Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://i.ytimg.com/vi/vnql-LJ0khA/2.jpgVideo: Liza Tavdishvili - Murikela Added by user: Gelka Date: 20.04.2010 (2:02) Description: ლიზა თავდიშვილი - მურიკელა<br> სრულად
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_56306-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდება. ამის შესახებ, სააკაშვილმა ჰარვარდში, კენედის სამთავრობო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა საუბარი ლეხ კაჩინსკის ხსენებით დაიწყო და პოლონელ ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. `საბჭოთა კავშირში აღარ დავბრუნდებით. სხვა გზა არ არის გარდა ტოტალური სოციალური ტრანსფორმაციისა და დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაციის გარდა უსაფრთხოებას ვერ განაცალკევებ დემოკრატიისგან. არ არსებობს ნამდვილი დემოკრატია იქ სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა. კარგი და დემოკრატიული არჩევნების გზით ხდება საქართველო კიდევ უფრო უსაფრთხო”,- განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრისას მთავარი აქცენტები საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, ნატოში ქვეყნის სწრაფვასა და და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაკეთდა. სააკაშვილის თქმით, საქართველო რადიკალურად განსხვავებული გზით მიდის, ვიდრე ეს მის წარსულში იყო და ქართველი ხალხი რეგრესს არასოდეს შეეგუება. პრეზინდეტმა არჩევნებზეც ისაუბრა, მისი თქმით, არჩევნების სამართლიანად ჩატარება დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. სააკაშვილის გამოსვლას ამერიკის ადმინისტრაციის ყოფილი წარმოამდგენები, ექსპერტები და სტუდენტრები ესწრებოდნენ, დასწრების სურვილი კი იმდენად დიდ იყო, რომ ლატარიაც კი გათამაშდა. იხილეთ epn.ge
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha3-150x131.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საგანგაშოა. ამის შესახებ, ვაშაძემ აშშ ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვები ძირითადად ქართულ-რუსული ურთიერთობებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ეხებოდა. `ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანგაშოა. იქ იხსნებოდა და იხსნება რუსული სამხედრო ბაზები. როცა დემილიტარიზაციაზე ვსაუბრობთ, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ყველა საერთაშორისო ნორმას სცილდება ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ირღვევა ცოდნის მშობლიურ ენაზე მიღების უფლება. იკრძალება ენის შესწავლა, მახინჯდება ისტორია”,- განაცხადა ვაშაძემ. მინისტრის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვა არის ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა. საერთაშორისო თანამეგობრობა კი სულ უფრო აქტიურად აღიარებს იმას, რომ რუსეთი არის აგრესორი. ჟენევის ფორმატი კი ერთერთი ყველაზე რეალური ბერკეტია. გრიგოლ ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა გაერო-ს 64-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ალი ტრეკის. მოლაპარაკება გაიმართა ასევე გაერო-ს გენერალურ მდივან ბან კი მუნსა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ნიუ იორკის ოფისის დირექტორთან. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images13.jpegავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მსხვერპლით დასრულდა. ფორდის მარკის მიკროავტობუსი ქვეითად მოსიაურე 57 წლის ბიძინა რუაძეს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა რუაძე უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც სასწრაფო დახმარება „033“ ექიმმა განაცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბიძინა რუაძეს მარჯვენა, ქვედა კიდურის ამპუტაცია ჰქონდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშრებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ძიებას შსს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images12.jpegგადაუღებელი წვიმების შედეგად გურჯაანში მდინარე ახტალის ხევი ადიდდა. დატბორილია სარაჯიშილის და რუსთაველის ქუჩები. წყლით არის სავსე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით რეგიონში დიდი რაოდენობით შინაური ფრინველი და ცხოველი დაიხოცა. მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე. როგორც გურჯაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მდინარის ნაპირების გაწმენდა ხდება. კახეთში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ადიდებულია თითქმის ყველა ღვარცოფული მდინარე, მათ შორის მდ.კაბალი, ალაზანი და დურუჯის ხევი. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tviTmfrinavi-baidenis-150x113.jpgთბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს ფრენები ევროპის ქალაქების მიმართულებით შეუფერხებლად შესრულდა. გამთენისას შესრულდა რეისები, პრაღისა და ვენის მიმართულებით, ოდნავ მოგვიანებით კი პარიზის მიმართულებით. ავიაკომპანია “აირზენა” აგრძელებს ასევე მიმოსვლას სტამბულის, კიევის და სხვა ქალაქების მიმართულებით. ჯერჯერობით პრობლემად რჩება ფრენები მიუნხენის, ფრანკფურტისა და ლონდონის მიმართულებით. იხილეთ epn.ge
  7. მოსკოვის სასამართლოში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის საქმის განხილვა დღეს განახლდება. ონიანის ბოლო სასამართლო პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მიეცა ვადა საქმის ქართულ ენაზე გასაცნობად. მოსამართლემ იგი დააკმაყოფილა View the full article
  8. ეროვნული ფორუმი დღეს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბთან ერთად პროექტის ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები პრეზენტაციას გამართავს. როგორც პირWელს ფორუმელებმა აცნობეს, პროექტი იმ მექანიზმებს მოიცავს, რომლის მეშვეობით ამომრჩევლის რეგისტრაციისა View the full article
  9. ალტერნატიული სახალხო დამცველის ასარჩევად არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს კონსულტაციებს გამართავენ. როგორც პირWელს არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანთა უფლებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ალტერნატიული სახალხო დამცველის არჩევის საკითხის View the full article
