planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Newt Gingrich sought to rally his grass-roots coalition against the heavy campaign machinery of a resurgent Mitt Romney.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
Heavy clashes were reported as troops and tanks were sent to vanquish rebels, and Russia indicated it would oppose any effort to have President Bashar al-Assad step down.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
While many modern executives live behind a wall of communications operatives, Rupert Murdoch, the chief of News Corporation, is openly expressing his opinions on Twitter.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
Following similar steps across the country, the Assembly speaker, Sheldon Silver, plans to introduce a bill to raise the state’s minimum wage, and for it to be adjusted each year for inflation.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
A long line of cars and trucks collided one after another early Sunday on a dark Florida highway so shrouded in haze and smoke that drivers were instantly blinded. At least 10 people were killed.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
-
Royal Bank of Scotland chief executive Stephen Hester will not take his near £1m bonus, the BBC has learned. planetanews
-
В соборе Святой Живоначальной Троицы в Петропавловске-Камчатском подожжен иконостас. По предварительным данным, акт вандализма совершил грабитель, который проник внутрь собора и не обнаружил денег в кассе церковной лавки. Собор считается самым восточным православным кафедральным собором в России. lenta.ru
-
Итальянские власти заявили, что операция по извлечению из воды круизного лайнера "Коста Конкордиа", затонувшего у берегов острова Джильо, займет от семи до десяти месяцев с зависимости от погодных условий. Компания - владелец судна на конкурсной основе выберет фирму, которая выполнит эти работы. lenta.ru
-
Контроль за деятельностью бизнеса должен основываться на презумпции его добросовестности, пишет в новой статье премьер-министр РФ Владимир Путин. Это позволит улучшить деловой климат и повысить уровень частных инвестиций. Путин также предлагает ликвидировать "откаты" и ввести налог на "престижное потребление". lenta.ru
-
Broadcaster Sir David Attenborough explains how his extensive work with animals was quite literally taken home. planetanews
-
New footage of the continuing search of the grounded Costa Concordia have revealed the state of parts of the ship's submerged interior. planetanews
-
Syrian tanks and troops are reported to have launched a fresh attack on anti-government activists in suburbs of Damascus. The BBC cannot verify this video, but the images are consistent with reports from the area. planetanews
