planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტის" თანამდებობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ოსური მედიის ინფორმაციით, ცესკომ 20 საინიციატივო ჯგუფისა და ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი წინადადებები განიხილა. მათგან დარეგისტრირებულნი არიან: ე.წ. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ლეონიდ ტიბილოვი, ადამიანის უფლებების დაცვის ე.წ. რწმუნებული, დავიდ სანაკოევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში, დიმიტრი მედოევი და კომპარტიის ლიდერი, სტანისლავ კოჩიევი.სულ თავდაპირველად ე.წ. სამხრეთ ოსეთის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/2043auqcionio5-300x194.jpgენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ” ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია დღეს გამართულ აუქციონზე გაყიდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე ლიცენზიის საწყისი ღირებულება 110 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო „ბიჯი“ – 500 ათას ლარს. აუქციონში უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანია „მაინინგ ინვესთმენთსი“ მონაწილეობდა, რომელმაც აუქციონზე გამოტანილი 27-წლიანი ლიცენზია 110,5 მლნ ლარად შეიძინა.ლიცენზია 2014 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება. დღეისათვის აღნიშნულ საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია „მადნეული“ფლობს. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია ბოლნისში, მადნეულის საბადოზე არსებული მარაგები ლიცენზიის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში დაითვალოს, ხოლო საყდრისის საბადოზე – 48 თვის განმავლობაში. სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ” ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გასაყიდად მიმდინარე წლის 19 იანვარს გამოიტანა. იხილეთ epn.ge
-
Нигерийские пираты похитили двух российских моряков с судна, стоявшего в порту Порт-Харкорт в дельте реки Нигер. Как рассказали в российском посольстве, группа вооруженных людей поднялась на борт судна и ограбила его экипаж. После этого нападавшие скрылись, забрав с собой капитана и старшего механика. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images65.jpegრეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ეკატერინე ტყეშელაშვილის გამცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება სერიოზული კონსტრუქციული ნაბიჯია, რომელიც მიმართულია მშვიდობისკენ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს დაანახოს რუსეთის მოქალაქეებს, რომ საქართველოს კარი, მათთვის როგორც მშვიდობიანად მოსული ტურისტებისათვის, თუ ბიზნესის წარმოამდგენლებისათვის ღიაა. “ეს არის მიმართული რუსეთის მოქალაქეებისადმი, ეს არის ინდივიდუალურ ადამიანებზე გათვლილი, იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ჩვენ ქვეყანა მონიახულონ და როგორც ტურისტებმა დაჰყონ აქ გარკვეული დრო”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, გუშინ, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. იხილეთ epn.ge
-
/get_img?ImageId=6566 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია) მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებას დაუშვებლად მიიჩნევს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ პრეზიდენტის განცხადება გავლენას მოახდენს სასამართლო პროცესზე, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს. “საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება არღვევს არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ ქმნის ვარაუდს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვის შედეგებზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა”, – აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალურ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიხეილ ალექსიძის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ბრალდებულსაც კი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეში. ამასთან, მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა #53 საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია. მიხეილ ალექსიძე 2011 წლის 13 ოქტომბერს 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხეს, რის საფუძვლადაც მითითებულ იქნა სკოლის შინაგანაწესის უხეში დარღვევა. თუმცა საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, “რაში გამოიხატა ეს დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა”. 