planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/fanjikidze-300x1991.jpgპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაამტკიცა, რომ დემოკრატიის განვითარების მომხრე არ არის. როგორც ფანჯიკიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის გამოსვლა არ გავდა განვითარებული ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას. „პრეზიდენტი ერთის მხრივ მიესალმა ახალ პოლიტიკურ დაერთიანებებს, მეორეს მხრივ კი გალანძღა და უშველი სიტყვებით მოიხხენია, რითაც კვლავ დაადასტურა, რომ დემოკრატიის განვითარების მომხრე არ არის“,- აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე მის პოსტს დატოვებს და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვა. „ სააკაშვილი მის გამოსვლაში კვლავ დაპირებებით შემოიფარგლა, თუმცა ჯერ არც ერთი დანაპირები არ შეუსრულებია, რის გამოც ნდობა მინიმალურია და განცდას გვიქმნის, რომ მის პოსტს მალე დატოვებს“,-განაცხადა პრესსპიკერმა. ფანჯიკიძემ პირად საუბარში აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით გაკეტებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სიძლიერეზე მეტყველებს. „ ისინი გრძნობენ, რომ „ ქართული ოცნება“ სერიოზული პოლიტიკური ძალაა და მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები რეალობის განცდასთან შერეულ შიშზე მეტყველებს“,-განმარტა ფანჯიკიძემ. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/israeli-rus.jpgთბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც Expert Club – ი იუწყება, ირანისათვის რუსეთის მიერ მიწოდებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "Тор-М1"-ის საიდუმლო ტექნიკური ინფორმაციის სანაცვლოდ ისრაელმა საქართველოსათვის მის მიერ მიწოდებული უპილოტო თვითმფრინავების მონაცემთა გადაცემის არხების საიდუმლო კოდები გადასცა.<span style="font-size: 10pt;" />ამის შესახებ ინფორმაცია WikiLeaks-მა გაავრცელა, რომლის არსენალში ამერიკული კომპანია "Stratfor"-ის 5 მილიონზე მეტი კონფიდენციალური ინფორმაციაა თავმოყრილი. "Stratfor"-ი ინფორმაციების მოპოვებასა და გეოპოლიტიკურ ანალიზზე სპეციალიზირდება და ხუთასზე მეტი კლიენტი-ორგანიზაცია ჰყავს, მათ შორისაა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი. საქინფორმი
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/133050057-150x150.jpgჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის წინასაარჩევნო თოქშოუს დებატებში ერთმანეთს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი მიხაილ პროხოროვი და ვლადიმერ ჟირინოვსკი დაუპირისპირდნენ. თუმცა კანდიდატების დებატები შეურაცხყოფასა და სკანდალში გადაიზარდა, პროხოროვის მხარდამჭერებში ალა პუგაჩოვა იჯდა, რომელიც ჟირინოვსკის საუბარში ჩაერთო. გაცხარებულმა ჟირინოვსკიმ ალა პუგაჩოვას ხმის ჩაწყვეტა მოსთხოვა, რასაც პრიმადონად აღიარებული მომღერლის რეპლიკა მოჰყვა: „ნუ ღრიალებთ!“. „თქვენ, მსახიობები, ისეთები ხართ, როგორც უკანასკნელი პროსტიტუტკები, რომლებიც ყველას ქვეშ უწვებიან… თქვენ იწექით და ისევ დაწვებით კრემლის წინ და მე თქვენ დაგაფურთხებთ“, – მიმართა ჟირინოვსკიმ ალა პუგაჩოვას. ჟირინოვსკი პუგაჩოვას პირად ცხოვრებასაც შეეხო. „რაც თქვენ იცით ყოველ 5 წუთში ქმრების გამოცვლაა“–მიმართა მან მომღერალს. პუგაჩოვამ ჟირინოვსკის პასუხი გასცა და განაცხადა რომ თუ იგი ქმრებს იცვლის ჟირინოვსკი აბანოებში ახალგაზრდა ბიჭებთან ერთობა. „თქვენ ქვეყნის სირცხვილი, უბრალო კლოუნი და ფსიქოფატი ხართ!“, – მიმართა ალამ ჟირინოვსკის. argumenti.ge
-
