Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg არჩევნების გაყალბების მოკლე გზამკვლევი ძალიან დაკავებული დესპოტებისთვის გამოკითხვის ერთადერთი შედეგი, რომელსაც საბოლოო ჯამში ითვალისწინებენ, არჩევენების დღეს დგება. თუმცა, არჩევნების გამოცდილი გამყალბებლებისთვის, ეს დამღუპველი რჩევაა. საარჩევნო დღეს უკვე ძალიან გვიანია. თუკი გადაწყვეტილი გაქვთ ოპონენტი ამომრჩევლები გატყიპოთ, საარჩევნო ყუთების ბიულეტინებით გამოტენოთ და შედეგები შეაკოწიწოთ, ამისთვის ვიღაც სადღაც აუცილებლად გიჩივლებთ. უცხოელი აბეზარი დამკვირვებლები გაგაკრიტიკებენ, მასები განრისხდებიან და თქვენი რეპუტაცია შეილახება. თანაც, ამის აუცილებლობა არ არის. თუკი თქვენ წინასწარვე ჩაიფიქრეთ კენჭისყრის გაყალბება (იხ. სტატია), შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი არჩევნები, როდესაც გარედან ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება და იმავდროულად თქვენთვის სასურველი შედეგებიც გარანტირებულია. და ამას ვერავინ გააპროტესტებს. მთავარი საიდუმლო წესების დაცვაა, წესების, რომლებსაც თავად აწესებთ. ყველაფერი ტელევიზიებით იწყება, რომელიც ამომრჩევლების (განსაკუთრებით ღარიბებისა და ნაკლებ განათლებულების) უმრავლესობისთვის მთავარი საინფორმაციო წყაროა. ნუ აკრძალავთ მათ სრულად – ეს თქვენ სუსტად წარმოგაჩენთ. აიტანეთ პატარა, ცუდად დაფინანსებული ოპოზიციური ტელეკომპანიები, მაგრამ დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ ან თქვენი მოკავშირეები ყველა წამყვან სატელევიზიო არხს აკონტროლებთ. სატელევიზიო „ახალი ამბები“ უნდა იუწყებოდნენ თქვენს წარმატებაზე, წარმოგაჩენდნენ როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, და შესაძლოა, როგორც ადამიანს, რომელიც სპორტით და კეთილი საქმეებით არის დაკავებული. ეს ელექტორატის ცნობიერებაში თქვენ წამყვან ბრენდად გაქცევთ. თქვენმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ასევე უნდა ამხილოს ოპოზიციის უცხოური კავშირები, წარმოაჩინოს ისინი არალოიალურ და უცხო არსებებად. აქცენტი უნდა გაკეთდეს განხეთქილებებზე და ნებისმიერ პერსონალურ ფობიაზე (იმავდროულად, თქვენი პერსონალური ნაკლი უნდა დარჩეს სახელმწიფო საიდუმლოებად). ეს აიოლებს მომდევნო საფეხურებს. ეგრედწოდებული „ჯერიმენდერინგი“ [1] საუკეთესო ტაქტიკაა. საპარლამენტო არჩევნებში, თქვენი ოპონენტების ამომრჩევლებს თავი ისეთ ადგილებში მოუყარეთ, სადაც მათი თავმოყრა უსაფრთხოა, მაგრამ იმავდრულად დარწმუნდით, რომ არასანდო საარჩევნო ოლქებში თქვენი მხარდამჭერების სიმრავლეა. ეჭვი თუ გეპარებათ, შეხედეთ როგორ ხდება ეს ამერიკაში. შემდეგ დაკავდით ამომრჩეველთა სიით: საჭიროა რეგისტრაციის პირობების გართულება ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც თქვენ არ მოსწონხართ. თქვენ შეგიძლიათ გათვლა გქონდეთ პატიმრების, არმიის ახალწვეულთა და სხვათა ხმებზე, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველანი ისინი რეგისტრირებულნი არიან. თქვენს ხელშია ასევე კანონები, რომელიც ვრცელდება პოლიტიკურ პარტიებზე: დაამძიმეთ ეს კანონები. ეს შეარყევს ოპოზიციის ენერგიას – და თუკი ისინი ერთ შეცდომას მაინც დაუშვებენ, თქვენ ყოველთვის შეძლებთ მათი კანდიდატის ამოშლას საარჩევნო ბიულეტენიდან. თქვენი პარტია კი გააკონტროლებს ძლევამოსილ ბიუროკრატიულ აპარატს და აღნიშნულ პირობებს იოლად დააკმაყოფილებს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ასევე რამდენიმე