Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/alasania114-150x150.jpgირაკლი ალასანია, გურიას სტუმრობდა და გურულებს და არამარტო მათ, სოფლის გაძლიერებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ქართული პროდუქტის წარმოებაზე, ხელმისაწვდომ სამეურნეო ტექნიკაზე და ფინანსებზე, მეცნიერ-მუშაკებს, პროფესორებს, ფერმერებს, გლეხებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და საკუთარ აქტივისტებს, თითქმის სამი საათის განმავლობაში, ესაუბრებოდა. “მაშინ, როცა მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, მილიონ რვაასი ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ფასები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კატასტროფულად იზრდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 900 მილიონით არის განსაზღვრული, ხოლო სოფლის მეურნეობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში, ამჟამად, 62 მილიონია გათვალისწინებული. რა “ქამრების შემოჭერაზეა” საუბარი, როცა პრეზიდენტს საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს და საკუთარი კომფორტისთვის მილიონებს ხარჯავს?!”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ალასანიას განმარტებით, მისი პოლიტიკური ჯგუფის სტრატეგიის მიზანი, აგროსასურსათო დარგის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, აგროსამრეწველო პროდუქციის სტაბილური ზრდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მისივე თქმით, ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი, ტრადიციულ ბაზრებზე, მათ შორის რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება და ახალი ბაზრების ათვისებაა. “ზედმეტია, დეტალურად ვისაუბრო, რა მდგომარეობაშია ჩვენი სოფლები. შვიდი წლის განმავლობაში, პოლიტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სოფლის მეურნეობის მესვეურნი, იყო შემდეგი – რატომ უნდა დავეხმაროთ გლეხს?! რასაც თვითონ აწარმოებს, აწარმოოს, რასაც არა – შემოვიტანთ გარედან. ანუ, ფულის ჩადება, მხარდაჭერა გლეხებისთვის და ფერმერებისთვის არ ხდებოდა. ამას ელემენტარული სტატისტიკაც ცხადყოფს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მხოლოდ 1% იხარჯებოდა. არ არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი არც ერთი დოკუმენტი, რომელშიც იქნებოდა ხელისუფლების ხედვა ამ მიმართულებით. თუ კი, სოფელი არ გავაძლიერეთ, თუ კი გლეხებს და ფერმერებს არ შევუქმენით პირობები, არ ავაღორძინეთ სოფლის მეურნეობა, ვერც უმუშევრობას დავძლევთ და ვერც – სიღარიბეს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 55 პროცენტი დასაქმებული იყო სასოფლო-სამეურნეო სექტორში. მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, მილიონ რვაასი ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ეს მაშინ, როდესაც ფასები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კატასტროფულად იზრდება, შიდა ბაზარს კი შემოტანილი პროდუქციის 80% იკავებს. დღეს კატასტროფული რეალობაა, რომელსაც თვალს არ უსწორებს ხელისუფლება. ჩვენ არამარტო ვაკრიტიკებთ დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას, არამედ ვთავაზობთ ჩვენს ხედვას მათ, თუ როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა,” – თქვა შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ მისი გუნდი გაითვალისწინებს მსოფლიოს წამყვანი სასოფლო-სამეურნეო ქვეყნების გამოცდილებას. “სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. ჩვენ გავთვალეთ და დღეს არსებული ბიუჯეტიდან არის შესაძლებლობა, პირველ რიგში, გამოიყოს სამასი მილიონი და ამ ფონდში ჩაიდოს. მქონდა შეხვედრები მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომლებმაც პირდაპირ მითხრეს, რომ მზად არიან, თუკი ასეთი ფონდი შეიქმნება, ჩადონ ფული. ისინი თვლიან, რომ საქართველოში არ არის გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი და ამბობენ, რომ ამ კუთხით ხელშეწყობა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება. რეგიონებში ურთულეს პრობლემად რჩება წყლით მომარაგება; ნათესი ფართობები განახევრდა – საქართველოში მოყვანილი ხორბალი, 8 წლის წინ, ადგილობრივი მოთხოვნის 35-% აკმაყოფილებდა, დღეს კი მისი წარმოება 5-ჯერ შემცირდა და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 7-%-მდე დაიწია. უნდა მოხდეს ხარისხიანი სასუქისა და შხამქიმიკატების ხელმისაწვდომობა გლეხებისთვის. ჩვენ, ასევე ვსაუბრობთ ტექნიკაზე, რომელიც საკმარისი და ხელმისაწვდომი არ არის. ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება გლეხს 1 000 ლარი უჯდება, რისი საშუალებაც არ აქვთ. სწორედ მის ხელშესაწყობად უნდა შეიქმნას ფონდი. ეს გლეხს მისცემს საშუალებას, გარანტირებულად ჰქონდეს ფინანსური რესურსი – შეღავათიან კრედიტებს ვგულისხმობ,” – აღნიშნავს ალასანია და ქართული ბაზრის დაცვასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე საუბრობს. “ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ბაზარი და ხელი შევუწყოთ ჩვენი პროდუქციის წარმოება-რეალიზაციას. როცა ეს ვთქვი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მითხრა, შენ როგორ აკრძალავ პროდუქციის შემოტანასო? კი არ ავკრძალავთ, ხელს შევუწყობთ საკუთარი, ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია-რეალიზაციას. სწორედ, იმ დროს, როცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს და ამას ჩვენი თანხმობის გარეშე ვერ მიაღწევს, უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ აღდგეს ჩვენი პროდუქციის მის ბაზარზე დაბრუნება. რუსეთის ბაზარი, ერთ-ერთი მსხვილი ბაზარია და ამ ბაზარზე დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მთავარი თემა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაა. მქონდა მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრა ნიუ-ორკში და მითხრეს, რომ თუ ჩვენი პროდუქცია დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, მაშინ მოხდება მისი გატანა სხვადასხვა ბაზრებზე. ანტიმონოპოლიური სისტემით, მსოფლიოში საქართველო 134-ე ადგილზეა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესის წამოწყების კუთხით, საქართველო პირველ ადგილზეაო. შეიძლება, პირველ ადგილზეა – მიხვალ და დაარეგისტრირებ, მაგრამ შემდეგ ნაბიჯს ვეღარ გადადგამ,” – დასძინა მან. ამის შემდეგ, ალასანიამ შეკრებილ საზოგადოებას მოსაზრებების გაზიარება სთხოვა. გურულებმა პრიორიტეტად მეჩაიეობის განვითარება დაასახელეს. ისაუბრეს ციტრუსის რეალიზაციაზე და იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაც რეგიონში და არა მარტო გურიაშია. “მეგონა, მეტ ყურადღებას გაამახვილებდით ჩაის წარმოებაზე. როცა ჩაის წარმოება ხდებოდა, გურია ყველაზე ძლიერი რეგიონი იყო და ამ კუთხით, ყველაზე მეტი ფული შემოდიოდა. ისე წავიდა საქმე, რომ დღეს საქართველო ჩაის ყიდულობს, ის საქართველო, რომელიც ამ ნედლეულით ნახევარ მსოფლიოს ამარაგებდა. ახლა რაც ჩვენს ბაზარზე შემოდის, ეს ჩაი ხომ არ არის? საქართველოს პარლამენტში დიდი ხანია, შეტანილია პროექტი, საქართველოში ჩაის განვითარების შესახებ, თუმცა, არავის მოსვლია აზრად მისი განხილვა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უზარმაზარ ფულს აკეთებენ ჩაის შემოტანით და ქართული ჩაის კულტურის ჩაკვლით, “- აღნიშნა ადგილობრივმა მკვიდრმა როლანდ თავაძემ, რომლის შენიშვნაზეც პასუხი, არც ალასანიამ დააყოვნა და მას ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში მოძიებასაც დაპირდა. “შენიშვნა მიღებულია. რატომღაც არ გავამახვილე ამ პრობლემაზე ყურადღება, მაგრამ აუცილებლად იქნება ეს ჩვენს სტრატეგიაში აღნიშნული. მოვიკითხავთ იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ,” – უპასუხა თავაძეს ალასანიამ. “სააკაშვილის მორიგი ახირებაა ბური ბიზნესმენები. ასეთ პირობებში ჩვენი ბიზნესმენები ტოვებენ ქვეყანას და ბურები გაჩერდებიან აქ?! როცა ვსაუბრობთ ელიტარულ კორუფციაზე, უნდა მოვიხმოთ მაგალითები: პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცა არაბულ კომპანიას სტრატეგიული ობიექტი – ფოთის პორტი, ასევე, “თბილწყალი”, 100 საავადმყოფოს ინიციატივა, ინიციატივად რჩება. სააკაშვილი წყვეტს ყველაფერს -ვისგან ამოიღონ, ვის შეაწერონ ფული, ვინ გაუშვან საპროცესო გარიგებით და ა.შ. სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია და ყველამ იცის, რომ ის ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს,” – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა. გიორგი აბულაძე Express News იხილეთ epn.ge
  2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია დღეს მოსკოვში გაემგზავრა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დელეგაციის წევრმა, საპატრიარქოს მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა . http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/2431-300x250.jpgდელეგაციის შემადგენლობაში შედიან ასევე საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე შარაშენიძე, დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი და არქიმანდრიტი დავით ჯინჭარაული. დელეგაციის წევრები მოსკოვში, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრნენ. აბაშიძის თქმით, დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პატრიარქ კირილთან. დელეგაცია მოსკოვში კვირის ბოლომდე დარჩება. Share View the full article
  3. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55215.jpgთბილისის მერიაში ხელშეკრულება ფორმდება ოთხ სატრანსპორტო კომპანიასთან, რომლებმაც მერიის მიერ დედაქალაქში მგზავრობის გასაუმჯობესებლად და ძველი მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. View the full article
