planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://images.geotorrents.com/images/lmrdqr3nax8pnqkkd0z.jpgგთავაზობთ აღნიშნული დაპირისპირების საინტერესო ფაქტებს და სიახლეებს. მიმდინარე გათამაშებაში “ლივერპულს” უტიტულოდ დარჩენა თუ არ სურს, პორტუგალიური ბარიერი აუცილებლად უნდა დასძლიოს. მერსისაიდელებს ევროპის ლიგის მოგების შანსიღა დარჩათ, მაგრამ ჯერ “ბენფიკასთან” ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და 1/2 ფინალში გასვლაა საჭირო. პორტუგალიაში გამართულ შეხვედრაში, ბენიტესის გუნდი მე-9 წუთზე აგერის მიერ გატანილი გოლით კი იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში კარდოსოს ორმა ზუსტმა თერთმეტმეტრიანმა გამარჯვებული “ბენფიკა” დატოვა. ერთი კვირის წინ გამართული მატჩის ჩათვლით, გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც პირველი 5 მატჩი “ლივერპულმა” მოიგო, ბოლო 4 კი – “ბენფიკამ”. მიმდინარე გათამაშების 5 მატჩში “ლივერპულს” 8 გოლი აქვს გატანილი. 4 პირველ ტაიმებში და ამდენივე მეორეში. შიდა ასპარეზზე კვლავ არასტაბილურად ასპარეზობენ “წითლები”. ბოლო 7 მატჩში მერსისაიდელთა ყოველ მოგებას ქულების დაკარგვა მოჰყვება. ასე მოხდა წინა ტურშიც, როდესაც “ლივერპული” “ბირმინგემს” დაუზავდა გასვლაზე. რაც შეეხება ბენფიკას, მან პორტუგალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 თამაში მოიგო და გათამაშებას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. რაფა ბენიტესს დღეს, დისკვალიფიცირებული ბაბელის და ინსუას გარეშე მოუწევს თამაში. შეხვედრას ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი განსჯის(რომელიც, იმედია შვედი იონას ერიქსონის მსგავს შეცდომებს არ დაუშვებს). კუიპერსის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდს აქამდე თითოჯერ უთამაშია. “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “დებრეცენი” გასვლაზე 1:0 დაამარცხა. “ბენფიკამ” კი, უეფას თასის ბოლო გათამაშების პირველ ეტაპზე “ნაპოლისთან” გასვლაზე 2:3 წააგო. “ლივერპულის” ოფიციალურ შემადგენლობას 22:00 საათზე შემოგთავაზებთ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti18-150x130.jpgპენისიების გაცემასთან დაკავშირებით ,,ლიბერტი ბანკის’’ 36 პროცენტიანი განაკვეთის დაწესებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას პროტესტს დღეს უკვე უმრავლესობის წევრი ოთარ თოიძეც დაეთანხმა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ მთავრობისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ,,ლიბერტი ბანკთან’’ ყოფილ ,,სახალხო ბანკთან’’ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა. ბაღათურიას თქმით, პენსიონერები თუ წინასწარ იღებენ რამდენიმე თვის პენსიას მათ ბანკი 36 პროცენტს უწესებს, რაც სამარცხვინო პროცენტია. დეპუტატმა აღნიშნულ საკითხზე დღეს სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვა ჯანდაცვის მინისტრის, კონტროლის პალატისა და ფინანსთა მინისტრი პარლამენტში სამთავრობო საათის ფორმატში მისვლა. ,,სამთავრობო საათზე გავაკეთოთ ანალიზი და დავსახოთ გზები, რომ გაუქმდეს სპეკულაციურად გაზრდილი თანხები. იმედია ,,ბლოკ ჯორჯიას’’ მაგალითს არ გავიმეორებთ და დროულად გავწყვეტთ თანამშროლმლობას’’, – განაცხადა ბაღათურიამ. თოიძეს განცხადებით, მათ შეხვედრა უკვე გამაღთეს ბანკის წარმომადგენლებთან, რომელთაც აღნიშნეს, რომ პენსიის აღება ნებაყოფლობით ხდება, ეს არ არის მთლიანი პროცენტი და შესაბამისად პროცენტი მისაღებია. თუმცა, თოიძეს შეფასებით, პროცენტი დაბალი უნდა იყოს და ამასთან, სავსებით შეიძლებოდა პენსიების გაცემა უპრეცენტო ყოფილიყო. იხილეთ epn.ge
-
