planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართვა გაუგზავნა ინგუშეთის ე.წ. ალტერნატიულმა პარლამენტმა მეხკ-კხელმა, რომელშიც მოითხოვა ინგუშეთის რესპუბლიკის საკადრო პოლიტიკის შეცვლა და მასზე ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლების ზეგავლენის აღკვეთა.მოთხოვნაში ნათქვამია, რომ თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც რეგიონის და უპირველეს ყოვლისა ინგუშეთის პოლიტიკური და სამეურნეო საკითხების შემუშავება ხდება ვლადიკავკაზში და შემდეგ მათ რეალიზაციას ახდენენ ხელისუფლების ფედერალური ორგანოები. ინგუშეთსა და ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images55.jpegდაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, თბილისის ზოგიერთი დასახლება დღეს წყალს შეზღუდვით მიიღებს. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე, 1400 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ, 11:00-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის მასივს, ვარკეთილის ზედა პლატოსა და II მ/რაიონს, “ვარკეთილი 3”-ს, ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-2 რიგს, ”საქნავთის”, ლილოს, ორხევის, ”ვარკეთილის მეურნეობის”, თეთრიხევის, ”აეროპორტის”, ”აეროდრომის”, ”საქჰიდრომშენის”, ”მე-8 პოლკის”, ”წმინდა ბარბარეს”, ფონიჭალის, ”გიგანტისა” და მათ მიმდებარე კერძო დასახლებებს. ასევე, ჯავახეთის, წულუკიძის, ქინძმარაულის, კაიროსა და ჟორესის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილსა და სადგურ ველს, სოფლებს: გამარჯვებას, ახტაკლიას, კარაკლიასა და გაჩიანს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს შეფერხებით მიიღებს: ვაზისუბნის დასახლება, ბოგდან ხმენლიცკის ქუჩა, ქეთევან წამებულისა და მოსკოვის გამზირები მიმდებარე ქუჩები. დაზიანების აღმოფხვრას კომპანიის საავარიო ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტი და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. იხილეთ epn.ge
-
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ამ კონტექსტში ობამამ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა და ამ მხრივ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა."მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ სააკაშვილს იმ ძალიან დიდი წვლილის გამო, რომე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/Saakashvili-300x199.jpgსაქართველო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, ვრცელი ინტერვიუ BBC-ის მისცა. გადაცემის World news America ეთერში ჟურნალისტ ქეთი ქეისთან სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, სააკაშვილმა ობამას მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყება დაასახელა და დაადასტურა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ–სა და საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ვაშიგტონი კი, NATO-ში საქართველოს მხარდაჭერას უფრო გააძლიერებს. „ავღანეთში ჩვენ ერთ ბატალიონს ვამატებთ და მალე იქ 1700 ჯარისკაცი გვეყოლება. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა იქნება, რომელსაც ავღანეთში ასეთი რაოდენობის ძალები ეყოლება,“– განაცხდა პრეზიდენტმა. ქეთი ქეის კითხვაზე თუ რატომაა საქართველო დაინტერესებული უფრო მეტი ჯარისკაცის გაგზავნით ავღანეთაში. პრეზიდენტიმა განაცხდა – უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველო ახლოსაა ამ რეგიონთან და ის, რაც ავღანეთში ხდება, გავლენას ახდენს საქართველოზეც. „ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური, კულტურული და გეოგრაფიული თავლსაზრისით, ევროპული ქვეყანა გახლავთ. ჩვენს პარტნიორობას ამერიკასთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედრო ძალების მომზადების დონის ამაღლება. ისინი კარგები არიან და ეს ჩემი სიტყვები არ არის. რამდენიმე ამერიკელ მეთაურს ვესაუბრე და ჩვენს ჯარისკაცებს ყველა აქებს. სამწუხაროდ, დანაკარგიც გვქონდა,“– აღნიშნა პრეზიდენტმა. სააკაშვილი რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუს სამხედროებს დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვთ ოკუპირებული. „სწორედ ამ ტერმინს იყენებენ ამ ომის აღსანიშნავად ამერიკაში, ევროპარლამენტში და ევროპულ ქვეყნებში. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოძევებულია და ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში. ეს ადგილები ახლა ჩვენი მოსახლეობისგან დაცლილია. იქ დღეს უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ეს ომამდე იყო. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცვლილებები მოხდა. რუსეთი კვლავ გეგმავს სამხედრო წვრთნების მოწყობას, რაც საქართველოს მიმართ აგრესიული ნაბიჯების გადადგმაზეა ორიენტირებული,“– განაცხდა ტელეკომპანია BBC-ის ეთერში სააკაშვილმა და დასძინა, რომ ომის შემდეგ ქვეყანაში შეიცვალა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკა ისევ გაძლიერდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. „ძალიან ხშირად რუსეთის ოპოზიციური ფიგურები საქართველოს ასახელებენ არა მარტო დემოკრატიის ტრანსფორმირებისა და ეკონომიკური რეფორმების მოდელად, არამედ კორუფციასთან, დანაშაულთან ბრძოლის მაგალითად. ობამამაც თქვა, რომ საქართველო რეგიონში მოდელია და ეს დიდი კომპლიმენტია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან და მან ეს ხაგასმითა აღნიშნა,“– განაცხდა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
-
A world record attempt takes place in Australia for the highest number of water-skiers to be pulled behind one boat, with the 145 participants remaining on their skis for a full nautical mile. planetanews
-
ოსკარ კლოდ მონე დაიბადა 1840 წელს პარიზში, თუმცა 1845 წლიდან იზრდებოდა ჰავრში მშობლებთან და ძმასთან ერთად (ადოლფ და ლუიზ-ჯესტინ მონეები, ლეონ მონე – ძმა). ოსკარის მამა საბაყლო დუქანში მუშაობდა, ამრიგად ახალგაზრდა მონეს მეხსიერებაში კარგა ხნით ჩაილექა გემები და ზღვაში მოფრიალე იალქნები…ჰავრში მონემ გაიცნო მხატვარი ეჟენ ბუდენი, რომელმაც მონეს იმ დროისთვის ... View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59843.jpgამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია BBC-ს სტუდიაში გადაცემა World news America-ში მიიწვიეს. გადაცემის წამყვანმა კათი კეიმ საქართველოს პრეზიდენტს კითხვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და 2008 წლის ომის შესახებ დაუსვა. მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეხვედრა ბარაკ ობამასთან კონკრეტული შინაარსის იყო და შედეგად ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. `არაჩვეულებრივად მიგვიღეს. ოვალურ დარბაზში წინა ადმინისტრაციის დროსაც მქონდა რამდენჯერმე შეხვედრა, მაგრამ ამჯერად ჩვენი ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და შეხვედრას უფრო კონკრეტული შინაარსი ჰქონდა. თეთრი სახლი მნიშვნელოვანი გზავნილებით დავტოვე. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე ისაუბრა, მთავარი გარღვევაა. შეიქმნება ეკონომიკაზე მომუშავე კომისია და მეორე, ახალ საფეხურზე გადადის ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობას. მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნატოში მისწაფებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან არაერთხელ იყო მისი განადგურების მცდელობა,`- განაცხადა პრეზიდენტმა. View the full article
-
Mitt Romney is not just playing to win in Florida, but to win as big as possible, aides said, preferably by more than the margin Newt Gingrich had in the South Carolina primary.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/JalaRania-300x199131.jpgქართული მხარე დღეს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გასამართ შეხვედრაზე ქართველი ბერმონაზონის იონას საკითხს დააყენებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ბერის გატაცების ფაქტს ისინი ოფიციალურად ადასტურებენ. „დეტალები ჯერჯერობით არც ჩვენთვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი არ არის. სამწუხაროდ ჩვენ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების წყაროები შეზღუდული გვაქვს, თუმცა ეს ვანდალური ფაქტი არის კრიმინალრი გამოვლინება და განპიროვებულია ამ რეგიონის მიმდინარე სტატუსით, სადაც განუკითახობა ყოვედღიური ფაქტორია. გალში შეხვედრაზე კი ამ საკითხს ქართული მხარე დააყენებს შესაბაისი სიმკაცრით და იმედი გვაქვს არამარტო დეტალები გარკვევა, არამედ მოხდება ამ პიროვნების გათავისუფლებაც“,- განაცხადა ჯალაღანიამ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ქართველი ბერმონაზონი გაიტაცეს. მის შესახებ ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/t.jpgსაქართველოს ელჩის აშშ-ში თემურ იაკობაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. როგორც პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ იაკობაშვილმა განაცხადა, ასეთი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმ განსაკუთრებული ურთიერთობებისა, რომელიც ქვეყნებს აკავშირებს. “ძალიან ცოტა ქვეყნის ლიდერს ხვდა პატივი, ობამას ადმინისტრაციაში მოწვეული ყოფილიყო ოფიციალური ვიზიტით. არ ვგულისხმობ დიდი სახელმწიფოების ლიდერებს, თუმცა, საქართველოსთვის ასეთი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი ფაქტია. ასეთი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმ განსაკუთრებული ურთიერთობებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს”,- განაცხადა იაკობაშვილმა. მისი თქმით, შეხვედრა ძალიან საქმიანი იყო. Mხარეებმა კი საკითხები არა მხოლოდ განიხილეს, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. იხილეთ epn.ge