2011 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 53-ე საჯაროს სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე (და არა ალექსიძის წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსიძის მიმართ დარღვეული განათლების უფლების აღდგენის რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა, მის რეკომენდაციას რეაგირება არ მოჰყოლია. მიხეილ ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. “ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები” , – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ჭავჭავაძის გამზირის #49-ში მდებარე სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ყოფილი საერთო საცხოვრებლის ჩამონგრევის გამო, 30-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მაცხოვრებლებს ლტოლვილთა და გასახლების მინისტრი კობა სუბელიანი ქაიროს ქუჩაზე გადასვლას სთავაზობს, რაზეც დაზარალებულები უარს ამბობენ. მაცხოვრებლების ქუჩაში დარჩენის მიზეზი შენობის ავარიულობა გახდა. მოსახლეობამ შენობიდან გამოსვლა მოასწრო,თუმცა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს. საპატრულო პოლიციას პერიმეტრი უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილი აქვს.სპეციალისტები არკვევენ, შესაძლებელია თუ არა შენობის სრული დემონტაჟი. იხილეთ epn.ge
-
</p> /get_img?ImageId=6564<p>საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. 2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეზე სადავო ნორმას წარმოადგენდა „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადების გაგრძელების შესაძლებლობის საკითხს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), ვინაიდან სადავო ნორმა პროკურორს აღჭურავდა უფლებამოსილებით, გაეგრძელებინა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ვადები, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების, რომლებიც ადამიანებზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას გულისხმობს, რაც ზღუდავდა პირის პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. სადავო ნორმის აღნიშნული შინაარსით წაკითხვას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე. მისი მტკიცებით, კანონმდებლობა გამორიცხავს ფარული მიყურადებისა და თვათვალის განხორციელების შესაძლებლობას სასამართლო კონტროლის გარეშე. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად მან მიუთითა, როგორც კანონმდებლობის ნორმებზე, ასევე, სადავო ნორმის გამოყებების პრაქტიკაზე. საქმის განხილვის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა უშვებდა შესაძლებლობას ისეთი ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების, რომლებიც ადამიანებზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას გულისხმობს, ჩატარების ვადის გაგრძელება მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევად. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ადამიანის ამ კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა მასში ჩარევის შემთხვევებში სასამართლო კონტროლის აუცილებლობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამასთანავე, არ არსებობდა უფლების შეზღუდვის კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Премьер-министр РФ Владимир Путин заявил, что в период выборной кампании провокаторы могут "грохнуть" кого-то из известных людей, чтобы обвинить в этом власти. По словам премьера, такой сценарий уже десять лет готовят "те, кто за границей сидит". "Даже ищут так называемую "сакральную жертву", - заявил Путин. lenta.ru
-
/get_img?ImageId=6565 საქართველოს პროფკავშირები ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ინიციატივას ეხმაურება. 29 თებერვლი, კონფედერაციის ინიციატივით, ევროპული პროფკავშირების „მოქმედების დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს ევროპის პროფკავშირები 1–2 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის საბჭოს სხდომის მონაწილეებს დასაქმების პრობლემის მოგვარებისა და სოციალური სამართლიანობის მოთხოვნით მიმართავენ. საქართველოს პროფკავშიერებმა „მოქმედების დღე“ პარლამენტის წინ ლოკალური აქციით აღნიშნეს და სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. პროფკავშირებმა ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსი და არსებული სოციალური უსამართლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს: „საქართველოს ხელისუფლების გაუმართლებლად ხისტი დამოკიდებულება შრომის კოდექსის ცვლილებისადმი