planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.nuevoestadio.com/wp-content/uploads/2009/09/James-Rodriguez001.jpg ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ,"იუვემ" მიაღწია შეთანხმებას,რათა შეეძინათ ახალგაზრდა კოლუმბიელი ნახევარმცველი(ფლანგის),ჯეიმს როდრიგესი ,რომელიც არგენტინულ "ბანფილდში" თამაშობს."იუვემ" გაუძლო კონკურენციას,რომელსაც "იუდინეზე","ჯენოა" და სხვა უცხოური კლუბები წარმოადგენდნენ."იუვეს" ბოსებმა გადაურიცხეს "ბანფილდს" 6 მილიონი ევრო.მაგრამ ახალგარზდა ტალანტი სათამაშო გამოცდილებას "ბარის" რიგებეში შეიძენს. როგორც ვიცით,ჯეიმსი 18 წლის კოლუმბიელი ბიჭუნაა,რომელიც არგენტინულ "ბანფილდში" თამაშობს.მას ქალაქში ვუნდერკიდსაც კი უძახიან.მისი მცირე ასაკის მიუხედავად,მან შეძლო ძირითადში ადგილის დაკავება.ის დაეხმარა თავის გუნდს 2009 წელს,რათა მოეგო არგენტინის თასი.2წლის განმავლობაში ჯეიმსმა ითამაშა 36 თამაში და შეძლო მხოლოდ 7 ბურთის გატანა. View the full article
-
სულ რაღაც 10 დღე რჩება იმ დღემდე, როდესაც მთელი მსოფლიო "სანტიაგო ბერნაბეუს" მიაბყრობს მთელ ყურადღებას. სეზონის დასრულებამდე და მნიშვნელოვანი მატჩების წინ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ, თავის გუნდთან ერთად El Telégrafo-ში ისადილა. იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/edplogo011-150x130.jpgსაქართველოს “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ერთ_ერთი ლიდერისა და საკონსტიტუციო კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის, ლევან რამიშვილის საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ პროექტის მიღებას ის წინააღმდეგობას გაუწევს. ამის შესახებ, მან დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტში ბევრი ისეთი საკითხია, რომელსაც ის კატეგორიულად ეწინაღმდეგება და პოლიტიკურ წინააღმდეგობას გაუწევს. შარმანაშვილის განცხადებით, რამიშვილის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, კონსტიტუციაში ქრება ჩანაწერი მართმადიდებლობის განსაკუთრებული როლის შესახებ და ნებისმიერ კონფესიასთან შეთანხმების დადების საშუალებას იძლევა. მეორე ასეთ საკითხად ედპ-ში გეგმის ფედერალურ მოწყობას ასახელებენ, რის მიხედვითაც საქართველო შტატებად იყოფა. შარმანაშვილის განცხადებით ასეთი მოწყობა ქვეყნის დაშლას გამოიწვევს. “ესენი იქნება პატარა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები და მომავალში აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ერთიანობას”,_ განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. მესამე პრობლემატურ საკითხად მან პრეზიდენტის არჩევის წესი დასახელა, პროექტის მიხედვით პრეზიდენტი ირჩევა არა პირდაპირი წესით, არამედ პარლამენტის მიერ. მისი განცხადებით, ასეთი სახით უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქვეყანაში აბსოლიტურ პოლიტიკურ მონოპოლიას შექმნის. თენგიზ შარმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კომიისიის სხვა წევრებიც აღნიშნული პროექტის დამტკიცებას არ დაუშვებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/15-advokati-siradze-150x150.jpgმსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ხვალინდელ სხდომაზე, პატიმრების გათავსუფლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. განსახილველთა შორის 7 ქალისა და 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმეა. კომისია, განცხადებების განხილვის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე სასამართლოს წარდგინებით მიმართავს. მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ 234 განსახილველი განცხადების ნაწილზე იმსჯელა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება პარასკვის სხდომაზე იქნება მიღებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saqartvelos_banki-150x56.jpg“საქართველოს ბანკი” აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 2, 4 და 5 აპრილი ისვენებს. როგორც “ექსპრესნიუსს” ბანკიდან აცნობეს, “საქართველოს ბანკის” ყველა სერვის ცენტრისთვის, მათ შორის მეტროსა და სუპერმარკეტ “პოპულის” ქსელში განთავსებული სერვის ცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება. მათივე ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები შაბათს, 3 აპრილს იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს სერევის ცენტრები დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. “იმ მომხმარებლებს, რომელთაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვთ 2 და 3 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 1 აპრილს, 21:00 საათამდე. იმ მომხმარებლებს კი , რომელთაც დაანგარიშების თარიღი აქვს 4, 5 ან 6 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 3 აპრილს, 14:00 საათამდე. საკრედიტო ბარათზე მინიმალური თანხის დასაფარად, მომხმარებელს შეეძლება მიმართოს ნებისმიერ სერვის ცენტრს, 1 აპრილს 21:00 საათამდე და 3 აპრილს, 14:00 საათამდე”,-აცხადებენ “საქართველოს ბანკში”. 6 აპრილიდან, “საქართველოს ბანკის” ყველა სერვის ცენტრი ჩვეული რეჟიმით გააგრძელებს მუშაობას. იხილეთ epn.ge
-
გუშინდელიი ვარჯიშის შემდეგ რაულ ალბიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ისაუბრა მისი ყოფილი თანაგუნდელის, დავიდ სილვას შესაძლო ტრანსფეეზე "რეალში". იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri5-150x130.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელექტრონული მმართველობის განვითარებას. „საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელექტრონული მმართველობის განვითარებას. ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო ჭეშმარიტად ნოვატორი უწყებაა, სადაც ტექნოლოგიური სიახლეები უკვე არაერთი სფეროში წარმატებით დაინერგა, ამ მხრივ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირება საკვანძო საკითხს წარმოადგენს”, -განაცხადა ებანოიძემ. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ. მისი თქმით, სააგენტოს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. „სააგენტოს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის ხერხემალს. გარდა ამისა დიდ ყურადღებას დავუთმობთ ინფორმაციულ უსაფრთხოებას, კერძოდ, კიბერ უსაფრთხოების საკითხებს”, – განაცხადა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მონაცემთა გაცვლის სააგენტო 2010 წლის იანვარში შეიქმნა. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი გატარება. იხილეთ epn.ge
-
შეიძლება ზოგს სათაურიდან გამომდინარე კვლავ საპირველ აპრილო ხუმრობა ეგონოს, თუმცა ხვალ ნამდვილად ფინალია. “მილანის” და “პალერმოს” პრიმაველელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს TIM-ის თასის ფინალში. მატჩი გაიმართება “ბარბერას” სტადიონზე 8.30pm-ზე (იტ). ჯოვანი სტროპამ ხვალინდელი მატვჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა: დონარუმა, პერუჩინი, დე სციგლიო, დე ვიტო, კირინგელი, მერეგალი, მოტა, პასინი, რომანგოლი, კალვანო, ჰოტორი, ნოვინიჩი, პედროსკი, სკამპინი, სტრასერი, გაეტა, ოდუამადი, სკენეტი, ვერდი, ზიგონი. წყარო: ოფიციალური! პ.ს: ამ ბოლო ხანებში ვერ ვახერხებდი სტატიების დადებას ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ხო მართლა ეკა დღეს პირველი აპრილია (სტატუსი). ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/finansta6-150x84.jpgფინანსთა სამინისტროში დღეს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ფინასთა სამინისტროს ინფორმაციით, საბჭო ზედამხედველობასა და მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმას. სახელმწიფო ფინანსების მართვა გულისხობს რეფორმებს როგორც ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების, ისე გადამხდელთა მომსახურების გამარტივების კუთხით, ანუ ყველა იმ სფეროში, სადაც მონაწილეობს ფინანსთა სამინისტრო თავისი სტრუქტურებით. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო სახსრების ეფექტური მართვა ხელს უწყობს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო სექტროში დისციპლინის ზრდას. „დღეს საკოორდინაციო საბჭომ განიხილა 2010 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტრო წელს გააგრძელებს მუშაობას. აღნიშნული დოკუმენტი მოიწონეს დონორებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა. საზოგადეობისთვის ხელმისაწვდომიბის კუთხით, სამოქმედო გეგმა განთავსდება ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პატრიაშვილმა. საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა, ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ბრძანებით და მის მუშაობაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. იხილეთ epn.ge
-
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც 16 თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა. "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი იმედოვნებს, რომ ფრანგი ფორვარდი თამაშს უკვე ამ უიქ–ენდზე "რასინგთან" გასამართ პრიმერა დივიზიონის შეხვედრაში შეძლებს. იხილეთ fanebi.com
-
მიუნხენის "ბაიერნი" ლიონის "ოლიმპიკის" 22 წლის მცველით, ალი სისოკოთი დაინტერესდა, ამის შესახებ ავტორიტეტული Transfermarkt.de იტყობინება. იხილეთ fanebi.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/samartali01-150x130.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლომ გურამ გირგვლიანის საქმე წარმოებაში არ მიიღო. როგორც “ექსპრესნიუსს” გირგვლიანის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განუცხადა, უარის თქმის მიზეზი საქმეში არსებული ხარვეზები სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკავშირებით იყო და გურამ გირგვლიანს ხუთიათასი ლარის გადახდა დააკისრა. “საქალაქო სასამართლომ ნომინალური თანხა დააკასირა მოპასუხეებს, ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომლის გასასამართლებად უკან დგას ხელისუფლების სამივე შტო. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო მიზეზად დაასახელა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და გურამ გირგვლიანს ხუთიათასი ლარის გადახდა დააკისრა, იმისათვის რათა განიხილოს სარჩელი. ჩვენს მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 4 სახის ცნობა ეს არის გირგვლიანის სახელფასო ანაზღაურების შესახებ ცნობები და ასევე მისი საბანკო ბრუნვის ამონაწერი. საიდანაც ნათლად დასტურდება, რომ ამ პიროვნებას არ აქვს ამ თანხის გადახდის საშუალება”,- განაცხადა ჯანდიერმა. ადვოკატის თქმით, ეს არის პირდაპირი დარღვევა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით აუცილებლად უნდა იყოს მიღებული და გათვალისწინებული მხარის ფინანსური მდგომარეობა, ვინაიდან იმ შემთხევაში თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს პირის მდგომარეობას, ეს ნიშნავს სასამართლო განხილვაზე პრაქტიკულად უარის თქმას. ადვოკატის განცხადებით კი სწორედ ასეთი შემთხვევაა გურამ გირგვლიანის საქმე. “ჩვენ ორჯერ დავაყენეთ შუამდგომლობა მოპასუხეების ქონების ყადაღის დადების შესახებ, რაც როგორც პირველმა ინსტანციამ ასევე, სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა. უბრალოდ სასამართლო კარგი მოსწავლის თამაშს თამაშობს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე”,- განაცხადა ჯანდიერმა. ადვოკატის განცხადებით, განჩინება, რომელიც გამოტანილია ცალკე არ საჩივრდება, ამიტომ, ამასთან დაკავშირებით დღეს ადვოკატს სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობა შეაქვს. “არ არსებობს პრეცედენტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სასამართლოს მიერ, სადაც სასამართლო იტყოდა, რომ სახელფასო ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ასახავს პირის ფინანსურ მდგომარეობას. გურამ გირგვლიანმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ხუთიათასი ლარი უკვე გადაიხადა, იმის მიუხედავად, რომ ასეთი მორალური ტრამვა მიადგა”,- განაცხადა ადვოკატმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/duma-150x150.jpg2010 წლის 31 მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭომ 268-ე პლენარულ სხდომაზე მიიღო კანონი “რუსეთსა და აფხაზეთს შორის, აფხაზეთის საზღვრების დაურღვევლობის ერთობლივი ძალისხმევით დაცვის შესახებ” და “რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხრეთ ოსეთის საზღვრების დაურღვევლობის ერთობლივი ძალებით დაცვის” შესახებ. ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებმა, რუსეთის ფედერაციას გადასცეს საკუთარი საზღვრების დაცვის უფლება. რაც ითვალისწინებს ორი, ორმხრივი შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც 31 მარტს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს 268-ე პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. ხელშეკრულება განსაზღვრავს სტატუსს და პირობებს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის სასაზღვრო ძალების ყოფნასა და განსაზღვრავს მხარეების უფლება-მოვალეობებს. რუსი მესაზღვრეები რუსეთის უშიშროების სამსახურის ბიუჯეტიდან დაფინასდებიან. იხილეთ epn.ge
-
გერმანული "შტუტგარტის" სპორტულმა დირექტორმა, ჰორსტ ჰელდტმა, დანანებით აღნიშნა, რომ კლუბსა და "ბუნდესნაკრების" ფორვარდ კაკაუსთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. იხილეთ fanebi.com
-
ფრანგული "ბორდოს" მთავარი მწვრთნელის, ლორან ბლანის აგენტმა, ჟან–პიერ ბერნემ განაცხადა, რომ მის კლიენტსა და ტურინის "იუვენტუსის" მესვეურებს შორის, ბლანის "ბებერი სინიორას" დამრიგებლის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ, არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. იხილეთ fanebi.com
-
სანტანდერის "რასინგთან" კვირას გასამართი შეხვედრა ერთი ფეხბურთელისთვის ძალზე განსაკუთრებული იქნება. ეზეკილ გარაი იმ ადგილს უბრუნდება, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა დიდ ფეხბურთში, კლუბს, რომელიც სამი წლის განმავლობაში მისი სახლი იყო... იხილეთ realmadrid.ge
-
http://img98.imageshack.us/img98/8330/emdarsshefasebebi.jpgსურათზე: ,,ემდ”-ს შეფასებები – 4 ვარსკვლავი – ძალიან კარგი (მაქსიმუმი); 3 ვარსკვლავი – კარგი; 2 ვარსკვლავი – ნორმალური; 1 ვარსკვლავი – ცუდი; გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის შეფასებებს წამყვანი ესპანური მედია-საშუალებების მიხედვით. ,,ელ მუნდო დეპორტივომ” 4 ვარსკვლავით იბრაჰიმოვიჩის და ალმუნიას თამაში შეაფასა. ,,ემდ”: საუკეთესო ,,ბარსელონადან” – იბრაჰიმოვიჩი საუკეთესო ,,არსენალიდან” – უოლკოტი ,,სპორტი”: საუკეთესო – იბრაჰიმოვიჩი. ,,ელ პერიოდიკო”: ,,მარკა”: (მაქსიმუმი – [...] სრულად ბარსამანიაზე
-
გთავაზობთ დღეს გამართული ევროპის ლიგის 1/4 ფინალური მატჩების ვიდეომასალას იხილეთ fanebi.com
-
http://news.bbc.co.uk/media/images/39221000/jpg/_39221873_taylor_32emp.jpg ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთვნელმა, გრემ ტეილორმა განაცხადა, რომ 1/4 ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩის, “არსენალი”-”ბარსელონა”, შედეგი არ ასახავს ძალათა თანაფართობას და იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. საბოლოო ჯამში კი “ემირეითზე” გამართული შეხვედრა ლონდონელებ იმედის ნაპერწკალს უღვივებს. “-ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი რამ, ცხოვრებაში არ მინახავ ის, რომ ერთი გუნდი მეორეზე ამხელა უპირატესობას ფლობდეს [...] სრულად ბარსამანიაზე
-
შაბათს 17:00 საათზე ”მილანი” გასვლაზე ”კალიარის” დაუპირისპირდება. ამ მატჩს კრისტიან ბრიგი განსჯის. მას დაეხმარებიან ლუკა მაჯიანი და სიმონე პირონდინი. მეოთხე მსაჯი კი იქნება პაოლო ვალერი წყარო: ოფიციალური სტატიის ავტორი: losa acmilan.ge
-
http://i060.radikal.ru/1004/e2/426278ff4346.jpg გთავაზობთ შესანიშნავ ვიდეოს ხაბი ალონსოზე. ხანგრძლივობა-05:16 ზომა-23,52MB ფორმატი-MP4 მიუხედავად ვიდეოს ფორმატისა ვიდეო შესანიშნავი ხარისხისაა ამაში შეგიძლიად თავად დარწმუნდეთ. გ ა დ მ ო წ ე რ ა View the full article