planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
კამპანია “ეს შენ გეხება” უარყოფითად აფასებს ახსნა–განმარტების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. კამპანიას მიაჩნია, რომ კონტროლის პალატის ქმედებები შეიცავდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეთა დევნის ნიშნებს, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, კონკრეტულად კი უწყების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთათვის დასმული შეკითხვები, ფინანსური ხასიათის საკითხების გარდა, შეეხებოდა მათი პოლიტიკური აქტივობის დეტალებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან მათი თანამშრომლობის მიზეზებს. ასევე, დაბარებულ პირებს პრობლემები ექმნებოდათ ადვოკატის დასწრებასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა ადვოკატის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჟურნალისტებს ხელი ეშლებოდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და კონტროლის პალატის თანამშრომლები მოწვეულ მოქალაქეებს არ აწვდიდნენ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა სახის სამართალდარღვევის ფაქტზე და ვის მიმართ იყო დაწყებული სამართალწარმოება. ამასთან, ახსნა-განმარტების მიღების პროცესში მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა ღირსების შემლახველი ქმედებები. “ვფიქრობთ, დაკითხვის მანერა, ხანგრძლივობა (რაც ხშირ შემთხევვაში 6 საათამდეც გრძელდებოდა), დასმული შეკითხვები, კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან ურთიერთობის შეურაცხმყოფელი ფორმები, მათზე მუქარისა და ზეწოლის ხერხების გამოყენება მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენის ფაქტს. აღნიშნული ქმედებები საარჩევნო წელს ცალსახად გამოიწვევს მოქალაქეებში შიშის დანერგვას პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დაამძიმებს წისაარჩევნო გარემოს ქვეყანაში,”– ვკითხულობთ განცხადებაში. საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში: ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელაჩაური, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ქარელი, კასპი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა, მოხალისეთა თუ მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები განხორციელდა. სულ დაკითხულთა რაოდენობამ 150 მოქალაქეს გადააჭარბა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International დღეს, 16 მარტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება კონტროლის პალატის მიერ ოპოზიციონერი აქტივისტების მასობრივ დაკითხვას. გთავაზობთ განცხადების სრულ თარგმანს: ”საქართველოს კონტროლის პალატამ მიმდინარე პოლიტიკური დაფინანსების პროცესის გამოძიების დროს უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები. Amnesty International შეშფოთებულია საქართველოს მასშტაბით ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ფართომაშტაბიანი დაკითხვით, იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ამ კვირაში გამოვლინდა კანონიერი დაცვის უფლების დარღვევებისა და ოპოზიციის მომხრეების დაშინების შესახებ ანგარიშებში. კვირას, 11 მარტიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 100 ადამიანზე მეტი დაკითხეს ადგილობრივი თვითმართველობის შენობებში, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის საბაბით. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ ოპერაციის მიზანი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხში შესაძლო დარღვევების გამოძიება იყო. ასევე, იმ ფინანსურ დეკლარაციებთან შედარება, რომელიც წინააღმდეგობრივი იყო რეგიონებში პარტიების ძირითადი ხარჯებისა. დაიკითხნენ მხოლოდ ოპოზიციურ მოძრაობა "ქართულ ოცნება"–სთან, (კოალიცია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას) დაკავშირებული ფიზიკური პირები. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონით საქართველოს კონტროლის პალატას აქვს უფლება, “მოითხოვოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და კომერციული ბანკებისგან პარტიისთვის მიღებულ ფინანსებს უკავშირდება. მას ასევე შეუძლია “მოითხოვოს ინფორმაცია, თანხების წარმომავლობის, ტრანზაქციებისა და მიღებული ქონების შესახებ ისეთი პირების მიერ, როლებსაც გაცხადებული აქვთ პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან დაკავშირებულნი არიან მათთან. ათობით პირმა საქართველოს კონტროლის პალატიდან მიიღო შეტყობინება მათი პალატის წარმომადგენლების წინაშე წარდგენის შესახებ. გამოძახებული პირები იყვნენ ოპოზიციური პარტიების წევრები და ცნობილი მხარდამჭერები. გარდა ამისა, კანონის საწინააღმდეგოდ, ბევრ დაბარებულ პიროვნებას არ გააჩნია გაცხადებული პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ მიჩნეულნი არიან ოპოზიციის მხარდამჭერებად. ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების შერჩევითი დაკითხვის მანერა, რა გარემოშიც ის ჩატარდა, ბევრი დასმული შეკითხვის არსი, იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ოპერაცია იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა დაშინებას. დაკითხული პირები და მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკითხვა ხშირად ფოკუსირებულია უფრო მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და ზოგადი ტიპის კითხვებზე, ვიდრე უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე. ადვოკატმა გიორგი ჭიქაბერიძემ, რომელიც ქუთაისში კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ ოთხ ადამიანს იცავს, Amnesty International-ს განუცხადა, რომ მის არც ერთ კლიენტს არ განემარტა იმ ეჭვის საფუძველი, რის გამოც ისინი დასაკითხად გამოიძახეს. დაკითხვების საშუალო ხანგრძლივობა 2 საათამდე გრძელდებოდა, რა დროსაც ერთსა და იმავე ზოგად შეკითხვებს განმეორებით სვამდნენ. ამ კითხვების უმრავლესობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაკითხვას ადვოკატი არ ესწრებოდა, მიმართული იყო მუქარისა და დაშინებისკენ. სულ ცოტა ერთი ადვოკატი შეაშინეს და იძულებული გახადეს, დაეტოვებინა დაკითხვის ოთახი. 