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/nationaluri-modzraoba.jpgმმართველი პარტიის დაკვეთით იანვრის შუა რიცხვებში განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, პარლამენტი ორპარტიული იქნება იმ შემთხვევაში არჩევნები რომ დღეს ჩატარდებოდეს, სადაც ნაციონალურ მოძრაობას დიდი უპირატესობა ექნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ შესაქმნელ პარტიასთან „ქართული ოცნებასთან“ შედარებით. polity.ge
-
წარმოუდგენელია? ინდოელებმა მოახერხეს და საგზლისათვის საჭირო ნივთებიც არ დაავიწყდათ View the full article
-
Замглавы Ростуризма Георгий Саришвили вылетел в Таиланд, чтобы оказывать содействие клиентам туроператора "Ланта-тур", объявившего о приостановке работы. По данным Ростуризма, у большинства туристов компании возникли сложности с проживанием в Таиланде. Там находятся около тысячи клиентов "Ланта-тур". lenta.ru
-
დღეს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა რომელმაც შეიძლება დიდი მოვლენა მოახდინოს ონლაინ გეიმინგის მომავალზე…MuchDifferent არის შვედური კომპანია რომელმაც დაისახა მიზნად შეექმნა სერვერი რომელიც საშუალებას მისცემდა დეველოპერებს შეექმნათ უფრო მასშტაბური ონლაინ თამაშები, დღეს კი თბილისის დროით 19 საათზე გაეშვა ტესტი რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მაქსიმუმ 1000 ადამიანს.ამ ათას ადამიანს შორის ერთერთი ... View ucnauri.com
-
ფილმებში უნებლიედ დაშვებული შეცდომები ან გაუთვალისწინებელი შემთხვევები.ზოგადად ასეთ წვრილმანებს ყურადგებას არავინ აქცევს, თუმცა კი ასეთი შემთხვევები ხშირია კინო-ინდუსტრიაში.სურათებისა და ვიდეოების ნაკრები.ზოგს შეიძლება ნანახიც გქონდეთ, მაგრამ უმეტესობისთვის ეს სიახლეა. View ucnauri.com
-
გამოსავლის ძიება. ორიოდე სიტყვით დავუბრუნდები წინა წერილში მოკლედ მიმოხილულ იაგანოვ-შმულევიჩის ინტერვიუს (http://www.tabula.ge, 29.12.2011). ადრე მოგახსენეთ იბრაჰიმ იაგანოვის მოსაზრება, თუ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ კავკასიაში ვითარების შესაცვლელად – მან უნდა აღიაროს ახალი სტატუს-კვო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მათი დამოუკიდებლობა ცნოს. როგორც მკითხველმა იცის, ბ-ნი შმულევიჩის მოსაზრება განსხვავებულია: „არ ვფიქრობ, რომ საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს… მაგრამ, შესაძლებელია ფედერაციის [ან კონფედერაციის] გარკვეული ფორმები“ (იქვე). კავკასიისგან გამიჯნული საქართველო. მუდმივად ისმის რიტორიკული კითხვა – წარმოადგენს თუ არა საქართველო კავკასიურ ქვეყანას? ერთი შეხედვით, თითქოს ასეა, რომ საქართველოს ურთიერთობა კავკასიასთან (მის ორივე მხარესთან) სამ დიდ ეტაპად შეიძლება დაიყოს: უძველესი დროიდან კავკასიის დიდი ნაწილის ისლამიზაციამდე; ისლამიზაციიდან რუსეთის იმპერიის გაბატონებამდე; კავკასიაში რუსეთის „ნაირგვარი“ იმპერიის დამკვიდრებიდან დღემდე. საქართველოს სახელმწიფოს დომინანტური მდგომარეობა კავკასიაში მის განსაკუთრებულ ფუნქციას უსვამდა ხაზს - კავკასიის გზა მსოფლიომდე. ანუ საქართველო მდებარეობდა (პოლიტიკურად) არც მთლად კავკასიაში და არც გამოკვეთილად მის გარეთ. შეიძლება შემომედავონ, მაგრამ საქართველო კავკასიაში რუსეთმა „დააბრუნა“. ასე რომ, შეიძლება დაეთანხმო ბ-ნი შმულევიჩის შემდეგ მოსაზრებას – „შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქვეყანამ, რომელმაც ევროპისკენ აიღო გეზი, სრულად მოიჭრა ყველა კავშირი კავკასიასთან. ეს ნონსენსია… საქართველო კავკასიის