Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. The Americans are being protected from potential arrest by the Egyptian authorities as part of a politically-charged probe into the activities of four American-backed nongovernmental organizations.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  2. Thailand's wildlife experts say that elephants could face extinction if they continue to be hunted as a source of meat. planetanews
  3. Spencer Kelly reports on how ice sculptors in Sweden are making use of computers to complete their cold creations. planetanews
  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. ინფორმაციას ტელეკომპანია ,,TV25” ავრცელებს. ფინანსთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს.… ლინკი მედიანიუსზე
  5. ხვალ, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საეკლესიო გალობის საღამო გაიმართება. ღონისძიება ახლად… ლინკი მედიანიუსზე
  6. ხვალ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში თბილისის 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების… ლინკი მედიანიუსზე
  7. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ვეტერანი ავიატორები საპროტესტო აქციას უკვე მეხუთე დღეა მართვენ. როგორც “მედიანიუსს” კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა… ლინკი მედიანიუსზე
  8. Во время моего путешествия в Москву в сентябре 2008 года я разговаривала с приверженцами Владимира Путина и в них не заметила и тени недовольства им. В ходе моей следующей поездки в Москву, состоявшейся в марте-апреле 2011 года, все мои собеседники без исключения выражали крайнее недовольство правящим тандемом Путина-Медведева.
  9. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgპარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ამერიკის ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა ჯორჯ ველინგტონმა დავით ბაქრაძეს აშშ-ის სავაჭრო პალატის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ სავაჭრო პალატაში შეიქმნა ახალი კომიტეტი, რომელიც სავაჭრო კანონმდებლობაზე იმუშავებს. ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრას უმრავლესობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრის შემდეგ კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. `ჩვენ მუდმივად ვცდილობთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო, კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტიციებისთვის და ბიზნესსექტორის მოსაზრებები ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვეცდებით გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები იმავე კანონმდებლობასთან დაკავშირებით,`- განაცხადა ცისკარიშვილმა. View the full article
  10. /get_img?ImageId=6099 ფოტო: icmm.ge დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთში მე-17 საუკუნის კოშკი ინგრევა, რაც საფრთხეში აგდებს კოშკთან ახლოს მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს. ინფორმაციას ამის თაობაზე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. „კოშკის ქვემოთ ვცხოვრობ. კოშკის ნამტვრევები სახლს ხვდება და შესაძლოა, ერთ დღეს მე და ჩემი ოჯახი გვიმსხვერპლოს. შევხვდი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. აღნიშნული პრობლემის შესახებ ვუამბე. საუბარი საუბრად დარჩა, იგი ჩინთში ჩამოსული არ მინახავს“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჩინთის მკვიდრმა ალექსანდრე მანგოშვილმა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგისა და ატრიბუციის სამსახურის უფროსის, გიორგი გაგოშიძის თქმით, მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს სააგენტოს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/fina_image.jpgფრანგული “ტოტალი” “ვისოლთან” თანამშრომლობას ეფექტურად მიიჩნევს და საქართველოში ბიზნესს აფართოებს. კომპანიის ინფორმაციით, “ვისოლის” შვილობილი კომპანია “ვისოლ ავტო ექსპრესი”, რომელიც მომხმარებელს “ტოტალის” საავტომობილო ზეთებსა და საპოხ მასალებს ექსკლუზიურად სთავაზობს, ასევე ექსკლუზიურად იწყებს “ტოტალის” შვილობილი ბრენდის “ფინას” საავტომობილო ზეთების რეალიზაციას. მომხმარებელს “ფინას” მაღალი ხარისხის საავტომობილო ზეთების შეძენა 6.50 ლარიდან შეეძლება. “ტოტალის” საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების გზაზე. მოხარული ვართ, რომ ფრანგული ნავთობგიგანტისთვის საქართველოში