საკუთარი, სხვადასხვა გემოვნების სატელიტი ოპოზიციური პარტია. ისინი თქვენი რეალური კონკურენტებისგან ყურადღებას გადაიტანენ. არჩევნების დღეს, თქვენ ქვეყანაში ზოგიერთი უცხოელი დამკვირვებელი უნდა დაუშვათ. გაამარტივეთ ეს მათთვის, ვისი მოწვევაც უფრო მართებულია (თქვენი იდეოლოგიური თანამოაზრეებისთვის სხვა ავტოკრატიული რეჟიმებიდან). შეიძლება აბეზარი და პედანტი დასავლელებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ მხოლოდ ბოლო მომენტში, ასე რომ მათ ორგანიზებისთვის ცოტა დრო ექნებათ. მოახდინეთ ადგილობრივი დამკვირვებლების დისკრდიტაცია და მონათლედ ისინი უცხოეთიდან დაფინანსებულებად და მიკერძოებულებად. გამოაცხადეთ თქვენი ფანების ვერდიქტზე სახლში: ეს გაანელებს იმ უცხოელთა პრეტენზიებს, რომლებზეც თქვენს ტელევიზიებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ მათი საიდუმლო მიზანი თქვენი ქვეყნის დისკრედიტაციაა. სისულელე და აბსურდი კამპანიაზე განსაკუთრებულად დიდ დროს ნუ დახარჯავთ. ყველაფერი, გარდა დაუგეგმავი ტრიუმფალური მიტინგისა, რიგით პოლიტიკოსად წარმოგაჩენთ. პირიქით, თქვით, რომ ძალიან დაკავებული ხართ სახელმწიფოს საქმეებზე ფიქრით, ოღონდ დარწმუნდით, რომ კამერები ასეთ დროსაც თქვენს გვერდით არიან. არჩევნების დღეს დაარიგეთ უფასო საკვები და სასმელი ღარიბებით დასახლებულ მიდამოებში. იმ ადგილებში კი, სადაც თქვენ ხმას არ მოგცემენ, საარჩევნო უბნები გვიან გახსენით და ადრე დაკეტეთ. თუ საჭირო გახდა , მათ მათ შეიძლება ბიულეტენებიც გამოელიოთ. დიდი რიგები დაკავებულ ადამიანებს აფრთხობს. თავის დაზღვევის მიზნით, დარწმუნდით, რომ შედეგების გაყალბებაც შეგიძლიათ. ელექტრონული სისტემა, რომელიც ერთი შეხედვით უსაფრთხოა, მაგრამ სინამდვილეში ხელმისაწვდომი, საამისოდ იდეალურია. თუკი საარჩევნო ყუთებს იყენებთ, დარწმუნდით, რომ ღამით შესაძლებელია მათი სწრაფად გადატანა ისეთ ადგილზე, სადაც, თუკი საქმე ცუდადაა, შეძლებთ ხმების დამატებას ან საჭიროებისამებრ გამოთვლას. თუკი გამოგიჭერენ, თქვით, რომ პროვოკატორები თქვენ დისკრედიტაციას ცდილობენ. გამარჯვების შემთხვევაში, არც ერთი ეს რჩევა ქვეყნის მართვისთვის არ გამოგადგებათ. მაგრამ ვინ თქვა, რომ პოლიტიკა იოლი საქმეა? [1] – „საარჩევნო გეოგრაფია“ (საარჩევნო ოლქების დაფარვა ისეთი შედეგების უზრუნველსაყოფად, რომელიც კონკრეტული პარტიისთვის არის ხელსაყრელი) ორიგინალი ორიგინალი
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png გიორგი ლომსაძე საქართველოს სახელმწიფო აუდიტორული ორგანიზაციის თანამშრომლებმა, ცნობების თანახმად, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების მასობრივი და, როგორც ამბობენ, უხეში დაკითხვები ჩაატარეს, რამაც საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Amnesty International-ის შეშფოთება გამოიწვია -საქართველომ, რომელიც უკვე ემზადება ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებისთვის, გადაკვეთა ზღვარი საარჩევნო კამპანიების დაფინანსების სამარათალდამცავ პროცედურებსა და პოლიტიკურ დაშინებას შორის. ბასმა, გავლენიანმა ფიგურამ, მტკიცედ პრო-ამერიკულად განწყობილ საქართველოში გასული კვირის ბოლოს ფეისბუქის მეშვეობით განაცხადა, რომ კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი აქტივობა „არ განამტკიცებს საზოგადოების რწმენას ამ ინსტიტუტისადმი ან სააარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობისადმი“. 16 მარტის პრეს-რელიზში Amnesty International-მა უფრო მკაცრი პოზიცია გამოხატა და განაცხადა, რომ „მხოლოდ ოპოზიციის,მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სავარაუდო მხარდამჭერების სელექციური დაკითხვა, მეთოდი, რომლითაც ჩატარდა ბევრი დაკითხვა, ბევრი დასმული კითხვის ხასიათი და დაკითხულთა რაოდენობა იმის ვარაუდს აჩენს, რომ პროცედურა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა პარტიის ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას.“ საქართველოს მმართველმა პარტიამ, გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ 19 მარტს განაცხადა, რომ თანახმაა გადახედოს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონს, იუწყებოდა Civil.ge, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. კანონში მანამდე შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო აუდიტორულ სააგენტოს, კონტროლის პალატას საარჩევნო კამპანიის ფინანსური მონიტირონგისა და იმ პოლიტიკური მოთამაშეების დასჯის ფართო უფლებები მიენიჭა, ვინც არ არის შესაბამისობაში კანონთან. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც აღმოჩნდა სამიზნე, საზოგადოების ყურადღების დიდი ნაწილი მიიქცია ივანიშვილის „ქართული ოცნებისათვის“, მისი „ქართუ ბანკისთვისა“ და მასთან ასოცირებული კომპანიებისთვის დაწესებულმა მძიმე ჯარიმებმა. სახელმწიფოს მთავარი აუდიტორი პარტიების დაფინანსების დარგში, ნათია მოგელაძე ერთგვარ ტელევარსკვლავად იქცა თავისი ხშირი გამოჩენებით ტელეეკრანზე, სადაც PowerPoint-ში წარმოადგენს პრეზენტაციებს „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი სავარაუდო დარღვევებისა და თაღლითობების შესახებ. კონტროლის პალატა უარყოფს ბრალდებებს დაშინებისა და პოლიტიკური მიკერძოების შესახებ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ ისინი განიხილავენ ამ ინტერვიუების ვიდეოჩანაწერების გაკეთების ვარიანტს, რათა მომავალში აიცილონ მსგავსი ბრალდებები. თუმცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაწყებული ბრძოლის შესახებ დიდი ხანია ყველაფერი ცხადია. ფაქტობრივად, თუ ივანიშვილის მოკავშირეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ირაკლი ალასანიას მივუგდებთ ყურს, ბრძოლამ შეიძლება ჩაითრიოს გასამხედროებული ჯგუფები და გამოიწვიოს შესაძლო სამოქალაქო ომი. როგორც მან გასულ კვირას დიპლომატებთან თავის კომენტარებში აღნიშნა, შეიძლება „ან გაჩნდეს ახალი ჰომსი ზუგდიდში ან სხვა რომელიმე ადგილას….“ სააკაშვილმა არად ჩააგდო ბრალდებები, როგორც „იდიოტიზმი“, რომელთა მიზანი ამომრჩევლების დაშინებაა.ზოგიერთი დამკვირვებლის მტკიცებით, მძიმე ცილისწამებებმა ორივე მხრიდან გარკვეულწილად გადალახა კანონიერების საზღვრები. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავისი საარაკო სიმდიდრითა და ექსცენტრულობით პოლიტიკურ სცენაზე შემოაბიჯა, მისი ქართული პასპორტი გაუქმდა, როგორც ამბობენ, საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობას შორის არსებული კონფლიქტის გამო. „ქართული ოცნების“ განცხადებების თანახმად, კონტროლის პალატის გამოძიების მიზანია მოქალაქეობის აღდგენაზე ივანიშვილისთვის უარის თქმის არგუმენტების უზრუნველყოფა; იმის გამო, რომ დღემდე მას მოქალაქეობა არ აქვს, მისი მეუღლე ეკატერინე ივანიშვილი მეოცნებეთა ლიდერია. ორიგინალი ორიგინალი
  3. ავტორი ნანა ფაჟავა 17:06 21.03.2012 დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებით გამოწვეული ვნებათაღელვა დღეს ახალ ფაზაში შევიდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მიერ დღეს იმ ადამიანთა კონკრეტული გვარებიც დასახელდა, რომლებიც შეარაღებული ფორმირებების შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. http://4.bp.blogspot.com/-EpR_vvdEXoQ/T2maYVTrDZI/AAAAAAAAGYs/CWUjmvoJW98/s200/20110h1145546.jpg„არავისთვის არაა დასამალი, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში, სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. როლანდ ახალაია არის რეგიონის პროკურორი, მისი ერთ-ერთი ვაჟი აკონტროლებს თავდაცვის სამინიტროს შეიარაღებულ ძალებს, მეორე კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს. სწორედ მათ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას და დავით დარსმელიძეს. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს და ისინი აკონტროლებენ, აიარაღებენ და აფინანსებენ ამ შეიარაღებულ ფორმირებებს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ალასანიას შეფასებებს დღეს ხელისუფლებისა და დიპლომატიური საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა. „ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კეთდება წინასაარჩევნოდ და უკავშირდება ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას, საჭიროებს ყურადღების მიქცევას. ჩვენ ყველა მხარესთან ნათლად, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ არ არის ძალადობის ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში, დემოკრატიულ საზოგადოებაში და ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი გარემოს შექმნა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომელებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული“ - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განუცხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კი ირაკლი ალასანიას რჩევები მისცა, „ბოდვას შეეშვიო.“ საკუთარი არგუმენტების გამყარებას კი ახალაია ამ ფორმით შეუდგა: „რამდენიმე თვეა, იქმნება სარეზერვო სისტემა, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამისთვის ანაზღაურებას არავინ იღებს. სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა და სარეზერვო სამსახურები შექმნილია. ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება კი იმ რეგიონიდან დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან არის ახლოს და არ შეიძლება ამ ყველაფრის უკან, „სისულელეები“ დაინახონ.“ Presage.tv შეეცადა საზოგადოებისათვის საკუთარ არგუმენტებთან ერთად უტყუარი ფაქტები წარმოედგინა და შეარაღებული ფორმირებების დისლოკაციის ადგილებს თავად სწვეოდა. ექსპერიმენტმა თუ თამამმა ნაბიჯმა, ვფიქრობთ, გაამართლა და „სამიზნედ“, რამდენიმე ათეული პუნქტიდან, მხოლოდ სამი შეირჩა. ყველა მათგანი ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მდებარეობს და ჩვეულებრივი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან არაფრით გამოირჩევა. უბრალოდ, ზუგდიდელებმა იციან, რომ მათ მეზობლად გაურკვეველი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ცხოვრობენ, ხშირად მოძრაობენ სამხედრო ფორმით, იარაღით ან უიარაღოდ. ვიდეო კადრებში თქვენ ნახავთ შოთა რუსთაველის, ეგნატე ნინოშვილისა და გელა ღურწკაიას ქუჩებზე მდებარე სამხედრო შტაბებს, იქ ბინადარ „მოქალაქეებს“ და „ცრუპენტელა“ ჯარისკაცებს, რომლებიც ვინაობის დამალვას შეცვლილი გვარ-სახელებით ცდილობენ. ასევე იმ სამხედრო პირსაც, რომელიც Presage.tv -ს ჟურნალისტთან ოჯახური „იდილიის“ წარმოჩენას ცდილობს და ამის დასტურად კამერასთან „კუდრაჭა“ გოგონა გამოჰყავს... კომენტირების გარეშე ვიდეოკადრები მაყურებელს საშუალებას მისცემს, თავად გაარკვიოს, თუ რა ტიპის სამხედრო დაჯგუფებები ყალიბდება ზუგდიდში, რატომ არ არის „ნებაყოფლობითი რეზერვის“ დროებითი დისლოკაციის ადგილად მიჩნეული სამხედრო ბაზები და რისთვის, ვის მიერ, ან რა თანხის საფასურად არის დაქირავებული საცხოვრებელი ფართები სამეგრელოს შუაგულში... http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  4. ავტორი ნანა ფაჟავა 17:06 21.03.2012 Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ზუგდიდელების ნაამბობი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით დასახელებულ მისამართებს. http://2.bp.blogspot.com/-eMAYYfwNlS0/T2mXW55foBI/AAAAAAAAGYg/ppI-Kaq-kiY/s200/a11613.jpgმას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი, გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები ნამდვილად ბინადრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, მათი კამერაზე დაფიქსირება გადავწყვითეთ. Presage.tv გთავაზობთ კადრებს და მაყურებელს თავად შეუძლია ფაქტებს შეფასება მისცეს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  5. Как я паковала фаллоимитаторы или о моем кратковременном опыте изнурительного, приводящего в ярость, низкооплачиваемого труда внутри машины онлайн-торговли.
  6. Каддафи платил солидные гонорары Бейонсе, Мэрайя Кэри и Лайнелу Ричи. Милошевич был известным поклонником Диснея и песен Фрэнка Синатры. Иди Амин восхищался шотландской культурой, а Фердинанд Маркос и его жена Имелда обожали The Beatles. Мао как-то воскликнул: «Брюс Ли — герой!»
  7. 95 лет назад в России свершилась Февральская революция, которую одни считают неиспользованной возможностью российского общества построить демократическое государство, другие - логичной предысторией Октябрьской революции.
  8. Группа отказалась дать интервью при личной встрече, опасаясь за свою безопасность, но согласилась пообщаться через Skype. Участница группы, представившаяся как Шайба, назвала Pussy Riot последователями «третьей волны феминизма» и американского движения феминистского панк-рока Riot Grrrl. Их творчество в равной степени направлено против Владимира Путина, авторитарного режима, сексизма и изнасилований.
  9. Первый лагерь принудительных работ на 350 человек вместе с охраной был создан на Соловках уже в 1920 году. Это было одно из первых мест такого типа на территории всей советской России. Первыми заключенными были политические противники советской власти: эсеры, меньшевики, анархисты, белогвардейцы. Помимо «политических» на Соловки массово ссылали обычных преступников и духовенство.
  10. Фильм про нашистов и их деятельность, про бывшую нашистку Машу Дрокову, про Путина и Якеменко. Лента была показана по датскому телевидению 28 февраля этого года. Олег Кашин: "Датчане три года снимали историю про девочку-монстра из секты фанатов Путина. Снимали, снимали, ходили за Машей повсюду, и, видимо, должна была получиться какая-то история про ад...". Смотрите вторую часть фильма.
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/wpr-150x83.png ალექსანდრე ანქვაბი, რუსეთის მხარდაჭერილი ქართული აჯანყებული პროვინციის, აფახაზეთის პრეზიდენტი გასულ თვეში თავდასხმას მცდელობას გადაურჩა. ელექტრონულ ინტერვიუში სვანტე კორნელი (ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის და აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის სამეცნიერო მიმართულების დირექტორი) სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენისა და პოლიტიკური სტაბილურობის საკითხებს განიხილავს. რამდენად ეფექტურია რუსეთის პოლიტიკა გავლენისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? მოსკოვი შედარებით არაეფექტური იყო ორივე ამ ტერიტორიაზე. აფხაზეთში, რუსეთი ბევრჯერ ვერ გაუმკლავდა რეგიონის დამოუკიდებელ ლიდერებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მაგრამ არ სურთ, რომ რეგიონი რუსეთმა შთანთქოს. სინამდვილეში, 2008 წლის ეიფორიული მდგომარეობის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის „აღიარებისთვის“ ამ რეგიონისგან უზარმაზარი კეთილგანწყობა მიიღო, ურთიერთობები გაფუჭდა. აფხაზებში, სულ უფრო იზრდება შეშფოთება რუსეთის თვითნებობის გამო. მათ ეშინიათ, რომ ამ პატარა ტერიტორიას ეკონომიკურად რუსეთი შთანთქავს და რომ მათ მიწაზე რუსები დასახლდებიან. შესაძლოა, უფრო მოულოდნელია რუსეთის პოზიციების შესუსტება სამხრეთ ოსეთში, რომელიც გაცილებით პატარა და რუსეთზე ბევრად უფრო დამოკიდებული ტერიტორიაა. მაგრამ, ის, რომ მოსკოვი ვერ ახერხებს საკუთარი მიზნის მიღწევას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონტექსტში უნდა განვიხილოთ: თუკი ამ ორ ტერიტორიას თავად რუსეთის ფედერაციის ეთნიკურ რესპუბლიკებს შევადარებთ, სხვაობა უმნიშვნელოა. სინამდვილეში, მეზებელ ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, რომელიც ხელისუფლებაში რუსეთის მხარდაჭერის წყალობით მოვიდა, ფაქტობრივად ისე შეზღუდა რუსეთის გავლენა მის რესპუბლიკაში, რომ ერთ დროს მის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩენი სეკულარი ნაციონალისტებიც კი, დღეს მართალია, ხალისის გარეშე, მაგრამ მასთან არიან ჩახუტებულები. კადიროვი ეფექტურად აშენებს ჩეჩნეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს პრაქტიკული მიზნებისთვის, თუ საკუთარი თავისთვის არა. ამ კონტექსტში, შესაძლოა ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ის, რომ მოსკოვს ქართული სეპარატისტული რეგიონების კონტროლის პრობლემა აქვს – რუსეთის ლიდერები ვერ აკონტროლებენ რეგიონში მოვლენებს ისე, როგორც ეს ჩვენ გვგონია. როგორ აისახება ეს პროცესებზე მომავალში, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ორი რეგიონი რუსეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული? რუსეთი თავად იცვლება, და ეს იმ სახალხო უკმაყოფილებით გამოჩნდა, რაც ახლახანს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევას მოჰყვა. ამასთანავე, რუსეთში ძალას იკრებს მოძრაობა სახელმწოდებით „შეწყვიტეთ კავკასიის კვება“, რომელიც მთავრობას ჩრდილოეთ კავკასიაში რესურსების ხარჯვის გამო ადანაშაულებს. ასეთ ვითარებაში, საეჭვოა გაუმჯობესდეს მთავრობის ყურადღება რეგიონის პრობლემების მიმართ. პირიქით, კრემლს ის მოვლენები უფრო აწუხებს, რომელიც მასთან უფრო ახლოს ვითარდება. შესაბამისად, რუსეთს არ აქვს კარგი ვარიანტები 2008 წლის შემდეგ, როდესაც მან თავად დაივალდებულა თავი. მას არ აქვს მკაფიო შესაძლებლობა თავი აარდიოს დამატებით ტვირთს, რომელსაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით წარმოადგენენ, მაშინ როდესაც პასუხისმგებლობა, რომელიც ამ რეგიონებზე მეურვეობას ახლავს თან, სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება. როგორია აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების უფრო ფართო შედეგები როგორც კავკასიისთვის, ასევე მოსკოვის ძალისხმევისთვის გააფართოვოს მისი გავლენა რეგიონში? მარტივად რომ ვთქვათ, ეს მთელი სიცხადით გვიჩვენებს იმას, თუ რა ფუჭია მოსკოვის ამბიციები გავლენის სფეროს აღდგენასთან დაკავშირებით. თუკი მოსკოვი ამ პატარა ტერიტორიებს ვერ უმკლავდება, როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა მისი გრანდოზული გეგმები ევრაზიის კავშირთან და სხვა მსგავს პროექტებთან დაკავშირებით? ორიგინალი ორიგინალი
