planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60128.jpg საქართველოს პრეზიტენტმა, დღეს, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ პირველი კომენატრი გააკეთა რუს ჟურნალსიტთან, რომელიც სარქართველოში, გამარტივებული რეჟიმით, ჩამოვიდა. "დღეს დიდი სიურპრიზი დამხვდა. საქართველოში დილით ჩამოვფრინდი. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედით, გვითხრეს, რომ ვიზის აღება საჭირო აღარ იყო და საზღვარზეც მხოლოდ ბეჭედი ჩაგვირტყეს და მარტივად გამოგვატარეს. ადრეც ვყოფილვარ საქართველოში. ისეთი ლამაზი იყო თქვენი ვიზა, ცოტა გული მწყდება, რომ აღარ დაგვჭირდება, მაგრამ ერთი მაინც დამრჩა. ვიცი, რომ პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ პირველად გუშინ პარლამენტის წინაშე განაცხადა და გაოცებული ვარ, რომ ასე სწრაფად, ერთი დღეც არ გასულა და 14 საათში უკვე ამოქმედდა საქართველოს მხრიდან უვიზო რეჟიმი. რუსეთში სამწუხაროდ ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის მთავარი პირებიც ასე მოიქცნენ, რადგან მე მათ მაგივრად ძალიან მრცხვენია. საქართველო გვაძლევს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას და რუსეთი კი მსგავს შესაძლებლობებს ქართველებისთვის არ ქმნის," - განახცადა დენის კატაევმა. "ყველაფერი რასაც ჩვენ ვამბობთ სწრაფად სრულდება. ვთქვით, რომ უნდა გაუქმდეს და 5 წუთში ეს განხორციელდა. მეორეს მხრივ ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და, რაც უფრო მეტი რუსი ჩამოვა ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, მეტ ინფორმაციას მიიღებენ, უკეთესად ისიამოვნებენ ჩვენი ბუნებით, ქართული სტუმართმასპნძლობით, სუფრით, ღვინითა და მინერალური სასმელებით მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტვა. მე არ შემიძლია ავიღო საქართველო და სადღაც მექსიკისკენ გადავიტანო. ჩვენ მუდმივად ვიქნებით რუსეთის მეზობლები და რუსეთი იქნება საქართველოს მეზობელი იმ ისტორიული ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის და არა ისეთი საქართველოს მეზობელი, როგორიც დღევანდელ კრემლში სურთ და წარმოუდგენიათ. ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, რომ რუსები, რომლებიც აქ ჩამოვლენ, აღმოაჩენენ სხვა საქართველოს და ახალ რეალობას. ის სტერეოტიპები კი, რომლებიც წარმოდგენაში აქვთ, ვფიქრობ, მალე გაქარწყლდება. ამას გარდა, ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ქართული ეკნომიკისთვის. რაც მეტი ტურისტი გვეყოლება, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ეკონომიკა; "მე ბევრჯერ ვესაუბრე პუტინს ამ თემაზე და ის სულ ამბობდა, რომ ერთ კვირაში გავაუქმებთ სავიზო რეჟიმს და თქვენც სარკის ეფექტით გააუქმეთ ასევეო. მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ, ჩვენ არავის არ დაველოდებით, ჩვენ უკვე გავაუქმეთ და ყოველთვის მივესალმებით რუსი ინვესტორების, ბიზნესმენებისა და ტურისტების ჩამოსვლას. მაგრამ არასდროს მივესალემბით რუსულ ტანკებს. სადაც არის მუხლუხოები არ არის ტურიზმისა და სიამოვნების ადგილი. ასე რომ ჩვენ ყოველთვის ვეტყვით რუსებს ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს არამილიტარიზებულ ტერიტორიაზე”, რადგან მილიტარიზებულ ნაწილში რუსული კორდონებია, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე არალეგალურად არის. როგორც ხედავთ, აქ არ არის ქუჩებში არც ტანკები და არც სამხედრო ფორმირებები და ჯარისკაცები. ეს არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში. ჩვენთან დანაშაულის დონე 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთში. უკვე აღარ ვლაპარაკობ სხვა უპირატესობებზე, როგორიც, მაგალითაც, ჩვენი სამზარეულოა," - განაცხადა სააკაშვილმა. View the full article
-