ბიზნესის წარმოება მიმზიდველია. “ვისოლ ავტოექსპრესი” მომხმარებელს ექსკლუზიურად “ტოტალის” კიდევ ერთ მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს და ის, რომ ფრანგ პარტნიორებს სტიმული აქვთ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, ეს არა მხოლოდ “ვისოლის” მიღწევაა, არამედ იმ ეკონომიკური კურსის შედეგია, რა მიმართულებითაც ჩვენი ქვეყანა ვითარდება”, – აცხადებს “ვისოლის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე. “ვისოლ ავტო ექსპრესის” სერვის-ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს “ფინას” ნახევრადსინთეტიკური ტიპის ძრავის ზეთები და მინერალის ტიპის ძრავის ზეთები, რომელთა ხარისხობრივი მაჩვენებლები API-ს ამერიკური ხარისხის სტანდარტისა და ECEA-ს ევროპული ხარისხის სტანდარტის მაჩვენებლებს შეესაბამება. ნახევრადსინთეტიკური ტიპის ძრავის ზეთები იყიდება როგორც ერთი, ისე ხუთ ლიტრიან ქილებში. მისი შეძენა ასევე შესაძლებელია ლიტრობით. “ვისოლ ავტო ექსპრესი” საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან დამკვიდრდა. კომპანიის ავტომომსახურების ცენტრები უმაღლესი ხარისხის “ტოტალის” ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს საბურავებს, ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებისაც სთავაზობს. იხილეთ epn.ge
  12. ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 17:55 30.01.2012 გია დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროშია გადაყვანილი. ჩემს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ 26 იანვარს, არასამუშაო საათებში სატელეფონო საუბრისას დაადასტურა. http://2.bp.blogspot.com/-cwr7WB7h2nw/TyahJBQxwcI/AAAAAAAAGFY/zXO19-hn764/s200/mastera.jpgშევთანხმდით იმაზე, რომ მეორე დღეს, სამუშაო საათებში დაზუსტებით მეტყოდა დგებუაძის თანამდებობას, მაგრამ 27 იანვარს მახარაძემ სამუშაო საათებში ტელეფონი გამითიშა, ხოლო მოგვიანებით ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამიტომ ამ მასალაშივერ ვაკონკრეტებ რა თანამდებობა უკავია გია დგებუაძეს თავდაცვის სამინისტროში. იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ გამინისტრების შემდეგ ბაჩო ახალაიამ თავისთან გადაიყვანა პატიმრების ცემა-წამებით სახელგანთქმული მეგის ქარდავა და მოგვიანებით, მისი კიდევ ერთი “თანამებრძოლი“, გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა“. ამ ორი საკადრო გადაადგილების შესახებ მასალები გასული წლის 14 სექტემბერსა და 28 დეკემბერს გამოვაქვეყნე, სათაურებით: “სისასტიკით და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს“, “გლდანის ციხიდან “ქილერა“ სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს“. “მასტერას“, იგივე გია დგებუაძის “საგმირო“ საქმეების შესახებ მკითხველს ინტერნეტით მოძიებული მასალებით შევახსენებ. 2007 წლის 5 მარტს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ვრცელი ინფორმაცია სათაურით - “სკანდალური აუდიოჩანაწერის გახმაურებული დეტალები“: “გადაცემა“დროებაში" გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ციხის ბუნტს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას ეხებოდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც“ინტერპრესნიუსს" ახალაიამ განუცხადა, სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მისთვის ახალი არაფერი ყოფილა. “სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მამარდაშვილი ჩემს მიმართ იმ ბრალდებებს გამოთქვამდა, რომლის შესახებაც, რამდენიმე თვის წინ, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრობდა. მსგავს გეგმაზე საუბარი აბსურდულია", -განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა. რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გია დგებუაძის, მეტსახელად“მასტერას" ნათქვამს, რომ ახალაიასა და მამარდაშვილს შორის პროვოკაციის მოწყობის გეგმაზე შეთანხმება არ უნდა“გაბაზრდეს", ახალაია აცხადებს, რომ ჯერ დასადგენია, აღნიშნული პირი არის, თუ არა“კუდ"-ის მაღალჩინოსანი. ახალაია სხვა დეტალებზე საუბარს არ აპირებს. მისი განმარტებით, სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს და არ სურს, თავისი განცხადებებით, სასამართლო პროცესს ხელი შეუშალოს. სკანდალური აუდიოჩანაწერის გმირი, ყოფილი კანონიერი ქურდი პაატა მამარდაშვილი, თერაპიის ეროვნული ცენტრიდან მეშვიდე საპყრობილეში გუშინ გამთენიისას გადაიყვანეს. თერაპიის ეროვნულ ცენტრში მას ოპერაცია გაუკეთდა. ტელეკამერასთან საუბარი არ ისურვა თერაპიის ეროვნული