19 წლის თეონა ფხაკაძემ, რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, Amnesty International-ს განუცხადა: ”მე მკითხეს, როგორ და რატომ ვმონაწილეობდი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის აქტივობებში, რამდენჯერ ვიყავი ნამყოფი პარტიის ცენტრალურ ოფისში, თბილისში, ოპოზიციური პარტიების სახელით მქონდა თუ არა ხელი მოწერილი, ან ვაგროვებდი თუ არა ხელმოწერებს პეტიციებისთვის... როცა მე მათ ვკითხე, რატომ გამომიძახეს დასაკითხად, მიპასუხეს, რომ ამას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონდა.” რესპუბლიკური პარტიის წევრს საგარეჯოდან, მუბარიზ მამედოვს, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელი და საქართველოს მოქალაქეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ. მამედოვმა Amnesty International-ს განუცხადა: ”მე დასაკითხად დამიბარეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში, რომელიც პოლიციელებით იყო გარშემორტყმული. მათ მე მკითხეს, ვის ვუჭერდი საარჩევნოდ ხმას და როგორც ოპოზიციონერი, რა სახის აქტივობებში ვიყავი ჩართული. დაკითხვის დასასრულს, როცა დაძაბულობამ იმატა, მათ მითხრეს, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან მე ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და შესაძლოა, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ქვეყნიდან გამაძევონ. Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ კონტროლის პალატის გამომძიებლებმა იმოქმედონ კანონისა და საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად. ოპოზიციური პარტიების წევრთა და სავარაუდო მომხრეთა დასაკითხად მასობრივი დაბარება მათ პოლიტიკურ მისწრაფებებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, სიტუაციას ამწვავებს და ქმნის ადამიანის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვის რისკს. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, უზრუნველყოს, რომ კონტროლის პალატამ თავის უფლება - დაკითხოს ფიზიკური პირები - გამოიყენოს კანონის ფარგლებში. ასევე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პირები ადამიანთა უფლებების სრული პატივისცემითა და მათი შეუზღუდავი უფლებით დაიკითხონ და ისარგებლონ იმ ადვოკატით, ვინც თავად სურთ.” სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ЕСПЧ предписал обеспечить лечение бывшего премьера Украины Юлии Тимошенко в стационаре специализированного медицинского учреждения. Об этом заявил адвокат экс-главы правительства Сергей Власенко. Тимошенко отказывается от лечения в стенах Качановской колонии, где она отбывает наказание по "газовому делу". lenta.ru
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60294.jpg კონროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოქვეყნებული დოკუმენტი ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თანამშრომლების ნაწილსა და მისი გუნდის წევრებს თანხებს თავისი პირადი ანგარიშიდან ურიცხავს, რაც კონტროლის პალატის ინფორმაციით, სამართალდარღვევაა და ამ ფაქტებზე ადმინისტრაციული პროცედურები დაიწყო. განცხადებაში, რომელსაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს, მათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვა ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან. დამატებითი კვლევების შედეგად კი კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ ისინი პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის -პირადი ანგარიშიდან. ივანიშვილის გუნდის წევრები ადასტურებენ, რომ საუბარია მათ ხელფასებზე, თუმცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მოძიებას უკანონობად აფასებენ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/03_12/60294.jpg კონროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოქვეყნებული დოკუმენტი ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თანამშრომლების ნაწილსა და მისი გუნდის წევრებს თანხებს თავისი პირადი ანგარიშიდან ურიცხავს, რაც კონტროლის პალატის ინფორმაციით, სამართალდარღვევაა და ამ ფაქტებზე ადმინისტრაციული პროცედურები დაიწყო. განცხადებაში, რომელსაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს, მათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვა ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან. დამატებითი კვლევების შედეგად კი კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ ისინი პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან. ივანიშვილის გუნდის წევრები ადასტურებენ, რომ საუბარია მათ ხელფასებზე, თუმცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მოძიებას უკანონობად აფასებენ. View the full article
-
Православного священника Александра Пикалева из Северной Осетии оштрафовали за критические публикации в ЖЖ, которые касались журналистки Лоры Цкаевой. Суд обязал Пикалева удалить из блога записи, порочащие честь, достоинство и деловую репутацию Цкаевой, и выплатить компенсацию в размере 30 тысяч рублей. lenta.ru
-
