planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59837.jpgკიდევ ერთი გზავნილი მსოფლიოს. ამერიკა საქართველოს უცვლელი მეგობარია - ასე აფასებს პარალამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას დღეს დაგეგმილ შეხვედრას. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის სიგნალი, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ის მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. `ბოლო ოცი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან, შეერთებული შტატები იყო პრაქტიკულად არა მხოლოდ ჩვენი მოკავშირე და მეგობარი, არამედ გარანტორი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის. რომ არ ყოფილიყო შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ალბათ, ძალიან რთული იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაც. ამიტომ შეერთებული შტატების პოზიციას ყოველთვის აქვს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა და ძალიან მისასალმებელი ფაქტია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფორმატით დღეს შედგება საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც საქართველოსთვის არის ღირებული,` - განაცხადა ბაქრაძემ. View the full article
-
Американским ученым удалось свести "энергетический баланс" Земли - в частности, им удалось обнаружить, куда девается так называемая "потерянная" тепловая энергия. В рамках новой работы ученые использовали данные спутниковых наблюдений за 10 лет вместе с результатами непосредственного измерения температуры океанов. lenta.ru
-
ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ მდებარე კორპუსებში "ტელეიმედისა" და "რუსთავი 2"-ის სტუდიები გაიხსნება. ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი "ახალი გაზეთი" ავრცელებს. ტელეკომპანია "იმედის" საინფორმცაიო სამსახურის პროდიუსერის, ირმა ლორიას თქმით, სტუდია მათი რეგიონული გადამღები ჯგუფისთვის იმუშავებს: "საჭიროების შემთხვევაში, მათ დაეხმარება თბილისიდან ჩამოსული ერთი გადამღები ჯგუფი". "კურიერის" პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი ამბობს, რომ რეგიონებში სტუდიების მოწყობის გამოცდილება აქვთ და ეს მათ არც ქუთაისში გაუჭირდებათ: "ქუთაისის სტუდიაში შეიძლება მოვიწვიოთ სტუმრები პარლამენტიდან, ვგეგმავთ საპარლამენტო კორესპონდენტების მივლინებასაც". ქუთაისში სრულად აპირებს გადასვლას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი, რომლითაც მოხდება პარლამენტის ხსდომების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში. /get_img?ImageId=5632 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
The Syrian army is reported to have regained control of some Damascus suburbs recently held by rebel forces. planetanews
-
Обсуждение идеологами и организаторами принятого во французском Сенате решения также находит отражение и в турецкой прессе. По сути, сценарий тот же, просто проявляется на разных фронтах. Самое главное то, что политическое руководство и все население Турции видят упорное сопротивление Азербайджана на передовых позициях, как до этого времени, так и по данному вопросу.
-
თბილისს ეწვია ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების და აშშ-ს ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი. საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ის შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებთან და ამ შეხვედრებზე ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობა განიხილება. გავრცელებული ცნობით, ჯონ ალენi ეწვევა კრწანისის საწვრთნელ ცენტრს, სადაც ქართველი სამხედროები გადიან სწავლებას ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. იხილეთ tabula.geზე
-
</p>/get_img?ImageId=6097 დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ორგანიზაციებმა– მოძრაობა “რატომ?”, მოძრაობა “არა” და მოძრაობა “ივერიელები”– სპეციალური განცხადება მიიტანეს. “ეს არ არის საპროტესტო აქცია. შევიკრიბეთ რამოდენიმე ადამიანი იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ელჩს, ბატონ ჯონ ბასს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია ბარაქ ობამას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში სინამდვილეში. პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ, მედიაწნეხების, ელიტარული კორუფციის და იმის შესახებ, რომ ქვეყანა სოციალური კრიზისის ზღვარზეა”, – განაცხადა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ზაზა სვანაძემ. ორგანიზატორების