planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/5459-150x150.jpg საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ როდნი ბასმა და მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ მიიღეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლო სხდომათა დარბაზის არსებობა მიზნად ისახავს პროკურატურის თანამშრომლებისთვის იმიტირებული სასამართლო სხდომების სახით სპეციალური მასტერ-კლასების გავლის შესაძლებლობას. პროკურორებს სასამართლო პროცესების ჩატარებით საშუალება ექნებათ აიმაღლონ და სრულყონ საკუთარი კვალიფიკაცია და ამგვარად მომზადებულები შეხვდნენ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებას. იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზში სპეციალურად არის გათვალისწინებული შესაბამისი ადგილი და პირობები ნაფიცი მსაჯულებისა და პროცესის მონაწილე სუბიექტებისთვის, დარბაზი ასევე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. პროკურორების გარდა იმიტირებულ სასამართლო დარბაზში პრაქტიკას გაივლიან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიც, დაგეგმილია დარბაზის აქტიური გამოყენება პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის. იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი პროკურატურის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად პროექტში ჩართული არიან ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/inga5nsedcoczle-150x150.jpg თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ერთობლივი პროექტი “იმიტირებული სასამართლო პროცესის” პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრანტებისათვის, როგორც სახელმწიფო სექტორის მომავალი მოხელეებისათვის სამართლებრივი ხედვის, ასევე სამართაწარმოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია პროექტში მომავალი ჟურნალისტების მონაწილეობაც, რადგან მედია არის ის უმთავრესი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების სამართლებრივ ინფორმირებას და შესაბამისად მის კომპეტენციაზეა დამოკიდებული საზოგადოებრივი აზრის ადექვატურობა ამათუიმ მოვლენის მიმართ. იმიტირებული სასამართლო პროცესები ჯიპას მაგისტრანტების მონაწილეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კონკურსის წესით, ორ ეტაპად წარიმართება. კონკურსში გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები გადაეცემათ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/512ef37ec4dae61-150x150.jpg კომპანია ,,ყაზტრანსგაზმა” აბონენტების დაზიანებული მრიცხველების გამო დაჯარიმებაზე შესაძლოა რეგიონებშიც უარი თქვას. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანიამ აქცია ჩაატარა და ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაზიანებული მრიცხველების შესახებ განაცხადი საკუთარი ნებით გაეკეთებინათ და ამის სანაცვლოდ ,,ყაზტრანსგაზი” მათ დაჯარიმებაზე ამბობდა უარს. დეპუტატებმა მინისტრს სთხოვეს, რომ მსგავსი აქცია რეგიონებშიც ჩატარდეს, რადგან აღნიშნული პრობლემა რეგიონებშიცაა. მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება ამ საკითხზე დისტრიბუტორ კომპანიებს შუამდგომლობით აუცილებლად მიმართავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/1267753_20100422155605-150x150.jpg ყირგიზეთის ქალაქ ჯალალ-აბადში ყოფილი პრეზიდენტის ძმა, ახმად ბაკიევი უგზოუკლოდ დაიკარგა. ამის შესახებ განცხადებას ბაკიევის ძმა კანიბეკი ავრცელებს. მისივე თქმით, ახმადმა მას დაურეკა, და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა : “ძმაო……”, რის შემდეგადაც ტელეფონის ყურმილში სროლის ხმები გაისმა და კავშირი შეწყდა. კანიბექ ბაკიევის ვერსიით, მისი ძმა “ე.წ. ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა” გაიტაცეს, და თუ კი ახმადი დაიღუპა, ის “ადექვატურ ზომებს” მიიღებს. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ძმა არ აკონკრეტებს, თუ რა სახის ზომების მიღებას აპირებს. ამავდროულად, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი “რია-ნოვისტი”-სთან საუბარში ეჭვობს, რომ ახმადი “გაიტაცეს და მოკლეს”. მისივე ცნობით, ახმადი ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად გაემგზავრა. შეხვედრაზე მას ახალი მთავრობის წარმომადგენლებს ყოფილი პრეზიდენტისთვის წერილი უნდა გადაეცათ. ყირგიზეთის სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ ბაკიევის ძმის გატაცების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. კანიბექ ბაკიევი ძმის გაკარგვასთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადების შეტანას არ აპირებს, რადგანაც ახალ მთავრობას არ ენდობა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/200907165328-150x150.jpg აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7521 ნიშნულზე დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად ხვალ 1 აშშ დოლარი – 1.7521 ლარი ეღირება. რაც შეეხება ევროს, ხვალ 1 ევროს 2.3361 ლარით განისაზღვრება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/16_6821_613149_mkvleloba-150x150.jpg პოლონური და უკრაინული საიფორმაციო სააგენტოების და ფორუმების ინფორმაციით, კაჩინსკის ავიაკატასტროფის შემდეგ გადაღებული ვიდეოს ავტორი მოკლეს. ვიდეოზე, სავარაუდოდ, ტუ-154 პილოტს უცნობი პირები ესვრიან. როგორც პოლონეთის და უკრაინის საინფორმაციო სააგენტოები და ფორუმები იუწყებიან, ვიდეოჩანაწერის ავტორს 15 აპრილს კიევის მახლობლად უცნობმა პირებმა თავს დაესხდნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მოაყენეს. დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოგოში გადაიყვანეს, სადაც მოსკოვის დროით 15:03 წუთზე გარდაიცვალა. ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/big_2010_01_20_20_01_41_1diogene1-150x150.jpg გამომცემლობა “დიოგენე” ხვალ, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს გახსნის. ,,დიოგენემ~ 2010 წლის 20 იანვარს გამოაცხადა კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის და დააწესა ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე. კონკურსში მონაწილეობა 20-დან 35 წლამდე ასაკის 31-მა მთარგმნელმა მიიღო. კონკურსის ჟიურიმ თარგმანები დახურული წესით შეაფასა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალთან Eერთად, ხვალ საუკეთესო თარგმანებისგან შედგენილი კრებულის პრეზენტაციაც მოეწყობა. კოტეტიშვილის პრემია სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა. კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერები ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ტელეკომპანია ,,იმედი”, რადიო ,,თავისუფლება”, რადიო ,,სინდიკატი”, ჟურნალი ,,ცხელი შოკოლადი”, გაზეთი ,,24 საათი” და საინფორმაციო სააგენტო ,,ექსპრესნიუსი” არიან. პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ხვალ, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/vepxvadze-levani-150x150.jpg ,,ქრისტიან-დემოკრატები” გაზიფიცირებისთვის შესრულებულ სამუშაოებზე არსებული სხვადასხვა ტარიფებით ინტერესდებიან. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, სოფლებში გაზის შეყვანა მოსახლეობის ნაწილს 300 ლარი უჯდება, ნაწილს კი 700 ლარს სთხოვენ და ამასთან, მოსახლეობას ეუნებიან, რომ თუ სოფლის გარკვეული პროცენტი არ შეიყვანს გაზს, სოფელი მაინც ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება. ვეფხვაძეს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა უპასუხა, რომ დისტრიბუტორი კომპანიები პასუხისმგებლობას იღებენ ცენტრალური გაზსადენის ქუჩებში მიყვანაზე, რომლის შემდგომაც ხდება ინდივიდუალური გაზიფიცირება და ეს თანხები შესაძლოა არაერთგვაროვანი იყოს. მინისტრის განმარტებით, არაერთგვაროვნება მანძილით განისაზღერება. კერძოდ, ზოგს სახლამდე დიდი კარმიდამო აქვს და ზოგს არა, თუმცა სახლამდე გაზის მისაყვანად, მოსახლეობას უფლება აქვს სხვა სამშენებლო კომპანია დაიქირავოს და მათ შეასრულონ ცენტრალური გაზსადენიდან აირის ოჯახებამდე მიყვანა და არა კომპანიამ. ამასთან, მინისტრის მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ დისტრიბუტორი კომპანია მოსახლეობას დაავალდებულებს, რომ აღნიშნული სამუშაო მას შეასრულებინონ ფაქტზე ხელისუფლება ადექვატურ რეაგირებას მოახდენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Rustavi_dancers_pic-150x150.jpg რუსთავში ხვალ ქალაქის მერის მამუკა ჩიქოვანის პატრონაჟით კონკურს–ფესტივალი „ჰერიო–2010“–ის საზეიმო გახსნა გაიმართება. ფესტივალი ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გაიმართება. კონკურსს რუსთავის მერი და პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე გახსნის. ფესტივალი გაიხსნება კონცერტით, რომელშიც შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და ჯეოსტარელები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსში მონაწილეობას 4 კერძო და 19 საჯარო სკოლა მიიღებს. კონკურსის ორგანიზატორები, რუსთავის მუნიციპალური თეატრი, რუსთავის რესურს–ცენტრი არიან. ფესტივალს მხარდამჭერას გაზეთი „რუსთავი“ და ქვემო ქართლის ტელევიზია (ტვ4).უწევენ. კონკურსანტები ჟიურის წინაშე სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრებით, მათ შორის ხალხური და თანამედროვე ცეკვებით, სიმღერებითა და მხატვრული კითხვით წარსდგებიან. კენჭისყრით პირველ ტურში მონაწილე ჯგუფები გამოვლინდება. ჟიური საუკეთესო შემსულებლებს გუნდური და ინდივიდუალური შესრულების მიხედვით გამოავლენს. კონკურსის ბოლოს „ჰერიო-2010“–ის დედოფალი გამოვლინდება. კონკურს–ფესტივალი „ჰერიო–2010“ 23 აპრილს, 16:00 საათზე გაიხსნება, ხოლო 20 მაისს საზეიმოდ დაიხურება. იხილეთ epn.ge