/get_img?ImageId=6757 უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონტროლის პალატამ პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესწავლის მიზნით, მოქალაქეთა ნაწილსუწყებები გაუგზავნა და ახსნა– განმარტებისთვის დაიბარა. ის მოქალაქეები, რომლებიც არ გამოცხადნენ კონტროლის პალატაში, მოგვიანებით შსს-ს რაიონულ გაყოფილებებში დაიბარეს. კონტროლის პალატისა და შსს - ს ქმედებებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ შსს და კონტროლის პალატა უფლებამოსილებებს გასცდა. რა სტატუსით დაიბარა მოქალაქეები კონტროლის პალატამ? ეს არის ძალიან ბუნდოვანი უწყება, თუმცა მასში მითითებულია მუხლი, რომლის შესაბამისად, საუბარია იმაზე, რა უფლებები აქვს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. შესაბამისად, ჩანს, რომ ისინი დაიბარეს როგორც სამართალდამრღვევები. ჰქონდათ თუ არა ამ მოქალაქეებს უფლება, აღნიშნული უწყებით არ მისულიყვნენ კონტროლის პალატაში და მოეთხოვათ ახსნა-განმარტება, რატომ არიან ისინი დაბარებულნი? მათ ჰქონდათ იმის უფლება, მეტი ინფორმაცია მიეღოთ იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რას იკვლევდა კონტროლის პალატა. ამის შემდეგ კი, თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, მივიდოდნენ ახსნა-განმარტების მისაცემად. რომ მოვიდნენ და მითხრან, შენ ჩაიდინე სამართალდარღვევა, მოდი და ახსნა-განმარტება მოგვეცი, კონსტიტუციით დაცული უფლება მაქვს, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მივცე, ამის ვალდებულება არ მაქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სხვაზე მიმდინარეობს სამართალწარმოება და მე მოწმის სტატუსით მიბარებენ, მაშინ არსებობს ეს ვალდებულება. რამდენად კანონიერია შსს-ს მიერ იმ მოქალაქეების დაბარება, ვინც არ გამოცხადდა კონტროლის პალატაში? კონტროლის პალატა თავის უფლებამოსილებას გასცდა, როდესაც მონაცემები გადააგზავნა შსს-ში, ვინ არ გამოცხადდა და, თავის მხრივ, შსს-ს ამ საქმესთან დაკავშირებით არ უნდა დაეწყო გამოძიება. შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 348–ე მუხლით (გულისხმობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას) გამოძიების დაწყება უკანონოა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქეებს უთხრეს, რომ სამართალწარმოება თქვენზე მიმდინარეობს, და არ ჩანდა უწყებაში არსად, რომ ისინი მოწმის სტატუსით დაიბარეს. მაშინ, როდესაც შსს-მ მათი სწორედ მოწმედ არგამოცხადების გამო დაიბარა. თუ მოწმის სტატუსით უნდოდათ დაბარება, უნდა ეთქვათ, რომ ამა და ამ ფაქტთან დაკავშირებით გიბარებთ მოწმედ. ამასთან, აქვე უნდა ახსნილიყო, რა საკითხთან დაკავშირებით იბარებს კონტროლის პალატა. როდესაც მათ ეცოდინებოდათ, რომ მოწმის სტატუსით იყვნენ დაბარებული და თუ არ გამოცხადდებოდნენ, მხოლოდ მას შემდეგ ექნებოდა შსს-ს სამართლებრივი საფუძველი დაებარებინა ისინი, და არა იმ მოცემულობაში, რომელიც ჩვენ ამჟამად გვაქვს. დაუშვებელია აღნიშნული უწყებით გათვალიწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენდეს გამოძიების დაწყებისა და პირისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გარდა ამისა, აღნიშნული დაკითხვების დროს მოქალაქეებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია, რიგ შემთხვევაში, აშკარად არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კონტროლის პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გადაუგზავნა მასალები შს სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რითაც გააძლიერა ეჭვები ამ პროცესის კანონიერ მიზნებთან შესაბამისობის თაობაზე. კონტროლის პალატისა და შსს -ს ამგვარი მიდგომა სცილდება პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესწავლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის ხასიათს. ამავე თემაზე: პოლიციელებმა ქუთაისელ "რესპუბლიკელებს" გუშინ ღამით მიაკითხეს დასაკითხად ომბუდსმენი კონტროლის პალატის ქმედებების გამო სავარაუდო დარღვევებზე აშშ-ის ელჩი საქართველოში კონტროლის პალატის აქტივობების შესახებ შსს განმარტავს რეგიონებში კონტროლის პალატის საქმის გაგრძელების მიზეზს “ქართული ოცნების” შეხვედრა დიპლომატებთან კონტროლის პალატის ქმედებებზე კუბლაშვილი “ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვისას დარღვევებს უარყოფს საყოველთაო დაკითხვა სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Alasania-300x199.jpgკუალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, დასავლეთ საქართველოში კერძოდ სამეგრელოში უკანონო სამხედრო შენაერთების შექმნაზე საუბრობს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იქმნება უკანონო დაჯგუფებები რომელსაც საპარლამენტო არჩევნებით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს. “ეს შემაშფოთებელი ინფორმაცია, იმის შესახებ რომ გასაიდუმლოებული სამხედრო ჯგუფები ამ წუთებშიც არიან განთავსებული სამეგრელოს რაიონებში, არჩევნებით უკმაყოფილო სააკაშვილი ამ ძალას გამოიყენებს ხალხის წინააღმდეგ. შემთხვევით არ გამიკეთებია ეს განცხადება, საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდე, აქტიურად ჩაებას მონიტორინგში”– განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, სააკაშვილს საზოგადოება დაპირისპირებამდე მიტავს. იხილეთ ვიდეო: იხილეთ epn.ge
-
საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად, დღეს, 16 მარტს გუდაურის განვითარების პროექტს ადგილზე გაეცნო და “ახალ გუდაურში” "კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი და სწრაფი გონდოლა გახსნა." როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი და სწრაფი გონდოლათი უკვე ისარგებლეს და განახლებულ და გადიდებულ ტრასაზეც ისრიალეს. გონდოლა მშენებლობის პროცესში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Этот умелый оратор, который прошел школу советской компартии, не упускает случая, чтобы напомнить с трибуны или в интервью об учиняемых в его адрес репрессиях. «Власть боится народа, того, что он из себя представляет. То, что меня сажают в тюрьму, это не просто личные нападки, а посягательство на демократию», - объяснил он.
