planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
<img src = "img/multimedia/a7909.jpg" > ამ საქმეს, საერთო ჯამში, 25 გამომძიებელი იძიებდა, დაკითხულია 2000-ზე მეტი მოწმე. საეჭვო გარემოებებში იკარგებოდნენ, იღუპებოდნენ ან თანამდებობიდან ხსნიდნენ პირებს, რომელთა კავშირი მკვლელობასთან ან დაპირებები მკვლელობის გახსნის შესახებ, საზოგადოებისთვის ხდებოდა ცნობილი. droni.ge
-
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მაკრატელი სმოლენსკში აღმოაჩინეს.მაკრატელი X საუკუნით თარიღდება.1895 წელს ერთ – ერთი რუსული გაზეთი იუწყებოდა, რომ კუსტარული ნივთების მუზეუმში ხისგან დამზადებული საკერავი მანქანა მიიტანეს. საკერავი მანქანა ვინმე ივან ბედანინის მიერაა დამზადებული. როგორ მოუვიდა კაცს მსგავსი იდეა და რამ უბიძგა მსგავსი სასარგებლო ნივთის შექმნისაკენ? როგორც აღმოჩნდა, მის სოფელში მოხეტიალე მკერავები ... View ucnauri.com
-
უცნაური გასართობი, რომლის გამომგონებლის ვინაობა არ არის ცნობილი, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა, დანარჩენი გაგრძელებაშიეს არის დიდი საღეჭი რეზინი, რომელსაც არ აქვს სუნი და გემო, საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს ხელში, მას შეიძლება მისცე ნებისმიერი ფორმა, იგი იწელება და შემდეგ ისევ იბრუნებს თავის ფორმას. არაა ცნობილი, რატომ ან ვის მიერ შეიქმნა, მაგრამ ფაქტია, ... View ucnauri.com
-
ყოველდღე საშუალოდ 80 ადამიანი იკლავს თავს View ucnauri.com
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/4910horo.gifვერძი-ნაკლებად შესაფერისი დროა ექიმთან ვიზიტისთვის, გამგზავრებისთვის, განსაკუთრებით დაღლილობის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, რადგან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება. მოიმატებს კოლეგებთან კონფლიქტების ალბათობა. არასასურველია ბიზნესის დაწყება, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილებას ან რაიმე დახმარების გაწევასთან. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/46720120229dasha_7.jpgუცხოური პრესა აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ დაშა ჟუკოვა ორსულადაა. ამ აზრამდე ჟურნალისტები დაშას ახალმა სურათებმა მიიყვანეს, რომელიც ქალაქ მარბელშია გადაღებული. სურათებზე არტ-ჟურნალის გამომცემელი დაშა ჟუკოვა თავისუფალ ტანსაცმელშია ჩაცმული, ფეხზე კი ყველგან რბილი ფეხსაცმელებით დადის. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/525putin.jpgრუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თავის ოპონენტებს აფრთხილებს, ნუ გამართავენ უსანქციო დემონსტრაციებს 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს წინასაარჩევნო პროცესის პუტინის სასარგებლოდ წარმართვას. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/745920120229-gaga2.jpgგასაკვირია, რომ ლედი გაგას, თავისი მაღალი მსახიობური ნიჭით, კინოში მონაწილეობა დღემდე არ მიუღია. დაშვებული შეცდომა გამოსწორებული იქნება ახლო მომავალში რადგან ცნობილი გახდა, რომ " საფრთხობელების დედოფალს " ბლოკ ბასტერში გადაიღებენ "Man in black 3" გადაიღებენ. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/776420120229-post-Monro.jpgსაერთაშორისო კანის ფესტივალის 65-ე დაჯილდოვების ცერემონიალის სახე მერლინ მონრო გახდა. აღნიშნულის შესახებ ბლოგერი Cafe-Cafe იუწყება. ამ სახით ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, პატივი მიეგოთ ლეგენდარული ქერათმიანი მსახიობისთვის, რომელიც ჩვენგან 50 წლის წინ წავიდა. სრულად ორიგინალი
-
1 მარტს, 12.30 საათზე ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტის მიერ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა სრულად ორიგინალი
-
<img src = "img/multimedia/a7903.jpg" > უკვე გამოქვეყნდა პრეზიდენტის 28 თებერვლის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ცვლილება "ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში შევიდა. droni.ge
