planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებელს სერვისის თანამედროვე და მარტივ გზას - ინტერნეტაუქციონს სთავაზობს. როგორც პირWელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული ქონების ყიდვას მომხმარებელი სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეძლებს. View the full article
-
მეცნიერები საქართველოს მასშტაბით X, XI და XII კლასების მოსწავლეებს სამეცნიერო-პოპულარულ სალექციო კურსს წაუკითხავენ და პრაქტიკულ გაკვეთილებს ჩაუტარებენ. როგორც პირWელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების მიზანს საჯარო სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, View the full article
-
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტია ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა კვლევაში პარტიას ერთი View the full article
-
1 აპრილს, 11:30 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მარნეულის რაიონში სარწყავი სისტემების გაწმენდით სამუშაოებს დაათვალიერებს და მოსახლეობას შეხვდება. 1 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართება თბილისი მარიოტი’, წვეულებათა დარბაზი 1 აპრილს, 13.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევა და გაწეული ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისათვის, ღვაწლმოსილ პროფესორს დააჯილდოებს. მის: თბილისი, კოსტავას #69 1 აპრილს, 13:00 საათზე, გურამ გირგვლიანის დამცველი ადვოკატები დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ‘გურამ გირგვლიანის სამოქალაქო სარჩელზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უარი საქმის წარმოებაში მიღების თაობაზე’. მის: მთაწმინდის შესახვევი #7ა (შესასვლელი ჭონქაძის ქუჩის მხრიდან, ვილნიუსის პარკში) 1 აპრილს, 14:00 საათზე, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში თეატრალური პრემია ‘დურუჯის’ ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. 1 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #26 1 აპრილს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული ბავშვთა უფლებათა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. ილიაჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 1 აპრილს, 14:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის დარბაზი 1 აპრილს, 14:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№239) 1 აპრილს, 15.00 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘საარჩევნო სიების მონიტორინგში ჩართული პოლიტიკური პარტიების მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში’. მის: წერეთლის #67ა. 1 აპრილს, 15:25 საათზე, ავიაკომპანია ‘აირზენა’ მოსკოვის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. (ჟურნალისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14:00 საათზე უნდა მივიდნენ) 1 აპრილს, 16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი იხილეთ epn.ge
-
http://i.ytimg.com/vi/CxYk2ujTfkU/2.jpgVideo: Tata Tatulishvili - Nakadulo patara Added by user: Admini Date: 31.03.2010 (8:28) Description: თათა თათულიშვილი - ნაკადულო პატარა<br> სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IRI1-150x150.gif“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება. ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინციბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებული ეჭვის საფუძველს იწვევს ის ფაქტი, რომ “დემოკრატიული მოძრაობის” რეიტინგი მუდმივად ერთი პროცენტია და არასოდეს იცვლება, რაც რეალურად თითქმის შეუძლებელია. “დემოკრატიული მოძრაობის რეიტინგი მუდმივად ერთი პროცენტია და არასოდეს იცვლება, რაც ეჭვის საფუძველს იწვევს, თან თუ ჩვენი რეიტინგი მართლაც ასეთი დაბალია, რატომ ნერვიულობს ხელისუფლება და ცდილობს ჩვენთვის შავი ფიარის აგორებას”, – განაცხადა თამარ ცინციბაძემ. მისივე განცხადებით, საკვირველია რომ საქართველოს მოსახლეობის 34% მშვიდობის გარანტად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს, ეს კი იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ 2008 წელს ომი წააგო და ტერიტორიის 20% დაკარგა. “ჩვენ IRI-ის კომპეტენციაში ეჭვი არ გვეპარება, უბრალოდ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმი მოქმედებს და ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის უახლოს ადამიანებთანაც კი ეშინია. რეალურად რამდენად დიდია “დემოკრატიული მოძრაობის” რეიტინგი, ეს ცნობილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე გაირკვევა, რომელიც მალე დაინიშნება”, – აღნიშნა ცინციბაძემ. იხილეთ epn.ge
-
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს საქამიანი ვიზიტით აჭარაში გაემგზავრა. მინისტრის ვიზიტი საზაფხულო სეზონზე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებების გამართავს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის – ,,კულტურის სეზონი აჭარაში’’ პრეზენტაცია გაიმართა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი დღესვე ჭიდაობის ტურნირს დაესწრო რომელიც ბათუმის სპორტულ სკოლაში მოეწყო. ნიკოლოზ რურუა, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ – ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები მოინახულა, მათ შორის გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა ახალ ფაზაში შედის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეაბილიტაციას იწყებს. ტურისტურლი სეზონის დადგომამდე აჭარაში – გონიოსა და პეტრას