planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili131-150x150.jpg დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დღეს “სახალხო დემოკრატებისა” და “მწვანეთა პარტიის” ლიდერებმა, “სახალხო დემოკრატების” ოფისის ეზოში, მარადისობის სიმბოლო ბზის ნერგი დარგეს. “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელმა გია გაჩეჩილაძემ, “სახალხო დემოკრატების” ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა ივანიშვილს ბზის ნერგი თანამშრომლობისა და მარადიული მეგობრობის ნიშნად გადასცა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მერად გახდომის შემთხვევაში ქალაქის გამწვანების თემა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული იქნება. “ჩვენ “მწვანეთა პარტიასთან” ერთად შევქმენით საარჩევნო ბლოკი, ამიტომ ეს თემა ჩვენთვის ძალიან ახლოსაა. მე მოსახლეობას ვპირდები, რომ თუკი მე თბილისის მერი გავხდები, ჩემი და ჩემი თანაგუნდელებისათვის ქალაქის გამწვანების თემა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული იქნება”_ განაცხადა ივანიშვილმა. უკვე 40 წელის, რაც 22 აპრილს მსოფლიოს 176 ქვეყანაში დედამიწის დღე აღინიშნება. დღევანდელი დღე “სახალხო დემოკრატებისა” და “მწვანეთა პარტიის” ბლოკის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ კიდევ ერთი ახალი ნერგვის დარგვით აღნიშნეს. იხილეთ epn.ge
-
ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ალიანსის თანათავმჯდომარეებთან ერთად ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელ ოდრი გლოვერს შეხვდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათ ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. „კონკრეტულად წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევები აღმოვაჩინეთ საარჩევნო სიებში და როგორ მიმდინარეობს ამომრჩეველთა სიების გასწორება ცესკო-ს მიერ და რა პრობლემებია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ ერევა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციური და უსაფრთხოების სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და, რა თქმა უნდა, გვქონდა სერიოზული საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უშლიან ხელს იგივე ნაციონალური მოძრაობისა და შსს-ის წარმომადგენლები კამპანიის წარმოებაში ოპოზიციურ ძალებს, როდესაც მიმდინარეობს მათი მხარდამჭერების მიერ ჩვენი პარტიის წევრებზე ზეწოლა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე განცხადებით, ისაუბარეს იმის შესახებ, თუ რა რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, რომ მინიმუმამდე დავიდეს გაყალბების შესაძლებლობები. „ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია ეუთოს დამკვირვებელთა მისიისგან, რომ ამომრჩეველთა ხმების კონფიდენციალურობა იქნება დაცული. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ იცოდეს, რათა მოვიდნენ არჩევნებზე, მიიღონ მონაწილეობა და მათი ხმების კონფიდენციალურობა იქნება დაცული და უზრუნველყოფილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“. - დასძინა ირაკლი ალასანიამ. http://iraklialasania.com/?p=464 View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/subi-150x150.jpg საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულთან დავით კირკიტაძესთან ერთად მარნეულში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მარნეულის ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 83 ოჯახის მთავარი პრობლემა აღნიშნული საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემა იყო. დევნილებმა მინისტრისგან პირობა მიიღეს, რომ ფართების დაკანონების პროცესი მომავალ კვირას დაიწყება და 2 თვეში დევნიელბი საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს მიიღებენ. კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დევნილების საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება და ასე მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დევნილი ღირსეულად არ იცხოვრებს: “ხედავთ, რომ შეკეთდა სახურავი, გარემონტდა წყალ-საკანალიზაციო სისტემა და ეს ფართები დევნილთა საკუთრება იქნება. არ ექნებათ შიში, რომ აქედან ვინმე გამოასახლებს. რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ბრძანა, ყველაფერი სრულდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ ყველაფერი სრულდება და მათი საცხოვრებელი პირობები ყოველდღე უმჯობესდება.” – განაცხადა სუბელიანმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/logo_eng.gif საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 125,50 ლარი შეადგინა. “აღნიშნული მაჩვენებელი გასულ თვესთან შედარებით, ფაქტიურად არ შეცვლილა, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.9% შემცირდა.”