Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ რეგიონებში ახსნა-განმარტებებისთვის მოქალაქეების დაბარების ფაქტებს უფლებადამცველი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ფეისბუკზე… ლინკი მედიანიუსზე
  2. Партия "Сильная Украина" во главе с вице-премьером Украины Сергеем Тигипко объявила о самороспуске и объединилась с провластной "Партией регионов". Деятельность "Сильной Украины" прекращена, ее членам рекомендовано вступать в "Партию регионов". Тигипко также был выбран заместителем председателя "регионалов". lenta.ru
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/saakashvili-chaafurtxet11-300x2351114.jpg„ჩვენ დაგვაცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება“,-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში, სასათბურე მეურნეობის დათვალიერებისასგანაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს “გაჟღერდა ახალი ნოტები” და აქვე დასძინა, რომ “ისინი დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის, ჰომსის სცენარით. „ მინდა, გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს – დაემუქრნენ ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სიტყვით – კატასტროფით. მინდა, ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა – 1992. როგორც ჩანს, ვიღაცეებმა ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლეს . მათი ნაწილის გამოცვლა არის სრულიად შეუძლებელი, მხოლოდ კიდევ უფრო გაუარესება ხდება. ახლა 2012-ია და არა – 1992″, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმითვე, გარკვეული პიროვნებები ცდილობენ საარჩევნო კამპანიაში მის ჩათრევას. “ცდილობენ, საარჩევნო კამპანიაში ჩაგვითრიონ. ისინი ფიქრობენ სკამებზე, მე ვფიქრობ, აი, ამ სათბურზე, საწარმოებზე, ახალ კურორტებზე, ახალ ქალაქებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, რომ გაჩნდეს პერსპექტივა, რადგან ეს არის ჩემი ამბიცია და არა ის, ვინ რომელ სკამზე გადაჯგუფდება. ჩაატარონ რა კამპანიაც სურთ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ ძალიან დიდი უზნეობაა. “ეს არის ის, რითიც ვამაყობთ და მომავალში ვიამაყებთ. ასე რომ, ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ უბრალოდ, ძალიან დიდი უზნეობაა. დაანებეთ თავი ასეთ თემებთან თამაშსაც კი, თუნდაც თქვენს ფანტაზიებში და თუ აზრად გაქვთ, თქვენთვის შეინახეთ. ჩვენ დაგვაცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
  4. Оппозиционные политики, в том числе Геннадий Гудков и Борис Немцов, призвали общественность бойкотировать телеканал НТВ. "Рейтинговым лицам" предлагается не общаться с журналистами телеканала, а зрителям - отказаться от просмотра НТВ. Также оппозиция собирается призвать бизнес не давать рекламу на этом телеканале. lenta.ru
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/01/todays-zaman.jpg ზაურ შირიევი ”საქართველო და აზერბაიჯანი უფრო მეტს წარმოადგენენ ერთმანეთისთვის, ვიდრე მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებს”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას, ბაქოში მისი ვიზიტისას, აზერბაიჯანის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში. მისი შენიშვნები ორი ქვეყნის ნაყოფიერი ურთიერთობების ისტორიაზე კონცენტრირდა, იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარსული გამოცდილება სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების სასარგებლო ნიმუშად გამოდგეს. სიტყვაში ნახსენები იყო ”ალი და ნინო”, ცნობილი აზერბაიჯანული რომანი, რომელშიც ალი ბოლშევიკური რუსეთის ჯართან ბრძოლაში იღუპება, რასაც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემაც მოჰყვა. სააკაშვილმა ამ საყვარელი ტრაგედიისთვის, ახალი, ბედნიერი ფინალის შეთხზვის ინიციატივა გამოთქვა. მისი გამოსვლის მთავარი სამიზნე რუსეთი იყო და იმ ფაქტმა, რომ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტი თავისი კრიტიკული გამოსვლის პლატფორმად გამოიყენა, ზოგიერთი აზერბაიჯანელი პარლამენტარი შეაშფოთა – ხომ არ შეიძლება ამ გამოსვლამ ავნოს აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობებს. თუმცა იმ ფონზე, რომ ვლადიმერ პუტინი კვლავ დაბრუნდა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე, სააკაშვილის გამოსვლამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში. პუტინის პირადი სიძულვილი მისი პრო-დასავლელი კოლეგისადმი, სააკაშვილისადმი არავისთვის საიდუმლო არ არის და ამ ფაქტორმა შეასრულა კიდეც მნიშვნელოვანი როლი ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობებში. საერთოდ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების აზრით, იმის გამო, რომ აშშ-ს ინტერესი კავკასიისადმი შემცირდა, რეგიონი მოსკოვს ჩაუვარდა ხელში. ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, აშშ-ს უშიშროების ყოფილმა ექსპერტმა ზუსტად აღნიშნა, რომ ”ამერიკის გავლენის შემცირება საქართველოს სრულიად მოწყვლადს გახდიდა, როგორც რუსეთის პოლიტიკური ზეწოლისათვის, ასევე სამხედრო აგრესიისათვის” (ბზეჟინსკი, ”სტრატეგიული ხედვა, ამერიკა და გლობალური ძალაუფლების კრიზისი”). აი ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილს სურს გაიგოს, რას ფიქრობს ბაქო პუტინის ევრაზიულ პროექტზე და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ბაქოში ვაშინგტონის ვიზიტის შემდეგ ჩავიდა, ზოგიერთი ადგილობრივი ექსპერტის აზრით, მან ბაქოში აშშ-ს გზავნილი ჩაიტანა. უფრო მეტიც, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კავკასიის მომავალი უნდა დაუკავშირდეს ევროპის კავშირსა და ნატოს. ამ კონტექსტში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის გეგმა დღესაც ზედმეტად ამიბიციური ჩანს, ხოლო მისი შექმნის ვადები (2015 წლისათვის) – არარეალისტური. გარდა ამისა, იმის გახსენებაც ღირს, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ, 2010 წელს ევრაზიის რეგიონში ასეთივე კავშირის შექმნის იდეა წამოაყენა, იდეა, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრს აღარც კი ახსოვს. თავის მხრივ, აზერბაიჯანი სამომავლოდ განიხილავს სრულ სურათს, მაგრამ მისი პოზიცია ისევ ძალიან არის დამოკიდებული მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაზე. ბაქოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი შფოთავს იმის გამო, თუ როგორ იმოქმედებს პუტინის დაბრუნება კონფლიქტთან დაკავშირებულ სამმხრივ რეგულარულ შეხვედრებზე აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის. თურქეთის წინადადება, მიუხედავად იმისა, პუტინის ევრაზიული ინიციატივის წინააღმდეგაა ის მიმართული, თუ მის მხარდასაჭერად, მაინც იქონიებს ზეგავლენას აზერბაიჯანის გადაწყვეტილებაზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ აზერბაიჯანი ჯერ არ შეურთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავისუფალ სავაჭრო ზონას. მანამდე, სანამ მთიანი ყარაბახის პრობლემა არ გადაწყდება, აზერბაიჯანი მხარს არ დაუჭერს სომხეთთან ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ინტეგრაციას. სააკაშვილის კიდევ ერთი გზავნილი „საერთო კავკასიისკენ“ მიმართულ ძალისხმევას ეხებოდა. პრეზიდენტი სააკაშვილი ამ კონცეპტის მტკიცე მხარდამჭერია, მაგრამ რეალურად „საერთო კავკასიის“ თეორიული საფუძველი 1996 წლის 8 აპრილს შეიქმნა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანისა და საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტებმა ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოწერეს „კავკასიის რეგიონის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თბილისის დეკლარაციას“. ეს დეკლარაცია იქცა რეგიონის სამომავლო ხედვის არსებით კომპონენტად, მაგრამ იმის გამო, რომ რეგიონში კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში პროგრესი არ ჩანს, ეს მოდელი არ მუშაობს. სწორედ ამავე მიზეზით, ვერ განხორციელდა თურქეთის პლატფორმა კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესახებ. რაც შეეხება ევროკავშირისა და ნატოს როლს, აზერბაიჯანი იმედგაცრუებულია იმით, რომ ევროკავშირმა სუსტი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციების გამო და იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო საქართველოს პოზიციის მხარდაჭერა რუსეთთან მიმართებაში. ამიტომ აზერბაიჯანი სამეზობლოში ეძებს ინტეგრაციულ მოდელებს; თურქეთისა და საქართველოს მისწრაფებათა შედეგები ბაქოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. საბჭოთა კავშირის „ხალხთა საპყრობილის“ დაცემის შემდეგ, აზერბაიჯანი და საქართველო სამი გ-ს ტყვეებად იქცნენ: გეოგრაფიის, გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკური კონკურენციის. მაგრამ ამ ორმა ქვეყანამ, კეთილმეზობლური ურთიერთობის წყალობით, ეს ბარიერები ხელისშემწყობ გარემოებებად აქცია. აზერბაიჯანმა მოიპოვა პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე; აშენდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენები; მალე დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ფატქობრივად შექმნეს ისეთი გეოპოლიტიკური გუნდი, რომელსაც აშშ ძალიან უჭერს მხარს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობა არ არის მარტოოდენ „გეოპოლიტიკური საჭიროების“ ან „ისტორიული ბედისწერის“ შედეგი. 2008 წლის ომმა რუსეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო განამტკიცა ბაქო-თბილისის სამომავლო ტანდემი. ომის მსვლელობისას აზერბაიჯანმა შეინარჩუნა ნეიტრალური პოზიცია, მაგრამ რეალურად საქართველო გრძნობდა აზერბაიჯანის მხარდაჭერას, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტში. ენერგეტიკული მომარაგება და მხარდაჭერა აზერბაიჯანიდან საკვანძო მნიშვნელობისაა საქართველოს საშინაო ფუნქციონირების თვალსაზრისით. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ საქართველოში გადასახადების უდიდესი გადამხდელია. სოკარმა ადგილობრივი ფილიალის, „სოკარ საქართველოს“ ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა. ის აკონტროლებს ქვეყნის ავტოგასამართი სადგურების 80 პროცენტს. სააკშვილის ვიზიტის დროს ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ერთობლივად შეიტანენ განახცადს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მათ ქვეყნებში ჩატარებაზე. არ არსებობს არავითარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემა ამ ორ ქვეყანას შორის, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში მათ აერთიანებთ საზიარო წუხილი გაჭიანურებული კონფლიქტების გამო. მთავარი პრობლემა “გუამ”-ის მომავალია. აზერბაიჯანი და საქართველო ამ სტრუქტურის მთავარი ხელშემწყობნი არიან, სტრუქტურისა, რომელიც დასავლეთზე ორიენტირებული რეგიონალური ორგანიზაციის შექმნის ამბიციას უკავშირდება. ეს ორგანიზაცია 1997 წელს დაარსდა და მასში ის ქვეყნები გაერთიანდნენ, რომელთაც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საზიარო ინტერესები აქვთ, ესენია – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვეთი. ამჟამად “გუამ”-ის ბედი ძალიან არის დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე. მისი ხედვა 1990-იანი წლების პარადიგმას ეფუძნება და ახლა ყოვლისმომცველი სამომავლო გეგმის განვითრებას მოითხოვს. სტრუქტურამ “სამი გ”, რომელიც ამ კავკასიური ტანდემის მახასიათებელია (გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა და გეოგრაფია), მეოთხე განზომილება განამტკიცა – გეოსტრატეგიული ხედვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის მომავლისათვის. ორიგინალი ორიგინალი
  6. Перед Путиным не стоит призрак гражданской войны или путча, а всего лишь политическая оппозиция, зародившаяся в рамках среднего класса, городской буржуазии, в среде молодых профессионалов, которые выросли во время его правления и сегодня требуют, чтобы Кремль завершил реформы, хотят большего, чем стабильность, разрешить противоречия, которые тормозят развитие страны.