თქმით, სპეციალურ განცხადებაში სწორედ იმ პრობლემებზეა საუბარი, რაც დღეს საქართველოში ყველაზე მწვავედ დგას. მოძრაობა “ივერიელების” ხელმძღვანელის, ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, ისინი იმედს იტოვებენ, რომ ამერიკის დახმარებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცემა: “ჩვენ გვინდოდა, მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრამდე ინფორმაცია გადაგვეცა ამერიკის საელჩოსთვის იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, მთავრობასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ ბიზნესს და ახდენენ მონოპოლიზაციას, გვყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ამერიკა ამდენი წელია ეხმარება საქართველოს და მილიარდობით ლარი აქვს გამოყოფილი ამისთვის, თუმცა გვინდა, რომ უფრო მეტი ღონისძიებები გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატიული განვითარების საშუალება” მოძრაობის წევრები განცხადების დატოვებიდან რამდენიმე წუთში დაიშალნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ერორი- პუტინი - `ჩვენ ახალი ეკონომიკა გვჭირდება`
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59838.jpgვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი დაბრკოლება კორუფციაა. რუსეთის პრემიერი აგრძელებს პუბლიცისტურ საქმიანობას და ამჯერად `ვედომოსტის` ფურცლებზე აქვეყნებს სტატიას სათაურით `ჩვენ ახალი ეკონომიკა გვჭირდება`. პუტინი წერს, რომ მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ცვლილებები არც ისე შესამჩნევია, რადგან ბიზნესმენები ისევ ქვეყნის გარეთ არეგისტრირებენ საკუთარ ბიზნესს. ახალი ეკონომიკის მშენებლობის პროცესში პრეზიდენტობის კანდიდატი პუტინი მომსახურების სფეროს და სოფლის მეურნეობის განვითარებას ანიჭებს უპირატესობას. View the full article -
В то время как во Франции армянский геноцид становится инструментом политической борьбы в рамках предвыборной кампании, Турция требует новых уступок и отказывается ратифицировать подписанные в 2009 году «протоколы» с Ереваном, которые были призваны нормализовать отношения между двумя государствами и открыть общую границу.
-
</p>/get_img?ImageId=6098 ჯონ ალენი, წყარო: ვიკიპედია 30 იანვარს თბილისში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა (ISAF) და აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი შეხვედრებს გამართავს სამთავრობო და სამხედრო ოფიციალურ პირებთან. ამ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოს წვლილს ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში. გენერალი, აგრეთვე, მოინახულებს და სიტყვით მიმართავს საქართველოს 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს კრწანისის საწვრთნელ ცენტრში. ამჟამად მიმდინარეობს ბატალიონის მომზადება ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა და აშშ-ის ძალების მეთაურის პოსტზე დანიშვნამდე გენერალი ჯონ ალენი მსახურობდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე. ავღანეთში ISAF-ის მეთაური მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატით, რომელიც სხვადასხვა ოპერაციების საშუალებით ხელს უწყობს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, შეამციროს მეამბოხეთა შესაძლებლობები, დაეხმაროს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარებასა და მმართველობის დახვეწას, აგრეთვე, სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარების გამოსწორებას. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ქართველი მღვდელთმსახური მამა იონა ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ "აფსნიპრესს" ოკუპირებულ აფხაზეთში თვითმარქვია აფხაზური ეკლესიის "წინამძღვარმა" ბესარიონ აპლიამ განუცხადა."როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, იგი დაკავებულია და ამ მომენტისათვის პატიმრობაში იმყოფება. იგი დაკავებულია იმის გამო, რომ საბუთები წესრიგში არ ჰქონდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გამოსასყიდის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ ჭორებია. მე ეხლა ვცდილობ უფრო მეტი დეტალები გავარკვიო", - განაცხ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Странная история о том, как основатель WikiLeaks стал телезвездой – и все благодаря России. Дело в том, что ток-шоу будут показывать на телеканале RT. Это англоязычная телевизионная станция, финансируемая Кремлем, который совсем недавно обвинили в фальсификациях на выборах и подвергли международному осуждению за подавление демократических протестов.