მუზეუმ- ნაკრძალების რეაბილიტაცია დაიწყება. ნიკოლოზ რურუამ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებიც მოინახულა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/demokratiulimodzraoba13-150x125.jpg“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრები საქართველოს დამოუკიდებლობის 19 წლისთავს გამოეხმაურნენ. როგორც დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მანანა სალუქვაძემ განაცხადა “ერთიანი საქართველო” გააგრძელებს ბრძოლას იმ ფასეულობების მისაღწევად და დასამკვიდრებლად, რისთვისაც ქართველი ხალხი მრავალი წელი იბრძოდა. მისი თქმით, დღეს ყველა ის ფასეულობა, რისთვისაც ქართველმა ხალხმა თავი გასწირა, უგულვებელყოფილია. “სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეს 2010 წლის 31 მარტს ყველა ის ფასეულობა, რომლისთვისაც საქართველოს მოსახლეობა 19 წლის განმავლობაში იბრძოდა, უგულვებელყოფილია. ტერიტორიული მთლიანობის ნაცვლად ქვეყანას დაკარგული აქვს ტერიტორიის 20 %, ევროინტეგრაციის ნაცვლად დავშორდით დასავლურ ფასეულობებს. თითეულ ჩვენთაგანს უნდოდა თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, რათა ქვეყანა გახდეს რეალურად დამოუკიდებელი, ერთიანი, სუვერენული და დემოკრატიული”, – განაცხადა მანანა სალუქვაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/demokratiulimodzraoba12-150x125.jpg“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრები ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორისგან გიორგი არველაძისგან მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის, თითქოს “მოდელირებული ქრონიკის” შემოქმედებით ჯგუფს ფულადი პრემიები გადაეცა, ოფიციალურად დადასტურებას ან უარყოფას მოითხოვენ. ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა მანანა სალუქვაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მაშინ როდესაც მოდელირებული ქრონიკა მთელი მსოფლიო თანამეგობრობისა და წამყვანი მედიასაშუალებების კრიტიკისა და დაგმობის საგანი გახდა, როდესაც კატეგორიულად უარყოფითად იქნა შეფასებული ექსპერიმენტების საკუთარ მოსახლეობაზე გატარების ფაქტი და აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ექსპერიმენტების საკუთარ მოსახლეობაზე გატარების ფაქტი და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებით საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის უსაფრთხოებას, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად დამდგარიყო დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია იმედის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელმაც მოდელირებული ქრონიკის შექმნაზე იმუშავა, ფულადი პრემიებით წაახალისეს”, – განაცხადა მანანა სალუქვაძემ. მისი თქმით, “ტელეიმედის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს ან უარყოს აღნიშნული ინფორმაცია. “ჩვენ, “დემოკრატიული მოძრაობა” მივმართავთ ტელეკომპანია “იმედის” გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს ოფიციალურად დაადასტუროს ან უარყოს აღნიშნული ფაქტი, და თუ ფულადი პრემიით წახალისება სიმართლეს შეესაბამება, განუმარტოს საზოგადოებას, რა “დამსახურებისთვის” მიიღეს ჯილდოები ჟურნალისტებმა,” – აღნიშნა სალუქვაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/1233-150x150.jpg„ამერიკის მეგობართა კლუბი’’ და მოძრაობა „ძლიერი ჯარი ძლიერი საქართველოსთვის“ 2008 წლის საომარი მოქმედების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის ხვალ 13:00 საათზე წინა სააღდგომო ღონისძიებას მართავს. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს საშვალება ექნებათ გაერთონ და დაათვალიერონ თბილისის ზოოპარკი. ამასთან, ბავშვებს ასევე, დაურიგდებათ სააღდგომო საჩუქრები. იხილეთ epn.ge
-
http://i.ytimg.com/vi/hv5rGkbuQ7Q/2.jpgVideo: Metekhi - Farikaoba (2) Added by user: Gelka Date: 31.03.2010 (7:23) Description: The Georgian National Ballet Metekhi Potskhishvili: სრულად
-
http://i2.ytimg.com/vi/quCaOypeGVU/default.jpgVideo: Metekhi - Farikaoba Added by user: Gelka Date: 31.03.2010 (7:22) Description: სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/ifo0tzWBboM/2.jpgVideo: Metekhi - Davluri (2) Added by user: Gelka Date: 31.03.2010 (7:20) Description: The Georgian National Ballet Metekhi Potskhishvili. Italy სრულად
-
http://i.ytimg.com/vi/klrV4YnZS80/2.jpgVideo: Metekhi - Dzveli Tbilisi Added by user: Gelka Date: 31.03.2010 (7:19) Description: The Georgian National Ballet Metekhi Potskhishvili. Italy სრულად
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kvezereli5-150x150.jpgსოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მარნეულის მოსახლეობას შეხვდება. როგორც “ექსპრესნიუსს” სოფლის მეურნების სამინისტროდან აცნობეს, ხვალ 11:30 სთ–ზე სოფლის მერნების მინისტრი მარნეულის რაიონში, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძესთან და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ დავით კირკიტაძესთან ერთად ჩავა. ისინი მარნულში სარწყავი სისტემების გაწმენდით სამუშაოებს დაათვალიერებენ და მოსახლეობას შეხვდებიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/111251-150x150.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.7495 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი/ 1.7495 ლარი. რაც შეეხება ევროს, მის მიმართ ლარის კურსი 2.3559 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. Aქედან გამომდინარე, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ევრო/ 2.3559 ლარი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/11125-150x150.