planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
/get_img?ImageId=5748 ”ქართული ოცნება” კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს მოძრაობის აქტივისტების მიმართ კონსტიტუციის უგულვებელყოფად და ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს. შესაბამისი განცხადება ქართულმა ოცნებამ დღეს, 16 მარტს გაავრცელა. ”2012 წლის 11 მარტიდან დღემდე, კონტროლის პალატა, როგორც ცალკე, ისე პოლიციასა და სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად, უკანონოდ ახორციელებს „ქართული ოცნების“ ასობით მხარდამჭერის შევიწროებისა და დაშინების ოპერაციას. რეალურად, მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა პოლიტიკური დევნა. 2012 წლის 15 მარტს კი, საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაიდინა მორიგი უკანონობა. ამ უწყების პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „პოლიტიკური სუბიექტის უკანონო დაფინანსების“ გამო,” - წერია ”ქართული ოცნების” განცხადებაში. ”ქართული ოცნების” განცხადებით, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილსა და ამ პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროა. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი დაბარებულია საქართველოს კონტროლის პალატაში. ”უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, გადაუკეტოს დაფინანსების ყველა საშუალება კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სუბიექტებს, რათა მოუსპოს მოქალაქეებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის ყოველგვარი სურვილი და შესაძლებლობა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან დღემდე, მთელი სახელმწიფო აპარატი ამუშავებულია ისეთი ახალი კანონებისა და პრაქტიკის დასანერგავად, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ,” - მიიჩნევენ ”ქრთულ ოცნებაში.” ორგანიზაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ”ხელისუფლება ყველა ამ უსამართლობას ჩადის საბოლოოდ ერთი დიდი უკანონობისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის ვადის ამოწურვამდე დარჩა მხოლოდ 20 დღე. ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი კანონიერი საფუძველი, უარი უთხრას მას საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილისათვის დიდი ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებით და სხვა, ეგრეთ წოდებული სამართალდარღვევების აღმოჩენის გზით ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შექმნას საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის და ამიტომ არ ანიჭებს მას საქართველოს მოქალაქეობას.” ”ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა არ მისცეს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანეს და გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში.” სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/husha-300x265.jpgქართველი ე.წ ‘’კანონიერი ქურდი’’ ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთის მთავრობამ თავდებით გაათავისუფლა.შუშანაშვილი სასამართლოს ჩატარებამდე ქვეყანას ვერ დატოვებს,რადგან მას, გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი დააწერინეს. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო უახლოეს პერიოდში სალონიკში გაიმართება. ბერძნულმა მხარემ საქართველოსა და ესპანეთს შუშანაშვილის ექსტრადიციაზე უარი უთხრა და მის გასამართლებას თავად აპირებს. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ლაშა რუსთავსკის სახელით არის ცნობილი, საბერძნეთის პოლიციამ მიმდინარე წლის 20 იანვარს ესპანეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/arasamtawroebi19-300x199.jpg“კონტროლის პალატისა და შსს სამინისტროს ამგვარი მიდგომა აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს ქმედებები სცილდება პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესწავლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის ხასიათს”, – აღნიშნა საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა. მან მოუწოდა კონტროლის პალატას, “თავის მანდატში დარჩეს”. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაბარებული პირების მიმართ , სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებას უკანონობად აფასებს. ჩუგოშვილმა განაცხადა, “კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილი უწყების შინაარსი იყო ბუნდოვანი, ადამიანებისთვის არ იყო განმარტებული, ხდებოდა თუ არა მათი ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარება მოწმის სტატუსით. ჩვენი კანონმდებლობით კი, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, თუკი ჩვენების მიცემაზე მოწმის სტატუსით დაბარებული პირი ამბობს უარს”. კონტროლის პალატა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებების მისაცემად იბარებს. ის პირები კი, რომლებიც კონტროლის პალატაში არ გამოცხადდნენ, ჩვენებების მისაცემად პოლიციის სამმართველოებში დაიბარეს. სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლის მეორე პრიმა, რომლითაც შსს-ში მოწმის სტატუსით “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს იბარებდნენ ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; ეს მუხლი ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, პოლიციაში დაკითხული იმ პირებისგან პასუხისგებაში არავინ მიუციათ და არც დაუჯარიმებიათ. იხილეთ epn.ge