ნაწილია“ (http://www.tabula.ge, 19.12.2011) ასევე მისაღებია განცხადება, რომ „კავკასია გეოპოლიტიკურად, გეოეკონომიკურად და კულტურულად ერთიანი რეგიონია“ (იქვე). აქ მთავრდება ერთიანობა, რადგან პოლიტიკურად კავკასია და საქართველო ერთმანეთისგან გამიჯნულები არიან. კავკასია და მსოფლიო. საქართველოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ მსოფლიოს (ევროპასა და აშშ-ს) ნამდვილად წარმოდგენა არ აქვს, რა მოუხერხონ კავკასიას. ამ ვითარებიდან მომდინარეობს ის, რომ ჩვენი ქვეყანის პოლიტიკამ „კავკასიის მიმართულებით დაწყებული საქმე შეაჩერა. ამის მიზეზი ევროპისა და აშშ-ის უკმაყოფილება იყო. ისინი კი რუსეთის უკმაყოფილებამ შეაშფოთა“ (იქვე). მაგრამ ამ მეტ-ნაკლებად სწორ დასკვნას მოსდევს ბ-ნი შმულევიჩის უცნაური განმარტება, რომ „საქართველოს ნაბიჯები დასავლეთში აღიქმება არა როგორც თანმიმდევრული პოლიტიკა, არამედ როგორც სააკაშვილის პირადი შურისძიება პუტინისადმი“. ამის შემდგომი მსჯელობაც იგივე სულისკვეთებით არის გაჯერებული: „დასავლეთმა ვერ დაინახა, რომ საქართველო ჩრდილო კავკასიისკენ შემოტრიალდა. ასეთი ხედვა არც ქართველ ოფიციალურ პირებს და საზოგადოებას აქვთ. დასავლეთისთვის არავის აუხსნია, რომ ეს მართლაც რეალური პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს ინტერესებთან არის დაკავშირებული და მასზე ქვეყნის არსებობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული“. გასაგებია, რომ მხოლოდ საქართველოს შეუძლია ცივილიზებულ სამყაროში ჩრდილოეთ კავკასიის ინტეგრაცია. მაგრამ ამ პროცესის ხელშეწყობისთვის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა არსებობდეს: პირველი, ჩრდილოკავკასიელი ხალხების სურვილი, გახდნენ ცივილიზებული სამყაროს წევრები და, მეორე, რუსეთის ფედერაციის მმართველი ელიტის მხრიდან მუდმივი ხელის შეშლის დასრულება სრულიად კავკასიაში სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის. რუსეთი კავკასიაში. ბ-ნ შმულევიჩის მოსაზრებას შეიძლება დაეთანხმო, როცა იგი აცხადებს, რომ „კრემლი ვერ ართმევს თავს რეგიონის მართვას და მადესტაბილიზებელ ფაქტორად იქცა“ (იქვე). მაგრამ აქვე დასძენს, რომ „საქართველომ მხოლოდ სანახევრო ნაბიჯები გადადგა. აღიარა ჩერქეზთა გენოციდი…“ (იქვე). შემდეგ ისევ უცნაური ლოგიკური ჯაჭვი – „რუსეთმა ეს ინიციატივა ხელში ჩაიგდო, აქტიურად მუშაობს ჩერქეზულ დიასპორასთან, მართავს კონფერენციებს. მიდის კონტრპროპაგანდა, მუშაობენ სპეცსამსახურები. საქართველო კი ამას არაფერს უპირისპირებს“ (იქვე). საქართველო „ამას არაფერს“ კი არა, ვერაფერს უპირისპირებს. ჯერ ერთი, მას ჩერქეზულ დიასპორასთან ურთიერთობისთვის იმდენი რესურსი (თუნდაც ფინანსური ან დიპლომატიური) არ გააჩნია, როგორც რუსეთს; მეორე, ადიღეელთა სამი ავტონომია (საკუთრივ ადიღე, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი) რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია; მესამე, არც ისე უღრუბლოა ჩერქეზებისა და რუსეთის პოლიტიკური წრეების ურთიერთობა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საუბარი ეხება სირიაში მცხოვრები ჩერქეზების გადმოსახლებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მათი რაოდენობა 100000 ადამიანს აღწევს. მათგან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილთან (რამდენიმე ასეულ ადამიანზე