planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
lenta.ru- "Зенит" разгромил московское "Динамо"
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Петербургский "Зенит" в пятницу, 16 марта, обыграл московское "Динамо" в матче 35-го тура чемпионата России по футболу. Два гола из пяти в ворота "Динамо" забил Александр Кержаков. Встреча, прошедшая в Химках, закончилась со счетом 5:1 в пользу петербургского клуба. Таким образом, "Зенит" набрал 70 очков. lenta.ru -
დიდხნიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე კვლავ დამედო პოსტი და გთავაზობთ სახალისო დემოტივატორებს. View ucnauri.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/02/amnesty-logo-150x69.gif საქართველოს კონტროლის პალატამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს იმ გამოძიების პროცესში, რომელსაც ის პოლიტიკურ დაფინანსებასთან დაკავშირებით აწარმოებს. Amnesty International-ი შეშფოთებულია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წევრთა და მხარდამჭერთა საყოველთაო დაკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით თან ახლავს ცნობები ოპოზიციისადმი სიმპათიით განწყობილი ადამიანების იურიდიული გარანტიების დარღვევისა და მათი დაშინების შესახებ. 11 მარტიდან, საქართველოს კონტროლის პალატამ (სახელმწიფო აუდიტორულმა სააგენტომ, რომელსაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი ევალება) სხვადასხვა რეგიონში, დიდწილად დასავლეთ საქართველოში, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში დაკითხვის მიზნით ასზე მეტი ადამიანი გამოიძახა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის მიზანი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში შესაძლო დარღვევების გამოძიებაა – პარტიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური დეკლარაცების და რეგიონებში მათ მიერ ფინანსების რეალური ხარჯვის შედარების საფუძველზე. დაკითხვაზე, მხოლოდ ის ფიზიკური პირები დაიბარეს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მთავარ ოპოზიციურ მოძრაობასთან „ქართული ოცნება“, კოალიციასთან, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია „მოითხოვოს პოლიტიკური პარტიების, ადმინისტრაციული ორგანოებისა და კომერციული ბანკებისგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია“. მას შეუძლია ასევე „მოითხოვოს ინფორმაცია გადაცემული ან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ“ „პირებისგან, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ პოლიტიკური ან საარჩევნო მიზნები და ამოცანები“ ან პირებისგან, რომლებიც მათთან დაკავშირებულნი არიან. ათობით ადამიანმა მიიღო უწყისი კონტროლის პალატისგან: მათ სააგენტოს წარმომადგენლებთან გამოცხადებას სთხოვდნენ. დაბარებულ პირებს შორის ოპოზიციური პარტიის წევრები და მათი ცნობილი მხარდამჭერები იყვნენ; არსებული ინფორმაციით, კანონის დარღვევით, სააგენტომ დაკითხვაზე ის პირებიც დაიბარა, რომლებსაც პოლიტიკური კუთვნილება არ აქვთ, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებიან. არსებული ინფორმაციით, ოპოზიიციის მხარდამჭერების და სხვა უპარტიო პირების დაკითხვის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა: მათ უარს ეუბნებოდნენ ადვოკატის მომსახურებაზე, რაც მათ კანონით ეკუთვნით. მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრების და მათი სავარაუდო მხარდამჭერების შერჩევითი შემოწმება, მანერა, რომლთაც ბევრი ეს შემოწმება განხორციელდა, დასმული შეკითხვების ხიასიათი და დაკითხვებზე გამოძახებული ადამიანების რაოდენობა იმის ვარაუდს აჩენს, რომ ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი მიზანი ოპოზიციური პარტიისადმი სიმპათიით განწყობილი არსებული და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებაა. Amnesty International-მა მიიღო რამდენიმე შეტყობინება იმის შესახებ, რომ ეს შემოწმება ხშირად მიმდინარეობს აგრესიულ მანერაში, პოლიციის სერიოზული წარმომადგენლობის ზედამხედველობის ქვეშ; ადამიანებს ჩხრეკენ და კითხავენ მათ პერსონალურ პოლიტიკურ შეხედულებებსა და აქტივობებზე, იმ ფონზე, როდესაც ხშირად არ აძლევენ ადვოკატის ყოლის უფლებას. როგორც გამოძახებული პირების, ასევე მათი ადვოკატების ცნობით, დაკითხვები ჩვეულებრივ ფოკუსირებულია მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან და აქტივობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, და არა ფინანსურ ოპერაციებზე, რომლებშიც ისინი შეიძლება მონაწილეობდნენ. გიორგი ჩიკაბერიძემ, ადვოკატმა, რომელიც ქუთაისში, კონტროლის პალატის მიერ დასაკითხად გამოძახებულ ოთხ პირს წარმოადგენდა, Amnesty International-ს განუცხადა, რომ მის არცერთ კლიენტს არ განუმარტეს არაფერი რაიმე ეჭვთან, შესაძლო უკანონო ქმედებასთან ან კანონდარღვასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურებდა მათი გამოძახების აუცილებლობას. არსებული ინფორმაციით, დაკითხვის დრო საშუალოდ ორ საათს გრძელდებოდა და ადამიანებს მუდმივად ერთსა და იმავე შეკითხვებს უსვამდნენ. რამდენიმე, განსაკუთრებით ადვოკატის გარეშე დაკითხული ადამიანი ამტკიცებს, რომ მათ აშინებდნენ და ემუქრებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ერთი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მას ემუქრებოდნენ და აიძულეს დაკითხვის ოთახი დაეტოვებინა. ქუთაისის „რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი თეონა ფხაკაძე, რომელიც 19 წლისაა, იუწყება: „… მე მკითხეს ის, თუ როგორ და რატომ ვმონაწილეობ ახალგაზრდული ფრთის პოლიტიკურ აქტივობებში; რამდენჯერ ვიყავი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში თბილისში; მოვაწერე თუ არა ხელი ან ხომ არ ვაგროვებდი ხელმოწერებს პეტიციებზე ოპოზიციური პარტიების სახელით… როდესაც მე ვიკითხე, თუ რატომ გამომიძახეს დაკითხვაზე მათ მიპასუხეს, რომ განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს“. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს საგარეჯოდან, მუბარიზ მამედოვს, რომელიც საქართველოს მოქალაქე და ეთნიკური აზერბაიჯანელია, 12 მარტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობაში სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ. მან Amnesty International-ს განუცხადა: „მე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში გამომიძახეს, რომელიც პოლიციელებით იყო გარშემორტყმული. ისინი სულ იმას მეკითხებოდნენ, ვის ვუჭერ მხარს არჩევნებში და რა ტიპის აქტივობებში ვარ ჩართული, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი. ბოლოსკენ, როდესაც დაკითხვის პროცესი სულ უფრო დაიძაბა, მათ მითხრეს ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ და რომ ახალი მთავრობის პირობებში მე ქვეყნიდან გამაძევებდნენ“. Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს კონტროლის პალატის გამოძიება კანონის ფარგლებში და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს. ოპოზიციური პარტიების წევრების და სავარაუდო მხარდამჭერების საყოველთაო გამოძახება ისეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც მათ პოლიტიკურ სიმპათიებს და აქტივობებს ეხება დამთრგუნველ ეფექტს ქმნის და არსებობს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებების შელახვის რისკი. Amnesty International-ი მოუწოდებს კონტროლის პალატას და საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ის, რომ უფლებამოსილება, რომლითაც კონტროლის პალატაა აღჭურვილი დაკითხოს ცალკეული პირები, გამოყენებულ იქნება მიზნობრივად და კანონის ფარგლებში; დაკითხვა წარიმართება ადამიანის უფლებების სრული პატივისცემით და დაკითხვაზე მიწვეულ პირებს ექნებათ სრული ხელმისაწვდომობა ადვოკატის მომსახურებაზე, მათი არჩევანისამებრ. ორიგინალი ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/8018uefa.jpgჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ფრენკ რიბერიმ კომენტარი გააკეთა. "მილანისგან" განსხვავებით, გერმანულ გრანდს შედარებით სუსტი მეტოქე ერგო წილად. "გაგვიჭირდება "მარსელის" გაგდება, მაგრამ ჩვენ "ბაიერნი" ვართ! სრულად ორიგინალი
-
პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ევროპელი დემოკრატები“–ს ერთ–ერთი ლიდერი ლიკა ნაღებაშვილი, 17 მარტს, 11 საათზე, გამართავს ბრიფინგს. თემა: კითხვები ჯანდაცვის ახალ მინისტრს. <p> სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/476244349141saia-.jpgახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონტროლის პალატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომელიც კონტროლის პალატაში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაბარებული პირების მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმას უკავშირდება. სრულად ორიგინალი
-
როგორც აღმოჩნდა, ღვინისფერი, თვალებამღვრეული და ამქვეყნიური სიამოვნებით გაბრუებული დროების საგალობელი, “ღვინო, დუდუკი და ქალები,” სინამდვილეში მხოლოდ ქართული მიმბაძველობაა და სხვა არაფერი, რადგანაც მას დიდი არაქართული ისტორია აქვს და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული კლიშეა.“ღვინო, დუდუკი და ქალები.” ალბათ ხშირად გაგიგიათ ეს ფრაზა, რომელიც ცხოვრების გარკვეული წესის აღმნიშვნელია. როცა ქართველი კაცი ... View ucnauri.com
-
<img src = "img/multimedia/a8181.jpg" > "რუსები შეიჭრებიან, განახორციელებენ რა კლასიკურ ბლიცკრიგს, ხოლო კოლაბორაციონისტები, რომლებიც სააკაშვილის წინააღმდეგ იარაღით ხელში გამოვლენ და, ვთქვათ, „საქართველოს ხსნის კომიტეტი“ ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ყველაფერს წარმოაჩენენ, როგორც რუსეთის მიერ ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციას“. droni.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60292.jpg ჯანდაცვის მინისტრობის ახალმა კანდიდატმა დღეს გეგმები დეპუტატებს გააცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდა. იგი პირისპირ გაესაუბრა ქრისტიან-დემოკრატებსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის რეფორმებში რადიკალური ცვლილებების შეტანას არ აპირებს. ის არც საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მინისტრობის კანდიდატი მთავარ პრიორიტეტად თითოეული მოქალაქის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ასახელებს. ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, უწყების 10-პუნქტიანი გეგმა დეპუტატებს სოფლის მეურნეობის მინისტრმაც წარუდგინა. შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში კვირის ჩათვლით გაიმართება, სამშაბათს კი, რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60292.jpg ჯანდაცვის მინისტრობის ახალმა კანდიდატმა დღეს გეგმები დეპუტატებს გააცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდა. იგი პირისპირ გაესაუბრა ქრისტიან-დემოკრატებსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის რეფორმებში რადიკალური ცვლილებების შეტანას არ აპირებს. ის არც საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მინისტრობის კანდიდატი მთავარ პრიორიტეტად თითოეული მოქალაქის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ასახელებს. ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, უწყების 10-პუნქტიანი გეგმა დეპუტატებს სოფლის მეურნეობის მინისტრმაც წარუდგინა. შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში კვირის ჩათვლით გაიმართება, სამშაბათს კი, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60293.jpg გუდაურში ახალი საბაგირო გზა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დამონტაჟდა ახალი გონდოლები. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. ზამთრის კურორტზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი და პირველი ლედიც. მიხეილ სააკაშვილმა და სანდრა ელისაბედ რულოვსმა ახალ ტრასაზე ისრიალეს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს კურორტებში ასეულობით მილიონი ლარი ჩაიდება და ათობით ათასი ადამიანი დასაქმდება. მისი თქმით, სათხილამურო კურორტების განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას სიღარიბიდან გამოიყვანს. სააკაშვილმა დასძინა, რომ სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურა 2015 წლისათვის საბოლოო სახეს მიიღებს. „იქ, სადაც არის სათხილამურო კურორტები, არ არის სიღარიბე და ხალხი ცხოვრობს მდიდრულად. დღეს სათხილამურო კურორტები შენდება იქ, სადაც არის სიღარიბე. სათხილამურო კურორტების მშენებლობა ჩვენთვის ასევე არის მთავარი ინსტრუმენტი სიღარიბესთან ბრძოლაში," - განაცხადა სააკაშვილმა. View the full article