-
Болгария отказалась от строительства АЭС "Белене". Власти страны намерены полностью рассчитаться за строительство только одного из двух реакторов, о которых стороны договаривались ранее. Реактор установят на действующей АЭС "Козлодуй". Окончательное решение по АЭС в Белене будет принято после публичного обсуждения. lenta.ru
-
В Татарстане возбуждено еще одно уголовное дело по факту насилия над задержанными в отделе полиции "Дальний". 24-летний житель Казани заявил следователям, что 6 марта полицейские задержали его по подозрению в краже телефона. Мужчина отказался признать свою вину, после чего его избили и подвергли насилию. lenta.ru
-
მიმდინარე წლის 25 მარტს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დანიშნული ე.წ. ”საპრეზიდენტო არჩევნების” თარიღის მოახლოებასთან ერთად, მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელის სავარძელის დაკავებაზე კანდიდატებს შორის გაჩაღებული მძაფრი პოლიტიკური ვნებათაღელვის ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. დაპირისპირებული მხარეები ყველაფერზე არიან წამსვლელები. არ ინდობენ კრემლის რჩეულსაც კი.ცხინვალის მედიასაშუალებებმა, დღეს, 16 მარტს, გაავრცელეს ინფორმაცია კრემლის ერთ-ერთი ფავორიტის - დიმიტრი მედოევის მისამართით ანონიმური ზა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Обыск в квартире бывшего замглавы МВД РФ Аркадия Еделева проводится в рамках расследования вымогательства у директора комбината питания Московского государственного университета пищевых производств. Сын Еделева Дмитрий, проживающий у отца, является ректором вуза, и его проверяют на причастность к вымогательству. lenta.ru
-
Российское государственное телевидение навлекло на себя волну общественного негодования, выпустив в эфир программу, в которой утверждалось, что демонстрантам платили за участие в недавних оппозиционных акциях протеста.
-
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად, დღეს გუდაურს ესტუმრა და მისი განვითარების პროექტს ადგილზე გაეცნო. “ახალ გუდაურში” კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი და სწრაფი გონდოლა გაიხსნა, რომლითაც დღეს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ისარგებლეს და განახლებულ და გადიდებულ ტრასაზეც ისრიალეს. პრეზიდენტმა გონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებისათვის აშენებული საინფორმაციო ცენტრიც დაათვალიერა და გადიდებული სათხილამურო ტრასებიც მოინახულა. იხილეთ epn.ge
-
Аукционный дом Julien's Auction выставил на продажу около ста фотографий Мэрилин Монро, которые были сделаны Алланом "Уайти" Снайдером, ее другом и визажистом. Торги начались на сайте аукциона; ставки на фотографии будут принимать в течение двух недель. Эти снимки ранее никогда не демонстрировались. lenta.ru
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/01-08-09_pensiya-150x150.jpgსაქართველოში 670 ათასი პენსიონერია. 2012 წლის 300 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტიდან პენსიების მომატებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2013 წელს კი, სავარაუდოდ, _ 200 მილიონი. ამ ეტაპზე მთავრობის ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის დასასრულისთვის, პენსია 100 ამერიკული დოლარი გახდეს. საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, მამაკაცებისთვის კი, 65 წლითაა განსაზღვრული, თუმცა 2012 წლის სექტემბრიდან პენსია 125 ლარამდე მხოლოდ 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის გაიზრდება, რასაც 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტიც დაემატება. პრემიერმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში, 15 ათას ლარამდე გეგმური ოპერაცია 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით ანაზღაურდება, გადაუდებელი ოპერაციები კი, ულიმიტოა და, ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება 80 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება დაზღვევის ფარგლებში წამლების ანაზღაურებას, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს. ასევე, მთლიანად დაიფარება სისხლისა და შარდის ანალიზების გადასახადი. პრემიერ-მინისტრის თქმით, პენსიონერების გარდა, მსგავსი ტიპის სადაზღვევო პაკეტებს 0-დან 5 წალმდე ბავშვებიც მიიღებენ. რატომ გაიზრდება პენსია დიფერენცირებულად და რატომ სექტემბრიდან? _ ამას ფინანსთა მინისტრი მომავალში საბიუჯეტო პრობლემების თავიდან აცილებით ხსნის. დიმიტრი გვინდაძის განმარტებით, ხელისუფლებამ და მთავრობამ პენსიების გაზრდა ქვეყნის ფისკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გათვალეს _ იმ შემთხვევაში, თუკი 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის საპენსიო პაკეტის 140-ლარამდე გაზრდის თარიღი წინ გადმოიწევს, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნას. პოლიტიკური გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ჯანდაცვის ომბუდსმენი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ `ეს ახალი შემოთავაზება არაა და აი, რატომ: ჰოსპიტალებში 0-დან 3-წლამდე, ამბულატორიებში კი, 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვთა მომსახურება ისედაც უფასოა და რას დაარქმევს სახელმწიფო მათთვის გაწეულ დახმარებას _ პროგრამულს თუ დაზღვეულს, მოქალაქისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ეს გარკვეულწილად პიარი უფროა, ვიდრე _ სიახლე. ასევე, ეჭვს იწვევს დასახელებული ასაკი _ 67 წელი და ზემოთ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ №77 დადგენილებით, 60 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი ფაქტობრივი ხარჯის 30, 25, ან 20%-ს შეადგენდა, დანარჩენი კი, იფარებოდა პროგრამის ხარჯებით, ანუ ჩნდება ეჭვი, რომ 2012 წლის ჯანდაცვის პროგრამებში არ აისახება დახმარებები 60 წლის ზევით.~ `სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის~ ეკონომიკური ჯგუფის უფროსი შოთა მურღულია კი, მიიჩნევს, რომ ვიდრე ქვეყანაში აღნიშნული საპენსიო სისტემა მოქმედებს, პენსიონრებს მუდმივად მოწყალების მოლოდინში ყოფნა მოუწევთ: `_ საქართველოს კანონმდებლობაში არსად წერია, რომ ეკონომიკურად გარანტირებული სიბერე გვექნება. ჩვენი მომავალი უფრო იმაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურად რამდენად სტაბილური ვითარება შეიქმნება მაშინ, როცა საპენსიო ასაკი მოგვიწევს. ამ ეტაპზე, საპენსიო ასაკისთვის ჩვენ არაფერს ვაგროვებთ _ არ არსებობს კონკრეტული გადასახადი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ნამდვილად გვექნება პენსია და თუ გვექნება, რამდენი? არსებული ვითარების მიხედვით, ახალი თაობა გადაუხდის წინა თობას, მაგრამ რის მიხედვით და რამდენს? სოციალური გადასახადის გაუქმებამ ის რეალური გადასახადი გააუქმა, რომელიც სოციალურ სისტემას ეხმარებოდა. ახლა ვიხდით გადასახადებს, მაგრამ სიბერის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გრძელვადიანი ანგარიშვალდებულება არ ფორმირდება.~ პენსიონერებს ყოველდღიური საქმე აღარ აქვთ, მაგრამ სურთ, იყვნენ აქტიურები _ ისინი ყველაზე აქტიური ამომრჩევლები არიან. `შესაბამისად, მათი გაბრაზება არავის აძლევს ხელს. ყოველი არჩევნების წინ საპენსიო დანამატი, ან საპენსიო თემის წამოწევა მათი გულის მოსაგებად ხდება. ყველა ხელისუფლებამ იცის, რომ ამ ადამიანების განაწყენება არ შეიძლება და როცა არჩევნები მოდის, უნდა მოაკლონ ყველაფერს და პენსიებს ცოტა მოუმატონ,~ _ მიიჩნევს მურღულია. პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლების ინიციატივას პენსიის გაზრდის შესახებ პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს: „_ ხელისუფლება მოსახლეობას სამი წელია, ატყუებს და დაპირებულ 100 დოლარის ექვივალენტ პესიას არ უხდის. რატომ არ იზრდება პენსია 2012 წლის 1 იანვარს და რატომ 1 სექტემბერს? რა დააშავეს მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმა? 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნებია და 1 სექტემბერს პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. უბრალოდ, სირცხვილია ასეთი ქმედება.“ საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი მაგდა ანიკაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამ ინიციატივის შედეგად, პენსიონერების დისკრიმინაცია ხდება: „_ დღეს სოციალური ფონის გათვალისწინებით, ქვეყანაში კრიტიკული მდგომარეობაა. პირდაპირ ჩნდება ასოციაცია, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება არჩევნებს და ხელისუფლება იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საინტერესოა, რა ლოგიკით ირჩევთ 67 წელს? გაზრდილი პენსიის მისაღებად მამაკაცებს 2 წელი მოუწევთ ლოდინი და ქალებს – 7. არის მეორე კატეგორიაც _ მარჩენალდაკარგულები. ის მაინც გავაკეთოთ, რომ მათ სამედიცინო დაზღვევა მივცეთ.“ სადაზღვევო დანამატს, რამდენიმე გარემოების გამო, აპროტესტებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროც“: „_ პენსიის მატება მხოლოდ 67 წელს გადაცილებულ პენსიონერებისთვის არის განსაზღვრული, რაც პენსიონერებს არათანაბარ პირობებში აყენებს. პენსიონერებისთვის 1 თვის სადაზღვევო პრემიალური თანხა, დაახლოებით, 15 ლარს შეადგენს, რაც წელიწადში 180 ლარია. აქედან, მედიკამენტების ფასების დასაფარავად გათვალისწინებულია მხოლოდ 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერები ავადობის მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, შეიძლება, ითქვას, მათთვის გამოყოფილი სადაზღვევო თანხა არაგონივრულია, რაც დაზღვევის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პენსიონერთა დაზღვევა იგივე ბედს გაიზიარებს, რომელიც ხელისუფლების მიერ გაპიარებულ 5-ლარიან დაზღვევას ეწია, რომელიც სრული კრახით დამთავრდა.~ ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს, რომ ყველა პენსიონერი თანაბარ პირობებში განიხილოს, სადაზღვევო დანამატი სწორად გათვალოს, სოციალური ბიუჯეტის ნაწილი ზუსტად განისაზღვროს და პენსიონერებს ჯანდაცვის ხელმისაწდომობაზე არარეალურ იმედს ნუ გაუჩენს. ქეთი გამგებელი argumenti.ge
-
