვიოს. 7. ყურადღებას არ აქცევ “ჩოლკას”. “ჩოლკა” ისეთ დიდ ზეგავლენას ახდენს ვარცხნილობაზე, რომ მისი აზრზე მოყვანის გარეშე ტარება კიდევ მომდევნო 2 თვე წარმოუდგენელია. ექსპერტები “ჩოლკის” შესწორებას მინიმუმ სამ კვირაში ერთხელ რეკომენდირებენ. წარმატებებს გისურვებთ თმის მოვლაში, ეს კი ჩემი ახალი ვარცხნილობა: http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/02/Sweet_new_hairstyle.jpg ჰმმ... მგონი გავხდი კიდეც ცოტა... http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/WXx-f6fhQtc ეწვიეთsweet.ge
-
მეცნიერებმა შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, გაარკვიეს, რომ ორალური სექსი ყელის კიბოს ძირითადი მიზეზია. მათი მონაცემებით, ორალურ სექსს ისეთივე რისკები სდევს, როგორც ვაგინალურ სექსს, მათ შორის, პაპილომის ვირუსი. გაზიარება [17:19 25-02-2011] http://3.bp.blogspot.com/-kyJh7_QqeDg/TWesB8wWY8I/AAAAAAAAEbE/tVskOyiivwk/s200/oral.gifდღეისათვის ამ ვირუსის გადაცემა ორალური სექსის გზით 50 წლის ამერიკელების ყელისა და ხორხის კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზია. ექსპერტები აცხადებენ, რომ პაპილომის ვირუსის ინფექცია, რომელიც დაუცავი სექსისას ვრცელდება, უკანასკნელ ათწლეულებში უკვე თამბაქოსაც უსწრებს პოტენციური მომაკვდინებელი კიბოს დაავადებების თვალსაზრისით. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 1974 წლიდან 2007 წლამდე ორალური სექსის შემთხვევები 25%–ით არის გაზრდილი ძირითადად თეთრ მამაკაცებში, ― აცხადებს ოჰაიოს შტატის კოლუმბუსის უნივერსიტეტის პროფესორი მაურა გილისონი, რომელიც პაპილომა–ვირუსისა და კიბოს კვლევებით უკანასკნელი 15 წელია დაკავებული. ვაშინგტონში, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაციის სხდომაზე გამოსვლისას გილისონმა განაცხადა: „მთავარი ფაქტორია პარტნიორთა რაოდენობა, რომლებთანაც ადამიანს ორალური სექსი ჰქონდა. პარტნიორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად რისკიც იზრდება“. პაპილომა–ვირუსის გავრცელებას ადრე თამბაქოსა და ალკოჰოლს უკავშირებდნენ, მაგრამ გილისონი მიიჩნევს, რომ ორალური სექსი გაცილებით უფრო სარისკოა, ვიდრე ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება. პაპილომა–ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს 70%–ის გამომწვევია. 2008 წლიდან ამ ვირუსზე ვაქცინაცია მხოლოდ 12–13 წლის გოგონებს უტარდებათ. გილისონი აცხადებს, რომ ბიჭები ასევე რისკის ქვეშ არიან. იგი დარწმუნებულია, რომ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ბიჭებსაც უნდა ჩაუტარდეთ. პაპილომა–ვირუსი დნმ–ს ვირუსს წარმოადგენს, რომელიც კანსა და ლორწოვან გარსს ასნებოვნებს. დღეისათვის ამგვარი ვირუსის 100 ტიპია გამოვლენილი. პაპილომა–ვირუსის 30–40 ტიპი სქესობრივი გზით გადადის და არაჯანსაღი სექსუალური პრაქტიკის შედეგია, რომელსაც სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა და მოზარდთა ადრეული სექსი განაპირობებს. tribuna.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
polity.ge ამერიკის დაცემა და მშვიდობა კავკასიაში
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/saqartvelos-ruqa-2.jpgგასულ კვირას ორი შესანიშნავი დოკუმენტის გამოქვეყნება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მათთვის, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს და ცენტრალური აზიის უსაფრთხოებას. პირველი, უფრო ხმაურიანი დოკუმენტი სახელწოდებით „აშშ-ს უფრო აქტიურ დამოკიდებულებაზე საქართველოს კონფლიქტების მიმართ“, რომლის ავტორებიც არიან სემუელ ჩარაპი და კორი ველტი, Center for American Progress-მა, მემარცხენე მიმართულების კვლევითმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. polity.ge -
http://www.polity.ge/images/catalog/blog/levan_nasrashvili/ruseti-amerika.jpgმიუხედავად იმისა, რომ ცივი ომი ოცი წლის წინ დასრულდა, დამარცხებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრამვიდან რუსეთი ჯერ კიდევ ვერ გამოდის, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დაკარგული იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს. polity.ge
-
polity.ge ევროპული გაზსადენის ფასი ორჯერ იზრდება
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/milsadeni.jpgBP-ის მიერ ხარჯების ხელახლა დათვლის გამო, 2 000 მილის გაზსადენის მშენებლობის გეგმას, რომელმაც რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, საფრთხე ემუქრება. polity.ge -
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმები პუბლიკავ. მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი სეტი, რომელიც უნდა დამეკრა Lisi lake open ari-ზე. ეს ფართი ობიექტურ/სუბიექტურ/კოსმოსური მიზეზების გამო არ გამოგვივიდა, ამიტომ სეტის ჩაწერაც დამაგვიანდა. თუმცა ის მაინც აქაა და შეგიძლიათ დატკბეთ მისი სმენით. ტრადიციულად, მიქსკლაუდის ფლეერი არ ჯდება პოსტში, ამიტომ დააჭირეთ ქოვერს ან ლინკს და გადახვალთ თავად სეტზე. იქ კი ყველაფერი [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1976&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტის გვარი, მსოფლიოს სხვა პოპულარული პოლიტიკოსების მსგავსად, "სიმფსონების" სერიალში მოხვდა. გაზიარება [23:20 21-02-2011] http://4.bp.blogspot.com/-tznzMaY4MvM/TWK6nPHPjYI/AAAAAAAAEa0/LJOxcMxYb0k/s200/b4adca32f667fa8824d3f7c9e867a38e.jpgსერიალის 22-ე სეზონის მე-14 სერიის მიხედვით, სააკაშვილის გვარი "ოქროს გლობუსზე" წარდგენილი ნამუშევრის სათაურში ფიგურირებს. სცენარის მიხედვით, სერიამ - "სააკაშვილის გაზაფხული" ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა და მას ბარტ სიმფსონის "გაბრაზებულმა მამამ" აჯობა. ამასთან, "სააკაშვილის გაზაფხული" სადისტურ მულტფილმს ერქვა, სადაც ომით დანგრეულ ქალაქში ერთი შავი ტანკი ბავშვებს ხოცავს... interpressnews.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
მსახიობი შორენა ბეგაშვილი, უახლოეს მომავალში ფართო აუდიტორიის წინაშე, ჟურნალისტის ამპლუაში წარსდგება. ჩვენთან საუბრისას, არ აკონკრეტებს ტელეარხს, რომლის ეკრანზეც ის და მისი გადაცემა გამოჩნდება, თუმცა ღიად საუბრობს თავის სურვილებსა და გეგმებზე. მსახიობი არც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებს თვალს და არც საყვარელი პოლიტიკოსი ჰყავს. გაზიარება [შორენა გოგოლაძე. 21:57 21-02-2011] http://3.bp.blogspot.com/-ZXvQ3PMPA6o/TWKmYvNUMeI/AAAAAAAAEas/4pHQa7iCKu8/s200/shoren.gifმოკლედ, ჯერ ქართულ ჟურნალისტიკას და მერე ქართულ პოლიტიკას ბეგაშვილიღა აკლია. არ ამბობს, მაგრამ ეტყობა შორენა ჩიჩოლინას ნაკვალევზე აპირებს სიარულს. ასე რომ, არ გაგვიკვირდება, მომავალ არჩევნებამდე, რომელიმე პარტიის სახელით, თბილისის ქუჩებში ტიტლიკანა ბეგაშვილი დავინახოთ, ბუკლეტებით ხელში. ვიდრე, შორენას ამბიციებს წავულეკივართ, თავად მისგან გავიგოთ, კიდევ რას აპირებს ქართული სექსის მთლად “დედა” თუ არა, “ბიცოლა” მაინც. ,,პრესა.ჯი’’ შორენა ბეგაშვილს ესაუბრა. რას საქმიანობს ამჟამად შორენა ბეგაშვილი? – ახალ პროექტებზე ვმუშაობ, არის როგორც სამსახიობო როლები, ასევე მაქვს ახალი სატელევიზიო პროექტი. რას გულისხმობს სატელევიზიო პროპექტი და რომელ არხზე იხილავს უახლოეს მომავალში საზოგადოება შორენა ბეგაშვილს? – მე ვიქნები ჟურნალისტი ერთ-ერთ არხზე. ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ გეგმაშია ახალი გადაცემა წავიყვანო. თემატურად ვერ განვიხილავ ამ საკითხს, ვინაიდან ჯერ მხოლოს იდეისა და მცირე სამუშაოს დონეზეა ეს ყველაფერი. როდისთვის წარსდგებით ფართო აუდიტორიის წინაშე, უკვე ჟურნალისტის ამპლუაში? – უახლოეს მომავალში. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო ახალი გადაცემის შესაქმნელად. ჩვენ სწორედ ახლა, ამ მუშაობის პროცესში ვართ. რა პროფილის იქნება ეს გადაცემა, ხომ არ შეცვლის შენს იმიჯს? – თემატურად შეცვლილია და არ გავს ,,ღამე შორენასთან’’-ს. განსხვავებული შინარსისა და სტილის გადაცემა იქნება. პოლიტიკას ხომ არ უკავშირდება? – არა პოლიტიკას არა, თუმცა არც ისეთ თემებს, რაც სექსს ეხება. ეს უფრო რეალისტური და აქტუალური გადაცემა იქნება. გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ შესაძლოა ერთ დღეს, შორენა ბეგაშვილი გახდეს პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი?– რატომაც არა? დიდი სიამოვნებით. ჩემი ახალი გადაცემა, უკვე მეორე მცდელობაა ჟურნალისტიკაში აქტიურად ჩართვისა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟურნალისტები ხშირად პროფილს იცვლიან, არაა გამორიცხული პოლიტიკური თოქ-შოუც წავიყვანო ოდესმე. გარდა ამისა, მე ვარ მსახიობი და რასაც დამიკვეთავენ, იმას ვასრულებ. დაკვეთაში ვგულისხმობ ტელევიზიების ხელმძღვანელებსა და პროდიუსერებს. თუნდაც გადაცემა სექსზე, ჩემი ერთ-ერთი როლი იყო. უნებრივია, ვერ ითამაშებ, როცა პოლიტიკურ გადაცემას წაიყვან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთებასაც მოვახერხებ. ქართულ პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებ თვალს? – აქტიურად არა, თუმცა საინფორმაციო გამოშვებას იშვიათად მაინც ვუყურებ. თუ გყავს საყვარელი პოლიტიკოსი მამაკაცი საქართველოში? – არა, ასე გამორჩეულად არავინ მყავს. არ ვარ ჩართული ამ პროცესებში და ამიტომ მათ ნაკლებად ვიცნობ. რომ ვიყო პოლიტიკის აქტიური გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, მეც მეყოლებოდა ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსი. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სწორედ ხელოვანი ქალები მიდიან პოლიტიკაში, ხომ არ არის მოსალოდნელი მომავალში შორენა ბეგაშვილი პოლიტიკოსის სტატუსით ვიხილოთ? – გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არა. ძალიან აქტუალურია თქვენი დაქორწინების საკითხი, აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას? – ვერც კის გეტყვით და ვერც არას. იმდენად უმართავია ჩემი ცხოვრება, რომ ზუსტად გათვლილი არაფერი მაქვს. არც გათხოვების საკითხია დაგეგმილი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი რჩეული მამაკაცი, არის ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს... – უკრაინელი გახდა? რა, უკრაინელი არ არის. პირადზე არ მიყვარს კომენტარები. არის თუ არ თქვენი მომავალი მეუღლე ქართველი? – მთავარია რომ შემიყვარდა, ძალიან მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ არა. ამას მე ყველაზე ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. მთავარია, რომ მასზე შეყვარებული ვარ. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
21 თებერვლიდან 28 თებერვლამდე აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება. აფხაზეთის ტერიტორია უკვე დაიყო უბნებად. მთლიანობაში, შექმნილია 680 დამთვლელი… ლინკი მედიანიუსზე