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/1932eliso-chafidze.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. "ჯეონიუსი“ შეეცადა გაერკვია, როგორ აფასებენ პრეზიდენტის გამოსვლას "ქართული ოცნების“ წევრები. აღნიშნულთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წევრს ელისო ჩაფიძეს ვესაუბრეთ. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/7294celine-dion-040311-3.jpgსელინ დიონის დამატებითი კონცერტი ლას ვეგასში მომღერლის ცუდად ყოფნის გამო ჩაიშალა. წინა კვირას, ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ პოპვარსკვლავი წყვეტდა თავის შოუს, რომელიც 3 მარტს უნდა გამართულიყო. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/4455mishal.jpgშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ , სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან და რეზიდენტებთან, განათლების სამინისტროსა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სრულად ორიგინალი
-
ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო და უცნაური ფიგურების სურათებითუ მოგეწონათ შემიძლია კიდევ დავდო :) View ucnauri.com
-
სურათები გაგრძელებაშილინზა ბრასლეტიშტატივი ბითლის თავსახურისურათის ჩარჩოკამერა ლამპა ლინზა ბრასლეტიყავის მაგიდა ფოტო ალბომიფოტოშოპ ფანქარიკამერის ჩასადებიგადასატანი ფოტო სტუდია ლინზები მობილური ტელეფონის კამერებისათვის ყველაზე პატარა კამერა სურათის გასაფორმებელი აქსესუარებიიმედია მოგეწონათ. მე მაგალითად პირველი მომეწონა. კამერა შურდული View ucnauri.com
-
სამართალდამცველებმა 47 წლის სოლომონ ქიმერიძე სახლიდან ისე გაიყვანეს, რომ თავიანთი ვინაობა ოჯახის წევრებისთვის არ განუმარტავთ და მათთვის არც ის უთქვამთ, თუ რისთვის მიჰყავდათ პოლიციაში. ”ნეტგაზეთს” ამის შესახებ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებმა დღეს, 29 თებერვალს განუცხადეს. სოლომონ ქიმერიძის რძალმა ”ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ხაშურელი სამართალდამცავები ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, სოლომონ ქიმერიძის სახლში 27 თებერვალს, დილის 11 საათზე მივიდნენ. მათ ქიმერიძის ოჯახის წევრებს საკუთარი ვინაობა არ გაუმხილეს, არც ის უთქვამთ, თუ რისთვის აპატიმრებდნენ. ”ბიჭმა ჰკითხა, სად მიგყავთო და ასე უთხრეს, რა შენი საქმეაო,” - იხსენებს მომხდარს აწ უკვე გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრი. სამართალდამცავების სტუმრობიდან რამდენიმე საათში ოჯახს შეატყობინეს, რომ სოლომონ ქიმერიძე პოლიციის შენობაში კიბიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებებით ხაშურის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ”მოყვანილი იყო საავადმყოფოში 27 თებერვალს, 18:45 საათზე, აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა წვივის მოტეხილობა, მარჯვენა კვირისთავის მოტეხილობა, ტრამვული შოკი. მდგომარეობა მძიმე იყო. მიუხედავად მიღებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა. ავადმყოფი საავადმყოფოში მოყვანიდან 6 საათში გარდაიცვალა,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ”მედიქალ პარკ საქართველოს” ხაშურის კლინიკის მენეჯერმა თეიმურაზ მძინარიშვილმა. მისივე თქმით, სოლომონ ქიმერიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა საავადმყოფოში და ტრამვების მიზეზად სიმაღლიდან ვარდნა დაასახელეს. როგორც ექიმი ამბობს, დაშავებულისთვის არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებიათ, რადგან ის კვლავ შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. მიუხედავად სისხლის შემცვლელი პრეპარატების გაკეთებისა, პაციენტი ტრამვული შოკიდან ვერ გამოიყვანეს. თეიმურაზ მძინარიშვილის თქმით, გარდაცვალების შემდეგ სოლომონ ქიმერიძის ცხედარი ექსპერტიზის მიზნით სამართალდამცავებმა გადაასვენეს ხაშურის საავადმყოფოდან, 28 თებერვალს, გამთენისას კი სახლში, სოფელ ქვიშხეთში მიასვენეს. გარდაცვლილის დამ ”ნეტგაზეთს” ვიდეოინტერვიუზე უარი განუცხადა და ამის უფლება ოჯახის დანარჩენ წევრებსაც არ მისცა. ”არ ვიცი, რა მოუვიდა. ასე ამბობენ პოლიციელები, კიბიდან გადმოვარდაო, აბა, ჩვენ რა ვიცით?! ჩვენიანი მანდ არავინ ყოფილა, რომ რამე ენახა და ამბავი გამოეტანა. არაფერი ვიცით და ვინმე როგორ დავადანაშაულოთ ამის სიკვდილში? ვერაფერს ვერ ვიტყვით,”- განუცხადა ”ნეტგაზეთს” გარდაცვლილის დამ, რომელმაც სახელი არ დაგვისახელა და სახლის დატოვება მოგვთხოვა. ჟურნალისტებთან საუბარს გარდაცვლილის მეზობლებიც ერიდებიან. ”უკვე ძალიან ბევრნი იყვნენ, რა უნდა გითხრათ? არ გეყოთ, რასაც 2 დღეა იღებთ? თუ უნდათ, ოჯახის წევრები ილაპარაკებენ, ჩვენ არაფერი გვაქვს სათქმელი,” - გვითხრა სოლომონ ქიმერიძის