http://4.bp.blogspot.com/_8RMVawa8TUY/SfstfiJ0HVI/AAAAAAAAAo8/MbEble6OVhI/s400/clasico.jpg “ბარსელონამ” ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სამჯერ მოიპოვა გამარჯვება “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე. “ბარსას” ფანები შაბათის მატჩისგან უდიდესს წარმატებას ელოდებიან. კატალონიელებმა ხომ სამჯერ წამოიღეს სამი ქულა მადრიდიდან. “ბარსელონამ” იგივე წარმატებას მიაღწია “სევილიასთან”(“სანჩეს პიზხუანზე”), “ვალენსიასთან”(“მესტალიაზე”) და “ატლეტიკთან”(“სან მამესზე”). დიდი ხნის წინ “ბარსელონა” ვერ ახერხებდა მადრიდიდან ქულის წამოღებასაც კი(1949-1950 წლების სეზონიდან 1964-1965 წლების სეზონამდე). ერთადერთი შემთხვევა უფრო [...] სრულად ბარსამანიაზე
-
http://football.ua/i/news/90204.jpg "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინმა განაცხადა,რომ გუნდის ხელმძღვანელი დელიო როსი არ იმუშავებს "იუვეში"."ეს სისულელეა.ნებისმიერ შემთხვევაში როსი არ დატოვებს გუნდს.ბოლო დროს "იუვესთან" აკავშივრებენ ბევრი მწვრთნელის სახელებს,მაგრამ მე ეს სულ არ მანაღვლებს".განაცხადა ძამპარინიმ palermo24.net ინტერვიუში. View the full article
-
სერხიო კანალესი ყოველთვის ერთი გუნდის ერთგული იყო, ლაპარაკია სანტანდერის ”რასინგზე” და შესაბამისად მისი კუმირი ხოსე სალასერი იყო, რომელიც სწორედ ”რასინგში” გამოდიოდა. ასევე იგი ეროვნებით ესპანელი გახლდათ და ყველა მეკარისათვის უსიამოვნო იყო მისი დარტყმის აღება, ვინაიდან სწორედ ძლიერი დარტყმით გამოირჩეოდა სალასარი. იხილეთ realmadrid.ge
-
“მილანი”- ფინალის მეორე შეხვედრა “მილანის” და “პალერმოს” პრიმავერებს შორის Tim -თასზე გაიმართება ხუთშაბათს 14 აპრილს, 20:00-ზე “სან-სირო”-ზე. შეგახსენებეთ, რომ პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის სიციალიაზე დამთავრდა 1:1. “როსონერის” რიგებიდან გოლი გაიტანა ზიგონიმ. წყარო: ოფიციალური! ავტორი: გელა ხუციძე. acmilan.ge
-
http://www.football365.fr/medias/foot/Football365_664x376/ligue_1/lyon/78469_LYON_LLORIS_260209.jpgLa Gazzetta Dello Sport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" მზადაა ფრანგული "ლიონიდან", მეკარე ლორისი გადმოიბიროს. ტურინული კლუბი სატრანსფერო მოქმედებებისათვის, ფინანსების მოძიებას, როგორც ჩანს ჯანლუიჯი ბუფონის გაყიდვით გეგმავს, რომელშიც, "ბებერი ქალბატონის" მესვეურები 35 მილიონ ევროს ითხოვენ. "იუვენტუსს" ფრანგულ მხარესთან, ბრწყინვალე ურთიერთობები აკავშირებს, რაც შესაძლო ტრანსფერს, უფრო რეალურს ხდის. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ტრანსფერში ტურინულმა გრანდმა მაურო კამორანეზი და დავიდ ტრეზეგეც ჩართოს. შეგახსენებთ, რომ გუნდის დატოვების სურვილს, ორივე მათგანი გამოთქვამდა, ხოლო "ლიონი" მზადაა მათ ადგილი შესთავაზოს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shalamberidzeeee-150x150.jpg“ხალხის პარტიის” პოლიტიკურ მდივანს ალექსანდრე შალამბერიძეს ამ წუთებში ნარკოლოგიური შემოწმება უტარდება. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” შალამბერიძის ადვოკატმა როინ ხიჯაკაძემ განუცხადა. ხიჯაკაძის განმარტებით, ამ დროისთვის სამართალდამცველები მას შალამბერიძის ნახვის საშუალებას არ აძლევენ. “ხალხის პარტიის” პოლიტიკურ მდივანის გარდა, დაკავებულები არიან “კონსერვატიული პარტიისა” და მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” აქტივისტებიც. იხილეთ epn.ge
-
ინტერვიუში იგუაინმა ბევრ რამეზე ისაუბრა. მაგალითად, შაბათს ჩასატარებელ მატჩზე, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ა.შ. ასევე გონსალომ დაამატა, რომ სურს "რეალ მადრიდის" ისტორიაში შევიდეს. იხილეთ realmadrid.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishviligia011-150x130.jpgოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს სადეპუტატო შეკითხვებით მიმართავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, გაზეთ ,,კომერსანტში’’ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, იგი მერაბიშვილს ორ კითხვას უსვამს. კერძოდ, რა უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია შს მინისტრს, როცა ბაგრატიონთა ქორწინებას რუსულ პროექტს უწოდებს და სტალინის ძეგლის აფეთქებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში გივი თარგამაძის გარდა, ვინ იყო ჩართული და საიდან გამოიყო 50 ათასი დოლარი, რომელსაც რუს გენერლებს უხდიდნენ. ამასთან, დეპუტატი ინტერესდება, სტალინის ძეგლი გორში მჭიდროდ დასახლებულ ადგილას მდებარეობს და შესაბამისად, როგორი მეთოდით უნდა განხორციელებულიყო მისი აფეთქება. სადეპუტატო შეკითხვებს ცაგარეიშვილი შს მინისტრს დღესვე გადაუგზავნის. იხილეთ epn.ge