-
ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ტალინში მიმდინარე შეხვედრას საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანერლი გრიგოლ ვაშაძე არ ესწრება. როგორც პირWელს სამინისტროში განუმარტეს, ტალინში ვაშაძე ვერ ჩავიდა, თუმცა სამიტში საქართველოს ელჩი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი მონაწილეობს. View the full article
-
ოპოზიციონერი ლიდერი გოგა ხაინდრავა მიესალმება 30 მაისის არჩევნების გაშარჟების გია გაჩეჩილაძისეულ (მომღერალ უცნობის ) პროექტს, რომლის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ კულუარულად გავრცელდა. აბსურდის თეატრში, რომელიც საქართველოში ხდება, სწორედ მსახიობების ადგილია და არა პოლიტიკოსების, View the full article
-
ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატო-ს პოზიცია არ შეცვლილა . ამის შესახებ რასმუსენმა ტალინში ნატო-ს მინისტერიალის გახსნამდე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება . ტალინში ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალი დღეს გაიხსნა. View the full article
-
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების გარანტიას იძლევა. ამის შესახებ ალიანსის საქართველოსთვის ლიდერმა ირკალი ალასანიამ დღეს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. View the full article
-
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე და რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი დღეს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ. როგორც პირWელს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კომპანია რუსთავის წყალი ამჟამად სამუშაოებს ქალაქის 19 ქუჩაზე ახორციელებს. View the full article
-
დაიცავი საქართველოს ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მისი ძმის გია გაჩეჩილაძის (მომღერალ უცნობის ) მიერ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ განუცხადა, მისთვის უცნობს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არაფერი უთქვამს . View the full article
-
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის წევრი კობა ხაბაზი ოპოზიციონერ ლიდერებს ზვიად ძიძიგურსა და კობა დავითაშვილს სთხოვს, განმარტონ, რა შეიძლება, დაუთმოს ქართულმა მხარემ რუსეთს იმაზე მეტი, რასაც თავის დროზე პრეზიდენტი შევარდნაძე უთმობდა? . ამის შესახებ ხაბაზმა პირWელს ქართული ოპოზიციის ნაწილის რუსეთში ვიზიტების საკითხის View the full article
-
სახალხო დემოკრატები სახალხო დიპლომატიის მომხრენი არიან, რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან მოლაპარაკების წარმოებას კი საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივად მიიჩნევენ. ამის შესახებ სახალხო დემოკრატების ლიდერმა, მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა პარტიის ოფისში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე განაცხადა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba514-150x150.jpg ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქეები დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავებულია რუსთავში მოქმედი შპს „მოდინახე 2008“-ის დირექტორი ვაჟია კურცხალია და შპს „პაკო ავტომოტივი“-ს წარმომადგენლები: კობა თოლორაია და გიორგი კვიჟინაძე, რომლებმაც საერთო ჯამში დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და ქვითრები 70 000 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა საქონელზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მაიდგა. აღსანიშნავია, რომ ვ. კურცხალიამ ყალბი დოკუმენტების დამზადებაში გარიგებული თანხის ნაწილი – 500 ლარი აიღო, კ. თოლორაიამ და გ. კვიჟინაძემ კი – 600 ლარი. სამივე ეჭვმიტანილი სამართლადამცველებმა ფაქტზე დააკავეს. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge
-
http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9AtEI67fgI/AAAAAAAADlA/hFx_MnXi_KQ/s200/26906_1409966376252_1445260650_31064301_7467864_n.jpg“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი და “კონსერვატორი” კახა კუკავა დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც კობა დავითაშვილმა გუშინ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მათთან ერთად რუსეთში გიორგი ცანავაც გაემგზავრა. დავითაშვილის განცხადებით, უკვე დაგეგმილია შეხვედრები როგორც ქართულ დიასპორასთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან. “დაგეგმილია შეხვედრები დუმაში, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ ფრაქციებთან. ასევე, ვაპირებთ ერთ ან რამდენიმე თოქშოუში მონაწილეობას. მინიმუმ ერთში მაინც მინდა მივიღო მონაწილეობა, რადგან დროში საკმაოდ შეზღუდული ვარ”, – განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და პრემიერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრები არ იგეგმება. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili351-150x150.jpg “სახალხო დემოკრტების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ქართველ პოლიტიკოსთა რუსეთში ვიზიტს ეხმაურება. ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებისათვის მეზობელ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის ქონა პრიორიტეტული უნდა იყოს, იმის მიუხედავად თუ როგორია ეს მეზობელი. “მე მივესალმები რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ყველანაირ მცდელობას. რუსეთთან ცუდი ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის”_ განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის ამ ურთიერთობების დარეგულირებაში აქტიურად ჩართვის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მისთვის მათი მხრიდან რუსეთის სახელისუფლებო პარტიასთან რაიმე სახის თანამშრომლობის გაფორმება მიუღებელია. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ყველანაირი წყენა გვერძე უნდა გადადოს და დიალოგი აწარმოოს როგორც რუსებთან, ასევე აფხაზებთან და ოსებთან. “მე სახალხო დიპლომატიის მომხრე ვარ. მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ყველაფრის მიუხედავად დიალოგი აწარმოოს რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან. თუმცა ის დღემდე მხოლოდ მათი ლანძღვით არის დაკავებული”_ განაცხადა ივანიშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kublashvili7729811-150x150.jpg უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დღეს სასამართლოში სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შეხვედა. შეხვედრისას სასამართლოში მიმდინარე სიახლეები და სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში სასამართლოსთან მიმართებაში მოხსენებული ფაქტები განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, შეხვედრისას კარგი კონსულტაციები გაიმართა და შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა. “დღეს ის პრობლემატური საკითხები განვიხილეთ, რომელიც სახალხო დამცველს აქვს წამოყენებული თავის ანგარიშში. ჩვენ მას რაღაცაში ვეთანხმებით, თუმცა არის საკითხები რომელშიც არ ვეთანხმებით. საუბარი კი სისტემური ხასიათის პრობლემებს შეეხო”,- განაცხადა კუბლაშვილმა. მისი თქმით, ასეთი სახის შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება. სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით კი, შეხვედრისას საკითხები სამართლიან სასამართლოს, ასევე გამოტანილი განაჩენების დაუსაბუთებლობის პრობლემას და კიდევ რამდენიმე საკითხებს შეეხო. მისი თქმით, სრული თანხვედრა არ ყოფილა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდა. ეს შეხვედრა პირველი იყო, რომელიც სასამართლო ხელისუფლების პირველ პირსა და სახალხო დამცველს შორის გაიმართა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით შედგა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristian_demokratebi_0431-150x130.jpg საქართველოს ,,ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ’’ რუსეთის ,,ქრისტიან-დემოკრატებთან’’ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დღსს მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის თანახმად, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა დამყარებული იქნება თანასწორობისა და სამართლიანი პარტნიორობის პრინციპებზე. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს რეგულარულ კონსულტაციებს ქართულ–რუსული ურთიერთობის პრობლემურ საკითხებზე და დიალოგი წარიმართება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეები პატივს სცემენ საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და აცნობიერებენ ქრისტიან დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციისა და რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ფრაქციის წევრის მაგდა ანიკაშვილის შეფასებით, რუსეთის ,,ქრისტია-დემოკრატები’’ ეწინაღმდეგებიან რუსეთის იმპერიალისტურ ხედვებს. საქართველოს პარლამენტში დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი თარგამაძემ და რუსეთის ,,ქრისტიან დემოკრატების’’ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე სერგეი მეზენცევმა. იხილეთ epn.ge