-
<img src = "img/multimedia/a8179.jpg" > 2012 წლის 12 მარტს აჭარაბეთის ინტერნეტ პოკერში გათამაშდა მეორე bad beat ჯეკპოტი. საპრიზო ფონდმა შეადგინა 100,000 ლარი. droni.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x193111.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია მიმდინარეობს კონსტიტუციის უგულებელყოფითა და ადამიანის უფლებების მუდმივი უხეში დარღვევებით. ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “2012 წლის 11 მარტიდან დღემდე, კონტროლის პალატა, როგორც ცალკე, ისე პოლიციასა და სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად, უკანონოდ ახორციელებს „ქართული ოცნების“ ასობით მხარდამჭერის შევიწროებისა და დაშინების ოპერაციას. რეალურად, მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა პოლიტიკური დევნა. 2012 წლის 15 მარტს კი, საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაიდინა მორიგი უკანონობა. ამ უწყების პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „პოლიტიკური სუბიექტის უკანონო დაფინანსების“ გამო.”–აღნიშნულია განცხადებაში. გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილსა და ამ პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროა. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი დაბარებულია საქართველოს კონტროლის პალატაში. “უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, გადაუკეტოს დაფინანსების ყველა საშუალება კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სუბიექტებს, რათა მოუსპოს მოქალაქეებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის ყოველგვარი სურვილი და შესაძლებლობა.”–აღნიშნულია განცხადებაში. კოალიცია “ქართული ოცნების” აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან დღემდე, მთელი სახელმწიფო აპარატი ამუშავებულია ისეთი ახალი კანონებისა და პრაქტიკის დასანერგავად, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ. იხილეთ epn.ge
-
იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ფოთში კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი თქვეს, პოლიციაში იბარებენ. თამაზ სოსელია, რომელიც ადრე "კონსერვატიული პარტიის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ის დარწმუნებულია, რომ კონტროლის პალატაში „ქართული ოცნების“ გაზეთების გავრცელების პროცესში მონაწილეობის გამო დაიბარეს. იმის გამო, რომ ის კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან არ გამოცხადდა, ახლა დასაკითხად პოლიციაში იბარებენ. სოსელია ამბობს, რომ მას ტელეფონით ფოთის პოლიციის გამომძიებელი ელგუჯა ძიძიგური დაუკავშირდა და მოითხოვა მისი გამოცხადება სამმართველოს შენობაში: "ფოთში არ ვიმყოფები, თორემ კანონს არ ვეწინააღმდეგები და მივალ პოლიციაში, რადგან აქ მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი. პენსიონერი დედ-მამა, 6 შვილი, ძმა მყავს. პოლიციის პიკაპები ჩემი სახლის წინ დღისით–მზისით დადიან. ამას იმათი დაშინების მიზნით აკეთებენ, ვინც გვერდით მიდგას. 14 წელი ვიმუშავე ძალოვან სტრუქტურაში, პოლიციის მაიორი ვარ წოდებით, კანონები მათზე ნაკლებად არ ვიცი, მაგრამ ასეთი რამ არც ერთ კანონში წერია. შეიძლება, ჩემი მისამართით პროვოკაციებს მოაწყონ, მაგრამ იცოდნენ, რომ არ მეშინია,“ - აცხადებს თამაზ სოსელია. დაკითხვების სერიას აგრძელებს კონტროლის პალატა სენაკში. გუშინ ახსნა-განმარტება "ქართული ოცნების" სენაკის ოფისის შტაბის უფროსმა მურად შამათავამ მისცა: "ჩემ მიმართ თავაზიანები და კორექტურულები იყვნენ. გამგეობის შენობაში, ყველგან, კორიდორებში პოლიციის თანამშრომლები იდგნენ. გამსინჯეს დეტექტორით და მითხრეს, ნივთები მაგიდაზე დამელაგებინა. მქონდა მხოლოდ სათვალე. მობილური ტელეფონი მანქანაში დავტოვე. ვიცოდი, არ უნდა შემეტანა. განმიმარტეს, რომ აინტერესებთ, პარტიაში არის თუ არა ფინანსური დარღვევები. დაინტერესდნენ ჩემი ოჯახის წევრების საქმიანობით, მაქვს თუ არა ბიზნესი, რამდენია ჩემი თვიური შემოსავალი. დაკითხვა საათნახევარი მიმდინარეობდა. მე რიგითი კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და არაფერი მაქვს დასამალი. ვუპასუხე ყველაფერზე, რაც მკითხეს. ჩემთან და სხვა ლიდერებთან