ვსაუბრობ) სცადა მოლაპარაკება რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ გადმოსახლების თაობაზე. „ასიათასიანი დიასპორიდან მხოლოდ ნაწილის დაბრუნება ცუდად იქნება აღქმული რუსეთში მცხოვრები ჩერქეზების მხრიდან, ამავე დროს, სრულად მათი რეპატრიაცია, უკვე რუსულ მოსახლეობაში გამოიწვევს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას. ასე რომ, რუსეთის ხელისუფლებას გამოცდის ჩაბარება მოუწევს“ (ვალერი ძუცევი, Relocating Syrian Circassians to the North Caucasus Poses Problems and Opportunities for Moscow, Eurasia Daily Monitor Volume: 9 Issue: 1, http://www.jamestown.org, 03.01.2012). დამოუკიდებლობა მოსკოვის „ხელდასმით“. შემდეგ ინტერვიუში იწყება ფანტასტიკური ფეიერვერკი: „დღეს მოსკოვი ვერაფერს სთავაზობს ჩრდილო კავკასიას. ამიტომ, შესაძლებელია ორმხრივი ან სამმხრივი შეთანხმება (მაგალითად, ევროკავშირის მონაწილეობით) ჩრდილო კავკასიის რაიმე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. იმის შესახებ, რომ საქართველო, მოსკოვთან შეთანხმებით, შემოდის ამ რეგიონში. აქ საქართველოსა და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ორივე მხარე სასიცოცხლოდ დაინტერესებულია სტაბილური, არაექსტრემისტული, ეკონომიკურად განვითარებული ჩრდილოეთ კავკასიით. საქართველოს შესაძლო ცივილიზაციურ-ინტეგრაციული როლი აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს აძლევს ხელს – დასავლეთს, თურქეთს და ა.შ. – კრემლის ჩათვლით…. დღეს რუსეთის ხელისუფლება ჩრდილო კავკასიის ავტონომიის შესაძლო ზრდას საფრთხედ აღიქვამს. კრემლს სხვა არჩევანი აღარ აქვს. საზოგადოება ანტიკავკასიურად არის განწყობილი, რეგიონი იქცა საფრთხედ რუსეთის მთლიანობისთვის. მოსკოვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ კავკასიაში სტაბილურობის დამყარება არ შეუძლია. რუსეთი შესაძლოა დაინტერესდეს საქართველოსთან თანამშრომლობით, რადგან აქ მოსკოვისა და თბილისის ინტერესები ემთხვევა. მთავარია, ეს დასავლეთმაც გააცნობიეროს… დღეს საქართველოს არ აქვს მოსკოვზე ზეგავლენის ბერკეტები, თუმცა აქვს საშუალება გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე ჩრდილო კავკასიაში. ეს არგუმენტი შეიძლება კრემლს მოლაპარაკებების დროს წაუყენო“ (იქვე). რა შეიძლება ითქვას, გარდა იმისა, რომ ყოველივე ზემოთქმული კეთილი სურვილებია და სხვა არაფერი. საყვედური, რომ „თბილისს სტრატეგია ამ მხრივ არ აქვს“, რბილად რომ იქვას, გაუგებარია. შემდეგ კი ასეთი ფრაზა გვხდება – „თბილისი მზადაა აწარმოოს მოლაპარაკება მხოლოდ მოსკოვთან. ამ პოზიციას ქართული საზოგადოებაც იზიარებს“, რაც, როგორც ჩანს, მთლად კარგი არ ყოფილა. ჯერ ერთი, თუკი მოსკოვი თბილისმა უნდა დაარწმუნოს საკუთარ კეთილ განზრახვებში, როგორ უნდა მოახერხოს ეს, თუ არა უშუალო დიალოგით; მეორე, რუსეთი სრულიადაც არ არის დაინტერესებული კავკასიაში სტაბილური ვითარების არსებობით – ამაზე მეტყველებს რუსეთის შეირაღებული ძალების ინტენსიური ზრდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (არაფერს ვამბობ რუსულ პოლიტიკაზე საქართველოს ორი სეცესიური სუბიექტის საერთაშრისო აღიირებასთან დაკავშირებულ). რუსეთი რომ დათანხმდეს ბ-ნი შმულევიჩის მიერ აღწერილ სქემას, რაც თავისთავად ძალიან კარგია, მაშინ მისმა პოლიტელიტამ ძირფესვიანად უნდა შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულებები, პირველი რიგში, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ იმ უბრალო მიზეზით, რომ კავკასია მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი გახდა. საქართველოს ამ პროცესებზე ნაკლები გავლენა აქვს, რადგან თავად იგია ბევრწილად დამოკიდებული მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენების სამომავლო განვითარებაზე. არჩართულობა vs. ჩართულობა. ჩართულობის პოლიტიკა ამჟამად გაყინულია და ადგილს ტკეპნის. მასთან დაკავშირებით ბ-ნი შმულევიჩის აზრი ასეთია: „სტრატეგია უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაზეც. არ შეიძლება ეს რეგიონები ცალცალკე განვიხილოთ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ საერთო-კავკასიური პოლიტიკის კონტექსტში არის შესაძლებელი“ (იქვე). საფუძვლიანი შენიშვნაა, რომ არა ერთი გარემოება – ჩართულობის წინააღმდეგ მოქმედებს არჩართულობის ანტიპოლიტიკა და მისი მთავარი ინიციატორი აფხაზეთია, ყოველ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური მმართველობა. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია: აფხაზური მხარე, ერთი მხრივ, საკუთარ პრიორიტეტებს არ ცვლის და ესენია: „აფხაზეთის ფართო საერთაშორისო აღიარების მიღწევა; რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერება; აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“. თუმცა, მისთვის (აფხაზური მხარისთვის), „უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრიორიტეტი ასევე შეიცავს თბილისთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებს“. ყოველივე ზემოთქმულს, მეტ-ნაკლებად (და უარყოფით კონტექსტში), ნათელს ფენს ალექსანდრე ანქვაბის განცხადება: „ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მაცხოვრებლების ევროპულ ქვეყნებში გასამგზავრებლად მათ ქართული სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღებას სთავაზობენ, „დატოვებენ აფხაზეთს“ (სივილ ჯორჯია, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე: მთავარი პრიორიტეტი „ფართო საერთაშორისო აღიარებაა“, http://www.civil.ge, 23.01.2012). მინაწერი. თავისთავად, თემები რომლებიც ბ-მა აბრაამ შმულევიჩმა წამოსწია, ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემების გადაწყვეტის გზები, ზოგ შემთხვევაში, სადავოს წარმოადგენს. მთავარი კი ისაა, რომ თავად ქართულ საზოგადოებას აქვს გასააზრებელი, თუ რა სირთულეების წინაშე დგას საქართველო თავის ორ სეცესიურ სუბიექტთან ურთიერთობების მოწესრიგებაში. და ეს უზომო საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე. ნამდვილად არ მაქვს სურვილი ვისაუბრო ქართულ პოლიტიკაში მოსაქმიანე იმ პერსონების დარად, რომლებიც საყვედურობენ ყველას (საკუთარი თავის გარდა) ყველაფერს და „იდუმალი ხმით“ ამცნობენ ხოლმე საზოგადოებას, თითქოსდა მათ დანამდვილებით იციან, როგორ უნდა მოგვარდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები და, რაც მთავარია, დალაგდეს ურთიერთობები რუსეთთან. რეალურად კი, სწორედ ასეთი ადამაიანები არიან დაკავებული „ზეპირსიტყვიერი პოლიტიკოსობით“ (შენიშვნა ყველა რანგისა და მიმართულების პოლიტიკოსს ეხება). როცა პასუხისმგებლობის აღების დრო მოდის, თავს მრავალმნიშვნელოვნად იკავებენ. როგორც მიმოხილული ინტერვიუებიდან