planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60146.jpg ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ბრიუსელში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხების ევროკომისარს, შტეფან ფულეს შეხვდა. მათ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, აგრეთვე ”აღმოსავლეთ პარტიორობის” ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელობას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში, შტეფან ფულემ კი დადებითად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები. ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის მხარდასაჭერად – ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოსთვის ამ მიზნით 18 მილიონი ევრო გამოიყოფა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60147.jpg მეტადონის სახელმწიფო პროგრამაში უკვე თბილისის მერიაც ერთვება – პირველ ეტაპზე მერია თანხას დაუფარავს დამატებით იმ 100 ადამიანს, რომელსაც მკურნალობისთვის განკუთვნილი დაფინანსების 30 პროცენტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, მისი ოჯახი კი სოციალურად დაუცველთა სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ასი ნარკოდამოკიდებულისთვის მკურნალობა სრულიად უფასო იქნება. პროგრამის მეორე ეტაპში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი მერიაში უნდა წარადგინონ, თუმცა დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა, რომ პაციენტები არ მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სხვა სამკურნალო პროგრამებში. ამ თემაზე პირველი შეკრება თბილისის მერიაში გამართა კომისიამ, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს წევრებიც არიან ჩართული. View the full article
-
Как заявляют критики Владимира Путина, в годы его предыдущего президентства в России расцвели коррупция и чиновничий произвол. Но многие в стране помнят постсоветский хаос, а «железная хватка» Путина для них - гарантия того, что это не повторится, заявил на телеканале NHK бывший дипломат Акио Кавато.
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/financial_times_thumb-150x43.gif საიმონ მანდი „საქართველოს ბანკი“ ისტორიაში მეორე უცხოური ფინანსური ინსტიტუტი გახდა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიალური „ლისტინგი“ [საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების პროცედურა] მიიღო, რაც ამიერიდან ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს ამ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობა მიიღონ. საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ მისი კომპანია უახლოეს მომავალში FTSE 250-ის სიაში ადგილს მოიპოვებს, რაც მოიზიდავს ინვესტორებს როგორც საპენსიო, ასევე ურთიერთსაინვესტიციო ფონდებიდან. იმ ბანკის აქციები, რომელიც საქართველოში კერძო კაპიტალის ერთ მესამედს აკონტროლებს, დაშვების დროს 19%-მდე 950 პენის დონემდე გაიზარდა, ხოლო აქციების საერთო ღირებულებამ 381 მილიონი ფუნტი შეადგინა. „საქართველოს ბანკის“ გლობალური დეპოზიტური ხელწერილები ლონდონში 2006 წლიდან იყიდება. ბ-ნმა გილაურმა აღიარა, რომ ზოგიერთი ინვესტორი 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოში გაზრდილ რისკებს ხედავდა. თუმცა მან აღნიშნა, რომ მომხმარებლური სესხები საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ ერთ მეათედს შეადგენს, რაც საბანკო სექტორში მდგრადი ზრდის კარგ შესაძლებლობებს ქმნის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა წელს 5%-მდე გაიზრდება. ბანკ Renaissance Capital-ის კვლევითი განყოფილების თანამშრომელმა მილენა ივანოვა-ვენტურინიმ განაცხადა, რომ აქციების ფასის ნებისმიერი ზრდა შეიძლება შეიზღუდოს პოლიტიკურ რისკებთან, ვალების მომსახურების მაღალ ფასთან, ასევე ქვეყანაში ინფლაციის გაზრდის შესაძლებლობასთან დაკავშირებული შეხედულებებით. მიუხედავად ამისა, მან დასძინა, რომ ეს „ძალიან სუფთა და გამჭვირვალე ბანკია“ და ის შეძლებს პროდუქტების უფრო ფართო პაკეტის წარმოდგენას საქართველოს ფინანსური სისტემის სრულყოფის კვალდაკვალ. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ინვესტორთა უფრო სერიოზული მადა შეიზღუდება ამ კომპანიის არცთუ მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციით. შემცირდება ლიკვიდურობაც, რადგან აქციების დაახლოებით მეოთხედი ამერიკული კომპანიის Fire Bird-ის, ასევე ფირმა East Capital of Sweden-ის განკარგვაშია. ამ კომპანიებიდან თითოეულს თავისი წარმომადგენელი ჰყავს დირექტორთა საბჭოში. კომპანია Keefe, Bruyette & Woods-ის წარმომადგენელმა ეკატერინე ისაევამ განაცხადა, რომ საქართველოში ანგარიშებთან დაკავშირებული მიმდინარე ოპერაციების დეფიციტი, დამატებით წინაპირობებს ქმნის იმისთვის, რომ ქვეყნის ვალუტის კურსი შემცირდეს, რაც შეიძლება ნეგატიურად აისახოს „საქართველოს ბანკის“ მუშაობაზე. თუმცა, ბატონმა გილაურმა აღნიშნა, რომ ბანკმა თავისი მდგრადობა უკვე დაამტკიცა, გადაიტანა რა 2004 წლის რევოლუცია, ასევე რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი, რასაც კაპიტალის მასობრივი ამოღება მოჰყვა და საქართველოს ბანკის დეპოზიტების დაახლოებით 20% დაიკარგა. „ბანკმა სტრესთან დაკავშირებული ტესტი რეალურად ჩააბარა და არა Excel-ის პროგრამის ელექტრონული ცხრილების დონეზე“, – თქვა მან. საქართველოს ბანკის პირველი რიგის კაპიტალის კოეფიციენტი 18%-ს შეადგენს – ეს რეგულატორის არსებულ მოთხოვნებს ორჯერ ზრდის – მან ასევე აჩვენა შემოსავლების დამაჯერებელი ზრდა აქციაზე, რომელმაც გასული წლის პირველ ნახევარში 22% შეადგინა. ლონდონში პრემიალური „ლისტინგი“ კიდევ ერთმა უცხოურმა ბანკმა მიიღო – ეს იყო სამხრეთ ამერიკაში არსებული Investec, რომლის აქციების დაშვებაც ლონდონში 2002 წელს დაიწყო. ორიგინალი ორიგინალი
-
</p> /get_img?ImageId=6577<p>დღეს, 1 მარტს კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის (კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“–ს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი”–სა და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”) წარმომადგენლები პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარეს პავლე კუბლაშვილს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას გააცნობენ. კუბლაშვილთან შეხვედრა დღეს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში განმარტებულია მათი პოზიცია და 261 მუხლის შეცვლის მიზეზი. არასამთავრობოები მიიჩნევენ, არსებული ნორმები ცხადყოფს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განცხადება ან პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის მიზნით გაკეთებულ მოწოდება მიიჩნევა საკმარის საფუძვლად, პირი დაექვემდებაროს მნიშვნელოვან შეზღუდვებს, რაც არღვევს გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2012 წლის 17 თებერვალს კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს. შეგახსენებთ, არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს დაიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი ალექსანდრე ანქვაბი უკმაყოფილოა საავადმყოფოებისათვის სამედიცინო აპარატურის მიწოდების ვადებით. ანქვაბმა თავისი რეჟიმის "ჯანდაცვის მინისტრს" ზურაბ მარშანს დაავალა ამ აპარატურის მოწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაუფორმონ იმ კომპანიებს, რომელთა პროდუქციის უმოკლეს დროში მოწოდებას შესძლებენ.აღნიშნული საკითხი განიხილებოდა ანქვაბთან მარშანის შეხვედრისას, სადაც მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთის საავადმყოფოებისათვის აპარატურის მიწოდების ვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეს საქალაქო სასამართლოში 53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის საქმესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დაზუსტდა სარჩელის მოთხოვნა, ასევე, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები. მხარეებთან შეთანხმების საფუძველზე, მოსამართლე ნინო შარაძის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს წარმოადგენს 53–ე სკოლის ყოფილი მოსწავლე, არასრულწლოვანი მიხეილ ალექსიძე. მის ინტერესებს სასამართლოში, კანონიერ წარმომადგენელი, მშობელი ლალი ლეკიშვილი წარმოადგენს, რომელთანაც მინდობილობა აქვთ ვიქტორ შერმადინს, მაია დემეტრაძესა და ლიკა წიკლაურს. დღეს სხდომაზე არ გამოცხადებულა თავად ალექსიძე: “ცუდად თუ მოქმედებს გარემო და მისთვის პროცესზე გამოცხადება დამთრგუნველია, ჩვენ არ გვინდა ზემოქმედება ვიქონიოთ. თუ საჭირო გახდა სასამაღთლოსთვის ახსნა განმარტების მიცემა, ალექსიძე მობრძანდება და მისცემს ახსნა–განმარტებას,” – განაცხადა მოსამართლემ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დისციპლინარული კომიტეტის სხდომის ოქმი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით გამოიცა, რის გამოც კომიტეტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს. ამ ნაწილში მოპასუხის განსაზღვრა სასამართლოში დავის საგანი გახდა. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, რომ მოპასუხე ამ შემთხვევაში უნდა იყოს დისციპლინარული კომიტეტი. 53–ე სკოლის წარმომადგენლის გია ფოლადაშვილის თქმით კი, ის კომიტეტი, რომელმაც ალექსიძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, იმ შემადგენლობით აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ ახალი შემადგენლობისთვის პასუხის მოთხოვა მათთვის არალოგიკურია. იურისტი ლიკა წიკლაურის აღნიშნავს, რომ დისციპლინარული კომიტეტი დამოუკიდებელი პირია: “თუკი მხოლოდ სკოლა იქნება მოპასუხე, რომელსაც დირექტორი წარმოადგენს, სასამართლოს მიერ რომც დაევალოს აქტის გაუქმება, იგი არ იქნება უფლებამოსილი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ კომიტეტს აქვს უფლებამოსილება, რომ გარიცხვის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება, აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია დისციპლინარული კომიტეტი ჩართული იყოს როგორც მოპასუხე, რადგან დავის საგანს წარმოადგენს მის მიერ დამოუკიდებლად გამოცემული აქტი”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავის ამ ნაწილში მოპასუხე მხარედ მითითებულ იქნას დისციპლინარული კომიტეტი. დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება ეხება არამხოლოდ მიხეილ ალექსიძეს, ასევე მეორე არასრულწლოვანსაც. მოსარჩელეებმა დააზუსტეს, როს აქტის ბათილად ცნობას ნაწილობრივ, მხოლოდ ალექსიძის ნაწილში მოითხოვენ. მოსარჩელე, ასევე, მოითხოვს 53–ე სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის ბრძანების ბათილად ცნობას. იურისტ ლიკა წიკლაურის განცხადებით, დირექტორი არ იყო უფლებამოსილი აღნიშნული აქტის გამოცემაზე: “შესაბამისად, მესამოცე პრიმა მუხლი გვაძლევს საშუალებას მოვითხოვოთ აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა”. ამ შემთხვევაში კი, მოპასუხე მხარეს საქმეში წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი 53–ე სკოლა და მისი წარმომადგენელი ტარას შავშიშვილი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ორი მოპასუხე ჰყავს: 53–სკოლის და დისციპლინარული კომიტეტის სახით. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაზუსტებული სარჩელი, შესაბამისი შუამდგომლობებით და გაფართოებული მოპასუხე წრით, 5 მარტის ჩათვლით უნდა მიეწოდოს სასამართლოს. მეორე მოსამზადებელი სხდომა კი 12 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალექსიძე, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, გასული წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა სკოლიდან. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით. ალექსიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მიხეილ ალექსიძის მშობელი იმ აქტების გაუქმებას ითხოვს, რომელის მიხედვითაც მოსწავლე სკოლიდან გარიცხეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიმართა. “საქმეში არსებული ახსნა–განმარტებები მოწმობს, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს. გადაწყვეტილება მიხეილ ალექსიძის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსწავლის მიმართ სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ჩაითვალოს არათანაზომიერად,”- წერია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში. 53–ე სკოლიდან ალექსიძის გარიცხვის ფაქტიც დებატების საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტის წლიური ანგარიშის განხილვისას პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეს ხულიგანი უწოდა. ”თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53–ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი, ისე არსად არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია და მახსოვს იმიტომ, რომ ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ჩემი და თქვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია, რომ ვინმე დანას და “სპიცს” გაუყრის და ეს იმიტომ, რომ ასეთი ხულიგნები აღარ არიან. ჩემი მიზანია, რომ სანამ ეს მე მომეკითხება, კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არასდროს დაბრუნდეს სკოლებში, ჩვენი სკოლები იყოს 100%–ით უსაფრთხო,” - განაცხადა პრეზიდენტმა. ეს იყო პრეზიდენტის პასუხი უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მიხეილ ალექსიძეს სახელმწიფომ განათლების უფლება წაართვა. პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის მხრიდან დარბაზშივე მოჰყვა გამოხმაურება: "ნებისმიერ ქვეყანაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა, როცა ის ბავშვს ხულიგანს უწოდებს,"–აღნიშნა ვეფხვაშძემ. სააკაშვილის შეფასებას ასევე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა: “ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უხეშად შეილახა არასრულწლოვნის უფლებები” , – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Западные разведслужбы уже не первый год следят за утесистой горой на северо-западе Ирана, под которой расположен один из самых необычных в мире ядерных объектов – укрытый в толще горного массива от возможных авиаударов подземный бункерный комплекс, известный как «Фордоу». Глава иранской гражданской обороны однажды назвал его «неуязвимым».
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60148.jpg რუსეთის პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ ოპოზიციის ლიდერები აღაშფოთა. ვლადიმერ პუტინმა რუსული ოპოზიცია პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ოპონენტები სისხლისღვრაზეც წავლენ, რათა შემდგომში ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრონ. ოპოზიციის ლიდერებმა შეფასებები რუსეთის საპროტესტო მოძრაობის საორგანიზაციო კომიტეტის დახურული სხდომის დაწყებამდე გააკეთეს. ისნი აცხადებენ, რომ პროვოკაციებსა და ფიზიკურ ლიკვიდაციებს სწორედ ხელისუფლებისგან ელიან და თუ კი სიტუაცია დაიძაბება, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ვლადიმერ პუტინი იქნება. `ჩვენ სპეცსამსახურები არ გვყავს, არც პროვოკატორები, რომელსაც ამას გააკეთებენ; ჩვენ მხოლოდ განცხადებების გაკეთება შეგვიძლია და ამას პირველად თქვენ გეუბნებით. ოპოზიციის რომელიმე ლიდერზე თავდასხმა პუტინის ორგანიზებული იქნება, რადგან მან იცის ამის შესახებ, მაგრამ ამის აღკვეთა არ სურს. აგრესიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მეც იმ სიაში ვარ, რომელთა განადგურებაც სურთ,`- აღნიშნა `ხალხის თავისუფლების პარტიის` დამფუძნებელმა ბორის ნემცოვმა. პუტინის განცხადებას გარი კასპაროვიც გამოეხმაურა. `ეს განცხადება ძალიან სერიოზულად აღვიქვი. ნემცოვი, ნავალნი უდალცოვი, გასაგებია, რომ ოპოზიციის კონკრეტულ ლიდერებზე მიდის საუბარი, რომელთაც კრემლი პირად მტრებად მიიჩნევს. პუტინმა ამის შესახებ უკვე ილაპარაკა. ადამიანის განცხადებებს, რომელმაც ბესლანში სკოლა დაწვა, ნორდოსტში გაზით მოწამლა ხალხი, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ,`- განაცხადა რუსეთის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა `სოლიდარობის`თავმჯდომარემ. View the full article
-
Рассуждая о таком историческом явлении, как В. Путин, мне на память приходят фрагменты тринадцатилетней давности. В то время я возглавлял правительство Киргизской Республики, а Владимир Владимирович работал премьер-министром России. Очные встречи с ним, обмен мнениями и диалоги, происходящие тогда на различных встречах, дают мне возможность подумать о феномене Путина, ставшем, как оказалось впоследствии, важной вехой в новейшей российской истории.