ცენტრის არცერთმა თანამშრომელმა. სატელეფონო საუბარში კი, დირექტორი მერაბ კვიტაშვილი ადასტურებს, რომ პაატა მამარდაშვილი მკურნალობას თერაპიის ეროვნულ ცენტრში გადიოდა და მისი მკურნალობის ხარჯები სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უნდა დაფაროს. დღესვე, ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულის, პაატა მამარდაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება. ლალი აფციაურის განცხადებით, ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გადაცემა “დროებაში" მამარდაშვილსა და“კუდ"-ის მაღალჩინოსანს შორის შემდგარი საუბარი უნდა გამოქვეყნებულიყო, ჯერ კიდევ გუშინ გაჟონა. აფციაური ეჭვობს, რომ სწორედ ამიტომ, მაშინ, როცა მამარდაშვილი საავადმყოფოდან მეშვიდე საპყრობილეში გადმოყავდათ, მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. როგორც ლალი აფციაური აცხადებს, მას აინტერესებს, თუ რა მდგომარეობაშია, “დროებაში" გასული სიუჟეტის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი. სატალეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბუნტის ორგანიზებაში მონაწილეობას, ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია და რამდენიმე ძალოვანი მაღალჩონოსანი იღებდა. ჩანაწერის მიხედვით, მამარდაშვილი “მასტერასგან" გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ, დაპირებულ თავისუფლებას ითხოვს. დგებუაძე დანაპირების შესრულებას ჰპირდება, მხოლოდ პატიმრისგან მოვლენების განვითარების მიუხედავად, დუმილის პირობას იღებს. აუდიომასალიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილი ბუნტი ახალაიას შელახული იმიჯის აღსადგენად უნდა მოხდეს.27 მარტის ხმაურიანი მოვლენების მონაწილეთა ჩანაწერში წლის სკანდალური მკვლელობის თემაზეც საუბრობენ. “კუდ"-ის თანამშრომელი გია დგებუაძე გირგვლიანის თემას ეხება და სინანულს გამოთქვამს, რომ მისი კოლეგები ამ შემთხვევის გამო, სასჯელს იხდიან. აუდიოჩანაწერში კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება კეთდება, რომელიც შარდენის სუფრის წევრებს დათა ახალაიასა და ვასილ სანოძეს ეხება. ერთ-ერთი ვერსიით, სატელეფონო ჩანაწერი ქსნის კოლონიაშია გაკეთებული, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში. მამარდაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შესაძლოა შეიცვალოს და შეპირებული თავისუფლება ვეღარ მიიღოს. “კუდ"-ის თანამშრომელი, მეტსახელად“მასტერა", მამარდაშვილს არწმუნებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავრობაში ძალოვან უწყებას არაფერი ემუქრება. კიდევ ერთი სკანდალური განცხადება, რომელიც აუდიოჩანაწერშია გაკეთებული, ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტს ბადრი პატარკაციშვილს ეხება. “კუდ"-ის მაღალჩინოსანი გია დგებუაძე მამარდაშვილისგან პატარკაციშვილის მაკომპრომეტირებელ მასალებს ითხოვს.დგებუაძის განცხადებით, ბიზნესმენი მათ საქმეს ხელს უშლის და მის ჩამოსაშორებლად გარკვეულმა უწყებებმა ღონისძიებები დროზე უნდა გაატარონ. „მასტერა" იმასაც ირწმუნება, რომ გირგვლიანის მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილის, ალანიას გათავისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ პატარკაციშვილის ფაქტორი აყოვნებს“. 2007 წლის 6 მარტს გაზეთ “24 საათში“ ამგვარი შნაარსის ინფორმაცია გამოქვეყნდა: “გუშინ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი – საუბარი შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს, გია დგებუაძეს, მეტსახელად“მასტერასა“ და ქსნის კოლონიაში მყოფ კანონიერ ქურდს, პლატონ მამარდაშვილს შორის კვლავ 27 მარტის ციხის ბუნტს ეხება. ჩანაწერში ბუნტის ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას მონაწილეობაზეა საუბარი.50-წუთიან აუდიოჩანაწერში გია დგებუაძე მამარდაშვილს არწმუნებს, რომ დადებული გარიგების შესახებ არაფერი უნდა თქვას. გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილისთვის დუმილის სანაცვლოდ მიცემული ერთი პირობა შესრულდა – იგი 8 თვე თერაპიის ინსტიტუტში იწვა, სადაც 8 ათას დოლარად ღირებული ოპერაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხარჯებით ჩაუტარეს.სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბაჩო ახალაია საბადრაგო სამსახურის იმ თანამშრომლებს ეძებს, რომელთა მორიგეობის დროსაც მოხვდა ძვირადღირებული ჩამწერი აპარატურა ახალაიას მიერ მკაცრად კონტროლირებად საპატიმროში - ქსნის კოლონიაში“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  13. К президентским выборам будет запущена газета "Не дай Бог!", посвященная вреду революций. Работать над газетой будут бывший главред "Известий" Владимир Мамонтов и эксгендиректор группы "Живи!" Юрий Кацман. Газета с аналогичным названием, содержащая критику Геннадия Зюганова, также выходила перед выборами в 1996 году. lenta.ru