http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/dakaveba4-150x150.jpgსაჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაშია განთავსებული ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოში 140 პატიმარი გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციითვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 2 961 ბრალდებული და მსჯავრდებულია დაავადებული. `ქართულ სიტყვასთან~ საუბრისას პატიმართა უფლებების დამცველი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ციხეებში, პატიმართა სიმრავლის გამო, სიტუაცია თანდათან უარესდება და მდგომარეობა ვერც ახალი ციხეების აშენებით გამოსწორდება, რადგან ადამიანების დაპატიმრება, რეალური, გამოგონილი თუ ხელოვნურად დამძიმებული ბრალდებით, კატასტროფული ტემპით მიმდინარეობს. _ საპყრობილეებში იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ადრე საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის რიცხვი, ერთი წლის განმავლობაში, ასს არ ასცდენია. 2010 წლის მონაცემებით კი, 144 პატიმარი გარდაიცვალა, 2011 წლის პირველ ნახევარში _ 77. _ ბატონო გელა, ეს მონაცემები საიდან გაქვთ? _ პენიტენციალური დაწესებულების ხელმძღვანელები ამ ინფორმაციას მალავენ, მაგრამ 2010 წლის მასალების შეჯამებისას სახალხო დამცველმა განაცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ციხეებში 92 გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა, მაგრამ ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით, გარდაცვლილი 144 პატიმარიაო. სასჯელაღსრულების სამინისტრომ გარდაცვლილების რაოდენობა, როგორც სჩანს, იმიტომ შეამცირა, რომ დადგენილი ნორმით, ეს ციფრი ასს არ უნდა ასცდენოდა. შესაძლოა არც სახალხო დამცველი ფლობს ზუსტ ინფორმაციას, რადგან გამორიცხული არაა, მას სიმართლეს უმალავენ. გახსოვთ, ალბათ, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა სახალხო დამცველის მიერ ტერმინის _ `სიკვდილის ექსპორტი~ ხსენებას, რაც იმას ნიშნავს, როცა ციხის ადმინისტრაციას საქმე მომაკვდავ პატიმართან აქვს; იცის, რომ მალე მოკვდება. ამიტომ, თითქოს ათავისუფლებს და ქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავს, რომ გარდაცვლილი პატიმარი ციხეს არ დაეწეროს. მომაკვდავი პატიმრები ქალაქის საავადმყოფოში ამ მიზნით გადაჰყავთ, თორემ ციხის საავადმყოფოში ისეთივე პირობებია, როგორც _ ჩვეულებრივში. აქედან გამომდინარე, შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოში გარდაცვლილ პატიმართა საშუალო რაოდენობა ისეთივე რეკორდულია, როგორც _ პატიმართა რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველო პატიმართა რაოდენობის ევროპის ჩემპიონია _ 100 ათას მოსახლეზე 539 პატიმარი მოდის. მსოფლიო მასშტაბით, მხოლოდ აშშ გვისწრებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს რაოდენობა 4-ნახევარი მილიონი მოსახლის მიხედვითაა დაანგარიშებული, მაშინ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ არც ეს დასკვნაა სწორი. _ ამას რატომ ამბობთ? _ საქართველოს მოსახლეობა, მაქსიმუმ, 3-ნახევარი მილიონიანია და თუ ამ ციფრის მიხედვით ვიანგარიშებთ, მაშინ პატიმართა სიჭარბით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავალთ. როცა ბევრი პატიმარია, ბუნებრივია, გარდავლილიც მეტია და ავადმყოფიც. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა უფრო მოიმატებს, რადგან საქართველოში სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკაცრი კი არა, სასტიკი, განაჩენთა შეჯამების პრინციპი კი, დაუნდობელია _ თუ ადრე მაქსიმალური სასჯელი (სამუადამო პატიმრობას არ ვგულისხმობ) 15-20 წელი იყო, ახლა სასჯელი 30-40 წლამდე `ავიდა~. მართალია, ყოველთვიურად პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე ათეული ადამიანი ვადამდე პირობით, ან შეწყალებით თავისუფლდება, მაგრამ ციხეში რამდენიმე ასეული ახალი პატიმარი შედის და, ბუნებრივია, პატიმართა ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. _ ბატონო გელა, როგორც ვიცი, ჯანმრთელი და ავადმყოფი პატიმრები ერთად იხდიან სასჯელს, არ ხდება მათი განცალკევება და სათანადო მკურნალობა. საპყრობილეებში ნაკლები პატიმარები რომ იყვნენ, უკეთეს პირობები იქნებოდა? _ რა თქმა უნდა. მართალია, ახალ ციხეებს აშენებენ და ეს კარგია, მაგრამ თუ დაჭერები ასეთი ტემპით გაგრძელდა და ასეთი უსამართლო სასამართლო იქნა, რომელსაც ყველა დაპატიმრებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, ვერანაირი მშენებლობა ვერ გვიშველის! ახლა, ხონთან ახლოს, 4 500 ადამიანზე სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებასAაშენებენ, რაც პატიმართა რაოდენობას დროებით განტვირთავს, მაგრამ მომავალში, მათი რიცხვი უფრო მოიმატებს. საქართველო ავადმყოფებისა და კრიმინალების ქვეყნად გადაიქცა და უბედურება, როცა ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ციხეში ზოგი, მართლაც, დამნაშავეა და მისი ადგილი იქააა, მაგრამ სასჯელს ბევრი უდანაშაულოც იხდის. ზოგს მსუბუქი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ სხვა რაღაცებსაც `აკერებენ~, საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადაყავთ და იმის მაგივრად, რომ 2, ან 5 წელი მიუსაჯონ, 30 წელს აძლევენ. ადამიანებს, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ წირავენ! _ საქართველოში, თუ არ ვცდები, 