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აიმ" ქუთაისის დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრიდან, რომელიც გასული წლის ოქტომბერში შეიძინა ქუთაისის სხვა სამედიცინო კლინიკებთან ერთად, 80-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. მათ შორისაა მედდა ნანა ხიმშიაშვილი, რომელიც დავას სასამართლოში აგრძელებს. ხახანაიშვილს შრომითი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან 2 თვით, პირველ აპრილამდე, გაუგრძელეს, თუმცა ის ვადამდე ადრე დაითხოვეს: "8 თებერვალს ჩვეულებრივად გამოვცხადდი დილით სამსახურში, ხელმძღვანელმა თემურ ნადირაძემ გამოუშვა მისი პირადი მდივანი, რომელმაც გადმომცა ფურცელი და მითხრა, ხელი მოაწერეო. მე მეგონა, ხელს ვაწერდი ხელშეკრულებაზე, თურმე ეს ყოფილა ჩემი გათავისუფლების ბრძანება, აბსოლუტურად გაუფრთხილებლად, მე არ ვიცოდი, რაზე მოვაწერე ხელი", - აცხადებს ნანა ხიმშიაშვილი. ხიმშიაშვილს სასარჩელო განცხადების მომზადებაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის" წარმომადგენლები დაეხმარნენ. "ხახანაშვილის დათხოვის შესახებ ბრძანებაში არ არის მითითებული საფუძველი, ანუ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე ადრე, მაგრამ რა საფუძვლით, ადმინისტრაცია არ უთითებს. ხახანაშვილის გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, რადგან მისი შინაარსი არ არის დაცული და სამართლებლივად გაუმართავია," - აცხადებს საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი ირინა ობოლაძე. "ალდაგი ბი-სი-აის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ივჩენკო ამბობს, რომ კომპანია თავს იკავებს იმ მიზეზების დასახლებისგან, რის გამოც ხიმშიაშვილი დაითხოვეს: "ქალბატონ ნანა ხახანაშვილს გავუფორმეთ საგამოცდო ვადით ხელშეკრულება, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, რომლის გახმაურებისგანაც თავს შევიკავებთ, მოხდა ხელშეკრულების შეჩერება". კონკრეტულ მიზეზებზე "ნეტგაზეთთან" საუბარი არც სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ ნადირაძემ ისურვა. /get_img?ImageId=6561 ნანა ხიმშიაშვილი "ნუთუ შეიძლება 30 წლის მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომელი ისე მოისროლო ქუჩაში, რომ არ დაფიქრდე?! ჩემსავით სხვებიც სულ ტირილითა და პანღურის ამოკვრით გაყარეს ქუჩაში და მათი ბედით დღემდე არავინ დაინტერესებულა. რატომღაც ვერც ერთი ადამიანი ვერ ბედავს, ხმა აიმაღლოს "ალდაგისა" და მისი არაადამიანური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ," - აცხადებს ნანა ხიმშიაშვილი. "ალდაგი ბი-სი-აის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მოხდა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა ქუთაისის დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრიდან: "მკურნალობის ახალი მეთოდები და ახალი მიდგომები, სამედიცინო მომსახურეობის თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს კლინიკების ისეთი პერსონალით დაკომპლექტებას, მართვის ისეთი პრინციპების შემუშავებას, რომლებსაც უნარი შესწევთ, უზრუნველყონ პაციენტის ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურება, სწორედ ამ საკითხებმა განაპირობა რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების საჭიროება." ივჩენკოს თქმით, მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია შერჩეული პერსონალის გადამზადება, შიდა ატესტაციები და კადრების მოტივაციის სისტემის ამოქმედება. დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრის თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულების ვადა პირველ აპრილს ეწურება. აპირებს თუ არა ცენტრის მფლობელი კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი" მათ გათავისუფლებასაც პირველი აპრილიდან? - ამ კითხვაზე მაია ივჩენკო პირდაპირ პასუხს არ სცემს: "როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობის ახალი მეთოდები და ახალი მიდგომები, სამედიცინო მომსახურეობის თანამედროვე სტანდარტები მოითხოვს კლინიკების ისეთი პერსონალით დაკომპლექტებას, მართვის ისეთი პრინციპების შემუშავებას, რომლებსაც უნარი შესწევთ, უზრუნველყონ პაციენტის ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურება. ჩვენ, პირველ რიგში, დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენს კლინიკებში დასაქმებული ადამიანები იყვნენ კვალიფიციური კადრები." დედათა და ბავშვთა ცენტრი არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც "ალდაგი ბი-სი-აი" ქუთაისში ფლობს, მათ შორისაა, იმერეთის რეგიონული ონკოლოგიური, წმინდა ნიკოლოზის ქირურგიული ცენტრები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=6559 არის თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გაღლეტილი, როგორც ეს პრეზიდენტმა თქვა? “ვანო მერაბიშვილი, როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის „კამაზით“ იყო მთელი მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს, ისეთივე გაღლეტილია დღეს“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატ გია ცაგარეიშვილის რეპლიკის საპასუხოდ გააკეთა. ცაგარეიშვილმა ხელისუფლებაში არსებულ “ელიტური კორუფციის მტკიცებულებად” პრეზიდენტს გადასცა იმ ფეშენებელური სახლების ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და სხვა მთავრობის წევრებს ეკუთვნით. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: გაღლეტილი (გაღლეტილისა) საუბ. მიმღ. ვნებ. ნამ. ვინც, რაც გაღლიტეს ან გაიღლიტა. – 1. გაყვლეფილი, გადატყავებული. || გადატ. გაღებული, მოღიავებული. ორ მეტრზეა ღობე გაღლეტილი, კვალი არ ჩანს, გადარეცხილია (ნ. დუმბ.). 2. გადატ. გაღარიბებული. განა ეს სამი ვაჟკაცი, ანდა თვითონ ბებერი შიოლაც არ ეყოფოდა იმ გაღლეტილ იაგორას? (გ. დოჩ.). მეც გაღლეტილი და უმუშევარი ვარ («თბილ. ფორ.»). 3. გადატ. გაიძვერა, გაქნილი. ძალიან გაღლეტილი კაცი ყოფილა ჩვენი ხელოსანი! (გ. წერეთ.). ◊ გაღლეტილის ერთი გაქნილი, გაიძვერა. ბედი კი არა, სახადია, სახადი..., [ლექსო] გაღლეტილის ერთია (ვ. ჩხიკვ.). გაღარიბება (გაღარიბებისა) სახელი გააღარიბებს, გაღარიბდება ზმნათა მოქმედებისა. – 1. სიღარიბეში ჩავარდნა, შეძლების, ქონების დაკარგვა (საპირისპ. გამდიდრება). ჩემს უარესად გაღარიბებას ესეც ეყოფოდა (კ. კობ.). უნდა მოგახსენოთ, რომ ლურჯას წართმევა, ობლების კიდევ უფრო გაღარიბება დანაშაულად, აშკარა ქურდობად მიმაჩნია (კ. კობ.). 2. გადატ. რაიმეს შემცირება, გამოლევა. შეესაბამება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის ქონებრივი მდგომარეობა “გაღლეტილის” დეფინიციას, რა ქონებას ფლობდა მერაბიშვილი ოფიციალურად 2004 წელს და რას ფლობს ახლა? როგორ ესმის სააკაშვილს სიტყვა "გაღლეტილი"? 2004 წელი ვარდების რევოლუციის შემდეგ ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2004 წლის 25 თებერვალს შვსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერაბიშვილის ქონება ასე გამოიყურებოდა: ბინა თბილისში, საცხოვრებელი სახლი ახალციხეში და ავტომობილი. საბანკო ანგარიშები: 500 დოლარი - ანაბარი- “ინტელექტ ბანკი” მერაბიშვილის მეუღლის, თამარ მერაბიშვილს საბანკო ანგარიშები: 700 დოლარი- ანაბარი - “ინტელექტ ბანკი”; 14 ლარი და 1400 დოლარი - ანაბრები - “თი ბი სი” ბანკი; ნაღდი ფული სახით მერაბიშვილს 2004 წელს 500 ლარი, ხოლო თამარ მერაბიშვილს 4000 დოლარი ჰქონდა. 2011 წელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ბოლო დეკლარაცია 2011 წელსაა შევსებული და 2010 წლის მონაცემებს ასახავს. ამ დეკლარაციის მიხედვით მინისტრის ქონება ასე გამოიყურება: მერაბიშვილი ფლობს 45 კვადრატული მეტრის ბინას თბილისში და 800 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს ახალციხეში. ვანო მერაბიშვილის შემოსავალმა 2010 წელს 74 655.00 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის, თამარ მერაბიშვილის შემოსავალმა – 12 800.00 ლარი. მინისტრის საბანკო ანგარიშები დეკლარაციის შევსებისას ასე გამოიყურებოდა: 140 036 ლარი - სახელფასო ანგარიში - “ბანკ ქართუ” 33 153 დოლარი, მიმდინარე ანგარიში- “საქართველოს ბანკი” 7 984 ლარი -მიმდინარე ანგარიში - “რესპუბლიკა ბანკში” , 14 დოლარი- მიმდინარე “თი ბი სი” 0 ევრო– მიმდინარე "საქართველოს ბანკი თამარ მერაბიშვილის ანგარიშები 2010 წელს: 33 044 ლარი- ანაბარი - “ბანკი ქართუ” 12 800 ლარი- სახელფასო ანგარიში - “თი ბი სი” ბანკი. 