  7. 46:0 - ასეთი ანგარიშით დაამარცხა დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები რაგბიში. გუნდებს შორის შეხვედრა, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რამდენიმე წუთის წინ წინ დასრულდა. 1993 წლის შემდეგ რუსეთის ნაკრებს საქართველოს გუნდი არ დაუმარცხებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. Из программиста выбили признание в краже, которую он не совершал. Позже дело закрыли, даже несмотря на наличие признательных показаний. Это уже четвертый официально зафиксированный случай превышения полномочий сотрудниками "Дальнего". newsru
  9. იბრაჰიმ იაგანოვს ”ძალიან დადებითი” შთაბეჭდილებები დარჩა საქართველოში მოგზაურობაზე ამის შესახებ ცნობილმა ჩერქეზმა საზოგადო მოღვაწემ ” Голос Черкесии” - თან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნა რა, რომ ყველაზე უფრო გააკვირვა ”ასე მოკლე დროში საქართველოს ხელისუფლების მიერ მოსახლეობის მენტალიტეტის გარდატეხამ და რომ სახელმწიფო აპარატი მუშაობს არა თავის თავზე, არამედ ხალხზე”.”გასაოცარია ის, თუ როგორ გადაწყვიტა საქართველომ კრიმინალური კორუფციის პრობლემა, - თქვა მან. - ოდესღაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ”კანონ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. /get_img?ImageId=2808 "ცდილობენ, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ საარჩევნო კამპანიაში", - ამ სიტყვებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი საპასუხო განცხადება სამეგრელოში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობასა და ხელისუფლების სამოქალაქო ომისთვის მზადებაზე, რაზეც ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელებს მიაწოდა ინფორმაცია. საპასუხო განცხადება პრეზიდენტმა წეროვანიდან გააკეთა, სადაც ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით აშენდა: "ისინი ფიქრობენ სკამებზე და მე ვფიქრობ ამ სათბურებზე, ახალ საწარმოებზე, კურორტებზე, ახალ ქალაქებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, ახალ სკოლებზე, ახალ უნივერსიტეტებზე, ერთი სიტყვით, მართლა იმაზე, რომ პერსპექტივა გაჩნდეს. ეს არის ჩემი ამბიცია და არა ის, ვინ რომელ სკამზე გადაჯგუფდება, ჩემი ჩათვლით, შემდგომი წლის განმავლობაში. ამიტომ ამაზე მე რეაგირებას არ ვახდენ, რა კამპანიაც უნდათ, ატარონ, კანონის ფარგლებში, ღმერთმა ხელი მოუმართოთ!" - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა უპასუხოდ არ დაუტოვებია ალასანიას განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ შესაძლოა მალე ზუგდიდში ახალი ჰომსი (სირია) მივიღოთ: "დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის სცენარით, ჰომსის სცენარით, ე.ი. მინდა გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს - ათასობით ადამიანის მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით და ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სიტყვით, კატასტროფით. მე მინდა უბრალოდ ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992 წელი. მხედრიონის თარეშმა ვერ ააღებინა სამეგრელოს საზოგადოებას ხელი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეაზე და მე კარგად მახსოვს და ჩემი თვალით ვნახე 2008 წელს, როგორი ღირსებით, თავაწეული შეხვდნენ იქაური ადამიანები რუსების ოკუპანტებს, როგორ ეჭირათ თავი. იმ ხალხს ნურაფრით ნუ ემუქრებით, ძალიან გთხოვთ," - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთი დღეს არის რეგიონი, სადაც ხორციელდება საქართველოს გრძელვადიანი მომავლისთვის მნიშვნელოვანი პროექტები: "ეს არის საპორტო ინფრასტრუქტურა, ფოთის პორტის გაფართოება, ფოთის აეროპორტი, ლაზიკა, ყულევი, ანაკლია, ზუგდიდის აღორძინება, შემდეგ მესტია, თეთნულდი, მომავალში ეწერი, უშგულის უფრო უკეთესად მოწყობა, სხვა ადგილები, სოფლის მეურნეობის განვითარება, დაჩქარებული რკინიგზა, ავტობანი, თანამედროვე საავადმყოფოები და სკოლები, ერთი სიტყვით, ის, რითაც ყველანი ვიამაყებთ. ასე რომ, ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ უბრალოდ ძალიან დიდი უზნეობაა, დაანებეთ თავი ასეთ თემებთან თამაშსაც კი თქვენს ფანტაზიაში