  12. Белорусский КГБ возбудил уголовное дело в отношении организаторов проекта "МММ-2011", официально не зарегистрированного на территории страны. Организаторов, которые были задержаны 16 марта и в настоящее время содержатся в следственном изоляторе КГБ, обвиняют в ведении незаконной предпринимательской деятельности. lenta.ru
  13. Патриарх Коптской православной церкви папа Шенуда III умер в Каире 17 марта. Причина смерти 88-летнего патриарха официально не называлась, однако было известно, что патриарх испытывал проблемы со здоровьем на протяжении нескольких лет. Шенуда III возглавлял коптскую церковь с 1971 года. lenta.ru
  14. /get_img?ImageId=6766 ქუთაისში, ცენტრალური მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, უკვე დაიწყო შენობების საძირკვლების გამაგრება. პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია აღნიშნულ შენობებზე, რომლებიც კერძო საკუთრებაშია, დამატებით, მესამე სართულის დაშენება, თუმცა შენობების მეპატრონეები უკვე იმ ზარალზე საუბრობენ, რაც მათ გამაგრებითი სამუშაოების შედეგად მიადგათ და რომლის ანაზღაურებასაც, მათი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება არ აპირებს. "ჩემს კუთვნილ ფართში შემოიჭრნენ, იატაკი და მეტლახი აყარეს და ამბობენ, რომ საძირკველი უნდა გავამაგროთო. თუმცა არავის უთქვამს, ზარალს ვინ აგვინაზღაურებს. ალბათ, ამის გაკეთებას არც აპირებენ. მხოლოდ ცემენტს დავასხამთო და სხვა დანარჩენი, ვეჭვობ, რომ ჩვენი გასაკეთებელი იქნება. აყრილია კაფელ-მეტლახი, განადგურებულია წყლის მილები. დაზიანებულია კედლები. მინიმუმ 15-20 ათასი ლარი დამჭირდება, რომ პირვანდელი სახე დავუბრუნო," - აცხადებს ერთ-ერთ სარეაბილიტაციო შენობაში მდებარე კომერციული ფართის მეპატრონე, რომელსაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ სურს. როგორც თავად ამბობს, იმისათვის, რომ ბიზნესი წამოეწყო, ბანკიდან კრედიტი გამოიტანა: "ვინმემ მითხრას, თანხა როგორ გადავიხადო, როდესაც სახელმწიფო, ხელშეწყობის ნაცვლად, ფინანსურ ზარალს მაყენებს?! ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? როდესაც ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვიცე-მერს შეკითხვა დავუსვი, მისი პასუხიდან ნათელი გახდა, რომ ხარჯის გაღება საკუთარი სახსრებიდან მომიწევს." ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, "ნეტგაზეთი" შეეცადა ქუთაისის მერთან დაკავშირებას, თუმცა გიორგი თევდორაძე იტალიაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით, ვიცე-მერებმა კი ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს. ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და დამატებითი ინფრომაცია მიაწოდეს დაინტერესებულ პირებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმ შენობების მესაკუთრეებს, სადაც გამაგრებითი სამუშაოები და მესამე სართულის დაშენებაა დაგეგმილი, არ გააჩნიათ. „სამუშაოები ჩვენს ფართშიც დაიწყება და რამდენიმე დღეში უნდა დავცალოთ. გაურკვეველია, სად გადავალთ და რას ვიზამთ. წინასწარ ისიც არ ვიცით, აგვინაზღაურებს თუ არა ვინმე ზიანს,“ - ამბობს აფთიაქის მეპატრონე, რომელიც თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს და რომლის რეკონსტრუქციაც პროექტითაა გათვალისწინებული. "გულწრფელად გეტყვით, რომ ზარალთან დაკავშირებით ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ვალდებულება გვაქვს აღებული, როცა ეს პროგრამა განხორციელდება, შედეგების შესახებ მოსახლეობას ანგარიში ჩავაბაროთ", - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი, მერაბ მეშველიანი. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მესამე სართულები, რომლებიც ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არებულ ორსართულიან შენობებს დაემატება, ჯერჯერობით სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური მოედანზე 2 მაისამდე უნდა დასრულდეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. Как показала последняя перепись населения, за последние десять лет на российском Севере выросло число людей, принадлежащих к коренным народам. Прирост отмечен далеко не у всех коренных народов Севера (а к ним в России относится 38 этносов), а только у четырнадцати. У 24 этносов наблюдалось сокращение численности.