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, არც ვანო მერაბიშვილის და არც თამარ მერაბიშვილის მფლობელობაში ავტომობილი არ არის. შეგახსნებეთ, ზემოთმოყვანილი მონაცემები ამოღებულია თავად შინაგან საქმეთა მინისტრის ქონებრივი დეკლარაციიდან და ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად მერაბიშვილმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Пока его сторонники собирали в российской провинции необходимые для регистрации его кандидатуры два миллиона подписей, миллиардер, металлургический магнат и владелец «Нью-Джерси Нетс» прилетел на вертолете в Куршевель, чтобы отдохнуть с друзьями в своем шале стоимостью в 33 миллиона долларов за праздничным столом от знаменитого фламандского повара Ваута Брю.
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/edp-chaxvadze.jpgთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილსა და დეპუტატებს შორის გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ „მეოცნებე“ პარტიებს ბრძოლას უცხადებს. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსიდან ელჩებს გაიწვევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ლიდერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მინსკმა პოლონეთის ელჩსა და ევროკავშირის წარმომადგენელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ბელარუსის რადიკალური ნაბიჯის მიზეზი კი ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების დაწესება გახდა, რომლის ფარგლებშიც კიდევ 21 ბელარუს ოფიციალურ პირს ევროპის 27 ქვეყანაში შესვლა შეეზღუდა. შედეგად ევროკავშირის შავ სიაში მყოფი ბელარუსი მაღალჩინოსნების რიცხვი 220-მდე გაიზარდა. View the full article
-
/get_img?ImageId=6554 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართა. დებატები მწვავე გამოდგა. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას პარლამენტში გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთით დარბაზი დატოვა. ამ ფორმით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატის ბრალდებებს. ბაღათურიამ პრეზიდენტს ბრალი დადო იმაში, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის მამამ ხელში ჩაიგდო ბალნეოლოგიური კურორტები საქართველოს მასშტაბით, დედამისმა– საუნივერსიტეტო სფერო, ასევე, სხვადასხვა ბიზნესს აკონტროლებენ მისი ძმები. ბაღათურიამ სააკაშვილს განუცხადა, რომ თავად პრეზიდენტი საქართველოში აკონტროლებს საწვავის და სხვა ბიზნესებს. პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის ფარგლებში გამართული დებატების დროს ბაღათურიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, როდესაც იგი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ბიზნესები არ ჰქონდათ. “დღეს თქვენ ხართ ერთ –ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებს საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობს მედიამაგნატ „რუსთავი2“–ს , რომელიც თქვენს კლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი, ხოლო თქვენი დედის საკუთრებაშია უმსხვილესი ბიზნესი უმაღლესი განათლების სფეროში. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოფილი გეპეის...“– განუცხადა მან სააკაშვილს თავის გამოსვლაში. აქ ბაღათურიას პრეზიდენტმა გამოსვლა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ მისი მამა არა ბალნეოლოგიურის მფლობელი, არამედ დირექტორია. „ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, მანდატურები წაგყვებიან, გავამზადებინებ კარგ აბაზანას, ჩაგაწვენენ ბოლომდე ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად დაგზილავენ, როგორც საჭიროა, და გაგივლის ფანტაზია თავიდან ბოლომდე“, – უთხრა მან ბაღათურიას. „აი, ეს არის თქვენი ზრდილობა. აი, ეს არის თქვენი ტაქტი. ჯერ გამობრძანდით და აქედან იწყევლებოდით, რომ საავადმყოფოებში უნდა დავწვეთ ყველა ოპოზიციონერი და ახლა თქვენ ტოვებთ დარბაზს“, – განუცხადა მან სააკაშვილს, რომელმაც სხდომათა დარბაზი ცოტა ხნით დატოვა. ამ ინციდენტს პარლამენტის დარბაზში მმართველი პარტიის დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. ინციდენტიდან ცოტა ხანში პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და მოგვიანებით განაცხადა: „ახლა გასული რომ ვიყავი ნახევარი წუთი, მამაჩემს გადავურეკე, რომ აბაზანა გაამზადოს“. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მწვავე შეფასება მოჰყვა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” მდივნის, პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, გია ცაგარეიშვილის გამოსვლას. მან ხელისუფლებაში „ელიტური კორუფციის მტკიცებულებად“ პრეზიდენტს გადასცა იმ ფეშენებელური სახლების ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, ეკუთვნის– შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს. დეპუტატმა შეახსენა პრეზიდენტს, რომ სწორედ ამგვარად მოიქცა სააკაშვილი, როცა ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი იყო. სააკაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „მუდმივად ვაკონტროლებთ იმას, რომ არ მოხდეს ამ ხელისუფლებაში დაჭაობება“. “ჩვენ არ გვაქვს ვილები, მაგრამ ჩვენ ავაშენეთ ახალი ბათუმი“, – განაცხადა მან, „(იუსტიციის მინისტრის) ზურა ადეიშვილის მამის სახლი დანგრეულია, მაგრამ ზურა ადეიშვილმა ააშენა და გააკეთა ბოლო წლების და თვეების განმავლობაში რამდენიმე მაგარი ტბა, ათობით იუსტიციის სახლი, ხელი შეუწყო ასეულობით სასტუმროს და ტურისტული ობიექტების მშენებლობას... ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის „კამაზით“ იყო მთელი მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს, ისეთივე გაღლეტილია დღეს“ და პრეზიდენტმა „ელიტური კორუფციის მტკიცებულებად“ ცაგარეიშვილის მიერ გადაცემული ფოტო მოისროლა. “მე თქვენ გეტყვით, რატომ არ გაქვთ თქვენ მომავალი“, – მიმართა მან ოპონენტებს, „იმიტომ, რომ თქვენ დარჩით წარსულში. მე არ მინდა ვთქვა, ჩაირეცხეთ წარსულში, გაიჭედეთ წარსულში... რა პოლიტიკოსებიც არ უნდა დაგაპრივატოთ ხან ერთმა ფულიანმა კაცმა, ხან მეორემ და ხან მესამემ... ყოველთვის თქვენი გახმოვანების ინსტრუმენტი იქნება ტყუილი“. ცაგარეიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი "ვეღარ შეძლებთ“ ხელისუფლებაში დარჩენას. “თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები. მიბაძეთ ჯორჯ ვაშინგტონს და ნუ დაემსგავსებით ვლადიმერ პუტინს“, – განუცხადა მან სააკაშვილს. პრეზიდენტმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ ისაუბრა „შემცვლელებზე“ და აღნიშნა, რომ საქართველო დარჩება არა „შევარდნაძის მუმიფიცირებული, პოლიტიკური გვამების“ და „ჯონდების და მათი პატრონების“ ხელში, არამედ მომავალი თაობის, რომელიც „ახლა მოდის პოლიტიკაში“. “თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ, რომ გვითხრას სააკაშვილმა, რას გააკეთებს 2013 წელს. რადგან თქვენ ამ კითხვას სვამთ, ჩემო მეგობრებო, ე.ი. აბსოლუტურად დარწმუნებით შეგუებული ხართ, რაც არ უნდა იბაქიბუქოთ, რომ 2012 წლის არჩევნები უკვე წაგებული გაქვთ. ხომ ასეა? მინდა გითხართ, რომ არა მხოლოდ ხელს არ ავიღებთ იმისათვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ იბრძოლოს ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის, როგორც პრეზიდენტი ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და ობიექტური. როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თუ მანამდე არ გადამირჩევენ, ყველაფერს გავაკეთებ, უკვე როგორც ლიდერი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს“, – განაცხადა მან. სახელისუფლებო გუნდს აქვს რესურსი, რომ საქართველო „მრავალი წლის განმავლობაში“ მართოს და „მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი ამ პერსპექტივაზე უარს“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ეს პასუხი საპარლამენტო უმცირესობისა და “ქრისტიან–დემოკრატების” ლიდერს გიორგი თარგამაძეს გასცა, რომელმაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ საპარლამენტო დებატების ფარგლებში ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის ხელისუფლებაში დარჩენას. "მესმის, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევრით ადრე ამის გაკეთება ძალიან რთულია და თქვენ გაფიქრებთ მმართველი ძალის, მმართველი პარტიის სიმტკიცე და მონოლითურობა, მაგრამ მე ახლა მოგმართავთ არა როგორც ქვეყნის ერთ–ერთი პარტიის, არამედ როგორც მთელი საქართველოს ლიდერს – საქართველოს და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს სჭირდებათ ნათელი პასუხი კითხვაზე, რას აპირებს სააკაშვილი? ბოლომდე უერთგულოს მთელს მსოფლიოში მის მიერვე კულტივირებულ იდეას აღმოსავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს და მისი ლიდერის განსაკუთრებული დემოკრატიული მისიის შესახებ, თუ გაჰყვეს უკვე დატკეპნილ გზას ძალაუფლების შენარჩუნების".– განაცხადა თარგამაძემ, პრეზიდენტმა უპასუხა: „მთავარი პრობლემა, რაც გაქვთ თქვენ ხანდახან, არის ის, რომ თქვენ კატასტროფულად არ გჯერათ საკუთარი ძალების და საკუთარი თავის. ამიტომ გგონიათ, რომ თქვენი პრობლემა არის არა, ვთქვათ, პოლიტიკური რეალობა, არა ის, რომ საკმარისად ვერ დაუმტკიცეთ ხალხს, რომ გაქვთ უნარი, გადაიბაროთ ხელისუფლება, თავისთავად ხელისუფლების პერიოდული ცვლა სხვადასხვა ციკლებით არის ჩვეულებრივი პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის და ჩვენს ქვეყანაში ამას ინსტიტუციური საფუძველი აქვს“. “მაგრამ იმისათვის, რომ ინსტიტუციური საფუძველი რეალურ პოლიტიკურ შედეგში გადაიზარდოს, საჭიროა ალტერნატივა, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ მართლაც ვართ მზად, რომ მთლიანად ავიღოთ მართვა და მინიმუმ გავაგრძელოთ მაინც ის, რასაც ესენი [ხელისუფლება] აკეთებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.. “ამის ნაცვლად თქვენ რითი ხართ დაკავებული? ამის ნაცვლად ხართ დაკავებული, აი, კლინტონი ჩამოვიდა და ორი თვე იძახდით, რომ ‘აი, ჰილარი კლინტონი ჩამოდის, რომ სააკაშვილი წაიყვანოს’. გეგონება, გუდიანი კაცია ან ქალია, რომელიც ჩამოვა, მოიკიდებს ზურგზე დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, წაიყვანს და სადღაც ვაშინგტონის რომელიღაც გარეუბანში გადამალავს, ალბათ, კონსპირაციულ ბინაზე; მერე იმედი გქონდათ, რომ ახლა რომ ჩავედით აშშ–ში, რომ ახლა აუცილებლად დაგვტუქსავდნენ და გვეტყოდნენ, რომ ახლა დროზე აუცილებლად აიკიდეთ გუდა–ნაბადი, აბა გამოიქეცით, წამოდით აქ; მერე კიდევ, მინდა გითხრათ, რომ კიდევ რამდენიმე თვეში ჩამოდის ჰილარი კლინტონი, ალბათ, ამაზეც იტყვით; საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, უნდა წავეყვანე, მაგრამ, ეტყობა, თვითმფრინავში ადგილი არ აღმოაჩნდა, თუ კიდევ ჩამოვა და იქნება, უფრო დიდი თვითმფრინავით ჩამოვიდეს და ბარემ ერთბაშად იქნებ დანარჩენი პარტიის წევრების უმეტესობაც გავაყოლოთ თან“– აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, "ეს არის, მე ვფიქრობ, არასერიოზული თამაში, არასერიოზული თამაში იმიტომ, რომ მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ღვთის ნებაზე, რაღაც ზემოთ კოსმოსურ ძალებზე და ა.შ. მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ – ეს არის ქართველი ხალხი,“ – განაცხადა სააკაშვილმა. „ამიტომ ძალიან მარტივი რეცეპტი არის ჩანაცვლების საქართველოს ხელისუფლების: დაამტკიცეთ, რომ გაქვთ მაგარი პროგრამა, დაამტკიცეთ, რომ ხართ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ეს პროგრამა განახორციელოთ, მიიღეთ ხალხის მხარდაჭერა და თუ მაგრები ხართ, დაგვამარცხეთ არჩევნებში. ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლებისკენ“. “ნუ ხართ ბიძების და დეიდების იმედზე, რომლებიც ამ პრობლემას გადაგიწყვეტენ უცხოეთიდან. არ გადაგიწყვეტენ. ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტაში არ დაგეხმარებით, მინდა პირდაპირ ვთქვა. შემიძლია გზა გასწავლოთ, მაგრამ მე რომ არ გასწავლოთ, ეს წიგნებში ისედაც წერია. ასე რომ, შეგიძლიათ წაიკითხოთ. და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა სააკაშვილმა. “უფრო მეტსაც გეტყვით, მე მიმაჩნია, რომ ამ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, დემოკრატიის ფარგლებში... აქვს რესურსი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართვის და მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი ამ პერსპექტივაზე უარს“. – განაცხადა სააკაშვილმა. დებატები ორ საათს გაგრძელდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/inopressa.jpgთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების თაობაზე დასავლური და რუსული მედია ეხმაურება. „როიტერი“ იტყობინება, რომ საქართველო გააუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ის ინვესტიციის მოცულობის გაზრდას ცდილობს: „ეს კეთილი ნების იშვიათი გამოხატულება იყო ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის, რომლებიც 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდნენ“.<span style="font-size: 10pt;" />კრემლი უარს აცხადებს სააკაშვილთან რაიმე ტიპის კონტაქტზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი საქართველოს არმიის შეტევას რუსეთის მხარდაჭერილ აჯანყებულ სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის აგვისტოში. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/3871-257x300.jpg„ეროვნულ დემოკრატიული“ პარტია, საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, მოიწვიოს უშიშროების საბჭო და დაადასტუროს, თუ რატომ მიაჩნია გამართლებულად რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება. ამის შესახებ განცხადება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ჩახვაძემ “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოში დამატებითი რუსული კაპიტალის მოძიებაზე საუბარი ჩვენს ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. “თუკი საქართველოში რუსული საწარმოები გაიხსნება, ინვესტორები მიწებსა და ტერიტორიებს შეისყიდიან, ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ეკონომიკის კუთხით ქართველები საკუთარი ქვეყნის სტუმრები ვართ”, – განაცხადა ჩახვაძემ. როგორც ჩახვაძემ აღნიშნა,რუსეთის არეალში საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური აგრესიის ელემენტები იმალება. „თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის არსენალში საქართველოს წინააღმდეგ არა მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენების პოტენციალი, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური აგრესიის ელემენტებიც იმალება”, – აღნიშნა ჩახვაძემ. მისივე განმარტებით, ყველა უცხოური ქვეყანა რუსული ბიზნესის საკუთარ ქვეყანაში შედინებას ფრთხილად ეკიდება, რადგან რუსული კაპიტალის უკან ყოველთვის რუსეთის სახელმწიფო დგას. იხილეთ epn.ge
-
Предстоящий очередной визит сопредседателей Минской группы ОБСЕ в регион вызывает комментарии и различного рода предположения о целях визита. Тем не менее, визит этот, равно как и все предыдущие, ничего нового не принесет. Интрига может получиться только тогда, если в Баку начнут опять говорить о «недопустимости участия Франции в МГ».
-
По версии Stratfor, Бразилия готова поддержать требования Аргентины на свою юрисдикцию над Фолклендскими островами, поскольку не желает присутствия Великобритании вблизи своих нефтяных месторождений. «Бразилия неоднократно заявляла о том, что Южная Атлантика – это голубая Амазонка, и ни одна северная страна не должна прибирать ее к своим рукам», - заявил в бразильский эксперт.