  4. http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2011/02/114152-e1298905995842-466x250.jpg კრისტიან პოულსენმა აღიარა რომ მისი მომავალი ”წითლებში” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და არავინ იცის რა მოხდება ზაფხულში, მიუხედავად ამისა იგი აღნიშნავს რომ მისი ოჯახი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს ლივერპულში. პოულსენი გასულ ზაფხულს როიმ გადმოიბირა ლივერპულში £4.5 მილიონად. ის მუდამ იბრძოდა ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად. დანიელს შანსი მიეცა სპარტასთან,მაგრამ ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა,საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე ტაიმში ჯეი სპირინგით შეიცვალა. “ვერასდროს გაიცნობ ფეხბურთს”- განაცხადა Daily Star-თან საუბრისას, მე და ჩემი ოჯახიც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობთ.როცა აქ გადმოვედი სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე,მაგრამ რა იქნება ამ სეზონის შემდეგ, ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული”. “მე ყოველთვის მოხარული ვიქნები ისეთ კლუბში თამაშით,როგორიც ლივერპულია და ისეთი გუნდით,რომლისგანაც ასეთ კარგ მხარდაჭერას ვგრძნობ”. Thisisanfield.com View the full article
  5. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55214.jpgთბილისს 15 მრტს მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი მუსიკოსი ტანია მარია ეწვევა. მომღერალი დედაქალაქში კომპანია `ბრავო-რექორდსის` მოწვევით ჩამოდის და კომპანიის პრეზენტაციაზე იმღერებს... View the full article
  6. მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის მალე მივლინებების ახალი რეჟიმი ამოქმედდება. მინისტრები და მათი მოადგილეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებებში მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინასწარი თანხმობის შემდეგ გაემგზავრებიან. იხილეთ tabula.geზე
  7. 2011 წლის იანვარში ტუნისში საპროტესტო აქციების შედეგად დაემხო ექსპრეზიდენტ ზაინ ბენ ალის 23-წლიანი მმართველობა. ავტორიტარული რეჟიმის დასასრულს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. იხილეთ tabula.geზე
  8. საქართველოს მოსახლეობის ხედვა აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ამის შესახებ Caucasus Barometer-ის 2010 წლის კვლევაშია ნათქვამი. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მომხდარი უსამართლობები უნდა მოგვარდეს იმისათვის, რომ კონფლიქტი დარეგულირდეს. იხილეთ tabula.geზე
  9. ავსტრიელმა ბიზნესმენმა ჰარალდ კრისტიანმა, რომელიც თბილისში #77 სამარშრუტო ხაზის მეპატრონეა, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების წინააღმდეგ განახორციელებელი უკანონო ქმედებების… ლინკი მედიანიუსზე
  10. ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვისას იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობა გაუმარტივდება. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში… ლინკი მედიანიუსზე
  11. თბილისის მერიაში ტენდერში გამარჯვებულ ოთხ სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანიებია: “თბილქარ”, “თბილლაინ”, “ფაბლიქქარ” და “კაპიტალ გრუფ”… ლინკი მედიანიუსზე
  12. დღეს ქობულეთის ტურისტულ ზონაში პოტენციური ინვესტორების განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგ… ლინკი მედიანიუსზე
  13. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55214.jpgთბილისში, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის N27-ში ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სარდაფში გაჩენილმა ცეცხლმა რამდენიმე წუთში ორი ოჯახი დააზარალა. View the full article
  14. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/02/aozari.jpg“ქართული პარტია“ სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს სოლიდარობას უცხადებს “ქართული პარტიის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი თანაპარტიელებთან ერთდ დღეს, “ვარდების რევოლუციის” მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს, სოზარ სუბარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამარშრუტო ტაქსების გარშემო განვითარებული მოვლენები ელიტური კორუფციის კლასიკური მაგალითია. „ერთ-ერთ საპარლამენტო შოუში სააკაშვილმა დეპუტატს მოსთხოვა დაეკონკრეტებინა, სად არის კორუფცია. დეპუტატმა მას პასუხი ვერ გასცა. რაც დღეს სამარშრუტო ტაქსების გარშემო ხდება, სწორედ ეს არის კორუფცია. ვიღაც შვარანგია, რომელმაც სამარშრუტო ტაქსების მთელი ბიზნესი ჩაიგდო ხელში, არის მიშას ოჯახის „კასირი“. შვარანგია, რუსუდან კერვალიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი და ყველა სხვა ვითომ-ბიზნესმენი, ვინც ხალხს ფულს პარავს, ამ ფულს უკანვე დააბრუნებს“, – აღნიშნა მიტინგზე „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ. სოზარ სუბარი