-აცახდებენ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/david-darchiashvili1-150x150.jpg საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით დარჩიაშვილი კრემლში ქართველი პოლიტიკოსების ჩასვლას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯად აფასებს. როგორც ჟურნალსიტებს დარჩიაშვილმა განუცხადა, იმ ადამიანების ზეგავლენა ქართულ პოლიტიკაზე, რომლებიც კრემლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ჩავიდნენ, არის მინიმალური, შესაბამისად, ზიანიც იქნება მინიმალური. ,,ჩახვიდე ქვეყანაში, რომელსაც მართავს ჩვენს ინტერესებთან დაპირისპირებული ძალა, ჩახვიდე მის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, არის ჩვენი ქვეყნის საწიმნააღმდეგო ნაბიჯი. თვითონ ღონისძიება არის საზიანო, რადგან იმართება იმ ქვეყანაში, რომელიც გვმტრობს. მათი მიზანია რაღაც ალტერნატივები შეიქმნას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა კრემლში დაგეგმილი იდეის ავტორი ამბობს, რომ უნდა ილაპარაკო რუსულად და ამით შენ მოიქცევი როგორც რუსი და იქნები რუსი. ასეთი პოლიტიკის ნაწილია ეს ღონისძიება’’, – განაცხადა დარჩიაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/12311.jpeg პარლამენტი მორიგი პლენარული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ორშაბათს, 26 აპრილს ბიუროს სხდომაზე მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ვინაიდან ამ დროისთვის განსახილველი საკანონმდებლო საკითხები თითქმის ამოწურულია და ამასთანავე, ქვეყანაში როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება აქტიურ წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთო, 23 აპრილს პლენარული სხდომა აღარ გაიამართება. წერეთლის განმარტებით, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე სამოცამდე საკანონმდებლო ინიციატივა იქნა განხილული და ამით დღის წესრიგი თითქმის ამოიწურა და ვინაიდან, საპარლამენტო კომიტეტებს საკითხების მოსამზადებლად გარკვეული დრო სჭირდებათ და პარასკევს, შაბათს და კვირას დაგეგმილია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვს რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა, მორიგი პლენარული სხდომის გამართვის თარიღი, კონსულტაციების შემდეგ, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-1-1slide31-150x139.jpg პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და საქართველოს ირგვლივ “გეოპოლიტკურ თამაშებს” აწარმოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესობას ცდილობს, თუმცა ეს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე ცუდ ზეგავლენას არ მოახდენს. პრეზიდენტმა ნატო-ში შესვლის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა. “საერთაშორისო სიტუაცია რეგიონში უცვლელი ვერ იქნება. ან დასავლეთი გაავრცელებს თავის ზეგავლენას აღმოსავლეთით, ან მოსკოვი დასავლეთის მიმართულებით წინ წავა”, – აღნიშნა საქართველოს ლიდერმა. თუმცა, სააკაშვილის აზრით, რუსეთი ამ მომენტში თავის საშინაო პრობლემებით ჩრდილო კავკასიშია დაკავებული, და საქართველოს საქმეებში სამხედრო ჩარევას არ მოახდენს. იხილეთ epn.ge
-
ოპოზიციური პარტიის უკრაინისთვის ლიდერი ვიაჩესლავ კირილენკო უკრაინულ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზირების გახანგრძლივების შესახებ იანუკოვიჩსა და მედვედევს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება აღიკვეთოს. იანუკოვიჩის მიერ მედვედევთან გაფორმებული ხელშეკრულება უკრაინის ნაციონალური ინტერესების გაყიდვაა, View the full article
-
უკრაინის ყიფილი პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ხალხს 24 აპრილს უმაღლესი რადას (პარლამენტის) შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც ტიმოშენკომ ბრიფინგზე განაცხადა, იგი პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან მიღწეულ შეთანხმებას გააპროტესტებს, View the full article
-
ირაკლი ალასანია დელისის მესამე ჩიხში დასახლებულ დევნილებს შეხვდა. შეხვედისას დევნილებმა თბილისის მერობის კანდიდატთან საყოფაცხოვრებო პრობლემებსა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს. დევნილებისთვის ნომერ პირველი პრობლემა საკუთრების დაკანონებაა. „ამ ადამიანებს დიდი ხანია შიში აქვთ, რომ ერთ დღესაც ამ ადგილებიდან გაასახლებენ. ამიტომ საჭიროა დროულად დაკანონდეს ის ქონება, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ“, -აღნიშნა „ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა. ირაკლი ალასანიამ დევნილებს ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამები გააცნო. http://iraklialasania.com/?p=456 View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli-banki8.jpg საქართველოს ეროვნული ბანკი, ლარის ფულადი ბაზრის განვითარებისა და გააქტიურების, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისების მიზნით, არსებული მონეტარული ინსტრუმენტების გააქტიურებას და ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებას იწყებს. კომერციული ბანკების მიერ ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 10%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, კომერციული ბანკებს სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე განთავსებულ მინიმალური რეზერვების გაზრდილ თანხაზე (ანუ მოზიდული სახსრების დამატებულ 5%-ის თანხაზე) ეროვნული ბანკი დაარიცხავს საბაზრო განაკვეთს – მონეტარული პოლიტიკის განკვეთს (ამჟამად 5%).