Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. უკრაინა რუსეთისგან 10 წლის განმავლობაში გაზის სახით 40 მილიარდი დოლარის ოდენობის საინვესტიციო დახმარებას მიიღებს. შესაბამისი შეთანხმება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების დიმიტრი მედვედევისა და ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრისას იქნა მიღწეული. რუსეთმა უკრაინას რეალური შესაძლებლობა მისცა, გაზის სახით 40 მილიარდი დოლარის ოდენობის View the full article
  2. Landish, ბლოგერი landish.ge-დან. “ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალიც დასრულდა, თანაც საკმაოდ საინტერესო შედეგებით. მემგონი თავიდანვე არ არსებობდა ორი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ათეული ყველაზე ძლიერი იყო, მითუმეტეს, რომ ამაში თვითონაც დავრწმუნდით. მართალია ჩემი დამოკიდებულება მომღერლების მიმართ არ შეცვლილა, თუმცა მარიამ ფაჩულიას ფინალში გადასვლას ჩემზე უარყოფითად არ უმოქმედია, როგორც ეს თავის დროზე სხვა მონაწილეების გამო მოხდა. როგორც სხვა ათეულებში, აქაც ყავდა ხალხსაც და ჟიურისაც თავისი ფავორიტები და ფინალში გადასასვლელად ღირსეულად შერჩეული კანდიდატები. ვერ ვიტყვი, რომ მარიამი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა როგორც ჩანს ხალხისთვის ის ერთიც აღმოჩნდა და მეორეც. რაღა დავმალო და მეგონა, მეგონა კი არადა, დარწმუნებული ვიყავი, იმაში რომ ხმების რაოდენობით “მოზაიკა” გადავიდოდა ფინალში და ჟიური დავით რობაქიძის გადაყვანით დაასრულებდა ფინალისტების შერჩევას. ჩემს აზრზე არაერთი პიროვნება იმყოფებოდა. სწორედ ამ პიროვნებებს გაუჩნდათ ერთგვარი პროტესტი და უკმაყოფილების გრძნობა არსებული შედეგებით. ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა და დაგვიმტკიცა, რომ იმ აზრზე ყოფნა, რომ ესა თუ ის მონაწილე რა საყვარელია და “ეს ხომ ისედაც გადასულია ფინალში” არ არის საკმარისი, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ასეთი მოულოდნელი ფაქტები, როდესაც “ხალხის არჩევანი” არ ემთხვევა ხალხის არჩევანს (გავიხსენოთ ნახევარფინალი ლევან შავაძის მონაწილეობით). როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, დარწმუნებული იმაშიც ვიყავი, რომ ჟიური ილუზიონისტს, დავით რობაქიძეს გადაიყვანდა ნახევაფინალში. ამაში მაიას სიტყვებმაც კი არ შემაპარეს ეჭვი: “ფინალში გადასვლა არ გინდა?”, როდესაც საქმე გეგას 50 ლარიანის განადგურებასთან მივიდა. აქვე ბევრს გაუჩნდებოდა შეკითხვა, თუ რატომ გადაიყვანა ჟიურიმ რობაქიძე და არა ის, ვინც მათ უნდოდათ? : ) ამაზე ჩემეული პასუხი გამაჩნია: რადგან დათო ერთადერთი მონაწილე იყო იმ ასეული კონკურსანტებიდან, რომელმაც თავის პროფესიაში იმხელა იუმორი ჩააქსოვა, რომ ხალხის და ჟიურის გამხიარულება მთელი ნომრის მანძილზე შეძლო. აღარაფერს ვამბობ უშუალოდ ფოკუსებზე, რომლებმაც მთელ დარბაზს გაკვირვებისგან პირი დააღებინა. http://nichieri.ge/files/2010/04/25203_396840038368_688128368_3833182_664346_n.jpgეს ფოტო ფეისბუქიდან მოვიპარე დათო, ერთი კაცი, რომელიც ბენდისა და ჯგუფის გარეშე, ბანქოთი, უბრალო ნივთებითა და კარგი იუმორით დგამს ისეთ შოუს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა - “The One Man Show”. მოკლედ, იმის გამო, რომ ადამიანის გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავდება, განსხვავდება “ნიჭიერში” არსებული მონაწილეების გულშემატკივრების რაოდენობაც. ზოგი პატარა გოგონას ხმით აღფრთოვანდება, ზოგი აკრობატების ნახვით, ზოგს აზიური ცეკვა იზიდავს, ზოგსაც სტრიპტიზი (მემგონი პოსტი არ გამიმაზავს, სადაც სტრიპტიზი არ ვახსენე , ზოგსაც გული სენტიმენტალურ ცეკვაზე აუჩუყდება და ზოგიც უბრალოდ ილუზიით არის მოხიბლული. სწორედ ეს მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ქმნიან იმას, რასაც ყოველ ორშაბათს “რუსთავი 2″-ის ეთერში ვხედავთ. იმის გამო რომ ხალხს შოუს ნახვა სურს, ირჩევს იმას, ვისაც შოუს გაკეთება ეხერხება. ასეთი 12 შოუმენი მოგროვდა ფინალში, რომელთაც ეს საქმე საკმაოდ კარგად გამოსდით (აქვე, ფინალში ვერმოხვედრილტა გულშემატკივრებისთვის – არ ვამბობ იმას, რომ ვინც ვერ მოხვდა ფინალში, ცუდად გამოსდით). ფინალამდე 12 დღე რჩება, სადაც 12 ფინალისტიდან მხოლოდ 1 მიიღებს წლის ნიჭიერის სტატუსს და მთავარ პრიზს, ასე რომ ნუ იქნებით იმ აზრზე, რომ რომელიმე კონკურსანტი უდაო გამარჯვებულია და თქვენი ხმა აღარაფერს გადაწყვეტს. სწორედ ამ იდეოლოგიის გამო შეიქმნა “გაუთვალისწინებელი ფაქტორები”, რაც თქვენი ფავორიტის შემდეგ ტურში ვერ გადაყვანით დასრულდა. ვიმედოვნებ ამჯერად ხალხი გამარჯვებულს არა მისი “სისაყვარლით” აირჩევს, არამედ რეალურად შეაფასებს მის გამოსვლას და დააფასებს მის ნიჭს, რის გამოც იგი ფინალში მოხვდა. nichieri.ge
