Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ხვალ რუს ქრისტიან-დემოკრატებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმი პარტიების პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას, შეხვედრების გამართავს და მსჯელობას ითვალისწინებს იმ მთავარ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყის ურთიერთობებში არსებობს. View the full article
  2. საქართველოს საპატრიარქო თბილისის ქუჩებში გავრცელებულ საინფორმაციო ბუკლეტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ამ დღეებში თბილისის ქუჩებში მოსაწვევები სახელწოდებით ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო ვრცელდება. მასში ადამიანის ღმერთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეა საუბარი და იესო ქრისტეს პირად მხსნელად აღიარების ლოცვაა წარმოდგენილი. View the full article
  3. იტალია არაღიარების პოლიტიკას განაგრძობს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ქვეყნის ნატო-სა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. ამის შესახებ იტალიელმა კოლეგებმა ქვეყანაში ვიზიტად მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს განუცხადეს, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები იტალიის დეპუტატების პალატის თავმჯდომარესთან ჟან ფრანკო ფინისთან, View the full article
  4. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური მომღერალ უცნობის გეგმას არჩევნებში თეატრალიზებული სახით მონაწილეობის შესახებ მიესალმება და აცხადებს, რომ ეკზოტიკური არსება გია გაჩეჩილაძე არჩევნებს ხალისს შეჰმატებს . როგორც წიკლაურმა პირWელს განუცხადა, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ გასულ წელს მოწყობილი თეატრალური წარმოდგენების View the full article
  5. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს ცრუ დაპირებებსა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებით ისინი სამინისტროს შენობასთან აქციის მოწყობას გეგმავენ. როგორც პირWელთან საუბრისას უშიშროების აკადემიის სასადილოს ყოფილ შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აცხადებენ, View the full article
  6. 2010 წლის 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 2350 შემთხვევაა რეგისტრირებული. საქართველოს შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2350 შემთხვევიდან 1740-ში მამაკაცია ინფიცირებული, ხოლო 610-ში - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. View the full article
  7. აშშ-ის ელჩის საქართველოში ჯონ ბასის განცხადებით, მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვისას რეგიონში არსებული გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული. ისეთი გემის აშენებას, როგორიც მისტრალია , წლები დასჭირდება. ვფიქრობ, მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვისას ის გარემოებები უნდა იყოს გათვალისწინებული, რომელიც რეგიონში არსებობს , - განაცხადა ბასმა. View the full article
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/aldamov-xizri-150x150.jpg საქართველოში ჩეჩნეთის სათვისტომოს თავმჯდომარე ხიზრი ალდამოვი შსს მინისტრის მოადგილესთან გიორგი ლორთქიფანიძესთან გამართულ საუბარს უარყოფს. მისი განცხადებით, ინტერნეტ გვერდ ყოუტუბე-ზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის საუბარი მაღალჩინოსნებთან არ ჰქონია და გავრცელებულ ჩანაწერზე ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსიდან” შეიტყო. “ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემი პერსონა აქტუალური არ იყო, თუმცა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება სურთ”, – განაცხადა ხიზრი ალდამოვმა. ინტერნეტ გვერდ ყოუტუბე-ზე ნიკით ვინმე “ტალიენსიუკ ჩანელმა” გამოაქვეყნა 3 ჩანაწერი, რომელიც მაღალჩინოსნებს ეხება. ვანო მერაბიშვილი ესაუბრება ამერიკაში საქართველოს ელჩს ბათუ ქუთელიას, ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ ძალებთან შეხვედრისა და მათთან დეტალურად საუბრის შესახებ. მეორე ჩანაწერში გიორგი ლორთქიფანიძე ესაუბრება ჩეჩნეთის სათვისტომოს თავჯდომარეს საქართველოში ხიზრი ალდამოვს, სადაც ჩრდილოეთ კავკასიის საზოგადოებასთან შეხდერაზეა საუბარი. მესამე ჩანაწერში კი, შსს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი ვანო მერაბიშვილს ესაუბრება. სამივე ჩანაწერის მიხედვით მაღალჩინოსნები ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების შეკრებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ. მათი საუბრის მიხედვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმის ყურშია. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/phone_ip-150x150.jpg ინტერნეტსაიტზე -ზე Youtubeქართველი მაღალჩინოსნების საუბრები გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, საუბრები გასული წლის 11-15 დეკემბერს შედგა. ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ჩეჩნურ-ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს ხიზრი ალდამოვს ~სერიოზული, განათლებული და ავტორიტეტული ადამიანების მოძებნას სთხოვს, რაზეც ალდამოვი პირდება, რომ აუცილებლად მონახავს, მით უფრო, რომ უკვე დარეკა და შესაფერისი ხალხის მონახვას დაპირდნენ. ალდამოვი ასევე საფრანგეთიდან ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებულ ზარებზეც საუბრობს, რომლებიც მისი თქმით საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებენ. საიტზე ასევე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძესა და სირიასა და ეგვიპტეში საქართველოს ელჩი გოჩა ჯაფარიძის საუბარიც. საუბრისას თარგამაძე ჯაფარიძეს სთხოვს ეგვიპტესა და სირიაში რაც შეიძლება მეტი კავკასიური ორგანიზაცია აღმოაჩინონ და ეს ადამიანები საქართველოში ჩამოიყვენონ. თარგამაძე ასევე საუბარში ჯაფარიძესთან ამობობს, რომ საქართველოს პარლამენტი კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარებას აპირებს. ჯაფარიძის თქმით კი სირიაში – დამასკოში ჩერქეზთა საქველმოქმედო ორგანიზაცია არსებობს. მისივე თქმით, ამ ორგანიზაციაში ოსები, აფხაზები და ჩრდილოეთ კავკასიელები არიან გაერთიანებულნი. თარგამაძის თქმით ის ამ საკითხს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან განიხილავს. თარგამაძე ჯაფარიძეს სთავაზობს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აღნიშნული თემა მერაბიშვილთან განიხილოს. აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ასევე კავკასიელების შეხვედრაზე საუბრობენ. ქუთელია საუბარში ამბობს, რომ მას ვინმე მაგომედი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ვინმე ზურამ, რომელიც თითქოსდა შს მინისტრის მოადგილეა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა შესთავაზა. მის პასუხად მერაბიშვილი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებთან შეხვედრები მართლაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, შეხვედრებს გივი თარგამაძე და გია თორთლაძე მართავენ. თუმცა, იგი გამორიცხავს, რომ პრეზიდენტთან მათი შეხვედრა იგეგმებოდეს. მერაბიშვილი აქვე უარყოფს, თითქოს მას ვინმე ზურა ჰყავდეს მოადგილე. მარტში თბილისში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა კონფერენცია ჩატარდა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა ინგუში ხალხის გენოციდი აღიარა. http://www.youtube.com/user/TaliesinUK#p/a/u/1/BOffA268NdI იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/phone-150x150.jpg ინტერნეტ გვერდ youtube-ზე ნიკით ვინმე “ტალიენსიუკ ჩანელმა” გამოაქვეყნა 3 ჩანაწერი, რომელიც მაღალჩინოსნებს ეხება. ვანო მერაბიშვილი ესაუბრება ამერიკაში საქართველოს ელჩს ბათუ ქუთელიას, ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ ძალებთან შეხვედრისა და მათთან დეტალურად საუბრის შესახებ. მეორე ჩანაწერში გიორგი ლორთქიფანიძე ესაუბრება ჩეჩნეთის სათვისტომოს თავჯდომარეს საქართველოში ხიზრი ალდამოვს, სადაც ჩრდილოეთ კავკასიის საზოგადოებასთან შეხდერაზეა საუბარი. მესამე ჩანაწერში კი, შსს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი ვანო მერაბიშვილს ესაუბრება. სამივე ჩანაწერის მიხედვით მაღალჩინოსნები ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების შეკრებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ. მათი საუბრის მიხედვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსშია. იხილეთ epn.ge
  11. http://i.ytimg.com/vi/XjRC8qk_uck/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Uflistsikhe Added by user: Admini Date: 21.04.2010 (9:15) Description: თემურ წიკლაური - უფლისციხე<br> სრულად
  12. http://i.ytimg.com/vi/K5RPNZa8x3g/2.jpgVideo: Manana Todadze - Mze itsinis Added by user: Admini Date: 21.04.2010 (9:12) Description: მანანა თოდაძე - მზე იცინის<br> სრულად
  13. http://i.ytimg.com/vi/Pgmdd6iMlLw/2.jpgVideo: Manana Todadze - S toboi i bez tebia Added by user: Admini Date: 21.04.2010 (9:11) Description: სრულად
  14. http://i.ytimg.com/vi/bwcEr60BKsY/2.jpgVideo: Manana Todadze - Angelozad mokhval Added by user: Admini Date: 21.04.2010 (9:10) Description: მანანა თოდაძე & ივერია - ანგელოზად მოხვალ<br> სრულად
  15. http://i.ytimg.com/vi/HFSjeeEOAyo/2.jpgVideo: Temur Tsiklauri - Tiko, Tiko - Pirosmani Added by user: Admini Date: 21.04.2010 (9:08) Description: თემურ წიკლაური & მხოლოდ შენთვის - მუზიკლიდან "ფიროსმანი"<br> სრულად
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia3-150x150.jpg საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს, წინასაარჩევნო პროცესში დარღვევბისა და მათზე დროული სამართლებრივი რეგირების მოხდენის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით, “საიამ” პოლიტიკურ პოარტიებს მიმართვის ტექსტი გაუგზავნა, სადაც ყველას ურთიერთთანამშრომლობას სთავაზობენ. “წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით, გვსურს შემოგთავაზოთ ურთიერთთანამშრომლობა. ბოლო პერიოდში, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების წევრებზე, აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლისა თუ დაშინების თაობაზე, ასევე მოსყიდვის ფაქტებზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას”,- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საია დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გეგმავს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს საქმეს და კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მსურველს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურვილი აქვს შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს შესაძლო კანონდარღვევის არც ერთი ფაქტი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა. დროული და დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საიას ექნება შესაძლებლობა შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მისცეს საქმეს და კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მსურველს”,- ნათქვამია განცხადებაში. საიას განცხადებით, ერთობლივი მუშაობა უფრო ეფექტურს გახდის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ხოლო ამგვარი თანამშრომლობა ყველა იმ სუბიექტის ინტერესში შედის, ვისაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს. თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) საია ახორციელებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობის, ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/floti-150x150.jpg რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო შენაერთი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგად, კრიმში კიდევ 25 წლის განმავლობაში დარჩება და ახალი გემებით გაძლიერდება. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მინიმუმ 2 ახალი კორვეტის ტიპის გემი შევა. “დროულად რეაგირება და შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობის გაძლიერება და შავი ზღვის ფლოტის აქტივაცია, კიდევ უფრო ეფექტურ რეაგირებას მოახდენს ახალ შესაძლო საფრთხეებზე”_ აცხადებენ შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შტაბში. ამჟამად შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მიერ შენდება აღნიშნულ პროექტში ჩასართავი სამი წყალქვეშა ნავი. ამ წუთისთვის კი შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში 50 ერთეული შედის. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/youtube_logo-150x150.jpg “youtube”-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც პოლონეთის გამომძიებლების აზრით, მოსკოვის მიერ კაჩინსკის ავიალაინერის კატასტროფის დაგეგმის ფატს ადასტურებს. ვიდეოზე უცნობი პირები (პოლონელი მიმომხილველების აზრით, სავარაუდოდ რუსული სფეცსამსახურების თანამშრომლები) კატასტროფაში გადარჩენის პილოტს ესვრიან. ვიდეო ინგლისურ და პოლონურ ენებზე განმარტებებს შეიცავს, სადაც აღინიშნება ის, რომ კატასტროფის ადგილს უცნობი პირები უახლოვდებიან, თვითმფრინავში შედიან და გადარჩენილ ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვენ, ესვრიან. ჩანაწერზე ისმის რუსული საიბარიც და მასში ერთ-ერთი უცნობი პირი მეორეს “პისტოლეტს” სთხოვს და გადარჩენილ ადამიანზე მიუთითებს- “ალბათ ეს თვითმფრინავის პილოტია” . შემედეგ რუსების სიცილი, სროლის ხმები და პოლონურ ენაზე ადამიანების ყვირილი ისმის :არ მოგკვლათ! სროლის შემდეგ რუსულ ენაზე გაიცემა ბრძანება – მორჩა, წავედით. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში კვლავ რჩება ტრაგედიის შედეგად დარუპულთა 21 ადამიანის ცხედარი, რომლების ვინაობის დადგენა ჯერ-ჯერობით არ მოხერხდა. მათ შორის პოლონეთის ჯარის ხელმძღვანელები და პრეზიდენტის დაცვის 9 თანამშრომელია. პოლონეთის მედიის ვარაუდით, მათ ცხედრებს შესაძლოა აღმოუჩნდეთ ცხელსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. პოლონელები ეჭვობენ, რომ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს იარაღი არ აღმოაჩნდათ, ადასტურებს იმას, რომ იარაღიდან ისროდნენ და სროლით მიყენებული ჭრილობების დასამალად, რუსულმა სპეცსამსახურებმა დაღუპულთა ცხედრები დაამახინჯეს. იხილეთ epn.ge
  19. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, მომღერალი გია გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობით მორიგ შოუ-პროგრამას დადგამს . პატივს ვცემ უცნობის ნიჭს, მისი იუმორის გრძნობას და ამ შოუ-პროგრამაში წარმატებებს ვუსურვებ. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფლება, არჩევნებისადმი თავისი დამოკიდებულება გამოხატოს და როგორც ჩანს, View the full article
  20. ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, ბალანსი, რომელიც შსს-ს ორ დაპირისპირებულ ორგანოს - სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტსა (სოდ) და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდ) შორის არსებობდა, კუდ-ის სასარგებლოდ დაირღვა . მისივე აზრით, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეიდან ყველაფერს გააკეთებს View the full article
  21. დედამიწის დღესა და თანამედროვე გარემოსდაცვითი მოძრაობის დაარსების მე-40 წლისთავთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ხვალ USAID-ის მხარდაჭერით, პროექტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (CCADM) ფარგლებში 24 რეგიონალური სკოლის View the full article
  22. ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, რუსთავის კოლონიაში მყოფ პატიმარ ქალებს არაადამიანურ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა. როგორც პირWელის ადვოკატმა განუცხადა, რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში ყველაფერი მამრობითი სქესის პატიმრებზე იყო გათვლილი და მასში პატიმარი ქალების ნავთლუღის კოლონიიდან გადაყვანა ყოველგვარი მომზადების გარეშე განხორციელდა. View the full article
  23. დღეს ზუგდიდთან ახლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანამ 9 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 9 წლის ჭითანავა სკოლიდან დედასთან ერთად ბრუნდებოდა და გზაზე გადადიოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა View the full article
  24. ექსპერტ ანდრო ბარნოვის აზრით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები გარესამყაროსთვის ისევე უნდა იყოს გახსნილი, როგორც ქვეყნის დანარჩენი ნაწილი . ამ თვალსაზრისით ბარნოვი თურქეთის მხრიდან გამოჩენილ აქტივობას მიესალმება და აცხადებს, რომ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების იზოლაციაში ყოფნა ყველაზე მეტად სწორედ საქართველოსთვისაა დამღუპველი . View the full article
  25. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა რეფერენდუმისა და არჩევნებისთვის გაეროს 10 მლნ დოლარის დახმარებას სთხოვს. აღნიშნული თხოვნით ყირგიზეთის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტემირ სარიევმა ბიშკეკში გამართულ შეხვედრაზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მიროსლავ ენჩს მიმართა. სარიევის თქმით, View the full article
×
×
  • შექმენი...