-
"რეალის" მეტოქეს, "კლასიკოს" წინ ყველაფერი წყნარად არ აქვს. მიუხედავად იმისა რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ძლიერი "არსენალი" გაანადგურა (4-1) და მის რიგებში თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, მათ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ აუკრძალა თავის ფეხბურთელებს "კლასიკოზე" საუბარი, ასევე ტრავმები გვერდით არ უვლის მათ გუნდს.. იხილეთ realmadrid.ge
-
"ელ კლასიკო" იმდენად პოპულარულია მთელ მსოფლიოში,რომ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო სერიალ "Lost"-იც კი იქნა ნაჩვენები. იხილეთ fanebi.com
-
საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუმ, რომელიც კომერსანტში დაიბეჭდა, ევროპელი დიპლომატებიც გააოცა . ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს ოპოზიციონერი ლიდერებისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. View the full article
-
დემოკრატიული მოძრაოობა - ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული საზოგადოება ახლა შს სამინისტროსთან უნდა იყოს შეკრებილი და ხელისუფლების პასუხისმგებლობას ითხოვდეს . ამის შესახებ ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. View the full article
-
ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, არეულობის დროს 75 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, სიები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ოპოზიციის მიერაა დაკავებული უშიშროების ეროვნული სამსახურის, View the full article
-
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის დაცვას განაგრძობს და მოუწოდებს უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძესა და ყველა მის ოპოზიციონერ კოლეგას, დაასახელონ კონკრეტული კანონები, რომელსაც ხელისუფლებამ რეფორმების განხორციელების პროცესში გადააბიჯა . View the full article
-
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის მიერ რუს ოკუპანტებთან სტალინის ძეგლის საკითხზე მოლაპარაკებების წარმოების ფაქტს ფაქტობრივად ადასტურებს. ამ საკითხზე გივი თარგამაძე რუს გენერლებს მაშინ ესაუბრა, View the full article
-
რუსეთი მზადაა, ყირგიზეთს აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს. რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინსა და ყირგიზეთის სახალხო ნდობის მთავრობის ხელმძღვანელს როზა ოტუნბაევას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ოტუნბაევამ აღნიშნა, რომ ყირგიზეთში სიტუაცია ძალიან მძიმეა და ქვეყანა ეკონომიკურ მხარდაჭერას საჭიროებს. View the full article
-
საპარლამენტო უმრავლესობა შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუთი აღშფოთებულ ოპოზიციას განუმარტავს, რომ არც პრიმაკოვს, არც ივანოვს და არც პეტროვს საქართველოსთვის კარგის გაკეთება არ სურთ და მერაბიშვილმა ინტერვიუში სწორედ ამას გაუსვა ხაზი . ამ განცხადებით ოპოზიციას უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა, View the full article
-
ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ ევროკომისარ სტეფან ფულეს საქართველოში არსებული სააჩევნო გარემო გააცნო. ამის შესახებ შარტავამ ოპოზიციის ლიდერებისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა თემაზე, კერძოდ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shartava_kaxa-2_318-150x130.jpgსაქართველოში არანაირი რესურსი არსებობს იმისა, რომ ჩატარდეს არჩევნები. ამის შესახებ ,,ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ ,,თბილისი – მერიოტში” ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა თემაზე. კერძოდ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში, რაც