-
რუსული ოკუპაციის ხაზის გავლით, კერძოდ მდინარე ენგურის მთავარი ხიდის მეშვეობით მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა, დროებით ღონისძიებას წარმოადგენს და სათანადო დროს მოიხსნება. ამის შესახებ 29 თებერვალს გალში საქართველოში ინცინდენტებზე რეაგირებისა და მათი აღკვეთის ჩარჩოებში გაეროს თავმჯდომარეობით ჩატარებული 34-ე შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წამომადგენელმა განაცხადა.მან აღნიშნა, რომ "შეხვედრა კვალიფიციურად და საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა". მონაწილეებმა ზ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Законодательное собрание Санкт-Петербурга приняло в среду закон, направленный на искоренение «пропаганды», по словам его создателей, гомосексуальности среди несовершеннолетних. Принятие закона вызвало опасения среди групп по правам геев перед надвигающимися репрессиями, в то время как в других городах планируют принять подобные меры.
-
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის "გენპროკურორმა" სერგეი მიქანბამ ტყვარჩელის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი ოპერთანამშრომლის მანუჩარ ნარმანიას მიმართ დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით წაყენებული საბრალდებო დასკვნა დაამტკიცა და საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად "უმაღლეს სასამართლოს" გადაუგზავნა.მარიონეტული რეჟიმის "გენერალური პროკურატურის" ცნობით, წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული წლის 27 დეკემბერს მარიხუანას შენახვისათვის დაკავებული სოფ.პირველი გალი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ევროკავშირი საქართველოს „სისხლის სამართლის რეფორმის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 18 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის პრესსამსახური ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრა გამართა. როგორც სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური იუწყება, ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის სახელით გიორგი ბარამიძემ, როგორც ევროკავშირის დახმარებათა ეროვნულმა კოორდინატორმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ ხელი მოაწერეს ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატური პროგრამის 2011 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული „სისხლის სამართლის რეფორმის სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის“ საფინანსო შეთანხმებას. დოკუმენტი საქართველოსთვის 18 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. საფინანსო შეთანხმებით განსაზღვრული 18 მილიონი ევროდან, 16 მილიონი ევრო პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც საქართველო სამ ტრანშად მიიღებს, ხოლო 2 მილიონი ევრო მოხმარდება ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ეს პროექტი წარმოადგენს ამ სფეროში საქართველოსთვის დახმარების მეორე ფაზას, რომლის პირველი ეტაპი 2008 წლის სამოქმედო გეგმიდან 16 მილიონი ევროთი დაფინანსდა. სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სისხლის სამართლის რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრების გაგრძელებას, რეფორმების მომიტორინგს, მიღწევათა შესახებ სტატისტიკის წარმოებას, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას და გამოქვეყნებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის შესაბამისად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის დანერგვის პროცესის გაუმჯობესებას ბავშვთა უფლებების შესახებ. რეფორმით ასევე გათვალისწინებულია პატიმართა უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესება, პრობაციის სისტემის გაუმჯობესება, რეფორმების მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. გიორგი ბარამიძესა და შტეფან ფულეს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს. ხაზი გაესვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესსა და ”აღმოსავლეთ პარტიორობის” ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/iovaSvili.jpgთბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. „სამუშაო ჩინელებს – უმუშევრობა ქართველებს“, – ამ თემაზე დღეს „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისათვის“ და „თავისუფალ ასოციაციათა კავშირმა“ ბრიფინგი გამართეს.<span style="font-size: 10pt;" /> როგორც ხელმძღვანელმა „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თამარ იოვაშვილმა საქინფორმს აცნობა, საქართველოში ტოტალური უმუშევრობის ფონზე ბრიფინგზე ორგანიზაციათა ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს იმ სამშენებლო ობიექტების ფოტომასალა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებულნი. საქინფორმი
-
Владимир Путин говорил так, как будто он цитировал пыльные инструкции КГБ или сценарий второсортного фильма. В среду он предупредил, что его оппоненты готовятся убить одного из своих активистов для того, чтобы затем возложить на него вину за это преступление.