და თუ აზრად გაქვთ, თქვენთვის შეინახეთ. ჩვენ დაგვაცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება!" შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 15 მარტს, "ქართული ოცნების" ლიდერებთან დიპლომატების შეხვედრის დროს, განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში გასამხედროებული ჯგუფები ყალიბდება. მისივე თქმით, სააკაშვილი ემზადება სამოქალაქო ომისა და კონფრონტაციისთვის. მანვე დახმარებისთვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს: "სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად. ჩვენ, კოალიცია "ქართული ოცნება", ვაცნობიერებთ, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა – საერთაშორისო თანამეგობრობა და ხელისუფლებაც," - განაცხა ირაკლი ალასანიამ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. ჩემი ყველა პოსტი, რომელიც აქამდე დამიწერია ჩვენს ბლოგზე ირიბად თუ პირდაპირ უკავშირდება ერთ ქვეყანას – შუმერეთს. ამიტომ გადაწყვიტე ამჯერად პოსტი სწორედ ამ ქვეყანაზე დამეწერა. მე არ ვაპირებ ისინი ისტორიის სახელმძღვანელოს მიხედვით განვიხილო, რადგან მგონია ზედმეტი იქნება იმის ხელახლა მოყოლა, თუ როგორ დასახლდნენ მესოპოტამიაში 5 ათასწლულის წინ და რა შექმნეს. მე ... View ucnauri.com
  12. Ученые говорят, что культурные стереотипы глубоко укоренились в нашем генетическом коде. Такие общие черты как британский индивидуализм и китайский конформизм объясняются генетическими различиями между расами, о чем говорят результаты нового исследования.
  13. კარნავალი – სიტყვის წარმოშობის 2 ვერსია არსებობს. Carrum novalis ლათინურად რიტუალური, ბორბლებიანი ხომალდია, რომელსაც ძველად, ევროპის ქვეყნებში, ქუჩებში დაასეირნებდნენ ნაყოფიერების კერპებთან ერთად. მეორე ვერსიით სიტყვა უკავსირდება Carnem levare-ს, რაც იტალიურად “მშვიდობით, ხორცო“-ს ნიშნავს. ევროპული კარნავალები, ტრადიციულად ქრისტიანული დიდი მარხვის წინ ტარდება, რომლის დროსაც ხორცის ჭამა და სხვა სახის მსუყე სიამოვნებები ... View ucnauri.com
  14. იბრაჰიმ აიგანოვის თანამებრძოლებმა ”საკმაოდ დადებითად” აღიქვეს მისი საქართველოში ჩამოსვლა. ამის შესახებ ცნობილმა ჩერქეზმა საზოგადო მოღვაწემ ”Голос Черкесии” - თან ინტერვიუში განაცხადა. უნდა აღინიშნოს, რომ იაგანოვი აფახაზეთში სეპარატისტების მხარეს ომობდა და ბატალიონ ”Кабарда” - ს მეთაურობდა, დაჯილდოებულია ”აფხაზეთის გმირის” წოდებით.იაგანოვის თქმით, აფხაზეთში მოხალისედ მებრძოლმა ჩერქეზებმა ”დაკარგეს ყველაფერი, გარდა დაუმთავრებელ ომში გამარჯვებისა და მოგონებების სიხარულისა” და ”ყველას ესმის, რ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. Когда на этой неделе Виктор Вексельберг, один из главных акционеров Объединенной компании «РУСАЛ», громко объявил о своем уходе с поста председателя совета директоров крупнейшего в мире производителя алюминия, этот шаг шокировал инвесторов, уже успевших привыкнуть к значительно более сдержанным маневрам российского магната.
  16. საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე 16 მარტს ექსპლუატაციაში შევიდა ხალი საავტომობილო გამშვები პუნქტი. სოჭიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ”ტერმინალს შეუძლია მნიშვნელოვნად განტვირთოს ძველი საავტომობილო ხიდი, რომლის გამტარუნარიანობამაც დიდი ხნის წინ ამოწურა თავისი შესაძლებლობები”.რაც შეეხება ფეხით მოსიარულეებს, მათი მდგომარეობა შედარებით რთულია - ფეხით გადაადგილებისათვის ახალი ტერმინალის აშენებამდე მდინარე ფსოუზე ადამიანთა გადაადგილება ორივე მხარეს ძველი სქემით განხორციელდე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. Москва занимает 61 место в рейтинге международных финансовых центров, публикуемом консалтинговой компанией Z/Yen Group. Многие соглашаются в том, что России вряд ли удастся быстро или вообще когда-либо достигнуть уровня таких финансовых центров, как Лондон, Нью-Йорк или Сингапур. Но России и не нужно на них ориентироваться, считает эксперт, ей стоит обратить внимание на развитие Бильбао или Белфаста.