-
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის მერს შეისწავლოს თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქე დარეჯან წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. "2011 წლის 23 სექტემბერსა და 16 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებებით მიმართა მოქალაქე დარეჯან წიკლაურმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მას უკანონოდ ეთქვა უარი მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, რის გამოც დაირღვა მისი უფლებები. სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. ქალბატონმა დარეჯან წიკლაურმა დაბა წყნეთში, გრიშაშვილის ქ. №20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართა ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობას, რომელმაც უარი უთხრა მას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი) აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდებოდა შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ფართობისა და წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული ფართის იდენტიფიკაცია. 2010 წლის 23 სექტემბერს მოქალაქე დარეჯან წიკლაურმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა დიდგორის რაიონის გამგეობის 2010 წლის 17 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მერიის 2010 წლის 1 ნოემბრის განკარგულებით მოქალაქე დ. წიკლაურის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობების საფუძველზე გაცემული წარმოდგენილი ორდერი იყო ზოგადი ხასიათის, მასში არ იყო დაკონკრეტებული საცხოვრებელი ფართის და ბინის ნომერი, რაც მნიშვნელოვანია ფართის იდენტურობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოქალაქე დ. წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა კანონიერი მოსარგებლისათვის საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართობზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე–5 მუხლის მე–4 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, კერძოდ: თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქე დარეჯან წიკლაურის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი დადასტურებულია მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლითაც დასტურდება ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, წარმოშობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს."-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
In the wake of the Arab Uprising, which began a year ago in Tunisia, an Israeli government minister said that for their own safety all of Tunisia's remaining Jews should move to Israel. planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/116.jpgსაქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა და ბარაკ ობამამ შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ განცხადება, ტყეშელაშვილმა პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ამერიკა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, რაც პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ტყეშელაშვილის განცხადებით, ასევე შეხვედრაზე ფართოდ იქნა განხილული არსებული ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთმანეთს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შეხვდნენ. პრეზიდენტების შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს. მიხეილ სააკაშვილმა ობამას მხადაჭერისა და თანამშრომლობისთის მადლობა გადაუხადა. იხილეთ epn.ge
-
გამოქვეყნდა სოჭის "ხასეს" დეპუტატების წერილი, რომელიც მათ 1862 წლის 26 აგვისტოს გაუგზავნეს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას. წერილი, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოაჩენს იმ დროინდელ ჩერქეზულ დიპლომატიას, შეიცავს თხოვნას დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისადმი რუსული აგრესიისგან დაცვის შესახებ.წერილში აღწერილია ის სისასტიკე, რომლითაც რიცხობრივად უზარმაზარი რუსული არმია ანადგურებდა ჩერქეზ მოსახლეობას და ერეკებოდა მას მშობლიური მიწა-წყლიდან.განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წერილის ის ნაწილი, ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/HHH.