planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/fosta-aSS.jpgთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველო“ საქინფორმს ატყობინებს, ავღანეთი ამერიკისგან თავისი ჯარისკაცების იზოლირებას მოითხოვს და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების ახალ ვერსიებზე საუბრობს. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ პენტაგონს რესპუბლიკაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების ბაზებზე გაყვანა და, ზოგადად, ქვეყნიდან მათი გასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდა. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60285.jpg მთავრობის ანტინარკოტიკული კამპანიის მიმდინარეობის დეტალები მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დღეს საზოგადოებას გააცნეს. მათ ამ კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი 4 ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართეს. კლიპები მომავალი კვირიდან სატელევიზიო არხებზე გამოჩნდება. პრესკლუბ `პრაიმ-ტაიმში` გამართულ პრესკონფერენციაზე დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ანტინარკოტიკული კამპანია წარმატებით მიმდინარეობს და ნარკოტიკების მომხმარებლების სერიოზული კლება შეინიშნება. მისი თქმით, დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი, მათ შორის მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. საყვარელიძის ინფორმაციით, ნარკომანიის ასაკი დაბლა აღარ იწევს. ანტინარკოტიკულ კამპანიაში, რომელიც პროკურატურის ინიციატივით დაიწყო, ჩართულია მერია და სხვადასხვა უწყება. View the full article
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 17:06 16.03.2012 გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 16 მარტს ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის ინტერესები შესაძლოა, კვლავ მამუკა ნოზაძემ დაიცვას. ამის შესახებ presage.tv-ს თავად ადვოკატმა განუცხადა, რომელიც ნიკოლაშვილის საქმეს ორი კვირის წინ ჩამოცილდა. http://4.bp.blogspot.com/-Tv_kf1A21VQ/T2MSHL8CxFI/AAAAAAAAGTI/unsW6OvbdjM/s200/zugdidis%2Bpolicia.gif„სოფო ნიკოლაშვილს დანაშაული არ უღიარებია, რის შესახებაც განცხადება არაერთხელ გავაკეთე. ჩემთვის ცნობილი არ არის რა მიზეზით ვიქენი საქმეს ჩამოშორებული. თუმცა, ოჯახმა მომსახურებისთვის მადლობა გადამიხადა. შესაძლებელია საქმიდან ჩემი ჩამოშორების მიზანი იყო პროკურატურის მხრიდან რაიმე გარიგების შეთავაზება. გამორიცხული არ არის ნიკოლაშვილის საქმეში კვლავ ჩავერთო (რის შესაძლებლობასაც კანონი მაძლევს) და ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილის ინტერესების დაცვა გავაგრძელო“, - გვითხრა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა დაპატიმრებული. ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, ჩადენილი სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, რადგან სოფო ნიკოლაშვილის მამა არის გურჯაანის რაიონში პოლიტიკურად აქტიური ადამიანი - ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რომელმაც ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა, რაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო. სოფო ნიკოლაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილის ბიძა არჩევნებში მაჟორიტარული წესით “ნაცმოძრაობიდან“ გურჯაანში კენჭს იყრიდა, მაგრამ იგი დამარცხდა, რაშიც მამუკა ნოზაძის თქმით უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ნიკოლაშვილის მამის აქტიურ ოპოზიციონერობას - “შესაბამისად, ამ ოჯახზე სიბაშვილები თავიდანვე გადამტერებულები იყვნენ“. დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი, რომელიც მუშაობს კახეთის სამხარეო პოლიციაში, ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით ნდობაში შევიდა 20 წლის ჟურნალისტ გოგონასთან და 2011 წლის 2 ნოემბერს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით გააუპატიურა, რის შემდეგაც ფოტოები გადაუღო. როდესაც სოფო ნიკოლაშვილი გონზე მოვიდა, სიბაშვილმა გადაღებული კადრები აჩვენა და თანამშრომლობა, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსებით დაემუქრა: “მას სიბაშვილისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია და სწორედ ამაში ვლინდება დანაშაულის პროვოცირება - გიორგი სიბაშვილისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილის მამას, დავით ნიკოლაშვილის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული. მოგეხსენებათ, ამ კუთხით მონაცემთა ბაზა პოლიციელისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილს სთხოვა ენახვებინა მამამისის კუთვნილი ტაბელური იარაღი. იმის შიშით რომ გადაღებული ფოტოები არ გავრცელებულიყო, სოფო ნიკოლაშვილი ამაზე დათანხმდა. 31 იანვარს სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილი მანქანაში ჩაისვა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაიყვანა, სადაც ხალხი არ იყო, სიბაშვილმა ამ იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, შემდეგ ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და განაცხადა, რომ ვითომდა ნიკოლაშვილმა მისი მოკვლა სცადა“. presage.tv http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