-
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 400 ათასამდე დეპორტირებული მესხიდან, მხოლოდ 5841 განაცხადი შევიდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად. შესაბამისი სტატუსი კი მხოლომ 300-მდე მათგანს მიენიჭა. „ნატურალიზაციის პროცესი მესხებისთვის ძალზე ბიუროკრატიზირებული, რთული და ხარჯიანი აღმოჩნდა. სახელწიფოს არ გამოუჩენია მაქსიმალური ძალისხმევა მიგრანტების დაინტერესებაში, არ მომხდარა ხელშეწყობა დოკუმენტაციის შეგროვების პროცესში, არავინ დაინტერესებულა მათი სოციალიზაციით. ბუნებრივია, ყოველივე ამან ძალიან შეამცირა საქართველოში დაბრუნების სურვილის მქონე მესხების რაოდენობა,“ - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი, “კულტურულ ურთიერთობათა სახლის” პროექტის ხელმძღვანელი. სსრკ თავდაცვის კომიტეტის #6279 დადგენილების საფუძველზე, საქართველოდან 1944 წელს მასობრივად დეპორტირებული მესხების 12 წლის განმავლობაში უკან დაბრუნების ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ 1999 წელს აიღო ევროსაბჭოს წინაშე. აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე, 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა ,,XX საუკუნის 40-ან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” კანონი მიიღო. „კანონი რეპატრიანტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ საქართველოს მოქალაქის თანაფარდი სტატუსი, რის შემდეგაც მათ საშუალება ეძლევათ, შეიძინონ კერძო საკუთრება, იქონიონ მიწერა საცხოვრებელ მისამართზე და ა.შ.” - განმარტავს ტატო მახაჭაშვილი, მაჰმადიანი მესხების ნატურალიზაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, ასოციაცია „ტოლერანტის“ თბილისის საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებრივი ადვოკატი. კანონში ვრცელი ჩამონათვალია იმ დოკუმენტებისა, რაც აუცილებელია რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად, თუმცა კანონის მიღების შემდეგ, 2008-09 წლებში, მაჰმადიანმა მესხებმა ამ დოკუმენტების წარდგენის გარეშე დაიწყეს საქართველოში დაბრუნება. ამის გამო შექმნილი სამართლებრივი პრობლემებიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანს უკან დაბრუნება მოუხდა, ისევე როგორც მაჰმად რაჰიმოვის ოჯახს. რაჰიმოვები აზერბაიჯანიდან საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდნენ, თუმცა იმის გამო, რომ სტატუსი ვერ მოიპოვეს, საქართველოში ქონების შეძენა ვერ მოახერხეს და მოგვიანებით უკანვე დაბრუნდნენ. კანონის მოთხოვნების გარეშე დაბრუნებული მესხების ნაწილი საქართველოში დღემდე რჩება. ნარგიზა სულეიმანოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 წლის წინ ჩამოვიდა. ის ახლა, ოჯახთან ერთად, ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ პრობლემებს ვერ უმკლავდება იმის გამო, რომ რეპატრიანტის სტატუსი ვერ მოიპოვა: “ჩვენი სამშობლოა საქართველო და ამიტომ დავბრუნდით. ჩამოვედით, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს აქ და არ ვიცით, მათ როგორ გავუმკლავდეთ. მე სტატუსი არ მაქვს. რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ 2 წელია გვეუბნებიან, რომ უნდა მოვიცადოთ და კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ, არ ვიცით,” - ამბობს ნარგიზა სულეიმანოვა. სტატუსის მიღება ვერც გოვჰაროვების ოჯახის წევრებმა მოახერხეს. ზანა 6 წლის იყო, როცა საქართველოდან გადაასახლეს: “შუაღამით, ვიწექით და მაშინ მოვიდნენ უცხო კაცები, შემოვიდნენ და დრო მოგვცეს, რამდენ ხანშიც სახლი უნდა დაგვეტოვებინა, ავიყარეთ მთელი ოჯახი და წავედით, არავინ იცოდა, სად მივდიოდით“, - იხსენებს ის. ზანა, ოჯახთან ერთად, საქართველოში 2009 წელს დაბრუნდა, თუმცა ისე, რომ სტატუსი ამ დრომდე არც ერთ მათგანს აქვს. ზანას მეუღლე, 73 წლის მაჰმუდ გოვჰაროვი უკვე ერთი წელია არ უნახავს. ის