ერთ-ერთმა მეზობელმა. ქიმერიძეების სახლის წინ გაჩერებული იყო ”ლექსუსის” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით LPL-466. მეზობლების თქმით, აღნიშნული /get_img?ImageId=6570 პოლიციელის ავტომობილი ავტომობილი პოლიციელებს ეკუთვნით, რომლებიც გარდაცვლილის სახლში იმყოფებიან. თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით მათი იდენტიფიცირება, რადგან ქიმერიძეების სახლში მყოფთაგანს პოლიციის ფორმა არავის ეცვა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების გასაგებად და პოლიციის შენობაში იმ ადგილის გადასაღებად, საიდანაც დაკითხვის შემდეგ სოლომონ ქიმერიძე გადმოვარდა, ხაშურის პოლიციის რაიონულ განოფილებას მივაკითხეთ. პოლიციის შემინული, სამსართულიანი შენობა ხაშურის ცენტრში 2011 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. შენობაში შესვლამდე პოლიციელებმა ფოტო-ვიდეოკამერისა და ჩამწერი მოწყობილობის ავტომობილში დატოვება მოგვთხოვეს. ”ნეტგაზეთთან” სასაუბროდ ჩამოვიდა ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე. კითხვებზე, თუ ვის ევალებოდა პოლიციის შენობაში დაკითხვაზე მყოფი სოლომონ ქიმერიძის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მომხდარის გამო დადგა თუ არა რომელიმე სამართალდამცავის პასუხისმგებლობის საკითხი, როგორ და რა ვითარებაში გადმოვარდა სოლომონ ქიმერიძე სიმაღლიდან, გიორგი ხარშილაძემ გვიპასუხა, რომ ყველა აღნიშნულ კითხვაზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური გაგვცემდა. ტრაგედიის ადგილის გადაღების უფლებაც შსს-ს პრესსამსახურისგან უნდა აგვეღო. ერთადერთი, რაზეც პოლიციის სამმართველოს უფროსი, გიორგი ხარშილაძე დაგვთანხმდა, ეს ტრაგედიის ადგილის რამდენიმე წამით ვიზუალური დათვალიერების უფლება იყო. ხარშილაძემ გვაჩვენა მესამე და მეორე სართულებს შორის დამაკავშირებელი კიბე და გვითხრა, რომ ქიმერიძე კიბის მოსახვევში მოულოდნელად გადმოვარდა და პირველ სართულზე, ფოიეში, მეტლახის იატაკზე დავარდა. ”მოაჯირი ძალიან დაბალია და იმიტომ,” - მიუთითა პოლიციის სამმართველოს უფროსმა ლითონის, დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის მოაჯირს. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალების გასაგებად და ტრაგედიის ადგილის ფოტო-ვიდეო გადაღების ნებართვის მისაღებად შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ზურა გვენეტაძეს დავუკავშირდით, რომელიც დაგვპირდა, რომ თავად დაგვიკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში ზურა გვენეტაძე ”ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და ტელეფონს თიშავდა. ”ნეტგაზეთმა” არქივში ნახა ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს გახსნის კადრები. ღონისძიებაზე იმყოფებოდა შს მინისტრი ივანე მერაბიშვილიც. კადრში ის კიბეც ჩანს, საიდანაც, პოლიციის ვერსიით, ქიმერიძე გადმოვარდა. /get_img?ImageId=6572 კიბე, საიდანაც, პოლიციის ვერსიით გადმოვარდა ქიმერიძე აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ხათუნა იოსავას, რომელიც ასევე დაგვპირდა ინფორმაციის მოწოდებას, თუმცა, დღის მანძილზე მისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 27 თებერვალს ხაშურში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა სოლომონ ქიმერიძე. ”ნეტგაზეთი” ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა ყოფილ სახალხო დამცველს და მოძრაობა ”ქართული ოცნების” წარმომადგენელს სოზარ სუბარს. ”ამ წუთში მოვდივარ ქიმერიძის სოფლიდან, სადაც ჩაყვანილი გვყავდა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. ოჯახში არ შეგვიშვეს, თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ მეხვეწებოდნენ შვილები, ბიჭი განსაკუთრებით, დედაც, რომ რამე გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, მოკლულია, ექსპერტიზა ჩაგვატარებინეთო. ეზოს კარებზე გადაგვეღობა მეზობელი გურამ სუთიაშვილი, რომლის პოლიციელი შვილი შიგნით, სახლში იმყოფებოდა და დარაჯობდა ოჯახის წევებს, რომ ისინი არ გამოსულიყვნენ გარეთ. შემდეგ გარდაცვლილის და გამოვიდა და გვითხრა, დაგვენებებინა თავი და წავსულიყავით,” - უთხრა სოზარ სუბარმა ”ნეტგაზეთს.” მისივე თქმით, გარდაცვლილს აშკარად ეტყობა თვალებზე, ტუჩების ირგვლივ და ზოგადად, სახეზე სისხლჩაქცევები. სოზარ სუბარის თქმით, გარდაცვლილს ”სხეულზე აქვს უმძიმესი დაზიანებები”. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა: ”დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის 28 თებერვალს, სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა,” - წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. /get_img?ImageId=6571 ხაშურის პოლიციის რაიონული განყოფილება სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60131.jpg საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოჰყვა შეფასებები. რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებენ და აცხადებენ, რომ, დროა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დალაგდეს. მოსკოვში იმასაც აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება. "ეს ერთგვარი პასუხია რუსეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. სააკაშვილი, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური მოღვაწეები, აცნობიერებენ, რომ დღეს ხდება საზოგადოების ფენებად დაყოფა. ერთის მხრივ, არსებობს მედვედევი და მომავალი პრეზიდენტი პუტინი და მეორეს მხრივ ხალხი, რომელთა აზრიც აბსოლიტურ დისონანსშია ხელისუფლები ოფიციალურ პოზიციასთან. ამიტომ, სააკაშვილის ინიციატივა უფრო საზოგადოებისკენაა მიმართული, რომელიც ფიქრობს რომ, თუ უნდა თბილისში გამგზავრება, შეუძლია ეს გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს მთავრობა ამ საკითხზე. სააკაშვილმა ეს გააცნობიერა შემხვედრი ნაბიჯი გადადგა," განაცხადა პოლიტოლოგმა ვლადიმერ სემაგომ. "აქ მთავარია, ვინ იქნება უვიზო რეჟიმის ინიციატორი. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდებიან და ერთობლივად წამოაყენებენ ამ ინიციატივას და არა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისთვის პერსონა ნონგრატაა," - განაცხადა პარტია "სპრავედლივაია როსიას" წევრმა, დიმიტრი გუდკოვმა. "პოლიტიკა ძალიან ბინძური საქმეა, ყოველთვის ზარალდება ხალხი, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთში ამბიციების გარკვევას ცდილობენ. უნდა გავიდეს დრო რომ საღად შეაფასონ თუ როგორ დაიჩაგრა ხალხი, რომელსაც ურთიერთობა სურს ერთმანეტთან. ქართველები ყოველთვის ძალიან თბილად ხვდებოდნენ რუსებს და საწყენია რომ ამის შესაძლებლობა ახლა არ არის," - განაცხადა მხატვარმა, ნიკას საფრონოვმა. View the full article
-
ემუქრება თუ არა საჩხერის მუნიციპალიტეტის 50 ათასამდე მაცხოვრებელს სამი წლამდე თავისუფლების აღკვეთა? - კანონმდებლობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა პარლამენტმა, ამის შესაძლებლობას იძლევა. საჩხერის საავადმყოფოს ეზოში მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ნებაყოფლობითი სამედიცინო (პირადი) დაზღვევის დაფინანსება აღადგინა შპს სადაზღვევო კომპანია “ქართუმ”, რიგები დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამედიცინო დაზღვევის პოლისს, რომელსაც ისინი “ქართუსგან” საჩუქრად ყოველწლიურად იღებენ, იმდენად დიდი ლიმიტი აქვს, რომ ერთი წლის მანძილზე სრულად ათვისებას ვერ ახერხებენ: გეგმიური თერაპიული სტაციონარული მომსახურება 20 000 ლარის ლიმიტით, ამბულატორიული მომსახურება –1200 ლარით, უფასო მშობიარობა, სტომატოლოგია, სხივური თერაპია და ა.შ. პოლისი ნებისმიერ ამ მომსახურებას 100% –ით ფარავს. იმის გამო, რომ ახალი პოლისების გაცემა ჯერ არ დამთავრებულა, უცნობია საჩხერის რამდენი მოსახლე დააზღვია შპს სადაზღვევო კომპანია „ქართუმ“, თუმცა როგორც პოლისების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ამბობს, შარშან ეს რიცხვი 49 ათასამდე იყო. 2009 წლის მონაცემებით კი, საჩხერის მოსახლეობის დაზღვევისთვის 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. საჩხერეში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” აფინანსებს, რომელსაც წლების მანძილზე ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ღარიბაშვილი მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფია წევრია, 14 თებერვლიდან კი ფონდ “ქართუში” მან თანამდებობა დატოვა და იგი ნიკოლოზ ჩხეტიანმა შეცვალა. თავის მხრივ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მფლობელი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფია”. ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან საჩხერის მოსახლეობის დაზღვევისთვის თანხების ხარჯვა ქველმოქმედებად ითვლებოდა. გასული წლის ოქტომბერში ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური მიზნების თაობაზე ღიად განაცხადა. 