В фильме «Чернобыль навсегда» бельгийский режиссер спустя 25 лет рисует последствия известной катастрофы. Бельгиец утверждает, что решил снимать ленту в том числе из-за того, что, как он узнал, сегодня молодежь играет в компьютерную игру Chernobyl Terrorist Attack POSTMORTEM. И что постепенно мы начинаем забывать урок трагедии 1986 года.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-300x184.jpgცნობილ ქართველ მსახიობს ავთანდილ მახარაძეს კინო “რუსთაველის” წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. 18 მარტს მსახიობის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მსახიობმა ათეულობით დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოფილმებსა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში, სადაც 1992 წლამდე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა. მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა ვარლამ არავიძის როლმა თენგიზ აბულაძის გახმაურებულ ფილმში “მონანიება”. მისი ბოლო ნამუშევარია მთავარი როლი რეჟისორ ზაზა რუსაძის ფილმში “ჩემი საბნის ნაკეცი”, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე. 1966 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. მიღებული აქვს ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის პრემია (1987), პრემია “ნიკა” (1987), თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ოქროს არწივი” (1993). იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/sop.ministri.jpgსოფლის მეურნეობის სამინისტრომ ღვინის ექსპორტის შედეგები შეაჯამა. მინისტრის მოადგილე ია ჯანაშიამ განაცხადა, რომ ბოთლის ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 8,5%-ით არის გაზრდილი. ,,ექსპორტის ძალიან დიდი ზრდა გვაქვს პოლონეთში, ლატვიაში, ჩინეთში და ესტონეთში. ეს ბაზრები პრიორიტეტულია ჩვენთვის. ვიმედოვნებთ, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენციები მომავალშიც საკმაოდ მაღალი იქნება. ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონკურსზე და ჯილდოებიც დაიმსახურეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მაღალ ხარისხს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ჯანაშიამ პრეზენტაციის შემდეგ, მოლდოვაში გამართული ყოველწლიური ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა -კონკურსის ,,CHISINAU WINES AND SPIRITS CONTEST” გამარჯვებული ქართული კომპანიები სპეციალური დიპლომებით და სიგელებით დააჯილდოვა. იხილეთ epn.ge
-
Требование, предъявленное афганским президентом США и Североатлантическому альянсу, наглядно демонстрирует, насколько агрессивные действия американских солдат в отношении афганцев - и в особенности убийство в воскресенье 16 деревенских жителей, большинство которых составляли женщины и дети - повредило попыткам Вашингтона найти способ достойно выйти из продолжающейся 10 лет войны.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saskinin.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში შენობის საძირკველში კაფსულის ჩაშვებით, კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. სოფელ ხოვლეში საჯარო სკოლის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. მშენებლობაზე სოფლის მკვიდრი 40-მდე ადამიანი დასაქმდება. ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. სკოლას პატრონაჟს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაუწევს. სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის დაგეგმილია 600-ზე მეტი სკოლის გარემონტება და 23 ახალი სკოლის აშენება. იხილეთ epn.ge
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/podkup-opozicii.jpgთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. ტელეარხმა „НТВ“-მ მამხილებელი ფილმი აჩვენა მოსკოვში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეთა შესახებ. ფილმის სახელწოდებაა „პროტესტის ანატომია“. ავტორები ამტკიცებენ, რომ იმ ადამიანთა ნაწილი, რომლებიც ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობდნენ, ამისათვის ფულად ანაზღაურებას იღებდა. ამის შესახებ ტელეარხს ანონიმურმა მაკლერებმა უამბეს, რომლებიც პროფესიულად არიან დაკავებული ფილმების მასობრივი სცენებისთვის ხალხის შეგროვებით, მათ შორის – ოპოზიციის აქციებზე. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/vaSaze.jpegანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლების პრეზენტაცია გაიმართა. სადაც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ანტინარკოტიკული კამპანიის დეტალებზე ისაუბრეს. „ანტინარკოტიკული კამპანია წარმატებით მიმდინარეობს და ნარკოტიკების მომხმარებლების სერიოზული კლება შეინიშნება. დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება” – განაცხადა დავით საყვარელიძემ. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემადაც კი მიიჩნევს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა,’’ახალ თაობას აღარ ემუქრება ნარკომანიის სენი. სკოლის მოსწავლეების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები აღარ ფიქსირდება. ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ, რომ სამუდამოდ გავთავისუფლდეთ ამ სენისგან.” მათივე თქმით, სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/verfmfreni-300x225.jpgქაბულთან ახლოს, თურქული ვერტმფრენის ჩამოვარდნას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა, იყობინება Agence France-Presse . ვერტმფრენი ჩამოვარდა ბაგრამის რაიოში და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. ქაბულის უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მუხამედ ზახირას თქმით, ორი გარდაიცვალა მიწაზე, 8 უცხოელი კი ვერტმფრენის ბორტზე. სავარაუდოდ, ისინი თურქი სამხედროები იყვნენ. Agence France-Presse ავღანეთის თავდაცვის უყწებაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ნანგრევებში იპოვეს ორი ბავშვი და ქალი. სამხედროები ავიაკატასტროფის მიზეზებს იკვლევენ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ვერტმფრენი ეკუთვნოდა НАТО-ს ISAF-ს. შეგახსენებთ, რომ ავღანეთში სულ 1 800 თურქი სამხედროა, უმრავლესობა ქაბულის მახლობლად. თუმცა ისინი განსახვავებით НАТО-ს სხვა წევრებისგან სამხედრო ოპერაციებში არ იღებენ მონაწილეობას. მათი მოვალეობა მხოლოდ ადგილობრივი მიდამოების პატრულირებით განისაზღვრება. იხილეთ epn.ge
-
Бывший главный редактор газеты «Монд» Эрик Фотторино в еженедельнике «Нувель обсерватер» раскрывает, как Николя Саркози хотел взять издание под свой контроль. К травле присоединились также президент банка BNP-Paribas Мишель Перебу и президент самого большого и влиятельного рекламного агентства Publicis Морис Леви. Началось массированное наступление на «Монд».