-
ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წარმოებისათვის რუსეთში სამი ახალი ქარხანა აშენდება, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერ დიმიტრი რაგოზინზე დაყრდნობით "ИТАР-ТАСС" - ი იუწყება.რუსი ჩინოვნიკის სიტყვებით, ახალი ქარხანების წყალობით, ქვეყანას "თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-კოსმოსური ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი ტექნიკის წარმოების" შესაძლებლობა მიეცემა , თუმცა ეს ქარხანები როდის და სად აშენდება, ჯერ კიდევ უცნობია. როგორც თვით როგოზინმა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
/get_img?ImageId=2984 აზიზიეს მეჩეთი ძველ ბათუმში საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრების მიერ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას თურქული ინტერნეტმედია აქტიურად გამოეხმაურა. 27 იანვარს მიღწეულ ამ შეთანხმების შესახებ ძალიან ბევრმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე დაიწერა ქართულ მედიაშიც. ხელშეკრულების დეტალები საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. ხელშეკრულების დეტალების შესახებ ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი თვით აჭარის მუფთისთვისაც. ჯემალ პაქსაძე: „ვერ გეტყვით, ჩვენს მრევლს მიეცემა თუ არა ამ მეჩეთში ლოცვის შესაძლებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ასე იყოს. ხელისუფლება გონიერია და ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება გადაწყვეტილი. არც მშენებლობის ადგილის შესახებ ვიცით რამე. ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების გადაწყვეტილების შესახებ მრევლმაც ტელევიზიით გაიგო. ჩვენ გვინდა მეჩეთი, ოღონდ ეს უნდა იყოს ქართული არქიტექტურით შესრულებული ნაგებობა, რომელიც იქნება არა თურქეთის სახელმწიფოს, არამედ საქართველოს სამუფთო-სამმართველოს დაქვემდებარებაში. ტაძარი უნდა იყოს ქართული. რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩვენი სურვილია“. ამ მშენებლობას საჯაროდ ეწინააღმდეგება „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე: „ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთის სახელმწიფოში უნდა გადარჩეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსები. სვეტიცხოვლის შეთანხმების მე-10 მუხლის მიხედვით კი, რომელსაც ხელს შევარდნაძე და პატრიარქი აწერენ, თუ ჩვენი სახელმწიფო საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული ეკლესიების რესტავრაციაზე დაიწყებს ფიქრს, ის საპატრიარქოს უნდა შეუთანხმდეს. თურქეთის ისლამისტური სახელმწიფო საკუთარ რელიგიურ გეოგრაფიას აფართოებს. რელიგიური გეოგრაფიის გაფართოება კი ჩვენი ხალხის ინტერესში არ შედის. ჩვენს ინტერესში შედის თურქეთთან ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. მე უამრავი მუსლიმი მეგობარი მყავს და ისინიც კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ბათუმში სხვა ქვეყნის მიერ ასეთი ექსპანსიური პოლიტიკისა. ეს ქართველი ხალხის ღირსების შელახვაა. ამიტომ ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან ჩვენ ერთ ხალხმრავალ აქციას გავმართავთ და ოფიციალურად გავაფრთხილებთ თურქეთის სახელმწიფოს, რომ არ გაბედოს ამ მშენებლობის დაწყება. თუ მშენებლობა მაინც დაიწყება, საქართველოში მოვა ეროვნული მთავრობა და ხელშეკრულება ცალმხრივად გაუქმდება. ეს პოლიტიკური ხასიათის ხელშეკრულებაა, ამიტომ პასუხისმგებლობა ორივე ქვეყნის ხელისუფლებას უნდა დავაკისროთ“. მურმან დუმბაძე, რომლის ინიციატივით ბათუმში მეჩეთის მშენებლობის იდეის წინააღმდეგ გასულ წელს აქცია გაიმართა და რომელშიც ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინტენსიურ აქციებს არ გამართავენ: „პროვოკაციას პროვოკაციით არ ვუპასუხებთ. სააკაშვილს სურს, ქუჩაში გამოვიდეთ და საარჩევნო პერიოდის წინ დაიჭიროს ლიდერები. მას ამის საშუალებას არ მივცემთ“. ორი ქვეყნის კულტურის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების შესახებ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია საქართველოს საპატრიარქოს, თუმცა აქამდე მუდმივად ამბობდა, რომ არ ეთანხმება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის იდეას. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე, ალავერდის მიტროპოლიტი დავითი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თურქეთის სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მას ჯერ არ უნახავს, ამიტომ ხელშეკრულების გაცნობამდე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების შესახებ საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებმა გასულ კვირას განაცხადეს. მინისტრების თქმით, ქართული მხარე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების- ოშკისა და იშხანის– რეაბილიტაციის სანაცვლოდ თურქეთს საქართველოში აზიზიეს მეჩეთის აღდგენასა და ახმედიეს კომპლექსის რესტავრაციას სთავაზობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს, 30 იანვარს, 18:00 საათზე, ევროპის სახლი გიწვევთ ფილმის „ჩემი ცხოვრების ერთი დღე“ ჩვენებაზე. ფილმი არის შედეგი ევროპის სახლის პროექტის: ჩართეთ კამერები! საერთაშორისო კინო-სკოლა ახალგაზრდა კინოხელოვანებისთვის. ზემოთ ხსენებულმა პროექტმა, საშუალება მისცა აფხაზ, ქართველ, რუს და უკრაინელ მონაწილეებს შეექმნათ ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემცველი ერთობლივი ნამუშევარი, გამოცდილ ევროპელ კინოხელოვანებთან, შტეფან ტოლცთან, რეგინა ქუნსა და ლენა რემთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ფილმის რეჟისორები არიან: ესმა ხურხუმალი, კოტე ჩლაიძე, ასკოლდ კუროვი და ვიქტორ ცატრიანი. პროექტი დაფინანსდა კულტურული ურთიერთობების ინსტიტუტის (ბერლინი) მიერ და განხორციელდა უკრაინული ფილმის განვითარების ფონდთან (კიევი) თანამშრომლობით. იხილეთ tabula.geზე
-
თბილისში იმედს გამოთქვამენ, რომ წყნარი ოკეანის სახელმწიფო ფიჯის ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აღიარებს. „ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ფიჯის ხელისუფლება დარჩება ერთგული საერთაშორისო პრინციპების , რომელსაც აღიარებს გაეროს წევრი ყველა ქვეყანა და გაუძლებს ამ ცდუნებას თუ ზეწოლას და დარჩება ერთგული, როგორც ჩვენს მიმართ კეთილი პარტნიორობისა, ასევე იმ ვალდებულებების წინაშე, რომელიც მათ აქვთ აღებული“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ დღეს საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ეს განცხადება ფიჯიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის წინ გააკეთა, რომელიც აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მისი ტურნეს ფარგლებში მიმდინარე კვირაში იგეგმება. ლავროვი 31 იანვარს ავსტრალიას ეწვევა. ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა “რუსეთის მიერ წარმოებულ ერთგვარ უცნაურ საგარეო პოლიტიკას”, რომლის ფარგლებშიც მოსკოვი, ძირითადად, ეკონომიკურად დაბალგანვითარებული ქვეყნების მიმართ „სხვადასხვა არაკანონიერი გზით”, მათ შორის “პირდაპირი მოსყიდვით თუ სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლით ან შეთავაზებით“, ცდილობს მიაღწიოს „ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს“. ავსტრალიური გამოცემა Sydney Morning Herald–ი 25 იანვარს იტყობინებოდა, რომ ფიჯიში ვიზიტამდე ლავროვი თავის ავსტრალიელ კოლეგას, კევინ რადს შეხვდება, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, სთხოვს მას, რომ რუსეთმა გამჭირვალობა შეინარჩუნოს წყნარი ოკეანის სივრცეში არსებულ ურთიერთობებში. მიიჩნევენ, რომ ლავროვის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა გახდეს ფიჯის დარწმუნება – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, იტყობინება Sydney Morning Herald–ი. როგორც Radio Australia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ახალზელანდიელმა ექსპერტმა საგარეო პოლიტიკის საკითებში სტივენ ჰოდლიმ განაცხადა, მართლაც არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი წყნარი ოკეანის მცირე ქვეყნების მოსყიდვას აწარმოებს. მისი თქმით, ამის შესახებ ლავროვს მისი ვიზიტის დროს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი კევინ რადი და მისი ახალზელანდიელი კოლეგა მარეი მაკკალი „დაელაპარაკებიან“. „ეს გამჭვირვალობის საკითხია და ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, რას აკეთებენ რუსები, რა მოცულობისაა მათი დახმარება და გვსურს ამ დახმარების კოორდინაცია, თუ ის კანონიერია“, – განაცხადა ექსპერტმა. თუმცა, მისი თქმით, ახალ ზელანდიას რუსეთთან მკაცრი საუბარი გაუჭირდება, ვინაიდან ეს ქვეყანა ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის გაფორმებითაც ძალიან არის დაინტერესებული. რაც შეეხება ფიჯის, ჰოდლი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ავსტრალია და ახალი ზელანდია ამ ქვეყანას სანქციებით დაემუქრნენ „დემოკრატიისგან უკან დახევისთვის“, ფიჯის მთავრობა ახალ პარტნიორებს ეძებს, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთის სახით. შესაბამისად, ლავროვს ოკეანეთის სახელმწიფოში კარგად დახვდებიან. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი “რამდენიმე ასეული მილიონის” დაპირებით ცდილობს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება აფრიკული ქვეყნების მთავრობებისგანაც მოიპოვოს. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფრიკაში, მიხეილ მარგელოვმა, რომელიც აფრიკის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ნიგერიას, მალის, მავრიტანიას და მაროკოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა, განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს შეუთავაზებია ფული თავისი აფრიკელი პარტნიორებისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ. სულ ბოლოს სოხუმი და ცხინვალი ტუვალუმ აღიარა 2011 წლის სექტემბერში. მანამდე სოხუმი და ცხინვალი აღიარეს წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოებმა ნაურუმ და ვანუატუმ, თუმცა ამ უკანასკნელმა ქვეყანაში მთავრობის ცვლილების შემდეგ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2009 წელს ცნო ლათინური ამერიკის ორმა სახელმწიფომ – ნიკარაგუამ და ვენესუელამ. თითოეულმა სახელმწიფომ რუსეთისგან სხვადასხვა ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო. იხილეთ tabula.geზე
-
##video#583#0#ამჯერად პროტესტი სიმღერით საჰაერო ძალების ვეტერანებმა გამოხატეს. მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელშიც ვეტერანები ცხადად აკრიტიკებენ პრემიერს, სწრაფად გახდა ინტერნეტის სენსაცია. სიმღერის ტექსტი ვლადიმერ პუტინის მწვავე კრიტიკას შეიცავს. კლიპი თავდაპირველად “იუთუბზე” დაიდო. შემდეგ კი სიმღერის პრემიერა შედგა სატელევიზიო არხზე - “დოჟდ.” ვიდეო 120,000 -ზე მეტმა ინტერნეტ მომხმარებლმა უკვე ნახა. სიმღერა სახელწოდებით “არავინ ჩვენს გარდა” რუსეთის პრემიერს წარმოადგენს როგორც მექრთამე ბიუროკრატს, რომელმაც გაანადგურა შეიარაღებული ძალები. პროტესტის სიმბოლო თეთრი ლენტია, რომელიც გამოხატავს შეუგუებლობას რუსეთის არსებული განუკითხაობისადმი. სიმღერის ავტორები პრემიერ მინისტრს ღიად უპირისპირდებიან და ამბობენ, რომ მოდერნიზაცია, რომელზეც ამდენს საუბრობენ, სინამდვილეში არ ხდება, რომ ქვეყანას ქურდები და მატყუარები მართავენ. იხილეთ tabula.geზე
-
Главный тренер казанского "Рубина" Курбан Бердыев подготовил заявление об отставке к заседанию попечительского совета клуба, которое состоится 31 января. Бердыев решил поставить вопрос о своей отставке в связи с возникшими разногласиями между ним и президентом "Рубина" Дмитрием Самаренкиным. lenta.ru
-
Впервые за долгие годы представители несистемной оппозиции в воскресенье приняли участие в острополитических дискуссиях сразу на двух каналах - Первом и НТВ. Голосование зрителей по итогам показало: за Путина только 32%, а 40% - против всех. Эксперты, удивленные внезапной свободой слова, выдвигают версии. А участники программ рассказали, что все-таки было вырезано. newsru
-
Котировки кредитных дефолтных свопов на долг Португалии подскочили до рекордного уровня. Чтобы застраховать облигации страны на 10 миллионов долларов на пять лет, нужно единовременно заплатить 3,95 миллиона долларов, то есть риск дефолта оценивается в 71 процент. Продолжают расти и ставки по облигациям Португалии. lenta.ru
-
Тина Канделаки спродюсировала новое политическое ток-шоу "Полет с Камикадзе". Вести новую передачу будет видеоблогер Дмитрий Иванов, известный под никнеймом "Камикадзе". Для пилотного выпуска передачи в качестве гостей были приглашены Илья Пономарев, Максим Шевченко, Ольга Романова и Никита Томилин. lenta.ru