აქტუალობას არ უკარგავს პრობლემებს, რომელიც 21–ე საუკუნის საქართველოს სამარცხვინო ლაქად დაჰყვება: 8–საათიანი სამუშაო დღის არარსებობა; სამსახურებიდან ადამიანების დაუსაბუთებელი დათხოვნა; როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, დამამცირებელი მოკლევადიანი კონტრაქტების არსებობა; აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა; დაუფასებელი შრომა მძიმე, მავნე და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის მქონე პირობებში; შრომის უსაფრთხოების პირობების უგულვებელყოფა; მცირე და უსამართლო დეკრეტული შვებულებები; უმუშვერობის კომპენსაციის არარსებობა; რეალურ ინფლაციასთან შეუფერებელი ხელფასები, პენსიები, შემწეობები; ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური მონაპოვრის – ასოციაციის თავისუფლების ხელყოფა“ – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებში. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 235 824 წევრს და 4668 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას ითვლის. მისი წევრია 19 დარგობრივი პრფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
“ჩვენი მდგომარეობა იქნება შავი ლაქა განათლების სისტემისა და ქვეყნისათვის”, – ასე შეაფასა პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა მიხეილ ალექსიძის დედამ, ლალი ლეკიშვილმა. მისი თქმით პრეზიდენტის კომენტარი სრული დეზინფორმაციის შედეგი იყო: “15 წლის მოზარდი ოთხთვენახევარია ამ უსამართობის წინაშეა. რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ პრეზიდენტის ყურამდე მივიტანო სიმართლე და ვერ მოვახერხე. არ გვაკმარეს ის, რომ ვიყავით ძველბიჭური მანერებით მოლაპარაკე ქურდული მენტალიტეტის მიმდევრები, თურმე ხულიგნებიც ვყოფილვართ. ამდენი ხნის მანძილზე ვითხოვ რომელიმე სახელმწიფო პირთან შეხვედრას, რომ ვაჩვენო ყველა ის დოკუმენტი რაც ასახავს მიხეილ ალექსიძის უდანაშაულობას და მე ამას ვერ მივაღწიე, – ამბობს ალექსიძის დედა. ლალი ლეკვეიშვილის თქმით მან უამრავი წერილობითი მიმართვა დატოვა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში, თუმცა პასუხი დღემდე არ ჩანს: “მე მაქვს ყოფილი დირექტორის, დამრიგებლის, მანდატურის დახასიათებები. პირადად მითხრა მანდატურმა, რომ მიხეილთან არასოდეს არ ჰქონია პრობლემა. მე წერილობით მივმართე პრეზიდენტს, დავტოვე განცხადებები პარლამენტის კანცერლარიაში და ამ განცხადებების ასლები ახლაც მაქვს, განცხადებებთან ერთად მიტანილი მქონდა თვითმხილველების წერილები, მოსწავლეების ახსნა–განმარტებები, მაჩვენეთ რის გამო ვისჯებით და დაგვსაჯეთ, მთელი ოჯახი მზადაა მიიღოს სასჯელი”. ალექსიძის დედა აცხადებს, რომ ის არაერთხელ მივიდა განათლების სამინისტროშიც, მისი თქმით განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა უთხრა, რომ იმ ვიდეომასალას აჩვენებდა, სადაც მისი შვილის ქცევა იყო დაფიქსირებული, თუმცა მსგავსი ვიდეომასალა ამ დრომდე არ უჩვენებიათ. ლალი ლეკვეიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ცუდ მდგომარეობაშია 15 წლის მიხეილ ალექსიძე, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლით მთელი ოჯახი შეურაცხყოფილია: “პრეზიდენტს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რაზეა ლაპარაკი, ამას შეურაცხყოფა აღარ ქვია, თავზე ლაფდასხმული ვართ მთელი ოჯახი, ეს არ არის მარტო ალექსიძის შეურაცხყოფა, ეს არის მისი ოჯახის, მისი მეგობრების, მისი პედაგოგების და საქართველოს შეურაცხყოფა. მე შევთანხმდები ჩემს ადვოკატებთან და არ არის გამორიცხული ვიჩივლოთ”. მიხეილ ალექსიძის ადვოკატი, ლიკა წიკლაური აცხადებს, რომ ოჯახს ჩივილი ცილისწამების, პატივისა და ღირსების შელახვისთვის შეუძლია, მისივე თქმით პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლისას ცალსახად და უხეშად დაარღვია კანონი: “პრეზიდენტის აღნიშნული განცხადებით უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული. მან მიხეილ ალექსიძე არაერთხელ მოიხსენია ხულიგნად, ხულოგნობა არის სამართებრივი დანაშაული და დამნაშავედ პირი არ ითვლება მანამ, სანამ არ არსებობს გამამტყუვნებელი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ალექსიძე არ არის მიჩნეული დამნაშავედ, მის მიმართაც კი არ არის საქმე აღძრული, საქმე აღძრულია ხულიგნობის ფაქტზე, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება იყო ცილისმწამებლური და კანონის უხეში დარღვევით გაკეთებული”, – აღნიშნა ალექსიძის ადვოკატმა. ლიკა წიკლაურის თქმით ალექსიძის გარიცხვის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს და პრეზიდენტის განცხადებამ შესაძლოა განაჩენის