  3. როგორც იცით, ორშაბათს, V ნახევარფინალის დასრულების შემდეგ ჟიურიმ კიდევ 5 მონაწილეს მისცა ფინალში გადასვლის შანსი. ეს მონაწილეები იყვნენ: ვერკა და გიორგი, კორნელი მაისაშვილი, მერაბ კირაკოზაშვილი, რამაზ გარშაულიშვილი და პარკური. ფინალში ხალხმა პარკური და ვერკა და გიორგი გადაიყვანა. 3 წუთის მანძილზე შემოვიდა 6 596 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა: 1. პარკური – 42% 2. ვერკა და გიორგი – 27,5% 3. მერაბ კირაკოზაშვილი – 14,7% 4. რამაზ გარშაულიშვილი -12% 5. კორნელი მაისაშვილი – 3,8% P.S.: საინტერესო ფაქტი – პარკურმა ბოლო 3 წუთში იმდენივე ხმა აიღო, რამდენიც მთელი 1 კვირის მანძილზე დაუგროვდა : ) nichieri.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachidze_goga1-150x130.jpg დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ თანამშრომლებთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა. სამინისტრო გამოეხმაურა „მადნეულის“ ინიციატივას და უკაცრიელ ადგილზე დღეს 100- მდე წიწვოვანი ნერგი დაირგო. “განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ესა თუ ის კომპანია იჩენს ინიციატივას გამწვანების აქციაში მონაწილეობისთვის. დღეს სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ ინიციატივას ვუერთდებით და მოხარულები ვართ, რომ ხეების დარგვა კორპორატიულ დონეზეა. ამაზე უკეთეს საქმეს ვერც კონკრეტული ადამიანები და ვერც კომპანიები ვერ გააკეთებენ“,- განაცხადა ხაჩიძემ მადნეულის გენერალური დირექტორის გიორგი დევაძის განცხადებით, გარემოს დაცვა კომპანიამ პირველ პრირიტეტად აიყვანა. „რამდენიმე წლის წინ „მადნეული“ ასოცირდებოდა კომპანიასთან, რომელიც მხოლოდ აბინძურებდა გარემოს. ჩვენ გარემოს დაცვა ავიყვანეთ პირველ პრიორიტეტად და არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე ვაწესრიგებთ გარემოს, არამედ ვუერთდებით ინიციატივას ქალაქის გარშემო დაირგოს გამწვანების მასები“ – განაცხადა დევაძემ. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი ყველა მსურველს დაეხმარებიან გამწვანების აქციის ორგანიზებაში. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/euto-150x124.jpg სოფელ ზედა ეწერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მანქანა ალბერტ ჭითანავას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი დედასთან ერთად გზატკეცილზე გადადიოდა, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მანქანა მოზარდს დაეჯახა. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gache.jpgგია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) შესაძლოა თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “უცნობმა” შესაძლოა თავისი გადაწყვეტილება მოსახლეობას, დღეს, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 21:00 საათზე გააცნოს, თუმცა ოფიციალური კომენტარისას გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში სპეციალური განცხადების სახით გაავრცელებს. გაჩეჩილაძეს უფლება არა აქვს კენჭი “დაიცავი საქართველოს” სახელით იყაროს, რადგან აღნიშნულ პოლიტიკურ მოძრაობას ცესკოში განაცხადი არა აქვს შეტანილი. კულუარული ინფორმაციის თანახმად “უცნობმა” კენჭი შეიძლება ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის სახელით იყაროს, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარისაგან გაჩეჩილაძე ამ დრომდე თავს იკავებს. ცესკოში კანდიდატთა წარდგენის ვადა 30 აპრილს იწურება. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/tugushi2-150x150.jpg საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახალხო დამცველს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი უწყებათა პირველმა პირებმა დიმიტრი შაშკინმა და გიორგი ტუღუშმა მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროცესში ადამიანის უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის ხელშეწყობას და სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობას. ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს მემორანდუმის ფარგლებში დიალოგი აწარმოონ, მოახდინონ რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის, მიუხედავად სტატუსისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, ფიზიკური შესაძლებლობისა და სხვ. საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციას. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/probaciis-logo-150x150.jpg სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა თეიმურაზ იობიძემ დღეს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს, კასპის რაიონული ოფისი გახსნეს. ოფისი პირობით მსჯავრდებულთა აღრიცხვის, კონტროლისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე იმუშავებს. მინისტრის მოადგილის გიორგი მაკასარაშვილის თქმით, კასპში პრობაციის ახალი ოფისის ამოქმედების შედეგად, გარდა იმისა, რომ პრობაციონერებს გაუმარტივდებათ მომსახურების პირობები, პრობაციის ოფიცრებს მათთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება ექნებათ, რაც ხელს შეუწყობს პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას. ასევე, თითოეული პრობაციონერის პირობითი მსჯავრის პერიოდი უფრო მიზანმიმართულად და ეფექტურად წარიმართება. ამჟამად კასპის რაიონულ ოფისში 290, ხოლო მთლიანად, შიდა ქართლის რეგიონში, 1 670 პრობაციონერი და არაპატიმარი მსჯავრდებულია აღრიცხვაზე. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili13-150x150.jpg “სახალხო დემოკრატებმა” დღეს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, “მწვანეთა პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გია შერვაშიძე წარადგინეს. კანდიდატი დღეს, პარტიის ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა, “სახალხო დემოკრატების” ოფისში, “სახალხო დემოკრატებსა” და “მწვანეთა პარტიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას წარადგინა. “მწვანეთა პარტიის” ლიდერის გია გაჩეჩილაძის თქმით, გია შერვაშიძის კანდიდატურის დასახელება იმანაც განაპირობა, რომ შერვაშიძე აფხაზეთიდან არის და ეს მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღეს “სახალხო დემოკრატებმა” და “მწვანეთა პარტიამ” ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის მიხედვით აღნიშნული პარტიები, ადგილობრივ არჩევნებში ბლოკის პრინციპით მიიღებენ მონაწილეობას. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/uniInc2-150x150.jpg საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მწუხარებას გამოთქვამს დღეს აზერბაიჯანში, ბაქო-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა 8 ხოლო სხეულის დაზიანება 15 ადამიანმა მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თანაგრძნობას ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili12-150x150.jpg “სახალხო დემოკარტებმა” დღეს დიდუბის ამომრჩევლებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა კოლელიშვილი წარუდგინა. პარტიის ლიდერისა და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა ივანიშვილის განცხადებით, კოლელიშვილი ხალხისათვის საყვარელი და ცნობადი ადამიანია. რის გამოც მან დიდუბელებს მისი მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. ზაზა კოლელიშვილი ყველაზე პრიორიტეტულად მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს მიიჩნევს. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით მისთვის კარგად არის ცნობილი დიდუბის რაიონის პრობლემები და ზუსტად იცის თუ რა სჭირდება მათ. კოლელიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბარში აქცენტი უბნის კეთილმოწყობაზე, სადარბაზოების დასუფთავებასა და სკვერების შენარჩუნებაზე გააკეთა. “სახალხო დემოკრატებმა” დიდუბის რაიონამდე მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის სამი კანდიდატი წარუდგინა: ვაკის რაიონში დავით ჭელიძე, საბურთალოზე ეზეკი ინწკირველი, ვაშლიჯვარი-დიდ დიღომში კი მაკა ჭაჭიაშვილი. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/101794-150x150.jpg კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ერეკლე კოდუა დაინიშნა. კოდუამ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დევი ჭელიძე შეცვალა, ჭელიძემ კი კოდუას ყოფილი თანამდებობა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) დირექტორის პოსტი დაიკავა. ჭელიძე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. იხილეთ epn.ge
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/uniInc1-150x150.jpg საქართველოსა და ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ქალაქ კიტოში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი, ხოლო ეკვადორის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ლეონარდო არიზაგა. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო ეკვადორს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ეკვადორის მხარემ დააფიქსირა თავისი ურყევი ერთგულება საერთაშორისო სამართლის უმთავრესი ნორმებისადმი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უზენაესობას. იხილეთ epn.ge
  14. ნიჭიერის მე-5 ნახევარფინალზე სულ შემოვიდა 25 648 ხმა, რომლებიც პროცენტულად ასე გადანაწილდა: 1. მარიამ ფაჩულია – 32% 2. მოზაიკა – 16% 3. დათო რობაქიძე – 13% 4. მაგდა ნიკოლეიშვილი – 10,7% 5. ფიცვერცხლი – 8,6% 6. პარკური – 7,7% 7. ლევანი და სოფო – 5% 8. გირო – 4,5 % 9. ელენე ჩიხლაძე – 1,5 % 10. ლაშა და გიორგი ქარქაშაძეები – 1% ელოდით ხმების ასეთ გადანაწილებას? თქვენ თუ დაუმესიჯეთ ვინმეს? nichieri.ge
  15. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს დასაქმების კონურსში გამარჯვებულ პრობაციონერებს უმასპინძლა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყარელიძე იმ მსჯავრდებულებს შეხვდნენ, რომლებიც სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმდებიან. View the full article
  16. ეროვნული საბჭოს სამი კანდიდატიდან თელავში დაგეგმილ პრაიმერს ერთი გამოეთიშა: ხალხის პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ იორამაშვილმა საკუთარი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი მოსიაშვილის სასარგებლოდ მოხსნა. როგორც პირWელს რადიო ჰერეთიდან აცნობეს, View the full article
  17. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უარყოფს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შპს გორის ფასიანი სტომატოლოგიური პოლიკლინიკისთვის საკუთრების წართმევის ფაქტის თაობაზე. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიკლინიკის შენობის გარეთ მართლაც არსებობს 36 კვ. View the full article
  18. 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. მთელს მსოფლიოში ეს დღე ფართომასშტაბიანი აქციებით აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალური ჯგუფი არა - ცელოფანის პარკებს! და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ. View the full article
  19. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 8 აპრილს ცსკ-ში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე გაფორმებულ მემორანდუმს უერთდება და გამოთქვამს მზადყოფნას, მემორანდუმში დაფიქსირებული მოთხოვნების მონიტორინგთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცსკ-სთან. View the full article
  20. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე გურიას ესტუმრნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში ფონდის მიერ განხორცილებელ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. View the full article
  21. ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართველ სტუდენტებსა და ლექტორებს ლატვიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას სთავაზობს. პროგრამა რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არის ორგანიზებული. წელს ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის View the full article
×
×
  • შექმენი...