დამოკიდებულება დაკითხვისას რადიკალურად განსხვავდებოდა იმასთან შედარებით, რაც წინა დღის დაკითხულებისგან მოვისმინე," - უთხრა "ნეტგაზეთს" შამათავამ. სენაკის საკრებულოს წევრი და კოალიაცია "ქართული ოცნების" კოორდინატორი მამუკა ბაბილუა ამბობს, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან შესვლამდე, როგორც დამნაშავე, ისე გაჩხრიკეს: "შარვალი არ გაუხდიათ, მაგრამ ჩაძვრნენ წინდებში. ქურთუკი და ქუდიც კი შემიმოწმეს. ისე მჩხრეკდნენ, როგორც დამნაშავეს. როგორც ვიცი სხვა დაკითხულებისგან, ერთ ქალბატონსაც გახადეს ჩექმები. ტელეფონი არ შემიტანია. ეს იყო გაცნობა კუდის თანამშრომლების და არა კონტროლის პალატის", - აცხადებს მამუკა ბაბილუა. როგორც ამბობს, კონტროლის პალატის წარმომადგენლები მისი პოლიტიკური საქმიანობით, შემოსავლებითა და ოჯახის წევრებით დაინტერესდნენ: "ვუთხარი, რომ მწირი შემოსავალი მაქვს საკრებულოდან - 130 ლარი და მცირე მიწის ნაკვეთი. იმ ნაკვეთის დამუშავება მირჩიეს. თქვენ რომ არ მითხრათ, ქართველი კაცი ვარ და მიწაზე მუშაობისთვის სხვისი მითითება არ მჭირდება-მეთქი. ისიც ავუხსენი, რომ არასოდეს შევსულვარ რაიმე კორუფციულ გარიგებაში. ყველგან პატიოსნად მიმუშავია და სინდისი არსად გამისვრია. მკითხეს, ელოდებით დიდ ფულებსო? მე არაფერს ველოდები, მაგრამ თუ რამე ხელფასს გადამიხდიან, რატომაც არ ავიღებ, ეს ჩემი შრომის ანაზღაურება იქნება-მეთქი. ბოლოს მაინც ასე მირჩიეს - ყანა არ მოგენატროთო!" კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა სენაკში "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია გვასალიაც დაკითხეს: "დაინტერესდნენ ჩემი საქმიანობით, იმით, ვაგროვებდით თუ არა ივანიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერებს. ვაგროვებდი და ასეც ვუპასუხე. შევაგროვე სოფელ ხორშში 130 ხელმოწერა. გადამიხადეს თუ არა ამაში საფასური, ამითაც დაინტერესდნენ, მაგრამ მე ეროვნული კაცი ვარ და თანხის მოცემას ვერც ვერავინ გამიბედავდა. ოჯახურ შემოსავალზეც მკითხეს. დედაჩემს აქვს პენსია 84 ლარი, მე მაქვს 70 ლარი-მეთქი. ივანიშვილზე რომ ითხოვთ მოქალაქეობის მიცემას, მაშინ გიორგაძეზეც მოითხოვეთო. გიორგაძე და ტერორისტებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს-მეთქი! ხელი მოვაწერე იმას, რაც ვთქვი და წამოვედი". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/9426liga.jpgრამდენიმე წუთში ნიონში, თბილისის დროით, 15 საათზე, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართება. მეოთხედფინალში შემდეგი გუნდები გავიდნენ: მიუნხენის "ბაიერნი", "ჩელსი", მადრიდის "რეალი", სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/7671%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-300x184.jpgცნობილ ქართველ მსახიობს ავთანდილ მახარაძეს კინო "რუსთაველის" წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. 18 მარტს მსახიობის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მსახიობმა ათეულობით დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოფილმებსა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში, სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/4647adornment1.gifევროკავშირის ხელშეწყობით ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში, დღეს ფუნქციონირება დაიწყო ახალმა პროექტმა “ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში“. სრულად ორიგინალი
-
<p>http://www.Geonews.ge/uploads/images/33142012-03-16-ri7.jpgრიანა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი "მადის აღმძვრელი" ფიგურით, მაგარამ ეს უკვეწარსულში დარჩა. დიეტის შემდეგ მან საგრძნობლად დაიკლო და მასთან ერთად დაკარგა სხეულის მაცდუდუნებელი ნაწილები. მიუხედავად ამისა რი-რი დიეტას განაგრძობას. სრულად ორიგინალი
-
ირაკლი ალასანია მომავალ კვირას გამართავს სპეციალურ ბრიფინგს, რომელიც სააკაშვილის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შექმნის საკითხს მიეძღვნება. ინფორამციას პოლიტიკოსი სოციალური ქსელით ავრცელებს. კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო ომისთვის ემზადება. პოლიტიკოსმა დიპლომატები ამის შესახებ გუშინ, 15 მარტს, ”ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრისას გააფრთხილა. ”თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურმა გაავრცელა ირაკლი ალასანიას ინგლისურენოვანი სიტყვის თარგმანი, სადაც წერია: ”მე მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ; რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპიზიცია გაანადგუროს, რადგან, "ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები", "ჩვენ ვიმართებით კრემლიდან". მისი ეს სიტყვები პარლამენტში და სამი დღის წინ კახეთში მიანიშნებს, რომ ის ემზადება სამოქალაქო ომის და კონფრონტაციისთვის და არ ვაჭარბებ, რომ თქვენი