300 ათასი პრობაციონერია და ქვეყნის ბიუჯეტი მათ მიერ გადახდილი გირაოს თანხებით ივსება. ხალხს ბიუჯეტის შევსების მიზნით იჭერენ თუ რა ხდება? _ ხელისუფლებას რამდენიმე მიზანი ამოძრავებს: უნდა, ხალხში შიშის სინდრომი დათესოს და ტერორის ატმოსფერო შექმნას, რადგან დაშინებული და დატერორებული ადამიანი ადვილად სამართავია _ პატიმართა ოჯახის წევრები, მაგალითად, საპროტესტო აქციებზე ვერ გამოვლენ. ამასთან, ხალხის მასიური დაპატიმრება ბიუჯეტის შევსების წყაროცაა, რადგან საქმეების 85-90%-ი საპროცესო შეთანხმებით მთავრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს ბიუჯეტში საპროცესო გარიგებებით 62 მილიონი ლარია შესული. სახელმწიფო აცხადებს, 25 ათას პატიმარზე მეტი არ მყავსო, მაგრამ სინამდვილეში, 40 ათასზე მეტია. პატიმართა ზუსტ რაოდენობას ვერ დავადგენთ _ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას მძევლად ჰყავს, სათითაოდ არავინ დაგვათვლევინებს. _ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, მსჯავრდებულებს ხმის მიცემის უფლება ეძლევათ… _ ადრე მხოლოდ ბრალდებულებს ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ახალი საარჩევნო კოდექსით კი, ამის შესაძლებლობა მსჯავრდებულებსაც მიეცათ. ნაკლებად მძიმე დანაშაული 5 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს და დასაშვებია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ასეთი კატეგორიის პატიმრებმა მიიღონ, მაგრამ ჩვენთან შემოღებული წესის, მიხედვით ყველას, თუნდაც მძიმე დანაშაულის ჩამდენს, რომელსაც საპროცესო შეთანხმებით შეფარდებული 5 წელი აქვს, ეძლევა ხმის მიცემის უფლება და იმიტომ, რომ ამ გზით ხელისუფლება `მუქთა ხმებს~ მიიღებს, ანუ პრობაციონერი ხელისუფლების მძევალია და იძულებულია, ხმა მისცეს. ე.წ. ევროპული ნორმა, რომელიც ჩვენთან გაუკუღმართებული წესით იქნა გადმოღებული, ხალხის დამონებისა და ბიუჯეტის შევსების წყაროდ იქცა, თორემ ევროპაში ეს წესი დადებითად მუშაობს. ხელისუფლება ყველა საშუალებას გამოიყენებს საჭირო ხმების მისაღებად. წინა არჩევნებში გამოიყენა ნარკომანები და ე.წ. ძველი ბიჭები: ზოგს ფულით აინტერესებდა, ზოგსაც _ ნარკოტიკს აძლევდა, ზოგს კი, სასჯელის შემსუბუქებას ჰპირდებოდა. _ ამბობენ, ციხეებში ტუბერკულოზის ეპიდემიააო. კიდევ რა დაავადებები აწუხებთ პატიმრებს? _ 2 ათასზე მეტი პატიმარი ტუბერკულოზითაა დაავადებული და ქსანში სპეციალური მკურნალობა უტარდება. ეს დაწესებულება მეტ პატიმარს ვერ იტევს, თორემ ტუბერკულოზიანი პატიმარი გაცილებით მეტია. საგანგაშო, რომ ასეთი ავადმყოფები იზოლირებულად არ არიან და, ბუნებრივია, დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით სხვებსაც გადაედებათ. არიან ც ჰეპატიტით, შიდსით, კიბოთი და სხვა ავადმყოფობით დაავადებული ადამიანებიც. _ ციხის ადმინისტრაცია როგორ ექცევა პატიმრებს, ისევ აქვს ადგილი წამების ფაქტებს? _ ევროკონვენციის მესამე მუხლი კრძალავს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, წამება კი, ყველაზე მძიმე ფორმაა. ჩვენს ციხეებში, წამებისგან განსხვავებით, ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას ყოველდღიური ხასიათი აქვს. ყველანაირი კატეგორიის პატიმარს ერთნაირად ექცევიან: თუ ვინმეს რადიო აქვს ჩართული, ან ნარდს თამაშობს და კამათელს აგორებს, ეჩხუბებიან, ხმაურიაო. არადა, ნარდი უხმოდ როგორ უნდა ითამაშო? ამის გამო მთელ საკანს სცემენ. პატიმრები ჰაერზე არ გადიან, რადგან ამ დროს ადგილი აქვს შეურაცხყოფის ფაქტებს _ თავში ჩარტყმა, დედის გინება და პანღურის ამორტყმა აღარავის უკვირს. პატიმრები ამას ისე მიეჩვივნენ, რომ ყველაფერი ეს მათში პროტესტს ნაკლებადღა იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, პატიმარი დღეს ადამიანად არ აღიქმება და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, თვითონ მსჯავრდებულებსაც უკარგავენ განცდას, რომ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან! _ პატიმართა კვება გაუმჯობესდა თუ ისევ `ბალანდას~ აჭმევენ? _ ახლაც `ბალანდას~ ჭამენ. ახლობელი პატიმარს პლასტიკურ ბარათზე თანხას ჩაურიცხავს, მას შეუძლია, ციხის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში პროდუქტი იყიდოს, რომელიც, სამწუხაროდ, ძვირია. _ ბატონო გელა, ციხეში პრესის შეტანის აკრძალვამ აჟიოტაჟი გამოიწვია… _ პრესის შეტანა, მართლაც, აკრძალეს, ანუ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მხოლოდ გასართობი და სპორტული ჟურნალ-გაზეთები შედის. მართალია, პატიმრებს რადიოები აქვთ, მაგრამ თუ ვინმე ხმას აუწევს, ართმევენ, ანუ ციხის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, რომ პატიმრები ინფორმაციულ ვაკუომში მოაქციოს და როცა უფლებადამცველები ციხეში შევდივართ, პატიმრები პირველად გვეკითხებიან, გარეთ რა ხდებაო. ესაუბრა ნათია ლებანიძე argumenti.ge
-
Этого не могли предвидеть даже прозорливые отцы-основатели - Федеральная резервная система сегодня в Твиттере! Вы просто задумайтесь о возможностях такого новшества: в одну прекрасную пятницу какой-нибудь функционер из ФРС пишет сообщение из 140 знаков или даже меньше и - бац! - провоцирует мировой кризис. Кризис сможет вызвать даже простая опечатка.