თბილისში, ი.ჭავჭავაძის #49–ში დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა, 6-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო დღის 3 საათზე მთლიანად ჩამოიშალა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” ხელმძღვანელი ლელა გულედანი აცხადებს, კორპუსის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ მას დევნილებმა ორი დღის წინ შეატყობინეს: “ჩვენთან ორი დღის წინ მოვიდნენ დევნილები და შეგვატყობინეს, რომ სახლი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მე თვითონ მივედი და უკვე სიარულისასაც კი იგრძნობოდა, რომ შენობა ყანყალებდა, გაბზარული იყო კედლები, თუმცა ჯერ კიდევ ორი დღის წინ ზუსტად ამ ადგილზე ბავშვები დარბოდნენ და დღეს ბეწვზე არიან გადარჩენილები”, – ამბობს ლელა გულედანი, მისივე თქმით დევნილებმა პრობლემის შესასწავლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა სამინისტროდან ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. ლელა გულედანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დევნილებმა არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართეს, ცხელ ხაზზე არაერთი ზარის შემდეგ ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ, მათ დევნილების საცხოვრებელი დაათვალიერეს და უთხრეს, რომ შენობა გამაგრებას ექვემდებარებოდა, სწორედ ამიტომ მათ ნაწილს საკუთარი ნივთებისა და ავეჯის გარეთ გამოტანა არც უფიქრია: “მიუხედავად ამისა, გუშინ ქვების ცვენა დაიწყო, ამიტომ ხალხმა საკუთარი ბარგის გარეთ გამოტანა დაიწყო, თუმცა სახლის ჩამონგრევა მაინც მოულოდნელი იყო და დევნილთა უმეტესობა დაზარალდა”, – აცხადებს ლელა გულედანი. დღეს შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი მივიდა, მან დაზარალებულებს ალტერნატიული ფართი მოსკოვის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კაიროს ქუჩაზე შესთავაზა, თუმცა დევნილებს შეთავაზებული ფართი არ აკმაყოფილებდათ, მოგვიანებით მოლაპარაკებებმა სპორტის დეპარტამენტში გადაინაცვლა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა მაინც მოხერხდა: “შეთანხმება შემდეგნაირია, რომ ერთი წლის განმავლობაში სამინისტრო დევნილებს ქირის საფასურს აუნაზღაურებს, ერთ წელიწადში კი ვაკის რაიონში დევნილები ფართით დაკმაყოფილდებიან”, – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში, მათივე ინფორმაციით წინადადებას ყველა დევნილი დათანხმდა. დევნილებმა ერთ წლის მანძილზე ბინა 170 ლარის ფარგლებში უნდა იქირაონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60134.jpg თბილისში, ჭავაჭავაძის გამზირზე, ყოფილი საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს, შენობაში არავინ იმყოფებოდა. საცხოვრებელი ავარიული იყო. შენობის ნაწილი ორი დღის წინაც დაინგრა, საიდანაც ლტოლვილთა სამინისტრომ იქ მცხოვრები დევნილები გაასახლა. დღეს კი, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. პერიმეტრი, უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს. იქ სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე კობა სუბელიანი იმყოფებოდა, რომელიც დევნილებს კაიროს ქუჩაზე გადასვლას სთავაზობს, თუმცა დევნილების უმრავლესობა წინადადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გარეუბანში გადასვლა არ სურთ. მოლაპარაკების შედეგად, გადაწყდა, რომ დევნილებს, ერთი წლის შემდეგ, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფენ ბაგებში, მანამდე კი ბინის დასაქირავებლად თანხას გადაუხდიან. View the full article
-
Правительство решило поддержать компании, добывающие нефть с высоким содержанием серы. Как ранее сообщалось, для производителей низкокачественной нефти, в частности, планируется снизить ставку экспортной пошлины до 10 процентов от действующей. Льготный режим будет действовать для компаний в течение 10 лет. lenta.ru
-
Итальянская полиция конфисковала у "Каморры" активы на общую сумму около 41 миллиона евро. В числе конфискованного оказались 17 лошадей, одна яхта, 44 компании, 31 автомобиль и столько же объектов недвижимости, а также два сейфа. В операции против мафии принимали участие около 200 полицейских. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/qartuliocnebalogo1-300x193111.jpgკოალიცია „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კატეგორიულად ითხოვს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების მიზეზის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას. ამის შესახებ „ქართული ოცნება“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „ექსპრესნიუსი“უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებისთვის ცნობილია ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში ბრალდებულ სოლომონ ქიმერიძის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიაშია ნათქვამი, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე დაკითხვის დროს ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე ჩამოსვლისას, კიბის მოაჯირიდან (?!) გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. არადა, მასმედიაში გავრცელებული ფოტოებიდან დაღუპულს აშკარად ეტყობა სასტიკი ცემის კვალი, ეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს. ხელისუფლება, უკვე მრავალი წელია, იმით ტრაბახობს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პატიმრები პოლიციის შენობიდან ცვიოდნენ და ამას თავის უმთავრეს დამსახურებად მიიწერს. ასე იყო გუშინაც, 28 თებერვალს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ სიამაყით განაცხადა, რომ ახლა პატიმრები აღარ ვარდებიან შსს-ს ფანჯრებიდან. სწორედ ამ დროს, სოციალურ ქსელებში დაღუპული სოლომონ ქიმერიძის შემზარავი კადრები ვრცელდებოდა, შსს-ს პრესსამსახური კი ოფიციალურად აცხადებდა, რომ ბრალდებული პოლიციის შენობის კიბიდან გადმოვარდა. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც რაღაც პრეტენზია გააჩნია დემოკრატიულობაზე, ასეთ საეჭვო ვითარებაში პატიმრის დაღუპვას მყისიერად მოჰყვებოდა შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. კოალიცია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეს საქმე და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. გამოძიების დასრულებამდე კი, ხაშურის პოლიციის რაიონის სამმართველოს უფროსი გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან“,-ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
Ташкентский правозащитник Абдулло Тоджибой-угли был задержан и помещен в клетку для собак. Таким образом милиция пресекла одиночный пикет, который проводил правозащитник, требуя, чтобы его дом был обеспечен электричеством и газом. После освобождения правозащитника суд обязал его выплатить крупный штраф. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Heron-UAV-300x222.jpgისრაელმა რუსეთს საქართველოსთვის მიწოდებული უპილოტო საფრენი აპარატების მართვის კოდები მიაწოდა, რის სანაცვლოდ რუსეთისგან ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კოდები მიიღო. სკანდალური გარიგების დეტალებს Wikileaksს აქვეყნებს. შტრატფორ-ის დოკუმენტებში, რომლებიც სკანდალურმა საიტმა გამოქვეყბა, რუსეთსა და ისრაელს შორის საიდუმლო შეთანხმების შესახებ არის ნათქვამი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნიტ ადრე იქნა ხელმოწერილი. რუსეთმა ისრაელს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის Тор-М1 მართვის სისტემის გატეხვის კოდები გადასცა, სანაცვლოდ კი ისრაელის წარმოების ქართული უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მიიღო. ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კოდები ისრაელისგან მოგვიანებით თურქეთმაც მიიღო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/saakashvili-chaafurtxet11-300x235111.jpgმიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს მეზობელია ისტორიულ ტერიტორიაზე და არა იმ ტერიტორიაზე, როგორც ეს დღეს კრემლში სურთ. ამასთან დაკავშირებით განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, რუსთაველის 27-ში ახალი საგამოფენო ცენტრის გახსნაზე გააკეთა. მისივე თქმით, რაც მეტი რუსეთის მცხოვრები ჩამოვა საქართველოში, მით მეტ ინფორმაციას და სიამოვნებას მიიღებს ქართული ბუნებისგან. „რაც მეტი რუსეთის მცხოვრები ჩამოვა ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, მით მეტ ინფორმაციას და სიამოვნებას მიიღებენ ქართული ბუნებისგან, სტუმართმოყვარეობისა და ქართული სუფრისგან, ღვინოებისა და მინერალური წ####ბისგან“, _ განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/01/todays-zaman.jpg ზაურ შირიევი შარშან, ჟურნალ „ფორბსის“ სიაში მოხვედრილმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ალიანსი „ქართული ოცნება“ დააფუძნა – პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საქართველოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქმედი მთავრობის დამარცხებისკენ მიისწრაფვის. ბიძინა ივანიშვილი – რეალური გამოწვევაა და მოვლენა, რომელმაც ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს. თუმცა გაურკვეველი აქ ერთი რამ არის – ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. მიხეილ სააკაშვილს აქვს მარტივი და გასაგები ხედვა იმაზე, თუ როგორია საქართველოს როლი რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, მათ შორის ისეთი პრობლემების გადაწყვეტისთვის, როგორებიცაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაჭიანურებული კონფლიქტები; გასაგებია ნატოში წევრობისკენ მისწრაფებაც. ამ ამოცანებს სიცხადე შეაქვს ისეთი საკითხების ანალიზისთვის, როგორიცაა ის, თუ რა გზას ადგას მოქმედი მთავრობა და რას მიიჩნევს მომავალში მისი საგარეო პოლიტიკის პრორიტეტებად. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელმაც მოსახლეობაში ამ კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული იმედები შეამცირა. თავის მხრივ, საქართველო აცნობიერებს ომის შემდგომ რეალიებს: მოსკოვთან ურთიერთობა შეწყვეტილია და კონფლიქტის ღერძი შეცვლილია. სააკაშვილს არასდროს დაპირისპირებია ისეთი „აუტსაიდერი“ როგორიც ივანიშვილია; ყველა მისი პოლიტიკური ოპონენტი ძველი გვარდიიდან, ედუარდ შევარდნაძის მთავრობიდან იყო, რომლებმაც ახალი პოლიტიკური ელიტა შექმნეს. ესენი იყვნენ პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია და სხვები. შესაბამისად, ივანიშვილის სცენაზე გამოჩენას უამრავი ჭორი მოჰყვა. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ის მთავრობის აგენტია, რომლის მიზანიც ოპოზიციის გახლეჩვაა, სხვები კი მას მოსკოვის მარიონეტობას აბრალებენ. მას საჯაროდ აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მის პოლიტიკურ ფილოსოფიას და საგარეო პოლიტიკას სიცხადე აკლია. პრეზიდენტ სააკაშვილმა 25 თებერვალს თავის გამოსვლაში მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ღიად განაცხადონ თავიანთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. მართალია ივანიშვილის სახელი მას არ უხსენებია, თუმცა როგორც ჩანს სწორედ ის იყო ამ მოწოდების სამიზნე. სააკაშვილის ოპოზიციისადმი მიმართვა ჯონ კენედის რეპლიკას გავდა: „საშინაო პოლიტიკამ შეიძლება მხოლოდ დაგვამარცხოს; საგარეო პოლიტიკამ შეიძლება მოგვკლას“. მაშინ როდესაც ოპოზიციამ შეიძლება გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს მოახლოებულ არჩევნებში, მათი საგარეო პოლიტიკა საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებს ავნებს. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პოზიცია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, რომელიც მოიცავს პარტიებს „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“. შესაბამისად, მთავარი კითხვა ასეთია: რა არის ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა? ის მართლაც ისეთი ბუნდოვანია, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს? სიმართლეა ის, რომ საგარეო პოლიტიკური დოქტრინები ხშირად გარკვეულიდ დროის შემდეგ ვლინდება, როდესაც გადაწყვეტილებები და/ან ქმედებები გულისხმობს ლოგიკურ სტილს ან ფილოსოფიას. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილის კოალიციის დოქტრინის ან ფილოსოფიის განსაზღვრა შეუძლებელია. ყველა შეფასება ეფუძნება მხოლოდ იავანიშვილის გამოსვლებს, მის ქმედებებს და მისი გუნდში გაწევრიანებულ პერსონებს. ზოგადად, ივანიშვილი, როგორც ჩანს დარწმუნებულია, რომ საქართველოს მანევრების სივრცე საერთაშორისო არენაზე მოქმედი ადმინისტრაციის შეცდომების გამო შეიზღუდა, და რომ საქართველომ უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი აშშ-ს და რუსეთის გავლენის სფეროების მიღმა. არის კიდევ რამდენიმე ცნობილი სტრატეგია საგარეო პოლიტიკის მისეულ ხედვაში. პირველი რიგში, ის არ აკეთებს მინიშნებას იმაზე, თუ რა კონკრეტული გეგმა აქვს კონფლიქტების მოგვარებაზე, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის გასაღებად სამი ფაქტორის კომბინაცია მიაჩნია: საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის, უნდა მოხდეს რუსეთის ინტერესებთან თანხვედრა და მოძიებულ უნდა იქნას ისეთი ხელსაყრელი საგარეო გარემოებები, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამოადგება. მეორე, მას მართლაც აქვს რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სპეციფიკური ხედვა, კერძოდ, მოსკოვთან ახლო კავშირების დამყარება. მის თვალში, ის, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი მეზობელია რეალობაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. აქ მას მხარს უჭერს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, რომელიც ივანიშვილის გუნდს შეუერთდა და რომელსაც მიაჩნია, რომ დღევანდელი ანტი-რუსული რიტორიკა საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაციის გაზრდის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ამ მიზეზის გამო, პარტია მხარს უჭერს მოსკოვთან თანამშრომლობის გაფართოვებას. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს პირდაპირ ვერ ეხმარება კონფლიქტების მოგვარებას, მათ სჯერათ, რომ ამას საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიური ეფექტი ექნება. ისინი არ უარყოფენ იმას, რომ რუსეთის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნა ოკუპაციაა; უბრალოდ აცხადებენ, რომ საქართველომ ეს საკითხი ორმხრივ ურთიერთობებში მთავარ საკითხად არ უნდა აქციოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციაა. „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსი მიისწრაფვის „ქვეყნის უსაფრთხოების და რეგიონალური პოზიციის განმტკიცებისკენ, რისთვისაც უნდა გააღრმავოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში და მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკასა და რეგიონალური მასშტაბის სამშვიდობო პროცესებში“. კოალიცია ხაზს უსვამს ინტეგრაციას, წევრობის საწინააღმდეგოდ. წევრობა დამოკიდებულია შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერობაში ცვლილებებზე. იგივე ითქმის, ევროპა-რუსეთის ურთიერთობაზეც. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა სააკაშვილის ხედვასთან, რომელიც ძალიან მკაფიოდ განმარტავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, განსხვავებით კოალიციისგან, რომელსაც „რეალიზმის და პრაგმატიზმის ნაზავის“ სჯერა. მეორე მხრივ, ივანიშვილს ადრე მიაჩნდა, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა, როდესაც მისი აზრით აშშ-ს ინტერესი რეგიონისადმი შემცირდა, მას ბალანსის ჩამოყალიბება აუცილებლად მიაჩნია იმისთვის, რომ ქვეყანამ თავი აარიდოს ამერიკის დახმარებაზე ზედმეტ დამოკიდებულებას. ივანიშვილმა გამოხატა მისი მიდგომა ირანის პრობლემასთან დაკავძირებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ დაიჭერს აშშ-ს მხარეს მის შესაძლო სამხედრო ოპერაციებში ირანის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ივანიშვილის პოლიტიკური ხედვა საჭიროებს გარკვეულ დამატებით იმპულს იმისთვის, რომ მისი პრიორიტეტები უფრო მკაფიო გახდეს. დღევანდელ დღეს, ვერავინ დაძრახავს მას ან პრო-რუსობის ან პრო-დასავლურობისთვის. ივანიშვილის დაბალანსებულ პოლიტიკურ მიდგომაზე მეტყველებს მისი კოალიციის შემადგენლობაც, რომლებიც დიდწილად ელიტის წარმომადგენლები არიან – ყოფილი მინისტრები, მეცნიერები, იურისტები, მსახიობები – და ყველა მათგანს შეუძლია მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვება. მიუხედავად ამისა, არ არსებობს დიდი იმედი იმისა, რომ ადგილი ექნება ძლიერი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას, რაც გვაბრუნებს წარსულ მოგონებებთან, როდესაც ოპოზიციის ჭრელმა პოლიტიკურმა კოალიციამ წინა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი განიცადა. გარდა ამისა, მას მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებრივი აზრი მის სავარაუდო კავშირებზე რუსეთთან – შიში, რომელიც სამართლიანად თუ უსამართლოდ, გავრცელებულია. ამასთანავე, ამომრჩევლების დიდი ნაწილი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, მოიტანს თუ არა სიახლეს ივანიშვილი და კოალიციის ზოგიერთი წევრი, შევარდნაძესთან ანუ საზოგადოებისთვის რეტროგრადებთან ასოცირდება. საერთო ჯამში, დღესაც ძალიან ადრეა იმის პროგნოზირება, მართლაც გადაიქცევა თუ არა „ქართული ოცნება“ ქართულ ოცნებად. ორიგინალი ორიგინალი
-
Крупнейший британский профсоюз "Юнайт" призвал госслужащих помешать летней Олимпиаде, устроив акции протеста. Таким образом он предлагает выразить недовольство мерами жесткой экономии, предпринимаемыми правительством. Особое возмущение профсоюзов вызывает пенсионная реформа, акции против которой начались в 2011 году. lenta.ru
-
В Палату представителей Вайоминга внесли законопроект, предусматривающий выработку мер на случай краха федерального правительства США и коллапса экономики страны. Документ, в частности, предусматривал введение в штате собственной валюты. На состоявшемся во вторник голосовании законопроект отклонили с перевесом в три голоса. lenta.ru