არსებულ პირობებში, როდესაც არ გვაქვს არანაირი თავისუფალი საარჩევნო გარემო, შეუძლებელია, ევროკომისარს ჩვენი ხედვა გავაცანით და ვითარების გამოსწორების მექანიზმები შევთავაზეთ,”- აღნიშნა შარტავამ. შეგახსენებთ, რომ ევროკომისარი შტეფან ფულე დღეს “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, “ალიანსის საქართველოსთვის” წარმომადგენელ ვიქტორ დოლიძეს, “დაიცავი საქართველოს” ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს, “ეროვნული ფორუმის” ლიდერს კახა შარტავასა და მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა. ოპოზიციის შემდეგ ფულე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ,,თბილისი-მერიტოში” იმყოფებოდნენ აგრეთვე, ყოფილი ელჩები ირაკლი ჩუბინაშვილი და ეროსი კიწმარიშვილი, თუმცა მათ მონაწილეობას შეხვედრაში კატეგორიულად უარყოფენ ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე. ,,ეროსი კიწმარიშვილთან საუბარი გვქონდა მხოლოდ, ვანო მერაბიშვილის სკანდალურ ინტერვიუზე,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.E იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba24-150x150.jpgთბილისის პროკურატურამ ფულის გამოძალვის ფაქტზე თარლითები დააკავა. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის იანვარში, მოქალაქე მანანა გედენიძემ გაიცნო მოქალაქე ელთონ მამედოვი და მისგან შეიტყო, რომ მისი ნათესავი ელდარ თოფჩიევი 12 წლიან სასჯელს იხდიდა. გედენიძემ დაარწმუნა მამედოვი, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნების დახმარებით შეძლებდა ელდარ თოფჩიევის შეწყალების გზით გათავისუფლებას, სანაცვლოდ კი 6.000 ლარის გადახდა მოითხოვა. მამედოვი გედენიძის წინადადებას დათანხმდა და დასახელებული თანხიდან 2.850 ლარი წინასწარ გადაუხადა, დარჩენილ თანხას კი თოფჩიევის შეწყალების შემდეგ გადაიხდიდა. 2009 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მამედოვმა დაჟინებით მოთხოვა გედენიძეს ელდარ თოფჩიევის გათავისუფლება, ან კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება, გედენიძე დაუკავშირდა ნაცნობს გია ღვინიანიძეს და სთხოვა, დახმარებოდა მას დარჩენილი 3.150 ლარის თაღლითურად დაუფლებაში. გარკვეული თანხის სანაცვლოდ გია ღვინიანიძე ჩაერთო მანანა გედენიძის თაღლითურ სქემაში და სცადა დაერწმუნებინა მამედოვი, თითქოსდა იგი სახელმწიფო კანცელარიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი რომან გიორგობიანი იყო და რეალურად შეძლებდა ელდარ თოფჩიევის შეწყალებით გათავისუფლებას, თუ მამედოვი გადაიხდიდა 3.000 ლარამდე დარჩენილ თანხას. მას შემდეგ, რაც თანხის გადახდის მიუხედავად, მსჯავრდებული ელდარ თოფჩიევი აპრილში შეწყალებისასაც არ გათავისუფლდა, ელთონ მამედოვი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მანანა გედენიძე და გია ღვინიანიძე მას ატყუებდნენ და პროკურატურას მიმართა. მანანა გედენიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის `ა” და `ბ~ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულისათვის, ხოლო გია ღვინიანიძეს _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,24,180-ე მუხლის მეორე ნაწილის `ა” ქვეპუნქტით. ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თაღლითებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia5-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გაზეთ ,,კომერსანტში’’ გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრიეს ინტერვიუსთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ განაცხადა, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელსაც ანალიზი სჭირდება და სხდომა უნდა გაიმართოს, რომ ეს საკითხები განიხილონ. დეპუტატის თქმით, სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი მინისტრის პოზიციების შესახებ, რომელზეც თავად მერაბიშვილმა უნდა ისაუბროს. ,,მერაბიშვილმა თავად უნდა განმარტოს ინტერვიუ და არა უწყებამ’’, – განაცხადა დეპუტატმა. იხილეთ epn.ge