აზერბაიჯანში გასული წლის თებერვალში წავიდა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების დარღვევის გამო. იმისათვის, რომ დაბრუნდეს, აუცილებელია, რომ რეპატრიანტის სტატუსი მოიპოვოს. “სტატუსი ისეთ ადამიანებს მიანიჭეს, რომლებიც აქ არ ჩამოვლენ, ჩვენ კი აქ, საქართველოში ვცხოვრობთ და სტატუსს ვერ ვიღებთ. ჩვენი ნათესავები აქ არასოდეს ჩამოვლენ, რადგან იციან, რომ ჩვენ, აქ, როგორც ციხეში, ისე ვართ,” - ამბობს გოვჰაროვების რძალი, ფავზია გოვჰაროვა. რატომ ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებული ან დაბრუნების მსურველი მაჰმადიანი მესხები რეპატრიანტის სტატუსის მიღებას? - ასოციაცია „ტოლერანტის“ თბილისის საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებრივი ადვოკატი ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: კერძოდ, თავად მესხების არაინფორმირებულობა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა და არასათანადოდ შერჩეული საკომუნიკაციო ენა - საბუთების ჩამონათვალი, რაც აუცილებელი იყო რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად, შედგენილი გახლდათ ინგლისურ და ქართულ ენაზე მაშინ, როცა მაჰმადიანი მესხების უმრავლესობისთვის ძირითადი საკომუნიკაციო ენა რუსულია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოში განმარტავენ, რომ პრობლემები აპლიკანტი მესხების საბუთებში ხარვეზებმა შექმნა. სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკანტთა ნახევარზე მეტს საბუთები ხარვეზებით აქვს წარდგენილი. “არ არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, მაგრამ გამოსასწორებელია”, - აცხადებენ სამინისტროში, სადაც საბუთების მიღება 2010 წლის 1 იანვარს დაასრულეს. სამცხე-ჯავახეთში, საიდანაც 1944 წლის ნოემბერში 80 ათასამდე მესხი გაასახლეს, ამჟამად 133 მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს. 54 მათგანს რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აქვს შეტანილი საბუთები, თუმცა სტატუსი მხოლოდ ხუთმა მიიღო. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირს ორწლიანი ვადა ეძლევა იმისათვის, რომ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების თაობაზე. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული პროგრამები, რომლის საშუალებითაც რეპატრიანტებს საქართველოში ცხოვრება გაუადვილდებათ მანამ, სანამ მოქალაქეობას მიღებენ. რეპატრიანტის სტატუსი არ ითვალისწინებს რაიმე დახმარების გაცემას ან შეღავათებს, რეპატრიანტები ვერ იღებენ პენსიას და ვერ სარგებლობენ სოციალური დახმარებით. სახელმწიფო არ აფინანსებს რეპატრიანტი მოსწავლეების სასწავლო ვაუჩერს ზოგადსაგანამანათლებლო სკოლაში. მაჰმადიანი მესხების ნატურალიზაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ესეც განაპირობებს იმას, თუ რატომ შევიდა მხოლოდ 5841 განაცხადი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად. აშშ-ში, სადაც 12 ათასამდე მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს, ისინი მიეკუთვნებიან “განსაკუთრებული ჰუმანიტარული ზრუნვის საჭიროების” ლტოლვილებს, რაც ბევრ შეღავათებსა და დახმარებებს ითვალისწინებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 400 000-მდე მესხი ცხოვრობს, აქედან ყველაზე მეტი - ყაზახეთში (137 000), აზერბაიჯანსა (100 000) და რუსეთის ფედერაციაშია (75 000). 35 ათასი მესხი თურქეთში ცხოვრობს, 33 ათასი - ყირგიზეთში, 20 ათასი - უზბეკეთში, 12 ათასი - აშშ-ში, 10 ათასი - უკრაინაში. საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად ყველაზე მეტი, 5 389 განაცხადი ,აზერბაიჯანში მცხოვრებმა მესხებმა შეიტანეს, 173 - ყირგიზეთის მოქალაქეებმა, 144 - თურქეთის მოქალაქეებმა და ა.შ. ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების თანახმად, მაჰმადიანი მესხების ნატურალიზაციის პროცესი 2012 წელს დასრულდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
1 მარტიდან ავერსის კლინიკაში დაიწყო ფასდაკლება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე. დერმატო კოსმეტოლოგიურ პროცედურები: დეპიგმენტური ფილინგი ,… ლინკი მედიანიუსზე