planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/HosniMubarak-150x150.jpgჰოსნი მუბარაქმა ოჯახთან ერთად, ქაირო დატოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია “ალ-არაბია” იუწყება. მათი ინფორმაციით, იგი ისევ აგრძელებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას “ალ-ჯაზირას” ცნობით კი, ეგვიპტის არმიამ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების პირობად ქვეყანაში არეულობის დასრულება დაასახელა. ტელეარხის პირდაპირი ეთერში არმიის უმაღლესმა საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, გააუქმონ კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში უკვე 25 წელია მოქმედებს. საბჭოს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მაშინვე გაუქმდება, როგორც კი ეგვიპტეში მღელვარება შეწყდება. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. მათივე თქმით, გარდამავალ პერიოდში წესრიგს და უსაფრთხოებას დაიცავენ და არ დაიწყებენ იმ ადამიანების დევნას, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩაში გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები ეგვიპტეში უკვე სამი კვირაა გრძელდება. შედეგად, 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრას ხვალ გამართავს. მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/kvezereli-21-150x150.jpgსოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სასურსათო ფასების მატებასთან დაკავშირებით, საიმედო პროგნოზებს ვერ აკეთებს. როგორც აგრალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, როცა მთელს მსოფლიოში მოსავალი უკვე აღებულია, ფასებზე ზემოქმედება ძნელია. მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების პროგრამები ხორციელდება. თუმცა, მსოფლიოში ყველა მთავრობას ასეთი პროგრამები ძალიან ლიმიტირებული აქვს. ,,სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს საკმარისი მარაგები აქვს, მათ შორის, ხორბლის მარაგის – 119 ტონა არსებობს. თუმცა, ერთი ტონა ხორბალი მსოფლიოში უკვე 30 დოლარით გაძვირდა და ეს იწვევს სხვადასხვა სახის პროდუქტზე ფასების ზრდას’’, – აღნიშნა კვეზერელმა. ამასთან, მინისტრი შაქრის ფასთან დაკავშირებით, ვერანაირ დამამშვიდებელ პროგნოზსს ვერ აკეთებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ბირჟაზე იგი 90%-ით გაძვირდა. რაც შეეხება სხვადასხვა პროდუქტზე დეფიციტს, კვეზერელის შეფასებით, სხვადასხვა რეგიონში დეფიციტი პანიკით იყო გამოწვეული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/TurkeTis-droSa-150x130.jpgთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ახმეთ დავით ოღლუ ბათუმს ეწვია. დავით ოღლუს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დახვდა. დღესვე გაიმართება ოფიციალური შეხვედრა ლევან ვარშალომიძესა და ახმეთ დავითოღლუს შორის. თურქეთის დელეგაცია, ხვალ თბილისში ჩამოვა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/iusticiis-150x150.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის დელეგაცია სტუმრობდა. იუსტიციის სამინისტროში უცხოელი სტუდენტები იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდნენ, დაათვალიერეს იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობა და სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა თავის მხრივ, ევროპელ სტუდენტებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები წარუდგინეს. მომსახურების სფეროში დანერგილი სიახლეები ევროპელ სტუდენტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ხოლო, არასრულწლოვანთა განრიდების, „ჩემი უფროსი მეგობრის“, სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო გიგაურმა გააცნო. შეხვედრა სამინისტროში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) პრეზიდენტთა საერთაშორისო სამიტის ფარგლებში შედგა. ახალგაზრდული სამიტის მიზანია ქართველი სტუდენტების დაახლოება ევროპელ ახალგაზრდებთან, მათთვის საქართველოს კულტურული და ტურისტული შესაძლებლობების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაცნობა. ელსა-ს პრეზიდენტების საერთაშორისო სამიტი თბილისში სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ის 10 თებერვალს გაიხსნა და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 50-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ელსა) საერთაშორისო, დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ქვეყნების იურისტ სტუდენტებს აერთიანებს. ასოციაცია 1981 წლის 4 მაისს ვენაში შეიქმნა. დღეისათვის, ასოციაცია ორმოცი სახელმწიფოს 30 000-მდე ახალგაზრდა იურისტს აერთიანებს. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი 2008 წელს გახდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/abiturientebi-150x150.jpg2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ინტერნეტ რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია გამართეს. ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან. ასევე, აბიტურიენტებს შეუძლიათ საკუთარ სკოლებში (სკოლადამთავრებულებმა რესურსცენტრებში) შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა. 14 თებერვლიდან, ონლინე რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge an online.naec.ge. აგრეთვე, 14 თებერვალს საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყება. მსურველები ინტერნეტით უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის პროცესი 25 მარტს შეწყდება. იხილეთ epn.ge
-
დღეს ბრიტანელმა მოსამართლემ განაცხადა, რომ მას დრო ჭირდება, „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის შვედეთში ექსტრადიციის საკითხი რომ გადაწყვიტოს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters–ი ავრცელებს. მოსამართლე ჰოვარდ რიდლმა ასანჟის ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო განხილვა 24 თებერვლისთვის დანიშნა. 39 წლის ჯულიან ასანჟი, რომელმაც შეერთებული შტატების მთავრობა თავის ვებ–გვერდზე აშშ–ს დიპლომატების საიდუმლო მიმოწერების გამოქვეყნების გამო განარისხა, შვედეთში სექსუალური დანაშაულის ნიადაგზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო იძებნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?NrArticle=4550&NrImage=1 ტელეკომპანიები "ალ არაბია" და "ალ ჯაზირა", ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებიან, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი ამჟამად კურორტ შარმ ელ შეიხში იმყოფება. მისი ადგილსამყოფელის შესახებ მედიასაშუალებებში ამ წუთამდე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. "ალ არაბიას" ცნობით, მუბარაქი ქაიროდან სამხედრო თვითმფრინავით, ოჯახთან და სამხედრო ძალების ხელმძღვანელთან ერთად, გაფრინდა. ამ წუთებში ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში ანტისამთავრობო პროეტესტის მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ტელეარხ "ალ ჯაზირას" ცნობით, საპროტესტო ტალღის ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრა, თუმცა რეზიდენციამდე მისასვლელი გზები ეგვიპტელ სამხედროებს ტანკებით აქვთ გადაკეტილი. საპროტესტო ტალღა დაიძრა ასევე სახელმწიფო ტელეარხის შენობისკენ, რომელსაც სამხედროები გაძლიერებულად იცავენ. ტელეარხის შენობა უკვე ალყაში აქვთ მოქცეული ოპოზიციურ ძალებს, მაგრამ შეჭრას ჯერ ვერ ახერხებენ. ეგვიპტური გამოცემა Ahram Online წერს, რომ ქალაქ სუეცში ოპოზიციურმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ათამდე სამთავრობო დაწესებულებას. მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ალექსანდრიაში, სადაც ქუჩაში ხალხის შესაჩერებლად სამხედრო ტექნიკაა გამოყვანილი. ხალხი ეგვიპტის პრეზიდენტის დაუყვონებლივ გადადგომას უკვე მეთვრამეტე დღეა მოითხოვს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ინგლისისა და იტალიის ნაკრებების მორაგბეთა დაპირისპირებით გაიხსნება ექვსი ერის გათამაშების მეორე ტური. ეს შეხვედრა შაბათს, ლონდონში, თვიქენჰემზე ჩატარდება. ამავე დღესაა დაგეგმილი მეორე მატჩიც - შოტლანდიისა და უელსის. მათ შერკინებას ედინბურგის მარიფილდის სტადიონი უმასპინძლებს. იხილეთ tabula.geზე
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/1270046323_ggg.jpgსაპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი ისრაელის გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით, ებრაელ ბიზნესმენებთან მომხდარ სკანდალს უკავშირებით. როგორც გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ, ისრაელმა საქართველო სახიფათო სახელმწიფოების რიცხვი ებრაელი ბიზნესმენების დაკავების გამო შეიყვანა, რომელმაც მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ბიზნესსაზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ებრაელი ბიზნესმენების ფუქსისა და ფრენკელის