გამოტანისას გავლენა მოახდინოს: “პერზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება პროცესამდე ორი დღით ადრე იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მსუბუქად რომ ვთქვათ არაკორექტულია და კანონის უხეში დარღვევით არის გაკეთებული და ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით იძლევა საფუძვლიანი შიშის და ეჭვის საფუძველს რომ რეალურად სასამართო გადაწყვეტილებაზე და გამოძიების შემდგომ მსვლელობაზე ამ განცხადებამ შეიძება გავლენა იქონიოს”, – აცხადებს ლიკა წიკლაური, მისივე თქმით არასწორი იყო პრეზიდენტის ხაზგასმა იმ ფაქტზე, რომ ალექსიძეს მხოლოდ ვაკეში სურს სწავლა, რადგან ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე–7 მუხლის თანახმად პირმა განათლება საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს უნდა მიიღოს, ალექსიძე კი ვაკეში ცხოვრობს და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი განათლების უფლება. ალექსიძის ადვოკატის შეფასებით პრეზიდენტის გამოსვლამ შეიძლება კიდევ უფრო შელახოს ბავშვის ისედაც შელახული უფლებები. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მიუღებელია ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილისთვისაც. მისი თქმით ბავშვს შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნას: “როცა გავლენიანი, ქვეყნის პირველი პირი ხარ და ამ შენი გავლენიანი პოზიციით ამხელა იარლიყს აკერებ, ეს ნიშნავს რომ შენ მას შეიძლება ცხოვრება სამუდამოდ გაუფუჭო. რაც უფრო მეტად ეძახი ბავშვს რომ ხულიგანია მით უფრო მეტად არის შანსი იმისა, რომ ის მართლაც ხულიგანი გახდეს”, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი როგორც ალექსიძის დედა ნეტგაზეთისთვის ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები მაშინვე დაეწყო: “წარმოიდგინეთ, 15 წლის მოზარდია, გახდა დეპრესიული, ჩაკეტილი, სახლიდან საერთოდ არ გადის, ნერვიულობს, ძალიან შეურაცხყოფილია, სად უნდა ამტკიცოს, რომ უდანაშაულოა, რა დააშავა, ვერ გაუგია”, – აცხადებდა ლალი ლეკვეიშვილი, მისი თქმით მოზარდის მდგომარეობა დღეს გაცილებით უარესია. მიხეილ ალექსიძე, 53–ე სკოლიდან, დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით 2011 წლის 13 გაირიცხა, საქმე ამავე დღეს, ჯგუფური ხულიგნობის მუხლით აღიძრა. მიხეილ ალექსიძის გარიცხვასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ, 10 საათზე გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Согласно переписке сотрудников разведывательной компании, Израиль и Россия несколько лет назад заключили соглашение, по которому Израиль в обмен на коды от иранских комплексов ПВО передал русским коды от беспилотников, которые он продал Грузии. Судя по приведенной в документе информации, эта сделка была заключена перед российско-грузинской войной августа 2008 года.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Kaladze4-300x199.jpgკახა კალაძემ „facebook”-ის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი სიტყვით გამოსვლა შეაფასა. „ექსპრესნიუსი“აღნიშნულ განცხადენას უცვლელად გთავზობთ: „ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ ჩემი აზრი გაგიზიაროთ პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებით. ვუყურე და, სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდა მისი დაბნეულობა, ძალად ყოყოჩობა, ზღვარგადასული მუქარა, აგრესიული გამონახტომები, თავშეუკავებლობა. ნამდვილად არ ვაპირებ მისი მოხსენების სერიოზულად აღქმას და განხილვას, რადგან ეს იყო სააკაშვილის ჩვეულებრივი გამოსვლა, ადამიანისა, რომელიც ვარდისფერი სათვალით უყურებს ქვეყნის მდგომარეობას, ეს იყო თავის დაიმედების გამოსვლა, მაგრამ ბატონ პრეზიდენტს და მის „მქუხარეტაშისმკვრელ ამალას“ ავიწყდება, რომ ახლა სხვა საქართველოა, სხვა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, სულ სხვა რეალობაა, ვიდრე გასულ წლებში, წავიდა ის დრო, როდესაც სხვის გაკეთებულ კეთილ საქმეებს თავად იწერდა და მაკრატლით ხელში ჭრიდა წითელ ლენტებს.ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი იყო პრეზიდენტის არაადეკვატური საქციელი, რეპლიკები ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის ნიღაბქვეშ იმალებოდა, როგორ აჩვენა საზოგადოებას თავისი ნამდვილი, დესპოტი მმართველის სახე. პრეზიდენტი სააკაშვილი ღიად და აგრესიულად დაემუქრა პარლამენტარს ანგარიშსწორებით, ის არ მორიდებია არც მილიონობით ტელემაყურებელს, არც პარლამენტარებს, არც ელჩებს, არც წმიდა სინოდის წარმომადგენლებს. პრეზიდენტი, რომელიც თითქოს ცნობს დასავლეთის ღირებულებებსა და ფასეულობებს, „ტალახში გორაობით“, „დაზელვით“ და კიდევ სხვა ძველბიჭური ტერმინოლოგიით არ უნდა ესაუბრებოდეს პარლამენტარს. ან რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც რამდენიმე წელიწადში საეჭვოდ გამდიდრებულ ჩინოვნიკთა სასახლეების სურათებს აწვდიან და პრეზიდენტი, რომელიც ვალდებულია თუნდაც ფორმალურად მაინც გადაამოწმოს, ამ სურათებს ლამის ხევს და ისტერიკაში ვარდება. ბატონო პრეზიდენტო, საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველას გვახსოვს, თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ თქვენი ჩინოვნიკები და როგორ ცხოვრობენ ახლა. სააკაშვილმა გუშინ მის მიერ გატენილ ტყუილთა სკივრში ეს და სხვა მრავალი ტყუილი შეაცურა, თუმცა იმდენად მარტივად, რომ არც ქვეყანაში და არც დასავლეთში ეს აღარ სჯერათ. პრეზიდენტი ძალიან ცდილობდა, რომ მისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობით და ინტონაციით ესაუბრა სამომავლო გეგმებზე, მაგრამ ადამიანი, რომელიც მუდამ გაქცევაზეა, თვითმფრინავის ხმის გაგონებასა თუ პარლამენტში სიმართლის მოსმენისას, იმას სერიოზული პოლიტიკური მომავალი ნამდვილად არა აქვს. არ შეიძლება თან პრეზიდენტი იყო და თან სპრინტერი. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში სააკაშვილის მონაცემებს, ის უკვე პროფესიონალ სპრინტერად ჩამოყალიბდა. აქამდე ვიცოდით, რომ „სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“, მაგრამ თურმე სიმართლის მომსმენს ცხენი უკვე შეკაზმული ჰყოლია, აკი გაიქცა კიდეც… ძვირფასო მეგობრებო, ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ ის ფასადი, რომლის მიღმაც დღეს არსებული რეჟიმი იმალება, მართალია „ნაციონალური მოძრაობის ტაშისმკვრელთა რაზმის“ რიგითი წევრი, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ოცნება არ გვინდაო. ნამდვილად არ უნდათ ოცნება, რადგან სათავისოდ ყველა ბავშვობის ოცნება აისრულეს თავისი წინამძღოლის მეთაურობით. ჩვენ, ქართველ ხალხს კი, ნამდვილად გვაქვს ოცნება ქვეყნის გაერთიანებაზე, ხალხის დასაქმებაზე, ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებზე და ერთად დგომით ქართველი ხალხი სულ მალე ნამდვილად აისრულებს ქართულ ოცნებას. დიახ, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც კონსტიტუციით დაშვებული ყველა გზით შეცვლის ამ სამარცხვინო, კარიკატურულ რეჟიმს“,-ნათქვამია ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
WikiLeaks рассказывает мировой общественности, как работает «теневое ЦРУ» - компания Stratfor. Организация намеревается постепенно выложить в сеть пять миллионов электронных писем из переписки этого наемника от разведки, чьими клиентами являются спецслужбы, транснациональные корпорации, посольства. Некоторые документы уже доступны в сети.
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/4467300578_218039234912191_218038511578930_582734_6474024_n.jpgსავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" დაიწყო გრანდიოზული 80 პროცენტიანი ფასდაკლება, ცენტრის მეხუთე სართულზე, განლაგებულია ორმოცდაათზე მეტი ბრენდის პავილიონი. ფასდაკლება დღეს დაიწყო და ოთხი მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/5965dakaveba.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატის ქეთევან თალაკვაძის ძალისხმევით, მოქალაქეს, რომელსაც ქურდობის მცდელობისათვის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/5419Ciskarishvili.jpgპრეზიდენტის გამოსვლისადმი რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ იყო და არც რეალობა დამდგარა მოულოდნელი, რადგან წინა წლებში ხელისუფლებამ და მთავრობის ამ შემადგენლობამ შეგვაჩვია იმ სტილთან, რომლითაც ისინი ერთმანეთთან ურთიერთობენ,- ასე შეაფასა "ჯეონიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/10702471evrokavshiri_axali__2__168414716.jpgევროკავშირის ქვეყნები ბელორუსიდან ელჩებს გაიწვევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ლიდერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მინსკმა პოლონეთის ელჩსა და ევროკავშირის წარმომადგენელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/931anna.jpgგაზეთი "კომერსანტი” წერს, რომ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებულმა დმიტრი პავლიუჩენკოვმა, რომელიც შსს-ს ყოფილი ჩინოვნიკია, მკვლელობის შემკვეთებად ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ზაკაევი და ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი დაასახელა. სრულად ორიგინალი