ჩანს, გაბატონებული აზრი (ქართული სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილ კავკასიაში) საქართველოს პოლიტიკურ-სისტემური აგებულების ორი შესაძლო ვარიანტიდან – აფხაზეთი საქართველოში, თუ საქართელო-აფხაზეთი – უპირატესობას მეორეს ანიჭებენ (იგივე ვითარებაა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც). გამოიჩენს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი სითამამეს და გადაწყვეტით იტყვის, რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას? დარწმუნებული ვარ, ვერა! იხილეთ tabula.geზე
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 17:00 29.01.2012 სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ექვსი წლისთავის აღნიშვნას მშვიდად არ ჩაუვლია - 7 ახალგაზრდა დააკავეს, “მორიგე მოსამართლის“ საშუალებით 400-400-ლარიანი ჯარიმები დააკისრეს და გაათავისუფლეს, მაგრამ მანამდე რუსთაველის გამზირზე ათამდე ადამიანის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, რომ იქაურობა გაალურჯეს. http://2.bp.blogspot.com/-uDg7_UqR4s8/TyV-UeVFp7I/AAAAAAAAGFA/q5gQsSRuwF0/s200/28%2Bianvari%2B2012.gifმართალია წლევანდელი პროტესტი და ხმაური არ იყო ისეთი სიმძაფრის, როგორიც წლების წინ, როცა “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ქუჩებში მანქანებითა და მეგაფონებით დარბოდნენ, შუა რუსთაველზე, გზის სავალ ნაწილზე პროტესტის ნიშნად სხდებოდნენ და მჭადისა და ხაჭაპურის “გადატრიალებებს“ აწყობდნენ... მაგრამ, სამაგიეროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია იყო საინტერესო - რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის იმდენი მანქანა მოვიდა, რომ იქ მყოფებს სათვალავი აგვერია, მათ ფეხოსანი პოლიციელებიც მოჰყვნენ, ლურჯი ფორმებით, რომლებიც ჯაბა ჯიშკარიანის და მისი მეგობრების ლამის ყველა გადაადგილებაზე რეაგირებდნენ და ჯგუფ-ჯგუფად დაჰყვებოდნენ. ჯაბა ჯიშკარიანი თავის მეგობრებთან, გნებავთ – თანამებრძოლებთან ერთად, გზის სავალ ნაწილზე მეგაფონით ხელში გადავიდა შეძახილებით - “მიეცით სიცოცხლის სიგნალი, მიეცით სიცოცხლის სიგნალი“. ტროტუარიდან ორი ნაბიჯი ჰქონდათ გადადგმული, როცა ქაშუეთის მხრიდან ამოვარდნენ ფორმიანი და უფორმო პოლიციელები, აქციის მონაწილეებს დაეტაკნენ, მაგრამ მათგან მხოლოდ ზაზა სვანაძე დააკავეს; უფრო სწორად, ძირს დაგდებულს ხელი სტაცეს და მანქანაში შეტენეს. დიდი ბოდიში, მაგრამ სხვა, უფრო შესაფერი სიტყვა ვერ მოვნახე. რამდენიმე წუთი პოლიციელები ტროტუარის გასწვრივ გამწკრივდნენ. ჯიშკარიანმა მეგაფონით მიმართა - ზაზა სვანაძის გასათავისუფლებლად 15-წუთიან ვადას გაძლევთო. პოლიციელებმა ქაშუეთისკენ გადაინაცვლეს, მათი უმრავლესობა თვალს მიეფარა. ჯიშკარიანმა და მისმა მეგობრებმა პარლამენტის წინ, გზის სავალ ნაწილზე, კერძოდ, ღერძულა ხაზზე დაიწყეს მოძრაობა, ქაშუეთის მიმართულებით და ხელმეორედ გამოვარდნენ პოლიციელები - ჯიშკარიანს დაეტაკნენ და მანქანისკენ გააქანეს. შემდეგ, ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს მივარდნენ. რას მერჩითო - ხმამაღლა იკითხა მან, მაგრამ ხელები გადაუგრიხეს და მანქანისკენ წაათრიეს. მოგვიანებით, სასამართლოზე შევიტყვე, რომ ეს ახალგაზრდა კობა ცერცვაძე ყოფილა. ის, რაც ზემოთ მის შესახებ დავწერე, სასამართლოზე მოწმის სტატუსით ჩვენებაში ვთქვი. არ დამინახავს, მაგრამ გავიგე, რომ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაიაც დაუკავებიათ, გადაღებული ვიდეომასალა წაუშლიათ და დაახლოებით საათნახევრის შემდეგ შსს-ს ახალ შენობასთან მანქანიდან გადმოუგდიათ. სხვა დაკავებულებისთვის დათო ფაცაცია და ირაკლი ბერაიაც მიუყოლებიათ. დავინახე მიშა მუმლაძის დაკავება ქაშუეთის უკან, ალექსანდრეს ბაღის გვერდზე - მუმლაძე თავისთვის იდგა, როცა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი, გვარიანად ჩასუქებული ახალგაზრდა კაცი მივარდა და მუმლაძე მანქანისკენ წაათრია. მას ფორმიანებიც წამოეშველნენ. მუმლაძეს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ისიც ძალით ჩატენეს მანქანაში. ილია წურწუმია სად დააკავეს, არ დამინახავს, მაგრამ სასამართლოში, რომ მივედით, ის უკვე სახდელდაკისრებული დაგვხდა - 10 წუთში, უადვოკატოდ გაუსამართლებიათ და 400-ლარიანი ჯარიმა დაუკისრებიათ. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, რომელზეც მოსამართლე კობა გოცირიძემ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რიგრიგობით ასამართლებდა რუსთაველის გამზირზე დაკავებულებს, ღამის პირველის ხუთ წუთზე დასრულდა - ილია წურწუმიას, ზაზა სვანაძეს, კობა ცერცვაძეს, მიშა მუმლაძეს, ირაკლი ბერაიას, დათო ფაცაციას და ჯაბა ჯიშკარიანს 400-400-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს. ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, პროცესზე არ იყვნენ წარმოდგენილნი ისინი, ვინც ზემოხსენებული პირები დააკავა, მაგრამ იბრალებდნენ - გინდა თუ არა ჩვენ დავაკავეთო; თუმცა, როცა დაკავებულები კითხვას უბრუნებდნენ, სად, რომელ მონაკვეთში და როგორ დაგვაკავეთო, ამაზე მხოლოდ იმას ამბობდნენ, “ყველაფერი ოქმში წერიაო“. ეს პროცესი აქამდე გამართულებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ექვსივე დაკავებული ერთმა მოსამართლემ გაასამართლა, რომელსაც ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა მორიგე მოსამართლე დაარქვა და კიდევ, წინა პროცესებისგან განსხვავებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების საგულშემატკივროდ თითებზე ჩამოსათვლელზე ცოტა მეტი ადამიანი იყო მოსული. საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს ესწრებოდნენ: კახა კუკავა, თედო კობახიძე, მერაბ ჭიქაშვილი, გიორგი ხარაბაძე, მიშა მესხი, ნანა კაკაბაძე, ლევან ჩიტაძე, ილია ჩაჩიბაია. ირაკლი კორძაია, ლაშა ჩხარტიშვილი და ადა მარშანია შენობიდან გავიდნენ და უკან აღარ შემოუშვეს. სასამართლოს შენობაში იყვნენ მანდატურები, საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები, რომლებსაც ხელში რაციები ეჭირათ და ამბობდნენ, რომ მანდატურები იყვნენ. პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს შემოსასვლელთან იდგა ირაკლი სესიაშვილი, რომელიც თურმე შენობაში არ შემოუშვეს და პროცესის დასრულებას ეზოს გარეთ, მანქანაში ელოდებოდა. დაკავებულების უფლებებს იცავდნენ: “ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენლები: ელგუჯა ჩხაიძე, ჯუმბერ მილორავა და ქეთევან ვარდანაშვილი; ადვოკატი მარიამ წერეთელი და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ფილიალის წარმომადგენლები: მაია გრძელიშვილი, ქეთევან ბებიაშვილი და ნონა ასკილაშვილი. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