  18. </p> /get_img?ImageId=6763<p>ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი რეფორმა, ცენტრალიზებული საატესტატო გამოცდები მეცხრე კლასში და საერთაშორისო ბაკალავრიატი - ამ საკითხებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე მუშაობენ. 4-ის ნაცვლად, მხოლოდ 1 ან 2 ეროვნული გამოცდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საუბარში აღიარა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა დასახვეწია. ამიტომ, დიმიტრი შაშკინის თქმით, მთავრობა საქართველოში გამოცდების ახალი, ამერიკული სისტემის დანერგვაზე მუშაობს. ახალი სისტემით, სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 8 საატესტატო და 4 ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უწევთ, 8 საატესტატო და მხოლოდ 1 ან 2 ეროვნულ გამოცდას ჩააბარებენ. „ჩვენი ქსპერტები მსჯელობენ იმაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბავშვებისთვის როგორ გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად არ დავაზარაოლოთ ჩვენი მთავარი ამოცანა - ცოდნის მიღება,“ - განაცხადა მინისტრმა. მკვლევარები და ექსპერტები განათლების საკითხებში ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს მნიშვნელობას სწორედ საატესტატო გამოცდები შეიძენს. შალვა ტაბატაძე, “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” თავმჯდომარე ამბობს, რომ გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ინტეგრირების იდეა ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გახორციელებულიყო. „მისაღები გამოცდების მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაფუძნება, არაეფექტური აღმოჩნდა, გაცილებით უპრიანია, თუ რამდენიმე კომპონენტი ჩაერთვება მასში,“ - ამბობს ტაბატაძე. ექპერტი განათლების საკითხებში მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი კომპონენტი მისაღები გამოცდების დროს სასკოლო ნიშნებიც უნდა გახდეს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ სკოლაში კორუფციის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული მექანიზმებიც უნდა მოქმედებდეს. „იგივე ამერიკულ მოდელში სხვადასხვა დამატებითი კრიტერიუმებია მისაღები გამოცდების დროს, მაგალითად, უნივერსიტეტებს თავიანთი საკუთარი კრიტერიუმები აქვთ, გასაუბრება, სააპლიკაციო ფორმა და ა.შ.“ - ამბობს ტაბტაძე. ინტეგრირებული გამოცდების სისტემის დანერგვას დადებითად აფასებს გიორგი გახელაძეც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გახელაძე მიიჩნევს, რომ მისაღები გამოცდების ის სისტემა, როგორი სახითაც დღეს საქართველოში არსებობს, საბოლოოდ არ აღმოჩნდა მოსწავლეთა განათლების ხარისხის შედეგების რეალური საზომი. „გარდა ამისა, ნაკლები მისაღები გამოცდის ჩაბარებით, გიორგი გახელაძის განმარტებით, ნაკლებ რესურსს დახარჯავს სახელმწიფოც და აბიტურიენტიც, ვინაიდან დამატებით რეპეტირორებთან მომზადება საჭირო აღარ იქნება,“ - ამბობს გიორგი გახელაძე. კონკრეტულ ვადებზე, როდიდან დაინერგება გამოცდების ახალი სისტემა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჯერ არ საუბრობენ. ცენტრალიზებული საატესტატო გამოცდები მეცხრე კლასში „რამდენიმე სკოლა ტესტურ რეჟიმში უკვე ამოწმებს მეცხრე კლასში საატესტატო გამოცდებს. 2014-2015 წლისთვის არ გამოვრციხავ ცენტრალიზებული მე-9 კლასის გამოცდები უკვე ყველა სკოლაში დაინერგოს. იქამდე კი ბავშვებს 2-3 წელს მივცემთ იმისთვის, რომ მოემზადონ ამ გამოცდებისთვის. ამ ინიციატივაზეც ექსპერტები უკვე მუშაობენ და ჩემი ვარაუდით, ამ ზაფხულში გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივიღებთ,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე. გამართლებულს უწოდებს მე-9 კლასში საატესტატო გამოცდებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გახელაძე და მიიჩნევს, რომ უმჯობესია მე-9 კლასშივე ჩატარდეს ასეთი გამოცდები, ვიდრე - მე-12-ში. თუმცა, განათლების მკვლევართა ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევებში სკოლის მიტოვების რისკები გაიზრდება. „სკოლის ადრეულ ეტაპზე მიტოვების პრაქტიკა განათლების დღევანდელმა სისტემამ ამის ფაქტორის გარეშეც დანერგა, როდესაც მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების გამო, სკოლის დირექტორების გათავისუფლება დაიწყო. ამ პრაქტიკამ კი, სკოლის დირექტორებს უბიძგა დაიყოლიონ მშობლები და დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეები საერთოდ გაიყვანონ სკოლებიდან,“ - აღნიშნავს გიორგი გახელაძე. საერთაშოროსო ბაკალავრიატი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებითვე, სამ წელიწადში „საერთაშორისო ბაკალავრიატის“ (IB) წინასაუნივერსიტეტო ორწლიანი პროგრამა დაინერგება, რომლის გავლის შემთხვევაში, მინისტრის თქმით, ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტის კარი ავტომატურად გაიღება საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის. „ამ პროგრამის არჩევის შემთხვევაში, მოსწავლეები გათავისუფლდებიან საატესტატო გამოცდებიდან, ვინაიდან, თითქმის, ყოველ თვე გაცილებით მეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ,“ - განაცხადა მინისტრმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. გამარჯობა , დღეს მინდა წარმოგიდგინოთ დემოტივატორების მე-3 ნაწილი.იმედია მოგეწონათ View ucnauri.com
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/6526-25-agvisto-012-300x168.jpgშპს ,,კარმენის” გორის წისქვილკომბინატში სიმინდის საცავი და საშრობი კომპლექსი შენდება. კომპლექსი რეგიონში პირველია და ის ექსპლოატაციაში მიმდინარე წლის ივლისიდან შევა. საშრობი დანადგარი, რომლის ღირებულება 1 100 000 ლარია ამერიკული წარმოებისაა და მის მონტაჟს დაახლეობით ერთ თვეში დაიწყებენ. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, კომპლექსის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ იქ 15 ადამიანი დაიწყებს მუშაობას. საშრობის წარმადობა საათში 35 ტონას შეადგენს. საცავში კი, რომელიც 96 სილოსისგან შედგება, 12 000 ტონა სიმინდის შესანახვა იქნება შესაძლებელი. კომპლექსის მშნებლობის სამუშაოების მიმდინარეობა დღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა დაათვალიერა ,,კარმენის” ხელმძღვანელობასთან ერთად. ,,სიმინდის პროგრამა გასულ წელს შიდა ქართლში წარმატებული იყო. 40 000 ტონაზე მეტი სიმინდის მოსავალი იქნა მიღებული ჩვენს რეგიონში. 4 თვეში გორში სიმინდის საშრობი და საცავი კომპლექსი შედის ექსპლოატაციაში და ფერმერებს მოსავლის შენახვის პრობლემა აღარ ექნებათ. ეს კი სიმინდის წარმოების გავითარებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს,”- განაცხადა ტატიშვილმა იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/a14338-300x225.jpgსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, აუქციონის წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „იგრიკა“ გახდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 30 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გამოაცხადა. შპს “იგრიკა“ ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე; მობლური სადგურიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან ქ.თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №47–ში განთავსებული სტუდიამდე რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადებას ითხოვდა. კომპანია „იგრიკას“ წარმომადგენელმა დაადასტურა რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში 9 156 ლარის და 60 თეთრის გადახდისთვის მზადყოფნა. იხილეთ epn.ge
  22. Некоторые противники Путина полагают, что его идея создать список из 100 книг представляет собой хитрую попытку восстановить государственный контроль над искусством. «Социальная инженерия через предписываемую государством литературу, - как назвал ее автор редакционной статьи в Daily News Александр Назарян, - откровенно советская в своем желании склонить человеческий интеллект к послушанию».
