planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/xelmowera.jpgთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – ოფისში ამავე მოძრაობამ, პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდმა, მოძრაობამ – „არა!“ და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ასოციაციამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასადმი, ევროკავშირის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოსა და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვისადმი საქართველოში მყოფ პოლიტპატიმართა ჯგუფის სპეციალური მიმართვა გაახმიანეს. აღნიშნულ მიმართვას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: საქინფორმი
-
Министр финансов Греции яростно отверг предложенный Германией план, который предполагал, что еврозона в обмен на новый спасательный пакет объемом в 130 миллиардов евро назначит своего представителя контролировать бюджет Афин.
-
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ესპანელ რაფაელ ნადალს ხუთ სეტში – 5:7, 6:4, 6:2, 6:7, 7:5 – სძლია და მესამედ მოიგო დიდი მუზარადის ეს ტურნირი, ქალთა შორის კი ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ იმარჯვა – რუსი მარია შარაპოვა 6:3, 6:0 დაამარცხა. თუ ქალთა ფინალში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა – შარაპოვამ მხოლოდ პირველ სეტში გაუწია მეტოქეს წინააღმდეგობა, ვაჟთა ფინალი დასრულებისთანავე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გადამწყვეტ დაპირისპირებად შერაცხეს – ანგარიშს რომ თავი დავანებოთ, ჩოგბურთელებმა კორტზე 5 საათი და 53 წუთი გაატარეს, ასე დიდხანს კი ერთეულთა ფინალი არასდროს გაგრძელებულა! ამ გამარჯვებით ჯოკოვიჩმა რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა, ვიქტორია აზარენკა კი 21-ე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ქალთა შორის შეძლო პირველი ადგილის მოპოვება. იხილეთ tabula.geზე
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/konst-logo.jpgთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, 2012 წლის 27 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან ორგანიზაციამ მიიღო წერილი, რომელიც ატყობინებს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეებზე მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. საქინფორმი
-
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ფიჯი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.მისი სიტყვებით, რუსეთი არაკანონიერი გზების გამოყენებით ცდილობს, მათ შორის მოსყიდვით, სხვადასხვა სახის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან მიაღწიოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას."ამის მაგალითად შესაძლებელ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Cindy Butts, adviser on the Metropolitan Police's Operation Trident, and Sunny Hundal, Guardian writer and editor of left wing blog Liberal Conspiracy debate the rights and wrongs of slapping your child as a form of discipline. planetanews
-
medianews.ge- გრიგოლ ვაშაძე პან გი მუნს შეხვდება
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 3 თებერვალს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნს შეხვდება. … ლინკი მედიანიუსზე -
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59835.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა იყო. მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, შეხვედრაზე ორი პრეზიდენტი ისაუბრებს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტზე, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ; საუბარი შეეხება უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების განვითარების საკითხს, ასევე თანამშრომლობას ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში. საუბარი იქნება ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. დავით ჯალაღანიამ ფიჯის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო აღიარებაზეც გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ფიჯის ხელისუფლება საერთაშორისო პრინციპების ერთგული დარჩება და აღიარების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად. `ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს თუნდაც ტუვალუს, ნაურუს, იმავე ვენესუელის და ნიკარაგუის სახით. თუმცა დიდ იმედს ვიტოვებთ, ფიჯის კუნძულების მთავრობა დარჩება საერთაშორისო პრინციპების ერთგული, იმ პრინციპების, რომელსაც აღიარებს გაეროს წევრი ყველა ქვეყანა და გაუძლებს რუსეთის ამ ცდუნებას და ზეწოლას,`- განაცხადა ჯალაღანიამ. View the full article
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/misha1-vashingtoni.jpgთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კალიფორნიაში „Basecamp“-ის სამიტზე საგანგებო სტუმრის რანგში იყო მიწვეული. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, გატარებულ რეფორმებსა და რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „როდესაც მისი ხელისუფლება ხელისუფლება დემოკრატიას აშენებდა, რუსეთის მხრიდან ყოველთვის იყო ზეწოლა“. საქინფორმი
-
საქინფორმი- კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილი თბილისში
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://saqinform.ge/images/stories/analitics/chviliiiiiiii.jpgთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, იყალთოს ქ. N33-ში, მცხოვრებთ სახლის კართან დილის 08:30 საათზე ჩვილი იპოვეს. „იყალთოს ქუჩაზე ერთ-ერთ სახლთან ჩვილი მიაგდეს. ის ახალი დაბადებული იყო და ჭიპლარიც არ ჰქონდა მოცილებული“, – განმარტავენ სასწრაფო დახმარების ცენტრში. <span style="font-size: 10pt;" />ჩვილის ნახვის შემდეგ ადგილობრივებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომლის შემდეგ ქუჩაში მიტოვებული ჩვილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. საქინფორმი -
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/didtovloba-walenjixa.jpgზუგდიდი, 30 იანვარი, საქინფორმი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არცერთ სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. წალენჯიხასა და ჯვარში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები უშუქოდაა დარჩენილი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელ მამუკა ქარდავას თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს ელექტროენერგია დღის ბოლომდე უნდა მიეწოდოს. მისივე ინფორმაციით, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები აღდგენით სამუშაოებს წალენჯიხაში დღეს დაიწყებენ. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/eksport-vina2.jpgთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი 2011 წელს 37,7%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და მისმა საერთო ღირებულებამ 54,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. <span style="font-size: 10pt;" />ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა. თუმცა ის კვლავ ჩამორჩება ემბარგოს დაწესებამდე არსებულ მაჩვენებელს, როდესაც 2005 წელს ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 81 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/parlamenti_sula.jpgთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიებიდან სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად ყველაზე მეტს – 600 ათას ლარს, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებების გათვალისწინებით, დაფინანსების მისაღებად საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტებში შემავალ პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. <span style="font-size: 10pt;" />შესაბამისად, ყველაზე მეტი დაფინანსება „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო, რომელმაც 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 65,75% მიიღო. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/pase23.jpgთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ორმა თანამომხსენებელმა „PACE“-ს მონიტორინგის კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ვინაიდან ვერ მოხერხდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა, რაც თითოეული ხმის თანაწონადობის პრინციპის დარღვევას იწვევს. ანგარიში, რომელიც თანამომხსენებლების საქართველოში ოქტომბერში ვიზიტის საფუძველზე მომზადდა, 26 იანვარს გამოქვეყნდა და იგი მართლმსაჯულების აღსრულებისა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. <span style="font-size: 10pt;" />კასტრიოტ ისლამი და მაიკლ იენსენი, თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, ანგარიშში მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების თაობაზე, ასევე, ახალ კოდექსში ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას. საქინფორმი