-
После митингов оппозиции пресса в России стала чувствовать себя свободнее, а Интернет делает цензуру невозможной, отмечает телеведущая Тина Канделаки. Однако, отмечает Sky News многие СМИ продолжают ощущать на себе давление со стороны властей, и оно может усилиться с возвращением Путина в Кремль.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/expertizis-laboratoria_29.02-300x200.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიებს გაეცნო და ბიუროს ხელმძღვანელთან, გიორგი ხიზანიშვილთან ერთად სტუდენტებს შეხვდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკვე 4 წელია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან (თსუ, სტუ, თსსუ და სხვ.) თანამშრომლობს. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მათი განათლების საფუძველზე, პრაქტიკული კურსი ბიუროში გაიარონ. პრაქტიკული კურსის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური სემესტრით განისაზღვრება. სამინისტროს ცნობითვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტუდენტები კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან. პრაქტიკული მეცადინეობა ძირითადად 3 მიმართულებით მიმდინარეობს: კრიმინალისტიკური, სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზის განხრით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) სრული წევრია. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დე-ენ-ემ ლაბორატორია ENFSI სამუშაო ჯგუფის წევრია. იხილეთ epn.ge
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/cagara-samartali.jpgთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, გუშინ, 2012 წლის 28 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები გაიმართა.<span style="font-size: 10pt;" />დებატებისას ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაში, პატიმრების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, მკვლელობაში დაადანაშაულა და ერთ-ერთ მსგავს ფაქტად მოქალაქე სოსო ქიმერიძის გარდაცვალება დაასახელა. „ამის უკანასკნელი მაგალითი გუშინ მოხდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, როცა ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და წამებაში მოკლა ამ სოფლის მცხოვრები სოსო ქიმერიძე. იგი ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ მთელი სხეული სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული. რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში, რომელიც თქვენს ხელში უბედურია, უბედური ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა: „ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-matarebeli.jpgთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ შეატყობინეს, პარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს რკინიგზის მიერ გაპიარებულ უსწრაფეს სამგზავრო მატარებელს, რომელიც ასრულებდა რეისს თბილისი-ბათუმი, ხაშურთან გუშინ, 2012 წლის 28 თებერვალს, საღამოს, ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა“. საქინფორმი
-
Израильская компания Israel Aerospace Industries собирается продать Азербайджану беспилотники и системы ПВО. Министерство обороны Израиля заявило, что это уже решенный вопрос. Известна и конкретная сумма сделки - 1,6 миллиарда долларов. Зачем Тель-Авив продает оружие Баку? Свою версию для GTimes изложил председатель Исламского комитета России Гейдар Джемаль.
-
Протесты продолжатся, а за этими протестами будут организовываться политические силы с самыми разными программами. Люди будут самоорганизовываться и оказывать давление на правительство, на Думу, на средства массовой информации и на правоохранительные органы, чтобы они что-то делали с коррупцией.
-
აფხაზებმა ქართულ ოჯახს გლოვის დღეებში ქორწილის გამართვის უფლება მხოლოდ გადასახადის გადახდის შემდეგ მისცეს.როგორც “ივერონს” გალის რაიონიდან აცნობეს, შემთხვევა ორი დღის წინ სოფელ განახლებაში მოხდა.“ბუნებრივია, ადგილობრივმა ქართულმა მოსახლეობამ დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბზე თავდასხმის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. ერთ-ერთმა ქართულმა ოჯახმა ქორწილი დაგეგმა, რომელიც დროში ამ თავდასხმის დროს დაღუპული ორი აფხაზის გლოვის დღეებს დაემთხვა. ამის გამო აფხაზები ქორწილის გადახდის უფლებას არ იძლეოდნე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
inosmi.ru Не знаешь русского? Ты не молдаванин!
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Если индивид говорит на румынском языке, не владеет русским или другим славянским языком, и, кроме того, допускает «румынское происхождение молдаван», то он не молдаванин! А раз он не молдаванин, то Республику Молдова он не любит, не является государственником. -
http://saqinform.ge/images/stories/analitics/mmartvel-partias.jpgთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა პარლამენტში. მისი გამოსვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები გაიმართა, რომელშიც როგორც ოპოზიციონერი, ისე მმართველი პარტიის დეპუტატები მონაწილეობდნენ. ეს სააკაშვილის ბოლო გამოსვლა იყო ამ მოწვევის პარლამენტში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და ბოლოსწინა – 2013 წლის ბოლოს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.<span style="font-size: 10pt;" />ყველას აინტერესებდა: რას აპირებს სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდეგ? საქინფორმი