-
В параде на Красной площади 9 мая 2012 года примут участие более 14 тысяч военнослужащих. В мероприятии будут задействованы около ста единиц техники, а также пять вертолетов Ми-8. Парады Победы пройдут и в других городах России, а также в Севастополе. В общей сложности они соберут около 40 тысяч военнослужащих. lenta.ru
-
</p> /get_img?ImageId=6756<p>"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს, 16 მარტს, გამოეხმაურა “სახალხო კრების” წარმომადგენლებისა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას. "სად წაიკითხეს, რომ მე კოალიციაში შესვლას ვითხოვდი? უხერხულია, არ მგონია, რომ ადამიანები კითხულობენ და ვერ იგებენ. როგორც ჩანს, ან მართლა არ წაიკითხეს, რაც კიდევ უფრო გასაკვირია. მაშინ სხვა მიზეზია, რომელზეც არ საუბრობენ. მაშინ დავმარცვლავ - არავინ კოალიციაში და "ქართულ ოცნებაში" მიღებას არ გთხოვთ, თქვენ ადგილებს და თქვენს ხელფასებს არავინ გეცილებათ", - განაცხადა ბურჯანაძემ სასტუმრო "ვერე პალასში" "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრების "სახალხო კრების" სათათბირო ორგანოსთან - დარბაზთან შეხვედრის დაწყებამდე. მან ასევე ხაზგასმით ისაუბრა ქვეყანაში ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის მნიშვნელობაზე. “არავინ არსად შესვლას არ ითხოვს, არ ვითხოვთ კოალიციაში ადგილებს. საუბარია ერთიან ეროვნულ ფრონტზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად გაერთიანდებიან. ერთ–ერთი კრიტერიუმი სამშობლოს სიყვარული და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენ გვაინტერესებს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მივესალმებით ყველა იმ იდეას, რომელიც ხელს შეუწყობს ოპოზიციური ძალების კოორდინაციას,” - განაცხადა ბურჯანაძემ. ბურჯანაძემ არაპოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა ივანიშვილის მისადმი გამოთქმული მოსაზრება 26 მაისის მოვლენებზე. მისი თქმით, სააკაშვილსაც არ უთქვამს, რომ ის პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსია. „რას ნიშნავს, რომ კრებას უნდა ჩამოვშორდე? ვის აქვს იმის უფლება, მე სამშობლოს სიყვარული ამიკრძალოს, ან არგუმენტირებულად მითხრას, რომ ამ პროცესს ხელს ვუშლი. ჯერ ერთი, ეს „სახალხო კრების“ გადასაწყვეტია. ვიღაცამ რატომ უნდა მიკარნახოს, სად წავიდე და სად არა? მესია საქართველოში ჯერ არ გამოცხადებულა და დანარჩენს არავის აქვს ამის უფლება. ჯერ ერთი, რა პროცესს უნდა შევუშალო ხელი? საერთოდ რამე პროცესი არსებობს? უკაცრავად, მაგრამ სააკაშვილსაც არ უთქვამს, რომ ბურჯანაძე პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსია“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, 6 მარტს ივანიშვილი “სახალხო კრების” წარმომადგენელბს შეხვდა და შეხვედრაზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ "თუ საერთო საქმეს არ ეხმარები, ისეთი პოზიცია მაინც უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო." “არ უნდა დარჩე პატარა ბავშვივით და იძახო “ჩემი” და “მე”. ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს. არ არის აუცილებელი, რომ მიიღო მონაწილეობა, თუ შენ შენი მონაწილეობით კი არ ეხმარები, აზიანებ. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიჭირო ისეთი პოზიცია და მდგომარეობა, რომ საერთო საქმეს თუ ვერ მოეხმარები, არ დააზიანო მაინც,” – აღნიშნა შეხვედრაზე ივანიშვილმა. დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩიეს "სახალხო კრების" სათათბირო დარბაზის ახალი სპიკერი, სოსო ჯაჭვლიანი. "სახალხო კრების" სათათბირო დარბაზის ყოფილი სპიკერი გოგი ქავთარაძე თავი საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს. "ბოლო პერიოდის განმავლობაში სპიკერის მოვალებას ნონა გაფრინდაშვილი ასრულებდა. ბატონი გოგი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს. მას არ დაუფიქსირებია, რომ კრება დატოვა, მაგრამ ის ვერ ათავსებდა თავის საქმიანობას თეატრალურ კავშირსა და კრებაში. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც გადაღებებზე იყო და კრების ღონისძიებებს ვერ ესწრებოდა", - განმარტა ბურჯანაძემ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=5748 ”ქართული ოცნება” კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს მოძრაობის აქტივისტების მიმართ კონსტიტუციის უგულვებელყოფად და ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს. შესაბამისი განცხადება ქართულმა ოცნებამ დღეს, 16 მარტს გაავრცელა. ”2012 წლის 11 მარტიდან დღემდე, კონტროლის პალატა, როგორც ცალკე, ისე პოლიციასა და სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად, უკანონოდ ახორციელებს „ქართული ოცნების“ ასობით მხარდამჭერის შევიწროებისა და დაშინების ოპერაციას. რეალურად, მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა პოლიტიკური დევნა. 2012 წლის 15 მარტს კი, საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაიდინა მორიგი უკანონობა. ამ უწყების პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „პოლიტიკური სუბიექტის უკანონო დაფინანსების“ გამო,” - წერია ”ქართული ოცნების” განცხადებაში. ”ქართული ოცნების” განცხადებით, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილსა და ამ პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროა. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი დაბარებულია საქართველოს კონტროლის პალატაში. ”უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, გადაუკეტოს დაფინანსების ყველა საშუალება კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სუბიექტებს, რათა მოუსპოს მოქალაქეებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის ყოველგვარი სურვილი და შესაძლებლობა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან დღემდე, მთელი სახელმწიფო აპარატი ამუშავებულია ისეთი ახალი კანონებისა და პრაქტიკის დასანერგავად, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ,” - მიიჩნევენ ”ქრთულ ოცნებაში.” ორგანიზაციას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ”ხელისუფლება ყველა ამ უსამართლობას ჩადის საბოლოოდ ერთი დიდი უკანონობისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის ვადის ამოწურვამდე დარჩა მხოლოდ 20 დღე. ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი კანონიერი საფუძველი, უარი უთხრას მას საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილისათვის დიდი ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებით და სხვა, ეგრეთ წოდებული სამართალდარღვევების აღმოჩენის გზით ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შექმნას საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის და ამიტომ არ ანიჭებს მას საქართველოს მოქალაქეობას.” ”ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა არ მისცეს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანეს და გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში.” სრული ინფო(netgazeti.ge)