მიტინგის მონაწილეებს საქართველოს სამხრეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზეც ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოს „კადაფიზაცია“ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება და ქართველებს ვერც ეგვიპტელი, ვერც ტუნისელი ხალხი „ვერ აჯობებს“. Share View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/mandaturebi-28.2.11-150x150.jpgსამტრედიის მე-15 სკოლა-პანსიონის 20-მა აღსაზრდელმა განახლებული ქუთაისი დაათვალიერა. ღონისძიება სკოლის მანდატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღსაზრდელებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ კულტურული ძეგლები. მოზარდებმა გელათისა და ბაგრატის ტაძრების გარდა, ყველა ის ტურისტული ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, რომლებიც მათ ინელექტუალურ აღზრდას ხელს შეუწყობს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოსგან, ბავშვებს ასევე სამახსოვროდ საჩუქრებიც გადაეცათ. ორ უწყებას შორის, დაწყებული თანამშრომლობა არ იქნება ერთჯერადი, სამომავლოდ მოზარდებს უამრავი ექსკურსია და სიურპრიზი ელოდება. დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მოზარდებში, რადგან ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თავიათი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში, მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ. იხილეთ epn.ge
  16. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55213.jpgქრისტიან-დემოკრატული პარტია დევნილებისთვის ფულადი კომპენსაციების გაცემას ითხოვს. პარტიის წევრმა ზაზა გაბუნიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროში იმ ლტოლვილთა სია მიიტანა... View the full article
  17. http://rustavi2.com/news_photos/02_11/smalls/55212.jpgპოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებობს ვერსია, რომ გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. View the full article
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/Caxergva-150x150.jpgსარემონტო სამუშაოების წარმოებისას თბილისის ტერიტორიის დაზიანებისთვის, ჯარიმები წესდება. კანონპროექტის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელი მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს. “ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში” ცვლილებები დეპუტატების კახა ანჯაფარიძის და ანდრო ალავიძის ინიციატივით შედის. თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის, მას საურავი დაეკისრება, საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ორივე მათგანის გადაუხდელობისას კი, სახელმწიფო მისგან თანხას იძულებით ამოიღებს. იხილეთ epn.ge
  19. თბილისში სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას შესაბამისი ტერიტორიის დაზიანების შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება. შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების… ლინკი მედიანიუსზე
  20. ხვალ „სახალხო წარმომადგენლობითი კრება“ წინააღმდეგობის კომიტეტს ქალაქ გურჯაანში დააფუძნებს. როგორც „მედიანიუსს“ „სახალხო კრებიდან“ აცნობეს, კომიტეტის გახსნას… ლინკი მედიანიუსზე
  21. საზოგადოებრივი მოძრაობები პოლიპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გამართავენ. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “არა!”-ს… ლინკი მედიანიუსზე
  22. 18 თებერვალს, თიბისი ბანკის ინიციატივით, კლუბ-რესტორანში Two Side ბლოგერების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული „Facebook-მა რა ჰქმნა” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 1000-იანი ტირაჟით დაბეჭდა. მასში 37 ავტორის ნაწარმოებია შესული, რომლებიც ინტერნეტკონკურსით აირჩა. იხილეთ tabula.geზე
  23. 28 თებერვალს იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი… ლინკი მედიანიუსზე
  24. http://a.pix.ge/o/hnyvq.jpg მოგეხსენებათ, გუშინ ლივერპულის ახალგაზრდა მცველმა მარტინ კელიმ ვესტ ჰემთან მატჩისას ტრამვა მიიღო და კენი დალგლიში იძულებული გახადა შეეცვალა. ფეხბურთელმა ოფიციალურ საიტთან ისაუბრა: “როდესაც მიწაზე დავეცი, ვიცოდი რომ ამ მატჩს ვეღარ განვაგრძობდი. თავი შეუძლოდ ვიგრძენი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა თამაში გამეგრძელებინა, იძულებული გავხდი, ტკივილის გამო მოედანი დამეტოვებინა” – ამბობს მარტინი. “ცოტახანში სკანირებას გავივლი და იმედი მაქვს ტესტის პასუხი დადებითი იქნება. კლუბში საუცხოო სამედიცინო პერსონალი გვყავს და იმედია სწრაფადვე განვაახლებ მუშაობას.” View the full article
  25. საქართველოში მომუშავე მეწარმეებს მოქმედი საკანონმდებლო აქტების არცოდნის შემთხვევაში მათი იძულებითი წესით შესწავლა მოუწევთ. შესაბამისი ცვლილების შეტანა საგადასახადო… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...