2011 წლის ბოლოს ამოქმედდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პოლიტიკურ პარტიას და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალება საქველმოქმედო საქმიანობა: “არასამეწარმეო ორგანიზაცია, მაგალითად, ფონდი, რომელიც ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, ანუ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ეწევა ქველმოქმედებას, ის ვეღარ განახორციელებს ქველმოქმედებას, იმიტომ, რომ პარტიას ქველმოქმედების განხორცილების უფლება არ აქვს,” - აცხადებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ლელა ტალიური. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცდა, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს, მათ შორის ფონდებს, საქველმოქმედო საქმიანობა შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვალოთ. ამომრჩევლის მოსყიდვა კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე, გასული წლის დეკემბერში დამატებული 126 პრიმა მუხლით ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით (მათ შორის ამომრჩევლის მიმართ). ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით. მოსალოდნელი სანქციების შიშით ბიძინა ივანიშვილის კომპანიებმა - “ატუმ” და “ქართუმ” - მიმდინარე წლის იანვრიდან საქველმოქმედო საქმიანობა შეაჩერეს. ამის თაობაზე მაშინვე ღიად განაცხადა “ქართული ოცნების” კოალიციის წევრი “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა თინა ხიდაშელმა: „ის 30 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ფონდებიდან დახმარებას იღებდა, მოლოდინის რეჟიმშია. ჩვენ არ ვიცით, თვლის თუ არა ფონდებს კონტროლის პალატა პარტიასთან პირდაპირ, ან არაპირდაპირ კავშირში მყოფებად. თუ გვთვლის, გამოდის, რომ საქველმოქმედო საქმიანობა ამ კანონით განგვესაზღვრება, როგორც მოსყიდვა". კონტროლის პალატას შესაბამისი განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია, ამის მიუხედავად, ივანიშვილის ფონდებმა საქველმოქმედო საქმიანობა აღადგინეს. ფონდ “ქართუში” ამას იმით ხსნიან, რომ, მათი თქმით, „ბიძინა ივანიშვილი, ჯერჯერობით, პოლიტიკური სტატუსის მქონე პირი არ არის.“ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 26 პრიმა მუხლით, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა პარლამენტმა, პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები. საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, მიმდინარე წლის 15 თებერვალს კი პირადად წარადგინა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფი. უფრო მეტიც, აიპ “ქართული ოცნება”, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი, ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც კონტროლის პალატამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნია. არიან თუ არა საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” და სამშენებლო კომპანია “ატუ” პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული იურიდიული პირები, ხოლო მათი მფლობელი - ბიძინა ივანიშვილი, ასევე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ფიზიკური პირი? აქედან გამომდინარე კი, აქვს თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი საჩხერის მოსახლეობის შემთხვევაში, რომლებიც უფასო სამედიცინო დაზღვევის გარდა, სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას იღებენ აღნიშნული ფონდებიდან (როგორიცაა, პედაგოგებისთვის ფულადი დანამატი, ჭორვილას მაცხოვრებლებისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება და ა.შ.)? - ამ შეკითხვით “ნეტგაზეთმა” კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს პრეს-სამსახურის მეშვეობითაც მიმართა და ცხელ ხაზზეც დაუკავშირდა. კონტროლის პალატაში ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60130.jpg საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში. ავარია სტამბოლი ანკარას მაგისტრალზე მოხდა. ძლიერი თოვის გამო ერთმანეთს 10 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის სატვირთო, მსუბუქი ავტომობილები და ავტობუსი. თურქეთის ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 7 ქართველი კი სხვადასხვა კლინიკებშია მოთავსებული. View the full article