  10. არტ-კაფე ქარავანში დღეს კატალოგის ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია 1976-2009 პრეზენტაცია გაიმართება. დასურათებული კატალოგი 1976-2009 წლებში გადაღებულ ქართულ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმებს მოიცავს. ახალი ფილმოგრაფია 326 ფილმს მოიცავს და მასში კინოსტუდია ქართულ ფილმში View the full article
  11. სოხუმის თეატრის მსახიობს მიხეილ ქვაჭრელიშვილს დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში დაკრძალავენ. მსახიობი ყვარელში გუშინ, 16:30 საათზე გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქვაჭრელიშვილის ცხედარი View the full article
  12. პრაიმერისტები დღეს ლაგოდეხში საერთო კანდიდატს გამოავლენენ. პრაიმერი ამჯერად კონსერვატიული პარტიისა“ და მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის კანდიდატებს შორის იმართება. როგორც პირWელს რადიო ჰერეთიდან აცნობეს, პრაიმერში კონსერვატიული პარტიიდან - დავით დავითულიანი, ხოლო ნოღაიდელის მოძრაობიდან View the full article
  13. დღეს დიდი დიღმის დასახლებას წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც პირWელს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან აცნობეს, შეზღუდვა, რომელიც 11:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცდებარე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო View the full article
  14. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია კონფლიქტები საქართველოში - რეალობა და პერსპექტივები გაიხსნება. კონფერენცია რამდენიმე სექციადაა დაყოფილი. მუშა ჯგუფები კონფლიქტების არსებითობას სხავადასხვა კონტექსტში განიხილავენ. კონფერენციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე View the full article
  15. ირაკლი ალასანია სასწავლო ცენტრ „ვიციპედიაში“ პროქტის პრეზენტაციას დაესწრო. 50-მდე სოციალურად დაუცველ და მზრუნველობა მოკლებულ მოზარდს საშუალება ექნება მისთვის სასურველი ლექციების კურსი სასწავლო ცენტრ „ვიციპედიაში“ მოისმინოს. კურსს ფონდი „მომავალს ვქმნით დღეს“ დააფინანსებს. ეს არის ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებული ფონდი,რომელიც ბიზნესმენთა შემოწირულობებით არსებობს და მისი პრიორიტეტები მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვაა. მოზარდებს საშუალება ექნებათ მოისმინონ მათთვის საინტერესო კურსი, ხელოვნებათმცოდნეობაში, ლიტერატურაში, სამართალსა და ასტროფიზიკაში. პროექტის პირველი ეტაპი ერთწლიანია და სწორედ ამ პერიოდში დააფინანსებს ფონდი “მომავალს ვქმნით დღეს“. http://iraklialasania.com/?p=418 View the full article
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/TviTmfrinavi-tu154-150x130.jpgევროკავშირის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, ევროპის საჰაერო სივრცის ნაწილობრივ გახსნა გადაწყდა. მინისტრთა გადაწყვეტილებით ევროპის საჰაერო სივრცე სამ ძირითიდად ზონად დაიყოფა, მათ შორის ერთი ღია, ერთი დახურული და ერთიც სარეზერვო საჰაერო ზონა იქნება და აღნიშნულ ზონაში ფრენები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესრულდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების გადაწყვეტილებას წინ საფრანგეთის, ინგლისის, ბელგიისა და გერმანიის საკუთარი საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება უსწრებდა. შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო მსოფლიოს 20 ქვეყანაში მთლიანად დაიბლოკა ან ნაწილობრივ შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა. სხვადასხვა ქვეყნების ავიაკომპანიები თვითმფრინავის ძრავისთვის განსაკუთრებით საშიში ვულკანური ფერფლის ჰაერში გავრცელების გამო რამდენიმე დღის განმავლობაში ასეულობით მილიონი აშშ დოლარით დაზარალდნენ. იხილეთ epn.ge
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images11.jpegქართველი “კრიმინალური ავტორიტეტის” ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესი რუსეთში დღეს განახლდება. წინა პროცესზე განსასჯელის ადვოკატმა მასალების გაცნობისთვის დრო ითხოვა, რის გამოც პროცესი გადაიდო. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოსკოვში ადგილობრივი ბიზნესმენის ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებაშია ეჭვმიტანილი. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sasamartlo5-150x130.jpgსაზოგადოებრივი კამპანიის “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წარმომადგენლის ეკა ბესელიას შვილს რატი მილორავას და ძმას სერგო ბესელიას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რატი მილორავას ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 000 ლარი ჯარიმა შეუფარდა. ხოლო სერგო ბესელიას, ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და 4 ათასი ლარის ჯარიმის სახით გადახდა დააკისრა. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/images10.jpegდიდი დიღმის დასახლებას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, შეზღუდვა, დღეს, 11:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება შეზღუდვა დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცდებარე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ითვალისწინებს წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეულ დისკომფორტს და მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Tavdacvis-saministro-logo8-150x130.jpgდაბა ვაზიანში, პირველი საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე დღეს გამწვანების აქცია გაიმართება. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. გამწვანების აქცია ვაზიანში დღეს 11.30 სთ–ზე გაიმართება. გამწვანების აქციაში სამხედროებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqciaa2-150x150.jpgთბილისის მერიასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 12:00 საათზე, “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით დაიწყება. მიტინგში მონაწილეობას მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თბილისელები და დევნილები მიიღებენ. აქციის მონაწილეები საკუთარ მოთხოვნებს გააჟღერებენ, რის შემდეგაც წერილობითი სახით დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც გადაუგზავნიან. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...