ლარით მინიმალური რეზერვების ნაშთზე პროცენტების დარიცხვა აქამდე არ ხორციელდებოდა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, გაიზრდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების გაანგარიშების ბაზა, კერძოდ მოზიდულ სახსრებს დაემატება არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრები. ეროვნული ბანკი აამოქმედებს ერთდღიან დეპოზიტებს, რომელსაც დაარიცხავს წლიურ 3%. ამის შედეგად, კომერციულ ბანკს ექნება შესაძლებლობა საკორესპონდეტო ანგარიშზე არსებული ჭარბი ლარები განათავსოს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტზე, რომელიც შემდეგომი დღის დასაწყისშივე (დილას) დაუბრუნდება საკორესპონდენტო ანგარიშზე. ეროვნული ბანკი ამარტივებს ერთდღიანი სესხების აღების შესაძლებლობას, რომლის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება წლიური 10%-დან 7%–მდე. ერთდღიანი სესხის გაცემა, სტანდარტულად, გამარტივებული პროცედურით, “ლუმბერგის” სისტემის მეშვეობით მოხდება. რეფინანსირების სესხი წინასწარ დადგენილი ფიქსირებული პროცენტი კომერციულ ბანკს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, რომ აუქციონის გარეშე აიღოს რეფინანსირების სესხი იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების აუქციონის მეშვეობით ბანკი ვერ გაიმარჯვებს აუქციონზე და ვერ შეძლებს სესხის აღებას. გირაოს ბაზის გაფართოების მიზნით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედით, კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისაგან სესხის აღება თავიანთი სასესხო პორტფელის და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გარანტიის უზრუნველყოფით შეუძლიათ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/100-dollars-150x150.jpg ბანკნოტები, რომლებზეც ახალი დამცავი ელემენტებია დატანილი, ბრუნვაში 2011 წლის თებერვალში გამოვა. ახალი კუპიურის პრეზენტაციას ვაშინგტონში ამერიკის ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაითნერი და ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე დაესწრნენ. ბერნანკეს განცხადებით, კუპიურის მოდერნიზაციის მიზანი ფულის გაყალბებისგან დაცვაა. 100 დოლარიანი კუპიურა თაღლითებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მასზე ხშირად მხოლოდ 20 დოლარიანს აყალბებენ. ახალი კუპიურისადმი ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საპრეზენტაციო საიტი წწწ.ნეწმონეყ.გოვ შემომსვლელთა რაოდენობას ვერ გაუძლო და გაითიშა. ბანკნოტის დიზაინის მთავარი ელემენტები უცვლელი დარჩა. მასზე ისევ არის გამოსახული ბენჯამენ ფრანკლინი, უკანა მხარეს კი ფილადელფიის ინდეპენდენს-ჰოლია გამოსახული. დაცვის ერთ-ერთ ელემენტად კუპიურის ქვედა ნაწილზე აშშ დამოუკიდებლობის სიმბოლო თავისუფლების ზარია გამოსახული. ყველაზე თვალსაჩინო დაცვის ელემენტი კი ცისფერი 3D ხაზია. ბანკნოტი მთელ მსოფლიოში ბრუნვაში მას შემდეგ გავა, რაც მისი მასშტაბური პრეზენტაცია შედგება. ახალ კუპიურაზე ინფორმაციას მსურველებს საიტზე წწწ.ნეწმონეყ.გოვ შეუძლიათ 25 ენაზე გაეცნონ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gzebis-mshenebloba002-150x130.jpg თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 142 კმ-ზე, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის შემოვლითი გზის 4,3 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციაო სამუშაობი მიმდინარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, რომელზეც დაიგება ახალი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, სამუშაოები ითვალისწინებს სერპანტინების გაგანიერებას, რაც როგორც მსუბუქი, ისე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, რიკოთის შემოვლით გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გატარება იქნება შესაძლებელი. შემოვლითი გზის 4,3 კმ-იანი მოანკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია “გზა 2005“ ასრულებს. სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,97 მლნ. ლარს შეადგენს იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/earth-day-150x150.jpg 22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს აღინიშნება. ეს თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე 2009 წლის 22 აპრილს დამტკიცდა. რეზოლუცია ბოლივიის ინიციატივით მიიღეს. მის თანაავტორებად 50-მდე სახელმწიფო გამოვიდა. საერთაშორისო დედამიწის დღედ აღიარების რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემები ჩვენი საერთო სახლია და ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ბალანსის მისაღწევად ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის საჭიროა იცხოვრონ დედამიწის ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში. გაერო ყველა ქვეყანას სთავაზობს ეს დღეს აღნიშნონ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/prok-150x150.jpg საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონ როდნი ბასი დაესწრება. მთავარ პროკურატურაში გახსნის ცერემონია 13:30 საათზეა დაგეგმილი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/aviakatastrofa_fn-150x150.jpg პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერის ავიაკატასტროფის ადგილას აღმოჩენილი “შავი ყუთების” ჩანაწერები ხუთშაბათს, 22 აპრილს გამოქვეყნდება. ამის შესახებ, პოლონეთის გენერალურ პროკურორზე ანჯეი სერემეტზე დაყრდნობით, ტელეარხი თVN24 იუწყება. მისივე თქმით, პოლონელი პროკურორები, რომლებიც გამომძიებას ატარებენ, რუსეთიდან, პოლონეთში 21 აპრილს ჩავლენ და მეორე დღეს მოაწყობენ პრეს-კონფერენციას, რომელზეც შევი ყუთების ჩანაწერების გამოქვეყნდება. “არ დავმალავთ არაფერს, რათა არ დაიბადოს რამე სახის ეჭვები”-განაცხადა პოლონეთის პროკურორმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პოლონური მხარე არ აპირებს კატასტროფის ბოლო წუთებში ჩაწერილი ინფორმაციის გამოქვეყნებას, რათა დაიცვას ეკიპაჟის ხსოვნა და ღირსება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer37-150x150.jpg ეროვნული საბჭოს ლიდერები, კახა კუკავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი დღეს, რუსეთში ქართული დიასპორის შეხვედრაზე გაემგზავრნენ. დავითაშვილის განცხადებით, შეხვედრები, როგორც ქართულ დიასპორასთან, ისე რუსეთის სახელმწიფო დუმაში სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფრაქციებთან ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან იგეგმება. “დაგეგმილია შეხვედრები ქართულ დიასპორასთან, დუმაში სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფრაქციებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვაპირებ ასევე თოქ_შოუშიც მივიღო მონაწილეობა და ვისაუბრო საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და საარჩევო გარემოზე”_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავითაშვილმა. დავითაშვილისა და კუკავას ვიზიტი რუსეთში რამდენიმე დღეს გასტანს. როგორც დავითაშვილმა საუბრისას აღნიშნა, შეხვედრა დაგეგმილი არ არის არც რუსეთის პრეზიდენტთან და არც პრემიერთან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/kyr1-150x150.jpg ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ კონსტიტუციის შესაცვლელად სახალხო რეფერნდუმის თარიღი დანიშნა. დროებითი ვიცე-პრემიერის ომურბეკ ტეკებაევის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტი 25 აპრილამდე გამოქვეყნდება, ხოლო კენჭისყრა 27 ივნისამდე ჩატარდება. 10 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. გამორიცხული არაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც იმ დღესვე ჩატარდეს. რეფერენდუმის შედეგად, სავარაუდოდ, კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომელთა თანახმად ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება, პრეზიდენტის უფლებამოსილება კი შემცირდება. ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი 7 აპრილის გადატრიალების შედეგად გადააყენს. ქვეყნის დროებით მთავრობას როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დღეს რუს ქრისტიან-დემოკრატებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.მემორანდუმი პარტიების პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას, შეხვედრების გამართავს და მსჯელობას ითვალისწინებს იმ მთავარ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყის ურთიერთობებში View the full article
-
ეროვნული საბჭო ოპოზიციური პარაიმერის საბოლოო შედეგებს დღეს გამოაცხადებს.შეგახსენებთ, რომ პრაიმერის გზით ეროვნულმა საბჭომ თბილისის 25 საარჩევნო უბანში მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე გამოავლინა. ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის კანდიდატი პრაიმერში გამარჯვებული კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური იქნება. View the full article
-
დედამიწის დღესა და თანამედროვე გარემოსდაცვითი მოძრაობის დაარსების მე-40 წლისთავთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) დღეს USAID-ის მხარდაჭერით, პროექტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (CCADM) ფარგლებში View the full article
-
თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს აღმასრულებელთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართება.როგორც პირWელს თიბისი ბანკიდან აცნობეს, საქართველოს აღმასრულებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია ღონღაძე მიწვეულ საზოგადოებას გაერთიანების სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას გააცნობს.აღსანიშნავია, რომ ამ View the full article
-
პრაიმერისტების ეროვნული საბჭოს ლიდერები რუსეთში დღეს დილით გაემგზავრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მასთან ერთად რუსეთში მისი თანაგუნდელი გიორგი ცანავა და კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა წავლენ. ვიზიტის View the full article