В результате столкновений в Сирии в воскресенье, 29 января, погибли по меньшей мере 66 человек. Потери несут как правительственные войска, так и силы повстанцев. Последние заявляют о том, что за 28 января к ним переметнулись 50 дезертиров. Бои идут в непосредственной близости от Дамаска и в других частях страны. lenta.ru
-
ავტორი თამუნა მაისაშვილი 20:06 29.01.2012 მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2007 წელს გაჟღერებული ინიციატივის მიხედვით, ყველა მსურველს სახელმწიფოსგან იაფი კრედიტი აღების შსაძლებლობა მიეცა. 2008 წელს, პრეზიდენტის დახმარებით, იაფი კრედიტის ბანკიდან ეთერ ცხადაიამ სესხი აიღო და სამეწარმეო საქმიანობა წამოიწყო. ცახადიას ბიზნეს იდეა მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა მოიწონა და ეკონომიკის მინისტრს მისთვის, საწყის ეტაპზე 180.000 ლარის გამოყოფა დაავალა. http://2.bp.blogspot.com/-0NBf4L2KxZU/TyV4vNP-nTI/AAAAAAAAGEc/Iha68_-3r0o/s200/qrtami.jpgცხადაიამ სოფელ რუხში ფერმის მშენებლობა მალევე წამოიწყო, შეიძინა ავტომანქანა, რომელიც საწარმოს საქმეებისთვის იყო საჭირო. წინასწარი გათვლით, მეფრინველეობის ფერმაში სულ 60 ადამიანი დასაქმდებოდა. მიუხედავად დიდი გეგმებისა ცხადაიას დაფინანსება აღარ გაუგრძელეს, დაპირებული თანხის მეორე ნაწილი, რომლითაც ფერმის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო და საწარემო ამუშავებულიყო, ბიზნესმენს ანგარიშზე არ ჩაურიცხეს. მოგვიანებით ეთერ ცხადაიაზე ზეწოლა დაიწყო. 84 წლის ქალბატონს დაუყადაღეს საკუთარი სახლი და 5600 ლარად გაუყიდეს მანქანა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 8500 დოლარს შეადგენს. ცხადაიას მცდელობა წამოეწყო ბიზნესი, სახელმწიფოს წინაშე – 200 000 ლარიანი დავალიანებით დასრულდა. ნახევრად აშენებული ფერმის შენობა ხელისუფლებამ აუქციონზე გაიტანა. მოხუცმა დახმარების იმედით ბევრს სტრუქტურას და პოლიტიკოსს მიმართა – რეაგირება არავის მოუხდენია. ეთერ ცხადაია: – „დამხმარე არავინ მყავს და ჩვენ ქვეყანაში კანონი ყველასთვის არა კანონობს. ჩემით თუ აღვადგენ სამართლიანობას! ზუსტად ვერ გეტყვით რას ვაპირებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ არ დავნებდები. ჩემი ნათესავებიც კი დააშინეს, აღარც კი მირეკავს ზოგიერთი. დაყადაღებულ სახლში ვცხოვრობ და აქედან წასვლას არსად არ ვაპირებ. ვიმეორებ, სხვისი დახმარების იმედია აღარ ამქვს. დიდი ხნის განმავლობაში მოვითხოვდი ჩაერიცხათ ჩემთვის დაპირებული თანხის მეორე ნაწილი – საქმე რომ დამესრულებინა. სააკაშვილი სულ 400 000 ლარს დამპირდა... სამეგრელოს იმჟამინდელი გუბერნატორის ზაზა გოროზიას დავალებით ორჯერ გამიტაცეს. გოროზია კრიმინალმა წილი მომთხოვა, უარი რომ ვუთხარი ზეწოლაზე გადმოვიდა. სწორედ მისი დამსახურებაა მთელი უბედურება, რომელიც თავს დამატყდა... წელიწადზე მეტი გავიდა და ახლაც მტკივა ხელები. ფიზიკური შეურაცცხყოფა არაერთხელ მომაყენეს. ორჯერ გამიტაცეს. უკვე მივმართე ამერიკის საელჩოს პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით. საკონსულოდან პასუხის მოლოდინში ვარ. საქართველოში გაჩერება შეუძლებელია, მე და ჩემს ახლობლებს მოკვლით გვემუქრებიან. დამიცავით, ზაზა გოროზიას ჩემი მოკვლა უნდა“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article