  14. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59836.jpgნანი ბრეგვაძე პირველი სტუდიური სოლო-ალბომის ჩაწერაზე მუშაობს – დისკი "ბრავო რეკორდსში" იწერება. ალბომში მომღერლის 50-წლიანი შემოქმედებიდან 12 საუკეთესო ნაწარმოები შევა, თუმცა ახალი ინტერპრეტაციით. ნანი ბრეგვაძე პირველ ციფრულ ალბომზე ნიკოლოზ რაჭველთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუშაობს. ამ დროისთვის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოსამზადებელი რეპეტიციები მიმდინარეობს, რის შემდეგაც უკვე მომღერლის სოლო-პარტიების ჩაწერა დაიწყება. ნანი ბრეგვაძის პირველი სოლო ალბომი მზად, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს პროგრამების მენეჯერს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ზურაბ ხარატიშვილმა იგორ გაონს 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. განიხილეს ცესკოს სტრატეგიული გეგმის პროექტიც, რომელიც 2011-2015 წლებზე გათვლილი და ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. `დღევანდელ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე ვიმსჯელეთ. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რა დიდ ყურადღებას უთმობს ცესკო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევო პერიოდში მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცესკო ცდილობს თანამდროვე სტანდარტების დანერგვასა და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას,`- განაცხადა იგორ გაონმა შეხვედრის შემდეგ. View the full article
  16. ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 17:00 30.01.2012 ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, დავით რობაქიძესა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს. http://4.bp.blogspot.com/-BE7vYFYOr5c/TyaeTM6T-8I/AAAAAAAAGFM/HA2_M8sgCCU/s200/azizies%2Bmecheti.jpgშეგახსენებთ, რომ თურქულენოვან პრესსა და შემდეგ ცენტრალურ ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით გახდა ცნობილი, რომ თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები 26 იანვარს ანკარაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საკითხზე. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის განმარტებით, “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან ერთად ახალციხეში რაბათის უბანში მდებარე “აჰმედიეს მეჩეთის“ აღდგენაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. მეჩეთების აღდგენა კი თურქეთთან არსებული იმ ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება, რომლითაც საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია უნდა მოხდეს. დავით რობაქიძის აზრით მეჩეთის აშენება ბათუმში, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში გამორიცხულია: “ბათუმი ისედაც თურქეთის მზარდი ინტერესების სფეროში მოქცეული ქალაქია. ეკონომიკურ–კულტურული ექსპანსია იმპერიების მიერ დიდი ხნის წინ გამოყენებული, ნაცადი ხერხია და შენიღბულია ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ერთობ უწყინარი ტერმინით, ხოლო რელიგიას პირველი ადგილი უჭირავს, სხვა ქვეყნების დაპყრობისათვის გამოყენებულ ზემოქმედებათა შორის, კონცეპტუალურ მეთოდოლოგიურ პრიორიტეტად იწოდება და წინ უსწრებს იდეოლოგიურ, ისტორიულ პრიორიტეტებს, გენეტიკურ იარაღსა და მსოფლიო ფულს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაპყრობის ყველაზე უხეშ ფორმაზე, რომელიც ამ საკითხში ბოლო ადგილზეა და მოქმედებაში მოდის ყველა დანარჩენის ამოწურვის შემდეგ. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთი მეთოდურად იყენებს ყველა ზემოხსენებულ პრიორიტეტს, საქართველოს წინააღმდეგ - უხარისხო პროდუქციას, როგორც გენეტიკურ იარაღს, ინვესტიციებს, როგორც ეკონომიკური კაბალის ფორმას და აგრესიულ მუსულმანურ პროზელიტიზმს, როგორც უმთავრეს კონცეპტუალურ მეთოდოლოგიურ პრიორიტეტს. ამოქმედებულია ისტორიულ-ქრონოლოგიური პრიორიტეტიც და მდგომარეობს თურქულ-ქართული ისტორიულ ურთიერთობათა შელამაზების მცდელობაში (ისტორიის ფალსიფიცირების მეშვეობით). ეს ხელშეკრულება მორალურად გაუმართლებელია, რადგან “აზიზიეს მეჩეთის“ სახით, დღევანდელი თურქეთი ქალაქ ბათუმში ოსმალეთის იმპერიის დიდების მონუმენტს დგამს და ამ საქმეში თურქეთს ხელს უმართავს სააკაშვილი და მისი ქართველთმოძულე ხელისუფლება. ისე, იცოდეთ - როგორც ცხონებული ბებიაჩემი აღსდგება, ისევე აღდგება “აზიზიეს მეჩეთი“! აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეჩეთი ღორჯომში დანგრევის პირასაა. ეს ძეგლი, როგორც ხელოვნების ნიმუში, გადასარჩენია. თუ ნამდვილად მეჩეთებისა და ჯამეების რესტავრაციით არიან დაინტერესებულები, აღადგინონ და გაამაგრონ ეს ძეგლი. ოსმალეთის პარლამენტმა (მეჯლისმა) 1920 წლის იანვარში მიიღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც დედასამშობლოს ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. “ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასშია დაფიქსირებული თანამედროვე თურქეთის ტერიტორია“. თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულება ჯერ თვალით არავის უნახავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს (ნიკა რურუას, ნიკა ვაჩეიშვილს, ნინო კალანდაძეს) ამ საკითხზე მხოლოდ საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე თურქეთის კულტურის მინისტრის განცხადებას პროვოკაციულად აფასებს: “უპირველესად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შინაარსის წაკითხვა. მიუხედავად ამისა, თურქეთის კულტურის მინისტრის განცხადებას ვაფასებ, როგორც პროვოკაციულს, რადგან: 1.თურქულმა მხარემ იცის ბათუმელთა უმრავლესობის განწყობა (ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2011 წლის 23 მარტს ჩავატარეთ მიტინგი და წერილობით მივმართეთ თურქეთის სახელმწიფოს მთავრობას, ხელი აიღონ ამ განზრახულობაზე); 2. ამ განცხადებით თურქეთი (ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლება) პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმად საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები (რესტავრაცია/აღდგენა) წყდება საპატრიარქოსთან შეთანხმებით; 3. არავითარი “აზიზიეს მეჩეთის“ ნანგრევი ბათუმის ტერიტორიაზე არ არის; ანუ მისი აღდგენა უბრალოდ სიცრუეა; 4.ხელშეკრულება არ არის ნაცვალგების პრინციპზე აგებული - თურქეთში ძეგლები დგას და მისი რესტავრაციაა საჭირო, ხოლო აქ (ბათუმში) არარსებულს მიშენებს, ისტორიიის გასახსენებლად“. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ხვალვე შეიკრიბებიან და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ: “სხვა ქვეყნის მიერ საქართველოს სახელმწიფოში საკულტო ნაგებობა ვერ აშენდება; მით უმეტეს, ისტორიის იმ მონაკვეთს არ დავუდგამთ ძეგლს, როცა ბათუმში დამპყრობი სულთანის, აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენდა. რუსეთმა რომ გვითხრას, ლენინის ძეგლი აღადგინეთო აღვადგინოთ? ტელეფონის ზარები არ წყდება ჩემთან - მთელი ქალაქის ინტელიგენცია (განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან) გადამჭრელი ზომების მიღებას მთხოვენ. გარწმუნებთ, მოღალატე სააკაშვილს ამის უფლებას არ მივცემთ! აზიზიეს სახელობის ოკუპაციის მეჩეთ-მუზეუმის ხელახალი აშენებით თურქეთის სახელმწიფოს ოსმალური იმპერიის ამბიციებს გავუღვივებთ. ამის დაშვება კი ქართული სახელმწიფოს ნგრევის დაწყებას ნიშნავს“. მურმან დუმბაძე პროვოკაციაში თურქეთის კულტურის მინისტრთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც სდებს ბრალს: “ამ კაცს არ სურს ხელისუფლებიდან წასვლა საარჩევნო ბიულეტენების მეშვეობით; მისი მიზანი პანღურით გაგდებაა - მას გაგდებული პრეზიდენტის სახელით სურს ისტორიაში შესვლა, მაგრამ ამას ვერ ეღირსება - რამდენიმე თვეში სააკაშვილი თავის “აზიზიეს მეჩეთიანად“ უნდა დასრულდეს საარჩევნო ყუთებთან“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  17. Движение "Солидарность" призвало своих сторонников голосовать на выборах за любого кандидата, кроме лидера "Единой России" Владимира Путина. Аналогичный метод на думских выборах получил название "вариант Навального", поскольку блогер Алексей Навальный призывал голосовать за любую партию, но не за "Единую Россию". lenta.ru