  16. http://rustavi2.com/news_photos/03_12/60295.jpg ანგარიშით 46:0 - პრონციპული მატჩი მოგებულია. ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის რაგბის ნაკრებზე გამარჯვებას ზეიმობენ. ქართველებმა რუსეთთან დაპირისპირებაში უკვე მე 14 მატჩი მოიგეს და ერთა თასის 2012 წლის გათამაშების ფარგლებში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს. მიხეილ მესხის სტადიონი დღეს სავსე იყო. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი ჯერ კიდევ გუშინ გაიყიდა. რუსეთის ნაკრებთან ქართველი ბორჯღალოსნების დაპირისპირებას ტრიბუნებიდან თვალყურს დღეს საქართველოს პრეზიდენტიც ადევნებდა. ბორჯღალოსნებს გულშემატკივრობდა თბილისის მერიც. მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უახლოეს მომავალში თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ყველა მეტოქისთვის გაცილებით საშიში გუნდი გახდება. View the full article
  17. Мытищинский "Атлант" одержал победу над СКА из Санкт-Петербурга матче четвертьфинала Кубка Гагарина со счетом 2:1. Победную шайбу в овертайме забросил Патрик Закриссон. "Атлант" уступает СКА в серии со счетом 1:2. В Москве столичное "Динамо" потерпело поражение от "Торпедо" из Нижнего Новгорода (3:4). lenta.ru
  18. Власти Ливии потребовали от Мавритании выдать бывшего директора разведки и родственника Муаммара Каддафи Абдаллу Сенусси. Его экстрадиции также намерена добиваться Франция, где Сенусси приговорен к пожизненному заключению за терроризм. Бывший шеф ливийской разведки был задержан в ночь на 17 марта в аэропорту Нуакшота. lenta.ru
  19. <img src = "img/multimedia/a8190.jpg" > საქართველო-რუსეთის ნაკრებების შერკინება, დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა რაგბიში, რუსეთის ნაკრებზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. droni.ge
  20. <img src = "img/multimedia/a8191.jpg" > ”ჰა, ბიჭებო, ძნელი ყოფილა გამარჯვება ტანკების გარეშე?!”, - მაინც ”ჩაუპოლიტიკურა” ერთმა მაყურებელმა აღმოსავლეთის ტრიბუნიდან. droni.ge
  21. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც ერთ ჰექტარზეა გაშენებული. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სათბური… ლინკი მედიანიუსზე
  22. დღეს “ექსპოჯორჯიაში” თავისუფალი დემოკრატების თბილისის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. ღონიძიებას პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ასევე… ლინკი მედიანიუსზე
  23. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას… ლინკი მედიანიუსზე
  24. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/65612012-03-17-clooney5.jpgმსახიობ ჯორჯ ქლუნის დაპატიმრების ამბავი, ცუხელ მსოფლიომ შეიტყო. მსახიობი ცნობილია პოლიტიკური აქტივობით. ის ვაშინგტონში, სუდანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. სრულად ორიგინალი
×
×
  • შექმენი...