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/vestervele_01.jpg http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/vestervele_02.jpg http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/vestervele_03.jpgგერმანია იზიარებს საქართველოს „ამბიციურ“ ევროპულ არჩევანს და აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, რასაც დემოკრატიული და ინსტიტუციონალური რეფორმები დასჭირდება, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ 15 მარტს თბილისში ვიზიტის დროს. polity.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/Alasania-300x202.jpgგმირთა მოედანზე, დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს ყვავილებით შეამკო და პატივი სცა, გარდაცლილთა ხსოვნას. “ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სრული სოციალური გარანტიების მიცემა. ჩვენ თუ იმ ადამიანთა ოჯახები დავივიწყეთ, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის გადარჩენას და მომავალს შესწირეს, თუ ამ ადამიანებისთვის არ გავაჩინეთ ღირსეული შრომისა და განათლების საშუალება, მაშინ იმ მეომრებსაც, რომლებიც დღესაც იბრძვიან ტერიტორიული მთლიანობისთვის, ექნებათ პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მათ წინაშე იქნება პირნათელი და ვალდებულებებს შეასრულებს”, – განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ 1993 წელს 16 მარტს აფხაზეთის ომის დროს, ქართველებმა სოხუმზე იერიში მოიგერიეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/skull2-225x300.jpgქვემო ქართლში აღმოჩენილმა შუასაუკუნეების დროინდელმა ადამიანის თავის ქალამ, შესაძლოა, არქეოლოგები დღემდე უცნობი ისტორიული დასახლების კვალზე გაიყვანოს. გავრცელებული ინფორმაციით, ალგეთის წყალსაცავზე სათევზაოდ მისულმა რამდენიმე ადგილობრივმა თავის ქალა შემთხვევით იპოვა. სპეციალისტები აღმოჩენას V-VI საუკუნეებით ათარიღებენ. ექსპერტებმა ანთროპოლოგიურ ლაბორატორიაში მისი შესწავლა უკვე დაიწყეს. არქეოლოგებმა ამავე ადგილებში სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს. ტერიტორიის უფრო დეტალურად დათვალიერებას სპეციალისტები უახლოეს მომავალში გეგმავენ. იხილეთ epn.ge
-
Вчера вечером в полумиле от побережья Калифорнии неожиданно появилась большая подводная лодка, предположительно японская, и произвела 25 залпов по нефтеперерабатывающим заводам и буровым вышкам месторождения Элвуд, которое расположено к западу от Санта-Барбары. Один из снарядов лишь незначительно повредил одну из вышек, остальные снаряды разрушений побережью не причинили. Ни один человек не пострадал.
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/media/qartuli-televiziebi.jpgროდესაც საქართველოს სამი წამყვანი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებებში, ამ თვეში დაპატიმრების დროს გარდაცვლილი ადამიანის საეჭვო საქმის შესახებ ფაქტობრივად იდენტური რეპორტაჟები გავიდა, კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ სიუჟეტების ტექსტი მთავრობის ნაკარნახევი იყო. polity.ge
-
В то время как Иран и западные страны обмениваются словесными уколами, порой переходящими в неприкрытые угрозы, в Исламской Республике без излишнего шума крепнет сила, которую мало интересует перипетии международной политики.
-
inosmi.ru «Елена» - неприглядный портрет России
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Главная героиня картины – жена-домохозяйка при обеспеченном муже, котороая к тому же заботится о семье своего сына. В этом зритель узнает свойственную российскому искусству перспективу, которая представляет взаимодействие буржуазных и пролетарских кругов. Сильнейшая сторона картины как раз и заключается в отношениях между двумя этими слоями общества. -
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/ivanishviili-14524.jpgთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანების პროცესი თითქმის დასრულდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაერთიანების შესახებ „სახალხო კრების“ წინადადების საპასუხოდ განუცხადა. საქინფორმი