ჩარევის და თქვენი დახმარების გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან ერთად, თქვენი ხმის მიწვდენის გარეშე, რთული იქნება თავიდან ავიცილოთ ის კონფრონტაცია, რომლის მოწმეებიც ვიქნებით, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს. მე მჯერა თქვენი რჩევის ძალისა, რადგან თქვენ აქ იყავით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და ეხმარებოდით სახელმწიფო აღმშენებლობას და დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობას. სანამ გვიან არ არის, მე, როგორც თქვენი ყოფილი კოლეგა, გთხოვთ, იყოთ უფრო აქტიურები რეგიონებში და მონიტორინგი აწარმოოთ არა მხოლოდ მედიაზე, არამედ ძალადობაზეც, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გახდა "ნაციონალური მოძრაობის" დაშინების მთავარი კამპანია. სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად. ჩვენ, კოალიცია "ქართული ოცნება" ვაცნობიერებთ, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა – საერთაშორისო თანამეგობრობა და ხელისუფლებაც," - განაცხა ირაკლი ალასანიამ. ინტერნეტ–გამოცემა ireporter.ge-ზე დღეს, 16 მარტს გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოება – “მშვიდობა საქართველოსთვის” მიმართვა. მიმართვის ავტორები ირაკლი ალასანიას მეტი ინფორმაციის გამჟღავნებას თხოვენ: ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის თანახმად, უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან დაფინანსება ისჯება კანონით. ჩვენ, ვისაც 90-იან წლებში გამოვლილი გვაქვს სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებისა და ბანდ-ფორმირებების თარეში და ძმათამკვლელი ომი, შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, სასწრაფოდ გვაცნობოთ: 1. სად, საქართველოს იურისდიქციაში მყოფ რომელ რეგიონში იქმნება ასეთი დაჯგუფებები? 2. თქვენი ინფორმაციით, ვინ არიან ამ ჯგუფების ორგანიზატორები, დამფინანსებლები ან წევრები – გვარებისა და სახელების მითითებით! სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სრული სერიოზულობით ვეკიდებით თქვენს განცხადებას და ყოველ ღონეს ვიხმართ, ჩანასახშივე აღვკვეთოთ მსგავსი ფორმირების ჩამოყალიბების მცდელობაც კი! იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას არ გაუმხელთ და დაუმალავთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, ჩავთვლით, რომ იგივე პასუხისმგებლობა გეკისრებათ, რაც ამ დაჯგუფებების დამფუძნებლებს! სამოქალაქო საზოგადოება – “მშვიდობა საქართველოსთვის” სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/Kalmaxelize-300x199.jpg სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ უწყების სასწავლო ცენტრის 2012-2015 წლების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მინისტრის თქმით, სტრატეგიის მთავარი მიზანია სასწავლო ცენტრმა ევროპული სტანდარტების სრულყოფილად დანერგვაზე ორიენტირებული, რეფორმებზე მორგებული თანამედროვე პროგრამებით უზუნველყოს თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება და მათი მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმი. უწყების სასწავლო ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონიეზე და დოკუმენტის მუშაობის პროცესში ჩართული ორგანიზაციის ექსპერტები დაესწრნენ. ღონისძიება ევროპის საბჭოს დაფინანსებით, „დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013 წლების სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/shinagan-sakmeta-saminitro-300x225.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა “უცხოელი ვიზიტორები და დანაშული საქართველოში: სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი”. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრში საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოებისთვის მომზადდა მოხსენება თემაზე “უცხოელი ვიზიტორები და დანაშაული საქართველოში”. მოხსენების ფარგლებში დამუშავებული სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი წარედგინათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს. შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების ფონზე დანაშაულის ხვედრითი წილი მცირდება. აღნიშნული შემცირება შეეხება, როგორც უცხოელების წინააღმდეგ ჩადენილ, ასევე უცხოელების მიერ ჩადენილ დანაშაულს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და შეჯამდა 2011 წლის შედეგები და ტენდენციები. იხილეთ epn.ge
-
საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1346 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 307 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 1038 მლნ. აშშ დოლარი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლისიანვარ-თებერვალში 731 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა. იხილეთ epn.ge