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.7495 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი/ 1.7495 ლარი. რაც შეეხება ევროს, მის მიმართ ლარის კურსი 2.3559 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. Aქედან გამომდინარე, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ევრო/ 2.3559 ლარი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ia-antadze-150x150.gifძვირფასო მეგობრებო! მოგმართავთ „მწერალ” ჟურნალისტებს მთელ საქართველოში: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერებს და მათაც, ვინც ქარტიაზე ხელის მოწერას მომავალში აპირებთ, ან არ აპირებთ. ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი – სხვა ორგანიზაციებთან ერთად (გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემლების მსოფლიო ასოციაცია (WAN-IFRA), აირექს ევროპა და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამა”. დღევანდელ რეალობაში მედიის მხარდაჭერის ყველაზე პირდაპირ და ეფექტიან გზად პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის სისტემური დანერგვა მიგვაჩნია. ამიტომ, ვაპირებთ, შევკრიბოთ და გავაანალიზოთ საგაზეთო სტატიები, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით საინტერესოა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან მიმართებაში. ჩვენ მიერ შერჩეული ორი ქართველი ექსპერტი, ჩვენ მიერვე შემუშავებული მეთოდიკის საფუძველზე, შექმნის სახელმძღვანელოს, რომელშიც თავმოყრილი იქნება ოცი სტატიის ანალიზი ქარტიასთან შესაბამისობის კუთხით. ეს ოცი სტატია გახდება საფუძველი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ მუშაობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრაქტიკაში. სახელმძღვანელო დაეხმარება იმ სტუდენტებს და მოქმედ ჟურნალისტებს, რომლებიც აცნობიერებენ ეთიკის პრინციპების დაცვის აუცილებლობას საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში. ძვირფასო კოლეგებო, ნებისმიერი გაზეთის თანამშრომელ თითოეულ ჟურნალისტს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ეთიკური პრინციპების დამნერგავი პირველი ქართული პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნაში. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი სტატიები, რომლებიც საინტერესოდ მიგაჩნიათ ეთიკური გაშუქების კუთხით. შესაძლოა, თქვენ თვითონ გაქვთ შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა პროფესიული სტანდარტი თქვენს რომელიმე პუბლიკაციაში (ქარტიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია ასეთი პუბლიკაციების შესახებ); შესაძლოა, ეჭვი სტანდარტის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით სხვას გაუჩნდა თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ. თითოეული ასეთი შემთხვევა ჩვენთვის საინტერესოა. არ აქვს მნიშვნელობა, სად და როდის არის გამოქვეყნებული სტატია (ქარტიის მიღებამდე თუ შემდეგ). ქართულ მასალაზე დაყრდნობით ეთიკური გაშუქების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა დიდი გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ექსპერტების კვალიფიციურ პროფესიულ საქმიანობას, თქვენ კი გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ მოგვაწოდოთ/გამოგვიგზავნოთ თქვენი სტატიების ელექტრონული, დასკანერებული ან ბეჭდური ვერსიები 2010 წლის 16 აპრილამდე შემდეგ მისამართებზე: info@cdi.org.ge ; 0160 თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, N7, ბინა N7. გთხოვთ, წარმოდგენილ მასალებს თან დაურთოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის, რომლის წარმატების გარანტად ჩვენი მრავალწლიანი ერთობლივი საქმიანობა მიგვაჩნია. პატივისცემით, ია ანთაძე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი იხილეთ epn.ge
-
პოლიტიკური მოძრაობა თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს საგანგებო მიმართვა - დიდი ზარი პოლიტიკოსებისთვის დაუგზავნა. თეთრებმა პოლიტიკურ პარტიებს განხილვისათვის საკუთარი წინადადებები და ინიციატივები გაუგზავნეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ წინადადებების უმრავლესობა View the full article
-
დღეს პროკურატურის თანამშრომლებმა და მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150-ზე მეტი მწვანე ნერგი დარგეს. აქციაში დევიზით ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ცხოვრება! 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. აქცია პროექტის საზოგადოებრივი პროკურატურა ფარგლებში მოეწყო, View the full article
-
რესპუბლიკელების შეფასებით, რუსული მხარის განცხადებები მოსკოვის ტერაქტში ქართული კვალის არსებობის შესახებ სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება. ხშირად ავტორიტალური რეჟიმები ქიშპობით ერთმანეთს აძლიერებენ. სააკაშვილ-პუტინის ან თავის დროზე შევარდნაძე-აბაშიძის ურთიერთობები ამის ნათელი მაგალითია. View the full article
-
სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის განცხადებით, როგორც კი რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ტერორისტებსა და ტუალეტზე საუბარს იწყებს, მას მთელი რიგი საომარი მოქმედებები მოჰყვება . რუსეთისგან გამორიცხული არაფერია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ პროვოკაციები საქართველოს მისამართით განხორციელდება. View the full article