  18. საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი იანვრისათვის 6.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 705.8 მლნ ლარით ანუ 11.7 %-ით მეტია 2011 წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 382.4 მლნ ლარით ანუ 14.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 323.4 მლნ ლარით ანუ 9.3 პროცენტით. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 59.9 პროცენტი შეადგინა – 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლები 2011 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.4 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 12.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.1 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 73.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 22.0 პროცენტი შეადგინა. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/hhh.jpegთბილისის საქალაქო სასამართლომ, განზრახ მკვლელობაში და ქურდობაში ბრალდებულ მახარე დარსალიას, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ, 16 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მახარე დარსალიას მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული საქმის მასალების მიხედვით: მ. დარსალია 2011 წლის 3 მაისს, თავისი ინიციატივით გაჰყვა დეიდაშვილ დარეჯან ქარდავას საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო კალინიკაში პირად საქმეზე. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მახარე დარსალიამ რამოდენიმეჯერ უსაყვედურა და შენიშვნა მისცა დარეჯან ქარდავას იმ მანერებთან და ქცევებთან დაკავშირებით, რასაც ეს უკანასკნელი ავლენდა უცხო მამაკაცებთან ურთიერთობისას. ამავდროულად მ. დარსალიამ გამოთქვა ეჭვი, რომ დ.ქარდავას ჰყავდა ” საყვარლები” . სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, მათ ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისაკენ ფეხით გააგრძელეს გზა. მ.დარსალიასა და დ.ქარდავას შორის წამოწყებული საუბარი გადაიზარდა ურთიერთშორის სიტყვიერ კონფლიქტში, რა დროსაც მახარე დარსალიამ, შურისძების მოტივით, დარეჯან ქარდავას განზრახ მოკვლის მიზნით, ყელში ხელები წაუჭირა და მოგუდა, რის შემდეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ. ქარდავას კუთვნილ ,,NOKIA”–ს ფირმის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იხილეთ epn.ge
  20. Дэвид Ремник считает, что ему повезло — «несуразно повезло» - дважды за его профессиональную жизнь: в первый раз, когда в 1988 году The Washington Post послала его корреспондентом в Москву, и во второй раз, когда он стал главным редактором журнала The New Yorker.
  21. აჭარის რეგიონში, მდინარე კინტრშზე „კინტრიშა ჰესს“ ქართული კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ ააშენებს. საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატია. კომპანია პროექტში 8 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მემორანდუმით, „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ ვალდებულებად იღებს ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყოს და 2014 წლის ივლისში დაასრულოს. „კინტრიშა ჰესი“ ექსპლუატაციაში 2014 წლის სექტემბერში შევა. იხილეთ epn.ge
  22. One of the world's fastest pianists has been in Britain to promote what he calls "continuous music", a style of playing that creates waves of notes that at some points reaches 19 notes per second. planetanews
  23. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg ვაშინგტონი – ორშაბათს თეთრ სახლში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერს ელოდებიან. პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებიდან 20 წლისთავზე ხვდება. თეთრი სახლი ამბობს, რომ ობამა დაადასტურებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს და რუსეთს შორის 2008 წელს ომი გაჩაღდა ორი სეპარატისტული პროვინციის გამო. როგორც მოსალოდნელია, ობამა ხაზს გაუსვამს ვაშინგტონის ურთიერთობას საქართველოსთან თავდაცვის სფეროში და მის კონტრიბუციას საერთაშორისო კოალიციაში ავღანეთში. ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მეცნიერება, განათლება და კულტურა, ის თემებია, რომელიც ასევე შედის დღის წესრიგში. მოგვიანებით, პრეზიდნტი გამართავს მიღებას დიპლომატიური კორპუსისთვის, ხოლო საღამოს უპასუხებს შეკითხვებს თავის 2012 წლის ეროვნულ ანგარიშთან დაკავშირებით ინტერვიუში YouTube-სა და Google-Plus-ზე. Associated Press ორიგინალი ორიგინალი
  24. В Праге туристы выстраиваются в очередь, чтобы посетить «новую-старую» синагогу, которая была новой в 1270, когда ее построили. 23 января премьер-министр Владимир Путин опубликовал статью о «национальном вопросе» в «Независимой газете». Как и пражская синагога, статья Путина называется новой, но на самом деле, она очень стара.
×
×
  • შექმენი...