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/Shexvedradireqtorebtan-17.3.12-300x200.jpgსაქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პირველკლასელთა რეგისტრაცია, საატესტატო გამოცდები და არდადეგების პერიოდში სკოლების რეაბილიტაცია იყო. განათლებვის ამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლიდან შეიცვალა სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა. 2012 წელსაც მიღება წინასწარ გამოცხადებულ ვადებში მოხდება, ცვლილება შედის პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში, წელს პირველად, დარეგისტრირება ელექტრონულად, მხოლოდ სპეციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი. სკოლებს ევალებათ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს და მოხდეს მოსწავლეთა დროული დარეგისტრირება. ყველა დარეგისტრიტრებული ბავშვი 15 სექტემბერს საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საატესტატო გამოცდებს. გასულ წელს, პირველად საქართველოში, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. იგივე მეთოდით საატესტატო გამოცდები 2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსაც რვა საგანში გაიმართება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სკოლის დირექტორებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარება. მინისტრმა დირექტორებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხიც განიხილა. სამინისტრო საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში გეგმაზომიერად, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად ახორციელებს სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო სამუშაოებს. ეს პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება. იხილეთ epn.ge
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_1_84619-300x291.jpg17 მარტს გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 53 წელი შესრულდა. პოეტი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემოკოსი გალაკტიონ ტაბიძე, 1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი)დაიბადა. 1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.). 1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით. 1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი. ამის შემდეგ, 1916 წელს გალაკტიონ ტაბიძემ იქორწინა ოლღა ოკუჯავაზე და მასთან ერთად გაემგზავრა მოსკოვში. 1918 წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“). 1928 წელს პოეტი მოსკოვში მიავლინეს, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.1937 წელს კი ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს. 1959 წლის 17 მარტს გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი. იხილეთ epn.ge
  25. /get_img?ImageId=6762 ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების მიხედვით, 2012 წელს საქართელო 54.5 ქულით 59 ადგილზეა. ქვეყანა აღნიშნული მონაცემით პირველია კავკასიის რეგიონში. რუსეთი 52.9 ქულით 66-ე ადგილზეა, სომხეთი 53,3 ქულით 64-ე ადგილზე, ხოლო აზერბაიჯანი კი 46.8 ქულით 90–ე ადგილზეა. ქალთა შემოსავლის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფში შედის, ამ ჯგუფში ქვეყანა 54.5 ქულით მეხუთე ადგილზეა. სომხეთი 53. 3 ქულით მე-7 ადგილზე, ხოლო აზერბაიჯანი 46.8 ქულით 21–ე ადგილზე. რაც შეეხება რუსეთს, იგი საშუალოზე მაღალი შემოსავლების ქვეყანათა ჯგუფში, 52.9 ქულით 26–ე ადგილზეა. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობა 2010 წელთან შედარებით გააუმჯობესეს. კვლევაში აღნიშნული რეგიონის 29 ქვეყნიდან, საქართველო საერთო მონაცემებით მეთვრამეტე ადგილზეა, იგი უსწრებს მოლდოვას, სომხეთს, თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს და სხვა. ანგარიში მეორედ გამოქვეყნდა, პირველი ანგარიში 2010 წელს გამოიცა. 2012 წლის მონაცემებს თუ 2010 წლის მონაცემებს შევადარებთ, საქართველომ მდგომარეობა 4.4 ქულით გააუმჯობესა, მაქსიმალური გაუჯობესების ქულა 7.2, რომლითაც ლიტვა პირველ ადგილს იკავებს. რუსეთის გაუმჯობესების ქულა–2.9, სომხეთის– 1.8 აზერბაიჯანის კი– 4.5. ზოგიერთი ხარისხობრივი მაჩვენებელი შექმნილია Economist Intelligence Unit–ის მიერ სხვადასხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით, ზოგიც კი სხვადასხვა კვლევებზე და მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით. მთავარი წყაროები, რომელიც ანგარიშის შედგენისას გამოიყენეს არის: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფონდი (OECD) გაერთიანებული ერების, განათლების მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, “Freedom House”, ეროვნული სტატისტიკური ოფისები და სხვა ანგარიშში მოცემულია 128 ქვეყნის მონაცემები. იგი Economist Intelligence Unit–ის მიერ გამოიცა. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...