პროცესი, რომლებიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოსყიდვის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილნი. ამასთან, ისრაელის ანტიტერორისტულმა ბიურომ საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98.jpgისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა . ამის შესახებ “კურსორ ინფო” იუწყება. ტერორიზმთან ბრძოლის სახელმწიფო შტაბის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ეგვიპტე, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, კოტ-დივუარი, მალი, მავრიტანია და ვენესუელა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />უსაფრთხოების სამსახურები ისრაელის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში სტუმრობისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. ისრაელის მოქალაქეების მისამართით მოსალოდნელი ტერაქტების განხორციელების შესაძლებლობაზე, ტერორიზმთან ბრძოლის შტაბი “ჰესბოლას” სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, იმადა მუგნიეს ლიკვიდაციის მესამე წლისთავის მოახლოების გამო ალაპარაკდა. მუგნიე 2008 წლის 13 თებერვალს, დამასკოში მოკლეს. “ჰესბოლა” მის მოკვლაში ისრაელს ადანაშაულებს, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურ თელ-ავივს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. სპეციალისტების აზრით, მუგნიე რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობის შედეგად მოკლეს. IPN Share View the full article
-
ყაბარდო-ბალყარეთის პარლამენტმა თავის რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და საზოგადოებრივი პალატის წევრებიც ესწრებოდნენ, მიიღო მიმართვა ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, საგამოძიებო კომიტეტისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელების მიმართ. მიმართვაში გამოთქმულია თხოვნა «მიღებულ იქნას დამატებითი ზომები ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული სამართალდამცავი ორგანოების გასააქტიურებლად, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და კა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
პარლამენტში დეგეგმილ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით საკანონმდელო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დევიზით - ”ერთი ადამიანი - ერთი ბრალდება”. აქცია დღის 2 საათზე დაიწყო: მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პრეზიდენტისადმი ბრალდებები წერილობით წარმოადგინეს. „შეწყდეს დევნილთა უკანონო გამოსახლება!“- ამ ლოზუნგით მიმართა პრეზიდენტს დღეს დევნილმა მერი ქობალიამ აქციაზე. ”მე გურამიშვილის 64 ნომერში ვცხოვრობ და ჩვენ უკვე მივიღეთ გაფრთხილება გამოსახლებაზე. კორპუსში 22 ოჯახი ვართ, საყოფაცხოვრებო პირობები საშინელია, მაგრამ გასახლებას ისევ იქ ყოფნა გვირჩევნია”,-აცხადებს ქობალია. უმუშევრობასა და მძიმე ეკონომიკური ვითარების შექმნაში ადანაშაულებს პრეზიდენტს გენადი კეკელია: ”მეც უმუშევართა მრავალრიცხოვან ჯგუფს მივეკუთვნები, სააკაშვილი კი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირიქით - ვითარება კიდევ უფრო მძიმდება”. საკუთარი ბრალდება ჰქონდა წარმოდგენილი დღეს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ”კონსერვატიული პარტიის” წევრს ლაშა ჩხარტიშვილს: ”დახვრეტის დაკანონება” – ამ ბრალდებას ვუყენებ მე სააკაშვილს. მისი რეჟიმის წყალობით დაუსჯელი რჩება უამრავი სასტიკი დანაშაული”,-აცხადებს ჩხარტიშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ადგილსამყოფელი ამ წუთისათვის უცნობია, იტყობინება ტელეკომპანია „ალ არაბია“. ადგილობრივ ჟურნალისტებზე დაყრდნობით არაბული ტელეარხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი მუბარაქი ოჯახთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა. ზოგიერთი ეგვიპტური გამოცემა კი წერს, რომ მუბარაქი სამხედრო თვითმფრინავით შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან ერთად კურორტ შარმ ელ შეიხში გადაფრინდა. ასევე, გაჩნდა ვერსია, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი არაბეთის გაერთაინებულ საემიროებში გაემგზავრა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გუშინ დაღესტანის ქალაქ იუჟნი–სუხოკუმსკში ადგილი ჰქონდა მასოვბრივ ჩხუბს რელიგიურ ნიადაგზე. კონფლიქტი მოხდა საღამოს ლოცვების შემდეგ ვახაბიზმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეთა შორის.ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციით, ჩხუბის დროს, რომელშიც 150 კაცამდე იღებდა მონაწილეობას, ზოგიერთმა პირმა გამოიყენა ტრავმატული იარაღი, არიან დაზარალებულები.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ყაბარდო–ბალყარეთში განცხადება გააკეთა ახალმა ორგანიზაციამ "შავი ქორები-ანტივახაბიტები", რომელიც მიზნად ისახავ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/logo.jpgახალგარზდა ლატვიელ ჰომოსექსუალებს ამიერიდან საკუთარი საიტი ექნებათ. პროქეტი Skapis.eu შექმნა ლგბტ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მოზაიკა“, რაშიც მას სორისის ადგილობრივი ორგანიზაცია „ღია საზოგადოება – ლატვია“ დაეხმარა. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია სექსუალობის, სხვადასხვა სქესობრივი იდენტობის შესახებ, ლგბტ მოძრაობის ისტორია, უსაფრთხო სექსისა და აქტიური დასვენების თაობაზე. ინფორმაცია თავმოყრილია ოთხ განყოფილებაში: „მშობლებისთვის“, „ახალგაზრდებისთვის“, „მეგობრებისთვის“ და „მასწავლებლებისა და სოციალური მუშაკებისთვის“. „სახელწოდება Skapis (კარადა) შემთხვევით არ შეგვირჩევია. კარადა ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები ბავშვობაში იმალებიან. ბევრისთვის მოგვიანებით ეს იმ ადგილად იქცევა, სადაც დაფარულია სექსუალური ორიენტაცია ან სქესობრივი იდენტურობა“, – ამბობენ „მოზაიკის“ წარმომადგენლები. ლატვიური ენის გარდა საიტს აქვს რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი სექციებიც. წყარო: ბლოგი ცისარტყელა Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/leibebi02-300x240.jpgკომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრის გაუქმების მოთხოვნით, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერებმა მეტრო “მარჯანიშვილთან” სხვადასხვა სახის ფლაერები დაარიგეს. ამით მათ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშაბათს, 15 თებერვალს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ორგანიზებით “თელასის” ცენტრალურ ოფისთან გაიმართება საპროტესტო აქცია, რითაც “ლეიბორისტები” კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, კომუნალური გადასახადის ერთიანი ქვითარი არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო არ უნდა იყოს. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს. IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/19451-300x220.jpgრუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქართულ პოლიტიკაში მოსალოდნელი ჩართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც “პირWელს” ვასაძემ განუცხადა, იგი ქართულ პოლიტიკაში “არანაირი ფორმით მოსვლას არ გეგმავს”. “პირველი არ ხართ, ვინც ამ კითხვით მიკავშირდება. ეს ინფორმაცია უბრალოდ ჭორია. პოლიტიკაში არანაირი ფორმით მოსვლას არ ვაპირებ”, – განაცხადა “პირwელთან” საუბრისას ვასაძემ. შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსალოდნელი მოსვლის შესახებ დიდი ხანია, არაოფიციალურად საუბრობენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვასაძე პოლიტიკაში ოპოზიციური განწყობით მოდიოდა. ერთ-ერთი ცნობით, იგი “ქრისტიან-დემოკრატებთან” და “ქართულ პარტიასთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/46582.jpgსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დროს ლონდონში ქართველი მაღალჩინოსნების შვილებს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც “პირwელს” ლონდონიდან სარწმუნო წყარომ აცნობა, ქართველებს შორის ინციდენტი ლონდონის იმ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც უწმინდესი და უნეტარესი წირვას აღავლენდა. “წირვის დროს, რომელსაც 1000-მდე ქართველი ესწრებოდა, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვაჟი შალვა ადეიშვილი და “შავნაბადას” ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურის, გენერალ რევაზ ბეჟაშვილის შვილი გიორგი ბეჟაშვილი დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის შელაპარაკება პულიტიკური მოტივით დაიწყო. გიორგი ბეჟაშვილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ექს-მინისტრ თენგიზ გაზდელიანის შვილიშვილი გიგა გაზდელიანი გამოექომაგა, რის შედეგადაც შალვა ადეიშვილი სასტიკად იქნა ნაცემი და მისთვის პირველადი დახმარების ჩატარება გახდა საჭირო. ჩხუბის შეწყვეტა ახლომდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ახალგაზრდებმა მოახერხეს” – აცხადებს წყარო. Share View the full article