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრა შეაფასა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, ის ბარაკ ობამასთან შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილია. “ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოში არჩევნები და ყველა სხვა დემოკრატიული პროცესი ჩვენი მიღწევების გაგრძელება იქნება.პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მიღწევა არა მხოლოდ წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ეს არის სიმბოლოც მთელი რეგიონისათვის”,- განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთმანეთს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შეხვდნენ. პრეზიდენტების შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთეს. მიხეილ სააკაშვილმა ობამას მხადაჭერისა და თანამშრომლობისთის მადლობა გადაუხადა. იხილეთ epn.ge
-
ცხინვალის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა მოითხოვს თავისი "ინაუგურაციის" უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასეთი მოთხოვნით მან მიმართა მარიონეტული რეჟიმის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს – ვალერი იახნოვცევს, ვალერი ვალიევსა და ბორის ატოევს.შეგახსენებთ, რომ ჯიოევამ თავისი "ინაუგურაციის" დღედ დანიშნა 10 თებერვალი და რეჟიმის ლიდერის მოვალეობების შემსრულებლისაგან ვადიმ ბროვცევისგან მოითხოვა ხელისუფლების გადაცემა. მაგრამ ბროვცევმა ამაზე განაცხადა უარი და აღნიშნა, რომ გადასცემს მას, ვინც გაიმარჯვე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/images54.jpeg“პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივას გულისხმობს”. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს უახლოეს წლებში საქართველოს ეკონომიკისთვის წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა ექნება. “ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს უახლოეს მოკავშირეებთან და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთანაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, ეს იყო ძალზე სერიოზული ეკონომიკური ნახტომის საფუძველი.ამ მხრივ, მსგავსი რამ პირველად გამოცხადდა საქართველოსთან მიმართებაში, რაც უკვე კონკრეტული შედეგია. ყველამ მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტი ობამა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.რა თქმა უნდა, ეს უფრო ფართოდ განსახილველი საკითხია, რადგან NATO-ს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ეხება, თუმცა აშშ-ის მხარდაჭერა, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა სააკასვილმა. მისი თქმით, შეხვედრაზე ბარაკ ობამა ასევე ისაუბრა საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებზეც. “ასევე ყველამ მოისმინა, თუ რამდენად დადებითად და მაღალფარდოვნად ისაუბრა პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებზე, ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, უმცირესობების დაცვისა და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და ჩვენს დემოკრატიულ პერსპექტივებზე”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
წუხელ ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებდა. სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ცენტრალური ფოსტის გვერდით მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა, რომელიც შემდგომში ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და მთლიანად მოიცვა როგორც უშუალოდ თვით რესტორანი, ასევე ფოსტის შენობა და მიმდებარედ განლაგებული მაღაზიები და საპარიკმახერო.სოხუმში მშვიდობის გამზირზე მდებარე ცენტრალური ფოსტის შენობა, რომელშიც 1917 წლის რევოლუციამდე ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა, ხოლო შემდეგ სოხუმის "გლავპოჩტამ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი არ აპირებს, ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას "საპრეზიდენტო" უფლებამოსილება გადასცეს და მოვალეობის შესრულებას 25 მარტს, ახალი ლიდერის არჩევამდე გააგრძელებს."კონსტიტუციის თანახმად, დროებით ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვიდრე ახალი მეთაური არ იქნება არჩეული. ყველა რთული საკითხის გადაწყვეტისას ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ძირითადი კანონით, ყველა სხვა კანონითა და ნორმატიული აქტით, მათ შორის პარლამენტის, უზენაესი სასამარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Сегодня разговоры о промышленной политике, об инновациях и прочее уже не отражают реальных потребностей страны. Статья наводит на размышления, почему человек, который является национальным лидером, не обсуждает реальные проблемы страны?