-
ეს იყო დიდი ხნის წინათ, როცა მე ჯერ კიდევ კომერციულ სასწავლებელში ვსწავლობდი-მოგვითხრობს მწერალი კელსიევი- მე სასწავლებლის შორიახლოს ვცხოვრობდი, მამაჩემი კი ოჯახით ვასილევსკის კუნძულზე სახლობდა. იგი მოხელედ მსახურობდა საბაჟოზე და ბირჟის ახლოს ეჭირა სახელმწიფო ბინა. იგი იშვიათად თუ ახერხებდა ჩემს მონახულებას. ერთხელაც ღამით, როცა ოთახში მარტო ვიყავი, ჯერ კიდევ არ მეძინა ... View ucnauri.com
-
Предвыборные сценарии быстро оборачиваются послевыборными. «Победу Путина в первом туре не примет Москва, а победу во втором – не примет Россия» (так мне говорили люди из его окружения)», – сказал корреспонденту Русской службы «Голоса Америки» российский политолог Виктор Милитарев. Чем вызваны подобные суждения? Что изменится в российской политике после четвертого марта?
-
იცით თუ არა, რომ პირველი შოკოლადის ფილა 1819 წელს დაამზადეს. ეს თარიღი შოკოლადის წარმოების დასაწყისად ითვლება, ვინაიდან მანამდე შოკოლადს, როგორც სასმელს ისე მიირთმევდნენ. სასმელ შოკოლადში თავიდან მოხალულ კაკაოს და წიწაკა ჩილის იყენებდნენ. ეს სასმელი პირველად უძველესმა ოლმეკების ტომებმა გასინჯეს. სწორედ მათ მოიგონეს სახელწოდება, რომელიც დღემდე გამოიყენება. ამ ცივილიზაციის ადამიანები მას ... View ucnauri.com
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/ogranicenie3.jpgთბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. ესტაკადების მშენებლობის პროექტის ფარგლებში თბილისში გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გარკვეული შეზღუდვები წესდება.<span style="font-size: 10pt;" />როგორც საქინფორმს თბილისის მერიიდან აცნობეს,3 მარტიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე; დაიკეტება მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ მაგისტრალზე, ვინაიდან დაიწყება კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა. საქინფორმი
-
В литовских СМИ не хватает качественной информации о России. Ее появлению мешает доминирующий эмоциональный тон, но этот информационный дисбаланс постепенно выравнивается, полагает литовский политолог Нериюс Малюкявичюс. По его мнению, у России как у государства в литовских СМИ сложился негативный образ и это связано с политикой Кремля.
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/wikileaks-1.jpgთბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. ისრაელი რუსეთს გადასცემდა იმ არხების კოდებს, რომელთაც საქართველო იყენებდა უპილოტო საფრენ აპარატებში. რუსეთმა კოდების სანაცვლოდ ისრაელს საიდუმლო ტექნიკური ინფორმაცია მიაწოდა ირანში განლაგებული რუსული ზენიტური დანადგარების კომპლექსი „ტორ-მ1“-ის შესახებ. ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა „WikiLeaks“-მა იმ 5 მილიონ კონფიდენციალურ წერილს შორის, რომლებიც კომპანია „Stratfor“-ს ეკუთვნოდა.<span style="font-size: 10pt;" />შეგახსენებთ, რომ კომპანია „Stratfor“ მსოფლიო ინფორმაციას აგროვებს. მასთან 500-მდე ორგანიზაცია თანამშრომლობს, რომელთა შორისაა აშშ-ის უშიშროების დეპარტამენტი. საქინფორმი
-
პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა ყირგიზეთის ტერიტორიაზე ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა რუსეთისა და ყაზახეთის სპეცსამსახურები."ჩვენს ქვეყანაში არჩევნების წინ , ისე როგორც თვით არჩევნების დროსაც, აქტიურად მუშაობდნენ რუსეთისა და ყაზახეთის სპეცსამსახურები, მართავდნენ რაღაც თამაშებს და აფინანსებდნენ გარკვეულ ძალებს. თუ მათ ასეთი ბევრი ფული აქვთ მსგავსი საქმიანობისათვის – მაშინ მოგვცენ გრანტები და მხარი დაგვიჭირონ", – განაცხადა მან ბიშკეკის "მეხუთე არხის" ეთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე